ლიფტის შახტი - წყვეტილი მოქმედების სტაციონალური საწეველა კაბინის ან პლატფორმის შვეული გადაადგილებისათვის განკუთვნილი ვერტიკალური კონსტრუქცია. მ მაგმა -(ბერძნ. magma – სქელი საცხი) — სილიკატური (ზოგჯერ სულფიდური) შედგენილობის გამდნარი მასა, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის ქერქში ან ზედა მანტიაში. ზოგჯერ საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს ადვილადქროლად კომპონენტებს, გაცივების შედეგად მაგმა წარმოქმნის მაგმურ ქანებს. მასშტაბი - რუკის, გეგმის ან ნახაზის მანძილებისა და ზომების შეფარდება ნამდვილ მანძილებთან და ზომებთან. მასშტაბი: მაგ: 1 სანტიმეტრში 10 კილომეტრია. მონტაჟი - [ფრან. montage] 1. ტექ. მანქანის, ნაგებობის ან მთელი საწარმოს აწყობა და დადგმა გარკვეული გეგმის, პროექტის ან ნახაზის მიხედვით. მუშა ნაკერი - უკვე გამაგრებულ ბეტონსა და ახლად ჩაწყობილი ბეტონის ნარევის კონტაქტის ადგილები. მცირე ნახშირბადიანი (σყ<290მპა) – C235; ამაღლებული 290≤ σყ < 400 მპა – C345; მაღალი სიმტკიცის – C 590 და სხვა. ნ ნიველირება - 1. დედამიწის ზედაპირის წერტილების სიმაღლეთა განსაზღვრა ზოგიერთ ამორჩეულ წერტილთან ან ზღვის დონესთან შედარებით; 2. ნიველირება - მოქმედებათა ერთობლიობა, ადგილზე წერტილთა შორის არსებული სიმაღლეთა სხვაობების განსაზღვრისათვის რაიმე პირობითი დონის მიმართ..აწარმოებენ ნიველირით. ნიშნული - აბსოლუტური ნიშნული − სიმაღლის ზომა ზღვის დონიდან. ფარდობითი ნიშნული − სიმაღლის ზომა პირობითი ნულიდან. შავი ნიშნული − არსებული მიწის ნიშნული. წითელი ნიშნული − საპროექტო ნიშნული. პ პნევმატური - (ბერძნ.) - შეკუმშული ჰაერით მოქმედი. პერიმეტრი - ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის გვერდების სიგრძის ჯამი. მრავალკუთხედის პერიმეტრი.
252