რა არის ალგორითმი

Page 1

ალგორითმი III კლასი კომპიუტერული მეცნიერება

ნადია დაბრუნდაშვილი EMAIL: NANA.DABRUNDASHVILI@TEACHERS.GOV.GE


შესავალი თქვენ უნდა შეასრულოთ კომპლექსური დავალება. მანამდე უნდა გაიაროთ ორი ნაბიჯი, რომ გაიგოთ მეტი და მთავარი დავალების შესრულება ადვილად შეძლოთ. I ნაბიჯი

II ნაბიჯი

კომპლექსუ რი დავალება


კომპლექსური დავალების პირობა მოიფიქრეთ ამოცანა და მის შესასრულებლად საჭირო ნაბიჯები ჩამოწერეთ თანმიმდევრობით.

•წარუდგინეთ კლასს ან მეგობარს თქვენს მიერ ჩამოწერილი ნაბიჯები ისე , რომ არ იცოდნენ საბოლოო აქტივობის შედეგი. •მიეცით მათ საშუალება გამოიცნონ, რომელი აქტივობისთვისაა შექმნილი ეს ალგორითმი.


I ნაბიჯი ალგორითმი ისტორია და მაგალითები


ალგორითმი ალ-გო-რით-მი

ალგორითმი არის ნაბიჯების თანმიმდევრობა, რომელთა შესრულებას მივყავართ დავალების შესრულებამდე.


ალგორითმის ისტორია

ტერმინი ალგორითმი მე–9 საუკუნის შუა აზიელი მოაზროვნის მუჰამედ ბენ მუსა ალ-ხორეზმის სახელის ლათინურ ტრანსკრიფციას უკავშირდება (Algorithmi). როგორც ცნობილია, ალ–ხორეზმმა ჩამოაყალიბა არითმეტიკული მოქმედებების წესები. თავდაპირველად ალგორითმის ქვეშ გულისხმობდნენ მრავალნიშნა რიცხვებზე მხოლოდ ოთხი არითმეტიკული მოქმედების შესრულების წესებს.


ალგორითმის ისტორია ადა ლავლეისი იყო ინგლისელი პოეტის ჯორჯ გორდონ ბაირონის შვილი,

მან შექმნა მსოფლიოში პირველი ალგორითმი, ადა ლავლეისმა აღწერა გამომთვლელი მანქანის მუშაობის პრინციპი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო ზუსტად ეწარმოებინათ გამოთვლები ოცნიშნა რიცხვებზე. ადა ლავლეისი ითვლება პირველ პროგრამისტად ისტორიაში.


ალგორითმის მაგალითები: როგორ დავთესოთ ყვავილი?

• რა იცით ამ თემაზე?

• თქვენი აზრით, რისი ცოდნა გჭირდებათ დავალების შესასრულებლად? • დააკვირდით შემდეგ სავარჯიშოებს და იფიქრეთ, როგორ გამოიყენოთ მიღებული ცოდნა.


ალგორითმის მაგალითი: შევადგინოთ ალგორითმი წინა ამოცანის მიხედვით როგორ დავთესოთ ყვავილი?


მოცემული ნახატის მიხედვით შეადგინეთ


თამაში საგანმანათლებლო პროგრამა „ვსწავლობთ თამაშის“ გამოყენებით დახატე შენთვის სასურველი ნახატი, შემდეგ ჩამოწერე შენ მიერ შესრულებული მოქმედებების თანმიმდევრობა, ისე რომ მის მიხედვით სხვამაც შეძლოს შენნაირი ნახატის შექმნა.


I ნაბიჯის შემდგომი კითხვები:

რა ვიცოდით და რა იყო ახალი? რაში გამოგვადგება მიღებული ცოდნა?


II ნაბიჯი ალგორითმის შექმნა და გამოყენება


ალგორითმის შექმნა და გამოყენება • რა იცით ამ თემაზე? • თქვენი აზრით, რისი ცოდნა გჭირდებათ დავალების შესასრულებლად? • დააკვირდით შემდეგ სავარჯიშოებს და იფიქრეთ, როგორ გამოიყენოთ მიღებული ცოდნა.


