გამომცემლობა "წიგნიერი" - ფესტივალი 2023

Page 1

გამომცემლობა „წიგნი+ერი“ საკონტაქტო პირი: მზია რაზმაძე მისამართი: ც.დადიანის №7, სავაჭრო და ბიზნესცენტრი ქარვასლა, A517 ოთახი, თბილისი, საქართველო ტელეფონი: +995 571 13 12 11 ელ.ფოსტა: info@tsignieri.ge mzia _r@yahoo.com ვებგვერდი:http://www.tsignieri.ge
გამომცემლობა „წიგნი+ერი“ დაარსდა 2012 წლის აპრილში, მისი დამფუძნებელია პაატა ხუნაშვილი. „წიგნი+ერი“ გამოსცემს სამეცნიერო-პოპულარული და საგანმანათლებლო ხასიათის ლიტერატურას ყველა თაობისათვის. გამოცემულია მრავალტომეული „ჩვენი ღირსებანი“ , რომელშიც საქართველოს სულიერი და მატერიალური ფასეულობებია ასახული. ორ ენაზეა (ქართულ-ინგლისური) გამოცემული ვაჟა-ფშაველას მოთხრობები, დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“ , ილია ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ“ , „საქართველოს თევზები“ . ასევე გამოიცა სასკოლო ენციკლოპედია, ქართული, უცხოური ზღაპრები. კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც გამომცემლობა ავითარებს, ფსიქოლოგიაა.
ჯიმ კვიკმა, მსოფლიოში №1 ტრენერმა ნეიროდისციპლინაში, დაწერა წიგნი ,,უსაზღვროება”ტვინის განვითარების, მეხსიერების გაუმჯობესების და დაჩქარებული სწავლისთვის. ეს წიგნი ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას მიაღწიონ მეტ პროდუქტიულობას, მეტ ტრანსფორმაციას, მეტ პერსონალურ და ბიზნეს მიღწევებსაზროვნების, მოტივაციისა და მეთოდების შეცვლით. წიგნში ჯიმ კვიკი გვიზიარებს სწავლის მოდელს, რომელიც მოიცავს 3 ნაწილს: 1. აზროვნება - შესაძლებლობას: ძველი შემზღუდველი შეხედულებებისგან განთავისუფლებას და ახალი, ძლიერი ხედვის ჩამოყალიბებას 2. მოტივაცია - მიზანს: გზამკვლევს მიზნის სიცხადისთვის. 3. მეთოდები - პროცესს: რჩევებს კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად, ენერგიის მისაღებად და უფრო სწრაფად სწავლისთვის. ამ 3 მოდელის გამოყენებით, შეგვიძლია განვავითაროთ ტვინი და ვისწავლოთ უფრო სწრაფად და მივაღწიოთ უსაზღვროებას.
ამერიკელი ფსიქოთერაპევტის ირვინ იალომის გახმაურებულ ბესტსელერში, ფსიქოთერაპიის სასწაულებია აღწერილი. ათ ნოველაში, ავტორი მოგვითხრობს სუიციდის სურვილით შეპყრობილი პაციენტის შემთხვევას, რომელიც სიცოცხლის სურვილით აღივსო, როგორ დაუბრუნდა ოჯახსა და საზოგადოებას ცხოვრებაზე ხელაღებული შვილმკვდარი დედა, როგორ იქცა ლამაზ, ტანწერწეტა ქალად ქონისა და ხორცის გროვა... ირვინ იალომის წიგნი, მკითხველს თავის თავში უიმედობისა და პასიურობის მიზეზებს აღმოაჩენინებს და გამარჯვებული ადამიანის აზროვნების გამომუშავებაში დაეხმარება!
