The Bournemouth Protocol on Mass Grave Protection and Investigation - Georgian translation

Page 1

ბერნემუთის პროტოკოლი

სამარხების მასიური დაცვისა და გამოძიების შესახებ

1


© 2020 მელანი კლინკერი და ელი სმიტი ყველა უფლება დაცულია. ISBN: 9781858993218 გარეკანის სურათი © 2


წინასიტყვაობა მისი უდიდებულესობის, დედოფალ ნურის მიერ უგზოუკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო კომისიის კომისიონერის მიმართვა 2001 წლიდან, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო კომისიის (ICMP) კომისარი, მე პრივილეგირებული და ამაყი ვიყავი, რომ გავხდი მომსწრე კანონის უზენაესობის შესაბამისად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა აღრიცხვის პროცესის სახელმწიფოს მხრიდან ცვლილებისა. 90-იან წლებში ადგილობრივმა და საერთაშორისო სამართლებრივმა ინსტიტუტებმა დაიწყეს ყოფილი იუგოსლავიის ათასობით უბედური შემთხვევისა და შესაბამისი სამარხების მასობრივი გამოძიება. მოცემულმა შემთხვევამ საფუძველი ჩაუყარა კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ სტრატეგიებს გადარჩენილთა უფლებების უზრუნველსაყოფად და საზოგადოებაში მთავრობის მხრიდან ნდობის განსამტკიცებლად გაჩენილ შესაძლებლობებსა და სურვილს, ეფექტურად და სამართლიანად დაიცვან უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამოძიების პროცესი. ეს კვლევები მოიცავდა სამეცნიერო საშუალებების თანმიმდევრულ გამოყენებას დაკარგულთა ადგილმდებარეობისა და ვინაობის დასადგენად. იმავე პერიოდში აშკარა გახდა, რომ ფართო მასშტაბის უგზოუკვლოდ დაკარგულთა საქმეების სათანადო გამოძიება, კონფლიქტების, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების, კატასტროფებების, ორგანიზებული დანაშაულების ან მიგრაციის შედეგად, წარმოადგენს სოციალური ინტეგრაციის, კონფლიქტის მოგვარებისა და პრევენციის მხრივ განხორციელებული ინვესტიცია, ასევე ინვესტიცია მდგრადი მშვიდობისა და ადამიანის უსაფრთხოების კუთხით. ადამიანის უფლებათა დარღვევებისა და ბოროტად გამოყენების ფაქტების ეფექტური გამოძიების ვალდებულება ეკისრება სახელმწიფოებს, მიუხედავად იმისა თუ ვინ ჩაიდინა მსგავსი სახის დარღვევა. უგზოუკვლოდ დაკარგულთა საქმეების ეფექტური გამოძიება, მათ შორის გაუჩინარების გარემოებები, წარმოადგენს უგზოუკვლოდ დაკარგული პირებისა და მათი ოჯახის წევრების ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის ფაქტს. ეს ასევე წარმოადგენს კანონის უზენაესობის უგულებელყოფის ფაქტს. სწორედ ამიტომ, ეფექტური გამოძიება წარმოადგენს ავთენტურ და აუცილებელ ვალდებულებას წარსული დანაშაულების მემკვიდრეობასთან გამკლავების ასპექტში. 2008 წელს, ბურნემუთის უნივერსიტეტის მეცნიერთა ხელმძღვანელობით მომზადებულმა პუბლიკაციამ წარმოადგინა კვლევების შედეგად მიღებული წარსული გამოცდილებისა და გაკვეთილების შესახებ პირველი კრებული. ეს იყო სტანდარტულ საოპერაციო პროცედურების ფორმულირებაზე ორიენტირებული ერთობლივი წამოწყება. ახალი ბორნმუთის პროტოკოლი სამარხების მასიური დაცვისა და გამოძიების შესახებ განაგრძობს ამ კვლევით სტრატეგიას, რომელშიც ჩართულია სხვადასხვა დისციპლინალურ დარგთა და ორგანიზაციათა ექსპერტები, მნიშვნელოვანი საკითხის სტადარტების დასადგენად. ბორნმუთის პროტოკოლი სამარხების მასიური დაცვისა და გამოძიების შესახებ, მტკიცედ ემყარება წინაპირობას, რომ სამარხების გამოძიებისა და დაცვის სტანდარტები ხელს უწყობენ

