OK! Fashion Book- issue 63

Page 1

FASHION

ოქტომბერი 2019

ჭავჭავაძის 50

BOOK





სარჩევი 8 აკა ფროდიაშვილი 10 ირაკლი რუსაძე 12 ალექსანდრე ახალკაციშვილი 14 ლადო ბოკუჩავა 16 თამუნა ქარუმიძე 32 აქსესუარები შემოდგომა/ზამთარი 2019-2020 35 თმის აქსესუარები 44 სეზონის ჰიტი სათვალეები 56 ტოპ სამკაულები 76 სეზონის ჩანთები 80 სწორად შერჩეული ქუდები 88 ტენდენციური ფეხსაცმელი

Carolina Herrera

Versace

Rodarte

Anna Sui

ფერადი გეტრები

უფრო დიდი ბაფთები

საქორწილო ტენდენციები შემოდგომა - ზამთარი 2019/2020

ოქტომბერი 2019

Oscar de La Renta

აქსესუარები

შემოდგომა/ზამთარი 2019-2020

Isabelle Armstrong

100 საქორწილო ტენდენციები

3


ნომერზე მუშაობდნენ

თამთა დალაქიშვილი მოდის რედაქტორი OK! Magazine ელენე ბერიძე ჟურნალისტი, OK! Magazine ციაკო ღამბაშიძე ჟურნალისტი, OK! Magazine

კაბები: T&N DARCHIA მოდელი: ცირა კობიაშვილი სტილი: თამთა დალაქიშვილი ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი (LIG Studio) ძაღლი: კანე კორსო - ვივიენი ალექსეი სეროვი ფოტოგრაფი, OK! Magazine ირაკლი დოლიძე ფოტოგრაფი, OK! Magazine 4

ოქტომბერი 2019


რედაქტორის სვეტი

საკმაოდ დიდი ხანია, რაც მოდის სფეროში ვსაქმიანობ, მაგრამ არასოდეს მქონია მსგავსი შემოთავაზება – ვყოფილიყავი მოდის ჟურნალის მოწვეული რედაქტორი. დიახ, მე ჩემს თავზე ძალიან საპასუხისმგებლო და საინტერესო საქმე ავიღე და დღეს OK! Fashion Book-ის მოწვეული რედაქტორი ვარ. მოგეხსენებათ, მე MERCEDES BENZ FASHION WEEK-ის დამფუძნებელი და ორგანიზატორი გახლავართ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა OK! Magazine Georgia-მ ჩემი მიწვევა და მეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. პირველად, როდესაც საქართველოში Fashion Week დაანონსდა, აღმოჩნდა, რომ საზოგადოება მსგავსი სიახლისთვის მზად არ იყო. ამ სფეროში ნაბიჯების გადადგმა საკმაოდ რთული გახლდათ, თუმცა როგორც ხედავთ, შეუძლებელი არ ყოფილა. ჩემი მიზანი თავიდანვე საქართველოში მოდის სფეროს განვითარება და ნიჭიერი ადამიანების უკეთ წარმოჩენა იყო. Fashion Week-ის დახმარებით, დღეს ბევრი ქართველი დიზაინერი გახდა წარმატებული და მათი სამოსი არა მხოლოდ ქართველებს, არამედ უცხოელ ვარსკვლავებსაც ხშირად ამშვენებთ. ქართველი დიზაინერების ასეთი პოპულარობა იმანაც განაპირობა, რომ ისინი არასოდეს ექცევიან ჩარჩოებში და ყოველთვის ქმნიან რაღაც ახალს და განსხვავებულს. აქედან გამომდინარე, ეს უფრო სოციალურ პროექტად იქცა, ვიდრე უბრალოდ, სანახაობად. მოდის კვირეული, გარდა იმისა, რომ ქართველი დიზაინერების წარმატებაზე ზრუნავს, ასევე ქვეყნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. მას შემდეგ, რაც ეს პროექტი საქართველოში გაჩნდა, ქვეყანა ბევრად ცნობილი გახდა, ვიდრე აქამდე იყო. ოქტომბერი 2019

5



Editorial


8

ოქტომბერი 2019


აკა ფროდიაშვილის ბაფთები

რა არის თქვენი ბრენდისთვის დამახასიათებელი ნიშანი? ჩემი ბრენდისთვის დამახასიათებელი ნიშანი ალბათ სითამამე, ფორმები, სამეჯლისო ხასიათის ტანსაცმელი და მეტი თეატრალურობაა. რა არის თქვენი ინსპირაცია? Queer ადამიანები. როგორ ხედავთ საქართველოში მოდის სფეროს წლების შემდეგ? ძალიან განვითარდა საქართველოში მოდის სფერო. ეს ახალგაზრდა, დამწყებ დიზაინერებში მოტივაციას ამაღლებს. ვფიქრობ, ახალი თაობა მომავალში საინტერესო და მასშტაბურ პროექტებს განახორციელებს. დიზაინერი: აკა ფროდიაშვილი ბრენდი: Aka Prodiashvili ოქტომბერი 2019

9


10

ოქტომბერი 2019


ირაკლი რუსაძის

ინდივიდუალური და განსხვავებული სტილი

რა არის თქვენი ბრენდისთვის დამახასიათებელი ნიშანი? ჩვენ ვქმნით ტანსაცმელს ხასიათისთვის და არა სხეულისთვის. ასევე, ერთგული მომხმარებლებისთვის, რომლებთანაც მუდმივად გვაქვს მჭიდრო კონტაქტი და ვიცით, რომ ისინი იძენენ ჩვენს ტანსაცმელს, დიდი ხნით გეგმავენ მის მოხმარებას და არაერთი კონკრეტული შემთხვევისთვის. არასოდეს მივყვებით ტენდენციებს და ვცდილობთ შევქმნათ ყოველთვის განსხვავებული და საინტერესო. რა არის თქვენი ინსპირაცია? ჩემი ინსპირაცია ყოველდღიურობაა, სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამ. გეოგრაფია განსაზღვრავს ყველაფერს. როგორ ხედავთ საქართველოში მოდის სფეროს წლების შემდეგ? ჩემს ბავშვობაში მოდა გართობა იყო, ახლა ბიზნესია. დიზაინერი: ირაკლი რუსაძე ბრენდი: SITUATIONIST ოქტომბერი 2019

11


12

ოქტომბერი 2019


ალექსანდრე ახალკაციშვილის მინიმალისტური და დახვეწილი სამოსი რა არის თქვენი ბრენდისთვის დამახასიათებელი ნიშანი? ჩემი ბრენდისთვის დამახასიათებელი ნიშანი კონსტრუქცია, თარგი და სხვადასხვა სწორხაზოვანი ჭრაა, რომელიც სამოსს საინტერესოსა და დახვეწილს ხდის. ის, რომ სამოსს იოლად ცნობენ და მარტივად არის შესაძლებელი მიხვდე, თუ რომელი ბრენდია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნიშა, რომელსაც ბრენდი ატარებს, ცნობილია და მასზე მოთხოვნაა. რა არის თქვენი ინსპირაცია? რაც შეეხება ინსპირაციას, ეს ხშირად ყოველდღიურობაა, თუმცა მქონია პირდაპირი მნიშვნელობით მუხტი, რომელიც კოლექციის ძიებასა და სრულყოფაში დამხმარებია. მაგალითად, მუსიკა, ფილმები, ნახატები... როგორ ხედავთ საქართველოში მოდის სფეროს წლების შემდეგ? საქართველოში მოდის სფერო ბოლო წლებში ძალიან განვითარდა, რაც უზომოდ დიდი, დაუღალავი შრომის შედეგია როგორც დიზაინერების, ასევე მოდის კვირეულის დამფუძნებლისა და ორგანიზატორების მხრიდან. თუ გავითვალისწინებთ ყველაფერს, რაც ახლა ხდება საქართველოში მოდის მიმართულებით, თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ წლების შემდეგ მოთხოვნა ქართულ ბრენდზე ბევრად გაიზრდება. ამის დიდი პოტენციალი საქართველოს ნამდვილად აქვს. ძალიან ბევრი კარგი და საინტერესო ბრენდია, რომლებზეც დღეს დიდი მოთხოვნაა არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. დიზაინერი: ალექსანდრე ახალკაციშვილი ბრენდი: Aleksandre Akhalkatsishvili ოქტომბერი 2019

13


14

ოქტომბერი 2019


ლადო ბოკუჩავას ფერადი კომბინაცია რა არის თქვენი ბრენდისთვის დამახასიათებელი ნიშანი? ალბათ ის, რომ ბევრ რამეს მოიცავს ერთად. თითო კოლექციას ზოგჯერ ბევრი სხვადასხვა ინსპირაცია აქვს და მრავალი ფერის კომბინაციაც გვხვდება. რა არის თქვენი ინსპირაცია? არასოდეს არ მაქვს ერთი რამ, რის გარშემოც ვტრიალებ. ყოველთვის ვიწყებ ერთით და ყოველდღიურობიდან და გარემოდან გამომდინარე, შესაძლოა საერთოდ სხვა რაღაცით დავამთავრო. ყოველთვის ისეთი რაღაცების ნაზავია, რომელთაც ერთმანეთთან თითქოს კავშირი არ აქვთ, მაგრამ ერთად გარკვეულ განწყობას ქმნიან. როგორ ხედავთ საქართველოში მოდის სფეროს წლების შემდეგ? ჯერჯერობით, რასაც ვხედავ, არის ის, რაც დღესაა ქართული მოდა და რაც იყო ადრე. MERCEDES BENZ FASHION WEEKის ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვანმა ბაიერებმა და პრესის წარმომადგენლებმა მიაქციეს ქართულ მოდას ყურადღება. პროგრესი უზომოდ დიდია და აქედან გამომდინარე, მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. დიზაინერი: ლადო ბოკუჩავა ბრენდი: LADO BOKUCHAVA ოქტომბერი 2019

