გზავნილი კასპიდან

Page 1

21 მაისი, 2015

გზავნილი კასპიდან

გზავნილი


სარჩევი

4

კასპის მუნიციპალიტეტის ისტორიული მიმოხილვა

ნინო გვასალია

6

ჯავახიშვილების სახლ-მუზეუმი- გზა წარსულიდან დღემდე

გიორგი დვალიშვილი

9

ხმა მავთულხლართებიდან

სალომე ფხალაძე

ელზა ელბაქიძე

11

ანა ასანიძე

14 საკორინთლოს „გუშაგები“

გულიკო ფაცაცია

16

ორმაგი მოქალაქეობა- არჩევანი თუ დილემა?

სალომე აბულაშვილი

19

მალე დარჩება აღარაფერი

ნანუკა მეშველაშვილი

21

შეუმოწმებელი პროდუქტი და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა-სტუმრად კასპის უფასო სასადილოში

შორენა ქარცივაძე

24

ინდუსტრიული „აფერისტობა“-გზა გამონაბოლქვიდან ორთქლამდე

სალომე ფხალაძე

27

კასპის მუნიციპალიტეტში მოქმედი სასოფლო-სამურნეო პროექტები

ბაჩო ადამია

29

სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი სოფელი

ხატია გოგრიჭიანი

31

გრაკლიანი გორა ქართული ძეგლის ადგილი მსოფლიო მემკვიდრეობაში

მარიამ ქარენაშვილი

38

კასპის კულტურა ღია ცის ქვეშ რჩება

მარიამ გაბისონია

40

ალტერნატიული გართობა

42 ედი ბარამაშვილი ნიკა ფირცხალაიშვილი ანა მინდიკაური

44

დაკეტილი სახლები- გამოსავალი თუ პრობლემა?

კასპი სპორტ-კომპლექსის მოლოდინში

ჭიდაობის ტრადიცია კასპში

გზავნილი


21 მაისი, 2015

რედაქტორის სვეტი

მთავარი რედაქტორი დავით გრატიაშვილი

ნომრის რედაქტორი გიორგი დვალიშვილი

სტილისტ-კორექტორები ელზა ელბაქიძე ნანუკა მეშველაშვილი ნინო გვასალია

დამკაბადონებელი ელზა ელბაქიძე

დიზაინერები ნინო გვასალია მარიამ გაბისონია ხატია გოგრიჭიანი

ჟურნალისტები სალომე აბულაშვილი ბაჩანა ადამია ანა ასანიძე ედი ბარამაშვილი მარიამ გაბისონია ნინო გვასალია ხატია გოგრიჭიანი გიორგი დვალიშვილი ელზა ელბაქიძე გულიკო ფაცაცია ანა მინდიკაური ნანუკა მეშველაშვილი მარიამ ქარენაშვილი სალომე ფხალაძე ნიკოლოზ ფირცხალაიშვილი შორენა ქარცივაძე

ფოტოკორესპონდენტები ბაჩანა ადამია სალომე აბულაშვილი ელზა ელბაქიძე მარიამ გაბისონია

გზავნილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სტუდენტები საგანმა „ბეჭდური მედია 2“ გაგვაერთიანა. ვაგრძელებთ ტრადიციას და ვქმნით ჟურნალს „გზავნილი“. პირველ ლექციაზე ჩამოვაყალიბეთ რედაქცია და გადავინაწილეთ მოვალეობები. საველე სამუშაოსთვის კასპის მუნიციპალიტეტი ავირჩიეთ. ჟურნალ „გზავნილის“ დანიშნულება რეგიონებში არსებული პრობლემების გაცნობა და საზოგადოებამდე მიტანაა. ბევრი არ გვიფიქრია, თუ სად უნდა წავსულიყავით, რადგან კასპი თბილისთან ახლოსაცაა და ამავდროულად, პრობლემურიც. რაიონის მოსახლეობას უამრავი პრობლემა აწუხებს ჯანდაცვის, საირიგაციო სისტემის, დასაქმების და სხვა სოციალური საკითხები. თუმცა, მთავარი საზღვრისპირა სოფლების პრობლემაა, რომელთაც დაცლა ემუქრება. სწორედ ეს არის ჩვენი ჟურნალის მთავარი გზავნილი- მავთულხლართები, რომელიც თანდათან აქეთ, საქართველოს ტერიტორიაზე იწევს. ჟურნალ „გზავნილის“ ყველა რედაქცია გამოირჩეოდა დაბალანსებულობითა და ობიექტურობით. ახლაც, ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები შეესაბამება ჟურნალისტურ სტანდარტებს, ყველა ჟურნალისტი თავისუფალია პოლიტიკური შეხედულებებისგან, არ წარმოადგენენ რომელიმე მხარეს და მაქსიმალურად ორიენტირებულნი არიან სიზუსტეზე. „გზავნილი“ სტუდენტური გამოცემაა, რომელსაც „ბეჭდური მედია 2“-ის სასწავლო კურსი ითვალისწინებს. პროფესორ მაია ტორაძის ხელმძღვანელობით, რედაქცია ჩადის რეგიონში, ჟურნალისტები წინასწარი გეგმის მიხედვით ნაწილდებიან და ხვდებიან როგორც მოსახლეობას, ასევე ადგილობრივ მთავრობას. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, ყველა პრობლემურ თემას შევხებოდით და თქვენამდე მოგვეტანა.

3


ისტორია

21 მაისი, 2015

კასპის მუნიციპალიტეტის ისტორიული მიმოხილვა

კასპის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, შიდა ქართლში, მდინარე მტკვრის ორივე მხარეს, ზღვის დონიდან 560 მეტრზე. მუნიციპალიტეტში 17 ტერიტორიული ორგანოა, რომელშიც ერთი ქალაქი, 71 სოფელი და 60 ნასოფლარი შედის. კასპის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა და მატერიალური კულტურის ძეგლები მოწმობს, რომ აქ ადამიანი უწყვეტად ცხოვრობს ქვის ხანიდან დღემდე. თანამედროვე ქალაქი, კასპი, ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში ყოფილა დასახლებული. მემატიანე ლეონტი მროველი (XI ს.) ქალაქის დაარსებას მითური მცხეთოსის ძეს ეთნარქ უფლოსს მიაწერს. კასპი ნახსენებია უძველეს ქართულ ქალაქებთან (სარკინე, ურბნისი, ოძ4

რხე) ერთად. „მოქცევაი ქართლისაის“ მიხედვით ძვ. წ. I ს-ში მეფე არსუკმა „კასპი შეიპყრა და უფლისციხე განაგო“. კასპი განსაკუთრებით V საუკუნეში დაწინაურდა. ქალაქს დიდი სამხედრო-სტრატეგიული და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა, ჰყავდა საკუთარი სპასალარი და წარმოადგენდა გარკვეული სამხედროადმინისტრაციული ერთეულის- „კასპის სასპასალაროს“ ცენტრს. აქ იზრდებოდა ვახტანგ გორგასალის და მირანდუხტი. VIII ს-ის 30-იან წლებში არაბთა სარდალმა მურვან-ყრუმ ქალაქი ისე ააოხრა, რომ მასში საბოლოოდ ჩაკვდა საქალაქო ცხოვრება. „და იყო ქალაქი ყრუმდე, ხოლო აწ არს დაბა დიდი“ — აღნიშნავს ვახუშტი ბაგრატიონი, საქართველოს ერთიანი ფეოდალური სამეფოს არსებობის პერიოდში (XI-XV სს). XV საუკუნიდან ეკუთვნოდა მსხვილ ფეოდალურ საგვარეულოს — ამილახვრებს.

გზავნილი


21 მაისი, 2015 ადმინისტრაციულად კი ქართლის საერისთავოს შემადგენლობაში იყო. სათავადოთა სისტემის წარმოქმნის შემდეგ XV ს-ის II ნახევარში ქართლის მეფე სიმონ I-მა კასპი ბარძიმ ამილახვარს ჩამოართვა და სვეტიცხოველს შესწირა. XIX საუკუნეში კასპი სოფლის ტიპის დასახლებას წარმოადგენდა. კასპის ტერიტორია არაერთხელ ყოფილა ბრძოლის ასპარეზი. დიდგორის ბრძოლაში აქტიური მონაწილეობა მიიღო კავთურის ხეობის მოსახლეობამ. 1609 წელს ქართლში შემოჭრილ ოსმალთა ჯარებს, ქართლის მეფის ლუარსაბის შეპყრობა სურდათ. სოფელ კველთაში ოსმალებმა მღვდელი თევდორე შეიპყრეს და მეგზურობა უბრძანეს. მღვდელმა მტერს გზა აუბნია, რისთვისაც ის აწამეს და თავი მოკვეთეს. ამ ბრძოლაში მო-

გზავნილი

ისტორია ნაწილეობდა გიორგი სააკაძე და ზაზა ციციშვილიც, ის ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს კასპი რუსული მოიერიშეების მიერ დაიბომბა. 19 აგვისტოს ქალაქში ოკუპანტთა 10-მდე ერთეული ჯავშანტექნიკა შემოვიდა და 1 თვის მანძილზე კასპის შემოსასვლელები ჰქონდა დაკავებული. მას შემდეგ, რაც საოკუპაციო ძალებმა ქალაქი დატოვეს, დაზიანებული ინფრასტრუქტურა სრულად აღდგა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღნუსხულია სხვადასხვა ეპოქის 300-ზე მეტი ისტორიული ძეგლი. სამთავისისა და ქვათახევის ტაძრებში დაცული იყო ნაბეჭდი და ხელნაწერი წიგნები, საისტორიო თხზულებანი, სიგელგურჯები. არქეოლოგიური გათხრე-

ბის შედეგად გამოვლენილია ადრე და შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანები, გვიანი - ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანის სამარხები, მრავალფეროვანი ნამოსახლარები... აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა საქართველოს სახელმწიფო და კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებშია დაცული. ცნობილი კასპელები: აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი, კომპოზიტორი შალვა აზმაიფარაშვილი, მხატვარი მოსე თოიძე და სხვები. წყაროები: http://bit.ly/1LnQzkf http://bit.ly/1F382Ky http://bit.ly/1BdoJRW http://bit.ly/1El5IwS

ავტორი: სალომე ფხალაძე

5


რეპორტაჟი

21 მაისი, 2015

ჯავახიშვილების სახლ-მუზეუმი - გზა წარსულიდან დღემდე კასპიდან დაახლოებით სულ რაღაც 20 წუთის სავალ გზას მივყავართ სოფელ ხოვლემდე, სადაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი მდებარეობს. იგი 1976 წელს ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან ასი წლის თავზე გაიხსნა და დღემდე ფუნქციონირებს. აქ დაცულია ჯავახიშვილების მემორიალური ნივთები, მდიდარი საბიბლიოთეკო ფონდი, არქეოლოგიური მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტო და დოკუმენტური მასალები.

მხარეს მისვლა დაგვიშალეს კიდეც, რადგან ჩამონგრევის საშიშროებაა. შენობის კიბეზე ასულებს სიხარულით შემოგვეგება სახლ-მუზეუმის დირექტორი, მარინა კოშაძე და მეცნიერ-თანამშრომელი ანა ბაისონაშვილი, ეს ის ორად-ორი ადამიანია, რომელიც შეადგენს სახლ-მუზეუმის მთელ კოლექტივს. მათ დაწვრილებით გვიამბეს მუზეუმისა და ივანე ჯავახიშვილის ცხოვრების შესახებ. მე-12 საუკუნემდე ჯავახიშვილები გახლდათ გამრეკელები, რომლებიც წარმოშობით იყვნენ ბორჯომის ხეობის სოფელ თორიდან, მე-12 სა-

სახლ-მუზეუმის დანახვისთანავე ჩვენი ყურადღება ძველმა ქვის კიბემ და ხის თეთრრიკულებიანმა აივანმა მიიპყრო. მიუხედავად სიძველისა, შენობას მაინც შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე, თუმცა, რესტავრაციას აუცილებლად საჭიროებს, რადგან აივნის იატაკი ძალიან არის დაზიანებული და მის ერთ-ერთ

უკუნიდან კი ისინი ქართლში ჩამოვიდნენ და აქ იმდენად მძლავრად მოიკიდეს ფეხი, რომ მიიღეს ჯავახიშვილებისთვის განკუთვნილი ორი გერბი კი: ქართული და რუსული, კერძოდ, ეკატერინე მეორეს მიერ მინიჭებული რუსი ჯავახოებისათვის, რომლებიც ცხოვრობდნენ პეტერბურგში.

6

გზავნილი


21 მაისი, 2015

რეპორტაჟი

შენობა, სადაც ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი მდებარეობს, მისმა მამამ , პედაგოგმა ალექსანდრე ჯავახიშვილმა ააშენა, თუმცა 1900 წლამდე ისინი აქ არ ცხოვრობდნენ. ამ სახლში თავად ივანე ჯავახიშილი არ დაბადებულა , მაგრამ მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა აქ გაატარა; ზაფხულის არდადეგებზე ყოველთვის ხოვლეში ჩამოდიოდა, ზრდასრულობისას კი ყველა მეგობარი, გამოჩენილი მოღვაწეები ჩამოჰყავდა სტუმრად, მათ შორის იყო ზაქარია ფალიაშვილიც. 1921 წელს , რევოლუციისა და რუსეთის მთავრობის მოსვლის შემდეგ ჯავახიშვილებს ეს სახლი ჩამოერთვათ, ძალიან მალე იგი გლეხებმა გაძარცვეს და აქ არსებული უნიკალური ბიბლიოთეკიდან ყველა წიგნი დაიკარგა. ივანე ჯავახიშვილმა მხოლოდ დიდი თხოვნის მერე მიიღო უფლება ამ სახლში ღამის გათენებისა, მაგრამ ყველანაირი სხდომის, თათბირისა და ღონისძიების მოწყობა აეკრძალა, რათა ხელი არ შეეშალა დროებითი მთავრობისა და სოფლის საბჭოს მუშაობაში. სახლ-მუზეუმში გვიამბეს ივანე ჯავახიშვლის სწავლის შესახებაც და გვაჩვენეს მისი ნიშნების რვეული, რომელიც დღემდე აქვე ინახება. მიუხედავად იმისა, რომ ივანე ძალიან მონდომებული და ბეჯითი მოსწავლე იყო, იგი ყველა საგანს მაინც არ სწავლობდა. ამას განზრახ აკეთებდა, რადგან იმ დროისათვის საქართველოში გავრცელებულ რუსიფიკაციას ეწინააღმდეგებოდა, უნდოდა სწავლა ყოფილიყო ქართულ ენაზე , მაგრამ ამის საშუალება არ იყო, ამიტომაც მას მხოლოდ ისტორიაში ჰყავდა ხუთიანი, დანარჩენ საგნებს კი დიდ ყურადღებას არ აქცევდა, თუმცა, იგი საოცრად განსწავლული პიროვნება გახლდათ. მას სახლში ჰქონდა კავკასიაში გამოსული ნებისმიერი ჟურნალი, გაზეთი თუ წიგნი. ივანე ჯავახიშვილს მუსიკალური ნიჭიც გააჩნდა, უნდოდა კიდეც მუსიკას გაჰყოლოდა , მაგრამ ერთხელაც 15 წლის ივანე მამამ თეძმის ხეობაში წაიყვანა ქართული ძეგლების დასათვალიერებლად და აღსაწერად და აი, სწორედ აქ მიხვდა საბოლოოდ ივანე, რომ ყველაზე მეტად ძველი ქართული ისტორია აინტერესებდა. მან 40 წელი შეალია ქართული ერის ისტორიის შესწავლას. ანა ბაისონაშვილმა ჩვენ შეგვიყვანა ოთახში, სადაც იდგა ივანე ჯავახიშვილის სამუშაო მაგიდა თავისივე სკამით, აქვე იყო მისი უკანასკნელი სურათი, რომელიც ხოვლეში გადაიღო.

