Page 1

PINK ზამთარი 2014

 როგორ ავისრულოთ

ოცნებები?  რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს?  როგორ მოვრთოთ სახლი?  როგორ გავერთოთ?  სად დავისვენოთ?  რა ვიყიდოთ?  რა ჩავიცვათ?  როგორ ავიცილოთ წონაში მომატება?  როგორ მოვწესრიგდეთ?


სარჩევი

წერილები

6

როგორი იყო 2013 წელი?

ჩვენი მკითხველები გვიყვებიან გასული 2013 წლის შთაბეჭდილებებს

PINK ზამთარი

რჩეული წიგნები და ფილმები ყველაზე სადღესასწაულო ფილმების ჩამონათვალი და წიგნები, რომელთა წაკითხვასაც ამ ზამთარში გირჩევთ.

თვითგანვითარება

დაგეგმე 2014 ყველას გვაქვს მიზნები და ოცნებები. ჩვენ მათ ორგანიზებაში და დალაგებაში დაგეხმარებით.

ვარსკვლავები

როგორ ხვდებოდნენ დღესასწაულებს ვარსკვლავები? იხილე ფოტოები პლანეტის წარმატებული ადამიანების საშობაო ისტორიებიდან.

წარმატება

სტილი

ზამთრის ფეხსაცმელი

16

როგორი ფეხსაცმელი უნდა ვატაროთ ზამთარში? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ხშირად გვიჭირს. იხილე ჩვენი გიდი ზამთრის ფეხსაცმელებისთვის, თანდართული ბმულებით.

სექსუალური ახალი წელი სექსუალური თეთრეული, რომელიც ახალი წლის ღამეს მოუხდება და ჩვენი რჩევები.

შოპინგ გიდი ზამთრის კურორტზე დამსვენებელთათვის თუ ბაკურიანში, გუდაურში ან მესტიაში აპირებ დასვენებას, დაუვიწყარი არდადეგებისთვის ამ სტატიას გადახედე!

რა ჩავიცვათ დღესასწაულებზე?

3 რამ, რაც წლის ბოლომდე უნდა გააკეთო

8 ტენდენცია! 26 კაბა! საახალწლო საღამოსთვის შენი ჩაცმულობის პრობლემა გადაჭრილია.

და რაც აუცილებლად დაგეხმარება მომავალ წელს წარმატების მიღწევაში.

საახალწლო აქსესუარები

კორპორატიული წვეულება

საოცარი ჯინსი

ყველაფერი, რაც მის შესახებ უნდა იცოდე.

2

ყველაზე საჭირო და მბრწყინავი ნივთები

ჯინსი უნიკალური SPA ეფექტით! PINK | ზამთარი 2014


სარჩევი

ახალი წელი სილამაზე

24

საახალწლო გიდი

37

სილამაზის პროდუქტები ზამთრისთვის

8 გვერდიანი სტატია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ ახალი წლისთვის.

ზამთარში შენი თავის მოვლის რუტინა ზაფხულისგან განსხვავებული უნდა იყოს.

როგორ ავურჩიოთ საჩუქარი მამაკაცს?

ავტორუჯი გენატრება ზაფხული თაკარა მზე და ლამაზი ნამზეური? რუჯის ჩანაცვლება ამ 10 პროდუქტით შეგიძლია.

10 პროცედურა ახალ წლამდე თუ თავის მოწესრიგება ჯერ არ დაგიწყია, სასწრაფოდ წაიკითხე ეს სტატია და გაიხსენე, ხომ არაფერი გავიწყდება?

5 MUST HAVE ნივთი რომელიც აუცილებლად დაგჭირდება ამ ზამთარში კომფორტისთვის

რჩევები, რჩევები, რჩევები ჩქარა!

რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანებს? თუ წინა სტატიამ არ დაგაკმაყოფილათ, აქ უკვე კონკრეტულ მაგალითებს გთავაზობთ.

5 იდეა სადღესასწაულო განწყობისთვის წინა საახალწლო ფორიაქი ყველას გვიპყრობს ხოლმე, მაგრამ როგორც ავტორი 5 იდეას გვიზიარებს ამ სტრესის ასარიდებლად.

9 ხერხი სადღესასწაულო 7 იდეა რომანტიკული ახალი წლისთვის კილოგრამებთან ყველაფერი - ჰორიზონტალურიდან საბრძოლველად ის, რისი გაკეთებაც ყველას შეუძლია

სილამაზის AFTER PARTY ანუ თავის მოწესრიგების ექსტრემალური მეთოდები, რაც დღესასწაულის მეორე დღეს აუცილებლად დაგჭირდება.

ვერტიკალურამდე!

როგორ ავიხდინოთ საახალწლო ოცნებები? მეთოდი დატესტილია!

ღვინისთვის მიძღვნილი განტვირთვა მსუყე ახალი ცხოვრების ნახევარი წლის შემდეგ ინტერვიუ ღვინის ექსპერტთან და მისი წინა ვიცოდით, რომ ეს სტატია გჭირდებოდა! PINK | ზამთარი 2014

სადღესასწაულო რჩევები.

3


რედაქტორის სვეტი

ამსტერდამი. მარტი, 2013 წ.

-

-

-

4

PINK | ზამთარი 2014


ყველა უფლება დაცულია © PINK MEDIA LTD ტელ.: 598152317 hello@pink.ge www.pink.ge

PINK | ზამთარი 2014

5


წერილები

“13 რიცხვში ვარ დაბადებული და ეს რიცხვი განსაკუთრებულად მიყვარს. შესაბამისად, ვიცოდი, რომ 2013 წელი ჩემთვის ნაყოფიერი წელი იქნებოდა. წელს გამორჩეულად ბევრი ვიმოგზაურე და ის ადგილები მოვინახულე, რაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა მენახა. სამსახურში არ დავწინაურებულვარ, მაგრამ ერთ ახალ პროექტს მოვკიდე ხელი. პირადი ურთიერთობებიც ზუსტად ისეა, როგორიც მინდოდა, მარტივი და ზედმეტი ვალდებულებების გარეშე. იმედი მაქვს 2014 წელი ამაზე ბევრად უკეთესი და თავგადასავლებით სავსე იქნება.” — ბაია, 26 წლის “წელს ყველაზე კარგი წელი მქონდა: 1. ვიპოვე love of my life; 2. გადავედი ცალკე საცხოვრებლად; 3. მომემატა ხელფასი.” ─ მანანა, 22 წლის

6

PINK | ზამთარი 2014


წერილები

- თამუნა, 24 წლის “ყოველთვის მჯეროდა, რომ ცხოვრებას ყველაფერი კარგი მოაქვს, რომ ყველაფერი რაც ხდება უკეთესობისთვისაა. გველის წელი ჩემი წელი იყო. ვიცოდი, სხვა წლებისგან გამორჩეული იქნებოდა და რაღაც ძალიან მაგარი მოხდებოდა. ახალი წელი რომ დგებოდა, ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვან სიახლეს ვგეგმავდი. ვფიქრობდით, რომ 6 წლიან სიყვარულს ქორწინებით დავაგვირგვინებდით, მაგრამ ეს როგორ მოხდებოდა არ ვიცოდით, რადგან არ გვქონდა სახლი. საკუთარ სახლზე ვერც ვიოცნებებდი. ვფიქრობდით პრობლემის გადაჭრის გზებზე, “იქნებ ვიგირაოთ, ამას მაინც გავწვდეთ”... მერე რაღაც ვნახეთ და იმედი გვქონდა, რომ ვიყიდიდით. არ გამოვიდა. ძალიან მეწყინა, მაგრამ გამახსენდა ჩემი ცხოვრების მთავარი დევიზი "ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება" და ისევ გავიღიმე ბედნიერად, უკეთესის მოლოდინით. არ გაუვლია რამდენიმე თვეს, რომ ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი და აუხდენელი ოცნება ახდა. სახლი მიყიდეს! ვიყიდეთ ყველა ნივთი, წვრილმანი თუ მსხვილმანი. გვქონდა ნიშნობა. მალე დავამთავრებთ რემონტს და 2014 წელს სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყება ჩემთვის. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ იმედი არ უნდა დაკარგო. არასდროს იცი, ცხოვრებას ხვალ რა მოაქვს შენთვის. 2014 წელს დიდი იმედებით და ცვლილებებით ველი. გისურვებთ ყველას აგიხდეთ ისეთი თქვენთვის წარმოუდგენელი ოცნებები, როგორიც ჩემთვის ჩემი სახლი იყო.” PINK | ზამთარი 2014

7


წერილები

─ ► “წელს სიყვარულმა მიმახვედრა რომ ცხოვრების თანმიმდევრობა არაფერს ნიშნავს ჩემთვის... არაფრად მიმაჩნია ის, რასაც ცხოვრებამ ასაკი დაარქვა... როცა მინდა, დიდი ვიქნები და სერიოზულ გადაწყვეტილებებს მივიღებ, როცა მინდა, ისევ კიკინებს დავიწნი პირველკლასელივით. ვიქნები ისევ მეოცნებე გოგო, ზოგჯერ არასერიოზული, უსაქციელო, მოუწესრიგებელი. ლექციაზე წასასვლელად ჩემს პატარა ჩანთაში ერთად ჩავტენი კოდექსებს, ქსეროქსებს და აჩაჩული წავალ. ვიოცნებებ და ასეთ დროს უფრო ხმამაღლა დაველაპარაკები ხოლმე ჩემს თავს შიგნიდან. ბედნიერი ვარ და ადრე თუ მხოლოდ გაგონილი მქონდა სიყვარულზე, ახლა გულით ვგრძნობ. 2013 წელს შეგრძნებები, მივიწყებული რომანტიკა დავიბრუნე და ბედნიერი ვარ. წელს დავაფასე ღიმილი. მივხვდი 8

რა ძალა აქვს მას. ტელეფონზე საუბრისას რომ გაიღიმო და ისე ესაუბრო ადამიანს, უცებ ჯადოსნური რამ ხდება. ისიც იმავე განწყობით გპასუხობს. სიახლეებით სავსე წელი იყო 2013  მე და ჩემმა მეგობრებმა შევქმენით ორგანიზაცია, დავიწყე მუშაობა, შევიძინე ახალი მეგობრები, ბევრი კეთილი ადამიანი. იყო ბევრი გვირილა, ერთმა ძალიან საყვარელმა გოგომ მითხრა, რომ „გვირილა ყვავილთა სამეფოს კონკიაა და შენ თუ გვირილა გიყვარს, შენც კონკია გამოდიხარ“. სიკეთის წელი იყო. სულ მალე დავამთავრებ უნივერსიტეტს და დიპლომიანი გოგო ვიქნები. რასაც ვგეგმავდი ამ წელს, შემისრულდა. მკითხველს ვურჩევდი, რომ ხშირად გაიღიმონ და ახალ წელს მიეგებონ კარგი განწყობით. მინდა ჩემს საყვარელს ქალაქს დაუბრუნდეს ბედნიერების შეგრძნება, ამას ვნატრობ ახლა”  ─ ნათია, 21 წლის PINK | ზამთარი 2014


წერილები

PINK | ზამთარი 2014

9


PINK ზამთარი

რჩეული წიგნები

მე წითელი მქვია ორჰან ფამუქი 1591 წლის თოვლიან სტამბოლში 9 დღეში განვითარებული სიუჟეტის ფონზე აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციები ეჯახება ერთმანეთს.

ამერიკული ზღაპრები დათო ტურაშვილი ამერიკული ზღაპრები იმ შორეული ქვეყნის შესახებ მოგვითხრობს, სადაც დათო ტურაშვილმა ასი დღე გაატარა საერთაშორისო ლიტერატურული პროგრამით.

პ.გ. ვუდჰაუსი

10

ობოლე აკა მორჩილაძე რომანის მთავარი გმირი, ირაკლი, მურის ციხისთავების შთამომავალი, მაგრამ გათბილისელებული ბიჭია. ის ორი დღით ჩადის ერთ პატარა დაბაში ბაბუისეული სახლის ჩატეხილი სახურავის შესაკეთებლად და თავგადასავალიც იწყება... სახლის სხვენში ასული ძველისძველ თოფს აღმოაჩენს, რომელიც ბიძამ ბავშვობაში ობოლედ გააცნო. რეკლამის განთავსებისთვის მოგვწერეთ: MARKETING@PINK.GE

დაიკიდე, ჯივზ! იუმორისტული წიგნი ლაქია ჯივზსა და მის უფროს ბერთიზე, რომელიც პირველივე გვერდებიდანვე კარგ ხასიათზე გაყენებს

─ ბაია ძაგნიძე, სოფიკო ბიბიჩაძე

ჭამე, ილოცე, შეიყვარე ელიზაბეტ ჯილბერტი ელიზაბეტი მტკიცედ გადაწყვეტს, იპოვოს ის, რაც აქამდე ძალიან აკლდა. იგი მოგზაურობას იწყებს და საბოლოოდ კუნძულ ბალიზე მცხოვრები ექიმბაში ახალ გზას დაანახვებს სიმშვიდისკენ და კვლავ გაუღვივებს სიყვარულის სურვილს. PINK | ზამთარი 2014


PINK ზამთარი

ფილმები საახალწლო განწყობისათვის გილოცავთ შობას

ნოელი

როლებში: ალექსანდრა სტიუარტი, ანტონი ლანგდონი, ტიბორ ფელდმანი

როლებში: სიუზან სარანდონი, პენელოპა კრუზი, პოლ ვოლკერი

კრიზისის გამო, 9 ნიუ იორკელი ასპენში ტრადიციულ შობის გატარებაზე უარს იტყვის და სანაცვლოდ მოკრძალებულ აღნიშნვას პენსილვანიაში აპირებენ, სადაც მოვლენები საიდუმლოებით მოცული მკვლელობის გარშემო ვითარდება.

