ფ ლ ორე ნცი ა
9 1
2
1. მადონა დელ გრანდუკა. რაფაელი 2. ვენერას დაბადება. ბოტიჩელი 3. წმინდა ოჯახი (მადონა დონი). მიქელანჯელო 4. მადონა დელა როსა (მადონა ვარდით). პიეტრო დი ჯოვანი ტედესკო 5. ხარება. ლეონარდო და ვინჩი 6. ისააკის მსხვერპლშეწირვა. კარავაჯო 7. პაპ ლეო X-ის პორტრეტი. რაფაელი
10
ყველაზე ძველი ხიდია, რომელიც ფლორენციაში მდინარე არნოს კვეთს. 1565 წელს არქიტექტორმა ჯორჯო ვაზარიმ ხიდის აღმოსავლეთ ნაწილში, იქ სადაც სავაჭრო რიგები იყო, ააშენა საიდუმლო დერეფანი, რომელიც დაახლოებით ერთი კილომეტრი სიგრძისაა და მედიჩების ძველ რეზიდენციას (პალაცო პიტის) ახალთან (პალაცო ვეკიოსთან) აკავშირებს. პონტე ვეკიო
პალაცო პიტი და ბობოლის ბაღები
_ პალაცო პიტი ტოსკანელი ჰერცოგების რეზიდენცია იყო. როცა მისი მშენებლობა დასრულდა, პალაცო პიტი ყველაზე გრანდიოზულ და მდიდრულ ნაგებობას წარმოადგენდა ფლორენციულ სასახლეებს შორის. სასახლეში სხვადასხვა კოლექცია ანუ მუზეუმების მთელი კომპლექსია. პალატინის გალერეაში შეგიძლიათ იხილოთ რაფაელის, ტიციანისა და სხვა დიდი ოსტატების შედევრები. აქვეა კოსტიუმების გალერეა, სადაც უძველეს ტანისამოსს შეავლებთ თვალს. ასევე, ფაიფურის მუზეუმი, ეტლების მუზეუმი და მრავალი სხვა სანახაობა თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს. პალაცო პიტის შენობის უკან ბობოლის მონუმენტური ბაღებია გადაჭიმული. ეს ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური და ფართო პარკი, რომელიც მედიჩების
5
3
ბრძანებით აშენდა, იტალიურ სტილშია შესრულებული და კიდევ ერთი განუმეორებელი მუზეუმია ღია ცის ქვეშ: სტუმრებს ბაღში ანტიკური ეპოქიდან XVII საუკუნემდე შექმნილი ქანდაკებების დათვალიერება შეუძლიათ. მარია ნოველა _ სანტა მარია ნოველას ბაზილიკა 1246 წელს დომინიკელების ორდენისთვის აშენ და. ეს ფლორენციის ერთ-ერთი უმთავ რესი და ულამაზესი ტაძარია, რომელიც ამავე სახელწოდების მოედანს ამშვე ნებს. მარმარილოს გოთიკური ფასა დი ლეონ ბატისტა ალბერტის მიერაა დაპროექტებული, შიგნით კი არაჩვეუ ლებრივი შედევრების მთელი კასკადია: მაზაჩოს „სამება“, გირლანდაიოს მიერ მოხატული ტორნაბუონის კაპელა და ორი ჯვარცმა, რომლებიც ჯოტოსა და ბრუნელესკის ეკუთვნით. სანტა
_ დამთვალიე რებელთა რაოდენობა მოწმობს, რომ აკადემიის გალერეა ყველაზე პოპულარული იტალიური მუზეუმია მსოფლიოში. აქ იხილავთ მიქელანჯელოს ისეთ შედევრებს, როგორიცაა: „მონები“, „მათე მახარებელი“ და, რა თქმა უნდა, „დავითი“, რომელიც მუზეუმში 1873 წელს გადმოიტანეს. აკადემიის გალერეა
6
111 VOYAGER 3/2016
4 ორსანმიკელე
უნიკალური ფორმის ტაძარი 1337-1404 წლებში აშენდა, ის მარცვლეულის შესანახადაც გამოიყენებოდა. მუზეუმში ნახავთ დონატელოს (წმ. გიორგი, წმ. მარკოზი, წმ. პეტრე), ლორენცო გიბერტის (წმ. იოანე ნათლისმცემელი, წმ. მათე, წმ. სტეფანე), ანდრეა დელ ვეროკიოს (ქრისტე და წმ. თომა) შესანიშნავ ქანდაკებებს. თავად ეკლესიაში მდებარეობს პიეტრო და ჯოვანი ტედესკის უნიკალური ქანდაკება „მადონა ვარდით“.
7