ქართული პოლიტიკა #1

Page 108

axalgazrduli politika და 50 ბრინჯაოსი. 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან 35 სპორტსმენი მონაწილეობა. მოპოვებულია ოქროსა და ბრინჯაოს 3-3 მედალი, 2-2 მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ადგილები. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველო 204 ქვეყანას შორის 27-ე ადგილზეა, მრავლისმეტყველია ევროპაში − ყველაზე ძლიერ სპორტულ კონტინენტზე დაკავებული მე-16 ადგილი. ამ შედეგებით საქართველომ გაუსწრო მსოფლიოს და ევროპის მრავალ განვითარებულ, მათ შორის მოსახლეობით ჩვენზე მრავალრიცხოვან და ძლიერ სპორტულ ქვეყანას. ამრიგად, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, სპორტული ტრდიციებისა და საერთაშორისო სარბიელზე წარმატებების გათვალისწინება გვაძლევს საფუძველს დასკვნისათვის − ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივი ჩაბმის მხარდაჭერა და ხელშეწყობა უდიდესი მნიშვნელობისაა.

ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის კოორდინირებული მოქმედებით საქართველოში 2004-2010 წლებში განხორციელებული პროექტები. კერძოდ, მთლიანად ქვეყნის რეგიონებში მასობრივი სპორტისთვის აშენდა 672 ხელოვნურ და ასფალტსაფარიანი მინიმოედანი, სოფლებში − 300 მარტივი ტიპის მოედანი. ქვეყნის 11 ქალაქში მწყობრში ჩადგა კომპლექსური დახურული სპორტული დარბაზები და აუზები. თბილისის მერიის მიერ 2007 წელს განხორციელებული სპორტული ცენტრების საინვესტიციო პროგრამით შენდება ხუთი მრავალპროფილიანი საერთაშორისო დონის სპორტული კომპლექსი. ასევე თბილისში აშენდა 545 მინიმოედა­ნი, ველოტრეკი, რაგბის მოედანი, ორი კომპლექსური დარბაზი, 65 სატრენაჟორო მოედანი. გარემონტდა 20 სპორტული დარბაზი. 5. ახალი ინიციატივები, საინტერესო წამოწყებები

3. კვალიფიციური კადრები ქვეყნის ძლიერი მხარეა ის, რომ ჯერ კიდევ არსებობს (სპორტის აკადემიის გაუქმების მიუხედავად) სპორტის მწვრთნელთა, სპეციალისტთა და ექსპერტთა თაობა, რომლებმაც იციან მუშაობა უმაღლესი მსოფლიო სტანდარტების დონეზე. საქართველოში დღეისათვის სპორტის 200-მდე უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტია, რომელთაგანაც 28 სპორტის დამსახურებული მუშაკია, 25 – საერთაშორისო და ეროვნული კატეგორიის მსაჯი, 150 აკადემიური პერსონალი, რომელთაგან 91 პროფესოროა. ქვეყანაში წლების მანძილზე მომზადებულია 20 000-ზე მეტი უმაღლესი განათლების მაღალკვალიფიციური სპორტული კადრი, რომელთა ერთი ნაწილი დღესაც მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში წარმატებით მუშაობს. 4. მატერიალური ბაზის განვითარება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების თვალსაზრისით, მისასალმებელია ქვეყნის ხელისუფლების სერიოზული აქტივობა უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში.

ძლიერ მხარედ მიგვაჩნია ის საინტერესო წამოწყებები, რომლებიც ხორციელდება საქართველოს ხელისუფლების ადგილობრივი და მუნიციპალური მმართველობების მიერ ბოლო წლებში. ყოველივე ეს იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყნის ხელისუფლება არ არის გულგრილი სპორტის საკითხებისადმი. მისასალმებელია მერიის ინიციატივა, სასწავლოსაწვრთნო პროგრამების უკეთ განხორციელების მიზნით სპორტული ცენტრების მწვრთნელპედაგოგებს დანიშვნოდათ ყოველთვიური 500 ლარიანი ხელფასი. ამჟამად მას იღებს, სპორტული ფედერაციების წარდგინებით, სპორტის 30 სახეობის 200-ზე მეტი კვალიფიციური მწვრთნელი. ფაქტობრივად, ბოლო 2 წლის განმავლობაში თბილისის მერიის ბიუჯეტის ხარჯზე საშუალება მიეცა 3000 ბავშვს სისტემატიურად ივარჯიშოს სპორტულ სექციებში უფასოდ. ამასთან, ფასიან სპორტულ სექციებში სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ვარჯიშის შესაძ­ლებლობა მერიის ეგიდით აქვს კიდევ 600 ბავშვს. საინტერესო ინიციატივები და წამოწყებებია გან­ხორ­ცი­ელებული ქვეყნის ქალაქებსა და

108 politika sportisa da turizmis sferoSi


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.