გზავნილი

7


რეპორტაჟი

შენობაში არის მეორე კაბინეტიც, ფრანგული მაგიდითა და სკამით და სურათი, სადაც ივანე ჯავახიშვილი გამოსახულია ზაქარია ფალიაშვილთან ერთად ხოვლეში სტუმრობისას. სახლ-მუზეუმის ერთ-ერთ კუთხეში წარმოდგენილია ხოვლეგორაზე წარმოებული გათხრების შედეგად ნაპოვნი ნივთები, რომლებიც ანტიკურ ხანას მიეკუთვნება. აქ არის ალიბასტრეს ჭურჭელი, რომლის მსგავსი მსოფლიოში მხოლოდ ერთადერთია ოქროთი მოვარაყებული. მოპოვებული ნივთები გვიჩვენებს, რომ ოდესღაც აქ გადიოდა ,,აბრეშუმის გზა“ . როგორც, ანა ბაისონაშვილმა გვითხრა, ხოვლეგორას გათხრებისას დაფიქსირდა 11-საუკუნოვანი სიცოცხლის უწყვეტი ჯაჭვი - ეს კი ნამდვილი სასწაულია მსოფლიოში. როგორც სახლ-მუზეუმის დირექტორი მარინა კოშაძე ამბობს, ბევრმა ადამიანმა არ იცის მართლაც არსებობს თუ არა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი და, შესაბამისად, მნახველი არც ისე ბევრია, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი ხოვლეში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის უმნიშვნელოვანესია. სახლ-მუზეუმის ერთ-ერთ ნაწილში განთავსებულია მედიათეკა, რომელმაც ძალიან შეუწყო ხელი უმცროსი თაობის დაინტერესებას, რადგან აქ არის უამრავი წიგნი, რომელთა დიდი ნაწილი თავად ბავშვების ხელითაა შერჩეული, ასევე, აქვთ კომპიუტერული კლასი და მსურველებს შეუძ-

8

21 მაისი, 2015

ლიათ ინტერნეტის გამოყენება. აქ თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ტარდება საინტერესო ლექციები სხვადასხვა თემაზე. ოთახის ერთერთ კედელზე განთავსებულია ბავშვების მიერ დამზადებული თექის ნამუშევრები , თოჯინებისა და ყვავილების ნიმუშები. აქვე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის ფარგლებში შექმნილია ჯგუფი ,,ცოტნე“ მოზარდებისათვის და ქალთა ,,საბჭო“, რომელიც ძალიან დიდი ენთუზიაზმით მუშაობს, ატარებს ღონისძებებს, შემოქმედებით საღამოებს. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოს მხრიდან არანაირი დაინტერესება და დახმარების სურვილი არ იგრძნობა სახლ-მუზეუმისადმი, ამ ყველაფერს საკუთარი ხარჯებით ხელმძღვანელობენ ისევ მარინა კოშაძე და ანა ბაისონაშვილი, რადგან სწორედ მათი დიდი სურვილია ის , რომ სახლმუზეუმი არ იყოს ჩაკეტილი, ცარიელი სივრცე და ახალგაზრდებმა უკეთ გაიცნონ ივანე ჯავახიშვილი- დიდებული მოღვაწე ჩვენი ქვეყნისა. წამოსვლისას ჩვენი მასპნძლები გულთბილად გამოგვემშვიდობნენ და მთელს უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადეს იმისთვის, რომ თსუ-ის სტუდეტები საკმაოდ ხშირად დადიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის მოსანახულებლად და არ ივიწყებენ ცოდნის ტაძრის ფუძემდებელს - ივანე ჯავახიშვილს. ავტორი: ნინო გვასალია

გზავნილი


21 მაისი, 2015

მთავარი თემა

ხმა მავთულხლართებიდან უკვე მესამე კურსის სტუდენტი ვარ. ასარჩევი საგნების ჩამონათვალში როგორც კი, "ბეჭდური მედია 2" ვნახე, არ დავაყოვნე და მაშინვე ავირჩიე. ასე აღმოვჩნდი კასპისკენ მიმავალ გზაზე, ერთდღიანი ექსპედიციის მონაწილე. საკორინთლომდე მისასვლელი გზა გრძელი არ აღმოჩნდა. კასპიდან ავტომანქანამ ორღობეში გადაუხვია და სულ რამდენიმე წუთში საკორინთლოში ვიყავი. გზაში კი, ჩემი ყურადღება რამდენიმე ციხის ნანგრევმა მიიქცია. სულ ახლო-

გორც ჟურნალისტი, საზღვრისპირას შექმნილი ვითარებით ვარ დაინტერესებული. სოფლის ბოლოში, ქართული პოლიციის დანაყოფია განლაგებული. მათთან მივდივართ იმ იმედით, რომ უშუალოდ საზღვართან განლაგებულ სახლებთან მიახლოების უფლებას მოგვცემენ. რამდენიმე განხორციელებული ზარის შემდეგ უარს გვეუბნებიან, თუმცა, მაინც არ ვნებდებით. შემოვლითი გზით საზღვარს ვუახლოვდებით. სოფლის ვიწრო გზაზე სახლები კომპაქტუ-

საა, რამდენიმე მეტრის იქით, ისე ახლოს, რომ გგონია, ხელით მიწვდები. ჩემი თანამგზავრი მეუბნება, რომ ეს საზღვის იქითაა მოქცეული, ჩვენ აღარ გვეკუთვნის. გული მეკუმშება. სულ რამდენიმე ნაბიჯის იქით პირობითი საზღვარია. ეს ყველაფერი თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში ხდება. ამის გაფიქრებაზე სევდა მიპყრობს, მაგრამ გზას ვაგრძელებთ და ვცდილობ, ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო. რამდენიმე წუთში უკვე სოფელში ვართ. რო-

რად არის განლაგებული. არც ძაღლების ყეფა ისმის, არც საქონლის ხმა; ადამიანებიც არსად ჩანან. წინ მივდივართ, მაგრამ ისიც კი არ ვიცით, სად არის პირობითი საზღვარი. მოულოდნელად, ერთ-ერთი სახლის აივნიდან ხანშიშესული ქალბატონი გვეძახის. აინტერესებს რას ვეძებთ. ჩვენც ვუხსნით სიტუაციას. კოლეგები მისგან ინტერვიუს იღებენ. მოხუც ქალბატონს ხალისი არ დაჰკარგვია. ნაპრალოვან სახეზე ღიმილი ეფინება, როდესაც თავის შვილებს იხსენებს,

გზავნილი

9


მთავარი თემა

რომლებმაც სოფელში ცხოვრება არ ინდომეს. აღმოჩნდა, რომ ორსართულიან სახლში მარტო ცხოვრობს. მეუღლე რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა. კითხვაზე, თუ რატომ არ ტოვებს სოფელს, ასეთ პასუხს გვცემს: "თუ სოფელი დაიცალა, ოკუპანტები ბრძოლის გარეშე გადმოიწევენ ჩვენკენ და მავთულხლართებიც აღარ დასჭირდებათ, თუ ჩემი, ძველი თაობაც დატოვებს სოფელს, ვინღა უნდა დარჩეს? ამისთვის ვიწვალეთ?!" ამ სიტყვების გაგონებაზე გაოცება და ღიმილნარევი სევდა ერთმანეთში მერევა. ამაყი ვარ. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანები კიდევ არსებობენ, რადგან ვფიქრობ, რომ სანამ ისინი ცოცხლები არიან, საქართველო მუდამ ძლიერი იქნება, ოკუპანტები ვერაფერს დაგვაკლებენ. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ქალბატონთან საუბრის დამთავრების შემდეგ გზას ვაგრძელებთ. ახლა 12 წლის ბავშვი გვხვდება, რომელიც სკოლიდან ბრუნდება. სკოლა საკორინთლოდან საკმაოდ შორსაა, მეორე სოფელში, ჭალაში, მაგრამ გაცდენა არ უყვარს, მიუხედავად იმისა, რომ მასთან ერთად კლასში

10

21 მაისი, 2015 მხოლოდ 3–4 ბავშვი დადის მეზობელი სოფლებიდან. იგი მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მისი თანატოლები სოფელში ძალიან ცოტანი არიან და ვერავისთან ვერ ერთობა. ამასობაში ბავშვი სახლში მიდის. მისი მშობლები საკმაოდ სტუმართმოყვარენი აღმოჩნდნენ. სახლშიც შეგვიპატიჟეს, მაგრამ უარს ვამბობთ და ეზოში ვსაუბრობთ. არაერთი მოუგვარებელი პრობლემა სოფელში და გულგრილი ხელისუფლება – კოლეგებთან ერთად დიდხანს ვისაუბრეთ. ქალბატონი ხელით პირობით საზღვარს გვაჩვენებს. შემაღლებული ბორცვიდან კარგად ჩანს ოკუპანტთა საგუშაგო. ფოტოებისთვის საზღვართან მიახლოება გვინდა, თუმცა, გვაფრთხილებენ, რომ შეიძლება ჩვენს უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნას, მაგრამ მაინც არ ვნებდებით და გზას განვაგრძობთ. ქალბატონი არ გვტოვებს და ჩვენთან ერთად მოდის. რაც უფრო ვუახლოვდებით საზღვარს, მით უფრო იღვიძებს ჩემში პატრიოტული გრძნობები. მინდა, მივიდე და ყველაფერი პირში მივახალო ოკუპანტს, რომელმაც უსამართლოდ მიითვისა ჩემი ქვეყნის ტერიტორიები. ეს ბავშვური სურვილი, თითქოს მხოლოდ სიტყვით შეიძლება საქმის მოგვარება, რამდენიმე წლის წინაც მქონდა, როდესაც ჩემს მშობლიურ ქალაქში, გორში, ბომბები უმისამართოდ ცვიოდა. ვერ ვიგებდი და ახლაც ვერ ვიგებ, რატომ ხდება/ გახდა გიგანტი ქვეყნის იმპერიალისტური ზრახვების მსხვერპლი ჩემი საქართველო?! ნელ-ნელა საზღვარს ვუახლოვდებით. ჩემი მეგობარი ფოტოაპარატს აჩხაკუნებს და ფოტოებს იღებს. ქალბატონი გვაჩვენებს ტერიტორიებს, რომელიც პირობითი საზღვრის იქით დარჩა. ამის გამო სოფლის მოსახლეობას დიდი რაოდენობით სახნავ–სათესი მიწა დაუკარგავს. ორი ნაბიჯიც და, ჩვენი წინამძღოლი გვეუბნება, რომ გზას ვეღარ განვაგრძობთ. საზღვართან 300–400 მეტრით მიახლოების შემთხვევაში შესაძლოა, ოკუპანტებმა დაგვაკავონ. ამის გაგონებაზე ჩემი უსუსურობა ბრაზს მგვრის. არაფერი შემიძლია და უკან ვბრუნდები, მაგრამ თან მომყვება დიდი ტკივილი, რომელიც მოსვენებას არ მაძლევს. ამ ტკივილის ფონზე მახსენდებიან ადამიანები, რომლებიც ბევრი პრობლემის მიუხედავად, სოფელს არ ტოვებენ და იმედი მიჩნდება, რომ მათი წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება. ავტორი: გიორგი დვალიშვილი

გზავნილი


21 მაისი, 2015

მთავარი თემა

დაკეტილი სახლები - გამოსავალი თუ პრობლემა?

უმუშევრობა, სიდუხჭირე, არასათანადო ცხოვრების პირობები, გაუსაძლისი ყოფა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოს ოჯახებისგან მიტოვებული, გამოკეტილი სახლები ემატება ყოველწლიურად. სოფლის მაცხოვრებლები საკორინთლოში ახალგაზრდების სიმცირეზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ დასაქმება უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს, ასევე, რაც მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის - გასართობის უქონლობაა. „საკორინთლო კონფლიქტის ზონაა, სოფელში გაჩერება გაუსაძლისია, ხალხს ეშინია. ელემენტარული პირობების უქონლობა, მხოლოდ გაჭირვება, ახალგაზრდობას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. მათ სწავლა და ასევე გართობა სჭირდებათ, ამიტომ მიდის ზოგი რუსთავში, ზოგიც თბილისში და სოფელში, ფაქტობრივად, მხოლოდ მოხუცები დავრჩით“, -ამბობს ლიანა კვიჟინაძე. ადგილობრივები ხელისუფლებას ყურადღებისკენ მოუწოდებენ. როგორც ამბობენ, მათი პრობლემების მოგვარებაზე არავინ ფიქრობს, გამოსავალს კი სოფლის დატოვებაში ხედავენ. მოსახლეობის მონაყოლის მიხედვით, ად-

გზავნილი

გილობრივი მთავრობა მათი პრობლემებით მხოლოდ არჩევნების დროს ინტერესდება და სცენარი ასეთია: შეუსრულებელი საარჩევნო დაპირებები და გაცრუებული იმედები. ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სარწყავი წყლის არქონას ასახელებენ. არხი, რომლითაც სოფლის მინდვრები ირწყვებოდა, 2008 წლის ქართულ-რუსული ომის შემდეგ, საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა. სარწყავი წყლის პრობლემამ სოფელი სიდუხჭირემდე მიიყვანა. სოფლის მეურნეობის წარმოება თითქმის შეჩერებულია, ხეხილის ბაღები გახმა, ადგილობრივებს მოსავლის მოყვანა უჭირთ. ადგილობრივი მერაბ ევანისელი იხსენებს, რომ საკორინთლო მდიდარ სოფელთა სიაში შედიოდა. მოსახლეობა მეხილეობას მისდევდა და მოყვანილი მოსავალი გასაყიდადაც გაჰქონდა, მაგრამ დღეს არა თუ გასაყიდად, მოსავალი ოჯახების გამოსაკვებადაც აღარ ჰყოფნით. „ბაღები სულ მთლად ურწყავი გახდა, ვენახები გაგვიხმა, ნაკვეთები გაფუჭდა, ხილი არ გვაქვს, ვეღარაფერი მოგვყავს. თუ რამე მოსავალი მოდის, ისიც წვიმის ხარჯზე. ზოგჯერ მდინარიდანაც ვზიდავთ წყალს ვედრებით, მაგრამ, ფაქტია, ეს არ შველის“. სოფელში სარწყავი წყლის გაყვანის ალტერნატიულ საშუალებაზე საუბრობენ. მათი თქმით, თუ მდინარე ლეხურა შეგუბდება და იქიდან წყალი ამოიტუმბება, პრობლემა ამით გადაიჭრება. სარწყავი წყლის მოპოვების ალტერნატიულ წყაროზე ადგილობრივ ხელისუფლებაშიც საუბრობენ, თუმცა, მხოლოდ იდეის დონეზე. კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გოჩა გოჩიტაშვილის თქმით, სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარება, ამ ეტაპზე, ვერ მოხერხდება. „მდინარე ლეხურიდან წყლის ამოტუმბვა ნამდვილად შესაძლებელია და კარგიც იქნებოდა, რადგან ეს მოსახლეობის პრობლემას რეალურად გადაჭრის, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან დიდი თანხები, რასაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ვერ გაწვდება.“ სოფელში გადაუჭრელ პრობლემად გაზმომარაგება რჩება. ზამთრის პერიოდში მო11