მომხდარის შესახებ სიმართლის დადგენისა და სამართლიანობის ძიების პროცესს. სწორედ გამოძიების შედეგად სახელწმიფო ანიჭებს მნიშვნელობას ადამიანის უფლებების გარანტიებს. სისხლის სამართლის გამოძიება რეგულარულად უძღვება შეიარაღებული კონფლიქტების, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად წარმოქმნილი სამარხების მასიური ძიებისა და ექსჰუმაციის მცდელობებს. ისინი ყურადღებას ამახვილებენ დანაშაულის ფაქტების მტკიცებულებებით უზრუნველყოფაზე, რაც პროექტის დიდი ნაწილია, რომელსაც სასამართლოები მოიხსენიებენ, როგორც ეფექტური გამოძიების უფლებად. ბორნმუთის პროტოკოლი მასიური სამარხების დაცვისა და გამოძიების შესახებ მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების სიცხადის მისაღწევად. მოცემული ფაქტი ორგანიზაციებს მისცემს უფრო მეტი თანამშრომლობის საშუალებას ფართო სპექტრის პირობებში. მასიური სამარხები და ადგილები, სადაც ადგილი ჰქონდა საშინელი ძალადობის ფაქტებსა და ადამიანთა სიკვდილს, უნდა იყოს დაცული ჩარევისგან და უნდა იყოს შესწავლილი კანონიერი და სამართლიანი სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ გვაკისრია მოცემული ვალდებულება დაზარალებულთა ოჯახებისა და მთლიანად საზოგადოების წინაშე. წარმოდგენილი ოქმი შთაგონებულია და მის არსებობაში წვლილი მიუძღვის დაცვისა და საგამოძიებო პროცესებში ჩართულ უამრავ მოქმედ პირს, დაწყებული იურიდიული, საგამოძიებო და სამეცნიერო დისციპლინების წარმომადგენლებით, დამთავრებული საზოგადოების სამოკავშირეო და ოჯახის მხარდაჭერით, თითოეული მათგანის პრაქტიკისა და წესების სრული დაცვის გაზიარებით. ICMP-ის სახელით, ჩემთვის დიდი პატივია წარმოგიდგინოთ ბერნმუთის ოქმი მასიური სამარხების დაცვისა და გამოძიების შესახებ.

მისი უდიდებულესობა, დედოფალი ნური უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო კომისიის კომისარი

