♦ EGO MAG | Issue 03 (23) | March, 2014 ♦

Page 25

S TO RY

დაეთმო თავისი კარიერისთვის, რათა დახმარებოდა მეუღლეს საარჩევნო მარათონში. საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვების შემდეგ მიშელი გახდა თეთრი სახლის პირველი აფრო-ამერიკული წარმოშობის დიასახლისი. რეზიდენციაში მათთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა მიშელის დედაც, რომელიც ცოლ-ქმარს ეხმარება ორი ქალიშვილის აღზრდაში. პირველმა ლედიმ სახელმწიფოს მეთაურის რეზიდენცია მყუდრო ოჯახურ კერად აქცია. თავიდან მოაწყო შენობა და გააშენა ბაღი, სადაც მოყავს ეკოლოგიურად უსაფრთხო ხილი და ბოსტნეული. ის ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მოდის კრიტიკოსები გაფაციცებით ადევნებენ თვალს მის სტილს და დადებითად აფასებენ. ჟურნალისტები ცდილობენ, შეაფასონ მისი გავლენა აშშ-ს პრეზიდენტის მოქმედებაზე.

Single Ladies with Jimmy Fallon at the Late Night with Jimmy Fallon became extremely popular on Youtube. The First Lady is trying to promote a healthy lifestyle. The garden by the White House is also a part of this campaign. In 2010 she published a book <<American Grown: The Story of the White House Kitchen Garden and Gardens Across America>> where she shared her experiences of gardening. In 2010 Forbes granted Michelle Obama the first place in the list of the most powerful women. In 2013 she was in top ten of the same list with the former US Secretary of State Hilary Clinton, the Chief Operating Director of Facebook – Sheryl Sandberg and an Indian politician Sonia Gandhi. Nika Ukhurgunashvili/ნიკა უხურგუნაშვილი

როდესაც 2012 წელს ბარაკ ობამამ მეორედ წამოაყენა თავისი კანდიდატურა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში, მიშელი ისევ აქტიურად ჩაერთო წინასაარჩევნო კამპანიაში; დაიწყო მოგზაურობა ამერიკაში, ატარებდა მოლაპარაკებებს და საჯარო გამოსვლებს. როდესაც 2012 წლის 6 ნოემბერს ბარაკ ობამამ გამარჯვება მოიპოვა, მიშელი ქალიშვილებთან ერთად თან ახლდა ახალარჩეულ პრეზიდენტს ჩიკაგოში, სადაც ბარაკ ობამამ წარმოთქვა სამადლობელი სიტყვა.

გემოვნებიანი, ძლიერი, ქველმოქმედი 2010 წელს მიშელ ობამამ წამოიწყო კამპანია „მოქმედების დროა!“ (Let’s Move!) მოზარდთა ჭარბწონიანობის წინააღმდეგ. კამპანიის ფარგლებში პირველი ლედი რეგულარულად მონაწილეობს ფიტნესის მასტერკლასებში. 2013 წელს, რგოლმა, რომელშიც მიშელ ობამა შოუს “Late Night with Jimmy Fallon” წამყვანთან ჯიმი ფელონთან ერთად ასრულებს „დიასახლისების ცეკვას“, უდიდესი პოპულარობა მოიპოვა Youtube-ზე. პირველი ლედი ცდილობს, პოპულარიზაცია გაუწიოს ჯანსაღი ცხოვრების წესს. ამ კამპანიის ნაწილია თეთრ სახლთან გაშენებული ბოსტანიც. 2012 წელს მან გამოსცა წიგნი (American Grown: The Story of the White House Kitchen Garden and Gardens Across America), სადაც მკითხველს უზიარებს თავის გამოცდილებას მებაღეობაში. 2010 წელს ჟურნალმა “Forbes” მიშელ ობამას მიანიჭა პირველი ადგილი ყველაზე გავლენიანი ქალების სიაში. 2013 წელს კი ის ამავე სიის ათეულში მოხვდა აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან, სოციალურ ქსელ Facebook-ის ოპერაციულ დირექტორთან, შერილ სანდბერგთან და ინდოელ პოლიტიკოს, სონია განდისთან ერთად.

| MARCH

| 2014 | 23


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.