მთავარი თემა

სახლეობა, ფაქტობრივად, გათბობის გარეშე რჩება, რადგან ტყე, საიდანაც წლების წინ შეშა მოჰქონდათ, მავთულხლართებს მიღმაა დარჩენილი. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრისპირა 10 სოფელს, მათ შორის საკორინთლოს, ბუნებრივი აირი შეუყვანეს, მაგრამ როგორც ადგილობრივები ამბობენ, მხოლოდ ფორმალურად. „გაზის მილები კი გაიყვანეს, მაგრამ ბუნებრივი აირი სახლებში მაინც არ არის შეყვანილი. განცხადებებიც დაგვაწერინეს, გვითხრეს, უფასოდ შემოგიყვანთო. თუმცა, უკვე მერამდენე თვეა, ველოდებით, არავინ მოსულა,“- ამობობენ სოფელში. აღნიშნულთან დაკავშირებით, გოჩა გოჩიტაშვილი ამბობს, რომ „ეს პროცესი გარკეულ დროსთან არის დაკავშირებული, გაზის მილები გაყვანილია, მრიცხველები დამონტაჟებული და 2015 წლის ბოლომდე, ყველა ოჯახს ექნება ბუნებრივი აირი, ოღონდ ეს მოხდება ეტაპობრივად. 12

21 მაისი, 2015

პრობლემურია სოფელში მისასვლელი გზაც. რამდენიმე ათეული წელია, საკორინთლოში გზის მოასფალტების ან მოხრეშვის სამუშაოები არ ჩატარებულა. ადგილობრივების თქმით, ვინაიდან სოფელი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარეობს, ბლოკპოსტის მიმართულებით, ყოველდღიურად, გადაადგილდება მძიმე ტექნიკა, რომელიც შიდა ცენტრალურ გზას აზიანებს. ამას დაემატა გაზმომარაგების სამუშაოები. საკორინთლოში ამბობენ, რომ გაზის მილების გასაყვანად გაითხარა გზები, რომელიც სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოუწესრიგებელი დარჩა. პრობლემა განსაკუთრებით წვიმისა და თოვლის დროს აწუხებს მოსახლეობას, რადგან ასეთ დროს, არა თუ ფეხით, მანქანებით გადაადგილებაც კი უჭირთ. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით შიდა ქართლის გუბერნატორის სამსახურსა და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მიმდინარეობს შეხვედრები. მათი თქმით, საკორინთლოს მსგავსად, გზის პრობლემა კიდევ რამდე-

გზავნილი


21 მაისი, 2015 ნიმე სოფელს აწუხებს და შესაბამისი სამუშაოების ჩატარებაც ეტაპობრივად მოხდება. შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის, ამირან შავშვიშვილის თქმით, „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში წარდგენილია პროექტი, წერილის სახით, რომ საკორინთლოს მოხრეშვისთვის ბიუჯეტიდან გამოგვიყონ თანხები; უახლოეს მომავალში ველოდებით პასუხს და როგორც კი თანხმობას მივიღებთ, დავიწყებთ გზის მოპირკეთების სამუშაოებს.“ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა ცალ-ცალკე და ერთად აღებული, სოფელში საგანგაშო მდგომარეობას ქმნის. საკორინთლო მოსახლეობისგან დაცლის საშიშროების წინაშე დგას. საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის თანახმად, რომელიც 2002 წელს ჩატარდა, სოფელში 193 ადამიანი ცხოვრობდა. აქედან, მოსახლეობის უმრავლესობა, 75%, ეროვნებით ქართველი იყო, დანარჩენი 25% კი-ოსი. თუმცა, ადგილობრივების თქმით, ეს მონაცემები შესაძლოა, განახევრე-

გზავნილი

მთავარი თემა ბულიც კი იყოს, რადგან მას შემდეგ სოფელი ძალიან ბევრმა ოჯახმა დატოვა. სოფლის დაცარიელებისგან თავის ასარიდებლად, სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძებები: მოაწესრიგოს სარწყავი წყლის სისტემა, რათა აღდგეს სოფლის მეურნეობის წარმოება, ჩაატაროს შიდა გზების მოსაპირკეთებელი სამუშაოები, დროულად დამთავრდეს გაზმომარაგების პროცესი, რომ მომავალ ზამთარს სოფელი მომზადებული შეხვდეს, და რაც მთავარია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განვითარების პროცესს- აშენდეს გასართობი დაწესებულება, ამოქმედდეს ბიბლიოთეკა, ხელი შეუწყოს სპორტული აქტივობების განხორციელებას და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოს კიდევ ერთი მიტოვებული სოფელი შეემატოს, ეს კი, თავის მხრივ, კიდევ სხვა პრობლემებს შეუქმნის სახელმწიფოს. ავტორი: ელზა ელბაქიძე

13


მთავარი თემა

21 მაისი, 2015

საკორინთლოს „გუშაგები“ პოლიციის დანაყოფები არიან განლაგებულნი და მოსახლეობის უსაფრთხოებას იცავენ.

საზღვრისპირა სოფელ საკორინთლოში მოსახლეობა თავს მიტოვებულად და დაუცველად გრძნობს. მძიმე სოციალურ ფონს ემატება ფიზიკური საფრთხე, რაც სოფლის დაცლის მიზეზი ხდება. მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. სოფელი მდინარე ლეხურის ნაპირზე მდებარეობს. სწორედ აქ გადის საოკუპაციო ზოლი. სოფლის ბოლოს ქართული 14

საქონლის მწყემსვის დროს გიორგი ანანიაშვილი საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს და ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს. როგორც გიორგი იხსენებს, საქონელი საზღვრისკენ გაექცა, მოსაბრუნებლად დაედევნა, თუმცა საზღვარი არ გადაუკვეთავს, როცა სამხედროებმა დააკავეს. „დოკუმენტები გაქვსო?- მკითხეს, დოკუმენტები რად მინდა მინდორში-მეთქი ვუთხარი. წამიყვანეს და ოთხი დღე ვიყავი ციხეში. ჯერ ორჭოსანში მიმიყვანეს, იქიდან კი, ცხინვალში გადამიყვანეს. მერე ჩემმა შვილმა გადაიხადა 100 ლარი და გამომიშვეს.“ მსგავს ისტორიებს ყვებიან სხვებიც- საზღვრისკენ გაქცეული საქონელი, გადახდილი თანხა და რამდენიმე დღით დაკავება. როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბარში ამბობენ, გათავისუფლების სანაცვლოდ ფულს ადრე მთავრობა იხდიდა, ახლა კი, საკუთარი სახსრებით უწევთ დახსნა. სოფელს ახალგაზრდები ტოვებენ, უფროსებს კი ძალიან უჭირთ საკუთარი სახლის დატოვება. მათ თავიანთი მიწა უყვართ, რომელსაც, როგორც ამბობენ, შიშის გამო ვეღარ ამუშავებენ. თავს „სოფლის გუშაგებს“ უწოდებენ, და სამუშაო ადგილებს ითხოვენ. ერთი ძროხის იმედად დარჩენილ ელდარ ანანიაშვილს, სოფლის დატოვება არ უნდა და სამუშაოს ითხოვს- „არ მინდა, რომ სოფლიდან წავიდე, ჩვენ ვართ ამ სოფლის გუშაგები. მამუშაონ სადმე, ჯერ 51 წლისა ვარ და რატომ არ ვიმუშავებ?“-ამბობს იგი. სოფელ საკორინთლოს მოსახლეობის

გზავნილი


21 მაისი, 2015

75% ეროვნებით ქართველია, 25% კი ოსი. საკორინთლოში მცხოვრებ ოსებსა და ქართველებს შორის ურთიერთობები, ომის შემდეგ, უარყოფითად არ შეცვლილა, თუმცა, როგორც სოფლის მოსახლეობა ამბობს, მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, ოსი მოსახლეობის ნაწილმა დატოვა სოფელი და მავთულხლართების მეორე მხარეს, სამხრეთ ოსეთში გადასახლდა. ეროვნებით ოსი ზინა გუცაევი მშვიდობაზე ოცნებობს და ოსეთიდან შვილების დაბრუნების იმედით ცხოვრობს. ოთხი შვილი ჰყავს, სოფელში კი მასთან არავინ დარჩა. ოთხივემ უმუშევრობის გამო დატოვა სოფელი. „რისთვის მინდოდა ამხელა სახლი? ჩემი შვილებისთვის ვაშენებდი. იქ ქირით არიან და აქეთ უნდათ. მე მეუბნებიან წაგიყვანთო, მაგრამ იქ რა მინდა?“... უმუშევრობის გარდა, საკორინთლოში უამრავი პრობლემაა. სოფლამდე მისასვლელი გზა ფაქტობრივად არ არის და გადა-

გზავნილი

მთავარი თემა

ადგილება ძალიან რთულია. მოუწესრიგებელია ბუნებრივი აირის სისტემაც. მიუხედავად იმისა რომ, გაზი გაყვანილია, მოსახლეობა უსახსრობის გამო ვერ ახერხებს მის მოხმარებას. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა სარწყავი წყლის სათავე ნაგებობა, რის გამოც, ისინი მოსავლის მორწყვას ვერ ახერხებენ. გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელების მოსახლეობის მხარდაჭერა, როგორც ჩანს, სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვან საკითხს არ წარმოადგენს. მოსახლეობა მძიმე ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, სოფელს ერთგულად „დარაჯობს“. სახელმწიფოსაგან კი, ელემენტარული პირობების შექმნას ითხოვენ, რათა სოფელში არსებობა შეძლონ.

ავტორი: ანა ასანიძე ფოტო: ბაჩო ადამია

15


მთავარი თემა

21 მაისი, 2015

ორმაგი მოქალაქეობა - არჩევანი თუ დილემა? 63 წლის ზინა, რომელიც წარმოშობით ცხინვალის რეგონის სოფელი აბრებიდან არის, საკორინთლოში მაშინ დასახლდა, როდესაც ქართლელ კაცზე იქორწინა. ქორწინებიდან 3 ვაჟი ჰყავს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ პენსიისა და სოციალური დახმარების ამარად დარჩენილი ზინა ბედს მხოლოდ იმიტომ არ უჩივის რომ მისი სამივე ვაჟი, თუმცა მისგან ძალიან შორს, მაგრამ მაინც ჯანმრთელად ცხოვრობენ. „ცხინვალის ომის შემდეგ ჩემი შვილები რუსეთში წავიდნენ. კონფლიქტის შემდეგ არეულმა სიტუაციამ მათ ყველა გზა ჩაუკეტა და სამსახური ვერ იშოვეს, სხვა გზა არ გქონდა, ამიტომ, მაშინ ყველაზე კარგ გადაწყვეტილებად რუსეთში წასვლა მიგვაჩნდა. უმრავლესობა ლენინგრადში მიდიოდა სარჩოს საძებრად. მე და ჩემმა მეუღლემაც ასე გადავწყვიტეთ- ჩვენ აქ დავრჩით, შვილები კი წავიდნენ.უმცროსი და შუათანა მშენებლობაზე, ხოლო უფროსისაწარმოში მუშაობს. სამივე დაოჯახდა და ორს შვილებიც ჰყავს.“ როგორც თვითონ ამბობს, შვილები მასთან იშვიათად, მაგრამ მაინც ჩამოდიან. „როცა რუ-

16

სეთში ჩავიდნენ, იქაური მოქალაქეობაც მაშინ მიიღეს, სხვანაირად ვერც მუშაობას დაიწყებდნენ და ვერც იქ ცხოვრებას შეძლებდნენ, დაოჯახების შემდეგ კი უფრო მეტად გაიმყარეს რუსეთში ფესვები.“ შუათანა და უმცროსი ვაჟი ბოლოს ზინას 2012 წელს ესტუმრნენ, მაშინ, როცა მეუღლე გარდაეცვალა. საბუთების მოუწესრიგებლობის გამო, მამის გასვენებას უფროსი ვაჟი ვერ დაესწრო. „საქმე ისაა, რომ 2012 წელს, საქართველოს კანონმდებლობაში შესული ცვლილების შედეგად, ორმაგი მოქალაქეობა აიკრძალა და ალბათ ამიტომ ვერ შეძლო ჩამოსვლა,“განმარტავს ზინა. შვილებთან სამუდამოდ, ან დროებით, გამგზავრებას ზინა ალტერნატიულ ვარიანტად არ განიხილავს, რადგან, სულ მცირე, მოუწევს, როგორც უძრავი ქონების, ასევე ახლობელთა საფლავების დატოვება და/ან საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა. ცხინვალში კონფლიქტი მისთვის ყველაზე ცუდთან ასოცირდება, რადგან სწორედ ომის შემდეგ არ ყოფილა სოფელ აბრებში, სადაც დაიბადა და იცხოვრა შეუღლებამდე; დიდი ხანია, არც იმ ეროვნებით ოს ნათესავებთან აქვს

გზავნილი


21 მაისი, 2015

კონტაქტი, ვინც ასე ძალიან ენატრება. არაოფიციალური მონაცემებით, კასპის რაიონში მცხოვრებთაგან 15% ეროვნებით ოსია. თუმცა, უცნობია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც კონფლიქტის შემდეგ ორმაგი მოქალაქეობა მიიღეს ცხინვალში. ქალბატონი ზინა ერთ-ერთი მათგანია, ისიც ატარებდა ორმაგ მოქალაქეობას, მაგრამ კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, ეს სტატუსი მასაც გაუუქმდა, სწორედ ამიტომ, იგი მთხოვს, პიროვნების იდენტიფიცირებას მოვერიდოთ. ამ საკითხით საქართველოს სახალხო დამცველიც დაინტერესდა. მან 16 მარტს სპეციალური ანგარიში წარადგინა სახელწოდებით : „საქართველოში მცხოვრები ოსური თემის მიგრაცია და მოქალაქეობასთან დაკავშირებული ცალკეული პრობლემები.“ ანგარიში ეყრდნობა 2014 წლის ნოემბერში ჩატარებულ კვლევას, რომელიც მიზნად ისახავდა 1989–1992 წლებში შეირაღებული კონფლიქტისა და ეთნიკური დაძაბულობის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლასა და დარღვეული უფლებების აღდგენისათვის აუცილებელი რეკომენ-

