
8 minute read
ZURAB GUGUCHIA - INTERVIEW
Zurab Guguchia
Youngest Senior Scientist, Neutrons and Muons division, Paul Scherrer Institute, Switzerland; Princeton University Visiting Scientist and already ex Post-Doctoral Research Scientist at Columbia University.
Advertisement
ზურაბ გუგუჩია
პაულ შერერის (შვეიცარია) ინსტიტუტის ნეიტრონებისა და მიონების სპეციალური ახალი ლაბორატორიის ხელმძღვანელი; პრინსტონის მიწვეული მეცნიერ-თანამშრომელი.
ზურაბ გუგუჩია ხელმძღვანელთან, პროფესორ იასუტომო უემურასთან ერთად კოლუმბიის უნივერსიტეტში.
By Maia Kudava
ZURAB GUGUCHIA IS A RESEARCH PROFESSOR OF PHYSICS AT COLUMBIA UNIVERSITY. AT THE AGE OF 25 HE RECEIVED HIS PHD FROM THE UNIVERSITY OF ZURICH. FOR A FEW YEARS HE WORKED AT SWITZERLAND’S LARGEST RESEARCH CENTER FOR NATURAL AND ENGINEERING SCIENCES, THE PAUL SCHERRER INSTITUTE.
HIS WORKS ARE PUBLISHED IN HIGHLY RATED SCIENTIFIC JOURNALS: NATURE COMMUNICATIONS, PHYSICAL REVIEW LETTERS, AND PHYSICAL REVIEW B. HE IS THE AUTHOR OF NEARLY 70 SCIENTIFIC ESSAYS, TWO OF WHICH WERE NAMED AMONG THE BEST ESSAYS IN THE PRESTIGIOUS JOURNAL OF PHYSICS: CONDENSED MATTER.
25 წლისას მიენიჭა ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი. რამდენიმე წელი მუშაობდა შვეიცარიის ყველაზე დიდ სამეცნიერო ცენტრში – პაულ შერერის ინსტიტუტში. შემდეგ - ნიუ იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე მეცნიერ-თანამშრომლად. 2018 წლიდან ისევ შვეიცარიაში აგრძელებს მეცნიერულ კარიერას: პაულ შერერის (შვეიცარია) ინსტიტუტის ნეიტრონებისა და მიონების სპეციალური ახალი ლაბორატორიის ხელმძღვანელად. მისი შრომები იბეჭდება რეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში: „Nature Communications“, „Physical Review Letters“ და „Physical Review B“. ავტორია 70-მდე სამეცნიერო სტატიისა, რომელთაგან ორი, მისი პირველი ავტორობით, 2012-2013 წლებში კონდენსირებული გარემოს ფიზიკის პრესტიჟულ ჟურნალში („Journal of Physics: Condensed Matter“) საუკეთესო სტატიებს შორის დასახელდა.
აღმოჩენილი აქვს რამდენიმე ახალი ეფექტი მაღალტემპერატურულ და ტოპოლოგიურ ზეგამტარებში, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ამ ნივთიერებებში ზეგამტარობის მექანიზმის დასადგენად. ზურაბ გუგუჩიასა და მისი კოლეგების ერთ-ერთი ნაშრომი, რომელიც 2017 წელს დაიბეჭდა, მიიჩნევა 30 წლის წინ ამ დარგში გაცემული ნობელის პრემიის ნამუშევრის ღირსეულ გაგრძელებად. ცნობილი მეცნიერები გუგუჩიას უკვე აღიარებენ დარგის ახალგაზრდა ლიდერად. ის აქტიურად მუშაობს ბერკლის, პრინსტონის, ტოკიოს და სხვა უნივერსიტეტების მეცნიერებთან (მათ შორის ქართველებთანაც). საკუთარი სამეცნიერო იდეების საფუძველზე ატარებს ექსპერიმენტებს ისეთ ცნობილ ლაბორატორიებში როგორებიცაა ოკ-რიჯის და ბრუკჰავენის ეროვნული სამეცნიერო ლაბორატორიები (ამერიკა), ტრიუმფი (კანადა) და პაულ შერერის ინსტიტუტი (შვეიცარია).
ZURAB GUGUCHIA: As a scientist, what motivates me is not only the pleasure of discovering something new, but also delivering it to students in an interesting way. I agree with the American writer and critic, Marc van Doren, who said that “The art of teaching is the art of assisting discovery.“
Since 2009, after receiving my doctorate degree from the University of Zurich, I have been actively involved in the educational process even though I devoted more time to scientific research. Mostly I had to work with 3rd and 4th year physics students. I was responsible for the practical aspects and laboratory organization of the lecture. Also, nearly every year, I had some master students under my supervision from the University of Zurich who were taking part in my research while I was helping them on their master theses.
