
5 minute read
IRAKLI GURCHIANI’S NEW START
ბიზნესმენი საკუთარი აზრის დაფიქსირებას საჯაროდ არასდროს გაურბოდა, ცოტა ხნის წინ „ცალი ფეხით“ პოლიტიკაშიც აღმოჩნდა (პაატა ბურჭულაძის თანაგუნდელი გახდა), თუმცა მოძრაობა მალევე დატოვა. ირაკლი გურჩიანი: „პაატა ბურჭულაძესთან ჩემი ურთიერთობა მახათას მთაზე ღვთსმშობლის ტაძრის მშენებლობისას დაიწყო (ტაძრის ქტიტორი ვარ), პაატამ შექმნა ფონდი ივერიისა, სადაც დამფუძნებელი იყო. არჩევნების წინ შემომთავაზა პარტიის ჩამოყალიბება. დავთანხმდი, მინდოდა უფრო მეტი გამეკეთებინა ჩემი ქვეყნისთვის, მაგრამ შემდეგ ეჭვი შემეპარა, ნაციონალური მოძრაობის პროექტი აღმოჩნდა. დავტოვე პარტია დამფუძნებელთა ყრილობის წინ, ისე, რომ მისი წევრი არც ვყოფილვარ, მე განვითარების ფონდში ვიყავი. არც მომავალში გამოვრიცხავ პოლიტიკაში დაბრუნებას, უფრო აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვხედავ თავს. სიამოვნებით მივიღებდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში მონაწილეობას და ვიზრუნებდი ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე.“

Advertisement
ეკონომიკა / ბიზნესი
„ტოიოტა ცენტრ თბილისის" დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი სტარტს ახალ ბიზნესში იღებს: ავტო ბიზნესის პარალელურად, მისი ინტერესის სფერო ამჯერად ტურიზმია. პირველი ლოკაცია სვანეთი, მესტიაა. მშობლიურ კუთხეში 40-ნომრიანი ევროპული სტანდა- რტების თანამედროვე სასტუმრო სტუმრებს სულ მალე მიიღებს. გამოცდილი ბიზნესმენი სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესშიც მწვე- რვალის დაპყრობას გეგმავს, დაწესებულებას სახელად „გისტოლას“ არქმევს. გისტოლა ზემო სვანეთში, უშბაზე მაღალ მწვერვალს ჰქვია. სასტუმროს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა საოცარი ხედია, რომელიც ნომრებიდან იშლება. ირაკლი გურჩიანი წარმატებუ- ლი სტარტის შემთხვევაში მესტიის შემდეგ ბიზნესის გაშლას და ახალ მშენებლობას გუდაურში, მოგვიანებით კი თბილისში გეგმავს.
ირაკლი გურჩიანი: „სვანეთი მთელი წლის მანძილზე აქტიურია, ერთნაირად
საინტერესოა ყველა სეზონზე. ზამთარში შეგიძლია ისრიალო ფანტასტიკურ სათხილამურო ტრასებზე, ზაფხულში კი სანახავს რა დალევს. მესტიაში მაღალი დონის სასტუმროები არ არის, მინდა, თამასა ავწიო და სტუმრებს კომფორტული გარემო შევთავაზო. დაბალბიუჯეტიან ვიზიტორებთან ერთად, მესტია საინტერესო უნდა გახდეს შედარებით მაღალბიუჯეტიანი ტურისტებისთვისაც.
რეგიონში ტურისტების რაოდენობა დღითიდღე მატულობს. საოჯახო სასტუმ- როები სავსეა. მთელი რეგიონი ჩართულია სტუმარ-მასპინძლობის დარგში. უამრავი ადამიანი უბრუნდება მშობლიურ კერას. მაგალითად, უშგულში ცოტა ხნის წინ თუ 20-25 ოჯახი ცხოვრობდა, დღეს მათი რიცხვი 100-მდე გაიზარდა. მიტოვებული სო- ფლები ცოცხლდება. მშენებელობები აქტიურად მიმდინარეობს. სახლს ვერ ნახავთ, რომ ან მიშენება არ უკეთდებოდეს, ან ახალი არ შენდებოდეს. თან ეს ყველაფერი სწრაფი ტემპებით ხდება. ოჯახი ძნელად მოიძებნება, სტუმრები არ ჰყავდეთ.
კრიმინალმა საგრძნობლად იკლო, იდეალური სიტუააცია ამ კუთხით. ადგილობრივი პოლიცია კარგად მუშაობს და მაქსიმალურად აკონტროლებს სიტუაციას. კრიმინო- გენური სიტუაციის გამოსწორებაში მოსახლეობის წვლილიც ძალიან დიდია. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: უცხოელს საფულე დაეკარგა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ მისი დაუდევრობის ბრალი იყო. მთელი სოფელი ფეხზე დადგა და ბოლოს იპოვეს.
