Page 1

ყოველთვიური ჟურნალი #1(01) / 06 / 2011 ვრცელდება უფასოდ

ISSN 2233-3118


რეკლამის მენეჯერი: თათა პატარაია

გენერალური მენეჯერი: მირანდა ხუფენია

კორექტორი: მანანა ხორავა

არტ დირექტორი: სერგო კულიჯანოვი

ფოტო:

ჟურნალისტები:

თამუნა ლორთქიფანიძე, გიორგი ნებიერიძე დიზაინი: თორნიკე ბოკუჩავა,

ალექსანდრა აროშვილი, თეა გოცაძე, ნატუკა ნაცვლიშვილი

გიორგი წოწკოლაური, სერგო ტიტენკოვი

რედაქცია: საქართველო, თბილისი მ. ბროსეს ქ, 7., საფოსტო ინდექსი 0108, ტელ.: +995 32 946 446, ფაქსი: +995 32 922 898 / სარეკლამო სამსახური: tata@flit.ge / მარკეტინგის სამსახური: mira@flit.ge / ტირაჟი: 5000 ეგზემპლარი / გამოცემის თარიღი: 01.06.11. გამომცემლობა „ფლიტ მედია“ საქართველო / თბილისი, მ. ბროსეს ქ. 7, ელ.ფოსტა media@flit.ge www.flit.ge / ყოველთვიური უფასო ჟურნალი / გამოდის 2011 წლის ივნისის თვიდან / ბეჭდვა შ.პ.ს. „სეზანი“.

პოლიგრაფიული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ან ელ.ფოსტის საშუალებით და 5 დღის განმავლობაში მიიღებთ ახალ ეგზემპლარს. კატეგორიულად იკრძალება „გუდვილში“ გამოყენებული ტექსტური და ფოტო მასალის სრულად ან ნაწილობრივ გამოყენება რედაქტორის წერილობითი თანხმობის გარეშე. გამომცემლობა პასუხისმგებლობას იხსნის რეკლამაში განთავსებულ შინაარსზე.


ბუღალტერი: მარინა ალექსაური

დისტრიბუტორი: დავით კუპრაძე

ადმინ. მენეჯერი:

რედაქტორის წერილი

გვანცა სალთხუციშვილი

ანუკი ნაცვლიშვილი

ჟურნალ „გუდვილის“ მთავარი რედაქტორი

ურნალის შექმნის იდეა ერთ ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ დღეს დაიბადა FORBES-ის კითხვისას, როდესაც მივხვდი, რომ ასეთი ტიპის ჟურნალი არ არსებობდა ქართულ მედია სივრცეში. ასეთი თემატიკის ჟურნალი ძალიან საინტერესო იქნებოდა როგორც ბიზნესში მოღვაწე ადამიანებისთვის, ასევე ჩვეულებრივი მკითხველისათვის. ამ იდეის საფუძველზე, ჩვენი და „გუდვილის“ ინტერესები გადაიკვეთა, რამაც განაპირობა ჟურნალ „გუდვილის“ შექმნა, ჟურნალისა, რომლიდანაც მკითხველს შეუძლია მიიღოს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია ქართულ და საქართველოში არსებულ ბიზნესზე. ასეთი ჟურნალის არსებობა, ვფიქრობ, სასურველი და აუცილებელია ქართულ ბაზარზე. „გუდვილზე“ მუშაობს საკმაოდ გამოცდილი გუნდი, რაც გვაძლევს საბაბს, დაგპირდეთ, რომ შევქმნით პროდუქტს, რომელსაც თვიდან-თვემდე დიდი ინტერესით დაელოდება თითოეული თქვენგანი, მისი საშუალებით კი საინტერესო და, რაც მთავარია, სასარგებლო ინფორმაციას მიიღებს. გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, ჩვენ მას აუცილებლად გავითვალისწინებთ.

ანუკი ნაცვლიშვილი editor@flit.ge


სარჩევი

წარმოებულია საქართველოში

ტექნოლოგიები

პროდუქცია

04 გუდვილი 2004-დან 2011-მდე (ინტერვიუ ნუგზარ მაღულარიასთან)

09 ექსპერტის აზრი. ხარისხი – წარმატებული ბიზნესის გარანტი

12 FRESH & RARE, SO WE CARE…

2

16 პურის ტექნოლოგიები (ინტრევიუ GOODWILL-ის საცხობის მთავარ ტექნოლოგ გელა კოდალაშვილთან)

24 GOODWILL DELIVERY (ინტერვიუ თამარ გელანტიასთან)

30 KALAMATA OLIVES AND OLIVE OIL


სარჩევი

სამომხმა– რებლო კალათა

გასტრონომია

სტილი

სხვადასხვა

36 ფრანსუა ვატელი

43 მომხმარებლის

38

გიდი

50 ფოტოსესია „გუდვილში“

60 CLICK COUPON

BON APPÉTIT

56 • ამბიენსი • განსაკუთრებული ნივთების სურნელი

3


წარმოებულია საქართველოში

2010 წელი „გუდვილის“ ისტორიაში ყველაზე წარმატებული იყო. 2004 წლიდან მოყოლებული „გუდვილი“ საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია, 2010 წლის პრიორიტეტიც ლიდერობის შენარჩუნება იყო. დღეს ეს უფრო რთულია, ვიდრე წინა წლებში. 2004 წელს, როდესაც „გუდვილმა“ დაიწყო მუშაობა, სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ორგანიზებულ საცალო ქსელს რეალიზაციის მხოლოდ 5%-მდე ეჭირა, დღეისთვის ეს მაჩვენებელი თითქმის გაათმაგდა, შესაბამისად საცალო ვაჭრობის სფეროში კონკურენციაც გაიზარდა. 2010 წელს რამდენიმე ახალი სუპერმარკეტის ქსელი გაიხსნა, ეს „გუდვილზე“ არ ასახულა, პირიქით, მომხმარებლის რაოდენობა გაიზარდა. ეს, პირველ რიგში, განპირობებულია სტრატეგიით, რომელიც გულისხმობს: კომფორტული გარემოს შექმნას, პროდუქციის მაღალ ხარისხს და მომსახურების მაღალ დონეს, მომხმარებელზე ორიენტირებული პროექტების, პროდუქციის ფართო არჩევანის შეთავაზებას, მათი ლოიალობის შენარჩუნებას, თანამშრომლებზე, მომხმარებლეზე, მომწოდებლეზე, გარემოსა და ეკოლოგიაზე ზრუნვას. 2010 წელს მთავარი სიახლე ქსელის გაფართოვება იყო, „გუდვილის“ ქსელს განახლებული „გუდვილი ბათუმი“ შეემატა. ქალაქ ბათუმში არსებულ მარკეტს ჩაუტარდა რეკონსტუქცია, ფართი ორჯერ გაიზარდა და აშენდა ახალი საწარმოო ბაზა. მის გახსნაში სოლიდური ინვესტიცია - ნახევარი მილიონი ევრო ჩაიდო და 100-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. აღნიშნული თანხა უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ საკონდიტრო და პურ-ფუნთუშეულის საწარმოს, თანამედროვე ინფრასტრუქტურას, 4

განახლებულ პროგრამირებას და სურსათის უვნებლობის მეთოდოლოგიის დანერგვას მოხმარდა. „გუდვილში“ 2009 წლის ივნისიდან დანერგილია ხარისხის მენეჯმენტის სისტემა ISO9001:2008 სტანდარტის მიხედვით HACCP-ის კონცეფციით, რომლის მონიტორინგი 2010 წელს წარმატებით გაიარა კომპანიამ და დღემდე აგრძელებს ამ სისტემით მუშაობას. იანვრის თვეში ჩამოყალიბდა ბონუს კლუბი, კლუბის ყველა წევრი ბონუს ბარათის მფლობელია. პროექტის მთავარი მიზანი მომხმარებელთა ლოიალობის შენარჩუნება იყო. დღეისთვის კლუბში გაწევრიანებულია 55 000 მომხმარებელი. 2010 წლის აგვისტოს თვეში გუდვილს ქართული ხარისხის ნიშანი მიენიჭა. კომპანიის ხარისხის მენეჯმენტი სრულად შეესაბამება „ხარისხის ნიშნის“ პროგრამით დადგენილ უმაღლეს დონეს. აღსანიშნავია ასორტიმენტის გაზრდა, გაფართოვდა თევზის საამქრო, ასევე „ნონ ფუდი“-ს ხაზით დაემატა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფართო არჩევანი და ხელვაჩაურის ფაბრიკის „BTM“-ის ტექსტილის ნაწარმი, თეთრეული, ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი. 2010 წელს რეალიზაციის ზრდა წინა წელთან შედარებით. თითქმის 50%–ით გაიზარდა.


წარმოებულია საქართველოში

ინტერვიუ

ნუგზარ მაღულარია „გუდვილის“ გენერალური დირექტორი

რამდენი სახეობის პროდუქციაა

წარმოდგენილი „გუდვილის“ ქსელში?

ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ წარმოდგენილია 55.000 დასახელების პროდუქტი: „გუდვილი“ ვაკეში – 20.000, ხოლო „გუდვილი“ ბათუმში – 12.000. ›

ძირითადად რომელი ქვეყნებიდან ხდება

პროდუქციის იმპორტი?

იმპორტი ხორციელდება: გერმანიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, ავსტრიიდან, ბულგარეთიდან, ჩეხეთსა და თურქეთიდან. ›

პროდუქციის რა ნაწილია წარმოებული

საქართველოში?

ღვინო, წყალი, გაზიანი სასმელი, ლუდი, რძის ნაწარმი, საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილეული, ხილბოსტნეული, კონსერვები, ძეხვეული, თევზეული, საკონდიტრო, კულინარული, პურ-ფუნთუშეული და ადგილობრივად წარმოებული ქიმია. მათი რაოდენობა დაახლოებით 7500. ›

გასაყიდი პროდუქციის რა ნაწილის იმპორტს

ახორციელებს თავად „გუდვილი“?

წარმოდგენილი პროდუქტის 30% იმპორტირებულია. კომპანიას ძირითად ამ პროდუქტებზე აქვს ექსკლუზივი.

5


წარმოებულია საქართველოში

სხვა მომსახურებაც, გარდა ჰიპერმარკეტისა და სუპერმარკეტისა. ›

ძირითადად ვინ არიან „გუდვილის“

მომხმარებლები და რომელ სოციალურ ფენას განეკუთვნებიან ისინი? როგორ შეიცვალა ტენდენცია მომხმარებელთა კუთხით?

2004 წელს, ბაზარზე შემოსვლისას, „გუდვილი“ მაღალშემოსავლიან მიზნობრივ ჯგუფზე იყო გათვლილი, რადგან მოთხოვნა ხარისხიან პროდუქტსა და სერვისზე ყველაზე მაღალი სწორედ ამ სეგმენტში იყო. დღეს „გუდვილი“ არის ბრენდი, რომელიც გათვლილია საშუალო, საშუალოზე მაღალ და მაღალშემოსავლიან მომხმარებელზე, თუმცა პროდუქციის მრავალფეროვნება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დაბალშემოსავლიან სეგმენტსაც შევთავაზოთ მისთვის საინტერესო და ხელსაყრელი პროდუქტები. 2008 წლიდან კომპანიამ მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება საფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რისთვისაც განხორციელდა პროექტი „ტოპ 1000“; შედეგად „გუდვილმა“ მოიზიდა ახალი, დაბალშემოსავლიანი სეგმენტი, რომელიც დღეს ჩვენი საერთო მომხმარებლის თითქმის 10% შეადგენს. სტრატეგიამ გაამართლა, დღეს „გუდვილის“ ქსელის ლოიალურ კლიენტთა რიცხვი 100.000-ს აღემატება, მათ შორის 55 ათასი გაერთიანებულია „გუდვილის“ ლოიალობის სისტემაში. ›

„გუდვილი“ 2010 წელს RUBAN D'HONNEUR

გამარჯვებული იყო დასახელებულ 1500 საუკეთესო ევროპულ კომპანიათა შორის და ასევე დასახელებული საუკეთესო 3 კომპანიაში 100-დან საქართველოში, თქვენი აზრით რამ განაპირობა კომპანიის აღიარება საერთაშორისო ბაზარზე?

ევროპის ბიზნეს დაჯილდოება 4 წელია არსებობს და იგი აღიარებულია, როგორც ინოვაციის, წარმატებისა და მდგრადობის სიმბოლო, ეს

8

დაჯილდოება აძლევს საშუალებას ნებისმიერ სექტორში მოღვაწე ყველა ზომის ბიზნესს ევროპის მასშტაბით წარმოაჩინოს თავისი ქვეყანა დაჯილდოვების რვა კატეგორიაში. 2010 წლის კონკურსში მონაწილეობდა ევროპის 1500 კომპანია, აქედან წარდგენილი იყო 3 ქართული ბრენდი. კომპანია „გუდვილი“ გავიდა 100 საუკეთესო ევროპულ კომპანიას შორის და მიიღო პრიზი წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის. ›

თქვენი აზრით, რას ელის მომხმარებელი

„გუდვილისგან“?

ჰიპერმარკეტი „გუდვილი“ დღემდე ერთადერთია საქართველოში, 2004 წელს კი, როდესაც პირველად გავხსენით ახალი ფორმატის მარკეტი, საკმაოდ სარისკო ნაბიჯი გადავდგით, თუმცა მაშინვე შევუქმენით მომხმარებლებს მოლოდინი მაღალი დონის მომსახურების, კომფორტის, მოღიმარი და პროფესიონალი კადრების, გარანტირებული უსაფრთხო პროდუქციის და სისუფთავის, დღეს ჩვენთვის მთავარია მათ ეს მოლოდინი გავუმართლოთ. ›

ამჟამად რამდენი ადამიანი მუშაობს

„გუდვილში“ და როგორ ახერხებთ მათ მოტივირებას?

ამჟამად „გუდვილის“ სამივე ფილიალში დასაქმებულია 1100 ადამიანზე მეტი. თანამშრომლების მოტივირებისთვის დანერგილია კადრების სწავლების უწყვეტი მეთოდი, რასაც უზრუნველყოფს „გუდვილის“ სასწავლო ცენტრი, მუშაობს პრემიალური სისტემა, ხშირად ტარდება კორპორატიული საღამოები, თიმბილდინგი, დაჯილდოება სხვადასხვა კატეგორიაში, ჯანმრთელობის დაზღვევა, შიდა ვაკანსიები და თანამშრომლების დაწინაურება.