15


16

ოქტომბერი 2019


თამუნა ქარუმიძის ახალი ქვე-ბრენდი „თამრა სკეიტბორდსი“

რა არის თქვენი ბრენდისთვის დამახასიათებელი ნიშანი? „თამრა“ არ არის მხოლოდ ტანსაცმლის ბრენდი. ეს არის შემოქმედი ადამიანების გაერთიანება, რომლებიც საქმიანობენ ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. მუსიკოსები, ვიზუალური არტისტები, სკეიტერები და მრავალი სხვა ნიჭიერი ადამიანი – ყველა მათგანი გაერთიანებულია „თამრაში“. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ტანსაცმელი ყოველთვის გარკვეული ისტორიის ნაწილია და ამიტომ მუდამ ვცდილობთ მოვყვეთ ისტორია, რომელიც ტანსაცმელს შინაარსს სძენს. ჩვენი ახალი ქვე-ბრენდი „თამრა სკეიტბორდსია“, რომელიც არა მარტო ქმნის სკეიტბორდსებს და street wear-ტანსაცმელს, არამედ მუდმივ ინტერაქციაშია ახალ თაობასთან და ძალიან აფასებს მათ ჩართულობას. რა არის თქვენი ინსპირაცია? ინსპირაცია შესაძლოა იყოს ყველაფერი. არასდროს იცი, საიდან გაჩნდება ახალი იდეა და რაც მთავარია, არ ხარ დარწმუნებული, რომ საერთოდ გაჩნდება. როგორ ხედავთ საქართველოში მოდის სფეროს წლების შემდეგ? მე მგონია, რომ მოდის სფეროში მრავალფეროვნება, და რაც მთავარია, ამ მრავალფეროვნების მოთხოვნა გაჩნდა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ მოდა ვითარდება. დიზაინერი: თამუნა ქარუმიძე ბრენდი: TAMRA ოქტომბერი 2019

17


Mercedes Benz Fashion Week Tbilisi

18

ოქტომბერი 2019

Situationist

LTFR

Goladamian

Irma de Flore

Fall/Winter 2019-2020


ოქტომბერი 2019

19

Le Mocasin Zippé

Anouki

Berhasm

Mach & Mach

Vaska


20

ოქტომბერი 2019

Maturelli

Tako Mekvabidze

Cecile

Nemsen

Lalo x Zarqua


Tatuna

Bessarion

Dalood

George Keburia

Mercedes Benz Fashion Week Tbilisi Spring/Summer 2020

Comming Soon ოქტომბერი 2019

21



Editorial The End


კაბები: T&N DARCHIA მოდელი: ცირა კობიაშვილი სტილი: თამთა დალაქიშვილი ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი (LIG Studio) ძაღლი: კანე კორსო - ვივიენი

24

ოქტომბერი 2019


ოქტომბერი 2019

25


26

ოქტომბერი 2019


ოქტომბერი 2019

27


ქართულ ბრენდ T&N DARCHIA-ს კაბებმა „მის სამყაროზე“ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა ქართული ბრენდი T&N DARCHIA მესამე წელია რაც დებმა − თათია და ნათია დარჩიებმა დააარსეს, რომელიც მათი დაუღალავი შრომითა და მონდომებით, დღეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრენდის სტატუსს ატარებს. ბრენდმა ამ დროის განმავლობაში უამრავ წარმატებას მიაღწია და OK!-ის მკითხველისთვის კიდევ ბევრი საინტერესო სიახლე აქვს. OK! ბრენდის დამფუძნელებს − თათია და ნათია დარჩიებს ესაურა. თითქმის 24-საათიან რეჟიმში გვიწევდა მუშაობა და სწორედ ამ დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ დღეს T&N DARCHIA ცნობილია თავისი გამორჩეული სტილითა და ხარისხით. ვფიქრობ, რასაც ადამიანი მთელი გულით მოინდომებს, აუცილებლად გამოუვა. გვესაუბრეთ ბრენდის უპირატესობაზე. რა გამოარჩევს მას სხვა ქართული ბრენდებისგან? (ნათია დარჩია): ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობა ალბათ ისიც არის, რომ ბრენდის დაარსების დღიდან გვქონდა საკუთარი ტექნოლოგია, რითაც ვამუშავებდით ქსოვილებს და ვანიჭებდით 3D-მოცულობებს. ეს საკმაოდ საინტერესოსა და განსხვავებულს ხდიდა ჩვენს ნამუშევრებს. ამ მეთოდით დამუშავებულ სამოსს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ეს არის ჩვენი ნიშა და ალბათ სწორედ ამან განაპირობა ბრენდის წინსვლა და წარმატება.

ფოტოები: ირაკლი ლაფაჩი

გაიხსენეთ თქვენი პირველი წარმატება მოდის სფეროში. (თათია დარჩია): ჩვენი პირველი წარმატება იმ დღეს დაიწყო, როცა გადავდგით ეს ნაბიჯი და დავაარსეთ ბრენდი, რომელიც T&N DARCHIA-ს სახელწოდებითაა ცნობილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ დღიდან ყოველი დღე ჩვენი ბრენდის წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

გვიამბეთ ბრენდის შესახებ. რა გზა გაიარეთ იდეის გაჩენიდან დღევანდელ დღემდე? (თათია დარჩია): ბრენდის შექმნის იდეა მე და ჩემს დას ერთობლივად გაგვიჩნდა. ძალიან რთული და შრომატევადი იყო გზა დღევანდელ დღემდე. 28

ოქტომბერი 2019

როგორ შეძელით, რომ ასეთ მოკლე დროში ამხელა პოპულარობა მოიპოვეთ და საქართველოს საზღვრებსაც გასცდით? (თათია დარჩია): რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორი წლის წინ გავაფორმეთ ხელშეკრულება ერთ-ერთ უცხოურ, საკმაოდ ცნობილ ბრენდთან, რომელთანაც გავიარეთ ხარისხის კონტროლი და უმაღლესი შეფასება მივიღეთ. ამან განაპირობა


ის, რომ დავიწყეთ ჩვენი ნამუშევრების ექსპორტზე გატანა და მოლაპარაკებები, კერძოდ − კანადასთან და უკრაინასთან. (ნათია დარჩია): ამ ეტაპზეც გვაქვს მოლაპარაკება ჩვენს ერთ-ერთ უდიდეს მეზობელ ქვეყანასთან და ვგეგმავთ უახლოეს მომავალში ფეხი მოვიკიდოთ მეზობელ ქვეყნებშიც. როგორც ცნობილია, ჩატარდა კონკურსი „მის სამყარო“, სადაც ორი კონკურსანტის ჩაცმულობაზე იზრუნა T&N DARCHIA-მ. გვესაუბრეთ, ვინ არიან ისინი? საქართველოს გარდა, რომელ ქვეყანას წარმოადგენენ და რატომ შეარჩიეს თქვენი ბრენდი? (თათია დარჩია): „მის სამყაროზე“ მონაწილეობდა 65 ქვეყანა, სადაც ორი კონკურსანტის − საქართველოსა და ოსეთის წარმომადგენლების ჩაცმულობაზე T&N DARCHIA-მ იზრუნა. საქართველო ლიკა თორიამ წარადგინა. კონკურსი 24-25 სექტემბერს ჩატარდა და მათ საუკეთესო ათეულში დაიკავეს ადგილი. საღამოს კაბების ჩვენებაში უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს და „მის მოდელისა“ და „მის ფოტომოდელის“ ტიტულებიც მიანიჭეს. ეს ძალიან დიდი წარმატებაა როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩვენი ბრენდისთვის.

გვესაუბრეთ სამომავლო გეგმების შესახებ. (ნათია დარჩია): სამომავლოდ უამრავი გეგმა გვაქვს. გარდა იმისა, რომ მუდმივად ახალ და საინტერესო სამოსს ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს, ეტაპობრივად სხვადასხვა კონკურსითაც გავანებივრებთ. ერთ-ერთი კონკურსი Miss super globe 2019 წლის 14-19 ოქტომბერს დუბაიში იგეგმება, სადაც ჩვენი კონკურსანტი ღირსეულად წარადგენს საქართველოს.

ოქტომბერი 2019

29



ROMAN

ქალის ტანსაცმლის პრემიუმკლასის ბრენდი Roman Georgia roman_georgia_official ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 2/4 სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“ ქ. ბათუმი, მემედ აბაშიძე-მაზნიაშვილი 13-3


აქსესუარები

32

ოქტომბერი 2019

Versace

Rodarte

Anna Sui

ფერადი გეტრები

შემოდგომა/ზამთარი 2019-2020


Christian Dior

Zimmerman

Saint Laurent

მსხვილი ქამრები

ოქტომბერი 2019

33


Celine Miu Miu

Etro

გაბანტული შარფები

34

ოქტომბერი 2019


Shrimps

Simone Rocha

თმის აქსესუარები

Balmain

Prada

თმის რკალურები

ოქტომბერი 2019

35


Chanel

Paco Rabbane

Dolce&Gabbana

Versace

თმის სამაგრების ხელოვნება

36

ოქტომბერი 2019


Chanel

Emilia Wickstead

Dolce&Gabbana

ბაფთები

ოქტომბერი 2019

37

Oscar de La Renta

Anna Sui

Rodarte


ჯგუფი „შალი &...“ წარმოგიდგენთ:

წარმატებით განხორციელებულ ინოვაციურ პროექტს „საქართველოში განახლდა ტრიკოტაჟის წარმოება“

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ტრიკოტაჟის დიზაინის კურსდამთავრებულებმა, დიზაინერებმა − მარინა გახუტიშვილმა და მაია ხომერიკმა, რომელთა სადიპლომო ჩვენებამ 1985 წელს ტრიუმფით ჩაიარა, ახალი სიცოცხლე შესძინეს ქართული ტრიკოტაჟის წარმოებას. მათი მიზანი იყო ამ მივიწყებული დარგის აღორძინება. წლების განმავლობაში, გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა ჩანაფიქრის განხორციელება. 2018 წელს ამ პროექტით დაინტერესდა ანტრეპრენერი, ქალბატონი ნინო კაპანაძე. მან შესანიშნავად შეაფასა პროექტის მიზანი, გათვალა 38

ოქტომბერი 2019

მისი პერსპექტიულობა და უყოყმანოდ განახორციელა ინვესტიცია. შედეგმაც არ დააყოვნა. დიზაინერებმა − მაია ხომერიკმა და მარინა გახუტიშვილმა თავდაუზოგავი შრომის შედეგად წარმოგვიდგინეს სამოსის შესანიშნავი კოლექცია, რომელიც გათვლილია ნებისმიერი ასაკის მომხმარებელზე. ტანსაცმელი შექმნილია ნახევრადშალის, ბამბააბრეშუმის, სელის, ტილოს, აბრეშუმის ნატურალური ქსოვილებისგან. წარმოდგენილია ყველა სეზონის შეზღუდული რაოდენობის მოდელი: ნახევრადშალის პალტოები, ქურთუკები, მოსაცმელები, ქვედაბოლოები, კაბები, შარვლები, შარფები, ქუდები, სარაფნები და სხვ. ტრიკოტაჟის სამოსი შემკულია თექის, ქვილთის, შიბორის, ხელით ნაქსოვი დეკორატიული ელემენტებით.