გზავნილი

მთავარი თემა დაციების შემუშავებას. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, კვლევის შედეგად, დაზარალებულთა რამდენიმე კატეგორია გამოიყო, თუმცა, ზინას შემთხვევა მესამე კატეგორიას განეკუთვნება. კერძოდ, „ადამიანები, რომლებსაც 90-იანი წლების დაძაბულობის გამო არ დაუტოვებიათ საქართველო, მაგრამ არასტაბილურობის და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა და ინარჩუნებენ სოციალ–ეკონომიკურ კავშირებს რუსეთში, ისევ საქართველოში განაგრძობენ ცხოვრებას და სურვილი აქვთ, რუსეთის მოქალაქეობასთან ერთად, ფლობდნენ საქართველოს მოქალაქეობასაც,“- ვკითხულობთ ანგარიშში. „მიუხედავად იმისა, რომ სახელწიფოს აქვს ვალდებულება, დაიცვას სამივე კატეგორიის ჯგუფის უფლებები, ამ ეტაპისათვის პრიორიტეტულია, გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მეორე და მესამე ჯგუფს მიკუთვნებული პირების მიმართ, რომლებიც მუდმივად იმყოფებიან საქართველოში და აქვთ საქართველოში ცხოვრების სურვილი,“ -განაცხადა ანგარიშის პრეზენტაციის მსვლელობისას ომბუდსმენმა. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, აქტიურად ემუშავა საქართველოს ტერიტორიაზე 90-იან წლებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა ქონებრივი უფლებების აღდგენის და რესტიტუციის ახალი პოლიტიკის შემუშავებაზე; პრეზიდენტს და შესაბამის სტრუქტურებს კი რეკომენდაცია მისცა, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მიმართ მოქალაქეობის მინიჭებისას გაითვალისწინონ იმ ადამიანთა ინტერესები, რომლებიც საქართველოში ცხოვრებისა და მოქალაქეობის მიღების სურვილს გამოთქვამენ. სსიპ „სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტო“ ერთ-ერთი ორგანოა, რომელიც პიროვნებისთვის მოქალაქეობის მინიჭების, ან არ მინიჭების, საკითხს წყვეტს. ჟურნალმა „გზავნილი კასპიდან,“ სააგენტოს პრესამსახურის, ეკა მამალაძისთვის დასმულ კითხვაზე, რამდენად ითანამშრომლა მისმა უწყებამ სახალხო დამცველის აპარატთან აღნიშნული 17


მთავარი თემა ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ და რა სახის რეაგირება თუ ცვლილება იგეგმება უახლოეს მომავალში, სრულყოფილი პასუხი ვერ მიიღო: „არ ვიცი, კონკრეტულად რა იგულისხმება მოქალაქეობის მინიჭებისას სახელმწიფოს განსაკუთრებული ინტერესის კრიტერიუმის

გათვალისწინებაში, რადგან უკვე არსებული კანონმდებლობით, ნებისმეირი პიროვნებას შეუძლია, ჰქონდეს ორმაგი მოქალაქეობა.“ თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ომბუდსმენის მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ კონსტიტუციით, საქართველოს მოქალაქეებისათვის, გარდა გამონაკლისი წესით მინიჭებული საქართველოს მოქალაქეობისა, აღიარებულია მხოლოდ ერთი მოქალაქეობა. შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველია. მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი განსაზღვრულია მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონით. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სპეციალურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ არაერთი ეთნიკურად ოსს, უცხო ქვეყნის (რუსეთის ფედერაციის) მოქალაქე18

21 მაისი, 2015 ობის ფლობის გამო, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. ამ კატეგორიის ადამიანები დაბადებულნი არიან საქართველოში, მუდმივად ცხოვრობენ ქვეყანაში, აქ ჰყავთ ოჯახები (რომელთა

წევრებიც ხშირ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები არიან) და ფლობენ ქონებას. მათ სახალხო დამცველის აპარატს განცხადებითაც მიმართეს, რომ გამონაკლისის წესით ჰქონოდათ როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაც, თუმცა, განმცხადებელთა დიდმა ნაწილმა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი მიიღო. მათ შორისაა ქალბატონი ზინაც. აქამდე უშედეგოდ, მაგრამ დღემდე მაინც ელოდება იგი კანონში ცვლილების შეტანას, რადგან სწორედ მას შემდეგ შეძლებს, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოინახულოს წლების უნახავი შვილები. ავტორი: გულიკო ფაცაცია ფოტო: google.com

გზავნილი


21 მაისი, 2015

მთავარი თემა

მალე დარჩება-აღარაფერი 2008 წლის შემდეგ ე.წ. საზღვართან მდებარე სოფელში პირველად მივდივარ. საქართველო -რუსეთის ომიდან საკმაო დრო გავიდა, თუმცა, უცნაური სიცარიელის გრძნობა გულში მაინც დამრჩა. მიუხედავად იმისა, რომ არც ომის შემსწრე ვყოფილვარ, უშუალოდ არც დამიკარგავს რამე და სხვაობასაც მხოლოდ სახელმწიფო რუკაზე თუ ვამჩნევთ უმეტესი ჩვენგანი, სიცარიელით გამოწვეული ტკივილი მოსვენებას მაინც არ მაძლევს. მანქანა გზას მიუყვება. აქეთ-იქით ისე ირწევა, როგორც გემი ტალღებზე. თავს ვერ ვიმაგრებ და კარებებს ვეჯახები. ხელი მტკივა, თუმცა სულიერ ტკივილთან შედარებით ფიზიკური რა მოსატანია. ფანჯრიდან ვიხედები, უამრავი ეკლესია-მონასტერი და გარემოს პირველყოფილი უცოდველი სილამაზე თვალში მხვდება. როგორც ჩანს, ჩვენი საუკუნის ტექნოლოგიურ მიღწევებს ჯერ კიდევ არ მოუღწევიათ აქამდე. კასპიდან მიმავალ გზაზე ერთი სოფელი ისე გავიარეთ და მეორეში ისე შევედით, ადამიანთა მომეტებულ მოძრაობას ჩვენი ყურადღება არსად მიუპყრია. „ბოლო გაჩერება სოფელი საკორინთლო

გზავნილი

“ -გვითხრა ჩვენმა მძღოლმა: „ამის იქით დიდი რუსეთია“. მანქანა ერთსართულიან თეთრ „ბუტკებთან “ გაჩერდა, რომელიც სოფლის ოდა სახლების გვერდით არაბუნებრივ მახინჯ ხორცმეტს ჰგავს. მხოლოდ იარაღასხმული ფორმიანი ადამიანების ფრთხილი დაკვირვებული მიმოსვლითა და აფრიალებული ქართული დროშით თუ მიხვდები, რომ ბლოკ-პოსტთან იმყოფები და ეს მახინჯი ხორცმეტიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი და იქ მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებისთვის. გამოთქმული სურვილი, მავთულხლართები ახლოდან გვენახა, ჯარისკაცებმა ჩანასახშივე ჩაგვიხშეს და ეს აკრძალვა ჩვენივე უსაფრთხოებით ახსნეს. „გატაცებული ადამიანების უკან დაბრუნება სახელმწიფოს ჩარევის გზით ხერხდება, რაც საკმაოდ რთული პროცედურაა, ამიტომ მოდი, აუტკივარ თავს ნუ ავიტკიებთ,“ -გვითხრეს ჯარისკაცებმა და უკანვე გამოგვაბრუნეს. ტალახიან ორღობეს იმედგაცრუებული ჩამოვუყევი. სოფლის შუაგულში, მაგიდის მსგავს გადაჭრილ მორთან ჩამოვჯექი. აქ ხშირ შემთხვევაში სოფლის მცხოვრებლები იყრიან თავს. მოწყენილობისა და დარდის გაქარვებას ერთმანეთთან საუბრითა და ქვეყნის ბედუკუღმარ-

19


მთავარი თემა

21 მაისი, 2015

თობის განხილვით ცდილობენ. ახლაც, მაგიდის გარშემო, სკამებზე ჩამომსხდრები გაჭირვებით გადაგორებულ ზამთარსა და საგაზაფხულო სამუშაოებზე ლაპარაკობენ. საუბრიდან ჩანს, რომ სოფლის მთავარი პრობლემა სარწყავი არხის არქონაა. „აქაური სილამაზე ადრე უნდა გენახა, სადაც გაიხედავდი აბიბინებულ მინდვრებს დაინახავდი, ზაფხულში ჩამოსული სტუმრები ბუ-

სოფელ ჭალაში მდებარე სკოლა ერთადერთია, ახლო მდებარე დასახლებებისთვის. სოფელში ოთოს თანატოლი მხოლოდ სამი ბიჭია, თუმცა ის თავს მაინც კარგად გრძნობს, სახლის მიტოვებას არ აპირებს, სამომავლო პროფესიად კი ჯარისკაცობას უყოყმანოდ განიხილავს : „ვიღაცამ ხომ უნდა დაიცვას და უპატრონოს აქაურობას, “ -მეუბნება პატარა ოთო.

ზებივით გვეხვია თავს, ახლა კი უწყლობისგან ყველაფერი გახმა და გაფერმკრთალდა, აღარც სტუმრები ჩამოდიან და ჩვენებიც ქალაქში გარბიან “- მიხსნიან მოხუცები. მათგან გავიგე, რომ სოფელში 120 ოჯახი ცხოვრობს, თუმცა მუდმივად მაცხოვრებელი მხოლოდ სამოცდაათი დარჩა. აქაურების დიდი უმეტესობა მოხუცია, ახალგაზრდებმა დაცდას გაცლა ამჯობინეს და ცხოვრების თავიდან დაწყებას მავთუხლართებიდან შორს -ქალაქში ცდილობენ. მოსაუბრეთა შორის მხოლოდ ერთი ადამიანი ფიქრობს, რომ თბილისში თავს ისე იგრძნობდა, როგორც გალიაში. კორპუსში ცხოვრებასა და კომპიუტერით გართობას, ისევ თანატოლებთან ერთად სირბილი და ოდნავ მოშორებით სტადიონად ქცეულ ტრიალ მინდორზე ბურთის თამაში ურჩევნია- ეს 8 წლის ოთოა. მას სკოლაში სიარული მეორე სოფელში უწევს. როგორც თვითონ გვეუბნება,

ირგვლივ ყველაფერს მზის ძალა დასტყობია, ბუნება გაღვიძებას იწყებს. გადახრილი ღობეებისა და დაჟანგებული ჭიშკრის მიღმა კი მკვდარი სიჩუმეა. მე ისევ იქ ვზივარ, ვერც კი შევნიშნე ხალხი როდის შემომეცალა და როგორ დავრჩი მარტო, შორს ღრუბლით დაფარულ მთას მივჩერებივარ. უცებ ღრუბელი გაცურდა და ეკლესია გამოჩნდა. გამახსენდა მოხუცის სიტყვები, საზღვარს იქით რამდენიმე ციხე და ეკლესია დარჩაო, და დროებით მიყუჩებული სიცარიელე კვლავ ამტკივდა, ტკივილს შიში დაემატა. მალე შეიძლება, ეს ადგილიც საზღვარს იქით დარჩეს, ცოტა ხანში კი მთელი საქართველო მოექცეს მავთულხლართებს მიღმა, აქ კი დარჩება სიცარიელე, სიჩუმე და შიში.

20

ავტორი: სალომე აბულაშვილი

გზავნილი


21 მაისი, 2015

საზოგადოება

შეუმოწმებელი პროდუქტი და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა - სტუმრად კასპის უფასო სასადილოში 48 წლის ალექსანდრე ქუტაშვილი 3 თვეა, რაც კასპის უფასო სასადილოს ბენეფიციარი გახდა. რამდენიმე წლის წინ მარჯვენა ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს, ამიტომ, მისთვის გადაადგილება ყველაზე დიდი პრობლემაა. მისი თვიური შემოსავალი 100-ლარიანი პენსიისა და 60-ლარიანი სოციალური დახმარებისგან შედგება. 160 ლარს ბინის ქირასა და წამლებისთვის ანაწილებს. კვების ფული აღარ რჩება, სწორედ ამიტომ, კვირაში 6 დღე უფასო სასადილოს სტუმარია. „ამ ავადმყოფობამ და უსახსრობამ მომიყვანა აქ. გამგეობა ვერ მეხმარებოდა ვერც წამლით, ვერც ფულით. გასაქანი აღარ მქონდა. ექიმთან ერთი ვიზიტი, მინიმუმ, 50 ლარი მიჯდება. სიცოცხლეზე უკვე ხელი ჩავიქნიე. კეთილი ადამიანების მოწყალების იმედად დარჩენილი, ხან ვზივარ და უბრალოდ, სიკვდილს ველოდები. მომავალ ზამთარს ისევ გათბობის გარეშე, ალბათ ვეღარ გადავიტან.“ ლობიოს წვნიანი, მოხარშული სოსისი, წიწიბურას ფაფა, ხაჭო, პური და ასკილის ნაყენი ეს ალექსანდრეს პარასკევის ულუფაა. ამბობს, რომ საკვებითა და მომსახურებით უკმაყოფილო არ არის, თუმცა, პროდუქტის ხარისხისა და ვარგისიანობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. რამდენად ხარისხიან საკვებს სთავაზობს სასადილო სოციალურად დაუცველებს და რა სახის შემოწმებას გადის პროდუქტი, ვიდრე ბენეფიციართა თეფშებზე მოხვდება, ამის გასარკვევად სასადილოს შეფ-მზარეულს, ზაქრო ბურდულს გავესაუბრეთ. „პროდუქტი, უმაღლესი და იაფი სადაც არის, იმ მაღაზიიდან მოგვაქვს. ხორცს ადგილობრივ ბაზარში ვყიდულობთ, ბურღულეული ძირითადად თბილისიდან მოდის. მენიუ დამტკიცებულია. ცვლილების შეტანა ჩვენ არ შეგვიძლია. ვერც დავაკლებთ და ვერც მოვუმატებთ.“ კითხვაზე, თუ როგორ ხდება შეძენილი პროდუქტის ხა-

გზავნილი

რისხის კონტროლი, შეფ-მზარეული გვპასუხობს, რომ საკვებს, ყოველდღიურად, გამგეობის თანამშრომელი ამოწმებს, რომელიც მის ვარგისიანობას ვიზუალური დათვალიერებითა და დაგემოვნებით არკვევს. ზაქრო ბურდული უპასუხოდ ტოვებს კითხვას, თუ რამდენად საკამრისია 38 დასახელების სადილის მოსამზადებელი პროდუქტის მხოლოდ მხედველობით და დაგემოვნებით შემოწმება. არც სხვა პრობლემებზე საუბრობს. ამბობს, რომ არსებული მდგომარეობა მისაღებია და 8-ლარიანი დღიური შემოსავალიც აკმაყოფილებს. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის წამყვან სპეციალისტს, სწორედ 21


საზოგადოება

სასადილოში, ერთ-ერთი ვიზიტისას გავესაუბრეთ. ნათელა ბერიანიძე გვარწმუნებს, რომ ადგილზე ყოვედღიურად მოდის და პირადად ამოწმებს საკვების ხარისხსა და ვარგისიანობას. ასევე აკონტროლებს, რამდენად არის დაცული ჰიგიენური ნორმები. აქვე აღნიშნავს, რომ დარღვევა არასდროს აღმოუჩენია. იმ შემთხვევაში, თუ საკვები სიცოცხლისთვის საშიშ ჩხირებსს ან მავნე ბაქტერიებს შეიცავს, მოწამვლის ფაქტები დაფიქსირდება და დარღვევის შესახებაც ასე გაარკვევს. „ლაბორატორიულად მე ვერ შევამოწმებ, მაგრამ სულ ვაგემოვნებ და ყველაფერი ძალიან კარგია. ბენეფიციარებიც კმაყოფილები არიან. სველი წერტილებიც მოწესრიგებულია და ჰიგიენური ნორმებიც დაცულია.“ საკვების ხარისხის კონტროლი მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურე22