შობა ნიუ-იორკში - წელიწადის ყველაზე ლამაზი პერიოდია. მთელ ქალაქში ათასობით საშობაო ნაძვის ხის შუქები ინთება... მაგრამ ზოგიერთისთვის ეს საკმარისი არაა. ისინი რაღაც არაჩვეულებრივს და ჯადოსნურს ელიან.

შვებულება

ინტუიცია

როლებში: კამერონ დიაზი, ქეით ვინსლეტი, ჯუდ ლოუ ამერიკელ ამანდას არ უმართლებს კაცებში, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც ის ინტერნეტით ინგლისელ აირისს გაიცნობს, რომელსაც იგივე პრობლემა აქვს. ერთმანეთის დასახმარებლად, გოგონები გადაწყვეტენ შვებულების დროს სახლები გაცვალონ - ამანდა ინგლისში იცხოვრებს, აირისი კი ამერიკაში...

ოთხი შობა როლებში: რიზ უიზერსპუნი, ვინს ვონი ძალიან სასაცილო ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ მოუწევს წყვილს შობის მშობლებთან ერთად შეხვედრა. პრობლემა ისაა, რომ ორივე მათგანის მშობლები გაყრილები არიან და ოთხივე სხვადასხვა შტატში ცხოვრობს. Ooooops!

პრინცესა შობაზე როლებში: ქეთი მაკგრატი, სემ იუენ როჯერ მური, ლეილა დე მეზა, შარლოტა სოლტი ჯულსი და მისი დისშივილები იღებენ მოწვევას ბაბუისგან რომელიც შობის გატარებს ევროპის ერთერთ სასახლეში ჰპირდება. ჯულსს კი ამასობაში გაუცნობიერებლად პრინცი უყვარდება. PINK | ზამთარი 2014

როლებში: ჯონ კიუსაკი, ქეით ბეკინსლეი წყვილი რომელიც შემთხვევით გაიცნობს ერთმანეთს, გადაწყვეტს სამომავლო ურთიერთობები ბედისწერას მიანდონ. რომანტიკული ურთიერთობები, სადღესასწაულო განწყობა და ბედისწერის მიერ დაგებული სასიყვარულო ხაფანგი.

ახალი წლის წინა დღე როლებში: ზაკ ეფრონი, ჰოლი ბერი, ეშტონ კუტჩერი, რობერტ დე ნირო, მიშელ ფაიფერი, სარა ჯესიკა პარკერი აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანების ცხოვრება „ქალაქში, რომელსას არასოდეს სძინავს―. ახალი წლის სამზადისში არიან შოუს პროდიუსერი, მოხუცი საავადმყოფოში, დამწყები მომღერალი, მდივანი და სხვა განსხვავებული პროფესიის ადამიანები.

სიყვარული სინამდვილეში როლებში: ჰიუ გრანტი, კირა ნაითლი, ემა ტომპსონი, კოლინ ფირტი. სხვადასხვა ისტორიები სიყვარულზე, მშობლისა და შვილის ურთიერთობებზე, საჩუქრის შერჩევაზე და ამ ყველაფერს აერთიანებს შობის დღესასწაული. ფილმის სიუჟეტი ყველა გემოვნების მაყურებლისთვის საინტერესო. უამრავი რომანტიკული, სასაცილო და ზოგჯერ სევდიანი მომენტებიც.

11


თვითგანვითარება ─ ბაია ძაგნიძე

პარაპლანით ფრენა, მოგზაურობა აზიაში, ჯომარდობა... ეს ჩემი სურვილების სიაა, ახლო მომავალში რომ უნდა ავისრულო. რაც უფრო ადრე დაიწყებ 2014 წლის დაგეგმვას, მით უფრო პროდუქტიული იქნები და მეტი შანსი გექნება ყველა მიზანს მიაღწიო.

არსებობს უამრავი აპლიკაცია რომელიც დაგეხმარება სხვადასხვა ენის შესწავლაში. მე Duolingo-თი ესპანურის სწავლა განვაახლე. შემომიერთდი!

1

PINK | ზამთარი 2014


თვითგანვითარება

გააკეთე სია, თუნდაც 10 წიგნის, რომელიც გინდა მომავალ წელს წაიკითხო.

თუ მოგზაურობა გიყვარს, ძალიან ბევრ აქციას გადააწყდები სხვადასხვა ეგზოტიკურ თუ ევროპის ქვეყნებში სოციალური ქსელების დახმარებით. სწორედ ახლაა კარგი სეზონი აზიაში სამოგზაუროდ - ინდოეთი, ნეპალი, ტაილანდი...

PINK | ზამთარი 2014

2


ვარსკვლავები

— სოფიკო ბიბიჩაძე

ჯესიკა ალბა თავის ქალიშვილთან ერთად სტუმრობდა ლოს ანჯელესის სავაჭრო ცენტრში არსებულ სანტაკლაუსის სოფელს, სადაც ქალიშვილებთან ერთად ასევე შენიშნავდით ალესანდრა ამბროსიოს.

ტომ კრუზმა გასულ წელს თავის ქალიშვილს 24000 აშშ დოლარად შეფასებული სათამაშო სახლი აჩუქა, ხოლო 2011 წელს მასთან ერთად შეხვდა საციგურაო მოედანზე.

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა კი გასულ წელს საჩუქრების შესარჩევად თავის საყვარელ ძაღლ ბოსთან ერთად იყო, ხოლო შობის პერფომანსირებული საღამო მან ოჯახის წევრებთან, სხვა ოფიციალურ პირებთან, ჯენიფერ ჰადსონთან და ჯასტინ ბიბერთან ერთად გაატარა.

14

PINK | ზამთარი 2014


ვარსკვლავები ტომ კრუზის მსგავს გარემოში, ოღონდ ლონდონში გაატარა შობა პიპა მიდლტონმა.

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი თავიანთ 6 შვილთან ერთად ნიუ-იორკის ცნობილ მაღაზიებს სტუმრობენ საშობაო საჩუქრების შესარჩევად.

ჰეიდი კლუმი და ნიკოლ რიჩი თამამად პოზიორობდნენ თავიანთ მორთულ ნაძვის ხეებთან. PINK | ზამთარი 2014

15


სტილი

ზამთრის ფეხსაცმელი

— ირინკა ანდრეევა

ერთი წყვილი დაბალძირიანი, კომფორტული ფეხსაცმლის არსებობა შენს კოლექციაში, ვფიქრობ, გარდაუვალია.

არჩევანი ხავერდის ან ბეწვისებური მატერიის ფეხსაცმელზე შეარჩიე, ამ შემთხვევაში ფერშიც არ შეიზღუდო თავი.

დაბალყელიანი ჩექმა, ყველაზე დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მუქი წითელი ან ლურჯი – საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.

16

PINK | ზამთარი 2014


სტილი ჰიბრიდი – სეზონის ძალიან საინტერესო ტენდენციაა. მართალია, ზამთრის ცივ დღეებში გარეთ ვერ ისეირნებ, მაგრამ ახალი წლის წვეულებაზე თვალსაჩინო ატრიბუტად იქცევა.

საჭირო არაა თავბრუდამხვევ სიმაღლეზე იარო. ზამთრის სეზონისთვის მოდურია შედარებით დაბალი ქუსლი, ფერები – ნეიტრალური.

არ შეუშინდე ზამთრის სუსხს, ამისთვის კი, თბილი ჩექმა ნამდვილად დაგჭირდება.

PINK | ზამთარი 2014

17


სტილი

─ მეგი ჭურღულია Victoria’s Secret

Next

ვარდისფერი ყველაზე იდუმალებით მოცულია

ამ დროს მამაკაცმა არ იცის, რას უნდა ელოდოს ქალისგან.

Yamamay Victoria’s Secret გირჩევ, ყურადღება მკვეთრ ფერებზე გაამახვილო. ყველაზე აღმგზნები ფერი, წითელია. იყავი რაც შეიძლება გამომწვევი. გამოაჩინე ის ვნება, რაც ყველა ქალში იმალება.

La Senza

გაატარე ეს მშვენიერი საღამო მხოლოდ შენს მეორე ნახევართან ერთად. მოაწყვე დაუვიწყარი საღამო. არ დაგავიწყდეს, რომ უნდა იყო ყველაზე სექსუალური და განსხვავებული, რომ ის გაოცებული დატოვო. ყველაზე მთავარი, რაც ამ ღამეს გაალამაზებს, შენი თეთრეულია. ვიცი რომ ძალიან გიყვარს შავი ფერი, ის მამაკაცების ფავორიტიცაა.

ფიქრობ, რომ წითელი შენი ფერი არ არის? შეგიძლია, თეთრზე გააკეთო არჩევანი, მაგრამ ნუ იქნები ერთფეროვანი .

Victoria’s Secret

Next

Yamamay

La Senza

Yamamay

Yamamay 18

Next PINK | ზამთარი 2014


შოპინგ გიდი

სტილი

ზამთრის კურორტზე დამსვენებელთათვის ─ ნინო ყურაშვილი ზამთრის კურორტებზე აქტიური დასვენებისგან მხოლოდ დადებითი მოგონებები რომ დაგრჩეს, საჭიროა სამოსის შერჩევას სერიოზულად მიუდგე. ყოველდღიური თბილი ტანსაცმელი აქტიური დასვენებისა და გართობისთვის არ გამოდგება, რადგან გაოფლიანების და დასველების შემთხვევაში გართობა შესაძლოა გაციებით დასრულდეს. სათხილამურო ტანსაცმელი უნდა იყოს მსუბუქი, კომფორტული, ფუნქციონალური, უნდა ინარჩუნებდეს სითბოს და გიცავდეს ქარისგან. და რაც ჩვენთვის, ქალებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ასევე ლამაზიც უნდა იყოს!

მრავალფენიანობა ზამთრის სპორტული ჩაცმულობის მთავარი პრინციპია: პირველი ფენა თერმოთეთრეულია, რომლის დანიშნულება სითბოს შენარჩუნება კი არა, სხეულიდან ტენის მოშორებაა. ის კარგად უნდა ეკვროდეს სხეულს, იყოს თხელი და ატარებდეს ჰაერს. ერიდე ბამბის ქსოვილის, რაგდან ბამბა კარგად იწოვს ტენს და მალე სველდება. ფეხზე თბილი კოლგოტი მოირგე.

სითბოს შენარჩუნებაზე შუა ფენა ზრუნავს. რამდენიმე სვიტრის ჩაცმა მოძრაობას გაგირთულებს. უმჯობესია ერთი მაღალყელიანი, ტანზე ნაკლებ მომდგარი, მსუბუქი და მოხერხებულია სპეციალური ტრიკოტაჟის მატერიის - ფლისის (fleece) ტანსაცმელი, რომელიც სხეულის სითბოს ინარჩუნებს და არც სველდება. PINK | ზამთარი 2014

19


სტილი

ზედა ფენა საციგურაო ქურთუკი და შარვალი ან კომბინეზონია. არჩევისას ერთადერთი წესი მოქმედებს - ქურთუკი არ უნდა იყოს ტანზე ზედმეტად მომდგარი ან პატარა. სასურველია ქურთუკს ჰქონდეს:

1. მარყუჟი ხელთათმანებისთვის, რათა არ დაკარგო და რამდენიმე წყვილის ყიდვა არ მოგიხდეს; 2. რამდენიმე ჯიბე ელვა-შესაკრავით მობილურის, ფულისა და წვრილმანებისთვის; 3. სინათლის ამრეკლავი ზოლები, თოვლზე უკეთესად რომ ჩანდე (იმედია, შენი ძებნა არ მოუწევთ). სათხილამურო ფეხსაცმელი აუცილებლად შესაბამისი ზომის უნდა იყოს, თბილი და წყალგაუმტარი.