თანამედროვე, კომფორტულ და პრაქტიკულ სამოსში ჰარმონიულადაა შერწყმული ქართული ტრადიციული სამოსის ელემენტები, ძველი ქართული წარმართული სიმბოლოები (ხევსურული ორნამენტი), ორნამენტები და სილუეტები. კოლექციაში გამოყენებულია ყველა ის ოქროს წესი, რომელსაც უნდა იცავდეს ჭეშმარიტი შემოქმედი დიზაინერი: ინოვაცია, ზომიერება, დახვეწილობა, ტრადიცია, გემოვნება, თანამედროვე გამოწვევების სწორი შეფასება. მარინა გახუტიშვილისა და მაია ხომერიკის ნამუშევრები მეტყველებს ხელოვნებისა და კოსტიუმების ისტორიის, ტანსაცმლის კონსტრუირებისა და არქიტექტონიკის, საფეიქრო წარმოებისა და ტექნოლოგიების ფუნდამენტურ ცოდნაზე, რომელიც წარმატებით გამოიყენეს პრაქტიკაში და წარმოგვიდგინეს ახალი ქართული ბრენდი „შალი &...“. ოქტომბერი 2019

39


40

ოქტომბერი 2019


ოქტომბერი 2019

41


42

ოქტომბერი 2019


TEL: 0322 05 18 19 info@shalis.ge http://Shalis.ge მის: ჭავჭავაძის გამზ. 7 Fb: Shalis Georgia ოქტომბერი 2019

43


44

ოქტომბერი 2019

Louis Vuitton

მატრიცა

Acne Studios

Christian Siriano

სეზონის ჰიტი სათვალეები


Acne Studios

Rejina Pyo

Chloe

გამჭვირვალე მინები

ოქტომბერი 2019

45


Max Mara

შემოდგომის სიყვითლე Le Specs www.mytheresa.com

Moy Atelier www.matchesfashion.com

Topshop

Mango

Chloe www.net-a-porter.com

Gucci

www.asos.com

46

ოქტომბერი 2019


Fendi ოქტომბერი 2019

47


კომბინიზონა

48

ოქტომბერი 2019


ოქტომბერი 2019

49


50

ოქტომბერი 2019


მის: მელიქიშვილის 23 ტელ: 577 48 28 88 Fb: Kombinizona/კომბინიზონა ოქტომბერი 2019

51



DIESEL TBILISI მის: ჭავჭავაძის 50 ტელ: 596 43 50 50




56

ოქტომბერი 2019

Bottega Veneta

ჯაჭვები

Alexander McQueen

Marni

ტოპ სამკაულები


Adeam

Philip Lim

Carolina Herrera

განსხვავებული საყურეები

ოქტომბერი 2019

57

Hellesy

Givenchy

Zimmerman


58

ოქტომბერი 2019

Dolce & Gabbana

Christian Dior

მუდამ ელეგანტური მარგალიტები

Chanel

Givenchy


Lanvin

Stella McCartney

Saint Laurent

ტენდენციური თოკები

ოქტომბერი 2019

59


60

ოქტომბერი 2019


ოქტომბერი 2019

61


62

ოქტომბერი 2019


ოქტომბერი 2019

63


ელენე კოღუაშვილის ნამუშევრები − ფერთა მოზაიკური ასოციაცია ბუნებრივი, ძვირფასი თუ ნახევრადძვირფასი ქვები; კვარცი, შუშა, ბისერები და ფერთა ნაფიქრი შეხამება ელენე კოღუაშვილის ხელოვნებაში მისი მიგნებაა. მოზაიკის სამყაროში, სადაც წლებია, დიდი ენთუზიაზმითა და უამრავი იდეით ახალ ნამუშევრებს ქმნის, სკრუპულოზური საქმის კვალდაკვალ ხელსაქმით განუზომელი გატაცება ის ბალანსია, რომელიც დაუღალავ შრომას შედეგით ამართლებს. OK! ახალგაზრდა ხელოვანს ესაუბრა, რომლისთვისაც მიმზიდველ სფეროს მუდმივად ხელოვნება წარმოადგენდა, თუმცა წარმოსახვაში წინასწარ არსებული მხატვრის ამპლუადან მოზაიკაზე მუშაობისკენ გადაბირების ბიძგი მისთვისაც სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა... როგორ მიგიყვანათ გზამ დღევანდელ საქმიანობამდე? ვხატავ მას შემდეგ, რაც ფანქრის ხელში დაჭერა შევძელი. ვხატავდი აბსტრაქციებს აკვარელსა და გუაშში. როცა შესაბამისი ასაკი დამიდგა, გადავწყვიტე, პროფესიულად შემესწავლა მხატვრობა და სამხატვრო აკადემიაში ჩავრიცხულიყავი, თუმცა მოსამზადებელ პერიოდში, მაშინ, როცა განსაკუთრებული ყურადღება ხატვისთვის უნდა დამეთმო, ჩემთვის იმ დრომდე გამოუცდელმა და საინტერესო მიმართულებამ − მოზაიკის ხელოვნებამ გამიტაცა. ვამჩნევდი, რომ ჩემი სურვილი მუდმივად მოზაიკურ კომპოზიციაზე მუშაობა იყო და სამხატვრო ოსტატობამ უკან გადაინაცვლა. მივხვდი, რომ აქ ჩემი თავი ვიპოვე და დიდი შემართებით შევუდექი პირველი ნამუშევრის შექმნას. მთელი სამხატვრო 64

ოქტომბერი 2019


ფერები ალბათ ერთ-ერთი მთავარი ასოციაციაა, რომელიც მოზაიკის ხსენებისას გვიჩნდება. რამდენად მრავალფეროვანია თქვენს კომპოზიციებში გადმოცემული ემოცია? ჩემი მიზანია, ყველანაირი ფერი ისე გამოვიყენო, რომ ერთმანეთი არ დაჩრდილონ. ვცდილობ, ისინი ისე შევახამო, რომ მათი არსებობა იგრძნობოდეს, თუმცა შორს იყოს გადატვირთულობისგან. თითოეული ფერი თავისებური ხასიათის მატარებელია და ერთმანეთის გვერდით, სხვადასხვა კომბინაციით სრულიად განსხვავებულ სურათს ქმნის.

გუნდი მგულშემატკივრობდა და გვერდით მედგა, მოჰქონდათ სხვადასხვა საინტერესო მასალა და უამრავ იდეას, შთაგონებას გასაქანი ეძლეოდა. როცა პირველ ნამუშევარზე მუშაობა დავასრულე, კიდევ უფრო ცხადად დავინახე, რას ვემსახურებოდი − ეს დღემდე ჩემი მთავარი სამიზნეა.

თქვენი პირველი ნამუშევარი „მუსიკა“ იყო − მუსიკის თემატიკით შთაგონებული კომპოზიცია. არის თუ არა მუსიკა თქვენი სამუშაო პროცესის თანმხლები ნაწილი? მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი პირველი ნამუშევარი ამ თემატიკაზე გამეკეთებინა. მოზაიკაზე მუშაობისას, ჩემთან მუსიკა ყოველთვის ისმის. ეს პროცესს კიდევ უფრო მილამაზებს, მივსებს, მოაქვს თავისებური განწყობა და მუზაც. მუსიკის ჟანრი კი დამოკიდებულია ხასიათზე და ყოველ ჯერზე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

რამდენად შრომატევადი პროცესია მოზაიკური კომპოზიციის შექმნა? ეს არის ძალიან შრომატევადი, ხანგრძლივი პროცესი, რომელთანაც მონდომებისა და ძლიერი გატაცების გარეშე უძლური ხარ. არ გეყოფა ენთუზიაზმი, იჯდე და სულ მცირე მონაკვეთზე საათობით იმუშაო. თუმცა ეს ჩემთვის იმდენად საინტერესო სფეროა, რომ სულიერ სიმშვიდეს, აღმოჩენას, შემოქმედებით წვასა და უამრავ ინსპირაციას აერთიანებს. ფერწერის ნაცვლად, მოზაიკური ჟანრი აირჩიეთ. რომელი მთავარი მახასიათებლით გამიჯნავდით ხელოვნების ამ ორი მიმართულების სპეციფიკას? მხატვრობისგან განსხვავებით, სადაც ფუნჯი და საღებავი მთავარი იარაღია, აქ სამუშაო მასალა ბუნებაში არსებული მინერალური ქვები, ბისერები და კიდევ უამრავი რამ შეიძლება იყოს. ხატვისას გარკვეულ ეფექტს მონასმი გვაძლევს, აქ კი ბისერებისა და თვლების წყობა, მათი მონაცვლეობა და ფერთა სინთეზი. მხატვრობის მსგავსად, აქაც შეძლებ ისწავლო ძირითადი ტექნიკა, მასალებთან მუშაობის პრინციპი, თუმცა გქონდეს საკუთარი სტილი, მიგნება, მთავარი ღირებულებაა. ოქტომბერი 2019

65


ყოვლისა, განათლებაა საჭირო, რათა ბორბალი ხელახლა არ გამოიგონო. ეს გეხმარება იმაში, რომ შენი მიგნებები სუბიექტური და ამავდროულად, შეძლებისდაგვარად ღირებული იყოს. რაც შეეხება თემატიკას, ვინაიდან ჩემი ინტერესთა სფერო დიდია, თემებიც მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული მაქვს. არ მიყვარს ერთგვაროვნება და ვცდილობ, ყოველთვის სიახლე შევიტანო ჩემს ნამუშევრებში.