21 მაისი, 2015

ბის სამსახურს ევალება. სამსახურის უფროსი, ლალი დავითაშვილი, განმარტავს, რომ უფასო სასადილოს, კონტროლის მიზნით, თავადაც სტუმრობს, თუმცა, დარღვევები არც მას დაუფიქსირებია. ხელმძღვანელი, ვიზიტისას თავისი სამსახურის წარმომამდგენლის მსგავსად, პროდუქტს მხედველობით და გემოვნებით ამოწმებს. მიუხედავად იმისა, რომ გემოვნებაზე არ დავობენ, ის მაინც ფიქრობს, რომ ბენეფიციარები მაღალი ხარისხის პროდუქტით იკვებებიან. დავითაშვილი სასადილოს ინფრასტრუქტურასა და კეთილმწოყობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ვითარება საგანგაშო არ არის, თუმცა, თავად უკეთესს ისურვებდა. „ის მინიმალური ბიუჯეტი, რაც ამისთვის გამოყოფილია, მაქსიმალურად ავითვისეთ. მე როცა მივდივარ, ყოველთვის ხარისხიანი პროდუქტი მხვდება. არის ინფრასტუქტურის პრობლემაც რა საკვირველია გვინდა, მდგომარეობა უკეთესი იყოს, მაგრამ ამას ფინანსები სჭირდება. სასურველია, ტარდებოდეს ლაბორატორიული კვლევები, უფრო მეტად კეთილმოწყობილი იყოს, თუმცა, ამის ფუფუნება არ აქვს არც მუნიციპალიტეტს და არც ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „ლიზის“, რომელსაც უფასო სასადილოების პატრონაჟი ევალება.“ შპს „ლიზის“ გენერალურ დირექტორს, მშვიდად ყოფნის საშუალებას, ისევ და ისევ, ბენეფიციარების კმაყოფილება აძლევს. იოსებ ქერეჭაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად ბევრი პრობლემისა, სოციალურად დაუცველებს ის პრეტენზიებით არასდროს შეუწუხებიათ. სამი წელია, კომპანია უფასო სასადილოების პატრონაჟს ახორციელებს. გენერალურ დირექტორს ზუსტად არ ახსოვს, ამ ხნის განმავლობაში, საკვებზე ლაბორატორიული კვლევა ერთხელ ჩატარდა, თუ ორჯერ. სასადილოს გარემონტებაც არაერთხელ დაგეგმა, თუმცა, ბოლოს აღმოაჩინა, რომ ეს მის მოვალეობებში არ შედის. კვების ობოექტს თავადაც რამდენჯერმე ესტუმრა, შთაბეჭდილებებს კი გულახდილად გვიზიარებს. „მეც ვარ, კონკრეტულად, კასპის სასადილოში ნამყოფი და იმას „კუხნა“ არ ჰქვია, სადაც სადილები მზადდება. თქვენგან აბსოლუტურად სწორი მიდგომაა, როცა საკვების კონტროლზე

გზავნილი


21 მაისი, 2015

ამახვილებთ ყურადღებას, მაგრამ მე თვითონ ვერ მოვიფიქრე, რა ვქნა. არ ვიცი, როგორ უნდა შევამოწმოთ ყოველთვის. რა მექანიზმები არსებობს ამისთვის . ის ვიცი, რომ ეს დიდ თანხებს უკავშირდება.“ რაც შეეხება ბიუჯეტსა და ფინანსებს, რომლის ნაკლებობასაც ხელმძღვანელი ყველაზე მეტად უჩივის- კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მიუხედავად თავისი სტატუსისა, ის კომპანიის მართვაში ნაკლებად ერევა, ეს საქმიანობა დროებით სხვას გადააბარა. კითხვაზე, თუ რამდენი იხარჯება სასადილოს მომარაგებასა და დაფინანსებაში, იოსებ ქერეჭაშვილი გვპასუხობს - „მე კი ვარ გენდირექტორი, მაგრამ სამართავად სხვას გადავაბარე, ბავშვს ვფიცავარ, მართლა არ ვიცი, რამდენი იხარჯება.“ კასპის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს 4 თანამშრომელი და 80 ბენეფიციარი ჰყავს. მომხმარებელს შეფ-მზარეული, მზარეული, მრეცხავი და დამლაგებელი ემსახურება. ბენეფიციარებს კუთვნილი ულუფის მიღება, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 13 საათიდან 15 საათამდე შეუძლიათ. მენიუ ყოვედღიურად განსხვავებულია და სულ 38 დასახელების კერძისგან შედგება. სასადილოს მომსახურება 80 ადამიანზეა გათვლილი. ამ სიაში მოხვედრას თავისი წესები აქვს. სოციალურად დაუცველ ოჯახებს სოციალური აგენტი სპეციალური ქულებით აფასებს, სწორედ ამ ქულების მიხედვით ეძლევათ მათ სასადილოში ვიზიტის ნებართვა. მიუხედავად იმისა, რომ კვების ობიექტი 80 ადამიანზეა გათვლილი, აქ მხოლოდ 6 მაგიდა და 10 სკამია. როგორ იტევს 80 ბენეფიციარს ერთი საშუალო ზომის ოთახი და 10 სკამი, შეფ-მზარეული გვპასუხობს, რომ ადგილზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი სადილობს, დანარჩენებს საკუთარი ულუფა სახლში მიაქვთ. რა მოხდება მაშინ, თუ მომხმარებელთა თუნდაც ნახევარი, სადილობას ადგილზე მოინდომებს, პასუხი შეფ-მზარეულს არ აქვს. პასუხი არც მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოიძებნა. უწყებაში აცხადებენ, რომ ერთი ოთახი მათ ვერ დაიტევს, თუმცა, მოგვარების გზებს, ჯერჯერობით, ვერ ხედავენ. კოპანია „ლიზის“ გენერალური დირექტორი კი განმარტავს, რომ ფართით უზ-

გზავნილი

საზოგადოება

რუნველყოფა მას მხოლოდ დედაქალაქში ევალება, რეგიონებში კი ეს ვალდებულება არ აქვს. კვების ხარისხის შემოწმების ნაცადი დაგემოვნება და ვიზუალური დათვალიერება კვლავ ძალაში რჩება, ლაბორატორიული შემოწმება მხოლოდ შორეული პერსპექტივაა. კომპანიის ხელმძღვანელი, რომელსაც საკვების ლაბორატორიული კვლევა ევალება, ამბობს, რომ ამისთვის საჭირო ფინანსები არ არსებობს. ვიდრე იოსებ ქერეჭაშვილი საკუთარი უწყების ბიუჯეტსა და ფინანსებში გაერკვევა, ალექსანდრე ქუტაშვილსა და სხვა ბენეფიციარებს კვლავ შეუმოწმებელი საკვების მიღება მოუწევთ. ავტორი: ნანუკა მეშველაშვილი

23


საზოგადოება

21 მაისი, 2015

ინდუსტრიული „აფერისტობა“ გზა გამონაბოლქვიდან ორთქლამდე ჩიყვი, ფილტვების დაავადებები, მხედველობის პრობლემები, ასთმა - ეს ჯანმრთელობის იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც კასპის მოსახლეობას აწუხებს. ამ დაავადებების გამომწვევ მთავარ მიზეზად ისინი ცემენტის ქარხანასა და მის გაუმართავ ინფრასტრუქტურას, ასევე არაბუნებრივ ფაქტორებს ასახელებენ. „ქარხნის მტვერმა და გამონაბოლქვმა კასპის მოსახლეობის დიდი ნაწილი დააავადა, განსაკუთრებით კი ბავშვები. მათ უმრავლესობას ჩიყვის პრობლემები აწუხებს. ეს ახალი ფილტრები კი აფერისტობაა და მეტი არაფერი“, -ამბობს კასპის მკვიდრი ნაირა ჩუტხუშვილი. კასპის ცემენტის ქარხანა უკვე 86 წელია ფუნქციონირებს და კასპელებისათვის მამა-მარ-

24

ჩენლის ფუნქციას ასრულებს, თუმცა, ამის პარალელურად, ის მოსახლეობას საკმაოდ დიდ პრობლემებსაც უქმნის. ამჟამად, ქარხანა ცემენტის მწარმოებელ მსხვილ საწარმოთა შემადგენლობაშია და გერმანულ კომპანია „ჰაიდელბერგცემენტს“ ეკუთვნის. ამის გამო, ჩატარდა ქარხნის რეორგანიზაცია, დაყენდა ახალი ფილტრები და სამუშაო პირობები გაუმჯობესდა, მაგრამ, როგორც კასპის მოსახლეობა ამბობს, პრობლემები ისევ არსებობს და ეს მათ ჯანმრთელობაზე აისახება. ამირან ქარქოსაშვილი ქარხნის ვეტერანად მიიჩნევა. ის ცემენტის ქარხანაში 20 წელს მუშაობდა. მისი თქმით, არაფერი შეცვლილა, მხოლოდ ფილტრების დაყენება საქმეს ვერ უშველის. „ეს ქალაქი უპატრონოა, არავინ არ გვაქცევს ყურადღებას. ასთმა მაწუხებს და ამ

გზავნილი


21 მაისი, 2015 მტვერში ვიხრჩობი, მსგავს მდგომარეობაში კი მარტო მე არ ვარ. საკმაოდ დიდხანს ვიმუშავე ქარხანაში, მაგრამ, იმ დროიდან მოყოლებული, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ყოფილა, იძულებულები ვართ, ვიცხოვროთ ქარხნის მეზობლად და ვყლაპოთ ბინძური ჰაერი“. გამონაბოლქვის გარდა, კიდევ ერთ პრობლემას ის მტვერი წარმოადგენს, რასაც ქარხანაში მიმავალი მანქანები იწვევენ. განსაკუთრებული საფრთხე კი ქარხნის მუშებისათვის აშენებულ დასახლებას ექმნება, სადაც 150 ოჯახი ცხოვრობს. სატვირთო მანქანები ზუსტად იმ გზით სარგებლობენ, რომელიც ამ დასახლებაზე გადის. როგორც ქარხნის დასახლებაში მცხოვრები ნინო ენუქიძე ამბობს, მთელი დღის განმავლობაში სატვირთო მანქანები განუწყვეტლივ გადაადგილდებიან, შესაბამისად, მთელი დასახლება მტვერშია გახვეული. „სიტუაცია ზაფხულში უარესდება, როცა ნაკლები ნალექის გამო, მტვერი უფრო მეტია. ამას ხმაურიც ემატება. ქარხანამ, როგორც მინიმუმ, ხმაურის შესამცირებლად, რაღაც ღონისძიებები უნდა გაატაროს და სატვირთო მანქანების გადაადგილებისათვის სხვა, შემოვლითი გზა გამოიყენოს“. ჯანმრთელობის პრობლემებსა და ცუდ სამუშაო პირობებს არ უჩივიან უშუალოდ ქარხანაში. გოჩა ოთარაშვილი უკვე 7 წელია, იქ მუშაობს. მისი თქმით, აქამდე მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია და, ესეც რომ არა, ქარხანა მათ კარგ სადაზღვევო პაკეტს სთავაზობს. ცემენტის ქარხანასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მხოლოდ კასპის მოსახლეობა არ საუბრობს. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი თავის ბოლო ანგარიშში აღნიშნავს, რომ კასპის მუნიციპალიტეტი საქართველოში ყველაზე დაბინძურებული ადგილია. ანგარიშში ნათქვამია, რომ საცემენტე კირქვების მოპოვება მხოლოდ ღია კარიერული წესით, უსისტემოდ მიმდინა-

გზავნილი

საზოგადოება

რეობს და არ ხდება ნიადაგის ნაყოფიერი დასაწყობება, ტერიტორიის შემდგომი რეკულტივაციის მიზნით. ქარხნის საწარმოო პროცესების მართვის დეპარტამენტის მენეჯერი, ზაქარია ადოიშვილი განმარტავს, რომ „2007 წელს ცემენტის ქარხანაში დაყენდა ახალი გერმანული ხარისხის ფილტრები, რომლებიც 99.9%-ით უზრუნველყოფს გამონაბოლქვის გაუმტარობას. ფილტრები ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იცვლება, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს გარემოს დაბინძურება. ქარხანაში ყოველთვიურად ტარდება მონიტორინგი. მაგალითად, წინა თვეში გერმანელები 3-ჯერ იყვნენ და, ესეც რომ არა, HR-ის სამსახური ცალკე უზრუნველყოფს ქარხნის შიდა მონიტორინგს“.მისი თქმით, ქარხანა უახ-

25


საზოგადოება ლესი აპარატურითაა უზრუნველყოფილი და ყველა გარემოსდაცვითი კრიტერიუმი დაცულია. მაგალითად, საწარმოო ნარჩენები თიხის კარიერებში იყრება, რომელსაც მიწა ეფარება. ამავე დროს, ქარხანა უზრუნველყოფს მომუშავე პირების უსაფრთხოებასაც - დატვირთვის საამქროსა და დაფრქვევის პროცესის დროს, ქარხნის შინაგანაწესის მიხედვით, ნიღბების ტარება სავალდებულოა. მოსახლეობის საჩივრებს გამონაბოლქვთან დაკავშირებით ეხმაურება გარემოს დაცვის სპეციალისტი ქარხანაში მანანა მაღლაფერიძეც. მისი თქმით, სრულებით გამართულია როგოც წყლის ცირკულაციის პროცესი, ისე ფილტრაციის. სპეციალისტი მოსახლეობის აზრს ემიჯნება და ამბობს: „ის, რაც ქარხნიდან აირის სახით გამოიყოფა, ორთქლია და არა გამონაბოლქვი. ჩვენი ფილტრები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ გამონაბოლქვის ფილტრაციას. შესაბამისად, ამ მხრივ, მოსახლეობის არგუმენტები არასწორია. რაც შეეხება სატვირთო მანქანებისათვის გზის შეცვლას, ეს შეუძლებელია, რადგან, ამ ეტაპზე, ეს ერთადერთი გზაა, რომლითაც ქარხანას შეუძლია ისარგებლოს“. ზემოხსენებულ არგუმენტებთან დაკავშირებით, განსხვავებულია CENN-ის (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების) დამოკიდებულება. მათ ანგარიშში ნათქვამია, რომ საცემენტე კირქვის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს იზოლირებულად, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ჰაერში მათი მოხვედრის ალბათობა. ქარხანაში კი საჭიროა მსოფლიოში აპრობირებული ფილტრების დაყენება, რადგან, მიუხედავად ახალი ინფრასტრუქტურისა, 2014 წლის ზაფხულში ჩატარებული ინსპექციის შედეგად, ქარხანა გარემოსდაცვითი რეგულაციისათვის დაჯარიმდა. კასპის ერთ-ერთი მკვიდრი ნინო ენუქიძის აზრი ასეთია: „განა კომპიუტერს არ აქვს უარყოფითი მხარეები? პროგრესს ყოველთვის აქვს მეორე მხარე, ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება, მაგრამ ქარხანა უნდა ეცადოს მინიმუმამდე დაიყვანოს საფრთხის მაჩვენებლები. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სატვირთოებისათვის მარშრუტის შეცვლა და ფილტრაციის სისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესება“.

