პირველადი დახმარება

Page 1

საქართველოს სამარიტელთა კავშირი

პირველადი დახმარება ისწავლე და დაეხმარე

2013


უბედური შემთხვევის დროს შეხედე! დამშვიდდი! შეაფასე სიტუაცია! გამოიძახე სასწრაფო დახმარება 112! გაიაზრე, რით შეგიძლია დაეხმარო! დაეხმარე! თბილისი, 2013 წ.


მოქმედებათა ჯაჭვი (ალგორითმი) უბედური შემთხვევის დროს

5 4 3 2 1 1. გადაუდებელი ქმედებები 2. დახმარების გამოძახება 3. დახმარების გაწევა 4. გადაუდებელი სამედიცინო დახმარება 5. სტაციონარი

სასწრაფო დახმარება - 112

პირველადი დახმარება

3


გადაუდებელი ქმედებები:

F გამორთეთ დენი და გაზი; F ჩააქრეთ ცეცხლი; F დააყენეთ გამაფრთხილებელი ნიშანი

სიცოცხლის გადარჩენა: F ხელოვნური სუნთქვა F გულის მასაჟი F სისხლდენის შეჩერება

4

პირველადი დახმარება


რით არის საშიში უგონო მდგომარეობა?

ზურგზე მწოლიარე ადამიანს ეკეტება სასუნთქი გზები.

სასუნთქი გზების გასახსნელად აუცილებელია დაზარალებულს უკან გადავუწიოთ თავი და გამოვუწიოთ ქვედა ყბა. პირველადი დახმარება

5


შეამოწმეთ სუნთქვა 10 წამის განმავლობაში!

დააკვირდით გულმკერდის მოძრაობას, მოუსმინეთ და შეიგრძენით სუნთქვა.

თუ სუნთქვა არის, გადაიყვანეთ დაზარალებული სტაბილურ-გვერდულ მდგომარეობაში.

გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება! 6

პირველადი დახმარება


თუ სუნთქვა არ არის - სასწრაფოდ დაიწყეთ სიცოცხლის გადარჩენა!

30 : 2 F გადაიყვანეთ მყარ ზედაპირზე; F დააწვინეთ ზურგზე; F გაათავისუფლეთ მკერდი ტანსაცმლისგან; F სწორად შეარჩიეთ მასაჟის ადგილი - მკერდის ცენტრი; F მასაჟის რიტმი წუთში 100-110; F დაწოლის სიღრმე 5-6 სმ; F 30 დაწოლის შემდეგ ჩაბერეთ 2-ჯერ საშუალო სიმძლავრით; F ჩაბერვისას ცხვირზე მოუჭირეთ თითები; F თუ შესაძლებელია, გამოიყენეთ პოლიეთილენის ნიღაბი. გულის მასაჟს და ხელოვნურ სუნთქვას ვაგრძელებთ სანამ სასწრაფო დახმარება მოვა ან დაზარალებული დაიწყებს დამოუკიდებლად სუნთქვას! თუ ხელოვნური სუნთქვის ჩატარება არ გსიამოვნებთ, ჩაატარეთ მხოლოდ გულის მასაჟი!

პირველადი დახმარება

7


ძლიერი სისხლდენა

F ხელისგულის ფუძით განახორციელეთ პირდაპირი ზეწოლა ჭრილობაზე; F მოუჭირეთ ჭრილობას; F დააწვინეთ დაზარალებული; F ასწიეთ ზემოთ კიდური; F დაადეთ დამწოლი ნახვევი; F დარწმუნდით, რომ სისხლდენა შეწყდა; F თუ სახვევი სისხლით გაიჟღინთა, არ მოხსნათ, მხოლოდ ზემოდან შემოახვიეთ ახალი ფენა.

გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება! 8

პირველადი დახმარება


ცხვირიდან სისხლდენა

F დასვით და დააწყნარეთ; F თავი წინ დაუხარეთ F არ მისცეთ საშუალება, სისხლი ყლაპოს; F მოუჭირეთ სისხლმდენ ნესტოს; F ეცადეთ არ ილაპარაკოს და არ დაახველოს; F დაადეთ ცივი კომპრესი კეფაზე და ცხვირზე; F 10 - 12 წუთის შემდეგ შეამოწმეთ, შეწყდა თუ არა სისხლდენა.

თუ სისხლდენა გრძელდება გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება! პირველადი დახმარება

9


დამწვრობა

F ნებისმიერი სახის თერმული დამწვრობისას სასწრაფოდ გააგრილეთ დამწვრობის ადგილი გამდინარე ცივი წყლის ნაკადით 10 წუთის განმავლობაში.

ცივი წყალი ხელს უშლის ბუშტუკების წარმოქმნას და აამებს ტკივილს! დაზიანებული ადგილი არ დაამუშაოთ: სპირტით! არ მოყინოთ! არ შეეხოთ ბუშტუკებს! არ გამოიყენოთ ბამბა!

თუ აუცილებელია, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება! 10

პირველადი დახმარება


უცხო სხეული სასუნთქ გზებში სასუნქი გზების გათავისუფლება

პირველადი დახმარება. საქართველოს სამარიტელთა კავშირი. 2011

მიეცი საშუალება თვითონ ამოახველოს!

54

თუ ვერ ამოახველა: F წინ გადახარეთ დაზარალებული; F ბეჭებსშუა ენერგიულად და წინმიმართულად 5-ჯერ დაარტყით ხელისგული. თუ შედეგი ვერ მიიღეთ - გამოიყენეთ ჰაიმლიჰის მეთოდი: F შემოხვიეთ ხელები უკნიდან; F მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკარით და მკერდისა და მუცლის ღრუს შესაყარზე ამოსდეთ; F მარცხენა ხელისგულით მუშტს შემოხვიეთ და განახორციელეთ 5 ენერგიული ბიძგი ზედა მიმართულებით. თუ შედეგი კვლავ არ არის - დაიწყეთ გულის მასაჟი და ხელოვნური სუნთქვა! პირველადი დახმარება

11


პირველადი დახმარების აფთიაქი სასუნთქი ნიღაბი რეზინის ხელთათმანები მაკრატელი ფოლგის საბურველი გადასახვევი მასალა დოლბანდი დოლბანდის კომპრესები სამკუთხა ნაჭრები ჭრილობის პლასტირი ქინძისთავები ლეიკოპლასტირი ბადე-დოლბანდი

12

პირველადი დახმარება


საერთაშორისო სერტიფიკატი, რომელიც გადმოგეცემათ სსკ-ს პირველადი დახმარების კურსის გავლის და საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. პირველადი დახმარება

13


ბს არსებო რ ა ა ი ც უა თ! ლი სიტ ები ვარები ლ ე ვ შ გამოუვა ა ელ მ ვნ ნალი რტიფიკატის მქონესუმწჯაშრთვილი გი ოფესისაო ო სე რ პ და გიორ აშორის ნ თ ე ერ ვ იშვილი ჩ მარების ან ჯამრ ადი დახ რბაქაძე, ამირ პირველ ნ ბა ვალერია

ჩვენ დაგეხმარებით! საქართველოს სამარიტელთა კავშირი

კ ს სს SSK

საქართველოს სამარიტელთა კავშირი

გაწევრიანდი საქართველოს სამარიტელთა კავშირში ისწავლე და დაეხმარე! თბილისი, გ.წერეთლის 3, ოთახი 501-502 ტელ. 995 32 238250

www.sskgeo.org


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.