ყოველთვის წინასწარ იცით, რა სახის კომპოზიციას ააგებთ? არის ეს ზოგჯერ ნაწილობრივი იმპროვიზაცია? სამუშაოს დაწყებამდე, თავდაპირველად, იქმნება მონახაზი და კომპოზიციის ძირითადი ნაწილი, სტრუქტურა. ვიცი, დაახლოებით, რომელ ფერებს გამოვიყენებ და როგორ. შემდეგ რაც ხდება, უშუალოდ მუშაობის პროცესში, უკვე იმპროვიზაციაა. რა გსურთ თქვენი ნამუშევრებით მნახველს აჩვენოთ? ცხოვრებაში, სხვადასხვა ეტაპზე, ზოგჯერ, ადამიანებს რუტინა გვღლის და სევდა გვიპყრობს. გვავიწყდება, თუ როგორი მშვენიერია სამყარო. ჩემი ნამუშევრებს ხილვისას მინდა, ადამიანებს გაახსენდეთ ეს მრავალფეროვნება, დაინახონ სიცოცხლის აზრი და გრძნობა, რომლის გარშემო ტრიალებს უშუალოდ სამყარო − სიყვარული. რა არის თქვენთვის ინსპირაციის წყარო? რომელი თემატიკა გხიბლავთ ყველაზე მეტად? ინსპირაცია მრავალი მხრიდან აღწევს. მუსიკა, ლიტერატურა, თუნდაც ყოველდღიურობა, უპირველესად კი ადამიანები − შთაგონების ჩემეული წყაროა. ხშირად გამიზნულად ვხვდები ხალმხრავალ ადგილებში, აქტიური ცხოვრების წესს მივსდევ, ზოგადი განათლების როლს კი ჩემი საქმიანობისთვის მნიშვნელოვან უპირატესობად მივიჩნევ. სწორედ ამიტომ, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ვისწავლე, რადგან მიმაჩნია, რომ უპირველეს 66

ოქტომბერი 2019

როგორ აპირებთ ნამუშევრების რეალიზებას? როგორია თქვენი ზოგადი სამომავლო გეგმები? უპირველესად, ვმუშაობ იმაზე, რომ გამოფენის მოსაწყობად ნამუშევრების საკმარისი რაოდენობა მოვაგროვო, თუმცა ვინაიდან კომპოზიციაზე მუშაობა ხანგრძლივი პროცესია, ამას დრო დასჭირდება. ვიმედოვნებ, რომ სულ მალე პერსონალურ გამოფენას მოვაწყობ. არაერთი მსურველია სოციალურ ქსელში, რომელიც ჩემი ნამუშევრების შეძენის სურვილს გამოთქვამს. ეს მალე შესაძლებელი იქნება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ძირითადი საქმიანობის პარალელურად, ვაპირებ აქსესუარების საკუთარი ხაზი ჩავუშვა. კონცეფციაზე ჯერ მეტს ვერაფერს გეტყვით, თუმცა გულშემატკივრებს ვპირდები, რომ ბრენდის ხაზი გამორჩეულ ნიშას დაიმკვიდრებს და ძალიან ორიგინალური იქნება.


ოქტომბერი 2019

67


თეკო ვარდანიძის სტილის თავისუფლება საკუთარი ბრენდის საფირმო მარკად TEKKO VARDANIDZE COLLECTION – ბრენდი, რომელიც უკვე ერთი წელია, რაც ქართული მოდის სივრცეში გამოჩნდა, დიზაინერის მრავალწლიანი გატაცებისთვის ფრთების შესხმაა. იდეურადაც ჰაეროვანი, ნაზი კოლექცია თეკო ვარდანიძის ხელწერაა, რომელმაც OK!-ის ბრენდის კონცეფციის მთავარი მოტივები და საკუთარი გეგმები გააცნო. როგორ იხსენებთ პირველ ნაბიჯებს, რომელიც ბრენდის შექმნას უძღოდა? დიზაინით გატაცებულს ყოველთვის მქონდა ინტერესი და თანმდევი წამოწყებები, ვმონაწილეობდი არამასშტაბურ ჩვენებებსა და საზღვრებს გარეთ გამართულ ფესტივალებში. მას შემდეგ, რაც კერვის ტექნოლოგიები თავად შევისწავლე, გავიარე სწავლება მოდის მენეჯმენტის სფეროშიც, უფრო ნათლად წარმოვიდგინე საკუთარი ბრენდის მომავალიც. ასე გაჩნდა იდეა, შექმნილიყო Tekko vardanidze collection, რომელიც გააერთიანებდა ყველა ჩემს იდეას. როგორია ბრენდის მიერ არჩეული სტილი და მისი მახასიათებლები? ამ ეტაპზე ბრენდი ძირითადად ყოველდღიურ სამოსზე ორიენტირდა, თუმცა ვფიქრობ, მაინც ვახერხებ, არ დაიკარგოს ხედვა, რომლის ჭრილშიც ზოგადად, დიზაინს აღვიქვამ. თითოეულ მოდელს ბრენდის სპეციფიკა მცირე დეტალში მაინც ეტყობა. გამოვარჩევდი ფერებს, ნათელ ტონებს, რომლებსაც მთავარ მახასიათებლად მივიჩნევ. დიდი მკლავები, ფრიალა ქვედაბოლოები, ბაფთები – ასევე ბრენდისთვის ტიპური ნიშნებია. 68

ოქტომბერი 2019


ოქტომბერი 2019

69


მზად ვარ პალიტრაზე ფერები შევურიო. როგორც კი მზე თვალს მიეფარება და სეზონი იცვლება, თითქოს ვიკეტები და ეს ალბათ საკუთარ კოლექციებზეც აისახება. როგორც აღვნიშნე, შემოდგომისთვის ჩემი სამოსი მეტად ბაცი ფერებითა და მკაცრი კონტურებით გამოირჩევა. რამდენად გიტაცებთ სითამამე დიზაინში? გამოყენებული ფერები ნაწილობრივ სითამამეა, თუმცა ბრენდის ამჟამინდელ კოლექციებთან შედარებით, ამ მხრივ კიდევ უფრო მეტი გეგმა მაქვს. არ გავურბივარ ექსპერიმენტებს და კლასიკურ შავსაც, ვცდილობ მეტი ხასიათი შევმატო, შევიტანო ჩემი თვალით დანახული სტილი და ერთი შეხედვით წარმოუდგენელი შეუსაბამობების ფერთან ჰარმონიზება შევძლო. რამდენად შრომატევადია კერვის პროცესი და იბადება თუ არა ამ დროს ახალი მიგნებები? შეიძლება უცებ მომივიდეს იდეა და საბოლოო შედეგის მისაღებად ღამეები გავათენო, არ შევისვენო და საქმე ბოლომდე მივიყვანო. პროცესი ხანგრძლივი და შრომატევადია, თუმცა ახლავს ბენეფიტი – მუშაობისას სამოსი კიდევ უფრო საინტერესო ხდება და იდეებისთვის მეტ გასაქანს გაძლევს. როდის დადგა გარდამტეხი ეტაპი, როცა აღმოჩნდით რეალობის წინაშე, რომ საზოგადოებამ ბრენდის საქმიანობა აღიარა? ეს ალბათ არცთუ დიდი ხნის წინ მოხდა – მაშინ, როცა ჩემი სახელითა და გვარით დაინტერესდნენ, გაუჩნდათ კითხვები ვინაობის შესახებ, ამასთან ერთად კი ჩემში მოტივაციამ იმატა. მიხარია, რომ საზოგადოებამ ასე დადებითად მიიღო ბრენდის გზავნილები. როგორ დაახასიათებდით გაზაფხულიზაფხულის განვლილ კოლექციას და საშემოდგომო კოლექციისთვის სამზადისს? გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში აქცენტი კაბებსა და ორეულებზე გამახვილდა. გამორჩეულად ფერად, ჰაეროვან კოლექციაზე, საშემოდგომოდ კი ფერთა გამა პასტელის ტონებში გადავიდა, ფორმები გამკაცრდა, თუმცა საბოლოო ჯამში, მაინც არ დაკარგულა ბრენდისთვის წამყვანი პრინციპი – ფერადოვნება. როგორ მოქმედებს განწყობა ნამუშევრებზე? ზოგადად ვიტყოდი, რომ ჩემს გუნებაზე მზეს წარმოუდგენელი გავლენა აქვს. როცა თბილა და სხივები უხვად ანათებს, შთაგონებით ვივსები და 70

ოქტომბერი 2019

გაქვთ შთაგონების მთავარი წყარო? შთაგონებად გარშემო უამრავი რამ შეიძლება იქცეს, თუმცა ამ ეტაპზე განსაკუთრებით მხიბლავს ყვავილებზე, მათ ფერებსა და ფორმაზე დაკვირვება. ასევე, პეპლის უნიკალურობა გამორჩეულად საინტერესოა ჩემთვის. ინტერესის ორივე საგანს, მათ პრინტს, ბრენდის კოლექციებში დიდი ადგილი უჭირავს. როცა კოლექციას ქმნით, როგორი ადამიანისთვის მუშაობთ საკუთარ წარმოსახვაში? მათთვის, ვისაც ალბათ საკუთარ თავთან ვაიგივებ – ნაზ გოგონასთან, რომელიც შინაგანად ძლიერი ქალია. რა შედის თქვენს სამომავლო გეგმებში? ჩემი დიდი სურვილია, ბრენდის ხაზში კიდევ უფრო გამოიკვეთოს საკუთარი, როგორც დიზაინერის, ხედვა. ბევრად მეტი თავისუფლებითა და სითამამით ვაპირებ, მივუდგე კოლექციების შექმნას და როცა რესურსები ხელს შემიწყობს, მაღალ მოდაშიც გადავინაცვლო. თუმცა უახლოესი გეგმა საშემოდგომო კოლექციის მომზადებაა და ყოველდღიურ რეჟიმში ამისთვის ვმუშაობთ.