ინტერვიუ მოამზადა თეა გოცაძემ


წარმოებულია საქართველოში

ექსპერტის აზრი

ხარისხი‒ წარმატებული ბიზნესის გარანტი ლევან ჩიტეიშვილი „გუდვილის“ ხარისხის სამსახურის უფროსი

რისტოტელე ამბობდა, რომ ხარისხი აქტი კი არა ‒ ჩვეულებაა

მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში პროდუქტის ხარისხზე ზრუნვა მხოლოდ აუცილებლობად კი არა, პრესტიჟულ საქმიანობად მიიჩნევა. ჩვენს ქვეყანაში ეს ცნება ჯერ კიდევ ფეხს იდგამს, თუმცა კომპანია გუდვილში უკვე დიდი ხანია, რაც ხარისხის სამსახური არსებობს და შეიძლება ითქვას, რომ პიონერია ამ საქმეში. კომპანიის განვითარების გარკვეულ ეტაპზე გაჩნდა ხარისხის სამსახურის ჩამოყალიბების აუცილებლობა ბოლო დროს მკვეთრად გაიზარდა მომხმარებლის ინფორმირებულობის დონე, თუმცა ქართველი მომხმარებლების უმეტესობამ ჯერ კიდევ არ იცის, რა პროცედურებს გადის სურსათი,

9


წარმოებულია საქართველოში

სანამ დახლზე მიუჩენენ ადგილს. „გუდვილის“ ხარისხის სამსახურის უფროსი ბატონი ლევან ჩიტეიშვილი უფრო ვრცლად გვესაუბრება ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე. „გუდვილის“ ხარისხის სამსახურში დღეისათვის ცხრა სპეციალისტია დასაქმებული. მათ შორის არიან ექიმი ჰიგიენისტები, ვეტერინარები და მიკრობიოლოგები. მიღების, შენახვის, წარმოების და დისტრიბუციის სხვადასხვა ეტაპებზე კონტროლის სხვადასხვა მექანიზმები მოქმედებს, მაგალითად: ზოგადი ჰიგიენის წესების დაცვა, მიღებული პროდუქტის ტემპერატურული რეჟიმების, ორგანოლეპტიკური და თანმხლები დოკუმენტაციის შემოწმება, თანამშრომლების პირადი ჰიგიენის კონტროლი, სხვადასხვა სახის ნედლეულის ადგილობრივი მწარმოებლების შემოწმება... საქართველოში წარმოეუბული ნედლეულის ხარისხიანობის განსაზღვრის მიზნით კომპანია მომწოდებლებს ადგილზე ამოწმებს. ჩვენ შემუშავებული გვაქვს გეგმა, რის მიხედვითაც მუდმივად ვაკონტროლებთ მომწოდებლებს. მთავარი მიზანია, მომხმარებლამდე უვნებელი, მაღალი ხარისხის სურსათი მივიდეს. ყურადღება ექცევა ერთი შეხედვით ისეთ უმნიშვნელო დეტალებსაც კი, როგორიცაა კვების პროდუქტების შესაფუთი მასალების სურსათის უვნებლობის საერთაშორისო მოთხოვნებთან შესატყვისობა. ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანიამ საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები განახორციელა ტექნოლოგიური გადაიარაღების, მაშტაბური სარემონტო და დაგეგმარებითი სამუშაოების განხორციელების კუთხით. სწორედ ზემოთხსენებული პრინციპების დაცვით, „გუდვილის“ სტანდარტი სრულ თანხვედრაშია ევროპის მაღალგანვითარებადი ქვეყნების ხარისხის სტანდარტთან. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მოქმედ კომპანიებს შორის, „გუდვილმა“ ერთ-ერთმა პირველმა დანერგა ხარისხის მენეჯმენტის სისტემა

10

ISO 9001:2008 (International Organazition for Standardiza tion) სტანდარტის მიხედვით და HACCP-ის (Haz ard Analysis and Critical Control Points) კონცეფციით და დღემდე აგრძელებს ამ სისტემით მუშაობას. კომპანია ყოველწლიურად გადის საკონტროლო აუდიტს გერმანული მასერტიფიცირებელი ორგანოს TUV SUD-ის ექსპერტების დახმარებით. „გუდვილის“ მიერ ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვა ნიშნავს: • საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროდუქციით და მომსახურებით ბაზარზე წარმატებულ საქმიანობას; • წარმოების და მიწოდების სწორი დაგეგმვის, მუდმივი ინოვაციების და სრულყოფილი, მრავალფეროვანი სერვისის საშუალებით სტაბილური და საიმედო კოპმპანიის იმიჯის მოპოვებას; • მოპოვებული იმიჯის შენარჩუნებას და გამყარებას, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან ხანგრძლივი და სტაბილური თანამშრომლობისათვის; • საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული ხარისხის მართვის პრინციპების სრულყოფილად ათვისებას და მუდმივი გაუმჯობესებისაკენ სწრაფვას. ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ფარგლებში, საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად, სარეალიზაციოდ განკუთვნილი კვების პროდუქტების მიღებისას ვიზუალური კონტროლის პარალელურად ხორციელდება მათი თანმხლები დოკუმენტაციის შემოწმებაც. როგორც ცნობილია, შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში საქართველოსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანას


წარმოებულია საქართველოში

შორის მოქმედებს შეთანხმება თანმხლები დოკუმენტაციის ურთიერთცნობის შესახებ. ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნებიდან შემოტანილი კვების პროდუქტის კონტროლისას მისაღებ კრიტერიუმად მათი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული სერთიფიკატები ითვლება. ამ შემთხვევაში, თავისუფლად ვეყრდნობით თანმხლებ დოკუმენტაციას. მაგრამ, თუ საქმე მალფუჭებად პროდუქტებს ეხება, მაგალითად თევზეულს ან ძეხვს, ჩვენ მწარმოებლებთან შეთანხმებით ვახდენთ მათ ხელმეორე მიკრობიოლოგიურ კონტროლს. უარყოფითი შედეგების მიღების შემთხვევაში პროდუქტი არ დაიშვება გასაყიდად და უბრუნდება მწარმოებელს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმოების სხვადასხვა

ეტაპზე კომპანიაში მოქმედი ლაბორატორიის მიერ მიკრობიოლოგიური კონტროლი ხორციელდება. მაგალითად, ხორცი და ხორცპროდუქტები მხოლოდ მიღების დროს კი არა, გადამუშავების პროცესშიც მოწმდება. კეთდება ნახევარფაბრიკატების და უკვე მზა პროდუქტების ლაბორატორიული ანალიზი. ლაბორატორიულ კონტროლს ასევე ექვემდებარება იმპორტირებული ან საქართველოში წარმოებული პროდუქტებიც, რომელთა გარეგანი იერსახე სრულად არ შეესაბამება არსებულ მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში კონკრეტული პროდუქტი იხსნება რეალიზაციიდან და დახლზე მხოლოდ ლაბორატორიული კვლევის დადებითი პასუხის შემთხვევაში ბრუნდება. „გუდვილში“ არც პარფიუმერია და საყოფაცხოვრებო ქიმია რჩება უყურადღებოდ. ადგილობრივი მწარმოებელი ვალდებულია, ყოველ შემოტანილ პარტიაზე უვნებლობის დამადასტურებელი თანმხლები დოკუმენტი წარადგინოს. უნდა აღინიშნოს, რომ „გუდვილში“ ვადაგასულ პროდუქტს ვერ ნახავთ. ამ მიმართულებით რამდენიმე „ფილტრი“ მოქმედებს - პროდუქციის მიღებიდან მის დახლზე განთავსებამდე და ამის შემდეგაც. პროცედურა დოკუმენტურად არის გაწერილი და მასში მონაწილე თითოეულმა რგოლმა ზედმიწევნით იცის, რა, როდის და როგორ უნდა გაკეთდეს. მომხმარებელს ალბათ დააინტერესებს: „გუდვილის“ დახლებიდან რძის პროდუქტებს ვადის გასვლის წინა საღამოს, ყველა დანარჩენს კი მინიმუმ ერთი კვირით ადრე იღებენ. ბატონი ლევან ჩიტეიშვილი ამბობს, რომ კომპანიის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ხარისხია, მთავარი მიზანი კი მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა. ასე რომ, ენდეთ „გუდვილს“ და მიიღეთ უმაღლესი ხარისხის გარანტია!

ნატუკა ნაცვლიშვილი

11


წარმოებულია საქართველოში

ოგორც კი სათბურებს და ბევრ ლამაზ სხვადასხვანაირ სალათის ფოთოლს წარმოიდგენ, მაშინვე მოგდის თავში სიტყვები: ახალი, ჯანსაღი, ადგილობრივი, სიმწვანე... კომპანია SENSE SELECTION-ის სასათბურე მეურნეობა 2009 წელს დაიწყო, მას შემდეგ კომპანია სოფლის მეურნეობის სფეროში სხვადასხვა ტიპის პროექტებს ახორციელებს. SENSE SELECTION–ს ორი ახალგაზრდა მამაკაცი ხელმძღვანელობს, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია მაღალხარისხიანი და კონკურენტუნარიანი უნდა იყოს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ „სენს სელექშენში“ არსებული ასორტიმენტი ეტაპობრივად იზრდება და ბოსტნეულის ისეთ ახალ სახეობებს აერთიანებს, რომლებიც აქამდე უცნობი იყო ქართული ბაზრისა და სამზარეულოსათვის. ისინი აწარმოებენ როგორც ბოსტნეულსა და მწვანილს, ასევე მწყერისა და კურდღლის ხორცს, სხვადასხვა სუნელებს. გამოჰყავთ ბრიუსელის კომბოსტო, ბროკოლი, სხვადასხვა ჯიშის პომიდორი. თუმცა, ალბათ თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას სალათის ფოთლების სხვადასხვა სახეობა მიიქცევს: ტრადიციული რომენი, დახვეულ და ხუჭუჭფოთლებიანი ლოლა ბიონდა, ბორდოსფერი და მომწარო ლოლა როსა დახვეწილი გემოთი, ვიტამინებით მდიდარი ფრიზე, კომბოსტოსებრი ბათერჰედი, რომელიც ყველაზე პოპულარულია ჩვენს დიასახლისებში, კიდევ ბევრი ასეთი სხვადასხვანაირი ჯიში და ერთი სასიამოვნო სურპრიზიც - „სენს სელექშენი“ მომხმარებელს ყველანაირი სალათის ფურცლების მიქსს სთავაზობს - არსებული სახეობების შეზავებას ულამაზესი სუფრისათვის. 1 ივნისიდან გასაყიდად კიდევ ერთი ახალი სახეობა შემოვა, ე.წ. „აისბერგი“, რომელიც განსაკუთრებულად

13


წარმოებულია საქართველოში

ხრაშუნაა და საუკეთესო სენდვიჩებისა და სალათებისათვის. ესეც ჩვენი FRESH AND RARE და თავში დატრიალებული სიტყვები - ახალიცაა, იშვიათიც, მწვანეც და ჯანსაღიც. კომპანიას სხვადასხვა პროექტი აქვს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, დავეხმაროთ ახალგაზრდა მეწარმეებს ამ არაჩვეულებრივი საქმის განვითარებაში. ისინი 2011 წლის დასაწყისიდან საკუთარი წარმოების საგრძნობლად გაზრდას გეგმავენ - ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჭარნალში 70 000 კვ.მ-ზეა დაწყებული სათბურების მშენებლობა. გარდა ამისა, კომპანიას საკუთარი სადისტრიბუტორო ქსელი აქვს - მათი კლიენტები ძირითადად სასტუმროები, კაფეები, რესტორნები არიან, ასევე მომხმარებლები, რომლებიც ინტერნეტის საშუალებით უკვეთავენ სასურველ პროდუქტს. მაშ, თუ მოგბეზრდათ ერთფეროვანი საკვები, რამე ახლისა და განსაკუთრებულის მომზადება ან გასინჯვა გსურთ, შეგიძლიათ ახლავე შეხვიდეთ www.sense.ge – და თუ სტუმრებს არ გაუმასპინძლდებით ულამაზესი ბუტერბროდებით, ჯანსაღ, ახალ, მწვანე და არა მხოლოდ მწვანე პროდუქტებს მაინც გასინჯავთ . გაყიდვების სამსახური შეკვეთებს ნებისმიერ დროს იღებს, კვირაში 7 დღე, 24 საათი, თანაც , რაც ყველაზე მთავარია – სახლში მიტანის სერვისით! „სენს სელექშენში“ კიდევ ერთი სიახლეა - თუ თქვენ შეუკვეთავთ პროდუქციას 11:00 -მდე, მას უახლოესი 2 საათის განმავლობაში მოგიტანენ, ხოლო 11:00 საათის შემდეგ შეკვეთილი გემრიელობები თქვენთან იქნება მეორე დღის ნებისმიერ დროს. გისურვებთ გემრიელ, ჯანსაღ და მწვანე სიცოცხლეს!

ალექსანდრა აროშვილი

14


ტექნოლოგიები

დახვეწილი გემო და მაღალი ხარისხი ‑ ის, რაც „გუდვილის“ პროდუქციას გამოარჩევს.

ურსა და ცომეულს ქართველი მომხმარებლის კვების რაციონის საკმაოდ დიდი ნაწილი უჭირავს. ეს პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეც მრავალფეროვანი ასორტიმენტით არის წარმოდგენილი, მაგრამ მისი ხარისხი და გემოვნური თვისებები ხშირად ხდება განსჯის საგანი. კვების მრეწველობის ბიზნესი მეტად საპასუხისმგებლო სფეროა, რადგან საქმე მომხმარებლის ჯანმრთელობას ეხება. ხშირად არჩევანი რომელიმე ცნობილი ბრენდის მიერ წარმოებული პროდუქციის სასარგებლოდ კეთდება, რადგან უმეტეს შემთხვევაში ცნობილი ბრენდი თავისი პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტს წარმოადგენს. ცხოვრების აქტიური რიტმის გამო ძალიან ბევრი ადამიანი უპირატესობას მზა საკვებსა და ნახევარფაბრიკატებს ანიჭებს. ხშირად, პროდუქციას მექანიკურად, მასზე დატანილი ეტიკეტის წაუკითხავად ყიდულობ, რადგან გაქვს გასინჯული და ენდობი. ამ ნდობის უკან კი საკმაოდ რთული ტექნოლოგიური პროცესი, ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა და სწორი მენეჯმენტი დგას. კომპანია „გუდვილის“ ქსელი თავის მომხმარებელს მის მიერ წარმოებულ პროდუქციასაც სთავაზობს. ხორცპროდუქტები, ყოველდღიურად ახალი, დაახლოებით 50 სახეობის პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო და კულინარული ნაწარმი, ნახევარფაბრიკატები – ყველა ეს პროდუქცია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პროფესიონალების მიერ „გუდვილის“ საწარმოში მზადდება. რამდენიმე თვის წინ კომპანიამ საწარმოში სამუშაოდ გამოცდილი სპეციალისტი მიიწვია, რომელმაც განათლება კვების მრეწველობის დარგში ამერიკაში მიიღო. „გუდვილში“ ამბობენ, რომ მათთვის მთავრია მომხმარებლის კმაყოფილება, ეს კი მხოლოდ ხარისხისა და ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით მიიღწევა.