სახელოვანი გერმანელი ფსიქოთერაპევტი და მწერალი ფრიც რიმანი კლასიკად ქცეულ ბესტსელერში ადამიანებს ოთხ ჯგუფად ჰყოფს. მისი აზრით, ყველა ჩვენგანს ერთგულების, პიროვნებად ჩამოყალიბების, ცხოვრებისეული ცვლილებებისა და აუცილებლობის წინაშე შიში გვახასიათებს . იგი დეტალურად აღწერს ადამიანების ქცევას, დამოკიდებულებას სიყვარულისადმი, აგრესიასა და გარემოცვას. წიგნს ფსიქოთერაპიული ეფექტი აქვს. იგი დაგეხმარებათ დაამარცხოთ უიღბლობა, განივითაროთ საკომუნიკაციო უნარი და საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან ჰარმონიაში იცხოვროთ!... წიგნი საქართველოში გამოსვლისთანავე ყველაზე გაყიდვადი წიგნების ხუთეუში მოხვდა. . სიყვარული ადამიანის სასიცოცხლო მოთხოვნილებაა!... რას ნიშნავს შეგვეძლოს სიყვარული?! გამოჩენილი გერმანელი ფსიქოანალიტიკოსი და მწერალი ფრიც რიმანი „სიყვარულის უნარში
, რომლებსაც შეყვარებული ყოველ ნაბიჯზე აწყდება. ამის გამო მას შეიძლება „სიყვარულის სახელმძღვანელოც“ კი ვუწოდოთ. რა თქმა უნდა, ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს, მისი წაკითხვის შემდეგ სიყვარულთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას მაშინვე მოაგვარებთ. წიგნში სიყვარულის მრავალი ასპექტია განხილული, რომელიც დაგეხმარებათ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რეფლექსიის წყალობით ცრურწმენებისა და კომპლექსებისაგან გათავისუფლდეთ და ზრდასრულ სიყვარულს ეზიაროთ!... მარაგი ამოწურულია
“ გვესაუბრება იმ პარადოქსებსა და სიძნელეებზე
"შიშის ძირითადი ფორმების" ავტორის ეს ნაწარმოებიც არანაკლებ მნიშვნელოვან და მწვავე ფსიქოლოგიურ პრობლემებს ეხება. ადამიანი ცხოვრების თითოეულ ეტაპზე გარკვეულ ასაკობრივ "როლს" თამაშობს და აუცილებელია, მისი შინაგანი მდგომარეობა და თვითაღქმა მის ასაკსა და ოჯახურ თუ საზოგადოებრივ მდგომარეობას შეესაბამებოდეს. ძალზე ხშირად ადამიანს სწორედ იმის გამო ექმნება ფსიქოლოგიური პრობლემები, რომ ის სწორად ვერ ირგებს "როლს" , ანდა შეუმზადებელი ხვდება მის ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს. ეს წიგნი განსწავლით სწორი შეკითხვის დასმას, თანამოსაუბრის მოტივების ამოცნობასა და მასზე უზუსტეს რეაგირებას. დებატების გააზრებულად წარმოება საქმესაც წაადგება და ახალი შესაძლებლობების ჰორიზონტსაც გაგიფართოვებთ.

მრავალ საკითხს, რომელსაც მშობლებისაგან არასათანადო

„რა უნდა იცოდნენ მშობლებმა თავიანთი ვაჟიშვილის შესახებ“ გამოჩენილი გერმანელი ფსიქოთერაპევტისა და მისი კოლეგების დაკვირვებასა და ანალიზზეა დაფუძნებული, რომელიც წიგნში სტატიების სახითაა თავმოყრილი. ავტორები ვაჟების აღზრდასთან დაკავშირებით სტერეოტიპებს ამსხვრევენ, გვესაუბრებიან ბავშვების ემოციურ სამყაროზე , ეხებიან
ყურადღება ეთმობა. ევროპაში ეს წიგნი მოზარდების პრობლემებზე მომუშავე ფსიქოლოგების დამხმარე სახელმძღვანელო მასალაა . იგი მნიშვნელოვან დახმარებას უწევს ბაღის და სკოლის პედაგოგებს და ასევე მშობლებს გარდატეხის ასაკში შვილების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის სწორად შეფასებასა და მათთან გაუცხოებისგან თავის არიდებაში!... ნორმალური და დარღვეული ენობრივი განვითარება - ზოგჯერ თქვენ, მშობლებს, გიფიქრიათ - მიმდინარეობს თუ არა ბავშვის განვითარება მისივე ასაკის შესაბამისად? ეს წიგნი დაგეხმარებათ შეაფასოთ თქვენი ბავშვის ენისა და მეტყველების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოთ მისი შემდგომ ზრდა-განვითარებას.
ზაზა ჭაიას ნაშრომი „თავად გურჯირევაზიშვილ-ბარათაშვილთა გვარის ისტორია“ ქვემო ქართლის სათავადოთა ისტორიის ციკლის ფარგლებში ამჯერად გურჯირევაზიშვილ-ბარათაშვილთა გვარის ისტორიის სიღრმისეული და საფუძვლიანი კვლევის შედეგს არმოადგენს. პრობლემის შესწავლისას ავტორი წარმატებით იყენებს სხვადასხვა პირველწყაროებს, მათ შორის მდიდარ საარქივო მასალასა და ეპიგრაფიკულ ძეგლებს, რაც საშუალებას აძლევს სრულყოფილად წარმოაჩინოს საქართველოს ამ ძირძველი რეგიონის გამორჩეული სათავადოს ისტორია.