26

21 მაისი, 2015

მსხვილი საწარმოების ფუნქციონირება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საფუძველია, თუმცა, ეკონომიკური პროგრესი ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე არ უნდა მიიღწეოდეს. გასულ წლებთან შედარებით, ქარხნის ინფრასტრუქტურა დაიხვეწა და შედარებით უსაფრთხო გახდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დაცული იყოს კასპელების უსაფრთხოება, რადგან ახალი ფილტრების, საირიგაციო სისტემისა და გარემოსდაცვითი პროგრამების მიუხედავად, მოსახლეობის დიდ ნაწილს არათუ აწუხებს ჯამრთელობის პრობლემები, არამედ ნიადაგის დაბინძურებისა და უნაყოფობის გამო, ისინი სოფლის მეურნეობას ჩამოშორდნენ. ავტორი: შორენა ქარცივაძე

გზავნილი


21 მაისი, 2015

სოფლის მეურნეობა

კასპის მუნიციპალიტეტში მოქმედი სასოფლოსამეურნეო პროექტები 25 წლის ლაშას სურს, მშობლიურ მხარეს, კასპის რაიონის სოფელ ოკამს დაუბრუნდეს და მცირე ბიზნესი წამოიწყოს. მისი თქმით, ბაბუამისს თავის მიწის ნაკვეთზე კარტოფილი და ხახვი მოჰყავდა, მაგრამ ის უკვე მოხუცდა და მიწის სრულფასოვანი დამუშავება აღარ შეუძლია. ლაშა ყველაფერს ახალი ფურცლიდან იწყებს, მისი მიზანი სოკოს სათბურის მოწყობაა. იცის, რომ წინ ბევრი დაბრკოლება ელის, მაგრამ მაინც დიდი ენთუზიაზმით არის განწყობილი. მიზნის გასახორციელებლად ის შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ჩართვას აპირებს. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი მეწარმეებს იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფს. მისით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც მცირე, საშუალო და მსხვილ ფერმერებს, ასევე სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის გარდა, კასპის მუნიციპალიტეტში შემდეგ აქტივობებს ახორციელებს:

გზავნილი

•მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტს; •აგროდაზღვევას; •პროგრამას-აწარმოე საქართველოში; •სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტს. მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით სარგებლობენ ფერმერები, რომელთა საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ერთწლიანი კულტურებისთვის განკუთვნილი სახნავი მიწის ჯამური ფართობი არ აღემატება 1.25 ჰა–ს. ასევე, ის ფერმერები, რომლებსაც არ გააჩნიათ ერთწლიანი კულტურებისთვის განკუთვნილი სახნავი მიწის ნაკვეთი და აქვთ მრავალწლიანი კულტურებით გაშენებული მიწის ნაკვეთ(ებ)ი, რომელთა ფართობების ჯამი არ აღემატება 1.25 ჰა–ს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს კასპის რაიონში 19,082 ბენეფიციარისთვის 1,510,124 ლარის ღირე-

27


სოფლის მეურნეობა

ბულების სარგებელი არის გამოყოფილი. აგროდაზღვევა ფერმერებისათვის აგრორისკების 95%-მდე თანადაფინანსებას ითვალისწინებს. როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, ამ ეტაპზე კასპის რაიონში გაცემულია 37 პოლისი. დაზღვეული მოსავლის ჯამური ღირებულება კი 411,990 ლარია. პროექტის- „აწარმოე საქართველოში“ მიზანია გეოგრაფიულად და დარგობრივად დივერსიფიცირებული სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა და მათი ფინანსური თუ ტექნიკური მხარდაჭერა. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის მიზანია წარმოებაზე ორიენტირებული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებისა და ინდუსტრიული პროდუქტის წარმოების მიმართულებებით. კასპის მოსახლეობის ნაწილი აღნიშნავს, რომ სარწყავი სისტემები, ხშირ შემთხვევაში, გამართულად არ ფუნქციონირებს, ეს კი მათ ბიზნესს დიდ ზიანს აყენებს. სოფელ საკორინთალოში მცხოვრები ვანო მესტუმრე რამდენიმე წელია, მხოლოდ წვიმის წყლის იმედზე არის. მისი თქმით, თუკი ადრე მოსავალი გასაყიდად გაჰქონდა, ახლა ოჯახის გამოსაკვებად ძლივს ჰყოფნის. „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სარწყავი არხის სათავე მავთულხლართების იქით, ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა. მას შემდეგ სარწყავი წყალი არ გვაქვს. მთავრობას რამდენჯერმე მივმართეთ. პრობლემის მოგვარებას დაგვპირდნენ, მაგრამ ჯერ არავინ მოსულა,“-აღნიშნავს ვანო. იგოეთში მცხოვრები ლევან ხუციშვილი ამბობს, რომ სოფელს უკვე 10 წელია გაუმართავი სარწყავი სისტემა აქვს. შედეგად, მოსახლეობის ნაწილმა ნაკვეთების დამუშავებას თავი დაანება, ნაწილმა ჭა გათხარა და და წყლის ამოსატუმბად ელექტრო ძრავას იყენებს. „წლების წინ, კომუნისტებმა სარწყავი სისტემა გამართეს. მდინარე ტორტლადან ამოტუმბული წყლით იგოეთის გარდა ყარა28

21 მაისი, 2015

ფილა, ნიგოზა, კოდისწყარო, რენე და გამდლისწყარო ირწყვებოდა. წყალი ყველა სოფელს არ ყოფნიდა, ეს განსაკუთრებულად იგოეთზე აისახებოდა. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა და უფრო მოხერხებული სარწყავი სისტემაც არ გაუკეთებიათ,“-აღნიშნავს ლევან ხუციშვილი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სამელიორაციო სისტემის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 2 პროექტი ხორციელდება: 2014 წლიდან კავთისხევის #I და #II აწევის სატუმბი სადგურების შენობების და სადაწნეო მილსადენის ერთი ხაზის აღდგენას ცდილობენ. 2015 წლიდან კი ასევე კავთისხევის #I და #II აწევის სატუმბი სადგურის შიდა და გარე ელექტრომომარაგების სისტემისა და მექანიკური ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კასპის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: მევენახეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, მარცვლოვანი კულტურები, მეცხოველეობა და მეფუტკრეობა. სასოფლო-სამეურნეო სავარგულები სულ 80 316 ჰექტარს იკავებს. ავტორი: სალომე ფხალაძე ფოტოები: google.com

გზავნილი


21 მაისი, 2015

საზოგადოება

სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი სოფელი ლია მამასახლისი 40 წელია, კასპის რაიონ სოფელ წინარეხში ცხოვრობს. როგორც თვითონ ამბობს, წყლის პრობლემა სოფელს ყოველთვის ჰქონდა, მიუხედავად უამრავი მცდელობისა, ისინი დღესაც ამ პრობლემას ებრძვიან. სოფელ წინარეხში წყალი უწყვეტ რეჟიმში, თუმცა, დაბინძურებული მოდის. მოსახლეობა მეორე წელია, ამ პრობლემის მოგვარებას ითხოვს. მართალია, ჩატარებული სამუშაოებისთვის 218 239 ლარი დაიხარჯა, თუმცა, სასმელი წყლის გამოყენებას მაინც ვერ ახერხებენ.

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, არასწორად დაპროექტებული სისტემის გამო, წყალი ბინძურდება და ის საშიშია ჯანმრთელობისთვის. მათივე ინფორმაციით, უამრავი ადამიანი იწამლება, სიმპტომები კი ყველას ერთნაირი აქვსმუცლის შებერილობა, ტანზე გაჩენილი გამონაყარი და ძლიერი ქავილი. როგორც ადგილობრივი, ოლია მანჯარიძე, ყვება, წყლის დალევის შემდეგ, სკოლის მასწავლებელს ტანზე გამოაყარა და ქავილი დაეწყო. ხოლო, ნელი ლეკიაშვილის თქმით, დირექტორმა მასწავლებელი დაიბარა და უთხრა, რომ თუ არ უარყოფდა წყლით მოწამვლას, სკოლაში ვეღარ დარჩებოდა. სკოლის მოსწავლეების მშობლებს საფუძვლიანი შიში აქვთ, რომ შესაძლოა, მათი შვილები დაავადდნენ. მათ არ შეუძლიათ, შვილები სკოლაში აკონტროლონ, თუმცა სხვა ალტერნატივა სახლშიც არ აქვთ- მთელი სოფელი ერთი წყალგაყვანილობით სარგებლობს. სოფლის პრობლემით „სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრი“ დაინტერესდა . არასამთავრობო ორგანიზაციამ, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, მთავარ პროკურატურას მიმართა. მათი განცხადებით, პროკურატურამ უკვე დაიწყო

გზავნილი

გამოძიება და მოსახლეობასაც ესაუბრა არსებული პრობლემების თაობაზე. პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სოფელ წინარეხში დახარჯული 218 239 ლარის მიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მოიპარეს თუ არა ფული. სანამ შედეგები გახდება ცნობილი, წინარეხელები გამგებელთან შეხვედრას და გამოსავლის ერთად მოძებნას ითხოვენ, თუმცა, მოსახლეობის ცნობით, რაიონის პირველი პირი იმალება. ბრალდებას გამგებელმა უპასუხა და თქვა, რომ წინარეხელები წყალს, ოპოზიციის დავალებით, თავად ამღვრევენ. „წყალი სასმელად ვარგისია მანამ, სანამ არაკეთილსინდისიერი ხალხი ამ წყალს არ აამღვრევს, ხალხის ერთი ნაწილი თავად ამღვრევს წყალს და სამართალდამცავები გაარკვევენ ამას, ეს პირველი ფაქტი არ არის, ისინი ცდილობენ, შექმნან ფონი, თითქოს ხელისუფლება არ ფიქრობს ამ პრობლემაზე“, - აღნიშნა გოჩა გოჩიტაშვილმა. კასპის რაიონის გამგეობის ინიციატივით, სპეცილისტებმა სოფელში წყლის სინჯები აიღეს, რომლის შედეგებიც ჯერჯერობით ცნობილი არ არის. კასპის მუნიციალიტეტის დეპუტატები ეწვივნენ სოფელ წინარეხს, სადაც შეამოწმეს 2014 წელს დასრულებული სასმელი წყლის სათავე-ნაგებობა, ადგილზე ნახვისას აღმოჩნდა, რომ წყალი სუფთა იყო და არა ამღვრეული. მათთან ერთად იმყოფებოდა სოფლის რამდენიმე მაცხოვრებელიც. იმის დასადასტურებლად, რომ წყალი დაბინძურებული არ არის, მუნიციპალიტეტის დეპუტატმა, ვახტანგ ბეჟიტაშვილმა, ხალხის თვალწინ

29


საზოგადოება

წყალი დააგემოვნა. ქართული ოცნების წარმომადგენლის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თანამშრომელის, ნინო მამასახილის თქმით, გამგეობა ცდილობს, უხარისხო პროექტი მოსახლეობას გადააბრალოს: „სოფელ წინარეხის მოსახლეობას მდინარის წყალი გაუფილტრავად მიეწოდება, გამგეობა კი ცდილობს, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ხალხს გადააბრალოს , რაც საბოტაჟის თვალსაჩინო მაგალითია.“ პროექტის შემსრულებელი კომპანია, შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ და მისი ხელმძღვანელი ზურაბ ბარჯაძე სასმელი წყლის ამჟამინ-

30

21 მაისი, 2015 დელ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას იხსნის და აცხადებს, რომ წყალი იფილტრება, თუმცა დეზინფექცია, რაც დაქლორვას გულისხმობს, არ უტარდება. საქლორატორო შენობა და დანადგარი პროექტით გათვალისწინებულია, მაგრამ სოფელს არ ჰყავს შესაბამისი სამსახური, რომელიც წყლის დაქლორვას უზრუნველყოფს. წინარეხის სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია 2013 წლის 23 ოქტომბერს დაიწყო და 2013 დეკემბერში დასრულდა. სანიტარულ ნორმებთან დაკავშირებით, კომენტარი ექსპერტმა ავთანდილ ხოფერიამ გააკეთა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს მდინარის მიმდებარე ტერიტორიის სისუფთავეზე. მისი თქმით, „დინების მიმართულებით, წყლის მიმდებარე 200 მეტრის მანძლზე, კალაპოტი დაცული უნდა იყოს, თუმცა, ეს სანიტარული ნორმა გათვალისწინებული არ არის. მდინარე ასევე შესწავლილი უნდა იყოს როგორც ქიმიურად, ისევე ბიოლოგიურად.“ სასმელი წყლის პრობლემის გარდა, სოფელს მისასვლელი გზაც არ აქვს, არ არის სამედიცინო პუნქტი და ბუნებრივი აირი. ადგილობრივები პერმანენტულად საპროტესტო აქციებს მართავენ და მთავრობას დახმარებას სთხოვენ. ავტორი: ბაჩო დამია ფოტოები: google.com

გზავნილი


21 მაისი, 2015

კულტურა

გრაკლიანი გორა - ქართული ძეგლის ადგილი მსოფლიო მემკვიდრეობაში

კასპში, თბილისიდან დაახლოებით ერთი საათის სავალი გზის მანძილზე, უძველესი და მრავალი კითხვით მოცული გრაკლიანი გორა მდებარეობს. მილიონი წლის მანძილზე არსებული ნასახლარის ისტორია ძვ.წ. I-II საუკუნეებში სრულდება. საუკუნეების წინ შეჩერებულ ისტორიას, დღეს უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები იკვლევენ. ბუნებრივი მდებარეობის გამო გრაკლიან გორაზე მუდმივად ქარი ქრის, რაც სამუშაოსთვის არახელსაყრელ პირობებს ქმნის, მიუხედავად ამისა, სამუშაოები აქ ყოველ დღე მიმდინარეობს, შედეგად კი, ჩვენი ქვეყნის ისტორიას ახალი სიმდიდრე ემატება. გრაკლიან გორაზე ასვლა და მუშაობა ჩვენც გაგვიჭირდა, ქარი და უსწორმასწორო

გზავნილი

გზები გაადაადგილებისას და რესპონდენტთან საუბრისას გარკვეულ სირთულეებს ქმნიდა. მიუხედავად სირთულეებისა და დროის სიმცირისა, ჟურნალისტური საქმიანობა, ასე თუ ისე, განვახორციელეთ და საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლს გავეცანით. უძველესი ნამოსახლარი, და უკვე ეროვნული ძეგლის სტატუსის მქონე, გრაკლიანი გორა, თბილისიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. 2008 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოხდა საქართველოში აქამდე უცნობი, კულტურულად და ეკონომუკირად დაწინაურებული დასახლების აღმოჩენა. ძეგლის განსაკუთრებულობას მისი არსებობის ქრონოლოგიური მონაკვეთი აძლიერებს. ზღვის 31


კულტურა

დონიდან 600-700 მეტრზე მდებარე გრაკლიანი გორა, ათასწლეულების მანძილზე, ადამიანების საცხოვრებელი ადგილი იყო. ექსპედიციის ხელმძღვანელის, ვახტანგ ლიჩელის თქმით, გრაკლიანი გორის მსგავსი ქრონოლოგიური ჩარჩოს მქონე დასახლება, სადაც ამდენი კულტურული ფენაა, სხვაგან არსად არ დასტურდება. გრაკლიანი გორის განვითარების დონემ და სხვა დაწინაურებულ ქვეყნებთან ურთიერთობამ შექმნა განსაკუთრებული კულტურული სინთეზი. სწორედ ამიტომ, ეს დასახლება განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა, მას ეროვნული ძეგლის სტატუსი 2015 წლის მიენიჭა, ახლა კი კულტურის სამინისტრო პასუხს უკვე იუნესკოდან ელოდება. არქეოლოგიური ძეგლი, შესაძლოა, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიტანონ. შვიდი წლის წინ, გზატკეცილის გაფართოებასთან დაკავშირებული გადარჩენითი არქეოლოგიური გათხრების დაწყების შედეგად, გრაკლიან გორაზე მრავალფეროვანი უძველესი ნივთები და ნამოსახლარები აღმოაჩინეს. ამ ადგილას საუკუნეების მანძილზე