20

PINK | ზამთარი 2014


სტილი

საფინალო შტრიხებია: ქუდი (ან შლემი თუ ყინულზე ან საშიშ პირობებში სრიალებ) შეარჩიე თბილი ქუდი უბრალო გასეირნებისთვისაც კი, რადგან სხეულის სითბოს 90% თავიდან იკარგება.

სათვალე აუცილებელი ატრიბუტია თვალების მზის სხივების და ქარისგან დასაცავად, 100% UVA და UVB დაცვით. მუქი სათვალე 100% UV-ის გარეშე უარესია, ვიდრე საერთოდ უსათვალობა. მოთხილამურეები სათვალისთვის ხშირად მოყვითალო ან მოწითალო ფერის შუშას არჩევენ, რადგან ეს ფერები მზესთან კარგ კონტრასტს ქმნიან.

ხელთათმანი აუცილებელი აქსესუარია. თბილი, წყალგაუმტარი ხელთათმანი დაგიცავს ხელის მოყინვისგან. უმჯობესია უთითო, ერთიანი ხელთათმანი, რათა თითებმა გაათბონ ერთმანეთი.

შარფი ან გატორი (მილის მსგავსი მატერია, რომელსაც იცვამენ ყელზე და იფარავენ პირს განსაკუთრებით ცივ პირობებში). აუცილებელი არაა მაგრამ სასურველია.

ტუჩის ბალზამი და მზის დამცავი კრემი სასურველია მზისგან დაცვის ფაქტორი SPF 15 და მეტი იყოს. ზედმეტად გარუჯვა და კანის დამწვრობის მიღება მოღრუბლულ ამინდშიც შესაძლებელია. PINK | ზამთარი 2014

ჩაიცვი თბილად, მაგრამ ნუ გადაამეტებ. მცირე რაოდენობის ტანსაცმელი მოყინვის მიზეზი გახდება, ზედმეტად ბევრი კი გადახურების საშიშროებს შექმნის.

21


სტილი

─ ნინო ყურაშვილი

ახალი წელი საუკეთესო მიზეზია ყველაზე ნათელი და კაშკაშა ნივთების მოსარგებად. თამამად შეგიძლია უპირატესობა ოქროსფერს და ვერცხლისფერს მიანიჭო და თამამი სამკაულები და აქსესუარები მოირგო. ასევე ტენდენციურად რჩება შავი, თეთრი, წითელი და მათი კომბინაციები.

რამდენიმე წელია დიზაინერები საახალწლო სამოსის შექმნისას მომავალი წლის ჰოროსკოპით ხელმძღვანელობენ. შესაბამისად წელს მოდური ფერებია ლურჯი, მწვანე და ყველა მათთან მონათესავე ფერი: ფირუზისფერი, ცისფერი, იასამნისფერი, ღია-ნაცრისფერი.

საგანგებოდ უნდა ავღნიშნოთ ულამაზესი ნაქარგი კაბები, დახვეწილი და ორიგინალური ორნამენტი ნებისმიერ გემოვნებას დააკმაყოფილებს.

წლევანდელი ზამთრის გამოსასვლელი კაბები ერთდროულად დახვეწილი და გლამურულია. ამ ეფექტს წულისა და ორგანზის სიჭარბე ქმნის. ასევე ამ სეზონზე დიზაინერები გასაფორმებლად ბუმბულებს, პლისირებას, კილიტებს („ბლიოსტკებს―) და ბეწვს იყენებენ. ეს არჩევანს საკმაოდ აფართოვებს.

საახალწლო საღამო "ჰოლივუდის" სტილში ფანტაზიის გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა. გრძელი, კოჭამდე კაბა, ღრმა ჭრილი, მოშიშვლებული მხრები ლამაზი დეკოლტეთი ან ღია ზურგი, შიფონი ან ხავერდი და არანაირი შეზღუდვა.

22

PINK | ზამთარი 2014


სტილი

რაზეც ხშირად მთლიან კოლექციასაც კი აგებენ ან გამოიყენებენ დეკორის სახით.

მაქმანიანი ღია ზურგით ან გვერდებში ჩადგმული კონტრასტული ფერის გიპიურით. ასეთ კაბებს ნაქარგიც კარგად ეხამება.

ოქროსფერი გაფორმება ნაქარგის სახით ან ფარჩის ქსოვილის გამოყენებით ყველაზე თვალის მომჭრელი არჩევანია.

PINK | ზამთარი 2014

23


სილამაზე

აუცილებელი სილამაზის პროდუქტები ზამთრისთვის — მაიკო ლუხუმაიძე

1. Body Shop Ginger Sparkle Body Butter

იმისათვის, რომ ზამთრის სიცივეებმა შენს სილამაზეს და განწყობას ვერაფერი დააკლოს, სულ რამოდენიმე აუცილებელ პროდუქტს გთავაზობ.

2. The Dior Golden Winter Makeup Collection for Holiday 2013

დამატენიანებელი ტანის კარაქი, საუკეთესო დაცვა ზამთარში კანის გამოშრობისგან.

3. Aveeno Daily Moisturizing Body Wash ჰიპოალერგიული, დამატენიანებელი, მსუბუქად პარფიუმირებული.

მათთვის, ვისთვისაც ბრენდები უყვარს, Dior-ის ლიმიტირებული გამოშვება »» ფრჩხილის ლაქის დუეტი - ოქროსფერი ბაზა და მინიმარგალიტებიანი ზედა ფენა - სამგანზომილებიანი ეფექტისთვის; »» ტუჩის შრატი - ათჯერ მეტი დატენიანება; »» ტუჩსაცხი - მეტალის ბზინვარებით, შენს საყვარელ ფერებში.

4. M..A.C. Lipstick, ფერი Sweet Succulence ეს ფერი პრაქტიკულად ყველა ტიპის კანს უხდება და იდეალურია საღამოს მაკიაჟისთვის.

24

PINK | ზამთარი 2013


სილამაზე

ზამთარში სიცივის და ქარის გამო კანი ხშირად შრება და ღიზიანდება. გამოსავალი ნაპოვნია!

lutio

s So dnes e R ue liniq men 5. C Regi s s e Redn

ns

6. Pantene Repair & Protect Conditioner ატენიანებს და აღადგენს თმას. იცავს შემდგომი დაზიანებისგან!

7. CC

კრემი CC კრემებს BB კრემების თვისებები გააჩნია და დამატებით სახის კანის თანაბარ, გლუვ ფერსაც უზრუნველყოფს, ნიღბავს კანის სიწითლეს. (CC = color control ანუ ფერის კონტროლი)

8. Burt’s Bees Beeswax Lip Balm დაიცავი ტუჩის ნაზი კანი ყოველდღიურად, ნატურალურ მასალებზე დამზადებული ჰიგიენური ტუჩსაცხით

PINK | ზამთარი 2013

25


სილამაზე ─ მაიკო ლუხუმაიძე

1. SUN LABORATORIES Self Tanning Lotion - $14.44

4

ლოსიონი სახის და ტანისთვის, რომელიც მალე შრება და კარგად ატენიანებს კანს. ამასთან შეფერილია და წასმის დროს აჭრელებისგან მაქსიმალურად ხარ დაცული, ინტენსიური ფერი კი კანზე დატანიდან სამ საათში ვითარდება.

2. Rimmel Sunshimmer Instant Tan საუკეთესოა მომენტალური რუჯის მისაღებად. შრება მალე, არ ალაქავებს ტანსაცმელს და შეგიძლია დაიტანო როგორც სახეზე, ასევე ტანზეც.

3. Brilliant Bronze Tinted Self-Tan by Shiseido $27.00 ავტორუჯის გელი სახის და ტანისთვის, რომელიც ძალიან მალე შრება და თითქმის არ აქვს არომატი, რაც ძალიან იშვიათია ავტორუჯებისთვის. კანს დატანისთანავე აძლევს სასიამოვნო მბზინვარებას და ატენიანებს.

1 5

28

2

3 PINK | ზამთარი 2014


4. Dove Energy Glow - $36.99 ჩვეულებრივი ტანის ლოსიონი რუჯის ეფექტით. იდეალურია მშრალი კანისთვის. კანის შეფერვა ნელ-ნელა ხდება, ამიტომ სწრაფი ეფექტის მოყვარულთათვის არ გამოდგება. არის როგორc ღია, ასევე მუქი ფერის/უკვე გარუჯული კანისთვის განკუთვნილი ლოსიონები.

8

7

5. Dior Bronze Autobronzant Self Tanner - $33 გელ-კრემი სახისთვის. კანი ერთ საათში იცვლის შეფერილობას და ნარჩუნდება 4-5 დღის განმავლობაში.

6. Clarins Intense Bronze Self Tanner $44.00 აუტორუჯი სახის და დეკოლტესთვის. ოდნავ შეფერილია და დატანისას ვიზუალურად შეგიძლია აკონტროლო, რომ სადმე ზედმეტი არ მოგივიდეს და არ აჭრელდე.

9

7.Sun Laboratories Dark Sunsation $21.89 ლოსიონი სახის და სხეულისთვის. შეფერილია, ამიტომ კანზე მისი გადანაწილება იოლია, ხოლო ვზუალურ შედეგს 3-4 საათში მიიღებ. რუჯი 3-4 დღეში ერთხელ უნდა განაახლო.

8.Bare Escentuals Faux Tan Body Sunless Body Tanner - $27.50 ტანის აუტორუჯი, რომელიც 5-7 დღის მანძილზე ინარჩუნებს ფერს. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შემავალი მცენარეული კომპონენტები ატენიანებენ და არბილებენ კანს.

9.Clinique Self Sun - $23.15 აუტორუჯის ლოსიონი სახისთვის. შეფერილია, ამიტომ მისი წასმა იოლია, ხოლო ინტენსიური ფერი რამდენიმე საათში ვითარდება. გარდა ამისა, ცხიმის გარეშეა და ამიტომ იდეალურია ცხიმიანი კანისთვის.

10.L'Oreal Paris Sublime Glow - $9.19 ტანის ლოსიონი, რომელიც დროთა განმავლობაში აძლევს კანს შეფერილობას და კარგია უკვე არსებული რუჯის შესანარჩუნებლად და ფერის ინტენსივობისთვის. შეიცავს მანგოს ზეთებს და კარგია მშრალი კანისთვის.

6

10 29


სილამაზე

─მაიკო ლუხუმაიძე

ეპილაცია რთული პროცედურაა. უმჯობესია თუ ამაზე უფრო ადრე დაიწყებ ზრუნვას, ორი კვირით მაინც. მეტი ინფორმაციისთვის გაეცანი ჩვენს სტატიებს ეპილაციის შესახებ. სანამ საყოველთაო ქაოსში გადაეშვები, ცოტა ხნით გარესამყაროსგან მოწყვეტა, მოდუნება, ძველი პრობლემების დავიწყება არ გაწყენდა. ამ პროცედურის შემდეგ უფრო ადვილად შეეჭიდები ყველა სტრესს. აქ არ იგულისხმება ის დიეტები, როცა დღეში ერთ სტაფილოზე უნდა იყო, უბრალოდ ეცადე, მეტი სითხე, მწვანე ჩაი, ციტრუსები და ბოსტნეული მიიღო. რაციონიდან ამოიღე ზედმეტად ტკბილი და ცხიმიანი საკვები. 28

PINK | ზამთარი 2014


სილამაზე

ახალი წელი ის დროა, როცა ყველაფერი ახალი გინდა შეიძინო. მათ შორის ვარცხნილობის განახლებაც შედის. შეიტანე თუნდაც მცირე კორექტივები. თუ ვარცხნილობა იდეალურია, მაშინ შეგიძლია ფერი შეცვალო. ქერადან მუქ ფერზე გადახვიდე, ტონიკის საშუალებით მხიარულ ფერებად შეიღებო. ან ხელოვნური დაგრძელება გაიკეთო. თუ სალონის დრო არ გაქვს, სახლში გაკეთებული ყველაზე მარტივი მკვებავი ნიღაბიც სასარგებლო იქნება. გადახედე ჩვენს სტატიებს სახის კანის მოვლაზე.

