Forte village

Page 1

„ფორტე ვილიჯი“ – ნამდვილი იტალიური გლამური ავტორი: მაიკო წერეთელი ფოტო: ნინო მეგრელიძე

ტურისტული კომპანია „ვია თრეველი“ ჩვენი ჟურნალის ფავორიტია სამოგზაურო სააგენტოებს შორის. სწორედ მათი საშუალებით შევძელით სარდინიაზე მდებარე „ფორტე ვილიჯში“ ერთი კვირის გატარება.

საერთოდ, მიღებულია მსგავს რეპორტაჟებში ფუმფულა ბალიშებსა და კომფორტულ აბაზანებზე საუბარი, მაგრამ „ფორტე ვილიჯი“ ის შემთხვევაა, როდესაც მსგავსი კომფორტი ისედაც იგულისხმება. არნახული ფუფუნება შეზავებულია სისადავესა და გემოვნებასთან.

ავიაკომპანია „ალიტალიას“ რეისი თბილისი– რომი, რომიდან ერთსაათიანი ფრენა, და... კალიარის აეროპორტში ჩვენი სახელებით ხელში „ფორტე ვილიჯის“ მძღოლი გველოდა. 47 ჰექტარზე გაშლილ კურორტზე აუცილებელია სუფთა ჰაერისა და სიმშვიდის უზრუნველყოფა. ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისთვის მხოლოდ ელექტრომობილები და

www.focustv.ge

ველოსიპედებია დაშვებული. ყველაზე მეტად მომხიბლა ფაქტმა, რომ ეს გლამურული სივრცე ეკოკურორტს წარმოადგენს.

კომფორტის შექმნა ბევრ სასტუმროს შეუძლია. „ფორტე ვილიჯში“ კომფორტს მიღმა მთელი სამყაროა შექმნილი. მცენარეები ისეა

65


რეპორტაჟი

თუ გურმანი ხართ, „ფორტე ვილიჯი“ თქვენთვის ნამდვილი სამოთხეა. ტერიტორიაზე 21 რესტორანია განლაგებული. აქ „მიშლენის“ ვარსკვლავის მფლობელი მზარეულები უგემრიელეს კერძებს გთავაზობენ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო პროდუქტი,

ივლისი- აგვისტო 2014 №68

გადანაწილებული, რომ ალპური ზონიდან ტროპიკულ ზონაში ხვდები, რაც რეალურად უნიკალურ ჰავას ქმნის. სწორედ ამ და სხვა მიზეზთა გამო ტყუილად არ აღიარეს „ფორტე ვილიჯი“ მსოფლიოს საუკეთესო მწვანე კურორტად.

66

www.focustv.ge



რეპორტაჟი ივლისი- აგვისტო 2014 №68

რითაც უგემრიელესი კერძები მზადდება, რომელიც უამრავ ლაბორატორიულ შემოწმებას გადის და სპეციალურად „ფორტე ვილიჯის“ რესტორნებისთვისაა მოყვანილი. თევზი და ზღვის პროდუქტები უსათუოდ ახლადდაჭერილია, პროშუტო და ყველი კი – მხოლოდ ძვირადღირებული და საუკეთესო. აქ ყველაფერი ერთადაა: გორდონ რამსის 68

www.focustv.ge


რესტორანი, ღვინის დარბაზი, სადაც მხოლოდ ძალიან იშვიათი სახეობის ღვინის დაგემოვნებაა შესაძლებელი და ბოლოს, ახლადგახსნილი Hell`s Kitchen – აქ პირველი სადილი სწორედ ჩვენს პატივსაცემად გაიმართა. ტერიტორიაზე განლაგებულია რამდენიმე სასტუმრო და ვილა. ჩვენ Hotel Castello-ში დავბინავდით.

www.focustv.ge

69


რეპორტაჟი

საკმაოდ დიდი ოთახის ვერანდიდან ხედი წიწვოვან ხეებს მიღმა, ფირუზისფერი ზღვისკენ იშლებოდა. ოთახში შამპანური და ხილით სავსე უზარმაზარი კალათი დაგვახვედრეს. ნელ–ნელა ვრწმუნდებოდი, რომ ეს სწორედ ის ადგილი იყო, სადაც ყველაზე პრეტენზიული სტუმარიც კი ვერაფრით დარჩება უკმაყოფილო. ვერანდაზე სასურველი სტუმარი –უზარმაზარი, ცისფერი თუთიყუშიც მეწვია. როგორც მოგვიანებით გავიგე, ეს „მარიო“ ყოფილა – „ფორტე ვილიჯში“ მცხოვრები ფრინველი, რომელიც სტუმართა უმრავლესობას კურორტის სიმბოლოდ უღიარებია. „მარიოს“ ჰყავს მეწყვილე „ბრიჯიტა“ – ასევე ცისფერი თუთიყუში და მეგობარი „კირა“. „კირას“ შეფერილობა ჟოლოსფერსა და ყვითელშია „გადაწყვეტილი“. ეს პოპულარული „ქალბატონი“ თურმე დღემდე განიცდის საკუთარი „კავალერის“ სიკვდილს. თუმცა,

ივლისი- აგვისტო 2014 №68

გემოვნებით მოწყობილ ოთახს საკუთარი ჯაკუზი და ვერანდა ჰქონდა. საშხაპე კაბინაში შხაპის მიღებისას, პარალელურად სინათლის თერაპიითაც ისიამოვნებთ. აქ დამონტაჟებული წითელი და ლურჯი განათება ნერვულ სისტემაზე საოცრად დადებითად მოქმედებს.