16


ტექნოლოგიები

გელა კოდალაშვილი კომპანია „გუდვილის“ საცხობის მთავარი ტექნოლოგი:

„უკვე სამი თვეა, რაც კომპანია „გუდვილში“ვმუშაობ. ამ ხნის განმავლობაში მზა საკვების წარმოების თვალსაზრისით „გუდვილში“ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელია. მიმაჩნია, რომ კომპანია „გუდვილის“ საცხობი ამ ტიპის საწარმოთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა და ამას ორი გარემოება განაპირობებს – ტექნოლოგიური სქემა და ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა. ჩემი გამოცდილებით ძალიან ბევრი საცხობი და მსგავსი ტიპის საწარმო მინახავს, წარმოების ასეთ დახვეწილ ციკლს, როგორიც „გუდვილშია“ იშვიათად თუ შეხვდებით სადმე. გარკვეულწილად სწორედ ეს განაპირობებს პურისა და სხვა მზა პროდუქციის მაღალ ხარისხს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საწარმოში ჰიგიენური ნორმების დაცვა. წარმოიდგინეთ, რომ „გუდვილის“ საწარმოში ერთი თვის განმავლობაში ჩვენ დაახლოებით 10 000 პურს ვაცხობთ და კვების ამ პროდუქტს ამდენივე ადამიანი მოიხმარს. შესაბამისად, ჩვენ ამდენივე ადამიანის ჯანმრთელობაზე ვაგებთ პასუხს, ამიტომ საწარმოში ჰიგიენური ნორმების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. საწარმოში პურის ცხობის ტექნოლოგიური სქემაც ზუსტად შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. საწარმოში

აბსოლუტურად დაცულია ყველა ის პროცესი, რომელიც პურმა საბოლოო, სარეალიზაციო სახის მიღებამდე უნდა გაიაროს. ცომის სწორად მოზელვასაც კი, პურის ხარისხის თვალსაზრისით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აღარაფერს ვამბობ ინგრედიენტების სწორად შერჩევაზე. ამ ბიზნესში თამაშის მხოლოდ ერთი წესი არსებობს, რასაც ჩადებ, იმას მიიღებ. თუ ჩადებ საუკეთესოს, საუკეთესოს მიიღებ. პურის ფქვილი ცოცხალი ორგანიზმია და ყოველთვის ისე არ იქცევა, როგორც თქვენ გინდათ. დიდი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება იმას, რომ ფქვილი ცომის სახით სასურველ მდგომარეობამდე მიიყვანო. ამისათვის კი უნდა იცოდე, როგორ მოზილო და დაამუშავო ცომი. კარგად მოზელილი ცომის პირველი დამახასიათებელი თვისება ის არის, რომ ფქვილის ნაწილაკები ერთმანეთთან კარგად იყოს შეკრული. რაც უფრო შეკრულია ცომი, მით უკეთესი პური ცხვება მისგან. თავად ხორბალიც უნიკალურია იმით, რომ არც ერთ სხვა მცენარეულ კულტურაში არ მოიპოვება ისეთი ტიპის პროტეინები, როგორიც ხორბალშია. სწორედ ისინი ქმნიან ცომის წებოვანებას, მაგრამ ის მხოლოდ მაშინ აქტიურდება, როდესაც ფქვილს წყალი გაერევა.

17


ტექნოლოგიები

ინტერვიუ

გელა კოდალაშვილი „გუდვილის“ საცხობის მთავარი ტექნოლოგი

ზრუნავენ. თუ მცხობელმა, კონდიტერმა არ იცის, რა დროს რა ინგრედიენტი უნდა იხმაროს, ბევრ შეცდომას დაუშვებს, რაც სობოლოო ჯამში აისახება კიდეც პროდუქციის ხარისხსა და მის გემოვნურ თვისებებზე. მიმაჩნია, რომ „გუდვილში“ საკმაოდ გამოცდილი პროფესიონალები არიან, როგორც საცხობში ასევე სხვადასხვა მიმართულებით, შესაბამისად ზედმიწევნით ზუსტად ხდება ინგრედიენტების შერჩევა პროდუქციის მოსამზადებლად. ›

რამდენად მრავალფეროვანია „გუდვილის“

მიერ წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი?

რა არის გარანტი იმისა, რომ „გუდვილის“

ადგილობრივ საწარმოში მომზადებული პური თუ სხვა მზა საკვები, ყოველთვის მაღალი ხარისხით გამოირჩევა?

პირველ რიგში ეს იმ ადამიანების ცოდნა და პროფესიონალიზმია, რომლებიც ამ პროდუქციისთვის ინგრედიენტების შერჩევაზე

19

დაახლოებით 30-მდე განსხვავებული სახეობის პურსა და 20-მდე დასახელების ფუნთუშეულს ვაწარმოებთ. ეს არის უმაღლესი ხარისხის ფქვილზე დამზადებული ფრანგული, ავსტრიული და იტალიური მეთოდებით გამომცხვარი ცომის ნაწარმი. გარდა ამისა, საწარმოში მზადდება ბევრი სახეობის ნახევარფაბრიკატი. ჩვენთვის


ტექნოლოგიები

შეზღუდვები არ არსებობს, სადამდეც წარმოსახვა გვეყოფა, სწორედ იმდენი სახეობის საკონდიტრო თუ სხვა სახის ნაწარმის წარმოება შეგვიძლია. საკონდიტრო ნაწარმის შემთხვევაში წარმოების ტექნოლოგიურ სქემასთან ერთად შემოქმედებითი დატვირთვაც მნიშვნელოვანია. ›

რამდენად მნიშვნელოვანია ისეთი

ბრენდისთვის, როგორიც „გუდვილია“ ჰქონდეს თავისი წარმოება?

საკუთარი წარმოება პირველ რიგში იმას უზრუნველყოფს, რომ შეგიძლია ყოველთვის ახალ-ახალი, ე.წ. „ფრეშ“ პროდუქცია მიაწოდო შენს მომხმარებელს. არ გამოვრიცხავთ, რომ სამომავლოდ შესაძლოა საწარმოს მასშტაბები უფრო გაიზარდოს და „გუდვილში“ წარმოებული პროდუქცია სხვა სავაჭრო ცენტრებშიც გამოჩნდეს. თუმცა, პროდუქციის გარკვეული ასორტიმენტი, ექსკლუზიურად, მხოლოდ „გუდვილის“ ქსელში იქნება წარმოდგენილი. მერწმუნეთ, „გუდვილის“ პროდუქციაში ბრენდი ყოველთვის დაცულია და ამ ბრენდის უკან ყოველთვის მაღალი ხარისხი დგას. ›

საქმე, რომელსაც აკეთებ, ძალიან უნდა გიყვარდეს, ამის გარეშე წარმატების მიღწევა ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ერთ მშვენიერ დღეს ჩემს ცხოვრებაში დადგა ეტაპი, როდესაც რაღაც უნდა შემეცვალა და ამ ბიზნესს მივყავი ხელი. შემიყვარდა ეს საქმე და ამან სრულიად შეცვალა ჩემი კარიერა. ჯერ რამდენიმე წისქვილი მქონდა, ჩემი წარმოებაც, ქარხანაც. შემდეგ იმდენად დავინტერესდი ამ საქმით, რომ გადავწყვიტე, ჩემი ცოდნა ამ საკითხში გამეღრმავებინა და სასწავლებლად ამერიკაში წავედი. ამერიკაში კვების მრეწველობის ტექნოლოგიის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სკოლა დავამთავრე, სადაც პროფესიონალურ დონეზე დავეუფლე პურის ცხობის ტექნოლოგიებს. პრაქტიკას გავდიოდი ისეთ დიდ საწარმოებში, სადაც დღეში დაახლოებით 100 000 და მეტი პური ცხვებოდა. კვების წარმოება იმდენად სათუთი საქმეა, რომ თუ საქმეში მთელი გული და სული არ ჩადე, არაფერი გამოვა. შემდეგ ამას უნდა დაუმატო ცოდნა და გამოცდილება. პურით მხოლოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უნდა მოხდეს, მას საუცხოო გემო და არომატი უნდა ჰქონდეს, რაც სიამოვნებას მიანიჭებს მომხმარებელს.

თქვენი პროდუქცია გემოვნური თვისებებითაც

გამორჩეულია?

კომპანია „გუდვილში“ თქვენი მოსვლის

შემდეგ ახალს რას შესთავაზებთ

თუ პროდუქციის მოსამზადებლად დაბალი ხარისხის შაქარს გამოიყენებთ, შესაბამისად, საბოლოო ჯამში დაბალი ხარისხის პროდუქციას მიიღებთ. „გუდვილი“ ყოველთვის მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს იყენებს, შესაბამისად ჩვენი პროდუქცია ყოველთვის გამოირჩევა დახვეწილი გემოთი და სურნელით. მაგალითად, საკონდიტრო ნაწარმში ყოველთვის საუკეთესო ხარისხის ცხიმს ვიყენებთ, რადგან შემდეგ ეს დიდწილად განაპირობებს პროდუქციის გემოს. ›

არსებობს ე.წ. „ოქროს წესი“, რომელიც უნდა

დაიცვას მწარმოებელმა, როდესაც საქმე კვების პროდუქტებს ეხება?

20

მომხმარებელს?

ჩვენი სფერო არ არის განსხვავებული სხვა ინდუსტრიისგან, სადაც განვითარება გარკვეულ ეტაპზე საჭიროა. პურის ტექნლოგიებშიც ხდება ცვლილებები – სადღაც ვიღაც ახალ რამეს ქმნის, იგონებს და შემდეგ ამის დანერგვა პრაქტიკაში ხდება. კომპანია „გუდვილის“ მენეჯმენტს საკმაოდ კარგი ხედვა აქვს და მეც მსურს, რომ კომპანიის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო. ისეთ კომპანიაში, რომელსაც მომავლისკენ სწრაფვა აქვს, უფრო იოლია ნოვატორული იდეების განხორციელება. ჩემი აქ ყოფნით მინდა, რომ კომპანია „გუდვილი“ იყოს ყოველთვის ნაბიჯით წინ ამ დარგში.


ტექნოლოგიები

საუკუნეების განმავლობაში საქართველო

ხორბლის მწარმოებელი ქვეყანა იყო. ტრადიციულად, ჩვენში პურის რამდენიმე სახეობა ცხვებოდა... ახლა ‒ საწარმოები და მათ შორის „გუდვილიც“ მოხმარებელს ევროპული ტექნოლოგიებით დამზადებულ პურს სთავაზობს. რამდენად გამორჩეულია ქართველი მომხმარებლის მოთხოვნა პურთან მიმართებით სხვა ბაზრების მომხმარებლების მოთხოვნებისგან?

ცნობილია, რომ ქართველი მომხარებელი კვების რაციონში დიდი რაოდენობით პურსა და ცომეულს მოიხმარს. მაგალითად, თუ ევროპის სხვა ქვეყნებში საშუალო მომხმარებელი დღეში დაახლოებით 50-60 გრამ პურს მიირთმევს, ჩვენთან ეს მაჩვენებელი 400-600 გრამამდე აღწევს. მართალია, საქართველოში ბევრი სახეობის პური არ ცხვებოდა, მაგრამ ცხობის ტექნოლოგიას ოდითგანვე იცავდნენ. შემდეგ, მიზეზთა გამო, ეს ტექნოლოგიური პროცესი დაირღვა. მართალია, პურის ასორტიმენტი გაფართოვდა, მაგრამ ხარისხი და ტექნოლოგიური პროცესი დაირღვა. ქართველი მომხმარებელი კი ისეთივე უფლებებით სარგებლობს, როგორითაც სხვა ქვეყნის ბაზრის მოხმარებელი, ამიტომ მასაც სჭირდება მრავალფეროვანი და, რაც მთავარია, ხარისხიანი არჩევანი. სხვათა შორის, არ არის სასურველი, რომ ადამიანმა ყოველ დღე ერთი და იმავე სახეობის პური მიირთვას. ეს არც ჯანმრთელობას უხდება და არც გუნება-განწყობას. პროდუქციის ასორტიმენტს ბაზარზე პერმანენტულად შევცვლით, გარკვეული პერიოდულობით ერთი სახეობის პურის ცხობას შევაჩერებთ და ახალს შევთავაზებთ მომხმარებელს. ›

ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გვესმის,

რომ საქართველოში ჭვავის ფქვილი ფაქტობრივად არ შემოდის და რომ ჭვავის, შავი თუ რუხი პური ხშირად მხოლოდ ამ პროდუქციის იმიტაციაა...

21

თუ „გუდვილში“ მობრძანდებით და ნახავთ, რომ დახლზე მოთავსებულ პურს ეტიკეტზე აწერია, რომ ეს არის ჭვავის პური, დარწმუნებული უნდა ბრძანდებოდეთ, რომ ეს ნამდვილად ჭვავის პურია. სხვა შემთხვევაში თქვენ ასეთ პურს ჩვენს სარეალიზაციო ქსელში ვერ ნახავთ. პური შესაძლოა სამ კატეგორიად დავყოთ: თეთრი ხორბლის პური, რუხი, ცეხვილი ხორბლის პური და ჭვავის პური. ამ სამივე კატეგორიას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, როგორც მოხმარების რაოდენობის, ისე სარგებლიანობის თვალსაზრისით. თუ მკითხავთ, ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულებს ცეხვილი ხორბლის პურის მირთმევას ვურჩევდი და არა ჭვავის ფქვილისგან გამომცხვარი პურის. ჭვავის ფქვილში გაცილებით მეტია შაქრის შემცველობა, ვიდრე ხორბლის ცეხვილ ფქვილში. რაც შეეხება ცეხვილ ფქვილს, ძალიან რთულია საქართველოში სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესების გამო ცეხვილი ფქვილი იშოვო, სწორედ ამიტომ ასორტიმენტში არ გვაქვს ცეხვილი ფქვილისგან გამომცხვარი პური.