მევენახეობა-მეღვინეობის ენციკლოპედიური ლექსიკონი პირველი ქართულენოვანი კრებულია,რომელშიც ერთ მთლიანობაშია წარმოდგენილი ჩვენი ეროვნული დარგების ტრადიციული მემკვიდრეობა და ზედნსაშენი თანამედროვე მეცნიერული შრომა.პირველად შეხვდებით საქართველოს ზოგჯერ თიკუთხის ღვინოების,თუ ყურძნის სხვა პროდუქტთა დამზადების მივიწყებულ ტექნოლოგიებს და მათ აღმნიშვნელ ასეულობით ტერმინს.ლექსიკონს ერთვის 584 ქართული ადგილობრივი და სელექციური ვაჟის ჯიშის აღწერა და მსოფლიში აღიარებული ჯიშების შეზღუდული ნუსხა.თავიანთი ენოლოგიური ღირსების ჩვენებით. ნაშრომი წაადგება მევენახეობა-მეღვინეობის დარგების სპეციალისტებს,მეცნიერებას, უმაღსელი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების პედაგოგებსა და სტუდენტებს,მეურნეებსა და ფერმერებს,დახმარებას გაუწევს ენათმეცნიერიებს ეთნოგრაფებს.ლექსიკოლოგებს,ისტორიკოსებს და ამ დარგების მეხოტბე მკითხველს.
წიგნში შესულია დიდი ქართველი მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის მოთხრობა "სარჩობელაზედ" ქართულ და ინგლისურ ენაზე. გთავაზობთ ვაჟა-ფშაველას რამდენიმე მოთხრობის ინგლისურ თარგმანს, რათა ეს მნიშვნელოვანი გზავნილი ქართული ლიტერატურიდან გახდეს ინგლისურენოვანი სამყაროს კუთვნილება, იმ იმედით, რომ მკითხველი გაიზიარებს ქართველი კაცის სულის ამოძახილს, რომელიც ეძებს სულიერ სიმშვიდეს მარადისობაში, ღმერთთან.
ავთანდილ იმნაძე ქართული ეროვნული მოძრაობის ერთერთი ლიდერი, საბჭოთა პოლიტპატიმარი და დისიდენტია. 1970-იან წლებში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მიერ გამოცემულ არალეგალურ, ანტისაბჭოთა ჟურნალებს ამრავლებდა და ავრცელებდა. 1978 წლის 14 აპრილს, ქართული სახელმწიფო ენის დასაცავად გამართული მასობრივი დემონსტრაციის ერთ-ერთი ორგანიზატორია. მანვე მიაწოდა უცხოურ პრესას ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენების თაობაზე.

= საღამოს,რადიკალურად იცვლება.გაცნობისთანავე

დანი ადამელიას სადებიუტო რომანი „12 ხიდი“ , ადამიანური ურთიერთობების, სიყვარულის, ვნებებისა და თავგადასავლებისკენ სწრაფვის უჩვეულო ისტორიაა. ნაწარმოების მთავარი გმირის,ერთი შეხედვით,უზრუნველი, მდიდრული ცხოვრების უკან უსიცოცხლო, დაღლილი, მძაფრი ემოციებისგან დაცლილი პიროვნება იმალება,რომლის ყოველდღიურობაც, ერთ საბედისწერო
გაუჩინარებული იდუმალი გოგონა თავგადასავლების მთელ ჯაჭვს წარმქმნის,რომლის ქარცეცხლში ჩაბმული მთავარი გმირი ერთადერთი მიძნისკენ მიისწრაფვისმთელი წლის განმავლობაში, თითო თვით, ყოველღამე, იდგეს თორმეტი სხვადასხვა ქვეყნის თორმეტ სხვადასხვა ხიდზე და თვითმკვლელობისგან იხსნას ნებისმიერი,ვინც ამას განიზრახავს. რომანის ყოველი მომდევნო გვერდი ახალი ადამიანების, ახალი განცდების, ვნებების, მღელვარე შემთხვევითობებისა და იმ ურთიერთობების კრებულია,რომელცშიც საკუთარი თავის აღმქმა და დანახვაა შესაძლებელი. მარაგი ამოწურულია „თუ შენ არ გიყვარს საკუთარი თავი, მაშინ ნურც სხვას მოსთხოვ ამას! თუ შენ არ აფასებ შენს უნარს, სხვისთვისაც უმნიშვნელო იქნება ის! თუ შენ დაკარგე ყველაფრის იმედი, ნუღარ დაელოდები, რომ ვინმე გაჩუქებს მას!“
"ქალაქური ამბები" მოთხრობის კრებულია, რომელიც აერთიანებს რამდენიმე ადამიანის ისტორიას...
