Diplomat November 2018

Page 34

ამ წარმატებამ გიბიძგათ თუ არა იმისკენ, რომ უფრო გააღრმაოთ ეს ბიზნესურთიერთობები და თუნდაც, ახალი ბრენდი შემოიყვანოთ? რა თქმა უნდა! ამას ჰქვია წარმატების სურნელი და როცა ამ სურნელს იგრძნობ, ძალიან რთულია, მშვიდად იყო. ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა, როდესაც მომხმარებელს ვხედავ კმაყოფილს როდესაც მომხმარებელი შემოდის და გეუბნება - „ეს ბრენდი თქვენ უკვე გაქვთ?! ჩვენ კიდევ საიდანღაც შემოგვქონდა“, მაშინ ვხვდები, რომ თუნდაც ამ ერთი რეაქციით მივიღე სასიამოვნო ემოცია. როგორ ფიქრობთ, საჭიროებს თუ არა ბიზნესურთიერთობები კიდევ უფრო განვითარებას და რა არის საჭირო ორი ქვეყნის უფრო დაახლოებისთვის? დღეს, ევროპასთან არსებული ძალიან კარგი ურთიერთობები ამარტივებს პროდუქციის შეძენას. მე სხვა ქვეყნებშიც მქონდა ბიზნესი და თუ შევადარებთ 2004 წლიდან, დღეს, საქართველოში, ყველაზე კარგი კანონმდებლობაა ბიზნესის სამართავად. უკვე 2014, 2015, 2016 წლებში, მიღწეულია ისეთი შეთანხმებები, რომ გამარტივებულია ევროპიდან საქონლის მიღება. თუ ევროპაში წარმოებული საქონელი შემოგაქვს, ბევრი წინააღმდეგობა ქრება, ზედმეტი გადასახადები არ გაქვს და ვისაც შრომა უნდა, ბიზნესის წარმოება მარტივია. საქართველოს ხელისუფლებაც და ის ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, ეკონომიკური განვითარებისკენ არიან მომართულნი. რაც შეეხება შედარებით ახალ და განსხვავებულ მიმართულებას, ჩაის ბიზნესს? „პალე დე ტე“ არის ჩაის ფრანგული ბრენდი, რომელიც 1987 წელს, პარიზში დაარსდა. დღეს, ეს ბრენდი უკვე 200-ზე მეტი სახეობის ჩაის და სხვადასხვა თემატურ აქსესუარს აერთიანებს. „ივ როშეს“ ვიცე-პრეზიდენტის იდეა იყო, რომ ჩაის შემოტანა დაგვეწყო. იქიდან გამომდინარე, რომ არა მარტო ღვინის, არამედ ჩაის ქვეყანა ვართ, ამ შემოთავაზებას დავთანხმდი. ახლა უკვე, ვეძებთ კარგ ჩაის, რომელიც მსოფლიოში, ოთხმოცივე მაღაზიაში, ქართული ბრენდის სახელით იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება სიახლეებს, როგორც თქვენთვის ცნობილია, მომხმარებელს 5 სახის „დეტოქს“ ჩაის ვთავაზობთ - ბრაზილია, იაპონია, სამხრეთ აფრიკა, ინდოეთი და სკანდინავია აერთიანებს ჩაის მომზადების უნიკალურ მეთოდებს. რამდენად რთული იყო, ამ კუთხით, სამუშაოს წარმოება იქიდან გამომდინარე, რომ მაინც განსხვავებული მიმართულებაა? მომხმარებელს ვთავაზობთ არა პარფიუმერიას, არამედ - ემოციას. რა იქნება ამ ემოციის ქვეშ შეფუთული, სულ ერთია. მთავარია მომსახურება, გახსნილობა, ღიმილი. ჩაიც ხომ სურნელთან არის დაკავშირებული. თქვენ, წლების განმავლობაში, ცხოვრობდით საფრანგეთში და დღემდე, საქმიანი ურთიერთობები გაკავშირებთ. თქვენი აღქმით, როგორი ქვეყანაა ის? საფრანგეთი არის ქვეყანა, რომლისგანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ამ ქვეყანაში ცხოვრება ჩემთვის იყო კიდევ ერთი დამატებითი განათლება ბიზნესთან მიმართებაში. ძალიან ბევრი კარგი, ცუდიც ვისწავლე, და მადლობა იმიტომ, რომ გავიგე, ცუდიც არსებობს. ურთიერთობაში უკვე ვგრძნობ, როდის მოდის ცუდი და სწორედ ეს მასწავლა მათთან ცხოვრებამ. დიდი გამოცდილება მივიღე. როდესაც 1994 წელს, ჩემმა მეგობარმა გადაწყვიტა საფრანგეთში წასვლა, წინააღმდეგობა გავუწიე და ვუთხარი, შენ წადი-მეთქი, და დღეს მადლობელი ვარ მისი. იმ პერიოდში, რუსეთში დიდი ფულის შოვნა შეიძლებოდა, თუმცა, ჩვენ ეს არ გვაინტერესებდა და განვითარებაზე ვიზრუნეთ. 10-ჯერ მაინც გავიზარდეთ, მომხმარებლის გონებაში, ჩვენი კომპანია დარჩა, როგორც სიახლეების მომტანი და საიდან ეს, თუ არა უცხოელებთან სიახლოვით. 34 DIPLOMAT

are determined and ready to work hard. The Georgian government and the countries we have active relationships with must continue to be eager for economic development. What about the relatively new and different directions of tea business? Palais des Thés is a French tea brand founded in 1987 in Paris. Today, this brand produces more than 200 kinds of teas and various tea related accessories. It was the idea of Yves Roche’s Vice President to bring tea to Georgia because we enjoy tea as much as we enjoy wine in this country so, I agreed to this offer. Now, we are looking for a good tea that will be presented in all our 80 stores around the world under a Georgian brand. We will be offering 5 types of “detox” tea while factoring in the unique tea preparation methods in Brazil, Japan, South Africa, India and in Scandinavia. Was it hard to do a job in this regard because of the different direction from what you have been used to? We do not offer customers perfume but emotions. Whatever we sell does not matter as long as we embody these emotions. The main thing is the service, openness, and smile. If you look at it critically, tea is also related to scent. You have lived in France for years and you still have ongoing business relationships. What kind of country is France from your perception? France is a country from which I learned a lot. Life in this country was another additional education for me in the area of business. I have learned a lot of good and bad, and I am thankful that I learned that bad also exists. I can decipher bad relationships now from the start because I have learnt from them. I have had great experience. When my friend decided to go to France in 1994, I resisted him and told him to go without me but I am grateful today because he took me along then. At that time, we could earn a lot of money in Russia, but we did not care about it instead, we focused on our development. We have grown at least ten times over in our minds, with our company only reflecting our growth and development. The only source for this growth is our close relations with foreigners.


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.