(იხილე გვ.26) ნამზეურიანი კანი ძალიან მოუხდება საახალწლო წვეულებისთვის შეძენილ კაბას, თუმცა ავტორუჯი დიდხანს არ ძლებს, ამიტომ პროცედურა რამდენიმე დღით ადრე დაგეგმე. წელს წვეულებებისთვის მეტალიკი ფერებია მოდაში, ასევე შავი. ყოველდღიურად კი ნეიტრალური, პასტელის ფერები. ზამთარი, ქარები, სიცივე და ქუდის ხშირი ტარება თმას დიდ ზიანს აყენებს, სულაც არ იქნება ცუდი, ცოტას თუ გაანებივრებ. დროა, შენი წარბი საქმის მცოდნეს მიანდო. სწორად გაკეთებულ წარბს შეუძლია შენი სახის გამომეტყველება რადიკალურად შეცვალოს. PINK | ზამთარი 2014

29


სტილი

— მაიკო ლუხუმაიძე

-

30

PINK | ზამთარი 2014


სტილი

თუ თქვენ მიეკუთვნებით ქალთა იმ კატეგორიას, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ საკუთარ გარეგნობაზე და ყურადღებას აქცევენ საკუთარ სხეულს; მაგრამ, ცხოვრების დინამიურობიდან გამომდინარე, არ აქვთ საკმარისი დრო, ხანგრძლივი სპა პროცედურებისათვის, - მაშინ Wrangler-ის აღნიშნული, ინოვაციური, პროდუქტი სწორედ თქვენთვის არის შექმნილი. Wrangler-ის ახალი ჯინსები შეიცავს ალოე ვერას, ზეთისხილის ექსტაქტსა და სხვა კოსმეტიკურ ნივთიერებებს, რომლებიც, გადატვირთულ დღის რეჟიმშიც კი, უზრუნველყოფენ მოხდენილი და ─ ლიზ ჯაგერი (მიკ ნაზი ფეხების შენარჩუნებას. ამ რევოლუციურ ჯაგერის ქალიშვილი), Wrangler-ის ინოვაციური ჯინსებს, გააჩნია დამატენიანებელი პროდუქტის სახე. ინგრედიენტები, რომელიც ზრუნავენ სახელწოდებით „Smooth სხეულის ფორმის შენარჩუნებასა და კანის მუქი ლურჯი ჯინსი Legs“ შეიცავს ნივთიერებებს, რომელთა სიმშრალისაგან დაცვაზე. შემუშავება და გატესტვაც მოხდა საფრანგეთში: როდესაც გაცვიათ Wrangler-ის Denim Spa ჯინსები, წყალმცენარეების ექსტრაქტი, რეტინოლი თქვენ ავტომატურად იტარებთ მაღალი დონის (ვიტამინი A) და კოფეინის მარცვლები; კოსმეტიკურ პროცედურას საკუთარი დამტკიცებულია, რომ ეს ნივთიერებები ამცირებს სხეულისათვის. ამ ჯინსებში არსებულ „ფორთოხლის კანის“ ეფექტს და ინგრედიენტებს კი ისეთივე ეფექტი გააჩნია, ცხიმოვან უჯრედებს კანის ქვედა ფენებში. როგორიც ნებისმიერ პრემიუმ კლასის სხეულის ჯინსის სპა ეფექტი გრძელდება 15 დღე ან 4-დან მოვლის საშუალებას. 6 გარეცხვამდე. ამის შემდეგ კი Denim Spa ჯინსების შემადგენლობა განსხვავდება შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური სპრეი ფერების მიხედვითაც: ჯინსისათვის, რაც მის ეფექტიანობას 65-დან 97 ღია ლურჯი ჯინსი შეიცავს ალოე ვერას, ჩაცმამდე გაახანგრძლივებს. გამოირჩევა მისი უნარით დაამშვიდოს მგძნობიარე თბილისის მაღაზიებში კოლექცია წარმოდგენილი კანი და მოახდინოს მასზე ანტიანთებითი იქნება როგორც ვიწრო (skinny), ასევე სწორ ზეგავლენა, ასევე გააჩნია ანტიალერგიული (straight) მოდელებში, Jeans Gallery Group-ის ფუნქციაც მგრძნობიარე კანისათვის. ამ ჯინსებს მაღაზიებში შემდეგ მისამართებზე: ასევე ახასიათებს ალოე ვერას განსაკუთრებული Lee & Wrangler : სურნელი. ● ს/ც “პიქსელი”, ი.ჭავჭავაძის გამზ. 34 / ლურჯი ჯინსი შეიცავს ზეთისხილის ექსტრაქტს, ტელ: 218 05 46 რომლის სტრუქტურაც იმ ლიპიდის სტრუქტურის ● ს/ც “თბილისი მოლი” (II სართული), დ. იდენტურია, რომელსაც ადამიანის კანი შეიცავს. აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ./ ტელ: 220 98 73 ამიტომაც, მას აქვს სხეულის ზედაპირში Jeans Gallery : შეღწევის შესანიშნავი უნარი და მასში არსებული ● პეკინის 14ა / ტელ: 237 70 05 დამატენიანებელი ორგანული კომპონენტის ● ს/ც „ქარვასლა“ , ც.დადიანის #7/ ტელ: 266 00 საშუალებით, განსაკუთრებულ მატონიზირებელ 28 ეფექტს ახდენს თქვენს კანზე. www.jg-group.ge | Facebook | Tel: 238 28 78 PINK | ზამთარი 2014

31


სილამაზე

— თამრი ხეიძე

32

PINK | PINK ზამთარი | ზამთარი 2013-2014 2014


სილამაზე

1. ან პური, ან ტკბილეული წონის პირველი მტერი ნახშირწყლებია, მათი წყარო კი - პური და ტკბილეული. თუ საკონდიტრო ნაწარმის მირთმევას აპირებ, უჯობესია, რაღაც დათმო. ასე რომ, ან პური ჭამე და ტკბილეულს მოერიდე, ან პირიქით. სასუსნავები კი შეგიძლია, ხილით ჩაანაცვლო.

2. მოერიდე ცხიმიან საკვებს ცილოვანი საკვები არ გაგასუქებს, თუ მას სწორად შეარჩევ. მიირთვი თევზი, საქონლის ხორცი, ქათმის თეთრი ხორცი კანის გარეშე. მოერიდე ღორის ხორცს.

3. ისწავლე საკვების დოზირება შეეცადე ჭამო იმდენი, რამდენიც გჭირდება და არა იმდენი, რამდენიც მადას სურს!

4. დალიე წყალი! არც ალკოჰოლი, არც გაზიანი სასმელი. დალიე 2 ლ წყალი დღეში და დაეხმარე შენს მეტაბოლიზმს ახალი წლის გადატანაში!

5. არ ჭამო ღამით მეგობრებთან ერთად გართობა კარგია, მაგრამ არა საღამოს 8 ან 9 საათის შემდეგ. ეცადე, ღამით არ ჭამო და ხილით შემოიფარგლო.

6. მიირთვი სუფთა შავი შოკოლადი ხშირად შოკოლადი იმდენად კალორიული არაა რამდენადაც მისი დანამატები. ამიტომაც შენთვის ცალკე შეარჩიე მწარე შავი შოკოლადი, რომელიც თხილის, რძისა და ზედმეტი შაქრის გარეშე იქნება დამზადებული.

7. მოერიდე მლაშე საკვებს ხშირად მარილიანი საკვების მოცულობა გვატყუებს, არადა მარილიანი სასუსნავები და საჭმელი საკმაოდ კალორიულია, თანაც საკმაო ოდენობის წყალსაც აკავებს ორგანიზმში. ამიტომაც ეცადე, მარილის დღიურ დოზას ძალიან არ გადააჭარბო.

8. გაითვალისწინე ალკოჰოლის კალორიულობა! არ მოგატყუოს იმ მითმა, რომ ალკოჰოლი და, მით უმეტეს, არაყი კალორიული არაა. ასე გამოიყურება ალკოჰოლის კალორიულობა.

9. მოაწყვე განტვირთვის დღეები განტვირთვის დღეები საახალწლო აურზაურის შემდეგ აუცილებლად დაგეხმარება წონის დაკლებაში და ორგანიზმის განტვირთვაში. PINK | ზამთარი 2014

33


სილამაზე

─ მაიკო ლუხუმაიძე

ყინულის კუბიკები ყველაზე კარგი გამოსავალია, განსაკუთრებით, კიტრის გაყინული წვენი. თუ კუბიკები არ გაქვს, ჩაის ერთჯერადი პაკეტები დასველე, 15 წუთით შედე საყინულეში და შემდეგ „წაისვი“ თვალის ქუთუთოებზე ნაზი მოძრაობით. არავითარ შემთხვევაში არ გაიჩერო დიდხანს. იგივე ეფექტი აქვს კიტრის ნაჭრებსაც.

Garnier Skin Renew Anti-Puff Eye Roller წაისვი ბურთულის გამოყენებით, ნაზი მოძრაობებით. ამცირებს შეშუპებას და ებრძვის თვალის ჩაშავებულ უპეებს. შეგიძლია წაისვა დილა-საღამოს, მეტი ეფექტისთვის.

34

ალბათ ძალიან დაგეზარა მაკიაჟის მოშორება და ისე დაიძინე? უბრალო გელის მაგიერ სკრაბი გამოიყენე. სკრაბი მაკიაჟს უკეთ მოაშორებს, გახსნის ფორებს და კანი „ამოისუნთქებს“. გრილი წყლით დაბანა კიდევ უფრო უკეთ გამოგაფხიზლებს, კანი სასიამოვნოდ გავარდისფრდება და გამოცოცხლდება.

თუ მგრძნობიარე კანი გაქვს, ჯობია სკრაბს მოერიდო და გელით დაიბანო. PINK | ზამთარი 2014


სილამაზე

Clarins Beauty Flash Balm

გწყურია? დალიე

ავიწროვებს ფორებს, ატენიანებს კანს და სახე უფრო დასვენებული და მოვლილი ჩანს. შეგიძლია წაისვა როგორც სახის კრემი, ან გამოიყენო როგორც 10წუთიანი გამოსაცოცხლებელი ნიღაბი: წაისვა სქელი ფენა სახეზე და ყელზე და 10 წუთით დაიტოვო.

სასმელი დეჰიდრატაციას იწვევს, ბალანსის აღსადგენად წყალი აუცილებლად უნდა მიიღო. ცოტა ლიმონით, ან მის გარეშე. ნატურალური წვენები და ცხიმგამოცლილი რძეც ძალიან სასარგებლოა ნაბახუსევზე. (თუმცა ზოგი ადამიანი პიკულის წვენსაც უწევს რეკომენდაციას). ამ შემთხვევაში მთავარია სითხე და მინერალები მიიღო, რაც მასშია. რა სახით, ეს უკვე შენ უნდა გადაწყვიტო.

გაგონებაც არ გინდა და ამ სავარძლიდან ვერავითარი ძალა ვერ აგწევს? არადა ვარჯიში, ან უბრალოდ ჩქარი სიარულიც კი აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას, აუმჯობესებს განწყობას და ენერგიით გავსებს. სცადე, იქნებ მოგეწონოს.

Hangover Essential Oil Rollerball ამაზონზე ილის, ნემსიწვერას, ლავანდას და ღვიის არომატული ზეთების ნარევი იყიდება, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას და ამცირების გულისრევას. შედეგად, ნაბახუსევი ვეღარ შეგაშინებს.

მბზინავი აქცენტები თვალის კუთეებში თეთრი მბზინავი ფანქარი ან თვალის ჩრდილი გამოხედვას და შესაბამისად, მთლიან სახეს აცოცხლებს. ტუში ტუში მოცულობის ეფექტით და აპრეხილი წამწამები- გამოხედვა ბევრად უფრო „ფხიზელი“ და „გამოძინებულია“. კონსილერი ნებისმიერი შემნიღბავი საშუალება, იქნება ეს სპეციალური კორექტორი თუ უბრალო ტონალური კრემი, ფოტოზე მოცემული სქემის მიხედვით დაიტანე და შემდეგ თვალის ჩრდილებისთვის განკუთვნილი ფუნჯით გაანაწილე და არა თითის ბალიშების გამოყენებით. PINK | ზამთარი 2014

35


სილამაზე

ხაჭოს დღიური ნორმა 400-500 გრამია. გაყავით ის ულუფებად. შეგიძლია, დაამატო ცოტა ხილი, ბოსტნეული, თაფლი და საღამოს 1 ჭიქა კეფირიც მიირთვა. შეგიძლია 500 გრამი ხაჭო 5 ულუფად გაყო და 1 ჭიქა კეფირთან ერთად მიირთვა.

─ თამრი ხეიძე

აუცილებლად დალიე მინიმუმ 2.5ლ წყალი. ორსულებისთვის, მეძუძური დედებისთვის, დიაბეტი ტიპი 1-ს, ღვიძლისა და თირკმელის პრობელების მქონეთათვის განტვირთვის დღეები რეკომენდირებული არაა! ამ დღეს არაა სასურველი შარდმდენი, დამამშვიდებელი პრეპარატების მიღება. განტვირთვის დღეებს შეუთავსე მასაჟი, საუნა, აუზზე ვიზიტი. უმჯობესია, თუ ამ დღეს ბევრი საქმე გექნება, რომ ყურადღება რაიმეზე გადაიტანო. განტვირთვის დღის მეორე დღეს ძალიან ნუ გადატვირთავ მომნელებელ სისტემას, უარი თქვი ჩაიზე. განტვირთვის დღეები კვირაში ერთხელ ან ორჯერ შეგიძლია, მოაწყო. არსებობს რამდენიმე მეთოდი, არჩევანი კი შენზეა.