32

21 მაისი, 2015

საკმაოდ დაწინაურებული და მცხეთაზე არანაკლებ განვითარებული დასახლება არსებობდა. აღმოჩენილი ნივთების სია ადასტურებს, რომ ეს ადგილი, ორი მილიონი წლის, მანძილზე პალეოლითიდან დაწყებული ძვ. წ. I-II საუკუნემდე, მუდმივად არსებობდა და ვითარდებოდა. დასახლების გაქრობა, სავარაუდოდ, რომაელების შემოსვლას უკავშირდება, რის გამოც მოსახლეობის ნაწილი დაიღუპა, ნაწილი კი გაიქცა. „ისევე როგორც სხვა დასახლებები, რომლებიც განვითარების

გზავნილი


21 მაისი, 2015

მაღალ დონეს აღწევდნენ, მუდამ დგებოდნენ გარკვეული საშიშროების წინაშე, ანალოგიურად, თავისი განვითარების მაღალი დონის გამო, ეს ადგილი მუდმივად ექცეოდა ყურადღების ქვეშ, მათ შორის, გარე მტრების შემოსევის დროსაც, ამიტომაც, სავარაუდო მიზეზი კულტურის გაქრობისა, სწორედ მტრის თავდასხმა უნდა ყოფილიყო,’’- ამბობს ექსპედიციის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი. დასახლების მესამე ტერასაზე, სავარადუდოდ მოსახლეობამ გაქცევა მოასწრო, ხოლო ქვედა ტერასაზე მტრის შემოსევა მოულოდნელი აღმოჩნდა. საინტერესოა, რამ განაპირობა ამ ადგილის აივსება და განვითარება. არქეოლოგების აზრით, ეს ადგილი, თავისი სტრატეგიული მდებარეობისა და ეკოლოგიური ნიშის გამო, ადამიანისთვის მოსახერხებელ საცხოვრებელ პირობებს ქმნიდა. აქ იყო წარმოების

გზავნილი

კულტურა

განვითარების საშუალებებიც. აღმოჩენილ ნივთთა შორის ჭარბობს კერამიკული ნაწარმები. როგორც ყველა დასახლებას, გრაკლიან გორასაც აღენიშნება აღზევებისა და დაკნინების პერიოდები. განვითარების განსაკუთრებულ მაღალ დონეს, გრაკლიან გორაზე, ძვ. წ. I-II ათასწლეულში მიაღწიეს. გრაკლიან გორაზე აღმოჩენილი ამა თუ იმ ხანისთვის დამახასიათებელი ნივთები და სამარხები ადასტურებს, რომ კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა პერიოდში აქ სიცოცხლე ნამდვილად იყო. ასევე, ადგილზე აღმოჩენილი ნასახლარის მიხედვით, ჩვენ ვიგებთ, რომ იმ დროინდელ მოსახლეობას მუდმივად ჰქონდა ურთიერთობა გარესამყაროსთან და მუდმივად განიცდიდა მის გავლენას. ურთიერთობა დასტურდება ეგვიპტესთან, აქამენიდურ ირანთან, მესოპოტამიასა და ანატოლიასთან. კონკრეტულად

33


კულტურა

კი, აქ აღმოჩენილია ეგვიპტური სკარაბეები, საბეჭდავები და სხვადასხვა სახის ბერძნული ნაწარმი. ,,ეს არ არის ჩაკეტილი კულტურა, ეს არის კულტურა რომელსაც ურთიერთობა აქვს სხვა იმდროინდელ ცენტრებთან. ეს იქნება ეგვიპტე, ეს იქნება მესოპოტამია, ირანი; ამავდროულად, ეს ითვლება მჭიდროდ და განვითარებულ დასახლებად. ჩვენ მხოლოდ ხუთი პროცენტი გვაქვს გათხრილი’’- ამბობს ჩვენთან საუბრისას არქეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი სულიკო კოხრეიძე. გათხრებით დასტურდება, რომ განსაკუთრებით დიდია ირანული გავლენა, რაც მაზდეანობით და ზოგადად ცხოვრების სტილით გამოიხატება და აიხსნება იმდრინდელი სამყაროს ირანთან სიახლოვით. დიდ ოთახში აღმოჩენილია პატარა ფიალა, რომელიც საკურთხეველს წარმოადგენს. აქ მუდმივად ენთო ცეცხლი, მაზდეანურ ტრადიციაში, მუდ-

34

21 მაისი, 2015

მივი ცეცხლი სიწმინდის სიმბოლოა. ცეცხლს ქურუმები ემსახურებოდნენ და თაყვანს სცემდნენ. მისი შენარჩუნება მათი ვალი იყო, ამიტომაც, ცეცხლს ყოველთვის ჰყავდა მცველი, რათა ის ჩაქრობისგან დაეცვა. ამ ადგილას ცხოველის ძვლებიც არის აღმოჩენილი, რომელიც არქეოლოგების ვარაუდით სპეციალურად ამ კულტისთვის არის შეწირული. მსხვერპლშეწირვაც ტრადიციის ნაწილი იყო, რასაც მხოლოდ ამ უფლების მქონე ქურუმი ასრულებდა. წარმართული კულტურის ნიშნები სხვა გარემოებებითაც იკვეთება-სხვადასხვა ტიპის ტაძრებითა და მსხვერპლშეწირვის ტრადიციით. ყველაზე საინტერესო ოთახად, არქეოლოგები, დიდ ოთახს გამოყოფენ, რომელიც მრავალ კითხვას ბადებს. ოთახის ორმოში აღმოჩენილია ადამიანის თავის ქალა და ცხოველის ძვლები. გაურკვეველია, რა მოხ-

გზავნილი


21 მაისი, 2015

და; არქეოლოგების ვარაუდით, ეს საკულტო ტრადიციაა, თუმცა, ეს მხოლოდ ზედაპირული მოსაზრებაა. არქეოლოგიური სამუშაოები გრაკლიან გორაზე მუდმივად მიმდინარეობს. სამუშაოებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ ლიჩელი ხელმძღვანელობს. ადგილზე კი არქეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები მუშაუბენ. არქეოლოგიურ სამუშაოებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს გერმანელმა, პოლონელმა და ბერძენმა არქეოლოგებმა. გათხრები ყოველ დღე ტარდება. ამ დროისთვის ნასახლარის მხოლოდ მცირე ფართობია შესწავლილი, გათხრილია სამასამდე სამარხი. ტერიტორიის სრული შესწავლისთვის დაახლოებით ათი წელი იქნება საჭირო.

გზავნილი

კულტურა

აღმოჩენილი არტეფაქტები შემდეგ თბილისში იგზავნება და ლაბორატორიაში მუშავდება. ანალიზის და ლაბორატორიული დამუშავების შედეგად დგინდება უძველეს დროში მცხოვრები ადამიანების გარდაცვალების მიზეზები და საკვებ რაციონიც. მსგავსი სამუშაოს შედეგად, ჩვენ გვაქვს საშუალება, გავეცნოთ უძველეს დროში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიური ყოფის დეტალებს. არქეოლოგიური სამუშაოები მუდმივად გრძელდება. ამავდროულად, აქ, ახლო მომავალში, ღია ცის ქვეშ იქნება მუზეუმი, სადაც ნებისმიერი მსურველი ადამიანის უძველესი ცხოვრების ტრადიციების გაცნობას შეძლებს. ავტორი: ხატია გოგრიჭიანი

35


კულტურა

36

21 მაისი, 2015

გზავნილი


21 მაისი, 2015

კულტურა

ფოტოების ავტორი: ხატია გოგრიჭიანი

გზავნილი

37


კულტურა

21 მაისი, 2015

კასპის კულტურა ღია ცის ქვეშ რჩება დაყადაღებული და შემოსავლების გარეშე დარჩენილი კულტურის სახლი, ძველი და ცივი შენობები, გაუმართავი ინსტრუმენტები მუსიკალურ სკოლებში- ეს და სხვა მრავალი პრობლემა კასპის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს მოსწავლეების გარეშე ტოვებს. ერთი მხრივ, კასპის კულტურის სამსახურში უამრავ პროექტსა და აქტიურ კულტურულ საქმიანობაზე საუბრობენ, მაგრამ ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებენ- მოზარდები არასათანადო პირობების გამო კულტურულ აქტივობებში ჩართვისგან თავს იკავებენ. მართალია, ახალგაზრდობის ნაწილი ცდილობს, აქტიურ ცხოვრებას ფეხი აუწყოს- დადიან მუსიკაზე, ცეკვაზე, ხატვაზე, ტანვარჯიშსა და სხვა წრეებზე, მაგრამ მათი რაოდენობა ძალიან მცირეა, რაც კულტურულ დაწესებულებებს არსებობის მიზანს უკარგავს. ამჟამად კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის დაქვემდებარებაში შედის 6 ა(ა)იპ დაწესებულება, რომელიც ასევე ჩაბმულია კულტურის სფეროს საქმიანობაში, ესენია: კულტურის დაწესებულებების გაერთიანება, სკოლამდელი აღზრდის სახელოვნებო სკოლები, სპორტის სამსახური, მუზეუმები. როგორც კასპის

38

რაიონის კულტურის სამსახურში ამბობენ, ზემოაღნიშნული დაწესებულებები ყოველთვიურად სხვადასხვა პროექტს ახორციელებენ, მათ შორის არის გეგმიური და სადღესასწაულო კულტურული ღონისძიებები, რომელშიც რაიონის ახალგაზრდა თაობა იღებს მონაწილეობას, ტარდება პოეზიის საღამოები, საესტრადო სიმღერისა და ქართული ცეკვის კონცერტები, გამოფენები, სკოლამდელი აღზრდის ბავშვებისთვის ეწყობა თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები, მუზეუმის დღეები, ასევე, იმართება კინო ჩვენებები უფასოდ. კასპში სახელოვნებო სკოლების გაერთიანებასთან არსებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში უფასო სასწავლო წრეებია გახსნილი, სადაც სოციალურად დაუცველ მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ განათლება. პედაგოგებისთვის კი ანაზღაურებას კულტურის სამსახური გამოყოფს. „ტანვარჯიშისა და ხელოვნების სხვადასხვა წრესთან ერთად ფუნქციონირებს საგნობრივი წრეები (ქართულის, მათემატიკის, ინგლისურის და სხვა), რომელიც, აგრეთვე, უფასოა ნებისმიერი კასპელი ახალგაზრდისთვის,”-აღნიშნავს კასპის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი, თეა ხორბალაძე.

გზავნილი


21 მაისი, 2015 ამ ყველაფრის გარდა, კასპის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში წლების მანძილზე აწუხებთ რიგი პრობლემები, რომლებიც აქამდე მოუგვარებელია: გათბობის უქონლობა და ძველი შენობები, რომლის განახლებაც, ფინანსების არქონის გამო, ჯერაც არ დაწყებულა. გაურემონტებელ დარბაზსა და მოსწავლეების სიმცირეს უჩივიან კასპის მუსიკალურ სკოლაში. მუსიკალური სკოლის პედაგოგი მანანა სოზიაშვილის ცნობით, წინა წლებთან შედარებით მოსწავლეების ნაკადმა საგრძნობლად იკლო. „სკოლა დაგვიძველდა თავისი მატერიალური ბაზით, გაუმართავია ინსტრუმენტები, რაიონის არცერთ მუსიკალურ სკოლას არ აქვს გამართული ფორტეპიანო, მასობრივი კონცერტის ჩასატარებლად“. კასპის რაიონის კულტურის სახლი, შპს „ჰარმონია“, რამდენიმე წელია, დაყადაღებულია. დღემდე სადავო საკითხია კულტურის სახლის ამჟამინდელი მდგომარეობა. შპს „ჰარმონიას“ პრობლემებთან დაკავშირებით, საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, რუსუდან მაზმიშვილი ამბობს, რომ კულტურის სახლს ბიუჯეტის მიმართ დავალიანება აქვს: „საქმე ეხება ჯერ კიდევ იმ პერიოდს, სანამ მუნიციპალიტეტები ჩამოყალიბდებოდა. თანხის რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს. რა ფორმით მოხდება ამ თანხის ანაზღაურება, ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია.“ იმ შემთხვევაში, თუკი არ მოხდება დავალიანების დაფარვა, სახელმწიფო კასპის კულტურის სახლს აუქციონზე გასაყიდად გაიტანს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ვალების გაზრდა სპეციალურად ხდება, რათა ქალაქის ცენტრში არსებული მნიშვმელოვანი შენობა კონკრეტულ დაინტერესებულ პირზე გაიყიდოს. შემოსავლის გარეშე დარჩენილ კულტურის სახლში მუშაობს 6 ადამიანი, რომელთა ხელფასი 80 ლარს შეადგენს. შპს „ჰარმონია“ სახელმწიფოსგან არ ფინანსდება, რაც თავის მხრივ მრავალი პრობლემის წინაშე აყენებს დაწესებულებას. კულტურის სახლი მწირი შემოსავლებით, წლების მანძილზე დაგროვილ დავალიანებას ვერ ისტუმრებს, ერთადერთი შემოსავალი ცეკვის კერძო ანსამბლებზე დარბაზის გაქირავებაა. იშვიათად კი, ფასიანი კონცერტები.

