Voyager by SOLO ■ Winter 2016

Page 68

baleti

yinulis dedofali Tbili RimiliT სალომე დადუნაშვილი

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც გინდა, რომ დაუჯერო. უპირობოდ მიიღო ყველაფერი მათგან, იმდენად ადვილად გიყურებენ თვალებში, ისეთი ნამდვილია მათი ღიმილი.

ვენის საახალწლოდ მორთულ ქუჩაზე მივრბივარ. მაგვიანდება, სასტიკად მაგვიანდება. ალისას თეთრი კურდღელივით თან საათს დავყურებ, თან ნაბიჯებს ვითვლი. კურდღლისგან განსხვავებით მე თავის მოკვეთა არ მემუქრება, მაგრამ ვენის საბალეტო სცენის დედოფალთან შეხვედრაზე მაგვიანდება და სირცხვილით თავის მოჭრა ნამდვილად გარანტირებული მაქვს.

სიღრმიდან შავი ტყავის შარვალში და ფუმფულა სვიტერში შეხვეული სიფრიფანა არსება მიქნევდა ხელს. ქეთი მშვენი­ ერია, დახვეწილი ქართული სილამაზით, მოხდენილ კისერს უზარმაზარი საყელო და ხშირი პრიალა თმებიც კი ვერ მალავს. ასეთ ლამაზ ბალერინას ბოლოს ლონდონში შევხვდი, როცა ელენე გლურჯიძეზე ვწერდი სტატიას.

ქეთი პაპავა მხოლოდ სურათზე მყავს ნანახი, ისიც სასცენო კოსტიუმში. ჩემდა საუბედუროდ, „გრანდ ოტელის“ კაფე მთლიანად სავსეა და სოლიდურ კოსტიუმებში გამოწყობილ მამაკაცებს შორის ჩაკარგულ სილფიდას თვალების ცეცებით ვეძებ. საბედნიეროდ, მე აღმოვჩნდი ადვილი საპოვნელი. აქოში­ნებული და თმაგაჩეჩილი პერსონაჟების სიმცირის გამო, აშკარად გამოვირჩეოდი იქ მყოფთა შორის. დარბაზის

„იცით, ახლა სწორედ იმ პარტიას ვამზადებ, რომლის პრემი­ ერაც ელენემ იცეკვა ლონდონში _ „ყინულის დედოფალი". ძალიან მომწონს, შესანიშნავი ბალერინაა", _ მეუბნება ქეთი და თვალები უბრწყინავს. ქეთი ხშირად იღიმება და უცნაურია, რომ რაც უფრო დიდ სირთულეზე მიამბობს, უფრო მეტად იღიმება და როცა ჩემთვის წარმოუდგენელ საბალეტო თავგადასავლებს ყვება, გულიანად იცინის.

68 VOYAGER 2/2016


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.