აღზრდის მნიშვნელობა, ლოცვის არსი და სათნოება

Page 5

მხოლოდ ქრისტიანული ფასეულობებით, ღვთის კრძალვით და სიყვარულით. ბავშვს უნდა შევამეცნოთ მათი უფალი დედა ეკლესია, რომელიც გვასწავლის: ,,პატივი-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს და დღეგრძელი იყოს ქვეყანასა ზედა’’.ბავშვისთავიდანვე უნდა შევასწავლოთ, რომ უფალი მათი ზეციური მამა და შემოქმედია, რომელიც უნდა უყვარდეთ მთელი გულით და რომ ყოველი ბავშვის უღირსი საქციელი და სიტყვა შეურაწყობს უფალს. თუ ბავშვების აღზრდაში თავიდანვე ასეთ კეთილ საწუთრს ჩავდებთ, მერე უშიშრად შეგიძლიათ ასწავლოთ ნებისმიერი მეცნიერება და ხელოვნება.მერე თვითონ გაარკვევენ, რაარის კარგი და რა _ ცუდი. მათ ვერანაირი ცუდი მეგობარი ვერ გადაიყვანს სწორე გზიდან და ვერანაირი ცუდი ცხოვრება ვერ გატეხს და დაამარცხებთ მათ.

ლოცვის არსი საკითხი, რომელიც ლოცვასთან დაკავშირებით დაისმის, ორ ასპექტს მოიცავს: პირველი _ სვლა ღმერთისაკენ და მეორე _ როგორ წარმოვთქვამთ ლოცვის სიტყვებს და საით მივმართავთ. ლოცვა სიღრმისკენ უნდა იყოს მიმართული, რადგან სახარება მიგვითითებს, რომ ღვთის სასუფეველი ჩვენშია, თუ ღვთის სასუფევლის პოვნა საკუთარ თავში ვერ შეძელი, თუ საკუთარ თავში, ჩვენივე არსების სიღრმეში ვერ შევხვდით ღმერთს, მაშინ ნაკლებად სარწმუნოა, რომ მასთან შეხვედრას სადმე _ ჩვენს გარეთ

შევძლებთ.

მაგალითად,შეიძლება

ადამიანი

ეკლესიაში

დადიოდეს,

ასრულებდეს ეკლესიურ კანონებს და ისე გავიდეს ამ ქვეყნიდან, რომსარწმუნოების არსი მისთვის მიუწვდომელი იყოს.Pასეთ ადამიანებს იაკობ მოციქული ეუბნება, თქვენ გესმით უფლისაგან, ,,რამე თუ ითხოვდით მოგეცემათ’’, მაგრამ ასევე ამბობს: ,,ითხოვეთ დავერ მიიღებთ’’, რამეთუ არასწორად ითხოვეთ. სწორედ ამიტომ იმისათვის, რომ ფეხდაფეხ მივყვეთ ტაძრისაკენ მიმავალ ბილიკს, ცნობიერისა და ქვეცნობიერის თანხვედრი _ სულის ძვრით აღმოცენებული ვედრება ისე

უნდა

აღვასრულოთ,

რომ

ლოცვის

შინაარსს

აღიქვამდეს

გონებაც

და

გულიც.ნებისმიერი ადამიანის ლოცვას აქვს დიდი ძალა, მაგრან რაც უფრო მეტად ყურადღებით და სულიერებით არის ადამიანი ლოცვისაკენ მიმართული იმას მეტი მიეცემა. 1. წმინდა კვიპრიანე ლოცვისადმი ყურადღებისთვის ამბობს; როგორ გინდა ღმერთმა შეისმინოს შენი როცა თავად არ გესმის.


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.