წითელი ფანქარი, მე-4 ნაწილი

Page 1

წითელი ფანქარი გავრცელებული ენობრივი შეცდომების გასწორება

0


ელდარ ქურიძე

წითელი ფანქარი

2020 წ.

1


წინამდებარე ელექტრონული გამოცემა ინტერნეტში გავრცელებული შეცდომების აღმოფხვრის მცდელობაა. იგი პროექტ „საუკეთესო მოქართულის“ ფარგლებში მომზადდა. გაეცანით და გაავრცელეთ, ერთად დავიცვათ მშობლიური ენა „ვირუსებისგან“! ელდარ ქურიძე

პროექტ „საუკეთესო კოორდინატორი

მოქართულის“

ავტორი

და

გორის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილება

2


სწორი ფორმაა ჰ ა ლ ვ ა ! ხალვას სულ სხვა მნიშვნელობები აქვს, მაგალითად, – „მარტოობის განცდა“: „არს პირველი მიჯნურობა არ-დაჩენა ჭირთა, მალვა, თავის-წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა“.

3


ჯობს (ის), მაგრამ ს ჯ ო ბ ს (ის მას): ორპირიან ფორმაში ს- თავსართი (ირიბი ობიექტის ნიშანი) ხდება საჭირო! გავიხსენოთ აფორიზმი „ ს ჯ ო ბ ს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“.

„არ უნდა აგვერიოს პირის ნაცვალსახელი „ისინი“

(მიცემითში „მათ“) და კუთვნილებითი „მათ-ი“ (მიცემითში „მათ-ს“). შესიტყვება „მათი საუბარი“ ასე იბრუნება: სახ.: მათ-ი საუბარ-ი მოთხრ.: მათ-მა საუბარ-მა მიც.: მათ-ს საუბარ-ს ნათ.: მათ-ი საუბრ-ის მოქმ.: მათ-ი საუბრ-ით ვით.: მათ-ს საუბრ-ად

4


გატარებული! „განატარები“ ფორმას ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულშიც კი ვერ შევხვდებით.

როდის იყო, თხევადს ნივთიერებას სადმე „დებდნენ“ ან „ათავსებდნენ“?! ვითომ ჩ ა ა ს ხ ა ვულგარული სიტყვაა და სითხეს „არ ეკადრება“?!

არაუმეტეს, არანაკლებ, არაუგვიანეს, არაუადრეს და მისთანანი ერთ სიტყვად იწერება.

5


ისე, ქართველ კაცს კინოფილმი „ღვინის ქურდები“, ნანახი თუ არა, გაგონილი მაინც უნდა ჰქონდეს. არსებითი სახელი „ღვინო“ ო-ზე ფუძედაბოლოებულთაგან გამონაკლისია და არ იკვეცება! ეს წესი გრამატიკის ყველა სახელმძღვანელოში წერია: ნათ.: ღვინ-ის მოქმ.: ღვინ-ით

„წუთის მოხარშვა“ და „საათის დადგმა“ ფანტასტიკური ჟანრის კინოსურათის გმირებსაც არ დაესიზმრებათ! ხაზგასმული დროის გარემოებები მიცემითს ბრუნვაში უნდა ჩავაყენოთ: ხუთ წუთს, რამდენიმე საათს...

6


ზანტ მოძრაობას „ზლოზინი“ კი არა, ზ ლ ა ზ ვ ნ ა , ზ ო ზ ი ნ ი ეწოდება!

„ზამთრის დაკონსერვება“ უფრო ადვილი ყოფილა, ვიდრე წინადადებაში სიტყვების სწორად დალაგება.

7


„ნ“ თანხმოვანი მხოლოდ საწყისში (პოვ-ნ-ა) და მიმღეობაში (ნაპოვ-ნ-ი, საპოვ-ნ-ი...) გვხვდება, პირიან ფორმებში კი (იპოვის, იპოვა, უპოვია...) ყველგან ზედმეტია.

ფერი გადაუვიდა, მაგრამ: გრძნობამ გ ა დ ა უ ა რ ა !

აღებენ პირს, ხოლო ბაგეს – ხ ს ნ ი ა ნ!

8


რუქა „სიბრძნე სიცრუისა“ ნაწარმოების გმირია, ტურისტი კი ალბათ რ უ კ ა ს იპოვიდა.

ორთოგრაფიული ლექსიკონის თანახმად, იმ მომთაბარეებს, რომლებიც დავით აღმაშენებელმა საქართველოში დაასახლა, ყ ი ვ ჩ ა ყ ე ბ ი ჰქვიათ.