36

კეფირის დღე ბევრს უყვარს ეფექტურობისა და სარგებლიანობის გამო. 1 ან 1.5 ლ კეფირი 5 ან 6 ულუფად დაყავი და მიიღე დღის განმავლობაში. იმის გამო, რომ კეფირი მჟავა პროდუქტია და თანაც სითხე, შეგიძლია წყალი ნახევარ ლიტრამდეც შეამცირო (უმჯობესია, თუ მინერალურს მიიღებ).

დაგჭირდება 1.5 კგ ახალი კიტრი და წყალი. გაყავით ბოსტნეული 5 ან 6 ულუფაზე. კიტრის დღე ძალიან ეფექტურია, მაგრამ დაბალი კალორიულობის გამო უმჯობესია, თუ ამ დღეს სახლში, ფიზიკური დატვირთვის გარეშე გაატარებ. ამ რაციონში ძალიან დაბალი კალორიულობის გამო 2 კვერცხიცაა დაშვებული.

ამ დღეს მხოლოდ ვაშლით და წყლით უნდა დაკმაყოფილდე. 1.5 კგ ვაშლი რამდენიმე ულუფად გაყავი. უმჯობესია, თუ ვაშლს გამომცხვარი სახით მიიღებ პექტინის გაზრდილი შემცველობის გამო. PINK | ზამთარი 2014


ახალი წელი

─ მარიამ ნანობაშვილი

საახალწლო გიდი

საუკეთესო განწყობისთვის PINK | ზამთარი 2014

37


ახალი წელი

თუ სახლში ძალიან ცოტა ადგილი გაქვს, შეგიძლია კედელზე მიმაგრებულ კრეატიულ ნაძვის ხეს დასჯერდე.

38

PINK | ზამთარი 2014


ახალი წელი

საახალწლო საღამოსთვის სამზადისი ხშირად დეკემბრის პირველივე კვირიდან იწყება და ორ ძირითად მიმართულებად იყოფა - ინტერიერი და გართობა.

1. ინტერიერი - დეკორაცია ინტერიერის ნაწილში პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საახალწლო დეკორაციებია. შეიძლება მთელი სახლის მორთვა არავინ დაიწყოს, მაგრამ სასტუმრო ოთახს მაინც აუცილებლად დასჭირდება ინსტალაციები და ლამაზი დეტალები განწყობის ასამაღლებლად. ზოგიერთი დეკორაციის შექმნა საკუთარი ხელითაც შეგიძლია.

PINK | ზამთარი 2014

39


ახალი წელი

რისი გაკეთება შეგიძლია თავად: ოთახის, ნაძვის ხის, ან ჩიჩილაკის გასალამაზებლად აუცილებლად სცადე პატარა ხის, ან ნაჭრის სათამაშოების გამოყენება. პატარა თოვლის კაცები, ანგელოზები და ირმები განსაკუთრებულ განწყობას უქმნის ნებისმიერი ასაკის ადამიანში. სადღესასწაულო არომატისა და სურნელების დასაყენებლად კი მარტივი ციტრუსოვანი დეკორაცია გამოიყენე (მათი დაკიდება ნაძვის ხეზეც შეიძლება). ფორთოხლის ქერქისგან სხვადასხვა ფორმები გამოჭერი და ღუმელში გააშრე. თუმცა შეგიძლია უბრალოდ დარიჩინის ჩხირების დახმარებით შექმნა ნელსურნელება დღესასწაულის ღამეს.

შეგიძლია ოთახში დაამაგრო ან ჩამოკიდო დიდი ზომის, ქაღალდის სამგანზომილებიანი ფიფქები, რომლებსაც სხვადასხვა ფერის ქაღალდისგან დაამზადებ. ამისთვის მხოლოდ ფერადი თაბახის ფურცლები (იყიდება ყველა საკანცელარიოში მაღაზიაში), მაკრატელი და წებო დაგჭირდება.

40

PINK | ზამთარი 2014


ახალი წელი მას შემდეგ, რაც ოთახი უკვე სადღესასწაულოდ გამოიყურება, პირველი ეტაპის მეორე ნაწილის ჯერი მოდის.

2. ინტერიერი - სუფრა როგორ გავაფორმოთ მაგიდა ისე, რომ მას განსაკუთრებული საახალწლო იერი ჰქონდეს, იყოს ორიგინალური და ბევრი წვალებაც არ იყოს საჭირო?! სანამ ქვემოთ მოყვანილ რჩევებს გამოიყენებთ, ნუ დაგავიწყდებათ საახალწლო ჭურჭელი, ნაჭრის ხელსახოცები და ზოგადად, მაგიდის სერვირება რამე კონკრეტულ ფერში. აუცილებელია, რომ ყველა ჭიქა და თეფში ერთნაირი იყოს, ხოლო ძირითადი კერძის ჭურჭელი შეხამებული დანარჩენ ატრიბუტებს.

პირველ რიგში, შეგიძლიათ ჩვეულებრივი გირჩების გამოყენება. მათი შეგროვება ქალაქშიც შეიძლება, შემდეგ პულველიზატორიანი საღებავით შეღებვა და რამდენიმე მძივის მიბმაღა დასჭირდება. ყველა სტუმარი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩება ასეთი იმპროვიზირებული პატარა ნაძვის ხის საკუთარ თეფშზე აღმოჩენით.

შემდეგი იდეა: გამოაცხვეთ საშობაო ორცხობილა საახალწლო დეტალებით, ან სტუმრების/ოჯახის წევრების სახელებით და თეფშებზე დაახვედრეთ მათ. დარიჩინის და მუსკატის კაკლის არომატი ამ ორცხობილას ნამდვილ სადღესასწაულო გემრიელობად აქცევს, მით უმეტეს, თუ ორცხობილას პერსონალიზებასაც მოახერხებ. თქვენი საახალწლო სუფრა განსაკუთრებული, განსხვავებული და მხიარული იქნება. PINK | ზამთარი 2014

41


ახალი წელი

სუფრის ლამაზად სერვირება სულ მარტივად, მინიატურული სათამაშოების და ნაძვის რამდენიმე რტოს გამოყენებითაც შეიძლება. შემოახვიეთ ლენტი თეფშს ან ხელსახოცს, მიაბით ზედ რტოები და მინიატურული სათამაშო. ასეთი დეკორაცია მაგიდაზე ძალიან სახალისოა. ბონუსად, ყველას შეხვდება სამსახსოვრო სუვენირი და ისინი მთელი საღამოს განმავლობაში მაგიდაზე იელვარებენ. თუ კიდევ უფრო მეტი დრო გაქვს, შეგიძლია სპეციალური საახალწლო ხელსახოცები შეკერო, რომლებიც ნაძვის ხის ფორმაზე იკეცება. მათი გამოყენება ყოველ წელს სპეციალურად დღესასწაულებისთვის იქნება შესაძლებელი.

42

და ბოლოს, რაც შეეხება სუფრას, თუ არ დაგეზარება ამაზე ძალისხმევის დახარჯვა, გააფორმე ყველა კერძი საახალწლო თემატიკის შესაბამისად. ეს სუფრას და სტუმრებს ძალიან გაახალისებს არასტანდარტულად სერვირებული კერძების გასინჯვა ძალიან საინტერესოა .

PINK | ზამთარი 2014


ახალი წელი

3. საახალწლო გართობა ალბათ, ყველა დღესასწაულზე იშლება ასაკობრივი ზღვარი და სხვადასხვა ასაკის და თაობის ადამიანები ერთად იკრიბებიან. განსაკუთრებულად ხშირად ეს ახალი წლის შეხვედრისას ხდება, როდესაც ნათესავები, მეგობრები და საყვარელი ადამიანი ერთად უნდა მოათავსო, ერთ მაგიდასთან და ამასთან ისე გააკეთო, რომ არავინ მოიწყინოს.

თამაში - “სიმართლე თუ მოქმედება” ეს თამაში განსაკუთრებით საინტერესოა, როცა სტუმრები უკვე შეზარხოშდნენ. წესები ყველამ იცის: ყველა მოთამაშე რიგრიგობით ირჩევს ―სიმართლეს‖ ან ―მოქმედებას‖. ―სიმართლის‖ არჩევის შემთხვევაში მოთამაშე პასუხობს სხვების მიერ დასმულ პირად შეკითხვას, რომელიც ხშირად სიცილის მიზეზი ხდება. ―მოქმედების‖ არჩევის შემთხვევაში კი აკეთებს რამე სულელურ მოქმედებას.

თამაში - “სიტყვობანა “ ყველა მორიგეობით ასახელებს ახალ წელთან ასოცირებულ სიტყვას. ის ვინც ვერ მოახერხებს დავალების შესრულებას, დაისჯება. შეგიძლიათ სახალისო სადღეგრძელოებიც მოიფიქროთ, მაგალითად, დიდი ზომის, ან სასაცილო სასმისიდან დალევა, მაგიდის ქვეშ შეძრომა, ან ნებისმიერი სხვა რამ. კიდევ ერთი თამაში ასეთ დღესასწაულზე (იმის გათვალისწინებით, რომ სტუმრების ოდენობა ათს არ აღემატება) არის ―კი ან არა‖ თამაშები. ამ თამაშისთვის იყენებენ წებოვან ქაღალდებს (sticknote) და იწებებენ მათ შუბლზე. შეგიძლიათ ითამაშოთ საგნებზე, ცხოველებზე, ცნობილ ადამიანებზე, მსოფლიო საოცრებებზე, აირჩიოთ ახალი წლის თემა და ა.შ.

თამაში საღეჭი რეზინით ყველას დაურიგეთ ფერადი საღეჭი რეზინების შეკვრა და დანიშნეთ 5 წუთი. დროის გასვლის შემდეგ ყველამ უნდა სცადოს ერთდროულად დიდი ბუშტის გაბერვა. ვისი ბუშტიც ყველაზე დიდი იქნება და არ გასკდება, ის დაიმსახურებს ჯილდოს, დანარჩენები კი ძალიან სასაცილოები იქნებიან სახეზე მიწებებული ბუშტებით. ეს თამაში მხოლოდ შეზარხოშებულ სტუმრებთან ერთადაა სახალისო, როცა უკვე ყველა მოდუნებულია. PINK | ზამთარი 2014

კარაოკე მართალია, სიმღერა ყველას არ გამოსდის, მაგრამ თითქმის ყველას სურს საკუთარი თავის გამოცდა, როცა ამის საშუალება არსებობს, მით უმეტეს ვიწრო წრეში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და მოსარიდებელიც არაფერია.

43


ახალი წელი ამ ყველაფერთან ერთად, არ დაგავიწყდეს, რომ საღამოს ფონად აუცილებლად უნდა გასდევდეს სასიამოვნო და საცეკვაო მუსიკა. თქვენს სტუმრებს შორის აუცილებლად აღმოჩნდებიან ადამიანები, ვინც ცეკვას მოისურვებს. ასევე აუცილებელია, დეკორაციები დაახლოებით ერთსა და იმავე ტონალობასა და ფერში იყოს გადაწყვეტილი, ან რამდენიმე ფერის შეხამებით მოახერხო სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა. ბოლო პუნქტი კი შემოსასვლელი კარის გაფორმებაა. როდესაც საახალწლო განწყობა კარის ზღურბლზევე ეუფლება ყველას, საღამოს წარმატება გარანტირებულია.

44

საუკეთსო საშობაო ალბომები

PINK | ზამთარი 2014


ახალი წელი

როგორ ავარჩიოთ საჩუქარი მამაკაცისთვის? ─ მარიამ ნანობაშვილი ზოგჯერ დატვირთული გრაფიკის გამო გვიჭირს დეტალების აღდგენა და იმის გახსენება, თუ რა საჩუქარზე ოცნებობს ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი. გთავაზობ რამდენიმე რჩევას, რათა უცებ მოახდინო კონცენტრაცია და საყვარელ მამაკაცს საჩუქარი სწორად და კარგად აურჩიო. ამის განსახორციელებლად აუცილებელია ცოტა ყურადღება და ფანტაზიის უნარი.

გამოიცანი საყვარელი ფერი

გამოიცანი საყვარელი აქსესუარი

გაიხსენე, რა ფერის ტანსაცმელს ატარებს. მეხსიერებაში არა მხოლოდ საქმიანი, არამედ ყოველდღიური ტანსაცელიც აღიდგინე. ეს მოგონება დაგეხმარება ზუსტად განსაზღვრო მისი საყვარელი ფერები და საჩუქრის თუ არა შესაფუთი ქაღალდის ფერი მაინც დაამთხვიო.