At Columbia University, I’m working with two PhD students, with whom I help plan experiments, conduct them, analyze the data, interpret results and present them as scientific publications. This is a very time-consuming and responsible process, but at the same time very pleasant. My group’s leader, Professor Yasutomo Uemura and I also manage a lecture course – ‘Frontiers of Condensed Matter Physics’”
ზურაბ გუგუჩია: ჩემი, როგორც მეცნიერის, მოტივაცია მხოლოდ ის კი არ არის, რომ სიამოვნება მივიღო ახლის აღმოჩენით, არამედ ისიც, რომ ეს ყველაფერი საინტერესოდ მივაწოდო სტუდენტებს. ვეთანხმები ამერიკელ მწერალსა და კრიტიკოსს – მარკ ვან დორენს, რომელიც ამბობდა, სწავლება აღმოჩენებისთვის ხელშეწყობის ხელოვნებააო. 2009 წლიდან, მას შემდეგ, რაც ციურიხის უნივერსიტეტში დოქტორანტი გავხდი, აქტიურად ვარ ჩაბმული სასწავლო პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტ დროს სამეცნიერო კვლევებს ვუთმობ. ძირითადად ფიზიკის ფაკულტეტის III-IV კურსის სტუდენტებთან მიწევდა მუშაობა. პასუხისმგებელი ვიყავი ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელის ლექციის პრაქტიკულ და ლაბორატორიულ ნაწილზე. ასევე, თითქმის ყოველ წელს მობარებული მყავდა ციურიხის უნივერსიტეტის რამდენიმე მაგისტრანტი, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩემს სამეცნიერო კვლევებში, მე კი მათ სამაგისტრო ნაშრომების შესრულებაში ვეხმარებოდი. კოლუმბიის უნივერსიტეტში მუშაობა მიწევს ორ დოქტორანტთან, რომლებსაც ვეხმარები ექსპერიმენტების დაგეგმვაში, მათ განხორციელებაში, მონაცემთა ანალიზში, შედეგების ინტერპრეტაციასა და მათი სამეცნიერო პუბლიკაციების სახით წარმოდგენაში, რაც ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლო პროცესია, თუმცა, ამავდროულად, სასიამოვნოც. მე და ჩემი ჯგუფის ხელმძღვანელი – პროფესორი იასუტომო უემურა ასევე ორგანიზებას ვუწევთ სალექციო კურსს – „კონდენსირებული გარემოს ფიზიკის საზღვრები“, რომლის ფარგლებშიც კოლუმბიის უნივერსიტეტში დეკემბერში მოწვეული გვყავდა ცნობილი ფრანგი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, პროფესორი ალბერ ფერი. მან საინტერესო სემინარი ჩაატარა.
- You teach at universities and not at schools, but it would be interesting for Georgian readers, students and teachers to get acquainted with those new educational approaches, that you have access to. Maybe we could compare teaching methods from different countries.
Clearly, teaching methods differ from one country to another. The biggest difference with Georgia, in my opinion, is that there are practically no laboratories in our schools. It’s not enough to simply explain physics orally. If you want to get a student’s attention and to inspire him, you need more. We have the same problem with other scientific subjects too. There is no such a thing as physics without experiments! One of my Swiss colleagues, who has successfully completed his PhD and was a very good scientist, started working as a physics teacher in one of Switzerland’s Gymnasiums. I’ve visited him a few times at school and I was amazed by the fact that they had such a well-equipped laboratory. It means two things: Science is one of the country’s top priorities and it has the support it needs at schools. Being a school teacher should not be less prestigious than teaching at a university. A teacher’s profession definitely has to become more prestigious in our country
- What should a country do, so that being a physicist is considered prestigious and so that the core of young science followers doesn’t leave the country.
Our country’s main wealth is its population’s talent and the government should make the right use of that talent and intellectual abilities by making them the base of our country’s development. Funding for science should be increased considerably. During the last years some progress was made, but a considerably faster tempo is needed. Georgia has great scientific potential and traditions so any investment made in science today will be returned hundredfold later. Upper academic stages (PhD, post-PhD, etc.) require the most support. It is at this level that brains are drained from our country. Although it necessary for a scientist to work abroad for a period of time, where he should standout from the competition in a completely different environment, achieve success, grow into an independent scientist and obtain fame regardless of the field. Afterwards the government should orchestrate the return of those scientists to Georgia, as their experience and connections will strongly aid the development of that field in our country.
