პრეზენტაცია

Page 1

ატმოსფერული წნევა  ძალას,რომლითაც ჰაერი დედამიწის ზედაპირსა და მასზე არსებულ საგნებს აწვება , ატმოსფერული წნევა ეწოდება. როცა ჰაერის ტემპერატურა - 0 გრადუს ცელსიუსს უდრის, ზღვის დონეზე ატმოსფერული წნევა 760 მმ-ის ტოლია და მას ნორმალური ატმოსფერული წნევა ეწოდება .

 სიმაღლის მატებასთან ერთად ყოველ 10 მეტრზე წნევა საშუალოდ 1 მმ -ით იკლებს , რასაც ბარომეტრული საფეხური ეწოდება.  ატმოსფერული წნევის გასაზომად ბარომეტრ-ანეროიდი გამოიყენება („ ანეროიდი “ - ბერძნული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - უსითხოს). ატმოსფერულ წნევას ზომავენ აგრეთვე თვითმწერი ხელსაწყო ბაროგრაფითაც.  ბარომეტრი ადამიანს საშუალებას აძლევს ,იწინასწარმეტყველოს ამინდი . წნევის მკვეთრი დაცემისას ამინდი უარესდება, მომატებისას კი- უმჯობესდება .  ატმოსფერული წნევა დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურაზე . მაღალი ტემპერატურის დროს წნევა დაბალია, ხოლო დაბალი ტემპერატურის დროს -მაღალი. დედამიწაზე დაბალი და მაღალი წნევის სარტყლები ეკვატორიდან პოლუსებისაკენ ერთმანეთს ენაცვლება. ატმოსფერული წნევის არათანაბარი განაწილება ჰაერის მასების მოძრაობას განაპირობებს .


დედამიწის წნევის სარტყლები


ბარომეტრი ბარომეტრი

ბაროგრაფი


ქარი  დედამიწის ზედაპირზე ჰაერის მასების ჰორიზონტალურ გადაადგილებას ქარი ეწოდება. ქარის წარმოქმნის მთავარი მიზეზია დედაიწის ზედაპირზე ატმოსფერულ წნევებს შორის სხვაობა. ქარი ყოველთვის ქრის მარალი წნევის მქონე ადგილებიდან დაბალი წნევის მქონე ადგილებისკენ. რაც უფრო დიდია სხვაობა ადგილის ატმოსფერულ წნევებს შორის, მიტ უფრო ძლიერია ქარი.  ქარი ზირითადად ორი ტიპისაა: პერიოდული და მუდმივი. პერიოდულია დღეღამური ქარი ბრიზი, სეზონური ქარი- მუსონი, ხოლო მუდმივი ქარია - პასატი, რომელიც სულ ერთი მიმართულებით - 30 გრადუსიანი განედის მარალი წნევის არეებიდან ეკვატორისკენ ქრის.  ქარს ახასიათებს სიჩქარე,მიმართულება და ძალა. მეტეოროლოგიურ სადგურებში ქარის მიმართულებასა და ძალას ფლუგერის საშუალებით ზომავენ, ხოლო ქარის სიჩქარეს ანემომეტრის საშუალებით ზომავენ. ქარის სიჩქარე იზომება მ/წმ-ით და კმ/სთ-ით, ხოლო ძალა - ბალით (ბოფორტის სკალის მიხედვით).


ბრიზი  ბრიზი პერიოდული, დღეღამური ქარია , რომელიც ზღვებისა და დიდი ტბების სანაპიროებთან წარმოიქმნება . ბრიზი არის ორი სახის : დღის ბრიზი და ღამის ბრიზი.  ზაფხულში ზღვის სანაპიროსთან ხმელეთი სწრაფად თბება და თბილი ჰაერი მაღლა ადის, ხოლო შედარებით ცივი ჰაერი ზღვიდან ხმელეთისაკენ ინაცვლებს და უბერავს ქარი, რომელსაც დღის ბრიზი ეწოდება. ამ დროს ხმელეთი ცხელია და წნევა დაბალია, ხოლო წყალი ცივია და წნევა მაღალია , ვინაიდან ქარი, ყოველთვის ქრის მარალი წნევის გავრცელების არიდან დაბალისაკენ, ამ დროსაც ქარი ქრის ზღვიდან ხმელეთისაკენ და მოაქვს გრილი ჰაერი.  ღამით კი, ხმელეთი ადვილად ცივდება და შესაბამისად წნევა მაღალია , ხოლო წყალი ამ დროს თბილია და წნევა დაბალია . ამიოტომ ჰაერის მასები ქრის ხმელეთიდან ზღვისაკენ. ამას ეწოდება ღამის ბრიზი.


ბრიზი

მუსონი


მუსონი  მუსონი პერიოდული ქარია, რომელიც წელიწადში ორჯერ იცვლის მიმართულებას.  ზამთარში ხმელეთი უფრო ცივია , ვიდრე ზღვა და შესაბამისად ამ დროს ხმელეთზე წნევა მაღალია, ამ დროს ზღვა თბილია და წნევა დაბალია,ამიტომ ზამთარში ქარი ქრის ხმელეთიდან ოკეანისაკენ.  ზაფხულში, ხმელეთი ცხელია, ზღვა კი გრილი. ზღვაზე ამ დროს წნევა მაღალია, ხმელეთზე კი- დაბალი, ჰაერის მასები ამ დროს ქრის ზღვიდან ხმელეთისაკენ.