ელენე სიჭინავა ნიჭიერი ახალგაზრდა შემოქმედია. „კვლავ აღვდგები“ წარმოგვიდგენს ცალკეულ თავებად დაყოფილ ცხოვრებისეულ ეპიზოდებს, რომლებიც ერთმანეთს სიუჟეტებად ებმიან. მთხრობელი გადმოგვცემს საკუთარ და თავის გარშემო მყოფთა განცდებს. ის ცდილობს, დაგვანახოს სულიერი ტკივილი და სიხარული რასაც და როგორც განიცდის.მოქმედი პირი მსჯელობს ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოჩენილ ზოგად თუ პირად პრობლემებზე. მარაგი ამოწურულია მარაგი ამოწურულია წიგნი ნახევრად ავტობიოგრაფიულია.ამბავი შედგება ორი ნაწილისაგან.
„ადამიანად ყოფნის სევდა, რომელიც მთელი ცხოვრება მაწუხებდა, უფრო და უფრო მომეძალა. ასე მგონია კლდიდან ვვარდები, როგორც შემოდგომისას ხეს - მოწყვეტილი ფოთოლი, რომელიც სასიკეთოს არაფერს ელოდება. არ შეუძლია მოკვდეს, შეიგრძნოს ბედნიერება. ადამიანი ბედნიერებისთვის არის მოვლენილი, თუმცა რაც უნდა ბევრი მიიღოს ცხოვრებისაგან, ყოველთვის იქნება რაღაც, რაც სინანულს მოჰგვრის. სწორედ ამიტომ მებრალება, სწორედ ეს გრძნობა იწვევს თანაგრძნობას... “

„ჰარლი ჰამპტონი ახალგაზრდა ქართველი პროზაიკოსის კარლო ჭანტურიას სადებიუტო რომანია.მოთხრობილი ამბავი იწყება პირველი მსოფლიო

ომის შემდგომი პერიოდით და ვითარდება დიდი დეპრესიის დროს ქალაქ ლივერპულში. წიგნში გადმოცემული სიუჟეტი დღესაც არ კარგავს აქტუალურბას.წიგნის გმირი ბრიტანეთის უმდიდრეს ოჯახს მიეკუთვნება.ხმაურიანი წვეულებები და ზღვარგადასული გართობა მისი ცხოვრების წესია. მერკო რომერო, ქვეყანაში მომხდარი რევოლუციის მთავარი გმირია, რომელმაც მთავრობაში მოსვლას,დამსახურებულ პენსიაში გასვლა არჩია.გადის წლები და ბელიზის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში იმედგაცრუება ჩნდება,ზოგისთვის ახალი ხელისუფლება, წინამორბედზე უარესი გამოდგა. მარკო რომეროსთან მომჩივანებისა და მთხოვნელების რიგები არ წყდება. მალე მის უახლოეს მეგობარს აპატიმრებენ. მარკოსთან სტუმრობს ქალი და მივიწყებული სიყვარული იღვიძებს. სანდი ალდანა, მას ოპოზიციის რიგებში დაბრუნებას და ახალი რევოლუციის გაძღოლას სთხოვს. მარაგი ამოწურულია
წიგნში შესულია ლექსები ანბანის მიხედვით და გამოცანები.
“ქართული ზღაპრების“ გამოცემაში შესულია რჩეული ქართული ხალხური და საავტორო ზღაპრები, რომელიც თამარ გეგეჭკორს ეკუთვნის. უცხოურში-- მსოფლიოს საუკეთესო ზღაპრები. წიგნები მაღალპოლიგრაფიულია, ცნობილი საბავშვო მხატვრის ნელი ოქროპირიძის ნახატებით. ყველასათვის საყვარელი ზღაპრები და მხატვრის შემოქმედება პატარებს ზღაპრების ჯადოსნურ სამყაროს აზიარებს!...
წიგნი ინგლისურ და ქართულ ენებზეა. იგი პირველი შემაჯამებელი ნაშრომია საქართველოს მტკნარი წყლისა და შავი ზღვის თევზების შესახებ. ნაშრომში სისტემატური თანამიმდევრობით წარმოდგენილია თითოეული ტაქსონის სურათი, მახასიათებლები, გეოგრაფიული გავრცელება და კონსერვაციული სტატუსი. წიგნი საქართელოს ეროვნულ მუზეუმში დაცულ ორსაუკუნოვან იხთიოლოგიურ კოლექციებსა (1700 ექსპონატი) და ავტორთა მრავალწლოვან კვლევებს ეყრდნობა. განხილულია თევზების 168 სახეობა, მათ შორის 61 მტკნარი წყლის ბინადარია, 77-- ზღვის ბინადარი, ხოლო 30 გამსვლელია. 13 შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“ . „საქართველოს თევზები“ წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს ბიოლოგების, ზოოლოგების, სტუდენტების, სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის. იგი ფართო აუდიტორიასაც საინტერესო მეგზურობას გაუწევს!...