ოქტომბერი 2019

71


LETISSU − ბრენდი, როგორც განუმეორებელი კოლექციის ასოციაცია LETISSU − ქალბატონების სამოსისა და აქსესუარების დახვეწილი ხაზი, ხათუნა მალანიას დიზაინით გატაცების, დიდი ხნის განმავლობაში გენერირებული უამრავი იდეისა და ჩანაფიქრის განხორციელებაა. ექსკლუზიურ მოდელებში ბრენდის კონცეფციის მთავარი პრინციპი იკვეთება - მცირე რაოდენობის ეგზემპლარი გამორჩეული სტილის უნიკალურობას ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს. რა უძღოდა წინ ბრენდის ჩამოყალიბებას? როგორ გაჩნდა LETISSU-ს შექმნის იდეა? 4 შვილის დედა ვარ, მყავს 2 შვილიშვილიც. დიდი ოჯახის თანმდევად არსებული დროის სიმცირე ჩემს გატაცებას ხანგრძლივად ჩრდილავდა. თუმცა, 2 წლის წინ, მეუღლის მხარდაჭერით, საკუთარი ბრენდის შექმნა გადავწყვიტე, რამაც საშუალება მომცა, ჩემი ინტერესის სფეროს გათვალისწინებით, ერთი სახელის ქვეშ, ყველა იდეისთვის თავი მომეყარა; შემექმნა ბრენდი, სადაც შევძლებდი, წარმომედგინა საკუთარი თვალით დანახული ქალბატონების სტილი. რას გვთავაზობს ბრენდი? ბრენდი ქალბატონებისთვის განსხვავებული დიზაინის სამოსს, უპირველესად, გამორჩეული ქსოვილით ქმნის. მაქსიმალურად ნატურალური, სასიამოვნო მატერია LETISSU-ს მთავარი სამუშაო კომპონენტია. როგორია LETISSU-ს საქმიანობის პრინციპები? ბრენდის მიზანია, შექმნას იშვიათი, ექსკლუზივს მორგებული პროდუქცია. კოლექციებში კონკრეტული მოდელების რაოდენობა მცირეა, რადგან ეს ბრენდის მიერ არჩეული მიმართულებაა. 72

ოქტომბერი 2019


მასობრივობას გავურბივარ, ეს შესაძლოა მარკეტინგულად გამართლებული არცაა, მაგრამ ამ გამოწვევას ვირჩევ. როგორია ბრენდის კოლექციების ძირითადი სტილი? თუ გამოვარჩევთ, ძირითადად კლასიკური სტილი ჭარბობს, თუმცა მათ თანამედროვე და არაორდინარული დეტალები ახლავს. ვცდილობ, LETISSU-ს ყველაზე მცირე დეტალებიც გამოარჩევდეს. მაგალითისთვის, ჯინსის ქურთუკებიც კი, რომლებიც უახლოეს წარსულში თავად შევკერეთ, მხატვარმა ხელით მოხატა. თითოეულ ეგზემპლარზე განსხვავებული პრინტია დატანილი. LETISSU − რომელიც ითარგმნება როგორც „ქსოვილი“, ბრენდის სახელწოდებად შეარჩიეთ. რას განსაზღვრავს ქსოვილი თქვენს კოლექციებში? ქსოვილს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მის ხარისხსა და გამომხატველობას დიდი როლი ენიჭება. სახელწოდების შერჩევისას იმ ფაქტით ვიხელმძღვანელე, რომ როცა ქსოვილს ვეცნობი, სწორედ მაშინ ჩნდება უამრავი იდეა. ეს ჩემთვის შთაგონების მთავარი წყაროა. კიდევ რა გეხმარებათ ინსპირაციის გაღვივებაში? მნიშვნელოვანი წყარო მუსიკაა, რომელსაც დღის განმავლობაში მუდმივად ვუსმენ. წიგნი, ფილმი და ხელოვნება შთაგონებისთვის შესანიშნავი მაპროვოცირებელია. დიდი ოჯახი გყავთ. როგორ ახერხებთ დროის განაწილებას ისე, რომ თქვენს გატაცებას ყურადღება არ მოაკლდეს? ჩემი სამსახური ორია − ოჯახი და LETISSU. მოვახერხე, რომ დღის განსაზღვრული მონაკვეთები სიზუსტით გადავანაწილო. ვცდილობ, დღის ბოლოს დრო ოჯახისთვის ყოველდღიურად თავისუფალი მქონდეს. საღამოს ვახერხებ, დავჯდე და ახალ იდეებზეც ვიფიქრო. რა სიხშირით ახლდება კოლექციები? LETISSU-ს კოლექციები ე.წ. კაფსულურია, მოკლე ხნითა და მცირე რაოდენობით გამოირჩევა. ჩემი სურვილია, არჩეულ ხაზს არ გადავუხვიო და ამ პრინციპის მიღმა, კოლექციები ყოველთვიურად ახლდება. ფეხსაცმელი და ჩანთა LETISSU-ს ხაზის დამატებითი აქსესუარებია. გვიამბეთ ამის

შესახებ... ფეხსაცმელები და ჩანთები ბრენდის სამოსს მოვარგე, ეს ხელნაკეთი პროდუქცია ჩვენი კოლექციის ნამატია. როგორ გსურთ, იგრძნონ თავი მათ, ვინც LETISSU-ს ატარებს? მინდა, მომხმარებელმა თავი უპირველეს ყოვლისა, კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნოს. იმედს ვიტოვებ, სამოსი ადამიანების ხასიათსა და სტილს ხაზს გაუსვამს და დიდი ხნით დაიკავებს ადგილს მათ გარდერობში. ოქტომბერი 2019

73


74

ოქტომბერი 2019


inst: letissu_ fb: LeTissu მისამართი: თბილისი, შ. რუსთაველის გამზ. 2/4 , „გალერია თბილისი“, მაღაზია „ჩაცმა“ ოქტომბერი 2019

75


Maxmara

Tory Burch

Staud

სეზონის ჩანთები

76

ოქტომბერი 2019

Chloe

D&G

Givenchy

გველი VS ნიანგი


Off-White

ბეწვის ჩანთები

Aldo Zara

ARIES

Fendi

SHRIMPS

Chloe

HM

Topshop

ოქტომბერი 2019

77


ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი ჩანთების ქართული ბრენდი BEGGHURA არც ისე დიდი ხანია, რაც ბაზარზე გამოჩნდა, თუმცა ძალიან მალე იქცა თითოეული ქალბატონისთვის სასურველ აქსესუარად. ბრენდი გვთავაზობს ძალიან საინტერესო და განსხვავებული სტილის ჩანთებს, რომლებიც საქართველოს პოპულარიზაციას საზღვარგარეთ ხელს უწყობენ. OK! ბრენდის დამფუძნებელს, გვანცა გიგნაძეს ესაუბრა.

როდის შექმენით ბრენდი და რა გზა გაიარეთ დღევანდელ დღემდე? სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ დამეარსებინა საკუთარი ბრენდი. ეს იდეა ეკუთვნის ჩემს მეუღლეს და სახელი BEGGHURA-ს ავტორიც სწორედ ის არის. BEGGHURA-მ მოკლე დროში პოპულარობა მოიპოვა და ბევრი ქალბატონისთვის ჩვენი ჩანთები სასურველ აქსესუარად იქცა. რა არის თქვენი ჩანთებისთვის დამახასიათებელი ნიშანი? რა გამოარჩევს მას სხვა ქართული ბრენდებისგან? ჩვენი ჩანთები არის 100%-ით ხელნაკეთი. თითოეული მათგანის დიზაინზე საკმაოდ ბევრს ვმუშაობთ და ვცდილობთ, მუდმივად განსხვავებული, კომფორტული და ამავე დროს „გაპრანჭული“ სტილის ჩანთები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს. მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც ჩვენს ჩანთებს გამოარჩევს, არის დეტალები, რომლებსაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ. შემიძლია გამოვარჩიო ჩვენი ჩანთა „საქართველოს რუკით“, რომელზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა და რომლითაც ვცდილობთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას. ვფიქრობ, ეს მოდელი საუკეთესო საჩუქარია უცხოელი მეგობრებისთვის. რომელ მასალებს იყენებთ ჩანთების დასამზადებლად? BEGGHURA-ს მთავარი მიმართულება არის ნაქსოვი ჩანთები, შემდეგ უკვე ხდება დეტალებზე მუშაობა, რომლისთვისაც ვიყენებთ ორგანულ მინას, ხეს, ძვირფას ქვებს, მარგალიტებს და სხვადასხვა ქსოვილს. ხარისხი ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. სადაა შესაძლებელი თქვენი ჩანთების შეძენა?


