Voyager by SOLO ■ Winter 2016

Page 78

მეცნიერება

ფროიდის დროება ისედაც იყო გამოგონებათა, წინსვლათა, ყოველდღიურ აღმოჩენათა ეპოქა. მეცნიერება გაზეთების პირველი გვერდების სტუმარი იყო. დოქტორი ფროიდი ქალაქ ვენიდან კი _ ამ ეპოქის ნამდვილი გმირი, ანდა ეგებ ერთ-ერთი მთავარი რეჟისორიც კი: გადამტრიალებელი, დამაფიქრებელი, გამაოგნებელი, მითებთან მებრძოლი, განდიდებული და ნალანძღიც.

ამბები; მაგრამ რახან მაინც ვენაში ვართ და იქ ვხედავთ ამ კაცის სილუეტს, რომელიც მთლად ბავშვი აღმოჩნდა ამ ქალაქში, ფესვით კი მორავიელ ებრაელთა ოჯახიდან იყო. ალბათ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ დოქტორი ფროიდი ვენას იმგვარად შეეზარდა, იმ გაქანებული ოქროცურვილი იმპერიობის უკანასკნელი ტკბილი ათწლეულების დროებაში ადამიანები ამ არშიებიანი ვენის, მისი ნამცხვრებისა და ნაყინების, მისი ჯადოსნური და უკიდეგანო მუსიკის გამო კი არ მიდიოდნენ ხოლმე ამ ქალაქში, არამედ ბევრად უბრალო და ქიმერული რამის გამო. ერთადერთი, უბრალო და მოკლე წინადადება, რო­მელ­საც ვენისკენ დაძრული იმ დროს ჯერ ტურისტებად არწოდებული ტურისტები წარმოთქვამდნენ, დაახლოებით ასე ჟღერდა: „წავიდეთ ვენაში, ვენაში დოქტორი ფროიდია“. ნახავდნენ ამ ვარაყიან ქალაქში დოქტორ ფროიდს თუ ვერ ნახავდნენ, არანაირი მნიშვნელობა არ ეძლეოდა, ფროიდი მისგან არც თუ ხშირად ნაქები ვენის ერთგვარ ბრენდად ქცეულიყო და მის ერთ-ერთ, იმხანად კი წამყვან მაგიას წარმოადგენდა, განსაკუთრებით „სიზმრების ახსნის“ გამო­ს­ ვლის შემდეგ. ფროიდი ცხოვრობდა თავისი მოუცლელი, ფიქრიანი, გვარიანად მღელვარე ცხოვრებით. მის თეორიათა და მკურნალობის მეთოდთა ერთგვარი სკანდალურობის, ინტიმურობის, იქამდე წარმოუდგენლობის მიუხედავად, იმის მიუხედავად, თუ რას წერდა ის ადამიანის შესახებ, ეს ლამის ყველაზე გავლენიანი კაცი, რომელიც ყოველ­ თვის საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო, გახლდათ თავმდაბალი, იოლად დასაყაბულებელი, კეთილგანწყობილი, მეგობრული, სადად და გასაგებად მოლაპარაკე ხუთ ენაზე და ნამდვილი მეცნიერისა და ექიმის სამაგალითო ტიპს წარმოადგენდა. თუმცა ამბობდნენ, რომ მას ჰქონდა ფობიები, მას ტანჯავდა აუხსნელი წარმოდგენები და სხვა უამრავი რამ, რასაც ღიად გამოთქვამდა. სამაგალითოდ საკუთარი ტელეფონის ნომრის შემზარავი შიშიც საკმარისია, რომლის ციფრული წყობის გამოც ექიმი ფიქრობდა, რომ სამოცდაერთი წლისა მოკვდებოდა. ამბობდნენ, ფროიდს არ უყვარდა თვალებში ყურება და ამიტომაც მოიგონა ცნობილი ტახტი, რომელზეც პაციენტს აწვენდა, თვითონ კი მის უკან იჯდა ხოლმე. ასე ამბობდნენ. უამრავ რამეს ამბობდნენ.

ის კი მუშაობდა და მუშაობდა. მოკლედ, ჩვენ ვიცით, ვინ იყო დოქტორი ფროიდი, რა იყო მისი ხელობა, რას თხრობდა ის ადამიანის და მისი გონების, ხასიათის თუ ტვინის, მისი მისწრაფებების, მათი მართვის თუ უმართავობის შესახებ. ისიც ვიცით, რამსიგრძეზე და რა სიღრმითა და ძალით გადმოსწვდა მისი მეცნიერება მეოცე საუკუნეს, როგორ იმოქმედა კულტურაზე, მეცნიერებაზე, ეგებ საერთოდაც ყველაფერზე. ვიცით, რომ მისი დროება ადამიანის ტვინზე, მის აზროვნებაზე მძაფრი დაკვირვების და გზების ძიების დროება იყო ამერიკისა და ევროპის დიდ სამეცნიერო ადგილებში; ვიცით, როგორ იმუშავა მან და, საერთოდ, უამრავი რამ ვიცით, თუ, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს ფროიდის ცხოვრებისა და საქმიანობის

ის ერთგული ქმარი და კარგი მეოჯახე იყო, თუმცა კოკაინი, რომელსაც ოდესღაც სამკურნალო საშუალებად ცდიდა, საბოლოოდ არასდროს გასულა მისი ცხოვრებიდან. ფროიდს ეშინოდა იარაღის, მას არ უყვარდა გაშლილი სივრცე და, საერთოდ, მას უამრავი რამ არ უყვარდა.

ის განიცდიდა, როცა მკურნალობა ისეთი ეფექტური არ იყო, როგორიც, მისივე აზრით, უნდა ყოფილიყო. ბევრს და დიდხანს განიცდიდა.

78 VOYAGER 2/2016


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.