წიგნის გამოცემის სურვილი, ავტორის ქალიშვილის, 9 წლის ტატიანას მოულოდნელად გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა. იგი ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და მასში თავმოყრილია პატარა გოგოს ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები, რომელიც მკითხველს არაერთ ცხოვრებისეულ საკითხზე დააფიქრებს. პირადი ტრაგედიის მიუხედავად, ავტორი ცდილობს, არ დაამძიმოს მკითხველი და პარალელურად, მისი ცხოვრების აქამდე უცნობ ისტორიებს აღწერს. ცნობილი მოდელისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარის სიყვარულის ამბავი, წიგნის მთავარი ლაიტმოტივია. „მე არ ვირჩევ ჩემს გზას, გაუკვალავი გზა თავად მირჩევს.. სულ მეჩქარება ვთვლი, რომ დრო ცოტაა. იქნებ მარადისობაში წამი ხარ, რომელმაც გაქრობამდე უნდა მოასწრო და მარადიული ვარსკვლავს აენთო. ცხოვრების ყველა ეტაპზე ვსვამ კითხვას. ვინ ვარ! ან რატომ ვარ! რომელ გზაზე წავიდე და ბოლოს და ბოლოს რისთვის. შემოდგომა. ფერიცვალების გარეშე გაიძრცვა ხეები. არც მისი უძლური სითბო გამეფებულა, იქნებ ისე მციოდა ვერ ვიგრძენი. ყველაზე უგულო შემოდგომა. “
"სად გადის ზღვარი სიზმარსა და რეალობას, ბედნიერებას და უბედურებას, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის? სამყარო შედგება ჩემგან, ჩემი ფიქრებისგან, ჩემი გრძნობებისგან, სხვა დანარჩენი მირაჟია, სუფთა წარმოსახვა, ცხოვრება სიზმარია და როდესაც ის აღარ გესიზმრება მთელი სამყარო თავისი სილამაზითა და სიდიადით წყვეტს არსებობას. წარსულსა და აწმყოს შორის მუდმივი ჭიდილი განსაკუთრებულ ხასიათს სძენს თითოეულ ნაწარმოებს. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს ეს არჩევანი ადრე თუ გვიან. ვინ ხარ?რატომ განჩდი ამქვეყნად?რა არის შენი მისია? - ამ ფილოსოფიურ კითხვებზე პასუხის მიგნება საკმაოდ რთულია.წიგნის ,,ფერადი სიბნელე გმირი სწორედ ამ კითხვებთან ჭიდილში ავლენს თავის პიროვნულ დამოკიდებულებას ამ მარადიული თავსატეხისადმი.გმირის მიერ არჩეულ ძიების გზაზე ჩანს ცხოვრებისეულ ღირებულებებთან მისეული შეხებაც.როგორია მთავარი გმირისთვის სამშობლოს თემა?რელიგიისადმი დამოკიდებულება?მშობლებთან,მეგობრებთან ურთიერთობა?რა არის მისთვის სიყვარული?როგორ ესმის თავისუფლება?ეს საინტერესო მიგნებებია...
"ეს ამბავი მოხდა საქართველოში , თბილისში . ამბავია ბიჭზე , რომლის გარშემო სულ რაღაც ხდება . ეს შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი. ჰყავს მეგობრები , რომლებსაც შეხვდებით, გაიცნობთ , ზოგს დაუმეგობრდებით , ზოგსაც შეიძლება ვერ გაუგოთ . მთელი წიგნი იქნება დიალოგებით და ჩემი ჩართულობით . პერსონაჟები საკუთარ თავს გაგვაცნობენ საუბრით, ქცევებითა და ფიქრებით . წიგნის წაკითხვის შემდეგ სრულიად შეიცვლებით , რათქმაუნდა , კარგისკენ .გაიგებთ , რა არის ცუდი და კეთილი ; ასევე გაიგებთ მუდამ კეთილია დასასრული , როგორც ზღაპრებში , თუ ცხოვრება სიურპრიზებს გვთავაზობს . შეიცვლებით იმიტომ , რომ დაფიქრდებით ძალიან ბევრ თემაზე, რაზეც , შესაძლოა, აქამდე არც გიფიქრიათ , არ შეგმთხვევით მსგავსი თავგადასავალი . მაგრამ , სანამ გამოცდი რამეს , აჯობებს , სხვის შეცდომებზე ისწავლო ; გაითვალისწინო რჩევები , შენიშვნები და ამით უფრო გაგიმარტივდება ნებისმიერი საქმის წარმატებით დაწყება თუ დასრულება ... " ყველას ცხოვრებაში ერთხელ მაინც დამდგარა მომენტი, როდესაც უიმედობის განცდით დაგვიკარგავს ცხოვრების ხალისი. თუ თქვენ ბედნიერებას სხვაგან ეძებთ, ბოლოს და ბოლოს მიხვდებით, რომ იგი თქვენშია. დროა, იპოვოთ ძალა საკუთარ თავში, რათა თავად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება.