9


კონდიტერი, რ ო მ ე ლ ი ც (და არა – „ვინაც“)! მთავარი წინადადების წევრ არსებითს „რომელიც“ ნაცვალსახელი მიემართება!

დიჯეის (და არა – DJ-ს) საქმეს როდიდან დაერქვა მოღვაწეობა?!

„ალექსანდროვის“ კი არა, ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ს ბაღი!

10


კლუბის სახელწოდება ბრჭყალებში ჩაისმის; „ერთდღიანი“ ერთი სიტყვაა; ა-ზე დაბოლოებული გეოგრაფიული სახელები კი იკვეცება, ამიტომ უნდა ეწეროს ძ ა მ ი ს ხეობა!

ხაზგასმულ ზმნას -ამ თემის ნიშანი აქვს (ვადგ-ამ, გავადგ-ამ...), ამიტომ სწორედ ეს ნიშანი გადაჰყვება 1-ლ თურმეობითშიც – გამიდგ-ამ-ს.

11


სწორია ჭ ე რ ქ ვ ე შ ! ორ სიტყვას ვწერთ მაშინ, როდესაც თანდებულს ბრუნვის ნიშანი უძღვის (ჭერის ქვეშ), ხოლო არსებითი სახელის ფუძე ცალკე არ იწერება. ისედაც გასაგებია, რომ ერთ ჭერქვეშ მობინადრე ადამიანები ცალ-ცალკე ვერ იცხოვრებენ, ასე რომ სიტყვა „ერთად“ ზედმეტია.

„პრობლემა“ აქ ირიბი ობიექტია და ს- თავსართით უნდა აღინიშნოს: დასძლევს, დასძლია, დასძლიოს...

12


პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს „დიდი“ და არა – „ძალიან“, ხოლო საკითხს არ უახლოვდებიან, არამედ უ დ გ ე ბ ი ა ნ . ფრაზა ასე გასწორდება: საკითხს დიდი პასუხისმგებლობით მიუდგა.

იოგა, ისევე როგორც ა-ზე დაბოლოებული სახელების უმეტესობა, კვეცადი სიტყვაა – იოგ-ის, იოგ-ით.

13


სწორი ფორმებია შ ა ქ რ ი ა ნ ი და უ შ ა ქ რ ო , ხოლო 4 სულაც არ ნიშნავს მეოთხეს! ნაგულისხმევი რიგობითი რიცხვითი სახელი არაბული ციფრის გამოყენებით ასე დაიწერება: მ ე - 4 .

ძალიან გაგვიჭირდება ლობიო „გავაციოთ“ ან „გამოვაჯანმრთელოთ“, თუმცა თავისუფლად შეგვიძლია, რომ გ ა ვ ა ც ი - ვ - ო - თ . „გაცივება“ (სითბოს დაკარგვა) და „გაციება“ (ავად გახდომა) სხვადასხვა რამეა.

14


„გავფცქნათ“ ალბათ უნებლიე შეცდომაა, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით „გავასუფთავოთ“ ფორმაზე. მე-2 კავშირებითში (რა ვქნათ?), ა-სა და ო-ს მეზობლობაში, „ვ“ თანხმოვანი, როგორც წესი, იკარგება: გავასუფთაოთ, ვიბანაოთ, ვიჭიდაოთ, ვიმოძრაოთ, ვიმუშაოთ...

„სადღაც“ (где-то) ამ შემთხვევაში რუსულის კალკია, ქართულად ითქმის დ ა ა ხ ლ ო ე ბ ი თ .

15


თვალებს არც „ხსნიან“ და არც „კრავენ“, არამედ ა ხ ე ლ ე ნ , ხოლო მუსიკას უ ს მ ე ნ ე ნ !

ჰკითხა!

კისრისტეხით („ტეხ-ვ-ა“ შეცდომაა)!

16


ბოლოს და ბოლოს (!) რა გახდა ორთოგრაფიული ლექსიკონის გადაშლა! თუმცა გადაშლაც არ არის საჭირო, ვინაიდან ელექტრონულ ვერსიაზე ყველას ხელი მიუწვდება. ვფიქრობთ, შეცვლა სჭირდება სტატიის სათაურის სიტყვათა რიგსაც: ასტრონომებმა ბოლოს და ბოლოს იპოვეს კოსმოსურ რადიოსიგნალთა წყარო.

ჯერ ერთი, ჰ ყ ა ვ დ ა (და არა – „ყავდა“), მეორეც, – აქ აუცილებელია II თურმეობითი (ყველა ვიღაცას შ ე მ ო ხ ვ ე ო დ ა). სამწუხაროდ, ამ მწკრივს თანამედროვე ქართველი იშვიათად იყენებს, ამჯობნებს ინგლისელივით მიმღეობა დაიხმაროს, იმდენად გადასჩვევია (უკაცრავად, გადაჩვეული არის!) III სერიაში ზმნის უღლებას.