ტექნოლოგიები

ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ ამ საკითხსაც მოვაგვარებთ. ჭვავის ფქივლთან დაკავშირებით კი ბევრი მოსაზრებაა გავრცელებული, მაგრამ მათ შორის ბევრია დილეტანტურიც. ხშირად ამბობენ, რომ ჭვავის პურის გამოსაცხობად ხშირად იყენებენ ემულგატორსა და საღებავებს, თუმცა საღებავიც და ემულგატორიც შესაძლოა ნატურალური წარმოშობის იყოს. ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით, ერთ-ერთი საღებავი შესაძლოა იყოს დამწვარი შაქარი. რა თქმა უნდა, ასე გამომცხვარი პური იმიტაციაა, მაგრამ მასში არანაირი ქიმიური შემადგენლობა არ არის.. ყველზე დიდი ემულგატორი კი ბუნებაში კვერცხის გულია. ამიტომ, ბევრ შემთხვევაში, ზოგადი მოსაზრებების გარდა განმარტებებია საჭირო, როდესაც პურის ხარისხზე ვსაუბრობთ. თუმცა, მომხმარებელი არასდროს უნდა მოატყუო, რადგან, ადრე თუ გვიან, ის ამ ტყუილში აუცილებლად გამხელს და შენკენ გული არასდროს მოუბრუნდება.

რა არის FlitCard?  უფასო ღია ბარათების გავრცელების სისტემა  მთავარი ღირსება განსხვავებულობა და თავსმოუხვევლობა

პრიორიტეტები  იმ ადგილების პრესტიჟულობა სადაც ბარათები საფირმო სტენდების საშუალებით ვრცელდება  ადამინი, რომელმაც ბარათი აიღო, კეთილგანწყობილია წარმოდგენილი პროდუქტის მიმართ; მას მოეწონა ბარათზე განთავსებული ინფორმაცია

ადგილობრივი კადრების გადამზადება

„გუდვილის“ სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია.

ბარათები FlitCard უნიკალური საშუალებაა

ამერიკაში მიღებულ ცოდნას თუ უზიარებთ

არასტანდარტული ბარათების დასამზადებლად.

საწარმოს თანამშრომლებს?

ბარათი თავისმხრივ შე­იძ­ლება ნებისმიერი სახის ინფორმაციის მატა­რე­ბე­­ლი იყოს.

როდესაც საწარმოში მოვედი გამოცდილი და პროფესიონალი პრაქტიკოსები დამხვდნენ, რომლებსაც გავუზიარე თეორიული ცოდნა. პროფესიონალმა უნდა იცოდეს არა მხოლოდ ის, თუ რა ინგრედიენტია საჭირო საკვების მოსამზადებლად, არამედ ისიც, თუ რა როლს ასრულებს თითოეული ინგრედიენტი ამ საკვებში. კადრების გადამზადება ზოგადად მტკივნეული საკითხია საქართველოს რეალობაში, რადგან თითქმის ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც კვების წარმოების პრაქტიკასთან ერთად თეორიულ ცოდნასაც ფლობდეს. „გუდვილის“ ბაზაზე შექმნილია ტრეინინგ სკოლა, სადაც მალე ტრეინინგები ჩატარდება ამ სფეროშიც, ადგილობრივი კადრების გარდა პრაქტიკული და თეორიული ცოდნის მიღებას სხვა მსურველებიც შეძლებენ.

22

შეიძლება აქციის ან ახალი პროდუქციის შესახებ იუწყებოდეს. მიზნობრივი აუდიტორია აქტიური, უზრუნველყო­ფი­ლი, თავდაჯერებული ადა­მი­ანი, რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა და საკუთარი სურვილების ასრულებაც შეუძლია. დაახლოებით ასეთი იქნებოდა ანკეტა, რომელსაც FlitCard შეავსებდა, ადამიანი რომ ყოფილიყო.


ტექნოლოგიები

23


პროდუქცია

სიახლე გუდვილისგან

GOODWILLDELIVERY.GE ინტერნეტით ვაჭრობა მომხმარებელს საშუალებას, აძლევს კომფორტულად შეიძინოს პროდუქტები და დრო, რომელიც მგზავრობაში, მაღაზიაში სიარულსა ან რიგებში უნდა დაეხარჯა, საყვარელ ადამიანებს ან მისთვის ბევრად უფრო პრიორიტეტულ საქმეს დაუთმოს. ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა ქართველი ინტერნეტ მომხმარებლის რაოდენობამ. 2011 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით საქართველოში ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობა 1 850 000–ს აჭარბებს. 2010 წლის მეორე კვარტალში კი 1 460 000 იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლების რაოდენობა 26 %–ით გაიზარდა. სწრაფი ტემპით იზრდება იმ მომხმარებელთა რაოდენობაც, რომლებიც შესყიდვებისათვის „ონლაინ შოფინგს“ იყენებენ. როგორც ჩანს, ქართველი მომხმარებელი ნელ–ნელა ეჩვევა შესყიდვებს უფრო კომფორტულ გარემოში და ონლაინ მაღაზიებიც სულ უფრო პოპულარული ხდება. სტატისტიკურმა მონაცემებმა და ჩატარებულმა კვლევებმა მოგვცა საფუძველი გვეფიქრა, რომ ქართველი მომხმარებელი მზადაა, მიიღოს ინოვაციური სერვისი – ინტერნეტ სუპერმარკეტი, რომელსაც კომპანია „გუდვილი“ შესთავაზებს. GOODWILLDELIVERY.GE გუდვილის ახალი, ექსპერიმენტული პროექტია, რომელიც სულ მალე გამოჩნდება ბაზარზე – ეს არის ინტერნეტ სუპერმარკეტი სახლში მიტანის სერვისით. ონლაინ სუპერმარკეტით სარგებლობა შესაძლებელი იქნება მთელი თბილისის მასშტაბით.

24


პროდუქცია

ინტერვიუ

თამარ გელანტია „გუდვილის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი

რატომ უნდა გამოიყენოს მომხმარებელმა

GOODWILLDELIVERY.GE?

ჩვენ შეგვიძლია დაგისახელოთ 7 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისარგებლოთ გუდვილის ინტერნეტ სუპერმარკეტით:

მოსახერხებელია – შესყიდვის გაკეთება დღის ნებისმიერ მონაკვეთში ნებისმიერი ადგილიდან კომფორტულია – თავიდან აირიდებთ ხალხმრავალი სუპერმარკეტების რიგებსა და ხმაურს. ზოგავთ დროს – რამდენიმე წუთში შეძლებთ განათავსოთ შეკვეთა, რის შემდეგაც ჩვენი თანამშრომლები პროდუქტების ყურადღებით შეგროვებასა და თქვენამდე უსაფრთხოდ მოტანაზე ზრუნვას დაიწყებენ. თქვენ ამ დროს უფრო მნიშვნელოვან საქმეს დაუთმობთ. ადარებთ ფასებს – ონლაინ შესყიდვები საშუალებას გაძლევთ, შეადაროთ პროდუქტების ფასები თუ მახასიათებლები და მშვიდად მიიღოთ უკეთესი გადაწყვეტილება. ზოგავთ ფულს – ინტერნეტ სუპერმარკეტში ყველა პროდუქტზე 5%–იანი ფასდაკლებაა! მიტანის ფასები

25


პროდუქცია

ბენზინის ან ტაქსით მგზავრობის ხარჯზე გაცილებით მცირეა. GOODWILLDELIVERY.GE პერიოდულად შემოგთავაზებთ წამახალისებელ აქციებსაც. აგზავნით საჩუქარს – თქვენ შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუკვეთოთ „გუდვილის“ პროდუქცია და გაუგზავნოთ ის თქვენს ოჯახს/მეგობარს.

დატვირთული დღის შემდეგ „ონლაინ შოფინგი“ ნამდვილი რელაქსაციაა!

ზოგავთ ენერგიას – დატვირთული დღის შემდეგ „ონლაინ შოფინგი“ ნამდვილი რელაქსაციაა. აღარ ფიქრობთ ხალხმრავლობაზე, რიგებზე, პარკინგზე, მძიმე პარკებზე, უამინდობაზეც კი. სავარძელში მოკალათებული უკვეთავთ სასურველ პროდუქტს. ›

რა პროდუქტები იქნება წარმოდგენილი

ინტერნეტ სუპერმარკეტში?

პროექტის საწყის ეტაპზე „გუდვილ დელივერი“ პირველადი მოხმარების პროდუქტებს შემოგთავაზებთ. ასორტიმენტი პერიოდულად გაიზრდება. პროცესში თავად მომხმარებელიც აქტიურად ჩაერთვება, რადგან სწორედ მათი მოთხოვნების გათვალისწინებით გაფართოვდება არჩევანი ინტერნეტ სუპერმარკეტში. ყველა პროდუქტს, რომელიც საიტზე იქნება წარმოდგენილი, აქვს ფოტო და ანოტაცია, შესაბამისად მომხმარებლებს შეეძლებათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ სასურველ პროდუქტზე და გააკეთონ სწორი არჩევანი. ›

როგორია ანგარიშსწორების პირობები და

პროცედურა?

გადახდა შეგიძლიათ ინტერნეტით, ნებისმიერი ბანკის ვიზა/მასტერქარდი პლასტიკური ბარათით. ვიზა/მასტერქარდი პლასტიკური ბარათით გადახდა ხორციელდება თიბისი ბანკის საპორცესინგო ცენტრ UFC-ს ელ.კომერციის სისტემის გადახდის გვერდზე (HTTP://SECUREPAY.UFC.GE). აღნიშნული საპორცესინგო 100% PCI DSS სტანდარტით არის

26

აუდიტირებული, რაც ნიშნავს, რომ სრულიად დაცულია VISA და MASTERCARD საგადამხდელო სისტემების მოთხოვნები. ›

შეკვეთის შემდეგ თქვენს ანგარიშზე გაიყინება

შესაბამისი თანხა, რომელიც მხოლოდ პროდუქციის მიღების შემდეგ ჩამოგეჭრებათ. მოქმედებს თუ არა გუდვილის ბონუს ბარათი ინტერნეტ სუპერმარკეტშიც?

ონლაინ რეჟიმში შესყიდვისას მომხმარებლებს ჩვეულებრივ დაუგროვდებათ მონეტები, რომლებსაც შემდგომ გუდვილის ქსელში გამოიყენებენ. თუმცა, უსაფრთხოების მიზნით ბონუს ბარათით ონლაინ რეჟიმში საჩუქრის მიღება არ არის ნებადართული. ›

რა იქნება მიტანის ღირებულება და პირობები?

GOODWILLDELIVERY.GE-ს მიტანის სერვისს ჩვენი პარტნიორი კომპანია DHL CITY EXPRESS უზრუნველყოფს. მიტანის სერვისი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნაზე.


შეკვეთისას შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენთვის სასურველი დროის შუალედი და ადგილი. DHL–ის კურიერი შეკვეთას ბინაზე მოგიტანთ. მიტანის ღირებულება დამოკიდებულია შეკვეთის მოცულობაზე: გადაზიდვა მოხდება სამი ტიპის კონტეინერით, რომელთა მოცულობა 25,45, 65 ლიტრია. ფასებიც შესაბამისი იქნება - 4,5,6 ლარი. რაც შეეხება მიტანის ვადებს, სტანდარტული შეკვეთის განთავსების შემთხვევაში გზავნილი უახლოესი 3 საათის განმავლობაში მოგივათ. ექსპრეს შეკვეთის შემთხვევაში - ერთი საათის განმავლობაში. ექსპრეს მიტანის ტარიფი განსხვავებული იქნება. პირობები ვრცელდება თბილისის მთელი მასშტაბით. › რას ელის კომპანია „გუდვილი“ ამ პროექტისგან? ინტერნეტ სუპერმარკეტი დამატებითი სერვისია ჩვენი მომხმარებლისა და მათთვის, ვისაც სურს, იყოს ჩვენი მომხმარებელი, მაგრამ შორი მანძილისა და დამატებითი ხარჯების გამო ვერ ახერხებს გუდვილში სიარულს. კომპანია ცდილობს, რაც შეიძლება მეტი კომფორტი შეუქმნას ქართველ მომხმარებელს. ჩატარებულმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ მომხმარებლები სულ უფრო ხშირად იყენებენ ონლაინ შოფინგს. ამასთან მსოფლიოში იზრდება მოთხოვნა ონლაინ სუპერმარკეტებზე. ბოლო ერთი წლის მანძილზე მსოფლიოს წამყვან ონლაინ სუპერმარკეტებში მომხმარებელთა რაოდენობა საშუალოდ 19%–ით გაიზარდა, რეალიზაციის მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა და მთლიანი სამომხმარებლო ბაზრის 2 % შეადგინა. მსოფლიო ტენდენციებზე დაყრდნობით შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ მალე ონლაინ ვაჭრობა საქართველოშიც მოიპოვებს ნდობას. მომხმარებელი შეეჩვევა ონლაინ ვაჭრობის ტექნოლოგიას და ისიამოვნებს ინოვაციური, მოსახერხებელი სერვისით.

ინტერვიუ მოამზადა თეა გოცაძემ

იტალიური ბრენდი “კლივენი” ათი წელია არსებობს საქართველოს ბაზარზე. იგი გთავაზობთ მრავალფეროვან ასორტიმენტს, მაღალ ხარისხს და ხელმისაწვდომ ფასებს. “კლივენის” კოსმეტიკა, რომლის საფუძველსაც შეადგენს მცენარეული ექსტრაქტები და ზეთები, შექმნილია ტრადიციული რეცეპტების მიხედვით. “კლივენის” ყოველ პროდუქტს გავლილი აქვს კლინიკური კვლევა იტალიის საუ­ კეთესო კვლევით ინსტიტუტებში. “კლივენის” კოსმეტიკური საშუალებები კარგად ატენიანებს და იცავს კანს გარემო ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან. “კლივენის” მამაკაცის სერია გთავაზობთ სახისა და ტანის მოვლის საშუალებებს ნების­ მიერი ასაკის და ყველა ტიპის კანისათვის.


ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი, №64. ტელ/ფაქსი: +995 32 611 674; მობ: +995 77 205 555; +372 57967404 ელ-ფოსტა: intercommerceltd@yahoo.com


პროდუქცია

უმაღლესი ხარისხის იტალიური რძის პროდუქტი

ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში: BB Company. თბილისი, მ. კოსტავას ქ., 26

29

Official representative in Georgia: BB Company. 26, M. Kostava str., Tbilisi, Tel.: 984024 info@bb-company.com


პროდუქცია

KALAMATA OLIVES AND OLIVE OIL

ბერძნული მითოლოგიის მიხედვით სიბრძნის და მშვიდობის ქალღმერთმა ათენამ თავისი ჯადოსნური შუბი მიწაში ჩაარჭო და ის ზეთის ხილის ხედ გადაიქცა. ადგილს, სადაც "ჯადოსნური" ხე აღმოცენდა, ქალღმერთის პატივსაცემად ათენი დაარქვეს.

ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქტი.

ეთის ხილის სამშობლოდ საბერძნეთი მიიჩნევა. ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში ეს მცენარე დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რადგან თავისი უნიკალური მკვებავი ღირებულებებით გამოირჩეოდა. ამიტომაც ეკავა ძველ ბერძნულ სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი, როგორც თვითონ ზეთის ხილს, ისე მისგან დაწურულ ზეითუნის ზეთს. გამარჯვებულ ოლიმპიელებს სწორედ მისგან დამზადებული გვირგვინით ამკობდნენ. ასე იქცა ზეთის ხილი საბერძნეთის სიმბოლოდ, წმინდა მცენარედ ბერძენი ხალხისათვის, როგორც ქართველებისთვის-ვაზი. რაც შეეხება ზეითუნის ზეთის გამოხდის ტექნოლოგიებს .... შეგვიძლია ზეითუნის ზეთის დამზადების

30

ტექნოლოგიის შესახებ მცირე მიმოხილვა გავაკეთოთ: ზეითუნის ზეთი ზეთის ხილისგან მზადდება. არსებობს დაწურვის ორი ტექნოლოგია: ცივი და ცხელი (ანუ რაფინირებული). ცივი დაწურვის ტექნოლოგიით მიიღება „ექსტრა ქორფა“ ზეითუნის ზეთი, (“EXTRA VIRGIN”), რომელსაც შენარჩუნებული აქვს ყველანაირი მკვებავი ღირებულება. ფერი ხარისხის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. მაღალი ხარისხის ზეითუნის ზეთი აუცილებლად უნდა იყოს მომწვანო ფერის. თუ ზეთი მომწვანო არ არის, ესე იგი მეორე ან მესამე დაწურვის შედეგად არის მიღებული, რაც საკმაოდ ამცირებს მკვებავ და სამკურნალო ღირებულებებს. ზეითუნის ზეთი აუცილებელია, ჩამოსხმული იყოს მუქ,


პროდუქცია

KALAMATA

ეგრეთ წოდებულ, სააფთიაქო ბოთლში. ის იცავს პროდუქტს ულტრაიისფერი სხივების უარყოფითი ზემოქმედებისაგან, უნარჩუნებს ხარისხს და სამკურნალო თვისებებს ზეითუნის ზეთს უნიკალური სამკურნალო თვისებები გააჩნია უებარი წამალია კუჭის მწვავე დაავადებების (კუჭის წყლულის, კუჭის მჟავიანობის, კუჭნაწლავის პრობლემების) სამკურნალოდ. გამოიყენება კუჭის პოსტოპერაციული რეაბილიტაციისათვის. ასევე რეკომენდებულია ბავშვებისათვის საკვების მოსამზადებლად, რა თქმა უნდა, ექიმის რეკომენდაციით. გამოყენების და შენახვის წესები: დალიეთ ერთი სუფრის კოვზი ყოველ დილით საჭმლის მიღებამდე. შეინახეთ ბნელ და მშრალ ადგილას +20....+22 გრადუს ტემპერატურამდე.

31

KALAMATA-ს რეგიონი საბერძნეთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. იქაური ნიადაგი ნოყიერებით გამოირჩევა. აქ მთელ საბერძნეთში ყველაზე ხელსაყრელი და უნიკალური კლიმატური პირობებია ბიოლოგიურად სუფთა უმაღლესი ხარისხის ზეთის ხილის მოსაყვანად. სწორედ ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ეწოდა პროდუქტს KALAMATA.

გვსურს, თქვენი ყურადღება KALAMATA-ს ბრენდის ბერძნულ ზეითუნის ზეთსა და ზეთის ხილზე შევაჩროთ. ამ ბრენდის პროდუქტს მიღებული აქვს კვების პროდუქტების საერთაშორისო სტანდარტის ISO


პროდუქცია

8th International Olive Oil Award - Zurich 2009 “SPECIAL PRICE”

BEST OF GREECE 2009 Product:

Origin:

KALAMATA PDO EXTRA VIRGIN OLIVE OIL Greece / Kalamata PDO Kalamata

Intensity:

medium

Producer:

AGRIC. COOP. UNION OF MESSINIA

Announcement by:

AGRIC. COOP. UNION OF MESSINIA The result of a “Country Rating” leads to the Special Price: “Best of Greece 2009”. Countries that were represented by 10 or more registrations each were considered in this competition.

University of Applied Sciences Zurich, April 02nd, 2009 Dipl. Ing. Michael Kleinert Director of Institute

9001-2000 TUV სერტიფიკატი და ISO 22000-2005 HACCP და ევროკავშირის სავაჭრო ნიშანი PROTECTED DESIGNATION OF ORIGIN (PDO) OLIVE OIL. აღნიშნულ პროდუქტს უჭირავს საბერძნეთის ბაზრის 1/3. ასევე ხდება ექსპორტი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: იტალია, გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია, აშშ, რუსეთი, ლატვია, საქართველო. ქართული ბაზრის ამ სეგმენტში KALAMATA აღნიშნული სტანდარტების მფლობელი ერთადერთი პროდუქტია.

Dipl. oec. troph. Annette Bongartz Food Sensory Science Group SOP Panel-Leader

მიხედვით საკვები, ამ შემთხვევაში ზეთის ხილი, გამჭვირვალე შუშის ჭურჭელში უნდა იყოს მოთავსებული. KALAMATA-ს ბრენდის ზეითუნის ზეთის შეძენა შეგიძლიათ: • ჰიპერმარკეტი - გუდვილი • აფთიაქი - ჯი პი სი • სუპერმარკეტი - ჯი მარტი

როგორ მივხვდეთ, რომ ზეთის ხილი/ზეითუნის ზეთი ნატურალურია.....

• სახალხო აფთიაქი

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნამდვილი ზეითუნის ზეთი უნდა იყოს მომწვანო, ხოლო ზეთის ხილი მომწვანო, მოყავისფრო ან მუქი ყავისფერი. სამწუხაროდ, საქართველოში იმპორტირებული ზეთის ხილის დიდი ნაწილი ე.წ. საკვები საღებავითაა შეღებილი, რაც მოხმარების დროს თვალნათლივ ჩანს. ევროკავშირის სტანდარტების

• სუპერმარკეტი - იოლი

32

• სუპერმარკეტი - ნიკორა

• სუპერმარკეტი - კონტინენტალი

ნატუკა ნაცვლიშვილი


პროდუქცია

"ჯგუფი ქართული პროდუქტი" საქართველო, თბილისი. ა. ხორავას ქ. N 9 ტელ.: +995 32 227254 მობ.: +995 71 110012 www.bebos.ge bebocompany@gmail.com

gaxsovdes namdvili gemo...

ნი .

ვა

ენ

კს

ამზ ა დე

Ge ll

ჩე

ეი

სიახლე!

ბა ის ს ა რ სა ა ს მაგ ე ბ ს ი ა ოცრ დ ი ად დ

ტი

ნე ო ვ ნგ სიამ პი ტო

ინი სპა ნაყ გე

ი ნებისმი o–შ ე at

ერის და გე იფ მო რ ს

.

Gellato ნამდვილი სამოთხეა ნაყი ნის მოყვარულებისათვის სხვადასხ ვა ფერის და გემოს ნაყინის ბურთულე ბი, ვაფლები, ტოპინგები... საოცრად დიდი არჩევანია. შეგი ძლიათ იტალიური ან ქართული ნაყინი მიირთვათ... და სიურპრიზ ი - Gellato ერთადერთი ადგილია მთელ თბილისსში სადაც ბასკინ რობინსის ნაყინს იგემებთ.

33 კინოთეატრი “რუსთაველი” - შ. რუსთაველის გამზ. 5 / ზოოპარკი - მ. კოსტავას ქ. 64. ტელ: + 995 77 495554


პროდუქცია

როუმინგი 10 - ჯერ უფრო იაფად შემომავალი ზარი 75 ქვეყანაში - უფასო გამავალი ზარი საქართველოში - 0,29 USD-წთ მოქმედების ვადა - შეუზღუდავი სააბონენტო გადასახადი - არ არის

ტურისტული სიმ - ბარათი 35

+995 322 422234 / +995 322 103046 www.goodline.ge


გასტრონომია

FRANÇOIS VATEL სტორიას უცნაური რაღაცების შენახვა შეუძლია. პატარა დეტალების, მნიშვნელოვანი მოვლენების, სასაცილო ფაქტების და თითქოს უბრალო ადამიანებისგან ჩადენილი გაბედული საქციელის შესახებ ამბების თავმოყრას ახერხებს. მაგალითად, საფრანგეთის ისტორია მხოლოდ ბასტილიის აღებით და ნაპოლეონის მმართველობით არ შემოიფარგლება, მისი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი დიდი ადამიანების სახელებია. რაღაცნაირად მკაცრად გამომივიდა, მაგრამ რას ვიზამთ... უბრალო, სხვებისგან არაფრით გამორჩეულმა ადამიანებმა ოდესღაც დაამტკიცეს, რომ მიზანი და პროფესიონალიზმი კარგი კი არა, უკარგესი რამეა. სადღაც ძალიან შორს და ძალიან არა ჩვენს დროში ან სივრცეში ვიღაც რაღაცნაირი უბრალო გლეხის ბიჭი ფრანსუა ვატელიც გამოდგება, რომლის სახელიც მსოფლიო კულინარიულ მოდასთან ასოცირდება. აღორძინების ხანიდან დღემდე ვატელისნაირი კულინარი ალბათ აღარც დაბადებულა. ჭამის სიამოვნებად ქცევაც ალბათ სწორედ „მისი ბრალია“. ახალი გასტრონომიული ეპოქის დასაწყისად თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს მეჩვიდმეტე საუკუნე - ლუდოვიკო XIV-ს მმართველობის პერიოდი (1643-1715). მეფე-მზე საფრანგეთს ყველაზე დიდხანს, 72 წლის განმავლობაში მართავდა. ამ დროს ნელ-ნელა იცვლებოდა მსოფლმხედველობა, შეხედულებები, როგორც ზოგადად კულტურის, ისე გასტრონომიის შესახებ. მეთხუთმეტე საუკუნეში 36

საოცრად დაიხვეწა კულინარიული ზნე-ჩვეულებები. მეთხუთმეტე საუკუნიდან კვება უბრალო ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების აქტად აღარ აღიქმება. შეიქმნა „დანაყრების მეთოდები“, დახვეწილი სადღესასწაულო ტრაპეზი ერთგვარ ურთიერთობის ფორმად იქცა. მომსახურების წესები, კერძების კლასიფიკაცია და მათი სუფრასთან მირთმევა-განლაგების საკითხები მანამდე თითქმის არ არსებობდა. გამოიგონეს უამრავი არაჩვეულებრივი კერძი, გაჩნდა ბანკეტის ცნება, სამეფო კარის მზარეულები შეჯიბრებს აწყობდნენ. კერძები იმდენად უცნაურად და ვირტუოზულად იყო გაფორმებული, რომ მათი სუფრასთან შემოტანა თეატრალურ წარმოდგენას უფრო ჰგავდა. კონკრეტული დღესასწაულის მოწყობაში ათასობით მზარეული, ჯარისკაცი და მსახიობი იღებდა მონაწილეობას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელმაც კულინარიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა და გასტრონომია, უხეშად რომ ვთქვათ, ხელოვნებად აქცია, ფრანსუა ვატელი იყო. პრინციპში, ვატელმა უფრო მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მაშინდელი საფრანგეთის განვითარებაში, ვიდრე გვგონია. ფანტაზიორი, გამომგონებელი, ნიჭიერი კულინარი და სადღესაწაულო ცერემონიალების მოწყობის ოსტატი... არ ვიცი, შეიძლება თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი ცნებების ერთიანობას გენიალურობა დაარქვა, მაგრამ, თუ შეიძლება, დიდი სიამოვნებით.