რომანი ,,მორალის ექო" ეს არის ფსიქოლოგიური ჟანრის დრამა-რომანი.წიგნი ცხოვრებისეულ თემაზეა დაწერილი.იმ ცხოვრებაზე,რომლითაც ზოგადად ცხოვრობს ინდივიდი თუ საზოგადოება.ავტორი უფრო ღრმად ჩასწვდა ცხოვრებისეულ კულუარებს, კანონებს თუ უკანონობას და წარმოგვიჩინა ინდივიდის ცხოვრება,ინდივიდისა,რომელიც საზოგადოებაში ტრიალებს,მაგრამ ლაბირინთშია მოქცეული...
ამ ნაშრომში წაიკითხავთ თქვენთვის უცნობ ან ერთ დროს ნაცნობ უნარებს, რომლებისთვისაც სავარაუდოდ აქამდე ყურადღება არ მიგიქცევიათ. მარტივად გადმოცემული ცხოვრებისეული მაგალითების გააზრებისას შეხვდებით დასავლური და აღმოსავლური სიბრძნის თვალშისაცემ სინთეზს, რომელიც დამახასიათებელია ავტორისა და მისი ქვეყნის, საქართველოს, თავისებურებებისათვის. წიგნის წაკითხვის შემდეგ თქვენს წინაშე გადაიშლება რამდენიმე განსხვავებული პერსპექტივა მათ შორის: დასავლეთისათვის დამახასიათებელი ზეკაცი... ,,თავისუფალი მონები' ფილოსოფიური ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებია,რომლის პერსონაჟებიც,ძირითადად, ალეგორიულად არიან წარმოდგენილნი. წიგნში შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც სასიამოვნო ცოდვებს ემონებიან. სიუჟეტი ვითარდება თბილისსა და მიღმიერ სამყაროში, სადაც მთავარი გმირი, ბიზნესმენი იოანე, "კულისებიდან" აკვირდება, როგორ ერევიან ბოროტი სულიერი არსებები მისი ახლობელი ადამიანების ბედში, როგორ უნგრევენ და უშენებენ ხალხს ცხოვრებას;მათ ხშირად სიკეთეც მოაქვთ, მაგრამ მათი მიზანი უცვლელია-ადამიანის შეცდენა...
ეს წიგნი ახალგაზრდა მწერლის მეორე ნამუშევარია,სადაც აღწერილია იდუმალებით მოცული პატარა ქალაქი არაორდინალური მცხოვრებლებით,ფენტეზი მკითხველს ამოგზაურებს რეალობასა და ილუზიების სამყაროში,სადაც სისასტიკე და განუკითხაობაა გამეფებული.წიგნის მთავარი გმირინიულა აღმოჩნდება უსახო ადამიანების ტყვეობაში,გამქრალი ოცნებებით და მარტოობით დაღდასმული.გმირი დაუპირისპირდება ქალღმერთს,რომელიც ნახევრად ადამიანია და ყველა და ყველაფერი სძულს.ეს ბოროტი სული ნიულამ უნდა დაამარცხოს,მაგრამ... შეძლებს კი?! “მეჩურჩულება ქარი, აი დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ისევ მეჩურჩულება ბებერ მუხას! საუკუნეებია აქ ვარ, წარსულის მოჩვენებები მაწამებენ, აქ ამ მოწამლულ მიწაზე, ოდესღაც ყველაფერი ჰარმონიული და ლამაზი იყო. ვხედავდი ჩემ ირგვლივ მედიდურად მდგარ უზარმაზარ მუხებს; მათი სქელი ქერქი ჯაჭვის პერანგს მოგაგონებდათ, მათი მსხვილი ტოტები ფარივით იყო აღმართული ხმელეთსა და ზეცასშორის, ღამესა და დღეს შორის მდგარი გუშაგები წონასწორობას იცავდნენ... “
ეს არის პირველი ქართული ტრენინგი წიგნად QR კოდებით და 12 ვიდეო გაკვეთილით.ის განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გაერკვეს, როგორ ქმნის თავის ცხოვრებას და თავის პრობლემებს და როგორ შეცვალოს სიტუაცია უკეთესობისკენ, როგორ შექმნას უფრო სასურველი რეალობა.სავარჯიშოები ეხმარება ადამიანს მიხვდეს საკუთარ ფასეულობას, გამოვიდეს მსხვერპლობიდან და კომპლექსებიდან, მოიხსნას შიშები, რეალიზება გაუკეთოს საკუთარ ნიჭს და მიიღოს საკუთარი მასშტაბები. იმისათვის, რომ იყოს ჰარმონიაში საკუთარ თავთან...
