
7 minute read
Zviad Bakhutashvili - THE CONDUCTOR OF A BIG ORCHESTRA
მედიცინა

Advertisement
THE CONDUCTOR OF A BIG ORCHESTRA
ზვიად ბახუტაშვილი ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ZVIAD BAKHUTASHVILI Head of Surgical Department
ZVIAD BAKHUTASHVILI has been the head of the heart surgery department of Chapidze Center for 18 years. In 1993, he was the first in Georgia to successfully conduct
coronary artery bypass graft. Since then, he has been the author of numbers of hard and unprecedented surgeries. He has been the head of the heart surgery department of Chapidze Center since 2000. At the same time he is engaged in pedagogical activities. He is the author of cardiac surgery residency program and is the program director of resident course of the cardiac surgery of Tbilisi State Medical University. Zviad Bakhutashvili was one of the founders of the Association of Cardiac Surgeons of Georgia and was its first President in 2007-2016. The famous cardiac surgeon is a member of European Association for Cardio Thoracic Surgery. Zviad Bakhutashvili: "We have proved that highly qualified cardiologists can be trained in Georgia. What we picked up and introduced from foreign medical practices, is the result of long lasting, certified work performed with great caution by successful medical institutions. We even have exclusives in some directions. For example, we were pioneers in the region to start minithoracotomy and we are still working successfully in this direction. Also for two years now, we have been successfully completing the so-called Ozaki surgery (reconstruction of aortic valve). Cardiac surgery requires knowledge of various fields, as well as many quick decisions. When you enter the OR (operation room) and start the surgery, you are like the conductor of a big orchestra.”
დიდი ორკესტრის დირიჟორი
1990-იანი წლების დასაწყისში, ჩაბნელებული და ნაცრისფერი თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე, ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოქირურგიული განყოფილების საოპერაციოში საქართველოში კორონარული შუნტირების პირვე- ლი ოპერაცია სრულდება. ახალგაზრდა კარდიოქირურგი ზვიად ბახუტაშვილი მორიგი პაციენტის სიცოცხლეს გა- დაარჩენს. წლების შემდეგ ექიმი ჩაფიძის ცენტრში გაცილებით რთული და უპრეცედენტო ოპერაციების ავტორი იქნება, მის დოსიეში კი კვლავაც ჩაიწერება არაერთი პაციენტის გადარჩენის ისტორია.
| მოამზადა ანანო ლებანიძემ |
სიძნელეებთან შეჭიდების ინტერესი სულ ჰქონდა. თავიდანვე იცოდა, მარტივ პროფესიას არასდროს აირჩევდა. საკუთარ თა- ვს ორ სფეროში ხედავდა - მედიცინა ან ფიზიკა-მათემატიკა. საბოლოოდ ექიმობა აირჩია. ზვიად ბახუტაშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, 1988-91 წლებში მოსკოვის ბაკულევის სახ. გულსისხლძარღვთა ინსტიტუტის ასპირანტი გახდა. 1992 წელს საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა და ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, კარდიოქირურგიული განყოფილების უფროს მეცნიე- რ-მუშაკად შეუდგა მუშაობას. 2000 წლიდან კი, ჩაფიძის ცენტრის გულის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელია. პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა, 2009 წლიდან კარდიოქირურგიის რეზიდენტურის პროგრამის ავტორი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსი- ტეტის კარდიოქირურგიაში რეზიდენტურის კურსის პროგრამდირექტორი და ლექტორია. ასევე - საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაციის ერთ-ერთი დამაარსებელი და 2007-2016 წლებში პირველი პრეზიდენტი იყო. ცნობილი კარდიოქირურგი ევროპის გულ-მკერდის ქირურგიის ასოციაციის წევრია.