პასატები  პასატები მუდმივი ქარებია და ერთი მიმართულებით ქრის. ისინი ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებში, 30 გრადუსიანი განედების მაღალი წნევის არეებიდან ეკვატორისკენ ქრიან, სადაც დაბალი ატმოსფერული წნევაა.


პასატები


ფლუგერი

ანემომეტრი


გრიგალი

ტორნადო


ქარის ელექტროსადგური


წყლის ორთქლი ატმოსფეროში  ჰაერში წყლის ორთქლის რაოდენობა ყველგან ერთნაირი არ არის და მისი შემცველობა დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურაზე. თბილ ჰაერს წყლის ორთქლის უფრო მეტი რაოდენობით შეკავება შეუძლია, ვიდრე ცივს. ჰაერში წყლის ორთქლის შემცველობა მის ტენიანობას განსაზღვრავს . განასხვავებენ ტენიანობის ორ სახეს: აბსოლოტურს და შეფარდებითს .  წყლის ორთქლის რაოდენობას, რომელსაც მოცემულ მომენტში შეიცავს 1 კუბური მეტრი ჰაერი , აბსოლუტურ ტენიანობას უწოდებენ . გამოისახება გ/მ 3  შეფარდებითი ტენიანობა წყლის ორთქლით ჰაერის გაჟღენთვის ხარისხია . იგი გამოისახება %-ით .  ჰაერის ტენიანობას ხელსაწყო - ჰიგრომეტრით და თვითმწერი ჰიგროგრაფით ზომავენ .  როდესაც ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 100%-ს აღწევს , სხვადასხვა სიმაღლეზე ღრუბლები წარმოიქმნება. ღრუბლები ცაში არსებული წყლის წვეთებისა და ყინულის კრისტალების მასაა .  ზამთარში ღრუბლიანობის დროს უფრო თბილა, ხოლო ზაფხულში-ღრუბლიან დღეს უფრო გრილა , ვიდრე მოწმენდილ დღეს, რადგანაც მოღრუბლულობა ხელს უშლის მიწის ზედაპირის გათბობას .  ღრუბლიანობას თვალით აკვირდებიან და 10 -ბალიანი სკალით აფასებენ . ყველაზე მეტი რრუბლიანი დღე ცივ სარტყელსი და ეკვატორზეა, ყველაზე ცოტა-უდაბნოებსა და გვალვიან რაიონებში .


ჰიგრომეტრი


ატმოსფერული ნალექები  ტენს, რომელიც წვიმის, თოვლის,სეტყვის, ნამის,თრთვილისა და ჭირხლის სახიტ გვხვდება დედამიწის ზედაპირზე,ატმოსფერული ნალექები ეწოდება .ნალექები სეიძლება იყოს როგორც თხევადი, ისე მყარი .  წვიმა, თოვლი და სეტყვა ღრუბლებიდან წამოსული ატმოსფერული ნალექებია . ღრუბლებში არსებული წყლის უწვრილესი წვეთები მოძრაობენ , ერთმანეთს ეჟახებიან , ერთიანდებიან და მძიმდებიან. დამძიმებულ წყლის წვეთებს ღრუბელი ვეღარ იკავებს და დედამიწაზე წვიმა მოდის. როდესაც ჰაერის მასა დიდ სიმაღლეზე ადის , სადაც ტემპერატურა 0 -გრადუს ცელსიუსზე დაბალია ,ამ დროს წყლის წვეთები იყინება და ერთმანეთთან შეერთებისას ყინულის ბურთულებად -სეტყვად გადაიქცევა .  ზომიერ და მაღალ განედებში ნალექები ზამთარში უმეტესად თოვლის სახით მოდის . წელიწადის ამ დროს ჰაერის ტემპერატურა -0 გრადუს ცელსიუსზე დაბალია , ამიტომ ღრუბლები წყლი წვეთების ნაცვლად ყინულის უწვრილესი კრისტალებისგან შედგება . ისინი ერთმანეთთან შეერთებისას თოვლის ფიფქებს წარმოქმნიან . გზადაგზა ფიფქები ერთმანეთს ეკვრის და და ჩნდება თოვლის ფანტელი .


ნალექმზომი



ნამი, თრთვილი, ჭირხლი.  ნამი მზის ჩასვლის შემდეგ წარმოიქმნება, როდესაც დედამიწა და მცენარეები სწრაფად ცივდება. ამ დროს მიწისპირა ჰაერი ვეღარ იკავებს ორთქლს, რომელსაცდღისით მაღალი ტემპერატურის დროს შეიცავდა და წყლის წვეთებად გადაიქცევა . თუ ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსზე დაბალია, მაშინ მცენარეებსა და სხვადასხვა სხეულზე შემოდგომაზე - თრთვილი, ხოლო ზამთარში კი - ჭირხლი ჩნდება.  ნალექები დედამიწის ზედაპირის ზედაპირზე არათანაბრადაა განაწილებული . მასზე გავლენას ახდენს ადგილის გეოგრაფიული მდებარეობა, ზღვებისა და ოკეანეების სიახლოვე, ოკეანური დინებები, რელიეფი და სხვა ფაქტორები.  ატმოსფერულ ნალექებს ნალექმზომით ზომავენ. ტოვლის საფარის სისქის დასადგენად თოვლსაზომი დანაყოფებიანი ლარტყა გამოიყენება.  ამინდის პროგნოზირებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. სპეციალისტები დაკვირვებების შედეგად მიღებული მონაცემების საფუზველზე ადგენენ სინოპტიკურ(ამინდის) რუკებს. მისი დახმარებით ადგენენ მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს.


ნამი

თრთვილი


სეტყვა

ჭირხლი


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.