ჩანთების შეძენა ძირითადად ონლაინ ხდება, ჩვენს პირად FACEBOOK და INSTAGRAM-გვერდებზე. INSTAGRAM: BEGGHURA FACEBOOK: BEGGHURA სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრეთ. BEGGHURA მუდმივად ვითარდება. ვცდილობთ ყოველ ჯერზე რაიმე ახალი და განსხვავებული შევქმნათ. სწორედ ამიტომ, დიდი მოწონება დავიმსახურეთ ქართულ ბაზარზე. ასევე აღსანიშნავია, რომ BEGGHURA-ს ჩანთებს ატარებენ როგორც ევროპის ქალაქებში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწორედ ჩვენი მთავარი სამომავლო გეგმაც ეს არის, რომ უფრო ფართოდ გავიდეთ უცხოელ მომხმარებელზე. ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე


Emporio Armani

House of Holland

Zimmerman

80

ოქტომბერი 2019

Rodarte

სწორად შერჩეული ქუდები ბერეტი


Vivetta

ჰიტი - პანამა ქუდები

Preen by Thornton Bregazzi www.matchesfashion.com

Emilio Pucci

Ganni www.matchesfashion.com

Zara Gucci www.ssense.com

Nina Ricci

Christian Dior

Bershka

Pull&Bear

Stradivarius

ოქტომბერი 2019

81


Dolce & Gabbana

Saint Laurent 82

ოქტომბერი 2019

Alberta Ferretti

Chanel

სეზონის საუკეთესო არჩევანი - შლაპა


Dolce & Gabbana

Balmain

Michael Kors

Sally Lapointe

პატარა კეპიც საკმარისია

ოქტომბერი 2019

83


„ნინიმო“ − ხელნაკეთი ფეხსაცმლის ცოცხალი ისტორია მენეჯმენტის მიმართულებით სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე უმუშავია, გაუვლია ყველა კარიერული საფეხური და საინტერესო გამოცდილებაც დააგროვა, თუმცა მთავარ გატაცებად სულ სხვა რამ რჩებოდა. შეხვედრებზე ყოფნისას რამდენიმე წუთით გათავისუფლების დროსაც კი, ფურცელზე ფეხსაცმლის ესკიზებს ხატავდა და ჰქონდა სურვილი, რომ ოდესმე მათი ნახვა რეალობაში შეძლებოდა. ასე შეიქმნა ბრენდი „ნინიმო“ − დიზაინერის ყველა იდეა, რომ ფეხსაცმლის კოლექციაში გააერთიანა და საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ უამრავი მომხმარებლის ერთგულება მოკლე ხანში დაიმსახურა. დიდი ხანი არც იმ ამბიდან გასულა, როცა პარიზში „ნინიმოს“ მენეჯერს ბრენდის ამანათით ხელში სახლის კარი ვინსენ კასელმა გაუღო და ცნობილი მეუღლის − ტინა კუნაკისთვის გაგზავნილი ფეხსაცმელი მოიწონა, ქართველი „ელჩი“ შინ შეიპატიჟა და „ნინიმოს“ ქათინაურიც შეუთვალა... მოგვიანებით, თავად მოდელმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ბრენდს მადლობა გადაუხადა და ქართული კომპანიის ცნობადობაც საზღვრებს გარეთ ერთიორად გაზარდა. GEORGIAN DREAM COME TRUE (ახდენილი ქართული ოცნება) − ასე უწოდებს ბრენდის სულისჩამდგმელი − ნინი მოსულიშვილი „ნინიმოს“ წარმატებას და OK!-ის გეგმებსაც უზიარებს. როგორ გამოიყურებოდა „ნინიმოს“ პირველი ფეხსაცმელი? „ნინიმოს“ პირველი ფეხსაცმელი ბრენდისთვის მუდმივად აქტუალური ლოფერი გახდა. ყოველთვის მიტაცებდა მამაკაცის ფეხსაცმლის კალაპოტის უხეში ფორმები და სწორედ ასეთი დიზაინით პირველი ნამუშევარი შეიქმნა. მაშინაც და ახლაც, ვმუშაობ სტილზე, რომელსაც საკუთარ თავზე წარმოვიდგენ და პირად გემოვნებას მოვარგებ. 84

ოქტომბერი 2019


რა არის თქვენთვის ინსპირაციის მთავარი წყარო? ზოგჯერ ფაქტურით მოვიხიბლები და ეს ინსპირაციად იქცევა, მისგან ვაგებ ახალ მოდელს. შთაგონების წყარო შესაძლოა მხატვრული ტილო ან ფილმიც გახდეს. ირგვლივ ყველაფერი აღვიძებს შენში წარმოსახვას და გაძლევს საშუალებას, გასაქანი მისცე უამრავ იდეას. რას მიიჩნევთ მთავარ სირთულედ იდეიდან მის განხორციელებამდე? ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი იდეა განხორციელებისას სწორად შეფუთო. პროდუქტზე არანაკლებ რელევანტურია ის განწყობები, რომლითაც ბრენდი ნაწარმს შეფუთავს. რა სიხშირით ახლდება „ნინიმოს“ კოლექცია? ეს ხერხდება როგორც სეზონურად, ასევე ზოგჯერ ყოველთვიურადაც. ვინაიდან სოციალურ ქსელში „ნინიმოს“ მომხმარებელი უამრავ შეტყობინებას აგზავნის და მოუთმენლად ელოდება ახალ კოლექციას, ეს დიდი სტიმულია. გადახალისება მაშინაც ხდება, როცა ამა თუ იმ მოდელს სხვადასხვა ფერი ემატება. რა გზას გადის ფეხსაცმელი ჩანახატიდან რეალურ შედეგამდე? მას შემდეგ, რაც უმთავრესად მასალა აირჩევა, სახელოსნოში იგზავნება. პირადად ვკურირებ უამრავ დეტალს. ერთი სული მაქვს, ვნახო თითოეული ფეხსაცმლის მზადების პროცესში როგორ იდგმება ნაბიჯები წინ. „ნინიმოს“ ფეხსაცმელზე უამრავი ადამიანი მუშაობს. ზოგი თარგს, ზოგიც ძირს ამზადებს, ნაწილი კერავს... სანამ პროდუქტი მომხმარებლამდე საბოლოო სახით მივა, მის ტესტირებას აუცილებლად „ნინიმოს“ გუნდი ატარებს. მაგალითისთვის, ფეხსაცმელს განზრახ ვსვრით, რათა შევამოწმოთ, რამდენად კარგად იწმინდება მისი ნაჭერი. წარმოუდგენლად ბევრი ნიუანსია, რომელსაც ყურადღებას ვაქცევთ და ვფიქრობ, ეს ხარისხზე აისახება. როგორ ფიქრობთ, რა ტიპის თვითგამომხატველობა აქვს ოქტომბერი 2019

85


ფეხსაცმელს ჩაცმულობაში? ფეხსაცმელს აქვს უნარი, იყოს მრავლისმთქმელი, გიყვებოდეს მის მფლობელზე − თუ როგორია მისი ცხოვრების სტილი, როგორი ფსიქოტიპია, რომელ მუსიკას უსმენს, საიდან მოდის. ეს არის ჩაცმულობის ნაწილი, რომელიც სრულ სურათში მთავარ მონასმებს ქმნის.

რას მიიჩნევთ „ნინიმოს“ მთავარ წარმატებად? უპირველესად, მგონია, რომ მთავარი წარმატება ურთიერთობებშია. ეს არის ჩემი თანამშრომლების კმაყოფილება. ვამაყობ, რომ „ნინიმოს“ გუნდის თითოეულ წევრს უყვარს საქმე, რომელსაც აკეთებს. ერთი ადამიანი არ ქმნის ბრენდს, „ნინიმოს“ უკან უამრავია, და მათი განწყობა ყველა დეტალში აისახება. ხშირად მახსენდება ემოცია, რომელიც გამოვცადე მაშინ, როცა ახალგაზრდა ბიჭი შოურუმში გვესტუმრა და მეორე ნახევრისთვის დაბადების დღის საჩუქრად „ნინიმოს“ ფეხსაცმელი მიჰქონდა. გვითხრა, რომ შეყვარებულს ძალიან მოსწონდა ჩვენი კოლექცია. რა შეიძლება იყოს იმაზე მნიშვნელოვანი წარმატება, როცა ის, რასაც ქმნი ადამიანებისთვის, მნიშვნელოვანი თარიღების თანმხლებია და დაბადების დღისთვის, ქორწილისთვის თუ სხვადასხვა წვეულებისთვის სწორედ „ნინიმოს“ ირჩევენ. ლოფერებისა და ე.წ. ინსპექტორების ძირითადი ხაზის გარდა, „ნინიმოს“ ბრენდმა საკმაოდ თამამი ფერებითა და ფორმით წარმოადგინა ფეხსაცმელები. როგორ გაჩნდა მათი შექმნის იდეა? Mercedes Benz Fashion Week-ის ბექსთეიჯმენეჯერი