ზვიად ბახუტაშვილი: „როდესაც სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე, კარდიოქირურგია თითქმის არ არსებობდა, სამედიცინო დარგში ძალიან მოკრძალებულად იყო წარმოდგენილი. თავდაპირველად წავედი ზოგად ქირურგიაში, შემდეგ სხვადასხვა ფაქტორებმა განაპირობა მოსკოვში, ასპირანტურაში მოხვედრა... ვფიქრობდი, სწავლის დასრულების შემდეგ დავუბრუნდებოდი ზოგად ქირურგიას, მაგრამ სწავლის პერიოდში ვნახე, თუ რა მასშტაბის, რა დინამიზმის, ეფექტურობის ქირუგიასთან მქონდა საქმე, „მოვიწამლე“ და მას შემდეგ აღარ გადამიხვევია გზისთვის. კარდიოქირურგია მოითხოვს სხვადასხვა დარგის ცოდნას, მათ შორის ფიზიკა-მათემატიკასაც. მოითხოვს ბევრ სწრაფ გადაწყვეტილებას. როდესაც შედიხარ საოპერაციოში და იწყებ ოპერაციას, დიდი ორკესტრის დირიჟორს ჰგავხარ. შეიძლება ცოტა ამპარტავნულად გამომდის, მაგრამ ადამიანს ამბიცია თუ არ გაქვს, ისე ვერაფერს მიაღწევ. იღბლიანი აღმოვჩნდი. საერთოდ, მგონია, რომ თუ არ გიმართლებს, ისეთ დარგში არ უნდა წახვიდე. გამიმართლა, რომ მოვხვდი მოსკოვის ბაკულევის სახ. გულსისხლძარღვთა ინსტიტუტში, მყავდა არაჩვეულებრივი ხელმძღვანელები, მათგან ბევრი ვისწავლე. როდესაც ასპირანტურას ვამთავრებდი, სამ სტუ- დენტს მოგვცეს საშუალება, დამოუკიდებელი ოპერაციები გაგვეკეთებინა.
მსგავსი პრეცედენტი მანამდე არ ყოფილა. ამან დიდი სტიმული მომცა და როდესაც დავბრუნდი თბილისში, დავიწყე ბრძოლა - დაგვენერგა და გაგვე- კეთებინა მსგავსი ოპერაციები. 1993 წელს კორონარული შუნტირების ოპერაცია თბილისშიც გავაკეთეთ. მოგვიანებით მივიღე სტიპენდია და მომეცა საშუალება, გერმანიაში ამემაღლებინა კვალიფიკაცია. 1998-99 წლებში ევროპის კარდიოთორაკალური ქირურგიის ასოციაციის გრანტით 6 თვით მივლინებული ვიყავი ქ. ტუბინგენის საუნივერსიტეტო კლინიკის გულის ქირურგიის განყოფილებაში.“
ეს იყო მეორე კულტურული შოკი, რომელიც ზვიად ბახუტაშვილმა მიიღო: საბჭოთა მედიცინის შემდეგ, გერმანიაში მიღებულმა გამოც- დილებამ მის მომავალ საქმიანობაში დიდი როლი ითამაშა. ახლოდან ნახა, როგორი უნდა ყოფილიყო პაციენტთან ექიმის დამოკიდებულება და როგორ პირობებში უნდა მკურნალობდეს პაციენტი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძო. რამდენიმე წარმატებული ოპერაციის შემდეგ, კვლავ ახალი ეტაპი დადგა - 2000 წელს გულიკო ჩაფიძისგან შეთავაზება მიიღო და ჩაფიძის ცენტრის გულის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი გახდა.