გასტრონომია

კარლ ფრიც ვატელი 1631 წელს დაიბადა საფრანგეთში, ჩვეულებრივი შავი მუშის ოჯახში, ასე რომ, სიმაღლეები, რომლებსაც მან მიაღწია, გამაოგნებელია. მნიშვნელოვანია, რომ შუა საუკუნეების საფრანგეთში პოლიტიკური შეხედულებების და სტატუსის დემონსტრირება ყველაზე ხშრად ნადიმზე, ანუ სუფრასთან ხდება. კარგი შეფ-მზარეული ფასდაუდებელია, მას ყველგან დიდი სიხარულით ელიან და მისი „მისაკუთრებისთვის“ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პირები იბრძვიან. მითუმეტეს, რომ ფრანსუა ვატელი უბრალოდ კარგი შეფ-მზარეული კი არა, „სამზარეულოს ჯადოქარი“ იყო. ფანტასტიკურად აფორმებდა კერძებს, იგონებდა სრულიად ახალ საკვებს.. სხვათაშორის, სწორედ მან გამოიგონა „კრემ ჩენტილი“ 1661 წლის წვეულებისათვის. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დადგა. მსოფლიო ვატელის გენიალური სუიციდის ამბავს უფრო იცნობს, ვიდრე მისი მოღვაწეობის ისტორიას. როგორი ლოგიკური და თან პარადოქსულია – რეპუტაციისთვის თვითმკვლელი ფრანგი გენიოსი მზარეულის სუიციდის ამბავი. მარკიზა Marie de Sevigne თავის წერილებში ფრანსუა ვატელს პრინც კონდეს შეფ მზარეულად მოიხსენიებს და წერს, რომ პარასკევს, როცა მეფე სადილად მოსვლას აპირებდა, თევზი კი არ მოიტანეს, ვატელმა თავი მოიკლა. არსებობს რამდენიმე ალტერნატიული ვერსია, მათგან ყველაზე დამაჯერებელი ასე ჟღერს: 1671 წლის აპრილში მეფე ლუდოვიკო მეთოხმეტე თავისი ამალით Сhateau de Chantilly-ში გაჩერდა. კონდეს მზარეულმა, რა თქმა უნდა, ყველა ღონე იხმარა და ფანტასტიკური საღამო გამართა – საოცარი მენიუ შექმნა... წვეულება შუშხუნებით გააფორმა... 3000მდე სტუმრის აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა. სამწუხაროდ, სტუმრების რიცხვმა საგრძნობლად გადააჭარბა მოსალოდნელს. ვატელმა სამდღიანი ნადიმის მეორე დღეს აღმოაჩინა, რომ თევზის რაოდენობა საკმარისი არ იყო,

ვაჭრები იგვიანდებდნენ. შეწუხებულმა მზარეულმა პრინც გურვილს უთხრა, რომ ამ სირცხვილს ვერ გადაიტანდა. რის შემდეგაც ვატელი თავის ოთახში დაბრუნდა და ხმლის სამი დარტმით მოიკლა თავი. საბოლოოდ დაგვიანებული თევზი მაინც მოიტანეს სასახლის კარზე. მომხდარით შეწუხებულმა მეფემ და პრინცმა კონდემ შესანიშნავად ივახშმეს და ინადირეს კიდეც. ამბობენ, რომ ამ ამბავმა საფრანგეთი შეძრა, ბურგუნდიის ჰერცოგი, რომელიც ვატელის სამზარეულოს დასაგემოვნებლად იყო ჩამოსული, შეუჩერებლად ტიროდა. მზარეულის სიკვდილი ნაციონალურ ტრაგედიად იქცა. ხალხმა ფრანსუა ფრანგული სამზარეულოს მამად აღიარა. მისი სახელი პროფესიული ღირსების სიმბოლოდ იქცა. 2000 წელს ფრანგმა რეჟისორმა როლანდ ჟოფემ გადაიღო ფილმი, სახელწოდებით „ვატელი“. მთავარ როლს ჟერარ დეპარდიე ასრულებს. ფილმის სინოპსისი საკმაოდ განსხვავდება ვატელის ცხოვრების ისტორიული ქარგისგან, მიუხედავად იმისა, რომ სურათი ფაქტების მიხედვით არის აწყობილი. რეჟისორი უფრო პირად ტრაგედიებზე კონცენტრირდება. ნაჩვენებია დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელი, ნიჭიერი კაცი, რომელსაც მეფის საყვარელი Anne de Antausier უყვარს, რომელსაც საერთოდ არ აფასებენ და რომელიც საბოლოოდ შელახული თავმოყვარეობის გამო იკლავს თავს. დაგვიანებული თევზი არაფერ შუაშია. ნაკლებად რეალიზებული გენიოსის რყევებს პლუს, ჩვენთვის კარგად ნაცნობი, „ხიდჩატეხილობის“ პრობლემა ჟოფემ საკმაოდ კარგად გაშალა. ფილმის ბოლოს ვატელი აცნობიერებს, რომ უბრალო თოჯინაა მეფეების ხელში. თავისუფლებისათვის დროზე ადრე მებრძოლი პროგრესული ადამიანის სიკვდილი, პროფესიონალიზმისათვის მკვდარი ვატელის სუიციდს არ ჰგავს, მერე რა, ასეც კარგია. :–)

ნატუკა ნაცვლიშვილი

37


გასტრონომია / Bon Appe‵ tit

ხბოს ნეკნები როზმარინის სოუსით

KALA ჯერ კიდევ მაშინ, როცა „კალაუბანში“ (ბამბის რიგის მიმდებარე ტერიტორიაზე) მეცხრამეტე საუკუნის სარესტავრაციო სახლების მეტს ვერაფერს ნახავდით, ერეკლეს ქუჩაზე კაფე „კალა“ გაიხსნა - უბრალოდ კარგი კაფე გემრიელი მენიუთი და ცოცხალი მუსიკით. „კალაში“ ძირითადად სხვადასხვა ეროვნების არტისტები იკრიბებიან - ეს უკვე ტრადიციად იქცა. ტრადიციად იქცა ჯაზი და პატარა მყუდრო ქუჩაზე განლაგებული სკამებიც გუგა კოტეტიშვილის დიზაინით, ქართულევროპული მენიუ, თბილი და ყურადღებიანი პერსონალი. სხვათაშორის, მათი დიდი ნაწილი კალას დაარსების დღიდან აქ მუშაობს და ხშირად ეს ფაქტი კლიენტების გაოცებანარევ სიხარულს იწვევს. აღმოსავლური მოტივები ინტერიერში, კლასიკური მენიუ და არაჩვეულებრივი ჯაზ-ბენდი სასიამოვნო ჰარმონიას ქმნის. შეიძლება ითქვას, კალა ყველაზე „ევრაზიული“ კაფეა თბილისში.

ერეკლე II ქ. 8/10 ტელ: 899 799 737. სამუშაო საათები 12:00-02:00. www.kala.ge

38


Bon Appe‵ tit / გასტრონომია

ალადიკები არაჟნით და ნაღებით

KGB რა ხიბლი შეიძლება ჰქონდეს საბჭოთა ესთეტიკას მეტალის ნამგალს და უროს, ხაკისფერის და წითლის კომბინაციას, შინელებს, ჭყეტელა პოსტერებს, „ბორშჩს“, კომპოტს, მეზობლის ბავშვებს.... ფაქტია, რომ კომუნიზმგამოვლილ ქართველებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ტურისტებსაც ძალიან უყვართ ერეკლეს ქუჩაზე მდებარე კაფე KGB-ში კომპოტის დალევა. მსუბუქად სარკასტული ნოსტალგია ალბათ ზუსტად ესადაგება განწყობას, რომელიც აქ იგრძნობა. მენიუში ნახავთ: ლენინის საყვარელ კერძს, სტალინის საყვარელ სასმელს...ტურისტების აღფრთოვანებას იწვევს დიზაინი და სუვენირები, რომლებიც აქვე იყიდება. ასე რომ, თუ რაიმე არატრადიციულის ხასიათზე ხართ, გაინტერესებთ, როგორი შეიძლება იყოს ოცდამეერთე საუკუნის თბილისში პატარა სოციალისტური თავშეყრის ადგილი ამხანაგი ლენინის პოსტერებით - როგორი გემო აქვს ვარენიკებს „წარსული დიდების გადმონაშთებით“ მორთულ პატარა კაფეში, აუცილებლად მიაკითხეთ KGB-ს.

ერეკლე II ქ. 8/10 ტელ: 899 674 488. სამუშაო საათები 12:00-02:00. www.kala.ge

39


გასტრონომია / Bon Appe‵ tit

ოხრახუშის პაპარდელი

19 კაფე 19-ის მთელი მომხიბლაობა ევროპულ მენიუსა და ასევე ევროპულ ინტერიერშია. თუ შუა საუკუნეების ან ვიქტორიანული პერიოდის ლონდონი წარმოიდგინეთ, შეცდით. ცხრამეტში უფრო ურბანული ელეგანტურობა იგრძნობა. საქმიანი და თანამედროვე, მაგრამ დახვეწილი. თბილისში ჯერ კიდევ იშვიათად შეხვდებით ადგილს, სადაც ნამდვილი ევროპული კერძების დაგემოვნება შეიძლება. ცხრამეტი ამ მხრივ გამონაკლისია. დაცულია ყველანაირი სტანდარტი და მომსახურების ხარისხიც, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივზე მაღალია. მოკლედ, ზოგადად ევროპული სამზარეულოს მოყვარულებისთვის - თუ ჯერ კიდევ გულის წყვეტით ამბობთ ხოლმე, რომ ჩვენთან გემრიელი ცეზარი „არ იშოვება“, ან არ იცით, სად შეიძლება ყავა დალიოთ და ცოტა ხნით მაინც მოწყდეთ თბილისურ რუტინას - ლონდონში, პარიზში ან ამსტერდამში წასვლის აუცილებლობა აღარ არსებობს, კაფე 19-ში შეიარეთ :-) ერეკლე II ქ. 6, ტელ: 892 311 919, სამუშაო საათები 12:00-02:00. www.kala.ge

40


Bon Appe‵ tit / გასტრონომია

პელმენი ციმბირულად

ACID „ეისიდზე“ ახალს ვერაფერს დაწერ. უკვე წლებია ქართველ თინეიჯერებს კითხვაზე–„სად წავიდეთ?“ ერთი და იგივე პასუხი აქვთ: „რავი, ეისიდში არა?!“. ყოველთვის შეიძლება მისვლა, მაშინაც, როცა ცოტა ფული გაქვს, მაშინაც, როცა დაბადებისდღის გადახდა გინდა და არ იცი, სად წახვიდე, მაშინაც, როცა ეისიდის პელმენი მოგენატრა - ჰო, რაც შეეხება პელმენს - თბილისელები ქოთნის პელმენის საჭმელად ტრადიციულად მხოლოდ ეისიდ ბარში დადიან. დღევანდელი ACID BAR ცოტა სახეცვლილია. იყო დრო, როცა კედლებზე წარწერების გაკეთებას არავინ გიშლიდა და შეგეძლო მთელი დღე ფუმფულა „მატრასზე“ დაგდებულს გაგეტარებინა, დაგეძინა, გეჭამა, ACID JAZZ-ისთვის მოგესმინა ეს მაშინ, როცა ჩვენთან ACID JAZZ-ის ცნება საკმაოდ კი არა, ძალიან, ბუნდოვანი იყო. ბევრი არაფერი შეცვლილა, უბრალოდ ქსელი გაფართოვდა და ახლა უკვე მეტი თინეიჯერი დადის. ცვლილებები ინტერიერშიც არის. ACID-ი – საკულტო თინეიჯერული ქსელი.

გ. ლეონიძის ქ. 9/1, ტელ : 892 221 131. ალ. ყაზბეგის 3ა, ტელ: 899 101 238 ი.აბაშიძის 37, ტელ: 899 681 000, ი. ჭავჭავაძის გამზ. 16, ტელ: 899 411 980 სამუშაო საათები 12:00-02:00. www.kala.ge

41


გასტრონომია / Bon Appe‵ tit

ვაშლის პეროგი ნაყინით

NEAR OPERA წარმოიდგინეთ, რომ მშვიდი და თბილი საღამოა.. რატომღაც ძალიან მოგბეზრდათ ჩვენს დროში ცხოვრება. ჩაიცვით გრძელი ჰაეროვანი კაბა, გაიშალეთ თმა, საყვარელი სუნამო დაისხით და .... ფიქრობთ, სად წახვიდეთ. კომპეტენტური პირები აუცილებლად გირჩევდნენ NEAR OPERA-ს. მიუხედავად იმისა, რომ ჩანაფიქრში „კაფე ოპერასთან“ სულაც არ ყოფილა ფუფუნების საგანი, საოცრად ელეგანტური და დახვეწილია - აბსოლუტურ თანხვედრაშია სახელწოდებასთან. კლასიკური ჩუქურთმებიანი სავარძელები ჭყეტელა ვინტაჟური ორნამენტებით არის დატვირთული. შავ-თეთრი ფილაქანი და ცნობილი ინგლისელი ილუსტრატორის AUBREY BEARDSLEY-ს ნამუშევრები ოდნავ სიურეალისტურ განწყობას ქმნის. NEAR OPERA კოქტეილების მრავალფეროვნებით არის ცნობილი. აქ მოსვლა ძალიან უყვართ ტურისტებს. როგორც კალაში, აქაც ხშირად იკრიბებიან ხელოვანები და არა მარტო... ელეგანტური კაფე რაიმე განსაკუთრებული კონცეფტუალური ხაზის გარეშე სასიამოვნო ინტერიერით - რატომაც არა მშვიდი თბილი საღამოსთვის, ჰაეროვან კაბას და გაშლილ თმას საშინლად მოუხდება. რ. ლაღიძის ქ. 2, ტელ : 899 681 166, სამუშაო საათები 12:00-02:00. www.kala.ge

42


სამომხმარებლო კალათა

მომხმარებლის გიდი

01

„ჩუდო“ რძის დესერტი

(ათქვეფილი პასტერიზებული კრემი ალუბლით და ბლით) შემადგენლობა: უცხიმო რძე, მოუხდელი რძე, ნაღები, შაქარი, ალუბალი, გლუკოზას და ფრუქტოზას სიროფი, სტაბილიზატორი, უცხიმო რძის ფხვნილი, ნატურალურის იდენტური ალუბლის და ბლის არომატიზატორი, ნატურალური საღებავი, კარმინი, მჟავიანობის მარეგულირებელი: ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, დედო, მაჭიკის ფერმენტი. 100 გრ-ზე კალორიულობა: 134 კკლ, ცილები 4.7, ცხიმები 4გრ, ნახშირწყლები 19,9გრ. ფასი: 1,70 ლარი

02

KUNE სალათის კრემი (ფრანგული რეცეპტით) 500გ.

შემადგენლობა: წყალი, მცენარეული ზეთი, შაქარი, პომიდორი, მდოგვი, არყის ძმარი, ლიმონის წვენი, კვერცხის გული, მარილი, ხახვი, მწვანილი, სუნელები, არომატიზატორი. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ! გახსნილი შეინახეთ მაცივარში მწარმოებელი: გერმანია ფასი: 7,50 ლარი

03

”GUT & GUNSTIG” გრძელი ბრინჯი

1000გრ.

შემადგენლობა: გრძელი ბრინჯი. 100გრ-ზე კალორიულობა: 349კკლ, ცილა 7,3გრ, ნახშირწყლები 77გრ, ცხიმი 1,3 გრ. ფასი: 4,45 ლარი

43


სამომხმარებლო კალათა

04

“GRANAROLO” ყველი გრანა პადანო 200გრ.

შემადგენლობა: რძე, მარილი, 32% ცხიმი, შეინახეთ მაცივარში ფასი: 12,65 ლარი

05

”ELO FROST” გაყინული ჟოლო 1000 გრ.

შემადგენლობა: ჟოლო 100გრ-ზე კალორიულობა: 37კკლ, ცილა1,4გრ, ნახშირწყალი 5,5გრ, ცხიმი 0,3გრ, ცელილოზი 6,4გრ, ნატრიუმი 0,012მგ, ვიტ.ც 21,6მგ. მწარმოებელი: გერმანია ფასი: 23,85 ლარი

06

"MARETTI" ბრუსკეტი პომიდორითა და ზეთისხილით. 70გრ.