გაიხსენე, რა სახის აქსესუარები გინახავს მის სხეულზე ერთხელ მაინც. მაგალითად, ზამთარში კაცების უმეტესობა ატარებს კაშნეს, მაგრამ ქუდები არ უყვარს. ნაწილი კი ვერ იტანს, როცა ყელზე რამე უჭერს, მაგრამ დიდი სიამოვნებით ირგებს სხვადასხვა სტილის თავსაბურავს.

აარჩიე საჭიროების მიხედვით თუ მის სახლში ნამყოფი ხარ, ან მისი ოთახის ფოტოები გაქვს ნანახი, გაიხსენე რა უკიდია კედლებზე. აქვს თუ არა ოთახში საწოლზე დასამაგრებელი სანათი, თუ მწეველია, უდევს თუ არა მოხერხებული საფერფლე. მოკლედ ყველა დეტალი, რაც კი მის სახლში შეგიმჩნევია, ზედმიწევნით გაიხსენე და იდეა იმაზე თუ რა აჩუქო თავისთავად გაჩნდება.

აარჩიე ინტერესების მიხედვით თუ ის ვინმეს თავგადაკლული ფანია, ამ შემთხვევაშიც შეგიძლია მშვენიერი და ძალიან დასამახსოვერებელი საჩუქარი შეურჩიო მას. ინტერნეტში ძალიან ბევრი ვებგვერდია, რომელიც ავთენტურ მემორაბილიას ყიდის, როგორც მუსიკალური, ისე - სპორტული სამყაროდან. თუ შენი ბიჭი ფორმულა ერთის თავგადაკლული გულშემატკივარია ამ სპორტის ლეგენდების მიერ ხელმოწერილი ფოტოების ჩუქება სულ არ გაგიჭირდება.

აარჩიე ცხოვრების წესის მიხედვით თუ ის მძღოლია, უყვარს ავტომობილი და მასზე ზრუნვა, რომელიმე დიდ სერვის ცენტრში ავტომობილის სრული დიაგნოსტიკა ან მანქანისთვის აუცილებელი ხელსაწყოების კრებული საუკეთესო საჩუქარი იქნება. თუ ის ექსტრემალია, უყვარს გიჟური სპორტის სახეობები, როგორიცაა სკეიტბორდი, სნოუბორდი, თხილამურები და სხვა, შეგიძლია სპეციალური ეკიპირება შეურჩიო. ჰობის მიხედვით არჩეული საჩუქარი ყველაზე სასიამოვნო და საინტერესოა ხოლმე. მანამდე ეცადე, გაარკვიო რომელიმე სპეციალური დეტალი ხომ არ სჭირდება. ასეთი საჩუქრის არჩევისას აუცილებლად წაიკითხე სტატიები ინტერნეტში სადაც მისნაირი თავზეხელაღებულები ძალიან დეტალურად წერენ რა გამოადგებათ და რა - არა. PINK | ზამთარი 2014

45


ახალი წელი

─ ბაია ძაგნიძე

რა ვაჩუქროთ საყვარელ ადამიანებს? სულ რაღაც რამდენიმე დღეში შობა - ახალი წელი კარზე მოგვიკაკუნებს, მე კი ჯერ კიდევ არ შემირჩევია საჩუქარი ჩემი ახლობელი ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის. რასაკვირველია, ყველა ადამიანისთვის საჩუქრის ჩუქება გარკვეულ ფიქრსა და ძალისხმებას საჭიროებას რომ კარგად გაერკვა რა მოსწონს, რა იტაცებს, ხომ არ აქვს რაიმე მსგავსი, ჩემი ბიუჯეტი და ა. შ.

1. სამკაულების დასაკიდი ხე - $9.19 2. Jour by Hugo Boss 70ml. - $63.95 3. ხელნაკეთი შოკოლადები 4. Body Shop-ის სხეულის მოვლის ნაკრები - $9.00 5. Anne Semonin Spa-ს ვაუჩერი 6. შარფი - $15.59 7. Ear Muffs - $3.58 8. ხელნაკეთი საყელო მაქმანისგან 9. მაკიაჟის ფუნჯების სეტი - $10.97 10.სასაჩუქრე ბარათი

46

PINK | ზამთარი 2014


ახალი წელი

თუ შენც ჩემსავით ცოტა გაურკვეველად ხარ და არ იცი რა გინდა აჩუქო შენს ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებს, დარწმუნებული ვარ ჩემს სიაში იპოვი რაიმე შესაფერისს.

1. ვიქტორინოქსი - შვეიცარული სამხედრო დანა - $29.99 2. ნაწსოვი ქუდი ან კაშნე (შეგიძლია შენითაც მოქსოვო!) 3. Casio-ს საათი - $10.29 4. ტყავის საფულე 5. სხვადასხვა არომატის სიგარების სეტი - $12.79 6. ლამბორჯინის ფორმის მაუსი $54.95 7. ვარსკვლავური ომების პერსონაჟის USB - $19.99 8. ყურსასმენები 9. ტყავის აქსესუარები 10.მინი სპიკერი მისი სმარტფონისთვის

PINK | ზამთარი 2014

47


ახალი წელი

─ მარიამ ნანობაშვილი საახალწლო დღესასწაულებს იმდენი ტრადიცია ახლავს, სიახლეზე არასდროს ვფიქრობთ ხოლმე. თუმცა გთავაზობ იდეებს, რომლებიც კიდევ უფრო გაგიმძაფრებს ნამდვილი დღესასწაულის შეგრძნებას.

დროთა განმავლობაში ყველა სათამაშო იქერცლება, უფერულდება და უსახური ხდება, ნაძვის ხეს კი ეს არ უხდება. ყოველ წელს ახალი სათამაშოების დამატებით დღესასწაული ელვარებას არასოდეს დაკარგავს.

ყველა საჩუქარი სხვადასხვა სახის ქაღალდში უნდა იყოს შეფუთული. ნაძვის ხესთან ასეთი ყუთები უფრო ლამაზი სანახავია, თანაც თემატურ ქაღალდში შეფუთულ საჩუქარს ადრესატი უფრო ადვილად ამოიცნობს.

შეიძლება სულაც არ გეგმავდეთ სახლში საცივის გაკეთებას (და ის მაღაზიიდან ამოიტანოთ), მაგრამ აუცილებელია ახალი წლის წინ ბაზარში, მარკეტში ან უბნის მაღაზიაში დიდი სიით წასვლა. ათასი საჭირო (ან თუნდაც ნაკლებად აუცილებელი) ნივთის შეძენა და იმის შეგრძნება, რომ ახალი წლისთვის მზად ხარ .

48

ალბათ ყველას სკოლაში გვაკეთებინებდნენ ასეთ ფანტელებს და საახალწლო არდადეგების დაწყებამდე საკლასო ოთახის მინებზე გვაკვრევინებდნენ. ეს ტრადიცია განსაკუთრებულს ხდის მთლიან დღესასწაულს. ფიფქები ქუჩიდანაც ლამაზად ჩანს (თანაც თუ ნათურებსაც დაკიდებთ ფანჯარაზე) და ოთახშიც ნაძვის ხესთან ერთად განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ ამ საუკუნეში აღარავინ იყენებს გადაპრანჭულ ჭურჭელს, დღესასწაულებზე ეს მაინც აუცილებელია. ლამაზი ფაიფურის თეფშებით გაწყობილი მაგიდა ყოველდღიურ ჭურჭელთან შედარებით ნამდვილად ქმნის განსხვავებულ განწყობას. ასევე გირჩევთ, ჭურჭელთან ერთად სადღესასწაულო ხელსახოცებსაც ნუ დაივიწყებთ და თუკი ქსოვილისგან შეკერილი ხელსახოცები გაქვთ, დღესასწაულები სწორედ ის დროა რომ ასეთი ნივთები გამოიყენოთ.

PINK | ზამთარი 2014


─ ირინკა ანდრეევა

PINK | ზამთარი 2014

ახალი წელი

49


ახალი წელი

7 იდეა

─ მარიამ ნანობაშვილი

რომანტიკული ახალი წლისთვის

ახალ წელს ბუხარი და თოვლი ყველაზე მეტად უხდება. ამას დამატებული მშვიდი მუსიკა და ცოტაოდენი ღვინო. ამაზე უფრო რომანტიკული სიტუაცია არ არსებობს.

50

საყვარელი ადამიანისგან მოშორებით თუ ხვდები ახალ წელს, მაშინ წინასწარ მოუმზადე სიურპრიზები იქ, სადაც ის იქნება ახალი წლის ღამეს. დამალე მის ბინაში რამდენიმე პატარა საჩუქარი და 12 საათამდე ნახევარი საათით ადრე პერიოდულად უგზავნე მინიშნებები. ამით დღესასწაულს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს და სასიამოვნოს გახდი PINK | ზამთარი 2014


ახალი წელი

ახალი წლის ღამეს შეგიძლიათ ისეთ ადგილებში ისეირნოთ, რომლებთანაც მთელი წლის განმავლობაში მომხდარი სასიამოვნო მოვლენები გაკავშირებთ.

მართალია, ახალი წლის ღამე შეიძლება ძალიან ცივი იყოს, მაგრამ მაინც ღირს მისი გარეთ გატარება. აირჩიეთ ქალაქის ყველაზე მაღალი წერტილი, ან ყველაზე მაღალი შენობა ცენტრში და მოაწყვეთ პატარა პიკნიკი. ახალი წლის შეხვედრა ლამაზად მოციმციმე ქალაქის შემყურე ძალიან რომანტიკული და განსაკუთრებული იქნება, თანაც სიცივე აუცილებლად გაიძულებთ ერთმანეთთან ჩახუტებულები შეხვდეთ ახალი წლის მოსვლას.

გაატარეთ ახალი წლის საღამო ფუმფულა საწოლში საყვარელ ადამიანთან ერთად. მოიმარაგე ისეთი სასუსნავები, რომლებიც არ საჭიროებს ბევრ მომზადებას. იზრუნე დიდ ეკრანსა და საჭირო ფილმების არჩევანზე. დანარჩენი ფანტაზიის ამბავია.

დაგეგმეთ ახალი წლის ღამე მეგობარ წყვილთან ერთად. აუცილებლად წინასწარ იზრუნეთ გარემოზე - სანთლები, რამე მსუბუქი ალკოჰოლი და სასიამოვნო მუსიკა რომელზეც ტორტმანით იცეკვებთ. PINK | ზამთარი 2014

მართალია შესაძლოა საახალწლოდ მოგზაურობის დაგეგმვა დიდი თავისტკივილი და ხარჯი აღმოჩნდეს მაგრამ არაფერი ჯობია იმას როდესაც ახალ შეგრნებებს საყვარელ ადამიანთან ერთად ცდი. გაერიდეთ ქალაქს ან სულაც დატოვეთ ქვეყანა თუნდაც 2-3 დღით. თავგადასავალი აუცილებლად შესძენს რაღაც ახალს თქვენს ურთიერთობას.

51


ახალი წელი

როგორ ავიხდინოთ საახალწლო ოცნებები? ─ ქეთევან გოგიაშვილი

52

PINK | ზამთარი 2014


ახალი წელი

PINK | ზამთარი 2014

53


ახალი წელი

როგორია?! ალბათ ცუდი არ უნდა იყოს, რადგან უამრავი წარმატებული და რაციონალურად მოაზროვნე (მეოცნებესთან ერთად, რა თქმა უნდა ) ადამიანი იყენებს პოზიტიური ფსიქოლოგიის ამ აღმოჩენას და, როგორც ირწმუნება, ფანტასტიკურ შედეგებსაც აღწევს.

ვცადოთ? მე, როგორც კომპიუტერის და ინტერნეტის დიდმა თაყვანისმცემელმა, გადავწყვიტე, რომ რუკა, შენთან ერთად, პირდაპირ ონლაინში დავამზადო, მერე კი, მთელი წლით, Desktop-ზე ანუ ჩემი კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე მივუჩინო ადგილი. თუ ეს ვარიანტი არ მოგწონს, შეგიძლია, ამობეჭდო და კედელზე გააკრა - გემოვნებაზე არ დავობენ და თუ დავობენ - სულ ტყუილუბრალოდ . მანამდე, სანამ უშუალოდ რუკის დამზადებას შევუდგებით, მოდი, შენი ყველაზე სანუკვარი ოცნება ჩამოწერე.

54

ნატვრა რომ აგიხდეს, უპირველეს ყოვლისა, იგი უნდა გქონდეს! ხომ მეთანხმები? ე. ი. საჭიროა, წინდაწინ იცოდე, რა გეგმები გაქვს: პირადი ცხოვრების, გართობის, კარიერული წინსვლის, ჯანმრთელობის თუ გარეგნობის გაუმჯობესების კუთხით. მთავარია, თავი არ შეიზღუდო და შენი „შეკვეთა―, რაც შეიძლება, სრულყოფილი გამოვიდეს.