70

www.focustv.ge



რეპორტაჟი

სევდიანი ისტორიებისგან თავს შევიკავებ. ალბათ არცთუ ისე ხშირია იტალიურად მოსაუბრე თუთიყუშების სამეულის ხილვა, რომელთა გამოჩენა საზოგადოებაში დიდ ხალისსა და აჟიოტაჟს იწვევს. Thalasso del Forte სპა ევროპაში საუკეთესო სპად აღიარეს. აქ ჩატარებული ერთდღიანი სრული კურსის შედეგად მინიმუმ კილოგრამის დაკლებაა შესაძლებელი.

ივლისი- აგვისტო 2014 №68

სპას ტერიტორიაზე მკაცრად კონტროლდება სიწყნარე. აქ მობილურ ტელეფონზე საუბარი აკრძალულია და მოსადუნებლად, განტვირთვისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. წყნარი მუსიკა, უნიკალური მიკროკლიმატი და სიმშვიდე – თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ „ფორტე ვილიჯში“ მსოფლიოში საუკეთესო სპაა ღია ცის ქვეშ. ვისაც არ სჯერა, საკუთარ თავზე გამოსცადოს. ექვსივე აუზში ზღვის მარილის ძალიან დიდი კონცენტრაციაა. აუზის პირას ასევე ზღვის მარილით სავსე ხის დიდი თასები დგას – იმ შემთხვევისთვის, თუ საკუთარი ხელით დამატებით მოგინდებათ პილინგის გაკეთება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო წყლის ტემპერატურა. პირველ აუზში ყველაზე თბილი 72

www.focustv.ge


წყალია, მეექვსეში – ყველაზე ცივი. პირველი ორი აუზი სხვადასხვა სახის ეთერზეთებითაა გაჯერებული. დანარჩენებში კი მონაცვლეობით ჰიდრომასაჟები და ჯაკუზის მრავალსახეობებია. სხვათა შორის, მარილი და ეთერზეთები საოცარი ფერის რუჯის წინაპირობაა. სპაში გატარებული საათნახევრის მანძილზე ჩემმა კანმა არაჩვეულებრივი ფერი შეიძინა. ასეთი ხარისხის რუჯის მიღებას პლაჟზე ერთი კვირის მანძილზე ვერ მოვახერხებდი. კანი საოცრად გლუვი და აბრეშუმივით რბილი გახდა პირველსავე პროცედურის შემდეგ.

www.focustv.ge

73


რეპორტაჟი ივლისი- აგვისტო 2014 №68

აქ ბავშვებისთვისაც ბევრი საინტერესო რამაა მოფიქრებული: გოგონებს საოცნებო „ბარბის“ სახლი ელით, სადაც ნამდვილი, ქერათმიანი „ბარბი“ უმასპინძლებთ. ცალკეა საბავშვო აუზები, და თქვენ წარმოიდგინეთ, საბავშვო რესტორანიც კი. ბიჭებისთვის საფეხბურთო კლუბი „ჩელსი“ ფუნქციონირებს. სანამ „ფორტე ვილიჯში“ ვილის ქირაობას გადაწყვეტთ, პერსონალი აუცილებლად გააფრთხილეთ, რომ თქვენი შვილისთვის ლოგინი სპეციალურად მოაწყონ: გოგონებისთვის „ბარბის“, ხოლო ბიჭებისთვის „ჩელსის“ შეფუთვით. აქტიური დასვენების მოყვარულთათვის „ფორტე ვილიჯში“ ძალიან დიდი არჩევანია: 74

www.focustv.ge


ტურები ველოსიპედებით, ხუთვარსკვლავიანი საჩოგბურთო აკადემია, გოლფის პროფესიონალური აკადემია, „ჩელსის“ ლიცენზირებული საფეხბურთო გუნდი, რაგბის სტადიონი, ცურვისა და ყვინთვის გაკვეთილები, კარტინგის ტრასა, ბოულინგის კლუბი, ზუმბა, აერობიკა, ვინდსერფინგი, საიალქნო სპორტი – მოკლედ, „ფორტე ვილიჯში“ვერ მოიწყენ. აქ შოპინგიც გლამურულია – მხოლოდ ექსკლუზიური ბრენდების მულტიბრენდული ბუტიკები, უახლესი კოლექციით.

www.focustv.ge

75


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.