შემადგენლობა: ხორბლის ფქვილი, მცენარეული ცხიმი (19%), სიმინდის ექსტრუდატი, არომატი: „პომიდორი და ზეთისხილი“ 5% (მალტოდექსტრინი, გემოს გამაძლერებლები: ნატრიუმგლუკონატი, ნატრიუმგუანილატი, ნატრიუმინოზინატი, მარილი, შაქარი, ნიორი, პომიდორი ფხვნილის სახით, სტაბილიზატორი: გუმიარაბიკი), საფუარი, შაქარი, მარილი, უცხიმო მშრალი რძე, მშრალი გლუტენი, წყლის, ზეითუნის გრანულები, შემაკავებელი აგენტი, დექსტროზა, ფქვილის გადასამუშავებელი საშუალება, ემულგატორი, ენზიმები, როზმარინის ექსტრაქტი. შეიცავს გლუტენს და რძის პროდუქტებს. კვებითი ღირებულება 100გრ-ზე: ცილები 9,05 გრ, ცხიმები 20 გრ, ნახშირწყლები 62,18 გრ. ენერგეტიკული ღირებულება: 465 კკლ. შეინახეთმშრალ და გრილ ადგილას, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. მწარმოებელი: ბულგარეთი ფასი: 1,55 ლარი

44


სამომხმარებლო კალათა

07

“შებოლილი ორაგულის ფილე“ 200გრ.

შემადგენლობა: ორაგული, მარილი, E211.E202. 100გრ-ში კალორიულობა: 211კკლ, ცილა 23გრ, ცხიმები 15გრ. შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას. მწარმოებელი: რუსეთი ფასი: 20,25 ლარი

08

„კულა“ ტომატ პასტა

(პასტა) 285გრ.

შემადგენლობა: ტომატი. კვებითი ენერგეტიკული მაჩვენებელი 100 გრ პროდუქტში: 66 კკლ, ნახშირწყლები 18,9 გრ, ცილა 4,8 გრ. ფასი: 1,80 ლარი

09

ზეითუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი 250მლ.

კვებითი ღირებულება 100გრ-ზე: მსუყე ცხიმები 14 გრ, პოლიარმსუყე ცხიმები 11გრ, მონოარმსუყე ცხიმები 71გრ, ენერგეტიკული ღირებულება: 900კკლ. შეინახეთ მშრალ, ბნელ ადგილას მაცივრის გარეშე. მწარმოებელი: ესპანეთი, სევილია ფასი: 5,40 ლარი

45


სამომხმარებლო კალათა

10

BIO MARI კალმახი

ჩვენ მიერ წარმოებული კალმახის ხარისხს განაპირობებს: • ლიფსიტები გამოყვანილია მსოფლიოში ლიდერი კომპანიის -„TROUTLODGE“ის მიერ მოწოდებული ქვირითიდან. • წყლის ხარისხი შეესაბამება კალმახის გაზრდისათვის საჭირო უმაღლეს სტანდარტებს. • კალმახი იკვებება მსოფლიოში გამოკვეთილი ლიდერების “BIO MARI” და “SKRETTING” ის საუკეთესო ხარისხის საკვებით. ფასი: 1 კგ – 12 ლარი

12

„KUHNE” ვაშლის ძმარი

11

BIO MARI ზუთხი

კომპანია „ბიო მარი“ ში შეგიძლიათ შეიძინოთ ცოცხალი ზუთხი. მის უმაღლეს ხარისხს, საუკეთესო გემოს და სასარგებლო თვისებეს განსაზღვრავს ის პირობები, რომლებიც

მჟავა 5%. მწარმოებელი: გერმანია ფასი: 8,85 ლარი

შექმნილია სპეციალურად ზუთხისთვის ჩვენს კომპანიაში. ფასი: 1 კგ – 32 ლარი დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ საიტზე: www.Biomari.Ge

13

GUT & GUNSTIG საფანელი 1000 გრ.

შემადგენლობა: ხორბლის პური (ხორბლის ფქვილი, მარილი საფუარი) 100გრ-ზე

კალორიულობა: 350კკლ, ცილა 13გრ, ნახში

რწყალი 70გრ. ცხიმი 2გრ. ცელულოზა 5.2გრ, ნატრიუმი 0.42გრ. შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას. მწარმოებელი: გერმანია ფასი: 4,35 ლარი

46


სამომხმარებლო კალათა

14

სიმინდის ზეთი "GOCCIA D'ORO"

1 ლ.

შემცველობა 100 გრ პროდუქტში: ენერგეტიკული ღირებულება 824 კკლ-3389 კჯ, პროტეინი 0 გრ, კარბოჰიდრატი 0გრ, სულ ცხიმები 91,6 გრ, მათ შორის: გაჯერებული ცხიმი 13,8 გრ, მონოგაუჯერებელი ცხიმი 68,5 გრ. პოლიგაუჯერებელი ცხიმი 9,3 გრ, ქოლესტერინი 0 მგ. წარმოებულია იტალიაში. ფასი: 8,30 ლარი

15

ზეითუნის ზეთი "GOCCIA D'ORO"

1 ლ.

შემცველობა 100 გრ პროდუქტში: ენერგეტიკული ღირებულება 3404 კჯ - 828 კკლ, პროტეინი 0 გრ, კარბოჰიდრატი 0 გრ, სულ ცხიმები 92 გრ, მათ შორის: გაჯერებული ცხიმი 12გრ, მონოგაუჯერებელი ცხიმი 26,7გრ, პოლიგაუჯერებელი ცხიმი 53,3გრ, ქოლესტერინი 0მგ. წარმოებულია იტალიაში. ფასი: 15,55 ლარი

16

„კულა“წითელი ტყემალი ნივრით

შემადგენლობა: ტყემალი, მარილი, შაქარი, ნიორი, წიწაკა, სანელებლები. დამზადებულია ძველი ქართული რეცეპრით, საუკეთესო ნედლეულისა და არომატული სანელებლების გამოყენებით. გამოიყენება სოუსის და საკმაზის სახით ხორცისა და თევზის კერძებთან. კვებითი ენერგეტიკული მაჩვენებელი 100 გრ. პროდუქტში: ენერგია 77 კკლ, ნახშირწყლები 19,1 გრ, ვიტამინები 3,8 გრ. ფასი: 2,30 ლარი

17

„კულა“ვაშლის წვენი

1 ლ.

შემადგენლობა: ვაშლი, შაქრის სიროფი პასტერიზებული, უმაღლესი ხარისხი. ახალგამოწურული ვაშლის წვენი კონსერვანტების, საღებავების, ემულგატორების და სხვა ხელოვნური დანამატების გარეშე. კვებითი ღირებულება 100 რგ-ზე პროდუქტში : 56 კკლ, ნახშირწყლები 14,0 გრ, ცილა 0,5 გრ. ფასი: 2,40 ლარი

47


რატომ SHOPPING@AXIS? გამორჩეული ბრენდები – COP.COPINE, JEANS GALLERY, PUNTO. არჩევანი ბავშვებისთვის – იტალიური, ბელგიური, ესპანური ბრენდები (PRENATAL, PREMAMAN, IKKS, GFOX) და ქართველი დიზაინერების უნიკალური საბავშო კოლექციები (INFANTA). გამორჩეული ფეხსაცმელი – ესპანური ბრენდი BARRATS. AMNESIA-ს მულტიბრენდული 2011 წლის კოლექცია. საჩუქარი ყველას – ROBERTO BRAVO-ს სამკაულები, EVITA PERONI-ს აქსესუარები, NEW YORK TREND-ისა და GT-ის მრავალფეროვანი ბიჟუტერია. CREATIVE HOME-ის სახლის დეკორის ექსპონატები. წიგნები EXLIBRIS-ში – ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის. ბუნებრივი, ქოთნის უნიკალური მცენარეები WISTERIA-გან. ქურქები და ბეწვეული AVANTI–ში, საცვლები MAXIMILIAN–ში, პარფიუმერია და კოსმეტიკა M&W–ში. სამახსოვრო ფოტო KIKALA STUDIOFAMILY-სგან მაშინ, როცა ხართ სავაჭრო ცენტრში. აუდიო ტექნიკა და სახლის კინოთეატრები – „პეგასი ჯგუფი“ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში: SONY, PIONEER, DENON, MARANTZ, BOSTON ACOUSTICS, MAGNAT, CANTON, HECO, METZ, OEHLBACH. SHOPPING@AXIS – ცენტრი, გამორჩეული დიზაინით, მყუდრო გარემოთი, კომფოორტული კაფე FRESH-ით. პარკირების მარტივი შესაძლებლობა (მუნიციპალური და საკუთარი ავტოსადგომი). THE PLACE TO COME BACK! P.S. მალე! COIN CASA – მსოფლიო ბრენდი იტალიიდან !!!


სტილი

სამოსი: ქურთუკი, შარვალი - KOTON ჩანთა - KOTON სათვალე: RAY-BAN - რონიკო

სამოსი: ქურთუკი, პერანგი , ჰალსტუხი, შარვალი - KOTON სათვალე: RAY-BAN - რონიკო მაჯის საათი: SWATCH - ართ თაიმი

50


სტილი

51


სტილი

სამოსი: მაისური, ჟაკეტი KOTON

52


სტილი

53


სტილი

ყდა მოდელი - ლაშა ჯაფარიძე პროდიუსერი - ანუკი ნაცვლიშვილი ფოტო - FLIT PHOTOGRAPHY განსაკუთრებული მადლობა ჰიპერმარკეტ „გუდვილს“ და რამაზ კვიჟინაძეს

სამოსი: პიჯაკი, პერანგი, ჰალსტუხი - KOTON სათვალე: VOGUE - რონიკო მაჯის საათი: SWATCH - ართ თაიმი

სამოსი: ქურთუკი, პერანგი, სვიტერი - KOTON

54


სტილი

55


სტილი

განსაკუთრებული ნივთების სურნელი ალბათ ყველას გვიფიქრია იმაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს დეტალებს. ზოგჯერ რომელიმე კონკრეტული ელემენტის გარეშე ყველაფერმა შეიძლება აზრი დაკარგოს... ან ხომ არსებობს ისეთი დეტალები, რომლებიც არ ჩანს, შესაძლოა, ზოგი ძალიან პატარაა, მაგრამ თავისი ესთეტიკური მნიშვნელობით უდიდეს სიამოვნებას განიჭებს. ასეთ ნივთებს და აქსესუარებს განსაკუთრებული სურნელი აქვთ - არარეალური სურნელი, რომელსაც ვერ გრძნობ, მაგრამ ხედავ. მეტიც - შეიძლება ფოტოდანაც კი იგრძნო.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ თბილისში უკვე ოთხი წელია არსებობს მაღაზია, სადაც შეიძლება ვერც კი იპოვოთ ორი ერთნაირი ნივთი. აქ ყველაფერი ერთმანეთისაგან განსხვავებული და განსაკუთრებულია. AMBIENCE DE LUXE ქუთათელაძის N 5-ში 2007 წელს გაიხსნა, რის შემდეგაც მას მუდმივი კლიენტები და მუდმივი სტუმრები ჰყავს . ინტერიერის აქსესუარების ეს ულამაზესი მაღაზია მაღალი და საშუალო კლასის, დახვეწილი და გემოვნებიანი მყიდველისთვისაა და სპეციალურად მათთვის ჩამოაქვს სხვადასხვა უმაღლესი ხარისხის აქსესუარი და ნივთი საფრანგეთიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, ესპანეთსა და ჰოლანდიიდან. აქ შეხვდებით ყველაფერს - განათებებიდან დაწყებული, ულამაზეს ჩარჩოებს, სხვადასხვაგვარ საათს, საფერფლეს, სათამაშოებსაც კი. ერთი სიტყვით, აქ ყველაფერია, რაც სწორედ იმ განსაკუთრებულ განწყობას ქმნის, ზოგჯერ რომ ძალიან გვჭირდება. საკმაოდ ეფექტურია მისი ადგილმდებარეობაც - მისეირნობ ერთ-ერთ ჩვეულებრივ, თბილისურ ქუჩაზე და უცებ, ოაზისივით აღმოაჩენ ბევრ ლამაზ ნივთს ერთად. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ყველა ეს ნივთი საგულდაგულოდ ყველაზე ლამაზი ადგილებიდან მოაგროვეს ყველაზე გემოვნებიანი მყიდველისთვის, რაიმე ასეთის შეძენისას კი დარწმუნებული ხარ, რომ ის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს შენს სახლში. მაღაზიას აქვს თავისი დიზაინ სტუდია - სადაც ინტერიერის სამი დიზაინერი მუშაობს. ისინი ეძებენ საინტერესო ბრენდებს და მათ პროდუქციას უკვეთავენ. აქ შეხვდებით : BECARA (spain); ART-IMPORT (spain); PTMD Collection (Belgium); CHEHOMA (Belgium); BAGA light (Italy); KROEMER (Germany) და ა.შ. მაღაზია წელიწადში ორჯერ მიდის მილანის (FieraMilano) და პარიზის (Maison@Objet) გამოფენებზე, სადაც ევროპის წამყვან ბრენდებს უკვეთავენ ახალ კოლექციას და ჩამოაქვთ კატალოგები, რომელთა მეშვეობითაც კლიენტი უკვეთს ავეჯს. მაიკო ჯიმშელეიშვილი, მაღაზიის მფლობელი, თავადაც ხატავს. ამბობს რომ ყოველთვის აინტერესებდა 56


სტილი

დიზაინი და აქსესუარები. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში , შემდეგ თბილისსა და ლონდონში გაიარა დაიზაინის კურსები და AMBIENCE DE LUXE გახსნა. „ყოველთვის ვთვლიდი, რომ ქართულ სახლებში დახვეწილი და ლამაზი ნივთების დეფიციტი იყო. ამას ერთვოდა ბაზრის სიმწირეც და, შეიძლება ითქვას, აქ საერთოდ „არ იშოვებოდა“ მსგავსი ნივთები. სწორედ აქედან წამოვიდა მაღაზიის შექმნის იდეაც ამ დეფიციტის შესავსებად. ცოტა ხნის წინ ვიყავით მილანში, FIERA MILANO-ს ფესტივალზე, საიდანაც ახალი კატალოგები ჩამოვიტანეთ. ვგეგმავთ, რომ ამაზე დიდი აქცენტი გაკეთდეს - ძირითადად ავეჯის შეკვეთაზე“. AMBIENCE DE LUXE არ არის მასაზე გათვლილი მაღაზია, თუმცა, აქ წარმოდგენილი აქსესუარებისა და ავეჯის უმაღლესი ხარისხის გამო მას ბევრი მუდმივი კლიენტი ჰყავს. ეს ის შემთხვევაა, როცა ხარისხი და გემოვნება ზუსტად ესადაგება ერთმანეთს - მყიდველი თავად ირჩევს და უკვეთავს სასურველ ნივთებს. აქ ყველანაირი ტიპის ინტერიერისათვისაა შესაძლებელი აქსესუარების არჩევა. როგორც თანამედროვე ტიპის სახლებისათვის, ასევე მათთვის, რომლებიც ძველებური, ვინტაჟური, ორიგინალური სტილის მოყვარული არიან, ვისაც რაიმე განსაკუთრებულად ლამაზისა და დახვეწილის შეძენა სურს. AMBIENCE DE LUXE-ში საუცხოო გარემოა, აქ ხაზი ინდივიდუალიზმს ესმევა, ყველა დეტალი განსხვავებულია და განსაკუთრებული ნივთების სურნელია. აქსესუარების სხვა მოყვარულთათვის კი, ცოტა ხნის წინ, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე პიქსელის სავაჭრო ცენტრში გაიხსნა AMBIENCE HOME DECOR – სადაც, DE LUXE-საგან განსხვავებით დაბალი და ხელმისაწვდომი ფასებია - მინიმალური ღირებულება აქ 10 ლარიდან იწყება, მაღაზია კი ძირითადად აქცენტს სხვადასხვა სასაჩუქრე ნივთსა და სუვენირზე აკეთებს. ალექსანდრა აროშვილი

57


სტილი

„ამბიენს“⁃ის გარემოცვაში აქ ყველაფერი ერთმანეთისაგან განსხვავებული და განსაკუთრებულია: განათებებიდან დაწყებული, ულამაზესი ჩარჩოები, სხვადასხვაგვარი აქსესუარები, სათამაშოებიც კი.