86

ოქტომბერი 2019


ვარ. მოდის კვირეულის ერთ-ერთმა დიზაინერმა საკუთარი კოლექციისთვის ფეხსაცმელების შექმნა მთხოვა. მაშინ ვიფიქრე, რომ რანვეიზე კიდევ უფრო განსხვავებული სახით უნდა წარვდგენილიყავით. ჩემი ჩანახატები გადმოვალაგე და მათ შორის ყველაზე სარისკო, თამამი იდეები რეალობად ვაქციე. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როცა ძალზე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ნაბიჯს. დღეს იმ კოლექციიდან მხოლოდ 2 მოდელი დარჩა შოურუმში − ძალიან დიდი რაოდენობით შეიძინა მომხმარებელმა. როგორი იყო თქვენი ჩანაფიქრი? რა ტიპის ნიშის დამკვიდრება გსურდათ საკუთარი ბრენდით? დღესაც ჩემი სურვილია, რომ „ნინიმო“ ასოცირდებოდეს ხელით შექმნილ, ხარისხიან ფეხსაცმელთან საქართველოში. როგორი ადამიანისთვის არის „ნინიმოს“ პროდუქცია? მათთვის, ვისაც ძლიერი პიროვნული „მე“ აქვს, იცის ვინ არის და რისი შექმნა სურს. გაგვანდეთ თქვენი სამომავლო გეგმები? ძალიან მინდა, ფეხსაცმლის ხელით კერვა ისეთივე განვითარებული იყოს, როგორიც მეღვინეობაა, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი პროფესიაა. საუკუნეების განმავლობაში ქართველები წამყვანი მეწაღეები იყვნენ. ამის დასტურად უამრავი ჩანაწერი და ფოტომასალაც არსებობს. მიუხედავად აღნიშნული გამოცდილებისა, სამწუხაროა, რომ ახალგაზრდები ამ სფეროთი ნაკლებად ინტერესდებიან, რაც პროფესიონალი კადრების დეფიციტს ქმნის. დიდი სურვილი მაქვს, ჩვენმა სპეციალისტებმა შეძლონ, დაინტერესებულ პირებს ხელობა შეასწავლონ. მინდა სახელოსნო გავაფართოვოთ, გაკეთდეს ღია სივრცე, სადაც მომხმარებელი დაინახავს, როგორ იქმნება მათთვის ფეხსაცმელი. სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ ვიცი, რამდენი ადამიანის ხელში გაიარა „ნინიმოს“ ფეხსაცმელმა, რამდენი შრომა ჩაიდო მასში. ეს ცოცხალი ისტორიაა... ოქტომბერი 2019

87


ტენდენციური ფეხსაცმელი

Dior

Stella McCartney

Balenciaga

Sportmax

საწვიმარი ჩექმები

88

ოქტომბერი 2019


პლატფორმიანი ქუსლები Michael Kors

JIL SANDER

Topshop

Dries van Noten

Bershka

charles and keith

Stella McCartney

OSMAN

ოქტომბერი 2019

89


„რომსი“ − ჩანახატებიდან რეალობამდე ღრმა ბავშვობაშიც კი, როცა ფანქარსა და ფურცელს ხელში აიღებდა, ფეხსაცმლის კონტურების ხატვას იწყებდა. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და გატაცებას არ მიუტოვებია. რომა ფიფიას მთავარი ინტერესის საგანი ფეხსაცმლის დიზაინზე მუშაობაა, რასთანაც, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, მრავალწლიანი ისტორია აკავშირებს. მას საერთო „რომსის“ სტილთან? ძირითადად, ქალის ფეხსაცმელს ვხატავდი. მაშინაც და ახლაც, განსაკუთრებით მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის სტილი მომწონს, თუმცა „რომსის“ მიმართულებას მხოლოდ მსგავსი ტიპის წარმოება არ წარმოადგენს, რადგან ბრენდის კონცეფცია მოდასა და კომფორტზე თანაბრადაა დამყარებული. როგორია „რომსის“ მთავარი აქცენტები? ვფიქრობ, ბრენდის კოლექციებს უამრავი იდეის სინთეზი განაპირობებს. აქცენტი გამახვილებულია გამორჩეულ ფორმასა და ფერზე. ამ ეტაპზე, ნაკლებად ვცდილობ იმ თამამ იდეებს შევასხა ხორცი, რომლებიც ჩემს ჩანახატებში ხშირია. უფრო მეტად ამჯერად აქცენტი სადა მოდელებზე გავამახვილე, თუმცა მათაც ახასიათებს ის, რითაც ჩემი ზოგადი ხედვა განისაზღვრება.

ფეხსაცმლის ბრენდ „რომსის“ დაბადება იმ გარდამტეხ მომენტს უკავშირდება, როცა დიზაინერმა გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ჩანახატების გაკეთებას ვეღარ დასჯერდებოდა და მათ ხელშესახებ შედეგად გადაქცევა მიზნად დაისახა. ბიზნესადმინისტრირების სპეციალისტმა, საბანკო საქმე დიზაინით ჩაანაცვლა. „რომსი“ სულ რამდენიმე თვეა, ქართულ ბაზარზე გამოჩნდა, თუმცა ერთგული მომხმარებლის შემოკრება უკვე შეძლო. როგორ ჩნდება უამრავი იდეა და ირეალური სამყაროდან „რომსის“ კოლექციაში გადაინაცვლებს − OK! რომა ფიფიას საყვარელი საქმიანობის შესახებ ესაუბრა. როგორი იყო ფეხსაცმელი, რომელსაც ჯერ კიდევ მცირე ასაკში ხატავდით? აქვს თუ არა 90

ოქტომბერი 2019

რას ითვალისწინებთ მასალების შერჩევისას? მასალა ფაქტობრივად ყველაფერია, ამიტომ მხოლოდ ნატურალურსა და ხარისხიანს ვიყენებ. როცა ბრენდის შექმნა გადავწყვიტე, ეს ჩემთვის უმთავრეს პრინციპად დავისახე, რადგან არ მინდოდა, ის, რაშიც სულსა და გულს ვდებ, კომფორტს მოკლებული ყოფილიყო ან მალე გაჩენილი ხარვეზების გამო, მომხმარებელს გვერდით გადაედო. მინდა „რომსის“ შეძენა გარანტია იყოს, რომ ფეხსაცმელი მომხმარებლის თაროზე განსაკუთრებულ ადგილს დიდი ხნით დაიკავებს. როგორია თქვენი განწყობა, როცა განსაკუთრებით მეტადაა ნაყოფიერი თქვენთვის მუშაობა? კარგ გუნებაზე უნდა ვიყო, რომ იდეებზე ვიმუშავო. თუ უბრალოდ სურვილი მაქვს, მაგრამ არა ენთუზიაზმი, ყოველდღიურად მხოლოდ მონდომებით ვერაფერს გავხდები. როცა განწყობა ხელს მიწყობს, მაშინ ყველაზე პროდუქტიული ვარ.


ოქტომბერი 2019

91


92

ოქტომბერი 2019


გხიბლავთ ფერადოვნება ფეხსაცმლის დიზაინში? სხვადასხვა დროს განსხვავებული ფერები მიტაცებს, უცვლელია მხოლოდ ჩემთვის საყვარელი − შავი ფერი. ვიყენებ ნებისმიერ, მათ შორის ე.წ. „პრეტენზიულ“ ტონებსაც, რადგან მიმაჩნია, რომ მოდური ფეხსაცმლისთვის ეს მხოლოდ პლუსად შეიძლება იქცეს. როცა ფეხსაცმლის დიზაინზე მუშაობთ, თქვენს წარმოსახვაში ჯერ ფორმა იბადება, შემდეგ კი ფერი? ზოგჯერ ფერი ხდება ინსპირაციის წყარო და კონკრეტულ მოდელს შემაქმნევინებს, ხან კი პირიქით − ერთ ფორმას სხვადასხვა ფერს ვარგებ. შთაგონება ყველგან და ყველაფერშია, მთავარია შეძლო და იდეა დაიჭირო. რამდენად გახასიათებთ შემოქმედებითი სითამამე? მგონია, რომ ჩემს ჩანახატებში სწორედ ეს ხასიათი იკვეთება. ეს ის მთავარი შტრიხია, რომელიც „რომსის“ კოლექციას ყოველ ჯერზე გამოარჩევს. რა შეგძინათ თქვენი გატაცების საქმიანობად გადაქცევამ? აღმოჩნდა, რომ ჩემი საქმიანობა ჩემი მთავარი გატაცებაა, რომლის გარეშე ვერასოდეს ვიქნები ბედნიერი. უამრავი ფიქრი, იდეა, მზა ჩანახატი

გონებაში იძერწება, და იძერწება პირდაპირი გაგებითაც, რადგან ქანდაკებებზეც ვმუშაობ. რით არის თქვენთვის ქალი საინტერესო ქმნილება. ადამიანი, რომელსაც თქვენს ნამუშევრებს მიუძღვნიდით? ქალი მრავალფეროვანია. გეძლევა საშუალება, იყო მეტად თამამი, გარისკო, შესთავაზო სიახლე და ამის მიმართ მეტი იყოს ღიაობა. განსაკუთრებით გამორჩეული მოდელები „რომსის“ ექსკლუზივების რიგშია და ქალბატონებისთვის თითო ეგზემპლარად იკერება. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? უპირველეს ყოვლისა, მინდა „რომსის“ ჩანთების კოლექცია შეემატოს, ასევე მამაკაცის ფეხსაცმლის ხაზი. რაც პირადად მე შემეხება, მინდა, საქართველოს საზღვრებს გარეთ ამ კუთხით განათლება მივიღო. ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო გააფართოვებს ჩემი მოქმედების არეალს, შემმატებს ინსპირაციისთვის გაცილებით დიდ პოტენციალს. სწავლის გამორჩეულად მაღალი გადასახადის გათვალისწინებით, ვცდილობ, დაფინანსება საკუთარი წარმატებული შრომის ხარჯზე მოვიპოვო. რაღა თქმა უნდა, სურვილი მაქვს, თავად ბრენდიც საქართველოს საზღვრებს გარეთაც მასშტაბურად გავიდეს და დაამტკიცოს, რომ საქართველოში ხარისხიანი და გემოვნებიანი ფეხსაცმელი იქმნება. ოქტომბერი 2019

93


„მიშელი“ − პატარების ზღაპრული რეალობა ბავშვების წარმოსახვით სამყაროში თითოეული დეტალი ირეალურად მშვენიერი და ჰაეროვანია. პატარების წარმოდგენაში არსებულ ილუზორულ სივრცეში მუდმივად ზღაპრის წიგნი იწერება, სადაც მთავარი მოქმედი გმირები თავად არიან; ოცნებობენ ლამაზ, ფუშფუშა კაბებსა და ჯადოსნურ ჯოხზე, ირგვლივ რომ გარემოს გააფერადებს და მაგიურობას შესძენს. სოფო გოგებაშვილმა ქართული საბავშვო სამოსის ბრენდ „მიშელის“ შექმნით, „ჯადოსნური ჯოხი“ მოიპოვა, რომლის მეშვეობითაც ბავშვების ყველა ოცნება ხორციელდება და დღეს ნამდვილ დღესასწაულად აქცევს.