ჩამოწერე? ახლა, აი, ამ სერვისზე გამომყევი:

fototalisman.com ბევრი ვეძებე, ვარჩიე და, ჩვენი განზრახვის შესასრულებლად, ყველაზე მეტად ეს მომეწონა. რუსულენოვანია, მაგრამ თუ ამ ენაზე არ საუბრობ, პრობლემა არაა - შენ გვერდით ვიქნები და დაწვრილებით აგიხსნი, რა და როგორ გააკეთო:

1. პირველ რიგში, შაბლონი აირჩიე და მასზე გაბედულად დააწკაპე. მე შაბლონი „С новым годом!― ავირჩიე, საკმაოდ სიმპატიურად გამოიყურება.

PINK | ზამთარი 2014


ახალი წელი 2. ახლა კი შაბლონის ზედა მარჯვენა კუთხეში ჩამოწერილი კატეგორიები დაათვალიერე. სულ 10 კატეგორიაა: Бытовая техника საყოფაცხოვრებო ტექნიკა; Дом - სახლი; Домашие животные - შინაური ცხოველები; Красота и здоровье - ჯანმრთელობა და სილამაზე; Любовь и семья - სიყვარული და ოჯახი; Путешествие - მოგაურობა; Роскошь 3. მონიტორზე მორგება ფუფუნება; Самореализация თვითრეალიზაცია; Транспорт - ტრანსპორტი; როცა სასურველი ფოტოებით გაწყობილი Хобби и спорт - ჰობი და სპორტი. სურვილების რუკა მზად გექნება, მის ქვემოთ შენი ამოცანაა, წინასწარ ჩამოწერილი Подогнать под экран (მოარგე ეკრანს) სურვილების თითოეულ პუნქტს თითო ფოტო პუნქტი მონიშნე (სურათი 3) და შენი შეუსაბამო, მერე კი მაუსით გადაიტანო მონიტორის ზომა შეარჩიე. მარცხნივ, არჩეული შაბლონის იმ ადგილზე, 4. დააწექი ღილაკს Готово (მზადაა) სადაც მისი განთავსება მიგაჩნია საჭიროდ. და ჩამოტვირთე ფოტო კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ საჭირო ფოტოებს თვითონ მოძებნი ინტერნეტში ან, კომპიუტერში. თუ გრაფიკულ რედაქტორებში ერკვევი, საკუთარი ფოტოალბომის მიხედვით მოამზადებ (თითოეულ მათგანზე მთავარი გმირი თვითონ რომ იყო - ამბობენ, ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურად მუშაობსო). ფოტოების ატვირთვა შეგიძლია ღილაკზე „Загруить свои фотографии― (ატვირთე შენი ფოტოები) დაწკაპებით, ხოლო შესაბამისი წარწერების გაკეთება (ყველაზე უპრიანია მოკლე და ეფექტური აფირმაციები) ღილაკის „Добавить наклейку с текстом― (დაამატე გასაკრავი წარწერა) გამოყენებით. ხომ ადვილია? ადვილიც და იმაზე არანაკლებ სასიამოვნოც, ვიდრე საახალწლო სამოსის, სამკაულების ან ნაძვის ხის მორთულობის შერჩევა. შედეგი კი, დარწმუნებული ვარ, სასიამოვნოდ გაგაოცებს. ბედნიერ ახალ წელს და ყველა საახალწლო ნატვრის ახდენას გისურვებ! P. S. ჰო, არ დაგავიწყდეს, ახდენილი სურვილების შესახებ ჩვენც - შენს ერთგულ და სანდო მეგობრებსაც - მოგვწერო ;). PINK | ზამთარი 2014

55


ახალი წელი

ღვინისთვის მიძღვნილი ცხოვრების ნახევარი

─ ნინი კერესელიძე 56

PINK | ზამთარი 2014


ახალი წელი ყალიბდება, დაახლოებით ასეთი სქემით, ფული გვაქვს და მოდი გავაკეთოთ ღვინის კომპანია, გავყიდით და ვიშოვით ფულს. თუმცა ეს ძალიან მცდარი ნაბიჯია. ღვინოს მოფერება, მოვლა და პატრონობა ჭირდება, ბავშვივითაა, როგორსაც გაზრდი, ისეთ შედეგსაც მიიღებ. თუ ბავშვს არ ასწავლი, არ მისცემ განვითარების საშუალებას, არ დაეხმარები კარიერის და ცხოვრების მოწყობაში, რომ გაიზრდება ვინ იქნება!? ღვინოც ასეა, რომ მიიღო შედეგი, თუნდაც ფინანსური, ბევრი უნდა გასცე, ბევრი უნდა მოუარო, მოეფერო და გაზარდო. მერე კი შედეგს დაელოდო რომელიც აუცილებლად მოვა. სამწუხაროდ ეს იშვიათად რომ ვინმეს ესმოდეს. აი, მეღვინეებს კი ესმით, თუმცა მეღვინეების არ ესმით ხშირად. (იცინის)

რომელ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას? როდიდან დაიწყეთ მუშაობა? ამ სფეროში უკვე 18 წელია ვმუშაობ, ერთერთ ღვინის ქარხანაში ლაბორანტად დავიწყე მუშაობა, შემდეგ კი წლებთან ერთად თანამდებობებსაც ვიცვლიდი და წინ მივიწევდი, ამჟამად კი ―ქიმერიონში‖ დეპარტამენტის უფროსი ვარ. ყველაზე მეტად ჩემი პროფესია მიყვარს და ამიტომაც სულ ვცდილობ რომ ამ სფეროში კიდევ უფრო განვვითარდე და წინ წავიწიო. ღვინოში არ არსებობს ბოლო. აქ უწყვეტი რეჟიმია განვითარებისთვის, ამიტომ სულ ფეხდაფეხ უნდა სდიო, რომ არ ჩამორჩე. ამიტომ ხშირად სადმე დასაკარგი დრო (კომპანიას ვგულისხმობ) სადაც განვითარების არანაირი პერსპექტივა არ არის, არ მაქვს. ამ დროს უბრალოდ წარმატებები უნდა უსურვო ყველას ადგე და წამოხვიდე.

როგორ თვლით რამდენად კარგი მეღვინეები არიან ქართველები? მეღვინეები არ შეიძლება იყვნენ ცუდები, ისინი ყოველთვის ცდილობენ ღვინოს მიეხმარონ დაბადებაში, გაზრდაში და ჩამოყალიბებაში. ხშირად საქართველოში, ღვინის კომპანიები, სპონტანურად PINK | ზამთარი 2014

ძნელია პასუხის გაცემა, თუმცა მაინც მაქვს ერთი განსაკუთრებული - ოროველა, წითელი მშრალი ღვინოა, საფერავისგან დამზადებული. ამჟამად სახლშიც მაქვს ერთადერთი ბოთლი და თავის დროს ელოდება როცა გაიხსნება. საერთოდ ასე ვარ, ყველა ღვინოს, თავის გახსნის დრო აქვს ჩემთვის, რაღაც განსაკუთრებულ დღეს უნდა ემთხვეოდეს,რომ განსაკუთრებული ღვინოც დალიო. ასეთ შემთხვევაში ღვინის გემოც დიდხანს გამახსოვრდება და დღეც დაუვიწყარი ხდება, ერთი მეორეს ალამაზებს. უპირატესობის მინიჭება კი ძალიან მიჭირს, მაინც ხასიათს გააჩნია, ხშირად ხასიათის მიხედვითაც შემირჩევია ღვინო.

თქვენი აზრით რომელი ღვინო მოუხდება საცივს? :) არ მიყვარს, ასეთ კითხვას როცა მისვამენ. ყველას თავისი გემოვნება აქვს, რჩევასაც აზრი არ აქვს, მაინც გამოჩნდება ვინმე ვინც საცივს ქინძმარაულს მიაყოლებს და იტყვის, საცივიც გემრიელია და ღვინოსაც განსაკუთრებული გემო ჰქონდაო (იცინის). ამიტომ ასეთ კითხვებს ხშირად თავს ვარიდებ ხოლმე. ისე კი, თეთრ მშრალ ღვინოს ვურჩევდი.

57


ახალი წელი თუ არის რაიმე განსაკუთრებული ღვინო გოზინაყთან ერთად? გოზინაყი იმდენად ტკბილი და გემრიელია, რომ ჩემი აზრით ღვინო მასთან წარმოუდგენელია. ერთიც დაკარგავს გემოს და მეორეც. საერთოდ, ერთი მარტივი წესი არსებობს ასეთ შემთხვევაში:

ამ ბოლო პერიოდში, რატომღაც ყველა ცდილობს ყველაფერს ღვინო მოარგოს, ან პირიქით, ღვინოს მოარგონ რამე საკვები, თითქოს მოდადაც იქცა. თუმცა გეტყვით რომ არსებობს ღვინოები რომელიც არაფერს არ უნდა მიაყოლოთ, ის მარტო, ყოველგვარი მისაყოლებელის გარეშე უნდა დააგემოვნოთ, რომ მთელი მისი ხიბლი შეიგრძნოთ.

ტკბილი სუფრისთვის ღვინოები, ანუ ნამცხვრებზე და ტორტებზე რა შეიძლება დალიო? ასეთ შემთხვევებში ხშირად ნახევრად ტკბილ ღვინოებს სვამენ, მაგალითად: ქინძმარაულს, ხვანჭკარას, ახაშენს... თუმცა ტორტთან თავს შევიკავებდი. 

ახალი წელს რას უკავშირებთ? ჭამა, სმა, გართობა, თუ კიდევ რამე? დასაკავშირებელი არაფერია, ეს ჩვეულებრივი წესია, ტრადიციად ქცეული. ახალ წელს ყველა ოჯახში სუფრა იშლება. ამ დღისთვის ყველა განსაკუთრებულად ემზადება და სუფრებიც სართულებადაა გადაჭედილი. ზოგისთვის რწმენაა: რაც უფრო ხვავით და ბარაქით შეხვდებით, მით უფრო ბარაქიანი იქნება წელიო. თუმცა მე ვიტყოდი, . ყველას თავისებურად ესმის ახალი წელიც და გართობაც. მე ჩემს ოჯახთან ერთად მირჩევნია ახალი წლის გატარება, მათთან ერთად ყოფნა, თითქოს მთელი წლის ენერგიით ვიმუხტები ამ დროს. განსაკუთრებით როცა საჩუქრები იხსნება. დღემდე პატარა ბავშვივით მიხარია ნაძვის ხე და მის ძირში დალაგებული საჩუქრები. მე მაინც ოჯახურ დღესასწაულად აღვიქვამ.

58

PINK | ზამთარი 2014


ახალი წელი

ხვანჭკარა ადგილწარმოშობის დასახელების, წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო. დამზადებულია რაჭის რეგიონში, ზღვის დონიდან 450-750 მ-ზე არსებულ ხვანჭკარის მიკროზონაში დაკრეფილი ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ყურძნის ჯიშებისგან. აქვს მკვეთრად გამოხატული ლალისფერი, მარწყვის, კენკრისა და მაყვლის არომატი, რბილი ხავერდოვანი გემო ხანგრძლივი დაბოლოებით.

მოხმარების ტემპერატურა: 10-12 °C. საკვებთან შეხამება: სხვადასხვა სახის მსუბუქი ყველი, ხილი, ტკბილეული და ჩაროზი.

უსახელაური ბუნებრივად ნახევრადტკბილი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღვინო ქართულ ღვინოებს შორის. დამზადებულია რაჭალეჩხუმის რაიონიში, ზღვის დონიდან 450-650 მ-ზე არსებულ სოფელ ოყურეშში დაკრეფილი უსახელოურის ყურძნის ჯიშისგან. ღვინო არის მუქი ლალისფერიძლიერი ჯიშური და სასიამოვნო ბუკეტითა, გემოში გამოხატული კენკროვანი ხილის არომატებითა და ჰარმონიული ხანგრძლივი დაბოლოებით.

მოხმარების ტემპერატურა: 10-12 °C. საკვებთან შეხამება: სხვადასხვა სახის მსუბუქი ყველი, ხილი, ტკბილეული და ჩაროზი.

ჩქერა ღვინო დამზადებულია კახეთის რეგიონში, ზღვის დონიდან 320750 მ-ზე არსებულ გურჯაანის მიკორზონაში, დაკრეფილი საფერავის ყურძნის ჯიშისაგან. არის მუქი ლალისფერი, აქვს ჰარმონიული და ხავერდოვანი გემო, მწიფე შავი მოცხარისა და მაყვლის არომატები, მკაფიოდ გამოხატული მუხის ტონებით. გემოში დაბალანსებული ხანგრძლივი დაბოლოებით.