17


ვაჟის ინგლისური სახელი Thomas, რომელიც თომა მოციქულს უკავშირდება, ჩვენს ენაზე გადმოიცემა როგორც თ ო მ ა ს ი: th გრაფემით აღნიშნულ θ ბგერას ქართულში თან-ი შეესაბამება.

ფილმის ყველა გმირი მოქმედებს, ასე რომ „მოქმედი გმირი“ ტავტოლოგიური შესიტყვებაა. ტავტოლოგიურ შეცდომათა რიგს ეკუთვნის „ახალგაზრდა ბიჭიც“, რადგან მოხუცებული ბავშვი – გინდ გოგო იყოს, გინდაც ბიჭი – ჯერ არავის უნახავს. ფრაზა ასე გაიმართება: ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა კ ა ც ი (მამაკაცი, ვაჟი...) არის.

18


ე. წ. „შპაკლს“ (шпаклёвка) ქართულად ს ა ფ ი თ ხ ნ ი ჰქვია!

მშვენივრად (ჩინებულად, ძალიან კარგად...) და არა – უზომოდ!

შ უ ა დ ღ ე და შ უ ა ღ ა მ ე ერთ სიტყვად უნდა ვწეროთ!

19


ძალიან შევეჩვიეთ ამ სტილისტიკურად მცდარ ფორმას, უკანასკნელ ხანებში რომ გაჩნდა ჩვენს ენაში. ბუნებრივი და მართებული ქართულია შ ე მ ო წ მ ე ბ ა, ხოლო იმ კონტექსტისთვის, რომელშიც მოქმედების გამეორება იგულისხმება, მოგვეპოვება ზმნისართები: კიდევ, ხელახლა, ხელმეორედ და ა. შ.

ყველა ორთოგრაფიული ლექსიკონი თანხმდება იმაზე, რომ წითლად ხაზგასმული სიტყვა ნათსაობითსა და მოქმედებითში უნდა შეიკუმშოს (სასმლის, სასმლით) სწორედ ისე, როგორც მისი ანტონიმი, საჭმელი, იკუმშება.

20


ცოტა არ იყოს, ძნელი წარმოსადგენია „მოქარგული ტონი“, მით უმეტეს, ტკივილით (!) მოქარგული. მოქარგვა გალამაზებას, გაკოხტავებას გულისხმობს, მაშინ როდესაც ტკივილს უარყოფითი მნიშვნელობა აქვს, ასე რომ აქ აშკარა შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე.

ლაკონიურობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ბევრად ბუნებრივი იქნებოდა „უმაიონეზო სალათები“. ამ შესიტყვების ბრუნება ადვილად შეიძლება (უმაიონეზო სალათებმა/სალათებს/სალათების...), „გარეშე“ კი თანდებულია და მას ბრუნვის ნიშანს ვერ დავუმატებთ.

21


„წყვილები, რომელთა (რომლების)...“, მაგრამ: „წყვილი, რომლის...“!

განსაცდელი და გამოცდილება მაინც რომ არ არეოდათ ერთმანეთში, იქნებ ფრაზა მეტ-ნაკლებად გამართულიყო.

22


სრულიად გაუგებარია, რას ნიშნავს „მოექეცი წარმატების ტალღასა“. ვითომ ტალღის თავზე მოქცევა იგულისხმება? იქნებ ავტორს სურდა ნათესაობითი ბრუნვა გამოეყენებინა (ტალღისა და სურვილების... ნაკადში), მაგრამ ამ შემთხვევაში იგი მიიღებდა უცნაურ ფრაზას „ტალღის ნაკადი“. რაც შეეხება სიტყვა „რეალიზაციას“, მის ნაცვლად წესით ასრულება(ახდენა,განხო რც იე ლ ე ბ ა ...) უნდა ეწეროს, მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან გავთანამედროვდით! მალე ალბათ იმასაც წავიკითხავთ, როგორ მოახდინა ოქროს თევზმა ზღაპრის გმირის სამი სურვილის რეალიზაცია.

ორთოგრაფიული ლექსიკონის თანახმად, მართებული ფორმაა ანახვებდა!

23


„უნებლიე-დ“ შეცდომაა, ეს ზმნისართი თან-ით ბოლოვდება. გაუგებარია, რას ნიშნავს „გაუჩენელი ეჭვიანობა“, ალბათ აქ ფ ა რ უ ლ ი , გაუმჟღავნებელი უნდობლობა იგულისხმება.

