ხელჩაკიდებული სახლების ქალაქი სალომე დადუნაშვილი
გადაქანებული სახლები ერთმანეთს ფრონტის წინა ხაზზე მოხვედრილი ახალწვეულებივით ეკვრიან. ზოგიერთი წინ ისე გადმოხრილა, თითქოს მწკრივიდან გაქცევას ლამობსო, მეგობრები კი აკავებენ. ვიწრო შუკებში დაქანებული სახურავები ერთმანეთისკენ ისე ილტვიან, როგორც გან შორებული შეყვარებულები.
სახლის სახურავები ისეა მორთული თეთრი დეკორით, როგორც ჩვენი ბავშვობის ტორტები _ მოხარშული კრემის უხვი დოზით. დაქანებულ კრამიტის სახურავებზე ამაყად მიდი-მოდიან თოლიები და დროდადრო საკვამურებზე შემოსკუპებულები დასცინიან ტურისტთა ამაო ფუსფუსს.
ამ ქალაქში არ არის არც ერთი სწორი ხაზი. ამ ქალაქს არაფერი უკვირს და, პრინციპში, არც არაფერი აღელვებს. ამ ქალაქში ყოველი მეორე სახლი შავია, მაგრამ მაინც ფერადი. ეს ამსტერდამია _ არხების, ველური ველოსიპედისტებისა და თოლიების ქალაქი. ვარდისფერი კვარტლის ვიწრო ქუჩებში ხელმისაწვდომი სიყვარულისა და მხიარული ბოლისგან აღელვებული ხალ ხის დაგროვილი სექსუალური ენერგია შუშის კედლებს ეხეთქება, რომლის მიღმაც ღამის პეპლები თითქმის სრულად პლასტიფიცირებულ სხეულებს ამზეურებენ.
ამსტერდამელები არ ცნობენ ფარდებს და ეს შესანიშნავია, რადგან აკვარიუმივით უზარმაზარი შუშის ფანჯრებს იქით, სულ სხვა განზომილებაში მიმავალი ცხოვრება გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე ის, რაც არხების გასწვრივ ხდება. იქ, იისფრად მოკამკამე ცის ანარეკლში ლივლივებენ წარმოუდგენელი სილამაზის თაიგულები. კოლიბრებივით ეგზოტიკური ყვავილები თავს უხრიან ხუჭუჭა ტიტებს. ყველა ყვავილი სხვადასხვაა, დაფიქრებულად შერჩეული, აზრის მქონე. იქ, მაღალი სარკეების კუთხეებში იმალება მე-17 საუკუნის ამსტერდამის აჩრდილები. თამამი მეზღვაურებისა და ავან ტიურისტების, ნახევრად მეკობრეობით მოპოვებული სიმ
14 VOYAGER 8/2017