ქინძმარაული ადგილწარმოშობის დასახელების, წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო. დამზადებულია კახეთის რეგიონში 250-550 მ-ზე არსებულ ქინძმარაულის მიკროზონაში დაკრეფილი საფერავის ყურძნის ჯიშისაგან. აქვს მუქი ბროწეულის ფერი, გემოზე ჰარმონიული, სრული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატებით, მაყვლისა და შავი მოცხარის ტონებით. PINK | ზამთარი 2014

მოხმარების ტემპერატურა: 14-16 °C. საკვებთან შეხამება: საქონლის სტეიკთან, ცხვრის ხორცთან, მწვადთან, ნანადირევ ხორცთან და დავარგებულ ყველთან.

მოხმარების ტემპერატურა: 10-12 °C. საკვებთან შეხამება: ყველი, ხილის სალათები, ტკბილეული და ჩაროზი

59


წარმატება

─ თათია ჯონსონი

თუ შენ ახალგაზრდა და საქმიანი ქალი ხარ, ალბათ შეგიმჩნევია, რომ ელექტრონულ ფოსტას ხშირად ამოწმებ და ყველა მიღებულ წერილზე პასუხის გაცემით ერთგვარ სიამოვნებას იღებ. მიუხედავად თვით-კმაყოფილების შეგრძნებისა, წერილების გარშემო ტრიალი შენი სამუშაოსთვის არც ისე ეფექტიანია. თუმცა, კარგი ამბავი ისაა, რომ ამის შეცვლა დღეიდანვე შეგიძლია, თუ გაითვალისწინებ შემდეგს:

62

PINK | ზამთარი 2014


წარმატება  წერილები მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ დროს შეამოწმე;  გამორთე შეტყობინებები ახალი წერილის შესახებ;  შეცვალე Outlook-ის სტილი, სხვანაირად დაახარისხე წერილები.

მართალია, უქმე დღეები მორჩა და წინ კიდევ 5 გრძელი სამუშაო დღე გელის... თუმცა შენ მარტო არ ხარ, ვისაც ორშაბათი არ უყვარს. საქმე იმაშია, რომ ორშაბათის სიძულვილი სამუშაოს არ გაგიადვილებს. ამიტომაც, შემდეგი კვირიდან შეცვალე შენი მიდგომა:

 კარგად დაგეგმე მთელი კვირა. ამის გაკეთებისთვის კი ორშაბათი ყველაზე მოსახერხებელია;  წარმოიდგინე პარასკევი, როდესაც ყველაფერი გაკეთებული გექნება და შაბათ-კვირას უშფოთველად გაატარებ;  განსაკუთრებულად შეხვდი ორშაბათს. მაგალითად, სამსახურში ყვავილები წაიღე, ან საყვარელი სამკაული გაიკეთე.

PINK | ზამთარი 2014

პატარა საქმეების ხვალისთვის გადადება ერთი შეხედვით არაფერს აშავებს, მაგრამ მალე „ხვალ― – „მომავალ კვირად― და შემდეგ კიდევ „მომავალ თვედ― იქცევა. ეს თვისება რომ ამ წელში დატოვო და მომავალ წელს ახალი შემართებით შეუდგე, გაითვალისწინე შემდეგი რჩევები:

 პრიორიტეტის მიხედვით დაალაგე საქმეები. კალენდარის წარმოება ამაში დაგეხმარება (შეგიძლია გამოიყენო გუგლის არაჩვეულებრივი უფასო კალენდრის სერვისი, რომელიც გასაკეთებელი საქმეების სიას თუ დაგეგმილ შეხვედრებს SMS-ით გამოგიგზავნის);

 ისწავლე, როგორ მიმართო შენი ყურადღება მხოლოდ ერთ რამეზე შეუწყვეტლივ იმუშავე 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი დაისვენე 5 წუთით;

 დაიხმარე მეგობარი საქმის ხვალისთვის გადადებას აპირებ? სთხოვე შენს მეგობარს ან თანამშრომელს, პერიოდულად შეამოწმოს შენი კალენდარი და შესრულებული სამუშაო.

63


წარმატება

─ მარია რეხვიაშვილი

კორპორატიული წვეულება დღეს სამსახურში რომ მოვედი თანამშრომლები ნაძვის ხის დასადგმელ ადგილს ეძებდნენ. მერე ძველი ნაძვის ხე გამოიტანეს და შესასვლელში ყველამ ერთად მოვრთეთ, ძალიან სახალისო იყო, ბევრი ვიცინეთ. თითოეული სათამაშო რაღაც ისტორიასთან არის დაკავშირებული, ზოგს ჩვენი სამსახურის ლოგო ამშვენებს, ზოგი სხვადასხვა ორგანიზაციებმა გვაჩუქეს, ზოგი ჩვენ თვითონ შევქმენით, ზოგიც თანამშრომლის ბავშვებმა გააკეთეს. მერე გადავწყვიტეთ, რადგანაც 31 დეკემბერი წელს სამშაბათი დღეა და ყველამ უნდა ვიმუშაოთ, საახალწლო კორპორატიული წვეულება მოგვეწყო, სადაც ყველა ერთად გავერთობოდით და ახალ წელს შევხვდებოდით. მთელი დღე გოგოებმა ინტერნეტში საინტერესო იდეების ძებნაში გავატარეთ, მეგობრებს და ნაცნობებსაც ჩამოვურეკეთ და გავარკვიეთ, თუ როგორ უნდა მოვაწყოთ კორპორატიული წვეულება. შეიძლება შენს სამსახურშიც გინდოდეს წვეულების მოწყობა, ასე რომ ეს სტატია აუცილებლად გამოგადგება.

64

უპირველეს ყოვლისა უნდა გაითვალისწინო შემდეგი:  სასურველია წვეულება მოაწყო ოფისის გარეთ;  შეეცადე, ყველამ კომფორტულად იგრძნოს თავი. არ დააძალო მათ, ატარონ სანტას ქუდები მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ატარებ, არ აიძულო, მონაწილეობა მიიღონ საახალწლო თამაშებში. დაიმახსოვრე, ეს წვეულება ყველას სიამოვნებისთვის არის;  სტანდარტული „წამოდი სადმე დავლიოთ და ვჭამოთ წვეულება“ მოსაწყენია;  თუ გაქვთ საშუალება, შესაძლებელია კორპორატიული საახალწლო წვეულების მოწყობა სპეციალურ ორგანიზაციას დაავალოთ;  სასმელი და საჭმელი აუცილებელი კომპონენტებია;

წვეულების

 კორპორატიული საახალწლო წვეულება მშვენიერი საშუალებაა გაიცნო შენს ორგანიზაციაში მომუშავე ადამიანები რომლებსაც აქამდე არ იცნობდი. PINK | ზამთარი 2014


წარმატება

ადგილი წვეულება რესტორანში შეგიძლია თანამშრომლებთან ერთად რომელიმე კარგ რესტორანში წახვიდე. ამ ბოლოს დროს რესტორნები ხშირად გვთავაზობენ სპეციალურ სადღესასწაულო მენიუს და გასართობ პროგრამებს.

გართობა წვეულების დროს გართობაც აუცილებელია, ჩართეთ რამოდენიმე თამაში პროგრამაში და ბევრად უფრო სახალისო და დასამახსოვრებელი წვეულება გამოგივათ.

წვეულების მოწყობა შესაძლებელია როგორც მხოლოდ თანამშრომლებთან, ისე მათ ოჯახებთან ერთად, რაც ძალიან კარგი საშუალებაა იმ ადამიანების ოჯახის წევრების გასაცნობად, ვისთანაც დღის უმეტეს ნაწილს ატარებ.

წვეულება პაბში ან კაფეში პაბში წვეულება ბევრად უფრო საინტერესო იქნება ვიდრე რესტორანში, პაბშიც ხშირად არის სპეციალური სადღესასწაულო მენიუ და პროგრამები სტუმრების გასამხიარულებლად და უფრო მეტი თავისუფლებაა. რა თქმა უნდა დამატებით გასართობი შეგიძლიათ თვითონ მოიფიქროთ.

წვეულება ბოულინგ ცენტრში ან კარაოკე-ბარში ეს იქნება ნამდვილი წვეულება ახალგაზრდა თანამშრომლებისთვის, ვისაც მხოლოდ ჭამა და დალევა არ აკმაყოფილებს. ასე რომ თუ თქვენი კომპანიის კოლექტივი ახალგაზრდებისგან შედგება, ითამაშეთ ბოულინგი ან იმღერეთ კარაოკეზე.

მაგალითად: დაჯილდოება ნომინაციებში ან/და სახალისო ნომინაციებში, შეგიძლიათ წინასწარ ჩაატაროთ სამსახურში ანონიმური ხმის მიცემა მაგალითად „მის და მისტერ სამსახური“ ან „წლის ფუტკარი“ და გამარჯვებულებს სახალისო და სამახსოვრო პრიზები და სიგელები გადასცეთ;

თანამშრომლების ბავშვობის სურათების დიდ ეკრანზე გაშვება, ძალიან სახალისო გამოვა როცა რომელიმე ძველ სურათში შენთვის ნაცნობი ადამიანის სახის გამოცნობას ცდილობ და თუ არ იცნობ მითუმეტეს გაიცნობ; მუსიკალური სკამი, თამაშის მსურველთა რაოდენობაზე ერთით ნაკლებ სკამს იღებთ და დგამთ წრეზე, შემდეგ რთავ მუსიკას და მონაწილეებზე ამ მუსიკაზე უნდა ცეკვით წრე შემოუარონ, უცბად მუსიკა წყდება და ყველა სკამზე ჯდება, ერთი მონაწილე რომელსაც სკამი არ შეხვდა თამაშს ტოვებს;

PINK | ზამთარი 2014

65


წარმატება საახალწლო სიმღერებში გუნდური შეჯიბრი, სადაც მთავარია ვინ უფრო მეტ სიმღერას გაიხსენებს ახალ წელზე და არა ის ვინ უკეთ იმღერებს; ან კარაოკე შეჯიბრი ანეკდოტების მოყოლაში, ძალიან სასაცილო იქნება და თან იუმორის გრძნობასაც შეამოწმებთ; ნივთის (ბუშტის, ქუდის, შარფის) წრეში გადაცემა ხელების გამოყენების გარეშე, მხიარული სიტუაცია იქმნება ხოლმე; მუმიის გაკეთება ტუალეტის ქაღალდისაგან, მონაწილეები იყოფიან 2 გუნდად ეძლევათ რამოდენიმე შეკვრა ტუალეტის ქაღალდი და რამოდენიმე წუთი ერთერთი მონაწილისაგან მუმიის გასაკეთებლად, ქაღალდი უნდა დაახვიონ ისე რომ ადამიანი მუმიას დაემსგავსოს, დროის გასვლის შემდეგ რომელი გუნდსაც უკეთესი მუმია ეყოლება გამარჯვებულიც ის იქნება; ცეკვაში შეჯიბრი, წყვილები ცეკვავენ სხვადასხვა მუსიკაზე და შეიძლება შუბლით ბუშტი ან კარტოფილი დაიჭირონ, ხელის მიხმარება არ შეიძლება, ვინც ყველაზე კარგად იცეკვებს ისე რომ ეს ნივთი არ ჩამოუვარდება ის იმარჯვებს, შეიძლება გაზეთზე ცეკვაში შეჯიბრიც ანუ თავიდან წყვილი დგება გაზეთზე და ყოველი ცეკვის შემდეგ გაზეთი შუაზე იკეცება, იქამდე სანამ გაზეთზე მარტო ერთი ადამიანის ადგილი არ დარჩება, „კომპეტენტური“ ჟიური ამოწმებს რომ წყვილმა არ დაარღვიოს წესი და არ გადაცდეს გაზეთს.

PINK | ზამთარი 2014

საჩუქრები დილემა: აჩუქო თუ არა საჩუქარი უფროსს და კოლეგას ან რა შეიძლება აჩუქოთ? საკამოდ ძნელია შეარჩიო საჩუქარი თანამშრომლისთვის, განსაკუთრებით ისეთისთვის, რომელსაც კარგად არ იცნობ. თუმცა ზოგიერთი კომპანია ყველა თანამშრომელს ჩუქნის საჩუქარს და თუკი ამაზე ფიქრიც შენ გიწევს, იცოდე, რომ მიღებულია:

• სკრეპბუქი, ალბომი;

სურათის

ჩარჩო

და

• სასაჩუქრე კალათები და სასაჩუქრე ბარათები; • წიგნები და წიგნის სასაჩუქრე ბარათი;

მაღაზიის

• გრავირებული ნივთები. რაც შეეხება დრესკოდს, გადაშალე 22-ე გვერდზე. ასევე, გახსოვდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს საახალწლო წვეულებაა, ის მაინც კორპორატიულია და სამოსში ზომიერება და თავშეკავებაა საჭირო ვიდრე უბრალოდ მეგობრებთან და ოჯახთან წვეულების დროს.

66


გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს!


PINK MAGAZINE, #2 (Winter, 2014)  
Advertisement