სიტყვა „სამსახური“ სულაც ზედმეტია, ხოლო ანგლიზმი „დეი ოფი“ (ინგლ. day off) ქართულად ერთდღიან შვებულებას ნიშნავს; ჰოდა, ასეც უნდა ეწეროს: ერთდღიანი შვებულება მქონდა.

ს ხ ვ ა თ ა შ ო რ ი ს ორი სიტყვაა!

24


თურმე, ნუ იტყვით, სილამაზე და ჯანმრთელობა სნეულებათა ნუსხაში შეუტანიათ და განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფთათვის სამკურნალო საშუალებაც მოუგონებიათ.

როდესაც რამე ძალზე სწრაფად ხდება, ვიყენებთ ზმნისართს მაშინვე(იმწამსვე, უ მ ა ლ ვ ე ...).

პირველად გვესმის ტუჩი (!) დუმდეს ან ლაპარაკობდეს.

25


„ნერვი“ და, შესაბამისად, გრამატიკულად უსწორო „ნერვიულობა“ ლათინური nervus-იდან მოდის. დიახ, ეს ზმნა უმართებულოდაა შედგენილი: სინამდვილეში, „ნერვ“ ფუძეს რომ -ულ და -ობა სუფიქსები დავუმატოთ, მივიღებთ ნ ე რ ვ უ ლ ო ბ ა ს („ი“ ზედმეტია!). საკითხავი კი ისაა, რატომ ვმეტყველებთ რომაული წარმოშობის ანატომიური ტერმინებით, როდესაც წუხილის გამოსახატავად ქართულ ენას აუარება სიტყვა აქვს: დარდობს, წუხს, ღელავს, განიცდის, ნაღვლობს, ჯავრობს, ჭმუნავს... სწორედ ამაზე უთქვამთ: „აბილაურის პატრონი ტყეში დავეძებ კუნელსა“.

მსაზღვრელი „სხვადასხვა“ საზღვრულს მხოლოობითს რიცხვში მოითხოვს, მაშასადამე, მართებული შესიტყვება იქნებოდა სხვადასხვაკვლევა.

26


შესიტყვება „იოგა ვარჯიშები“ არის ინგლისურის კალკი (ინგლ. yoga exercises), ქართულად კი კუთვნილება ნათესაობითი ბრუნვით გამოიხატება: იოგ-ის ვარჯიშები! უცხო სიტყვების მოზღვავებას ვიღა ჩივის, უკვე სინტაქსიც ინგლისური გვაქვს!

მართებულია წმინდავერცხლი!

27


სარეკლამო ტექსტებში, ლოზუნგებსა და სტატიის სათაურებში უკვე ჩვეულებად ქცეულა მდარე ჟარგონის გამოყენება, თანაც – უბრჭყალებოდ! არჩევანი შეიძლება იყოს სწორი (საუკეთესო, ჩინებული...) და არა – „მაგარი“ ანდა „რბილი“!

ერთ საგანს აგდებენ, მრავალს კი – ყ რ ი ა ნ ; ასევე, სწორი ფორმაა ჰ კ რ ა (მან მას ის), რადგან ირიბი ობიექტი (საბუთები) თავსართს მოითხოვს. მაშასადამე, უნდა დაეწერათ: საბუთებს ჰკრა ხელი და გადაყარა.

28


ძალიან ვთხოვთ საიტ „აჭარანეტს“ ქართულად გვითარგმნოს, რას ნიშნავს „უსასრულო დროის მარყუჟში გაჭედვა“! ვინ იცის, ეგება ეს გავრცელებული ხატოვანი თქმაა და ჩვენ პირველად გვესმის!

სიკვდილმისჯილები ერთი სიტყვაა!

29


როგორც ჩანს, ზოგიერთი ადამიანი მრიცხველივით ატრიალებს თვალებს. ჩვენ ეს აქამდე არ ვიცოდით. ახლა გვაინტერესებს, რა გრძნობას ან სათქმელს გამოხატავს ატრიალებული თვალები.

-ში თანდებული ფუძეს ერწყმის და, პუნქტუაციის წესების თანახმად, აუცილებლად სახელწოდების ბრჭყალების შიგნით უნდა მოექცეს. „თქვენ-ს მიერ“ კი გრამატიკული ხასიათის შეცდომაა: პირის ნაცვალსახელი „თქვენ“ იმ უიშვიათეს სახელებს მიეკუთვნება, რომლებიც ქართულში არ იბრუნვის; მაშასადამე, ფრაზა ასე უნდა გავმართოთ: მაღაზიათა ქსელ „ორ ნაბიჯში“ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე.