ზვიად ბახუტაშვილი: „ქალბატონი გულიკო გერმანელებთან ერთად აპირებდა გულის ქირურგიის განყოფილების შექმნას. იმ პერიოდში შემოთავაზება გერმანიიდანაც მივიღე, მაგრამ სამშობლოში დარჩენა და საქმიანობის საქართველოში გაგრძელება ვამჯობინე. დღევანდელი გადასახედიდან ამ ნაბიჯს ნამდვილად არ ვნანობ. საკმაოდ დიდი სტიმული მივეცით გულის ქირურგიის განყოფილების შექმნით საქართველოში დარგის განვითარებას და ჩვენი წვლილი შევიტანეთ. დღემდე გრძელდება ეს მისია, უამრავ საინტერესო და მნიშვნელოვან ნოვაციას ვნერგავთ. კლინიკაში გაიზარდა ჩემი შემდგომი თაობა, ჩამოყალიბდნენ პროფესი- ონალებად და სრულიად ვენდობი მათ. დავამტკიცეთ, რომ საქართველოშიც შეიძლება მაღალკვალიფიციური კარდიოქირურგების აღზრდა. ქართველებს გვიყვარს ხაზგასმა სიახლეებსა და ინოვაციებზე. არადა, მედიცინა კონ- სერვატიული დარგია, ორჯერ და სამჯერ მეტად კონსერვატიულია ქირურგია და კიდევ უფრო მეტად მკაცრია კარდიოქირურგია. გარედან ჩანს, რომ სწრაფი ტემპებით იცვლება და ინერგება სიახლეები, სინამდვილეში ოდნავ გადახვევა და სხვა მხარეს გადასვლა აქ დაუშვებელია. ყველა დანერგილი ინოვაცია ათეულობით წლების მუშაობის, უამრავი კვლევისა და ექსპერიმენტის შედეგია. ჩვენნაირ ქვეყანაში მსგავსი სიახლეების

საკმაოდ დიდი სტიმული მივეცით გულის
ქირურგიის განყოფილების
შექმნით საქართველოში დარგის განვითარებას და ჩვენი წვლილი შევიტანეთ.
დღემდე გრძელდება ეს მისია, უამრავ საინტერესო
და მნიშვნელოვან ნოვაციას ვნერგავთ.
დანერგვა კიდევ უფრო რთულია. რაც კი რამ გადმოგვიტანია და დაგვი- ნერგავს, ეს ყოფილა დიდი და წარმატებული მედიცინის ინსტიტუტების მიერ მოწოდებული აპრობირებული, დიდი სიფრთხილით შესრულებული მრავალწლიანი მუშაობის შედეგი. ყოფილა შემთხვევები, აგვიღია რამდენიმე საუკეთესო სიახლე, იქიდან წარმატებით გაგვიკეთებია მიქსი და მოგვირგია ქართული სინამდვილისთვის. ზოგიერთი მიმართულებით ექსკლუზივიც გვაქვს. მაგალითად, რეგიონში პიონერები ვიყავით, ვინც მინითორაკოტომია დაიწყო და დღემდე წარმატებით ვმუშაობთ ამ მიმართულებით. მიხარია, რომ თბილისში სხვა კლინიკამაც დაიწყო ამ მეთოდით მუშაობა. ასევე უკვე 2 წელია, ჩვენთან წარმატებით სრულდება ე.წ Ozaki-ის ოპერაცია (აორტის სარქვლის რეკონსტრუქცია).Eის ძალიან კარგი შედეგების მომტანი აღმოჩნდა. შემოქმედებითი და საინტერე- სო მეთოდია, რასაც სიამოვნებით ვაკეთებთ. კარდიოქირურგიაში და ზოგადად მედიცინაში ბოლო წლებში გაჩნდა ტენდენცია: მაქსიმალურად გაკეთდეს ყველაფერი, რომ ასპირინზე მეტი მედიკამენტი არ დასჭირდეს პაციენტს. დღევანდელი კარდიოქურგიის ძირითადი მიმართულება კვლავაც არის მცირე ინვაზიურობა და შემდეგ, პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. გენიალური მიგნებებია გაკეთებული და მოწოდებული, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, სწორად, კვალიფიციურად განვახორციელოთ. ენთუზიასტი ვარ, თუ პაციენტი მოგვყვება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევურჩიოთ მეთოდი თუ ოპერაცია, რაც მაქსიმალურად კარგ შედეგს მოგვცემს. ვფიქრობ, ჩვენს კლინიკას წარმატება მოუტანა საქმისადმი სწორმა დამოკიდებულებამ. ამაში ვგულისხმობ: პროფესიონალიზმს, კეთილსინდისიერებას, პაციენტის სიყვარულს... ეს ტრადიცია და მი- დგომები დამხვდა ცენტრში მოსვლისას. რადგან შინაგანად მეც გათა- ვისებული მქონდა ეს დამოკიდებულება, არ გამჭირვებია გუნდისთვის ფეხის აწყობა. კლინიკაში დღეს 5 კარდიოქირურგი ვმუშაობთ და 365 დღიანი, 24 საათიანი მზადყოფნა გვაქვს პაციენტების მისაღებად და ნებისმიერი სირთულის ოპერაციის ჩასატარებლად. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მხოლოდ ამ ცენტრს ვემსახურებით და ჩვენი მთლიანი რესურსი და ყურადღება მიმართულია მისკენ.
