5
7 გადაავლეთ თვალი XVIII-XIX საუკუნეთა ფრანგულ ლიტერატურას და თავად დარწმუნდებით: ბალზაკისეული ესთერი, აბატი პრევოს მანონ ლესკო, ზოლას ნანა, ჰიუგოს მარიონ დელორმი და დიუმა უმცროსის მარგარიტა გოტიე ქალის ეტალონებად უფრო აღიქმებიან, ვიდრე ზნედაცემულ დიაცებად. საზოგადოებრივი მორალი აქ უკანა პლანზე გადავიდა და ხორციელ სიყვარულს არნახული თავისუფლება უბოძა. XVIII-XIX სს. პარიზში, მადამ დე სტალისა და მადამ რეკამიეს სალონების პარალელურად, ცნობილ კურტიზანთა სალონები გაიხსნა და კიდევ საკითხავია, სად უკეთესი საზოგადოება იყრიდა თავს. მოლიერი, ვოლტერი, რასინი, ლაროშფუკო, შარლ პერო, ლაფონტენი, ეჟენ
6
8 `მე ვწვები მამაკაცებთან, მაგრამ არ ვიყიდები!~
9 113 VOYAGER 1/2015
სიუ, ალფრედ დე მიუსე, როჟე დე ბოვუარი, ფერენც ლისტი, თეოფილ გოტიე, შარლ ბოდლერი და ვიქტორ ჰიუგო, ნაპოლეონ III – ყველანი კურტიზანთა ტრფიალნი იყვნენ და მათთან ინტელექტუალურ საუბრებში ატარებდნენ დროს. რაც ყველაზე საინტერესოა, ლიტერატურული გმირების პროტოტიპები რეალურ ცხოვრებაში კიდევ უფრო გავლენიანები და დაფასებულნი იყვნენ. აქ ფანტაზია და რეალობა ისეა გადაჯაჭვული, რომ ძნელია მათი გარჩევა... ნურც ვეცდებით... მარიონ დელორმმა ერთმანეთის მიყოლებით დაატყვევა ალექსანდრე დიუმა უფროსის გმირთა მთელი თანავარსკვლავედი: კარდინალი რიშელიე, ჰერცოგი ბაკინგემი,