Studentis saxelmzgvanelo rkina betonis samushaota shemsrulebeli meyalibe mearmature mebetone

Page 207

თავი 7. ბეტონის ნარევის ტრანსპორტირება ბეტონის დამზადების ხერხისა და ადგილის შერჩევა დამოკიდებულია ობიექტის მდებარეობაზე და ბეტონის საჭირო რაოდენობაზე. მსხვილი მშენებლობებისა და სამშენებლო კომპლექსების ბეტონის ნარევით უწყვეტი მომარაგებისათვის უპრიანია აიგოს ქარხანა ბეტონის დასამზადებლად. ბეტონის ქარხანაში დამზადებულ ბეტონის ნარევს სასაქონლო ბეტონს უწოდებენ. მსხვილი მშენებლობებისა და სამშენებლო კომპლექსებისათვის ბეტონის დასამზადებლად უპრიანია აიგოს ქარხანა. ბეტონის ქარხნის შემადგენლობაში შედის ბეტონსარევი დანადგარი სადოზავი მოწყობილობით, ცემენტისა და შემვსებების საწყობები, ბეტონის კომპონენტების გასათბობი და გასაციებელი მოწყობილობა, შემვსებების სარეცხი, სახარისხებელი დანადგარები, კომპრესორი, საქვაბე, ბეტონის ლაბორატორია და სხვა. ბეტონის ნარევს ამზადებენ ქარხნებში და მზა სახით აწვდიან სამშენებლო ობიექტებს. შემკვრელი ნივთიერებების ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, მასზე ტენის მავნე მოქმედება ართულებს სატრანსპორტო და სასაწყობო ოპერაციებს, ამიტომ ცემენტის ჰერმეტიულობას ტრანსპორტირებისა

და შენახვის პროცესში

დიდი ყურადღება ექცევა.

ცემენტის შესანახი სილოსები

ბეტონის ქარხნებში

ცემენტის ტრანსპორტირებას ახდენენ საავტომობილო, სარკინიგზო და წყლის

ტრანსპორტით ჰერმეტიულობის დაცვის აუცილებლობით.

207


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.
Studentis saxelmzgvanelo rkina betonis samushaota shemsrulebeli meyalibe mearmature mebetone by Goga - Issuu