02

01

03

58

04


სტილი

1 ლამპა CHEHOMA (Belgium) – 1300 ლ. 2 ჭაღი ART-IMPORT (Spain) – 1990 ლ. სავარძელი JOLIPA – 1350 ლ. სამი კალათა JOLIPA (Belgium) – 350 ლ.

05

3 ჭაღი CHEHOMA (Belgium) – 990 ლ. შანდალი KROEMER (Germany) – 670 ლ. 4 ლამპა BECARA (Spain) – 1500 ლ.

08

06

5 ჩარჩო PTMD COLLECTION (Netherlands) – 22 ლ. ვაზა KENZO TAKADA (France) – 640 ლ. საფერფლე ASIATIDES (France) – 150 ლ. 6 დივანი PTMD Collection (Netherlands) – 5200 ლ. სერვიზი PTMD Collection (Netherlands) – 1300 ლ. საათი CHEHOMA (Belgium) – 320 ლ. 7 დივანი PTMD COLLECTION (Netherlands) – 1990 ლ. ტორშერი Q&Q (Spain) – 570 ლ.

07

ბრა JOLIPA (Belgium) – 295 ლ. 8 ჭაღი ART-IMPORT (Spain) – 6700 ლ.

59


სხვადასხვა

- ყველაფერი უნიკალური შეთავაზებების შესახებ

სერგო კულიჯანოვი პროექტი Click Coupon-ის ავტორი შეუძლია. საერთო ინტერესების ხალხს აკავშირებს. მსგავსი პროექტის შექმნის იდეა ფორუმებზე

ყველა მოგებულია

დაიბადა

პროექტის თავდაპირველი მოდელი ამერიკაში შეიქმნა. ადამიანებს გაერთიანების სურვილი გაუჩნდათ, ინტერნეტ-მომხმარებლები ქმნიდნენ გუნდებს სხვადასხვა ფორუმზე და ერთად აღწევდნენ შეთანხმებას ფასდაკლების მიღების მიზნით. „მოდით, ერთად შემოვიაროთ მაღაზიები და ფასდაკლების მიღება ვცადოთ“ -საკმაოდ ქაოსური მექანიზმია. ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ სრულიად უცნობი ადამიანების ერთ ყალიბში მოქცევა 60

ჩვენ ვქმნით სიტუაციას, რომლითაც ორივე მხარე (ბიზნესიც და მომხმარებელიც) მოგებული რჩება. საიტის მომხმარებლებს ვთავაზობთ კოლოსალურ ფასდაკლებას სხვადასხვა პროდუქტზე. დამკვეთი კომპანია შედეგად უამრავ აქტიურ კლიენტს მიიზიდავს. ასე და ამგვარად ყველა მოგებულია. იხდი მხოლოდ სასურველი შედეგის შემთხვევაში

რითია უნიკალური ეს პროექტი - კომპანიის


სხვადასხვა

წინსვლისათვის შემუშავებული ყველა დანარჩენი მეთოდისაგან განსხვავებით "ქლიქ კუპონი" დამკვეთს კლიენტების დიდ რაოდენობას ჰპირდება. მცირე და საშუალო ბიზნესი არჩევანის წინაშე დგება - ან ჩვენ მოგვმართავს, ან ფულს იხდის რეკლამაში. მეორე შემთხვევაში ის იხდის ფულს გაურკვეველი შედეგის მოლოდინში. მთავარია, რომ ჩვენი დამკვეთი მხოლოდ გარანტირებული წარმატების შემთხვევაში იხდის თანხას, მხოლოდ მას შემდეგ, რაც კლიენტებს მიიზიდავს.

სანამ ჩვენ ჯიბით თავისებურ დროის მანქანას ვატარებთ, ახალ მოთამაშეებს ძალიან გაუჭირდებათ კონკურენციის გაწევა.

ელექტრონული კომერციის მომავალი

ჩვენ ინფორმაციული აქტივობის ეპოქაში ვცხოვრობთ - ადამიანები, კონტაქტები, ნაცნობობა, ახალი ამბები, მოვლენები - მრავლად. რაც უფრო მოცულობითია ინფორმაცია, მით უფრო რთულდება გადაწყვეტილების მიღება, რაც უფრო რთულია გადაწყვეტილების მიღება, მით უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ გარშემომყოფების აზრს. ოცდამეერთე საუკუნეში ნებისმიერი გადაწყვეტილება სოციალური ქსელების, მეგობრების, ახლობლების დახმარებით მიიღება. მეგობარმა იყიდა - მაჩვენა - მირჩია ამიტომაც ვიყიდე: ეს ელექტრონული კომერციის მომავალი წარმატების მიზეზის ყველაზე მარტივი ფორმულირებაა.

CAFFÉ

Caf fé

ბაზარი დღეს

ასეთი სისტემისათვის ბაზარი საკმაოდ ახალგაზრდაა. რა თქმა უნდა, ქართულ ინტერნეტ სივრცეში ასეთი საიტიც ახალი ხილია. ახალი მომხმარებლების მოზიდვა

ჩვენ განვითარებაში ვეხმარებით პატარა და საშუალო ბიზნესს. სავსებით შესაძლებელია, ახლადგახსნილმა დაწესებულებამ coupon.ge-ს მეშვეობით დაფუძნების პირველივე კვირაში გარანტირებული რაოდენობის ახალი მომხმარებელი შეიძინოს. არსებობს უამრავი შემთხვევა მსოფლიოს მასშტაბით. უცხოელმა უკვე გამოცდილმა დამკვეთმა კომპანიამ ზუსტად იცის, რომ მომხმარებელს აუცილებლად მიიზიდავს, 61


სხვადასხვა

კოლოსალური ფასდაკლების უფასოდ მიღების სისტემა - ახალი ტალღაა ქართულ ბაზარზე.

ამიტომაც არ ერიდება რისკს. რაც შეეხება მსხვილ რითეილერებს, ვთვლით, რომ დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ ჩვენთან ურთიერთობით ისინიც დაინტერესდებიან. ყველამ იცის, რომ ბევრად უფრო კომფორტულია გადაიხადო გარანტირებული რეზულტატისთვის და არა გაურკვეველი მომავლის საფასურად. სისწრაფე და მომხმარებელი

ერთი შეხედვით მსგავსი ბიზნესის შექმნა საკმაოდ ადვილია - საკმარისია შექმნა და აამოქმედო საიტი. თუმცაღა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიზნეს პროცესების ტექნოლოგიების ცოდნა. ის, რასაც თქვენ ხედავთ, მხოლოდ გარე ფაქტორებია, ზედაპირული ნაწილი - კომპანიის შიდა პროცესები გაცილებით მასშტაბური სახის არის. ზემოთხსენებული პროცესების კალკის შექმნა კი რთული საქმეა. გარდა ამისა, ინტერნეტ კამპანიის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი სისწრაფე და ადამიანების რაოდენობაა. საიტი ივნისში გააქტიურდება მიუხედავად ამისა, ჩვენ სასტარტო აქციით ორი თვის განმავლობაში უკვე 22 000 მომხმარებელი დავარეგისტრირეთ საიტზე. თუნდაც ორი თვის შემდეგ დაფუძნებული კომპანიისათვის საკმაოდ გართულდება იმავე რეზულტატის მიღება. თანამედროვე ადამიანი დიდ დროს ატარებს ინტერნეტ-სივრცეში. ჩვენ ოთხჯერ უფრო სწრაფად მივიწევთ წინ, ვიდრე კლასიკური სამყარო. განვითარება

ინტერნეტ რეკლამის რამდენიმე კლასიკურ 62

მეთოდთან ერთად ინოვაციურ ხერხებსაც მივმართავთ. სოციალური მედიის განყოფილება ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მექანიზმია. აქ მუშაობენ პროფესიონალები, რომლებიც ინფორმაციას ნებისმიერი სახის ბლოგებზე, ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში გაავრცელებენ. მოდელი ასეთია: ჩვენ ვეცნობით ადამიანებს, ვაწვდით ძირითად ინფორმაციას საკუთარ თავზე, ვთავზობთ დარეგისტრირდნენ ჩვენს გვერდზე. შემდგომ ეტაპზე უკვე დარეგისტრირებული მომხმარებლები ყოველდღიურად იღებენ სიახლეებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ სოციალური მედიის ტირაჟი, დარეგისტრირებული და აქტიური მომხმარებლების რიცხვი... მომხმარებლებს თავის მხრივ სხვადასხვა წყაროდან ვკრებთ. ამასთანავე ობიექტურად ვაფასებთ სხვადასხვა წყაროს ეფექტურობას, სტატისტიკურად ვიკვლევთ იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც ჩვენთან სხვადასხვა საიტიდან გადმოდიან და რეგისტრირდებიან. ამ მხრივ ჯერჯერობით ყველაზე ეფექტური წყარო Facebook-ია. მომხმარებელთან ურთიერთობა

არსებობს მოსაზრება, რომ კუპონით მისულ მომხმარებელს სხვადასხვა დაწესებულებაში არასასურველად ეპყრობიან . ეს მითია! ხშირ შემთხვევაში აქციაში მონაწილე ბიზნესის მფლობელი აცნობიერებს, რომ დღეს მათთან მისულ კლიენტს - თუ კარგად მოემსახურნენ და მომხმარებელი დარწმუნდა, რომ აქ კარგი პროდუქცია და ხარისხიანი სერვისი აქვთ,


სხვადასხვა

არსებობს საკმაოდ დიდი შანსი, რომ კლიენტი ხვალაც დაბრუნდება. მფლობელების უმეტესობამ იცის, რომ პირველად მოსულ კლიენტზე აუცილებლად კარგი შთაბეჭდილება უნდა დატოვო, თუ გინდა, რომ დაბრუნდეს, ასე რომ, დამკვეთების 90% ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კლიენტი მოხიბლოს.

„ტესტ-დრაივი“

გარკვეული თვალსაზრისით ეს ტესტ-დრაივია - ადამიანს ეძლევა საშუალება,უბრალოდ დააგემოვნოს პროდუქტი. პარალელის გავლება შეიძლება პრომოაქციებთან, რომლებიც ადამიანებს სწორედ პროდუქციის გასინჯვისაკენ მოუწოდებენ. მაგრამ აქ კიდევ ერთ მთავარ როლს მოცულობა თამაშობს. ამხელა აუდიტორიის მოზიდვა არც ერთ ტრადიციულ BTL-ს არ შეუძლია. ადამიანი შედის საიტზე, კითხულობს ინფორმაციას აქციის შესახებ, მას იქვე შეუძლია, პარტნიორიკომპანიის საიტზე გადავიდეს, კარგად შეისწავლოს პროდუქტი... ანუ მას საკმარისი დრო და საშუალება აქვს ყველაფრის კარგად მოსაფიქრებლად და დასაგეგმად. პლუს - ჩვენ არ ვყიდით კუპონებს. მომხმარებელი უფასოდ იღებს მათ. როცა ადამიანი უნიკალურ შანსს უფასოდ იღებს, ბევრად უფრო კონცენტრირდება

კონკრეტულ დაწესებულებაზე. გაცილებით უფრო მოტივირებულია შედეგის მისაღებად. პასუხი სკეპტიკოსებს

იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარი ჯერ კიდევ მოუმზადებელია, ვიცით, რომ უამრავი შეკითხვა და მოსაზრება გაჩნდება, მათ შორის საკმაოდ ბევრი სკეპტიკური აზრიც იქნება. მაგრამ ჩვენი სერვისის საფუძველი ჯანსაღ იდეაზე დგას: მივცეთ ადამიანებს საშუალება, შეიარონ მათთვის სიანტერესო დაწესებულებაში და არაჩვეულებრივი ფასდაკლებები მიიღონ 90%-მდე. ჩვენი აზრით, ფასდაკლებების მიღების სურვილი არასოდეს გაქრება. სულ უფრო გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ან ახლობლებისაგან მოისმენენ ისტორიებს, ან თვითონ ურჩევენ გარშემომყოფებს – „კარგი სერვისი აქვთ“; „ყურადღებიანი მომსახურე პერსონალი ჰყავთ“; „მომეწონა, ხშირად ვივლი“... ხალხი ერთმანეთის აზრზს ითვალიწინებს, მითუმეტეს, პატარა ქალაქებში, სადაც ურთიერთობები საკმაოდ მჭიდროა და ტენდენციები საკმაოდ ხშირად იცვლება. მეგობრების რეკომენდაციებს დიდი ძალა აქვს... მომხმარებელთა რიცხვი სულ უფრო იმატებს, მათი მზარდი რაოდენობა თვალყურს ადევნებს აქციებს და სარგებლობს ფასდაკლებებით. რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი? ეწვიო ქალაქის საუკეთესო დაწესებულებებს და მიიღო სიამოვნება - თითქმის უფასოდ?! ინტერვიუ მოამზადა ნატუკა ნაცვლიშვილმა

WIN WIN WIN

WE WIN IF YOU WIN!

63


• Goodwill Magazine | June, 2011 •  

The Mag Goodwill

Advertisement