Voyager by SOLO ■ Fall 2017

Page 25

The Jewish Bride, Rembrandt Harmensz. van Rijn, c. 1665 - c. 1669 © Rijksmuseum

Portrait of a Couple, Probably Isaac Abrahamsz Massa and Beatrix van der Laen, Frans Hals, c. 1622 © Rijksmuseum

Still Life with Cheese, Floris Claesz. van Dijck, c. 1615 © Rijksmuseum

The Milkmaid, Johannes Vermeer, c. 1660 © Rijksmuseum

Winter Landscape with Ice Skaters, Hendrick Avercamp, c. 1608 © Rijksmuseum

მუზეუმი / ამსტერდამი

მე-16 და მე-17 საუკუნეებში შექმნი­ლი უძვირფასესი ავეჯი, რომელიც მანამდე მდიდარი ამსტერდამელი ვაჭრების სახლებს ამშვენებდა, მთელი თავისი დახვეწილი დიდებულებით წარდგება თქვენ წინაშე.

კინორეჟისორ პიტერ გრინვეის ამ ნახატის შესახებ ფილმის გადაღების სურვილი. რემბრანდტი, როგორც სა­ ოცარი ფერმწერი და, რაც მთავარია, ინოვატორი, აქ სრულიად სხვა მას­ შტაბით წარდგება თქვენ წინაშე.

ჰოლანდიელების, როგორც გამორ­ჩე­ული მეზღვაურების, შესახებ მოწმობს გემების მაკეტების უმდიდრე­ სი კო­ლექცია, რომელსაც მუზეუმი ფლობს. ყველა პატარა ბიჭს თვალები უნათ­დება ამ დარბაზებში მოხვედ­ რისას. „კარიბის ზღვის მეკობრეების“ აფრი­ანი გემების უზარმაზარი, საოცა­რი სკრუპულოზურობით შესრულე­ ბული მო­დელები ამ პატარა ქვეყნის ფლოტის სიძლიერის მაჩვენებელია.

რეიკსმუზეუმში დაცული რემბრანდტის ტილოები კიდევ იმითაცაა საინ­ტე­ რესო, რომ აქ საშუალება გეძ­ლევათ დინამიკაში გაადევნოთ თვალი ამ ბრწყინვალე ფერმწერის განვითა­ რებას. 26 წლის რემბრანდტის მიერ შექმნილი პორტრეტები და სიკვდი­ ლამდე რამდენიმე წლით ადრე შეს­ რუ­ლებული ტილოები ტალანტის ევო­ ლუციის საოცარი მაგალითია.

ის, რაც აუცილებლად უნდა ნახოთ:  „დიდების გალერეა“, რომელშიც წარ­მოდგენილია ჰოლანდიური ოქროს ხანის დიდოსტატების ნამუშევრები, მათ შორის, ფრანს ჰალსის, იან სტენის, ვერმეერისა და რემბრანდტის მსოფლიო მნიშვნელობის შედევრები. უამრავ შთამბეჭდავ ექსპონატს შო­ რისაა რემბრანდტ ვან რეინის „ღამის გუშაგი“ და იან ვერმეერის „მერძევე ქალი“. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დრო ცოტა გაქვთ, ამ დარბაზს ეწვიეთ, რადგან ერთად თავმოყრილს იხილავთ მთელი ოქროს ხანის საუკეთესო ნა­ წარ­მოებებს.  გაიგეთ მეტი ოქროს ხანის შესახებ, შეიხედეთ ისტორიულ „თოჯინების სახლებში“, რომელთაგან უძველესი 1676 წლით თარიღდება.

© Rijksmuseum

რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი დამთვა­ ლიერებელი „ღამის გუშაგების“ დარ­ ბაზში იყრის თავს. რემბრანდტის ეს შესანიშნავი მასშტაბური ტილო, რომელიც, პრაქტიკულად, ქალა­ქის მილიციის ჯგუფური პორ­ტრე­ტია, მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ეს დი­ნამიკური სცენა, რომელიც ესო­ დენ განსხვავდება მხატვრის თანა­ მედროვეების მიერ დახატული მილი­ ციის სხვა ჯგუფური პორტრეტების­გან, პრაქტიკულად, კინო­კადრია. ტყუ­ ილად არ გაუჩნდა სახელგანთქმულ

ამავე დარბაზში გამოფენილ ვერმეე­ რის „მერძევესა“ და სხვა ტილოებ­თან მუდმივად რიგია. გასაგები მი­ ზეზების გამო, ვერმეერის ყველა ჟან­ რული სცენა დაუოკებელ ინტერესს იწვევს, თუმცა მისი თანამედროვეების ასევე ფრიად საინტერესო ტილოები ეპოქის შესახებ შესანიშნავ წარმოდ­ გენას შეგიქმნით.

23 VOYAGER 8/2017


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.
Voyager by SOLO ■ Fall 2017 by SOLO - Issuu