გიორგი სავანელის პიესა „ეს მე ვარ, ნიკოლოზ ბარათაშვილი“ წიგნად გამოიცა გამომცემლობა „წიგნიერის“ მიერ. პიესა შეიქმნა ექსკლუზიურად „ეროვნული იმპერატივის“ ინიციატივით, მისი თეატრალური პროექტისათვის. პიესაში, ნაჩვენებია ნონკონფორმისტი შემოქმედის ბედი რეჟიმისა და ანექსიონერის ბატონობის პირობებში - მკითხველი გაეცნობა ვისთვის შეიძლება შოკისმომგვრელ და მიუღებელ, ვისთვის კი ახლებურად გადააზრებულ, მაგრამ რაც მთავარია, ნამდვილ ნიკოლოზ ბარათაშვილს. მოთხრობები აფხაზეთზე... აფხაზეთის ომი,რომელიც მიმდინარეობდა 1992-93 წლებში, სულ 13 თვე გაგრძელდა. ამ ომში დაიღუპა 3000 ქართველი ჯარისკაცი, 5000ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, რულიად განადგურდა ართული სოფლები : კამანი, შრომა, ტამიში, განთიადი, კოლხიდა.300000 ადამიანი დევნილად იქცა. მოხდა ეთნიკური წმენდა. წამებით დახოცეს 100-ზე მეტი კაცი გაგრაში, ამდენივე სასტიკად აწამეს სოხუმში...
რომანის მთავარ გმირად თავად ავტორი მოგვევლინა. იგი ზაფხულის ერთ უბრალო დღეს გადაწყვეტს, რომ იმოგზაუროს საქართველოს მასშტაბით, მოინახულოს ჩვენი ქვეყნის ლაჟვარდოვანი ბუნება და უფრო კარგად გაიცნოს საქართველოს შვილები, გამოლაპარაკოს მათ და გაიგოს მათი ყოველდღიური ცხოვრების კრედო. წიგნი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე. მოგზაურობის დასასრულში ავტორი თავის განცდებსა და ემოციებს სიტყვა-სიტყვით გადმოგვცემს, ხოლო რომანის მთავარი მიზანი ზედმიწევნით და მკაფიოდაა გადმოცემული წიგნის ბოლო თავში.
„ვისაც ნამდვილი სიყვარული გამოუცდია, მას უგემია თავად სიკვდილიც, ან თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია ალბათ ის ღმერთიც. “
თუ გონიერ, განათლებულ და მორწმუნედ თვლი ტავს ამ წიგნის დახმარებით შეამოწმებ საკუთარ საყრდენს. თუ გონიერი, ნაკითხი და ურწმუნო ხარ ამ წიგნში თვალს მოკრავ შემოქმედების ნაკვალევს და საკუთარ მსგავსებას მასთან.თუ ეჭვი გეპარება საკუთარ შესაძლებლობებში,თავს არასაკმარისად გონიერ,არასაკმარისად განათლებულად და მცირედ მორწმუნედ თვლი,ესეიგი სიბრძნის საფუძველი, არ ცოდნის ცოდნა გაგაჩნია. იმედი მაქვს ჩემი წიგნი შეგძენს და გაგართობს
წიგნი წარმოადგენს კრებულს, რომელიც განკუთვნილია საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის. მასში თავმოყრილია ლექსები და მოთხრობები ზღაპართან ერთად. შეიძლება საგულისხმო იყოს ბავშვთა შესაფერისი ასაკის აღმზრდელ-პედაგოგებისა და მშობლებისთვისაც. წიგნს დართული აქვს გამოცანები, ანდაზები, რითმებით თამაში და სიტყვებით თამაში. წიგნი წარმოადგენს პოეტურ ნაწარმოებთა კრებულს, რომელშიც დაბეჭდილია ავტორის მიერ ადრე შექმნილი, მაგრამ გამოუქვეყნებელი , და ახალი ლექსები, რომლებიც თემატურადაა განლაგებული რუბრიკების მიხევით.