Sizmris axsna

Page 1

რა არის სიზმარი? ალბათ ყოველ ჩვენგანს გასჩენია ეს შეკითხვა. მეცნიერული ახსნით, სიზმარი არის "ძილის მდგომარეობაში სრულიად უნებლიე აღმოცენება და მიმდინარეობა ფსიქიკური შინაარსებისა, უმთავრესად თვალსაჩინო წარმოდგენებისა, რაც, ძირითადად, უნებლიე ფანტაზიის ობიექტური სინამდვილით შეუზღუდავი გამოვლინებაა". Sizmris axsna, ან მარტივად „ სიზმრის ახსნა “ ძალიან გავრცელებულია. ჩვეულებრივი ადამიანი მას უფრო მარტივი ენით ახსნის, ზოგიერთის აზრით, სიზმარს ბიოლოგიური დანიშნულება აქვს, კერძოდ, დასვენება, ზოგიერთი კი იმ აზრს უფრო ემხრობა, რომ სიზმარი ჩვენს სულიერ მდგომარეობას, ჩვენს ქვეცნობიერს გამოხატავს. მაგრამ უცნაურია ის ფაქტი, რომ ზოგჯერ ძილის წინ რაზეც ვფიქრობთ ის გვესიზმრება, ზოგჯერ კი ის, რაზეც საერთოდაც არ გვიფიქრია. ფაქტი კი ერთია, სიზმარი ალეგორიული ხასიათის მატარებელია. სიზმრებს დიდი ყურადღება დაუთმო გამოჩენილმა ფსიქოლოგმა, ზიგმუნდ ფროიდმა. მისი აზრით, სიზმრის შინაარსი შეესებამება ადამიანის გაუცნობერებელ სურვილებს, მისწრაფებებსა და მოტივებს.

სიზმარი ძველად ჯერ კიდევ უძველეს დროში აფიქრებდა ადამიანს სიზმრად ნანახი. როდესაც პირველყოფილი ადამიანის ფანტაზიამ შექმნა მცდარი და პრიმატული აზრი სამყაროზე, ადამიანებმა ირწმუნეს, რომ არსებობს ზებუნებრივი ძალები, ეს ძალები იმყოფება საგნებში (მათ ფეტიები უწოდეს), ადამიანთა, ცხოველთა და მცენარეთა სხეულში (მათ „სულები“ უწოდეს). ახსნეს სიზმარიც: იგი მიიჩნიეს „სულის“ თავგადასავლად, „სული“ კი თითქოს მოგზაურობდა სხეულის ძილის დროს. ჩვენი შორეული წინაპრები უმეცარნი იყვნენ. არ შეეძლოთ შებრძოლებოდნენ ბუნების ძალებს და ქმნიდნენ სხვადასხვა მაგიურ წეს-


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.
Sizmris axsna by di maria - Issuu