30


ღვეზლის! -ელ მარცვლით დაბოლოებული ფუძეების კუმშვა ქართულისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ჩვენ ეს ძალიან ხშირად გვავიწყდება.

„თავის ზომამდე“ თუ „თავამდე“ (თავის დონემდე)?! ნუთუ გამართული, მით უმეტეს, გაჭიმული ადამიანი მხრებს მაღლა სწევს?! ასეც რომ იყოს, თუ მხრები ტანს არ მოვაშორეთ, მათი სადმე „ატანა“ ან „ჩამოტანა“ წარმოუდგენლად მიგვაჩნია.

ბოდიში მომიხადა, მაგრამ: მადლობა გადამიხადა!

31


წარსულზე ფიქრი მეტად სახიფათო ყოფილა, თურმე მოგონებები „გონებას გვიჭამენ“.

და-ა-კვესა და არა – „დაკვესა“! ამასთან, ხაზგასმულ ფრაზაში ზედმეტია სიტყვა „მკაცრად“, რადგან მას, ვინც თვალებს აკვესებს, ანუ აბრიალებს, არამკაცრი გამომეტყველება ვერანაირად ვერ ექნება.

ვერც პირდაპირი და ვერც გადატანითი მნიშვნელობით ვერ იქნება მემკვიდრეობა „შერბილებული“.

32


„ნიჭი“ ძველქართულად „საჩუქარს“ ნიშნავდა, შესაბამისად, „მინიჭებასაც“ დადებითი მნიშვნელობა აქვს. რაკი პასუხისმგებლობა, მეტადრე უზარმაზრი, ერთგვარი ტვირთია, გამოდის, უნდა გამოვიყენოთ ქართულისათვის ბუნებრივი გამოთქმა და ფრაზა ასე შევცვალოთ: უზარმაზარ პასუხისმგებლობას მ ა კ ი ს რ ე ბ დ ა .

თანხმოვანფუძიან მსაზღვრელს ბრუნვის ნიშანი მხოლოდ ორ ბრუნვაში – მიცემითსა და ვითარებითში – ჩამოსცილდება უნაშთოდ, ნათესაობითსა და მოქმედებითში კი რჩება ბოლოსართის ნაწილი, ხმოვანი „ი“ – ნებისმიერ-ი ტანსაცმლ-ის, ნებისმიერ-ი ტანსაცმლ-ით.

33


„ინსტაგრამ გვერდი“ და მისთანანი ნორმალური შესიტყვებებია ინგლისური ენისათვის, რომელმაც არსებითი სახელის ბრუნებისა არაფერი იცის, ქართულში კი კუთვნილება, ადრეც აღგვინიშნავს, ნათესაობითი ბრუნვით გადმოიცემა; მაშასადამე, უნდა ვწეროთ და ვთქვათ „ ი ნ ს ტ ა გ რ ა მ ი ს “ გ ვ ე რ დ ი . ამასთან, როგორც ხედავთ, მსაზღვრელი ბრჭყალებში ჩავსვით, ვინაიდან იგი არის სახელწოდება და არა – საზოგადო სახელი.

გამოდის, ლაშა თაბუკაშვილი მწერალი და პოეტი ყოფილა, შოთა რუსთაველი კი – მხოლოდ პოეტი. ცოდვა გამხელილი სჯობიაო, – ნათქვამია, ჩვენ აქამდე პოეზიაც მწერლობის ნაწილად მიგვაჩნდა.

34


რამდენადაც ვიცით, სხვა საუკუნეთა მსგავსად, მეოცე საუკუნესაც მხოლოდ ორი ნახევარი ჰქონდა: პირველი (1901 – 1950) და მეორე (1951 – 2000). მაგრამ ზოგიერითი გენიოსი ასწლეულს სამ თანაბარ ნაწილად ყოფს (33.3333333333-წლიან მონაკვეთებად!), თანაც საგნის მესამედს (!) ნახევარს უწოდებს.

„ბელორუსი“ (თუ ის ეროვნებას არ აღნიშნავს) და „ბელარუსი“, ორივე, უსწორო ფორმებია, უნდა ითქვას და დაიწეროს ბ ე ლ ო რ უ ს ი ა .

გაგრძელება იქნება...

35


გსურთ

საფუძვლიანად

შეისწავლოთ თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმები, ეწვიეთ ჩვენს არხს „ქართულ ი ენ ის ვ იდეომეგზური“, რომელიც ქვემოთ მითითებულ მისამართზეა განთავსებული.

https://www.youtube.com/channel/UCYzrvlG03mDKDsJ_k_gbWw/feed

2020 წ.

36


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.