საქმისადმი სწორი მიდგომის პრობლემა ჩვენს სფეროში სამწუხაროდ დგას და ეს ბევრ რამwეში შეინიშნება. იმისთვის რომ პაციენტი იყოს დაცული, ამერიკაში და სხვა წამყვან ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემა რეგულირებადი ბიზნესია. მიუნხენში ცხოვრობს 3 მილიონი ადამიანი და
მხოლოდ 3 კარდიოქირურგიული ცენტრი აქვს. ისინი ერთმანეთს ძლიერ კონკურენციას უწევენ. თბილისში დაახლოებით 17 კარდიოქირურგიული კლინიკაა და ეს რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ბაზარი არ რეგულირდება. სისტემა უნდა მუშაობდეს და პაციენტის ბედი არ უნდა იყოს კონკრეტული ექიმის კეთილსინდისიერებაზე დამოკიდებული. შეიძლება ამ ცენტრებში ძალიან კარგი კარდიოქირურგები მუშაობენ, მაგრამ სადაც არის ძლიერი კოლექტიური მიდგომა, იქ უფრო უსაფრთხოა პაციენტის ბედი. როდესაც ექიმს სადღაც უწევს წასვლა, მას აუცილებლად ღირსეული შემცვლელი უნდა ჰყავდეს. ეს არის საკითხი, რომელიც მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მოქმედ ექიმს ან როგორც პოტენციურ პაციენტს, ძალიან მაწუხებს.“
ცხოვრება სხვების ცხოვრებისთვის - BONUS-ის გარეშე
ზვიად ბახუტაშვილი მთლიანად პროფესიაზეა დამოკიდებული და ეს მოსწო- ნს კიდეც. კითხვაზე, რას ნიშნავს მისთვის ეს საქმე, მპასუხობს, რომ მთელ ცხოვრებას. დროის 80 პროცენტს სამსახურში ატარებს. ფიქრობს, რომ უზღვავი უნერგიის გაუცემლად დღევანდელ შედეგს ვერ მიაღწევდა.
დარჩენილი დრო ოჯახს და ჰობს მიაქვს. ყოფილი მოცურავისთვის, ცურვა განტვირთის საუკეთესო საშუალებაა. დროს პედაგოგიური მო- ღვაწეობაც „ართმევს“, მომავალ კოლეგებზე სიამოვნებით საუბრობს და ამბობს, რომ მრავალფეროვანი თაობა მოდის. უყვარს მათთან ურთიერთობა და ხშირად ურჩევს, გამოიყენონ, ტექნოლოგიურ ეპოქაში ცხოვრების სიკეთეები.
ზვიად ბახუტაშვილი: „მათთან მომთხოვნი ვარ, რადგან ჩემს თაობას არ ჰქონდა ის შესაძლებლობები, რაც დღეს აქვთ და ეს უნდა გამოიყენონ. იმისთვის, რომ თავის საქმეში გახდნენ პროფესიონალები და სრულფა- სოვნად მუშაობა შეძლონ, ბევრი უნდა იშრომონ. მე ყოველ დილით ჩემს ცხოვრებას თავიდან ვიწყებ. დაკმაყოფილება იმით, რომ წინა დღეს კარგი საქმე ჩავიდინე, ვიზრუნე და დავეხმარე ადამიანებს, გავაკეთე წარმატებული ოპერაციები - ჩემი პროფესიის ადამიანისგან შორს არის. მოკლედ „ბონუსური სისტემა“ აქ არ მუშაობს (იცინის). ყოველ დღეს თა- ვიდან უნდა მოიპოვო პაციენტების კეთილგანწყობა, თავიდან იბრძოლო სოცოცხლის გადასარჩენად... და ასე გაგრძელდება მთელი ცხოვრება...