გზავნილი

კულტურა

კულტურის სახლის ხელმძღვანელი, ზაზა მენაბდიშვილი, საუბრობს გამგეობის მხრიდან ფინანსურ დახმარებაზე, რაც იურიდიულადაა გათვალისწინებული, ასევე, ადგილობრივმა მთავრობამ წინა წელს გათბობის შეკეთება უზრუნველყო, თუმცა, ყადაღის გადახდას შეუძლებლად აღიქვამს იმ პირობებში, როცა კულტურის სახლს შემოსავალი თვეში 800-900 ლარი აქვს. ისტორიას თუ გადავხედავთ, ქალაქ კასპში მეხუთე საუკუნეში იმდენად მაღალ დონეზე იყო სწავლა-განათლება, რომ მეფეები და წარჩინებული პირები თავიანთ შვილებს აღსაზრდელად აქ აგზავნიდნენ. მრავალსაუკუნოვან, კულტურულ-საგანმანათლებლო ღირებულებების მქონე ქალაქში, დღესდღეობით, 49 სახელმწიფო და 2 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, 2 საშუალო პროფესიული, 1 უმაღლესი სასწავლებელი, 43 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 5 მუსიკალური სკოლა ფუნქციონირებს. როგორც კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რაიონში ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობისთვის მუშაობა ყოველდღიურად მიმდინარეობს, თუმცა, არის მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც დღემდე მოუგვარებელი რჩება. პრობლემების მიუხედავად, კასპის რაიონში, როგორც კულტურის სახლში, ასევე სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც, მუშაობა აქტიურად მიმდინარებს. იგეგმება მრავალი ღონისძიება და პროექტი ახალგაზრდა თაობის განვითარებისათვის. მარიამ ქარენაშვილი

39


საზოგადოება

21 მაისი, 2015

ალტერნატიული გართობა კომპიუტერი, პარკში სეირნობა, მეგობრებთან ქეიფი და ფეხბურთის თამაში – ეს იმ გასართობი საშუალებების ჩამონათვალია, რომლებითაც კასპში მცხოვრებ ახალგაზრდებს თავისუფალი დრო გაჰყავთ. მხოლოდ დღესასწაულებზე ჩატარებული ღონისძიებები თუ კონცერტები, არანაირი სპორტდარბაზი და კინოთეატრი – პრობლემა ბევრია, გასართობი კი ცოტა. 17 წლის შაკოს და მის მეგობრებს კასპის ერთ-ერთ უბანში შემთხვევით შევხვდით. ისინი, როგორც ყოველთვის, ფიქრობდნენ, თუ რა ეკეთებინათ საღამოს. ბოლოს ისევ დალევა გადაწყდა. როგორც შაკო ამბობს, კაფეებში სიარული არ ხიბლავს. გართობის სხვა საშუალება კი, მოზარდებისთვის თითქმის არ არსებობს. „მეგობრები ვიკრიბებით და ვქეიფობთ ხოლმე. ცოტა ხნის წინ გაიხ-

40

სნა „არტ–კაფე“, თუმცა, იქ არ დავდივარ. ჩემთვის გართობა სხვა რამესთან ასოცირდება, ამიტომაც, მე და ჩემს მეგობრებს თბილისში ხშირად გვიწევს ჩასვლა, დავდივართ კლუბებში და ასე ვერთობით,“-ამბობს იგი. გოგონებს, როგორც თვითონ ამბობენ, ბიჭებზე უარესი მგომარეობა აქვთ. ყოველდღე საქეიფოდაც ვერ წავლენ, თან ამის სურვილიც ნაკლებად აქვთ. 16 წლის ქეთი გურასტაშვილისთვის კი, როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობს, გართობა მეგობრებთან ერთად კინოთეატრში, ანდა კონცერტზე წასვლასთან ასოცირდება. კასპში კი, როგორც ქეთი ამბობს, კულტურული ღონისძიებები დიდი იშვიათობაა. ის და მისი მეგობრები თბილისში ხშირად ჩადიან, რადგან კასპში კინოთეატრი არ არის. მეგობრებს უკვე მობეზრდათ პარკში სეირნობით დროის გაყვანა და, ხშირ შემთხვევაში, თავისუფალ დროს ერთმანეთს კომ-

გზავნილი


21 მაისი, 2015

პიუტერის საშუალებით ეკონტაქტებიან. „კონცერტები თითქმის არასდროს ტარდება, მხოლოდ დღესასწაულებზე და მაშინ აუცილებლად მივდივართ. ცოტა არ იყოს, მოსაწყენია ჩემი ასაკის ადამიანებისთვის დროის ასე უაზროდ გაყვანა, მხოლოდ იმიტომ, რომ შესაფერისი გარემო ჩვენთვის ჯერ კიდევ ვერ შეიქმნა.“ პრობლემები, რომლებიც გართობის საშუალებებთანაა დაკავშირებული, არანაკლებ აწუხებთ უფროსი თაობის წარმომადგენლებსაც. მაია ქოთოლაშვილი ბავშვების ბედით შეწუხებული მშობელია. ის ადგილობრივ მთავრობას მოუწოდებს, რომ ახალგაზრდებზე იფიქრონ, რადგან მომავალი თაობის ინტერესები არანაკლებ მნიშვნელოვანია, სხვა ყოფითი საკითხებთან ერთად. „15 წლის შვილი მყავს. არც კი ვიცი, აქ რითი უნდა გაერთოს. გართობა ხომ მხოლოდ უბნის მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაშს არ გულისხმობს? ნორმალური სათამაშო მოედანიც კი არ არსებობს მათთვის, საბავშვო ბაღის ეზოში თამაშობენ. თუკი რაიმე კონცერტი ტარდება, რაც ძალიან იშვიათად ხდება, ჩემი შვილი აუცილებლად ესწრება. ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მეტი გასართობი საშუალების არსებობა, რადგან ამის გარეშე ახალგაზრდებისთვის ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეროვანი ხდება“. კასპის გამგებლი, გოჩა გოჩიტაშვილი, გასართობ საშუალებებზე ასეთ კომენტარს აკეთებს: „ახალგაზრდებს საკმაოდ კარგი პირობები აქვთ შექმნილი, არსებობს სპორტული მოედნები, ყველა უბანს აქვს თავისი სტადიონი და სკვერი. რაც შეეხება თეატრს, თვეში ერთხელ თბილისიდან ან რუსთავიდან ჩამოდის დასი და ისინი დგამენ სპექტაკლებს. დასთან ერთად, კასპი ხშირად სხვადასხვა ანსამბლსაც

გზავნილი

საზოგადოება

სტუმრობს. გარემონტდა კულტურის სახლიც, ასე რომ, ახალგაზრდებს განვითარებისა და გართობის ყველანაირი საშუალება აქვთ“. ანალოგიურია კასპის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსის, თეა ხორბალაძის კომენტარიც. მისი თქმით, ახალგაზრდებს არ აკლიათ როგორც შემეცნებითი, ასევე გასართობი ღონისძიებები. ხორბალაძე აღნიშნავს, რომ კულტურის სახლში არის ფილმის ჩვენებისთვის საჭირო აღჭურვილობა და უფასოდ ეწყობა კინოჩვენებები, ასევე, ტარდება საესტრადო მუსიკისა და ქართული ცეკვის კონცერტები, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის კი - თეატრალური წარმოდგენები. 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების ჩამონათვალში, ძირითადი აქცენტი გადატანილია ისეთი პრობლემების მოგვარებაზე, როგორიცაა გზები, სასმელი წყალი, სარწყავი სისტემები თუ ტურისტული ობიექტები, თუმცა, სამომავლო პროექტში ადგილი ორი სკვერისა და ერთი სპორტული მოედნის მოწყობას, ასევე კასპის სპორტკომპლექსის რეაბილიტაციასაც დაეთმო. რამდენად დააკმაყოფილებს გართობის მოყვარულ ახალგაზრდებს 2015 წლისთვის დაგეგმილი პროექტები, მათი განხორციელების მერე გახდება ცნობილი. მარიამ გაბისონია 41


სპორტი

21 მაისი, 2015

კასპი სპორტ-კომპლექსის მოლოდინში ვეტერანი კალათბურთელი, მიხეილ მაკიევიჩი, უკვე წლებია, კასპის რაიონში მოზარდთა სპორტულ განვითარებას უწყობს ხელს. მისი მიზანი ახალგაზრდებისთვის სპორტის სხვადასხვა სახეობის შეყვარება და დაუფლებაა, რისთვისაც ის ძალ-ღონეს არ იშურებს. ამჟამად მაკიევიჩი მეორე საჯარო სკოლის ფიზკულტურის პედაგოგია, თუმცა, საკუთარი საქმის სიყვარულის და კალათბურთის განვითარების სურვილის გამო, ყოველწლიურად ატარებს რეგიონულ ტურნირს. მასში მონაწილეობის მიღება კასპის რაიონში არსებული ყველა სკოლის უფროსკლასელებს შეუძლიათ. კალათბურთის მწვრთნელი, ასევე, ფრენბურთშიც ავარჯიშებს ახალგაზრდებს, თუმცა, სპორტის ეს მიმდინარეობა, კასპში, არც თუ ისე პოპულარულია. დამატებით კი, კარატისა და ჭადრაკის შემსწავლელი კურსების ჩამოყალიბებას ცდილობს. როგორც ჩანს, მხოლოდ ვეტერანი კალათ-

42

ბურთელის ენთუზიაზმი არ კმარა წარმატებისთვის. ბავშვები ვერ აღწევენ სასურველ შედეგს, რადგან მათ არაერთი პრობლემა აქვთ. ყველაზე მეტად კი, რაც მწვრთნელს აწუხებს, მისი თქმით, კასპში არ არსებობს საერთაშორისო სტანდარტების მქონე კალათბურთის სტადიონი. სწორედ ამიტომ, შეუძლებელია უფრო მასშტაბური ტურნირების ჩატარება. ის დარბაზი კი, სადაც ამჟამად მოსწავლეები ვარჯიშობენ, ზედმეტად პატარაა და ელემენტარულ ნორმებსაც ვერ აკმაყოფილებს. სპორტის მოყვარული მოსწავლეები ერთსა და იმავე პრობლემებზე საუბრობენ. მათი თქმით, კასპში სამი სტადიონია, აქედან, მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს. როგორც მეცხრეკლასელი ბაჩო ჩვენთან საუბრისას ამბობს, ერთი გაურკვეველი მიზეზის გამოა დაკეტილი და შიგნით საერთოდ არავის უშვებენ, მეორე კი ისეთ მდგომარეობაშია, რომ იქ თამაში პრაქტიკულად შეუძლებელია. რაც შეეხება მესამე სტადიონს, თამაშისთვის დიდი ნებისყოფა გჭირდება, დიდხანს ლოდინი, რიგში დგომა, იმის გამო, რომ კასპში არც თუ ისე

გზავნილი


21 მაისი, 2015

ბევრი გასართობია ბავშვებისთვის, უმრავლესობა სწორედ აქ იყრის თავს. ისეც ხდება, რომ მათი თამაში შემდეგი დღისთვის გადაიდება, რადგან რიგში ჩადგომა დააგვიანდათ. გარდა ამისა, არცერთ საჯარო სკოლას არ გააჩნია საკუთარი ფეხბურთის სტადიონი, რაც ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს. მეთერთმეტეკლასელი გიორგი ადგილობრივ მთავრობას ყურადღებისკენ მოუწოდებს და საფეხბურთო მოედნის გაკეთებას სთხოვს. „მე და ჩემი თანატოლები პროფესიონალურ დონეზე ვარჯიშს ვერ ვახერხებთ, რადგან არ არსებობს საფეხბურთო აკადემია, არ გვაქვს მოედანი სადაც ვივარჯიშებთ,“ამბობს იგი. კასპის მუნიციპალიტეტის სპორტის დაწესებულების გაერთიანების დირექტორი, შოთა გოგიაშვილი გამოსავალს მომავლის პროექტებს უკავშირებს. მისი თქმით, იგეგმება არაერთი პროექტი, რომლებიც ხელს შეუწყობს ბავშვების სპორტულ განვითარებას. „რაც შეეხება ამ წლის ღონისძიებებს, ყოველი თვის გეგმა გაწერილი და დატვრთულია სხვა-

გზავნილი

სპორტი

დასხვა სპორტული აქტივობით, როგორებიცაა, ტურნირები კალათბურთში, ფეხბურთში, ჭადრაკში, მძლეოსნობაში, კარატეში, ძიუდოში, სამბოსა და ჭიდაობაში,“ - განაცხადა გოგიაშვილმა. კასპში წლების წინ არსებობდა კლუბი „განთიადი“, დღეს კი მათი მოედანი განადგურებულია და ძროხების საძოვრადაა ქცეული. თუმცა, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გოჩა გოჩიტაშვილის თქმით, 2015 წლის ბიიუჯეტში გათვალისწინებულია კასპის სპორტკომპლექსის ე.წ. სპორტსკოლის რეაბილიტაცია, რომელიც 2016 წლის იანვარში დასრულდება. კომპლექსში გათვალისწინებულია კალათბურთის, ფეხბურთის, ფრენბურთის სტადიონების, ასევე, ჭიდაობისა და კარატის არენების მოწყობა. ვეტერან კალათბურთელს დიდი გეგმები აქვს სპორტის ამა თუ იმ სახეობაში. უამრავი მიზანდასახული ახალგაზრდა, მოტივირებული მწვრთნელი და იმედი, რომ 2016 წლის იანვარი მალე მოვა. ავტორები: ნიკა ფირცხალაიშვილი ედი ბარამაშვილი

43


სპორტი

21 მაისი, 2015

ჭიდაობის ტრადიცია კასპში კასპის რაიონი მდიდარია სპორტული ტრადიციებით, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ქართული ჭიდაობა. ტრადიცია წლების წინ დაინერგა და დღემდე აქტიურ ფაზაშია. ფალავნები, მაყურებელი, ნახერხი, მუსიკოსები და საჭიდაო ხალიჩა, ე.წ ტატამი მზად იყო. შეჯიბრება ჯერ სოფელში ტარდებოდა, შემდეგ კი რაიონული მასშტაბით იმართებოდა გადამწყვეტი ორთაბრძოლა. რაიონს არაერთი სახელგანთქმული ფალავანი ახსოვს: დავით ხიზამბარელი, ნიკოლოზ პაპიაშვილი, ზაქარია იანვარაშვილი, გოგლა რამაზაშვილი და სხვები. კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრების და სახალხო ჭიდაობის არაერთგზის გამარჯვებულის, როინ სალამაშვი-

44

ლის თქმით, სახალხო ჭიდაობაში მონაწილეობა ახალგაზრდა მამაკაცებისათვის საამაყო და მნიშვნელოვანი იყო. „ყველას გამარჯვების მოპოვება და თავისი სოფლის სახელის გატანა უნდოდა რაიონული მასშტაბით, თავდაუზოგავად ვვარჯიშობდით, ვემზადებოდით და საბოლოოდ, შეჯიბრებაში გამარჯვებულს ვგულშემატკივრობდით რაიონულ ტურნირზე, ეს ჩვენთვის ტრადიცია იყო და ამ ტრადიციას გულმოდგინედ ვუფრთხილდებოდით“. ტრადიცია ახლაც გრძელდება, ემატება ახალიც და კასპი, თავის სპორტულ ფორმას არ კარგავს. სახალხო შეჯიბრებები ძველი და უდროოდ გარდაცვლილი სპორტსმენების სახელს ატარებენ. ერთ-ერთი ასეთი ტურნირი სამბოში, რომელიც ტრაგიკულად გარდაცვლილი სპორტსმენის გიორგი მერე-

გზავნილი


21 მაისი, 2015

ბაშვილის სახელს ატარებს უკვე რამდენიმე წელია, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით იმართება. ტურნირში მონაწილეობენ სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. გამარჯვებულს პრიზად გარდამავალი თასი და სხვადასხვა ჯილდო

სპორტი

ერგება. ახალგაზრდა ძიუდოისტის, გიორგი აბულაძის თქმით, კასპს ბევრი ნიჭიერი და წარმატებული სპორტსმენი ჰყავს „ძიუდოისტები სისტემატიურად ვვარჯიშობთ, ჩვენი მწვრთნელები ხელს გვიწყობენ და გვეხმარებიან. წარმატებული სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირებზეც მონაწილეობენ და კარგ შედეგსაც აღწევენ, მთავარია მონდომება და შრომა,“-თქვა გიორგიმ. მისი თქმით, ახალი კომპლექსი სტიმული იქნება კასპელი მოჭიდავეებისათვის, აჩვენონ უკეთესი შედეგი და მსოფლიოს მასშტაბით გაიტანონ კასპის სახელი.

ავტორი: ანა მინდიკაური ფოტო: ქართლის სპორტული ვებ-გვერდი

გზავნილი

45


21 მაისი, 2015

46

გზავნილი


21 მაისი, 2015

გზავნილი

47


გზავნილი კასპიდან

მალე! გზავნილი ახმეტიდან

გზავნილი


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.