- მართალია, უნივერსიტეტებში ასწავლით და არა სკოლებში, მაგრამ ქართველი მკითხველისთვის, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის საინტერესო იქნება იმ ახალი მიდგომების გაცნობა, რაზეც თქვენ ხელი მიგიწვდებათ. იქნებ სწავლების მეთოდებიც შევადაროთ ქვეყნების მიხედვით.
- ბუნებრივია, ქვეყნების მიხედვით სწავლების მეთოდები განსხვავდება. ყველაზე დიდი სხვაობა საქართველოსთან, ჩემი აზრით ისაა, რომ ჩვენს სკოლებში პრაქტიკულად ფიზიკის ლაბორატორიები არ არსებობს. მოსწავლეები ისე ამთავრებენ სკოლას, რომ ექსპერიმენტის ჩატარება კი არა, ნახვაზეც კი ზედმეტია საუბარი. ძირითადი კონცენტრაცია ხდება თეორიულ ნაწილზე, რაც არ არის სწორი მიდგომა. ფიზიკის მარტო სიტყვებით ახსნა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოსწავლეები დავაინტერესოთ და შთავაგონოთ. იგივე პრობლემაა სხვა საბუნებისმეტყველო საგნებშიც. ფიზიკა ექსპერიმენტის გარეშე არ არსებობს! ჩემმა ერთმა შვეიცარიელმა კოლეგამ, რომელმაც დისერტაცია წარმატებით დაიცვა და ძალიან კარგი მეცნიერი იყო, შვეიცარიის ერთ-ერთ გიმნაზიაში ფიზიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. რამდენჯერმე ვეწვიე მას სკოლაში და გაოცებული დავრჩი, იმდენად მაღალ დონეზე აღჭურვილი ლაბორატორია ჰქონდათ. აქ ორი რამაა მნიშვნელოვანი: 1. ქვეყანაში მეცნიერება ერთ-ერთი პრიორიტეტია და სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნებს სათანადო ხელშეწყობა აქვს. 2. სკოლის მასწავლებლობა უნივერსიტეტის პროფესორობაზე არანაკლებ პრესტიჟულია. მასწავლებლის პროფესია ჩვენთანაც აუცილებლად უფრო პრესტიჟული უნდა გახდეს.
- თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ საიმისოდ, რომ ფიზიკოსობა პრესტიჟულად ითვლებოდეს და საბუნებისმეტყველო საგნების მოყვარული ახალგაზრდების ბირთვი ქვეყნიდან არ გაედინებოდეს?
ჩვენი ქვეყნის მთავარი სიმდიდრე ნიჭიერებაა და სახელმწიფომ ქვეყნის განვითარების საფუძვლად უნდა აქციოს ამ ნიჭიერებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების სწორად გამოყენება. მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს მეცნიერების დაფინანსება. ბოლო წლების განმავლობაში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ გაცილებით უფრო სწრაფი ტემპია საჭირო. საქართველო მაღალი მეცნიერული პოტენციალისა და ტრადიციების მქონე ქვეყანაა და მეცნიერებაში დღეს ჩადებული ინვესტიცია ასმაგად დაგვიბრუნდება. აკადემიურ ზედა საფეხურებს (დოქტორანტურა, პოსტდოქტორანტურა და ა.შ.) განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდება, სწორედ ამ ეტაპზე ხდება ინტელექტის გადინება ჩვენი ქვეყნიდან. თუმცა მეცნიერისთვის აუცილებელიც კია კარიერის მანძილზე გარკვეული პერიოდი უცხოეთში მოღვაწეობა, სადაც მან სრულიად უცხო გარემოში უნდა გაუძლოს კონკურენციას, მიაღწიოს წარმატებას, ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ მეცნიერად და მოიხვეჭოს სახელი ამა თუ იმ სფეროში. შემდგომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ მეცნიერების საქართველოში დაბრუნებაზე, რადგან მათი გამოცდილება და კავშირები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სხვადასხვა.

ზურაბ გუგუჩია პროფესორ აბჰაი პასუპატისთან და სტუდენტებთან ერთად კოლუბიის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში.
The interview’s full version was published in the internet-journal Maswavlebeli.ge http://mastsavlebeli.ge/?p=16807