ტურიზმი პრიორიტეტელი მიმართულებაა საქართველოს მთავრობისთვის, ამ კუთხით სწორ ნაბიჯებს დგამს. დაინტერესება დიდია ბიზნესსექტორიდანაც. ტურიზმი არის სწრაფად მზარდი სფერო, სადაც ფულის ამოღება მოკლე ვადებში შეიძლება. იმედი მაქვს, ამ სფეროშიც შევძლებ წარმატების მიღწევას“
ირაკლი გურჩიანს ბიზნეს-ალღო იშვიათად ღალატობს, მისი საქმიანობა ავტო ბიზნესში თავის დროზეც საინტერესო სტარტაპით და იღბლიანი დამთხვევით დაიწყო. 20-წლიანი ისტორიით კომპანია წლებია, ბაზარზე ამინდს ქმნის. ირაკლი გურჩიანი: „განვლილმა წლებმა დიდი გამოცდილება შემძინა, დღეს
IRAKLI GURCHIANI’S NEW START
WWW. TOYOTA-TBILISI.COM
ირაკლი გურჩიანი / დამფუძნებელი IRAKLI GURCHIANI / Founder
ბევრად მიმარტივდება ახალ კომპანიებთან ურთიერთობის დამყარება. ვაპირებ ახალ-ახალი ბრენდების დამატებას, ავტომობილებთან ერთად ეს ეხება მძიმე ტექნიკასაც. კონკრეტული სახელების დასახელებისგან ჯერ თავს შევიკავებ. საქართველოში არც თუ ისე ჯანსაღი კონკურენცია გვაქვს, ჩასაფრებული პოზი- ციიდან მუშაობენ ჩვენი კონკურენტები. ჩვენ მაინც მყარად ვდგავართ ფეხზე და არ ვთმობთ პოზიციებს. 20 წელია, ამ ბიზნესში ვართ, უამრავი წნეხი, ბარიერი დავძლიეთ და ასე მარტივად არ ვშინდებით. ვამაყობთ პატიოსნებით, არასდროს წავსულვართ მოსახლეობის წინააღმდეგ გარიგებებში. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ქვეყნის სათავეში, ამ პრინციპს არასდროს ვუღალატებ.
ბოლო ორი წელი საქართველოს ეკონომიკისთვის რთული გამოდგა. წინ მი- ვიწევთ კუს ნაბიჯებით. სტაგნაციიდან გამოვდივართ, თუმცა ნელი ტემპით. ეს შემაფერხებელია კერძო ბიზნესის განვითარებისთვის. მოსახლეობაზე ვართ დამოკიდებული, თუ ისინი არ გაძლიერდებიან, ვის რად უნდა მანქანა და ჩვენი
I
RAKLI GURCHIANI, founder of the Toyota Centre Tbilisi, is making a start in a new business. In addition to his interests in the automobile business, he is also interested in tourism. A modern forty-room hotel that meets all European standards will soon receive its first guests in his native region of Mestia, Svaneti. In Upper Svaneti, there is a mountain peak that is higher than Ushba, called Gistola, which gives its name to this new hotel. One of the main highlights of this new tourist facility is the breathtaking views that it offers from its rooms. After the hotel project in Mestia, Irakli Gurchiani is planning to build a hotel first in Gudauri, and then, later, in Tbilisi. Irakli has an intuition for business that never fails him. His activity in the auto sector started in a rather interesting way thanks to a happy coincidence. Founded twenty years ago, the company is setting the tone of the market. "Svaneti is equally enchanting in all seasons. The number of tourists in the region is constantly rising, and the whole region is involved in receiving guests. People are returning home. There are family home-stays in abundance, but there isn’t a high-class hotel yet, so I’d like to raise the standard and offer guests a more comfortable experience. Together with low-budget guests, Svaneti should be opened up to relatively high-budget visitors too. I hope to achieve success in the sphere of tourism. As for the auto business, I have accumulated significant experience during all these years in the trade. Today I find it much easier to establish contact with new companies. I plan to add some new brands to our shop – not just cars but heavy vehicles too. I will refrain from naming these brands for the time being. We have been in this business for twenty years now and we have overcome countless obstacles and lots of pressure – so it isn’t easy to put us down. We are proud of our honesty – in all these years we’ve never made deals against the interests of our customers. No matter who is in government in the country, we will never give up on these principles." Says Irakli Gurchiani.
სერვისები. ბოლო თვეების სტატისტიკა, იმედს მაძლევს, რომ უახლოეს მომავა- ლში უკეთესობისკენ შეიცვლება რეალობა. ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის მუდმივი საარჩევნო სიტუაციაც. ეკონომიკა ასეთ დროს მოლოდინის რეჟიმზე გადადის და ნაკლებად აქტიურია ბიზნესგარემო.“
ირაკლი გურჩიანის მორიგი სტარტი