1864 წლის გაზაფხულის ერთ საღამოს სანკტ მორიცში სასტუმრო Baer-ის მეპატრონემ იოჰანეს ბადრუტმა თავის ინგლისელ სტუმრებს ენთუზიაზმით უამბო ადგილობრივი ზამთრის მშვენიერებაზე, დაპატიჟა ისინი ზამთარში და შეჰპირდა, რომ თოვლთან ერთად მზეს და სასიამოვნო ტემპერატურას „დაახვედრებდა“; რომ კარგ ამინდში ქუჩაში პერანგის ამარა ივლიდნენ, თუ არადა, ბადრუტი მათ მგზავრობის ხარჯებს აუნაზღაურებდა. იმ წელიწადს დიდი თოვლიც მოვიდა და ინგლისიდან პირველი სტუმრებიც ჩამოვიდნენ დასასვენებლად, ციგებითა თუ ციგურებით სასრიალოდ, კარლინგის სათამაშოდ... სწორედ მათ გაატარეს პირველად ზამთრის არდადეგები ალპებში. 1904 წელს, როდესაც ბობსლეისტები სანკტ მორიციდან სელერინაში მსოფლიოში პირველ ბობსლეის ტრასას ითვი სებდნენ, ბრიტანული გზამკვლევი „ორი სეზონი შვეიცარიაში“ უკვე გულმოდგინედ აქებდა აქაურ ზამთარს და ამტკიცებდა, რომ შვეიცარიაში დასვენება მალე ყველაზე პრესტიჟული იქნებოდა. ზამთრის დასვენების პოპულარული ადგილი თავიდანვე გრაუბიუნდენის კანტონი იყო: სანამ მთის თხილამურები პოპულარული გახდებოდა, ინგლისელები, იმის მაგივრად, რომ ზამთარში რივიერაზე ან ეგვიპტეში წასულიყვნენ, გრაუბიუნდენში ჩამოსვლას არჩევდნენ. 1870 წელს დავოსში მათვე დააარსეს შვეიცარიაში პირველი მოციგურავეთა კლუბი, 1877 წელს კი ევროპაში ყველაზე დიდი სასრიალო მოედანი გახსნეს. ამის შედეგად ეს კურორტი ევროპის საციგურაო სპორტის დედაქალაქად იქცა. ინგლისელებმა ათასობით ადამიანი „დააავადეს“ ქათქათა თოვლის ქვეყნით, თანაც უთვალავი გიჟური იდეის ხორცშესხმა დაიწყეს: ბობსლეი და სკელეტონი, სწრაფდაშვება, ციგურებით სრიალი… იმხანად პოპულარული გასართობი ციგაობა მოდურ სპორტად დავოსში იქცა, 1883 წელს კი, პირველი შეჯიბრებების შემდეგ, დავოსიდან კლოსტერამდე გავრცელდა _ სწორედ ეს კურორტი და ტრასა გახდა საციგაო სპორტის საკულტო ადგილი. XX საუკუნის 20-იან წლებამდე ზამთრის სპორტი მხოლოდ ელიტის თავშესაქცევად მიიჩნეოდა. მთის თხილამურებმა ეს გართობა საყოველთაოდ აქცია. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის სანკტ მორიცში 1928 წელს გამართულ ოლიმპიურ თამაშებსაც.
გშტაადი, სანკტ მორიცი, ცერმატი, დავოსი თანდათანობით ცნობილ „ბრენდებად“ გადაიქცა. იგებოდა რკინიგზა, რომ სტუმრებისთვის მოგზაურობა კომფორტული ყოფილიყო: სარკინიგზო ხაზი კურადან დავოსამდე 1890 წელს აშენდა; რეტიის რკინიგზა, რომელიც სანკტ მორიცამდე მიდიოდა და დღეს უკვე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია, 1904 წელს ააგეს. მალევე გასაგები გახდა, რომ ზამთრის სტუმრებს არაჩვეულებრივი ხედებით ტკბობასთან ერთად დროის აქტიურად გატარებაც სჭირდებოდათ. კურორტებმა დაიწყეს ზამთრის სპორტის სახეობების განვითარება. პირველი ფუნიკულიორი სწორედ ამ მიზნით გაიხსნა 1912 წელს მიურენიდან ალმენდჰუბელში და სანკტ მორიციდან შანტარელაში. ბოლგენის მთაზე დავოსში აიგო პირველი ბიგელის ტიპის საბაგირო. ის ორმა შვეიცარიელმა გამოიგონა _ ინჟინერმა ერნსტ კონსტამ და სამთო ინსტრუქტორმა ჯეკ ეტინგერმა.
დღეისათვის საუკეთესო კურორტები მილიონებს ხარჯავენ საბაგიროების ასაგებად და ინფრასტრუქტურის გასაუმჯო ბესებლად, თუმცა შვეიცარიის „ოქროს საბადოდ“ მაინც მისი ბუნებრივი განძი რჩება: მთის დიდებული დამრეცი კალთები, ტყეები და მდინარეები, მყინვარები და ტბები. ისევე, როგორც 150 წლის წინათ, იოჰან ბადრუტის დროს, შვეიცარია დღესაც დამატყვევებლად მშვენიერია. კომენტარი
2016/2017 წლის ზამთრის სეზონი შვეიცარიის სამთოსათხილამურო რეგიონი Zermatt-Aostatal ალპებში ზამთრის დასვენების ყველაზე ძვირადღირებულ ადგილადაა მიჩნეული. აქ თხილამურებით რომ ისრიალოთ, ექვსდღიანი აბონემენტი 463 CHF დაგიჯდებათ. მეორე ადგილს იკავებს Zermatt-Cervinia (434 CHF), ხოლო მესამეს – თვით სოფელი ცერმატი (380 CHF); მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა ენგადინის ხეობა – სანკტ მორიცი, მეხუთეზე კი – რეგიონი Quatre Vallées-Verbier: აქ თხილამურებით სრიალი ერთი კვირის განმავლობაში 370 CHF ღირს.
51 VOYAGER 5/2016
დასვენებისა და მომსახურების ხარისხით – არა, მაგრამ ფასებით მათ ცოტათი „ჩამორჩება“ გშტაადი და ვოს კანტონის შვეიცარიული ალპები. სათხილამურო აბონემენტი (Superpass) შეგიძლიათ 333 CHF-ად შეიძინოთ. საშუალოდ, სეზონზე შვეიცარიის ალპებში თხილამურებზე სრიალი ერთი კვირის განმავლობაში ერთ ადამიანს 330 CHF-ზე ოდნავ მეტი უჯდება. ბუნებრივი პირობების წყალობით, შვეიცარიის კონფედერაციაში უთოვლო ზამთარი, ფაქტობრივად, არ არსებობს და დასვენების „გაფუჭების“ რისკიც, შესაბამისად, მინიმალურია.