როგორ გაჩნდა ბრენდ „მიშელის“ დაფუძნების იდეა? ბრენდის შექმნისთვის მნიშვნელოვან ბიძგად იქცა ფაქტი, რომ სამი შვილის დედისთვის, რომელთაგან ორი გოგონაა, ხშირად მიწევდა, მომეძებნა ლამაზი კაბები, სადღესასწაულო კაბების არჩევანი კი მცირე ან ფასთან ნაკლებად შესაბამისი იყო. „მიშელის“ ბრენდის ჩამოყალიბების იდეა ჩემს მეუღლეს ეკუთვნის და ჩანაფიქრის განხორციელებაშიც სწორედ ის დამეხმარა. 94

ოქტომბერი 2019

„მიშელის“ კონცეფციის მართვის უკან კი მე და დედა ვდგავართ, რომელიც სპეციალობით მინანქრის ოსტატია და ხელნაკეთი აქსესუარების, სათამაშოების დამზადებაში საკმაოდ გამოცდილიც. მას ეკუთვნის დეკორაციის, ხელით შექმნილი აქსესუარების, გაფორმებისა და შეფუთვის უზრუნველყოფა. როგორ შეიქმნა ბრენდის სახელი? „მიშელი“ – ეს არის ჩემი სამი შვილის სახელების ინიციალებით შექმნილი ბრენდი: მიშო, ელენი და ელისაბედი.


ოქტომბერი 2019

95


რას სთავაზობს „მიშელი“ მომხმარებელს? „მიშელი“ საბავშვო ტანსაცმელს გოგონებისთვის ქმნის, წარმოადგენს ყოველდღიური და სადღესასწაულო სამოსის კოლექციას. ამ სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურია სასკოლოდ შეკერილი ახალი მოდელები, რომლითაც ბავშვები სკოლას პირველ დღეს ეწვიენ. ეს „მიშელის“ მთელი გუნდისთვის წარმოუდგენლად სასიამოვნო სანახავი აღმოჩნდა. აქტუალურია დედა-შვილის ერთნაირი სამოსიც, ამიტომ ხშირად ვამზადებთ მსგავს მოდელებს. რა სიხშირით ხდება კოლექციის განახლება? თვის განმავლობაში ფართო არჩევანს მცირე სიახლე მაინც ემატება, რადგან ამისთვის თავდაუზოგავად ვმუშაობთ. განსაკუთრებით შრომატევადი პროცესია სადღესასწაულო კაბების შექმნისას კერვა − უამრავი მცირე და სკრუპულოზური დეტალი დროსა და ენერგიას მოითხოვს, თუმცა ამასაც თავს ვართმევთ. როგორ არჩევთ ქსოვილებს? ქსოვილებს რაც შეეხება, საკმაოდ ძვირადღირებული და ხარისხიანია. გვაქვს მაქსიმალურად ნატურალური მატერიები. სადღესასწაულო კაბებისთვის იშვიათ ნაჭრებს ვიყენებთ, რაც სამწუხაროდ ამ ეტაპისთვის საქართველოში ვერ მოვიძიეთ, ამიტომ უცხოეთის ბაზარი ავითვისეთ. ხშირად იღებთ რეკომენდაციებს თქვენი გოგონებისგან? რა თქმა უნდა, ისინი ერთ-ერთი მთავარი შემფასებლები არიან. გოგონებმა ზუსტად იციან, რა სურს მათ თაობას. გვიზიარებენ სურვილებს, შეხედულებებს და მუშაობა ასე ბევრად ეფექტური ხდება.

რა წარმოადგენდა თქვენს მთავარ მიზანს? როცა საქმიანობა დავიწყე, ვიცოდი, რა სჭირდება გოგონას მშობელს როგორც ყოველდღიურად, ისე სადღესასწაულოდ ბავშვის შესამოსად. მინდოდა, ბრენდის სახით ქართულ ბაზარზე ერთი სახელის ქვეშ უამრავი ლამაზი, განსხვავებული სტილისა და ხშირად სადღესასწაულო თემატიკის კაბა გაერთიანებულიყო. სიახლე სასიამოვნო აღმოჩნდა უამრავი მშობლისთვის, უპირველესად კი პატარებისთვის, რომელთა გახარება ჩემი საქმიანობის მთავარი სტიმულია. 96

ოქტომბერი 2019

როგორ ფიქრობთ, უმთავრესად რა განსაზღვრავს ბრენდის წარმატებას? წარმატების მიზანი ხარისხიანი და დახვეწილი მოდელების მომხმარებლისთვის შეთავაზებაა, რა დროსაც, აქცენტი უმთავრესად ხარისხზეა გამახვილებული. თითოეულ მოდელს დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით ვეკიდებით. ძალიან მახარებს, როცა სამადლობელ ზარებსა და შეტყობინებებს ვიღებთ. ეს უდიდესი სტიმულია. სამომავლოდ რას გეგმავთ? აუცილებლად გაიხსნება „მიშელის“ მაღაზია. ეს მომხმარებლის მხრიდან დიდი მოთხოვნაა. ასევე გვინდა, ბრენდი საზღვრებს გარეთაც გავიდეს, რათა ქართული ნაწარმი უცხო ქვეყნებმაც მიიღონ და გაიზიარონ. უკვე გვაქვს შემოთავაზებები სხვადასხვა ქვეყნიდან.


ტელ: 591006298, 599518725 E-mail: Michellekidsbrand@yahoo.com მის: ქავთარაძის 1, „სითი მოლის“ პირველი სართული Fb: Michellekidsbrand Inst: Michelle_kidsbrand

ოქტომბერი 2019

97


ელიმი

მარიამ ბექაურისა და ანი ტატინაშვილის მიერ შექმნილი ბრენდი, რომელიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის აბრეშუმის საღამურებს

ი. აბაშიძის14 (ანი): მე და მარიამი ამჟამად სტუდენტები ვართ, ვსწავლობთ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ორივეს გვაინტერესებდა მოდის სფერო, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა რაიმე ახალი, რომელიც მოგვანიჭებდა სიამოვნებას და ამასთანავე, ხელს არ შეგვიშლიდა სწავლაში. (მარიამი): ჩვენი მეგობრობა ახლა უკვე თანამშრომლობაში გადაიზარდა. გვაქვს უამრავი სამომავლო გეგმა, რომლის განხორციელებასაც ერთად ვაპირებთ. რატომ გაგიჩნდათ იდეა, შეგექმნათ ახალი ბრენდი, სახელად „ელიმი“?

(ანი): ვფიქრობდით შეგვექმნა რაიმე ახალი და განსხვავებული სასიამოვნო ქსოვილისგან. არჩევანი შევაჩერეთ აბრეშუმის ქსოვილზე და ერთობლივად გადავწყვიტეთ შეგვექმნა აბრეშუმის ულამაზესი ღამის სამოსი. რატომ „ელიმი“? ეს უბრალოდ სახელწოდებაა თუ რაიმე დატვირთვა აქვს? (მარიამი): არანაირი დატვირთვა არ აქვს. ეს არის ასოებისგან შემდგარი ლამაზი სახელი, რომელიც ორივეს მოგვეწონა და ვფიქრობთ, რომ ძალიან უხდება ჩვენს ბრენდს.


გაამართლა თუ არა თქვენი მოლოდინი „ელიმმა“? (მარიამი): გაამართლა. ნამდვილად არ გვეგონა, ასეთი გამოხმაურება თუ მოყვებოდა, ვინაიდან დამწყებები ვართ, თუმცა უამრავი ადამიანი დაინტერესდა ჩვენი ბრენდით, რაც ძალიან გვახარებს. რომელ ფერებს გამოარჩევდით თქვენს ნამუშევრებში? (ანი): უპირატესობას ვანიჭებთ ნათელ ფერებს. ძირითადად, ჩვენს სამოსში ჭარბობს თეთრი ფერი, რაც მეტ ელეგანტურობას სძენს ქალბატონებს.

სად შეუძლია მომხმარებელს „ელიმის“ სამოსის შეძენა? (მარიამი): მომხმარებელს სამოსის შეძენა შეუძლია ი.აბაშიძის 14 ნომერში, ან ონლაინ – facebook და instagram-გვერდებიდან. რას გეგმავთ სამომავლოდ? აპირებთ თუ არა რაიმე ახლის დამატებას? (ანი): რა თქმა უნდა, ვაპირებთ შევთავაზოთ მომხმარებელს საინტერესო და მაღალი ხარისხის პროდუქცია. ასევე ვგეგმავთ უახლოეს მომავალში გავხსნათ ახალი ფილიალი.


100

ოქტომბერი 2019

Oscar de La Renta

უფრო დიდი ბაფთები

Carolina Herrera

Isabelle Armstrong

საქორწილო ტენდენციები შემოდგომა - ზამთარი 2019/2020


Amsale

Balmain Rivini

Sandra Mansour

ოქტომბერი 2019

101


102

ოქტომბერი 2019

Vera Wang

ცისფერი ლაგუნა


ოქტომბერი 2019

103

Reem Acra

Ralph & Russo

Ralph & Russo


Savannah Miller

Allison Webb

Berta

მოსასხამების კულტი

104

ოქტომბერი 2019


Zuhair Murad ოქტომბერი 2019

105


106

ოქტომბერი 2019


ოქტომბერი 2019

107


108

ოქტომბერი 2019



FASHION

ოქტომბერი 2019

ჭავჭავაძის 50

BOOK


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.