Voyager by SOLO ■ Winter 2016

Page 124

kino

გადაღების ადგილები 1 ფონ ტრაპების სახლისკენ ნონბერგიდან მიმავალი გზა არაა იმდენად თვალსასეირო, ამიტომ გადაღება წარმოებდა ვიკლერ ტერასეზე (ძველი ქალაქის ზემო შემოვლით გზაზე). 2 სიმღერას „I Have Confidence in Me“ მარია ასრულებს ზალცბურგის ცენტრში (რეზიდენციის მოედანზე, რეზიდენცბრუნენის შადრევანთან და ტაძრის მოედნის თაღთან), ავტობუსში კი კაპიტელპლაცზე ჯდება.

ამავე სიმღერის ბოლოს მარია გაივლის ჰელბრუნის ხეივანს და ფრონბურგის სასახლეს, რომელიც ამჟამად მუსიკის აკადემია მოცარტუმს ეკუთვნის. ამავე შენობის ფასადია გამოყენებული ფონ ტრაპების სახლის გარე ხედისთვის და აქედანვე გამოჰყავს ოჯახს ავტომობილი უცხოეთში გასაქცევად.

2

1

3

4

3 პირველი სიმღერა „The hills are alive“ გადა­ღებულია უნტერსბერგში (გერმანიის მხრიდან) შეპენბერგის მახლობლად მდებარე მელვეგში. 4 სიმღერა „Do-Re-Mi“ მარიასა და ბავშვების შესრულებით მოიცავს მთელ ზალცბურგსა და ზალცკამერგუტს, მათ შორის, მოცარტის ხიდს ზალცახზე. შემდეგ ისინი ისტორიული მატარებლით ადიან შაფბერგზე, აღმოჩნდებიან ვერფენზე, საიდანაც იშლება ხაზნფერფენის სასახლის საოცარი ხედი, ბოლოს კი _ ისევ ვინკლერ ტერასის გავლით მირაბელის სასახლის ტერიტორიაზე გაშლილ ჯუჯების ბაღში. ველოგასეირნება მონდზეეს ტბის გარშემოა გადაღებული. 5 ვერტმფრენიდან გადაღებული საწყისი კად­ რები. ზალცამერგუტის ტბა, ფუშლისა და ანიფის სასახლეები.

5 124 VOYAGER 2/2016


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.