შეავსეთ ცარიელი უჯრები ტექსტებით მოცემული ნახატის მიხედვით დაწერეთ


შეადგინე გზაზე უსაფრთხოდ გადასვლის ალგორითმი


ლიფტით პირველიდან მეშვიდე სართულზე ასვლის ალგორითმი 1. ვაწვებით ღილაკს და ველოდებით მანამ

სანამ ლიფტის კარი ჩვენს წინ არ გაიღება. 2. ლიფტის კარის გაღების შემდეგ შევდივართ კაბინაში. 3. ვაწვებით მეშვიდე სართულის შესაბამის ღილაკს. 4. ვიცდით მანამ სანამ ლიფტი მიაღწევს სასურველ სართულს და კარი გაიღება. 5. გაღების შემდეგ გამოვდივართ ლიფტიდან.


ქაღალდის თვითმფრინავის ალგორითმის შექმნა: გამოიყენეთ სურათების აღმნიშვნელი ასოები და შექმენით ქაღალდის თვითმფრინავის დაკეცვის ორი ალგორითმი:


თამაში Minecraft პროგრამაში • პროგრამა Minecraf-ში სამუშაოდ წინასწარ ჩამოწერე ნაბიჯების თანმიმდევრობა, თუ რის აშენებას აპირებ- შენობა, ფიგურა, ბაღი ან ნაგებობა. • შემდეგ მიყევი ალგორითმს და თანმიმდევრობით ზუსტად შეასრულე ის მოქმედებები რაც წინასწარ გქონდა ჩამოწერილი, • შემდეგ შეადარე იმას, რის შესრულებაც გსურდა. • დაემთხვა თუ არა ერთმანეთს შენი სურვილი შენ მიერ შექმნილი ალგორითმის მიხედვით შესრულებულ სამუშაოს? • თუ არა რატომ?


II ნაბიჯის შემდგომი კითხვები:

• რა ვიცოდით და რა იყო ახალი? • როგორ გამოიყენებდით მიღებულ ცოდნას ყოვედღიურ ცხოვრებაში?


კომპლექსური დავალების პირობის შესავალი თქვენ უკვე წარმატებით გაიარეთ ნაბიჯები, გაიგეთ ბევრი ახალი რამ, ახლა დროა, დაიწყოთ მთავარი დავალების შესრულება.


კომპლექსური დავალების პირობა: • მოიფიქრე ამოცანა, რომლის განხორციელებაც შენ გსურს Minecraf პროგრამაში, • შექმენი ალგორითმი, ანუ ჩამოწერე განხორციელებისათვის საჭირო ნაბიჯები თანმიმდევრობით. • შეასრულე დავალება შენ მიერ შექმნილი ამოცანა შენ თვითონ Minecraf პროგრამის გამოყენებით. • შესთავაზე შენ მიერ შედგენილი ამოცანა შენს მეგობარს, ისე რომ შენი შესრულებული დავალება და საბოლოო შედეგი არ გააცნო, და სთხოვე შენი შედგენილი ალგორითმის მიხედგვით მივიდეს საბოლოო მიზნამდე. • შეადარე შენი მეგობრის მიერ შესრულებული დავალება შენს მიერ შესრულებულ დავალებას.


კომპლექსური დავალების შემდგომი კითხვები: • რა შენიშნე? • არის თუ არა თქვენ მიერ შესრულებული დავალებების შედეგები ერთნაირი ? • თუ არ არის, მაშინ იპოვე რა ნაბიჯზეა შეცდომა დაშვებული და ვის მიერ. • იყო თუ არა შენს მიერ შედგენილი ალგორითმი ზუსტი? • არის თუ არა შენი მეგობრის მიერ შესრულებული დავალება სწორი? • დაუკვირდი, აღმოაჩინე შეცდომა და თუ შენს მიერ შედგენილი ალგორითმი არასწორია, გამოასწორე და ისევ შესთავაზე მეგობარს შესასრულებლად , • ხოლო თუ შეცდომა მეგობრის მიერ შესრულებულ დავალებაშია, აუხსენი მას რა ნაბიჯის შესრულებისას დაუშვა შეცდომა.


შემაჯამებელი კითხვები: • რა

გაიგე ახალი ალგორითმის შესახებ?

• შეძელი თუ არა ალგორითმის შექმნა და გამოყენება? • რა გაგიადვილდა და რა გაგიჭირდა? • დაგეხმარა სავარჯიშოები და მინიშნებები?


წარმატებებს გისურვებთ!


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.