მედიცინის ტერმინთა ქართულ-ინგლისური ლექსიკონი წარმოადგენს ელექტრონულ გამოცემას. მასში წარმოდგენილია 6,000 ერთეული (ტერმინი, ფრაზა, სამედიცინო ტექსტებში არსებული მაღალი სიხშირის მოკლე წინადადებები). ლექსიკონში სამედიცინო ტერმინებთან ერთად წარმოდგენილია მოლეკულური ბიოლოგიის, გენეტიკის, ეკოლოგიის, სამედიცინო პარაზიტოლოგიის ტერმინები, ბაქტერიული, ვირუსული და სხვა დაავადებებთან დაკავშირებული ტერმინები.
ლექსიკონის შედგენის წყაროს წარმოადგენს, როგორც უკვე გამოცემული აკადემიური ლექსიკონები, ასევე უშუალოდ მთარგმნელობითი პრაქტიკიდან აღებული ფრაზები და ტერმინები, რომლებიც ბოლო წლების მანძილზე მაღალი სიხშირით შეგვხდა სსიპ ლევან საყვარელიძის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისათვის შესრულებულ თარგმანებში.
წარმოდგენილი ლექსიკონი განახლდება ყოველწლიურ ბაზაზე, მთარგმნელობითი მეხსიერების ზრდის კვალობაზე.