ეძღვნება სამშობლოს, საყოველთაოდ საფიქრალ საკითხებს- წარსულს, საწუთროს, სიყვარულს, ბედნიერებას, ცხოვრებისეულ მოვლენებს, მოგონებებს, საზოგადოებრივ პრობლემებს.დიდი ადგილი აქვს დათმობილი იდეოლოგიურ-ზნეობრივ მოტივებს, ავტორის შინაგანი ბუნებისა და პირადი განცდების გადმოცემას. რომანში ასახულია მოვლენები ჩვენი ახლო წარსულიდან. მხედველობაშია მიღებული ის ცვლილებები, რაც თანდათან ხდებოდა ამ ეპოქაში, მაგრამ სხვადასხვა დროსა და პირობებში.არაა აღებული რომელიმე ერთი კონკრეტული პერიოდი და გარემო. ამ თვალსაზრისით, ის კონგლომერაციულ ხასიათს ატარებს, რაც მხატვრულ ქარგად ედება ნაწარმოებში განვითარებულ მოვლენებს. მაგრამ პოლიტიკური მოვლენების ასახვა არ წარმოადგენს ნაწარმოების საგანს, რაიმე არსებულ მომენტს და მცირე როლი აქვს სიუჟეტში.
"ახალგაზრდული რომანი, რომელსაც ავტორი გვთავაზობს გამოირჩევა დაძაბული სიუჟეტითა და მჭიდრო სიტუაციებით. ნაწარმოებში ასახულია ცხოვრება გზასაცდენილი უთვისტომო ბიჭისა, რომელიც თავს გარიყულად გრძნობს და მუდამ დაეძებს ადამიანებში სითბოსა და თანაგრძნობას... " "სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა პაპაპაპათანაგნ:მამული, ენა, სარწმუნოება.თუ ამათ არ ვუპატრონებთ რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას? ... "
სოლომონ ნერგაძე, არის პავიას უნივერსიტეტის მოლეუკური ბიოლოგიის ასისტენტ პროფესორი, რომელიც ქართულ-იტალიურ საზოგადებაში ცნობილია, არა მხოლოდ, როგორც პროფესიონალი ფიზიკოსი, ასევე ბრწყინვალე ლიტერატორი. მისი ნაწარმოებები ათეული წელია იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში და გამოიცემა წიგნების სახითაც.
მწერლის მესამე ნაქარწყლიანი წიგნი"როცა ზღაპარი მთავრდება" ერთი ამოსუნთქვით იკითება. ეს ის წიგნია, რომელიც ზღაპრულ და რეალურ სამყაროს შორის ზღვარს შლის, ბავშვობის ოცნებებს და ცხოვრების სისატიკეს ერთმანეთს უპირისპირებს, წიგნი, რომელსაც თინეიჯერებიც და მოზარდებიც სიამოვნებით წაიკითხავენ. ერთი, ორი, სამი... ვალსი... ვალსი დაუვიწყარი, ტკბილი, შორეულ ოცნება... ვალსი კვნესად ატირებული სიყვარული, დარდად ჩამოსხმული ცეკვათა მეფე... "სიკვდილის ყვავილი"2000 წლის ზაფხულში დაიწერა.ეს მისტიკური ნაწარმოებია და ადამიანურ გრძნობებზე,სიყვარულზე მარტოობაზე,მეგობრობაზე მოგვითხრობს.სიყვარული უკვდავია და სიკვდილიც ვერ ამარცხებს მას!
მე შენს სიყვარულს დავარქვი სიზმარი- ამოძახილი სულის ვულკანივით რომ ამოხეთქა და თან გაიყოლა გული...
1.თეა ირემაშვილი"არჩევანი" 2.სოფიო ჯაყელი"სხვა დროის ამბავი" 3.მარლენ ავჭალელი"შეგონებანი ზნეობრივნი" 4.მარიამ ციმინტია"თეთრი ჯადოქარი" 5.ბექა შამათავა"ოთხი დროის საგრაფო" 6.ასინათ გალელი"სევდამორეული ფიქრები" 7.მზია ავალიანი"რაც უნდა მეთქვა" 8.თამარ საგინაშვილი- "301"-ე მილიონერი" სულ მალე:

მადლობა

!
ყურადღებისთვის
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.