1


წინასიტყვაობა დოქტორ აგნეს კალამარდის, გაეროს სპეციალური მომხსნელებლის სამართლებრივი, შემაჯამებელი ან თვითნებური აღსრულების საკითხებში მასიური სამარხების საკითხი არ წარმოადგენს კაცობრიობის ისტორიისთვის იზოლირებულ შემთხვევას. მსგავსი შემთხვევები მიმოფანტულია მთელს მსოფლიოში და ყველა რეგიონში. ზოგი საუკუნეებით თარიღდება, ზოგი კი სულ ახლახან აღმოაჩინეს. თითოეულ მათგანს მნიშნველოვანი ამბავი აქვს მოსაყოლი - ამბები, რომლებიც ხშირად უთქმელი დარჩა, უარყოფილი, დაფარული ან დაკრძალული. როგორც გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ადამიანთა არაბუნებრივი სიკვდილის, სიკვდილით დასჯის ან თვითნებული მკლელობების კონტექსტზე, ვიცი, რომ მასიური სამარხების ფაქტი შეიძლება იყოს შეიარაღებული კონფქლიქტის შედეგი, დაკავშირებული იყოს დანაშაულებრივ საქმიანობასთან ან იყოს სახელმწიფო მოვალეობის შეუსრულებლობის შედეგი. ასევე ვიცი, რომ მასობრივი მკვლელობისა და დაკრძალვის ადგილები წარმოადგენენ ლოკაციებს, სადაც შესაძლოა ადამიანის უფლებათა მრავაჯერადი დარღვევის ფაქტები დაფიქსირდეს განმეორებით, დროთა განმავლობაში. მასიური სამარხების პირადი, რელიგიური, კულტურული და ისტორიული მნიშვნელობები და მათი წარმოშობის ისტორიები განსხვავდება ადგილებს, ინდივიდებს, საზოგადოებებსა და ქვეყნებს შორის. მაგრამ მათი მნიშვნელობა სადავოა და საზღვრებსა და თაობებს სცდება. აღნიშნული, მასიური სამარხის შენარჩუნებასა და მემორიალიზაციის პასუხისმგებლობას აკისრებს ყველა თაობას, წარსულის, აწყმყოსა და მომავლის მოვალეობას, დაუშვას ღირსეული საბოლოო გამოსამშვიდობებელი და უკანასკნელად მიაგოს მათ პატივი. სწორედ ამიტომ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას უარყოფილი ან დაფარულიმასიური სამარხების არსებობა, მათი დაზიანების ან განადგურების ფაქტები. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააპატიმრონ, დაემუქრონ ან გააჩუმონ ისინი, ვინც ეძებენ და საუბრობენმასიურ სამარხებზე. ამის ნაცვლად, უნდა იქნას მიღებული ადამიანის უფლებებზე კონცენტრირებული და დაფუძნებული ყოვლისმომცველი მიდგომა. საჭიროა სათანადო ყურადღება, მენეჯმენტი და ხელმძღვანელობა, რომელიც დაიცავს გარდაცვლილთა ღირსებას, მაქსიმალურად შეამსუბუქებს ოჯახებისა და საზოგადოების ტანჯვას, საშუალებას მისცემს ჭეშმარიტებისა და სამართლიანობისკენ სწრაფვას და მაქსიმალურად ეცდებიან აღკვეთონ მსგავსი შემთხვევების განმეორება. ბორნმუთის პროტოკოლს მასიური სამარხების დაცვისა და გამოძიების შესახებ ამ მხრივ უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის. იგი გთავაზობს მასიური სამარხების მნიშვნელოვან განმარტებას და აერთიანებს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტებს, რომლებიც ემყარება კანონითა და პატივისცემით დაცვას და გამოძიებას, რათა ხელი შეეწყოს ოჯახებს ადამიანის ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის დაცვის პროცესის მხრივ. პროტოკოლი მყარად იცავს ადამიანის უფლებათა

ნორმების, სტანდარტებისა და კანონების სრულ სპექტრს, რომლებიც გამოიყენება მასობრივ საფლავებზე, ადამიანის ნეშტის დამუშავებასა და დაზარალებული ოჯახების, გადარჩენილთა, თემებისა და ერების ინტერესთა დასაცავად. გამოყენებული პროტოკოლი ხელს შეუწყობს მასიური სამარხებისა და მასში არსებული ადამიანის ნეშტების უზრუნველყოფას საპატიო, არადისკრიმინაციული და ღირსეული მოპყრობით, რასაც ისინი იმსახურებენ თავდაპირველი აღმოჩენისა და გამოძიების დაწყებიდან, იდენტიფიკაციის მცდელობამდე და შემდგომ სამართლიანობისა და შემდგომი პატივისცემის დაცვას. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ჩვენი მასიური სამარხების მოპყრობა ხშირად უსამართლობით, დისკრიმინაციულობით ან, უბრალოდ, გულგრილობით ხასიათდებოდა. ეს უნდა დასრულდეს. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ ბევრად უკეთესი და მეტი, რომ პატივი ვცეთ და დავიცვათ ოჯახების, გადარჩენილთა, თემებისა და საზოგადოებების მრავალფეროვანი ინტერესები და პრობლემები. ეს არის ჩვენი საერთო ვალდებულება კაცობრიობის წინაშე.

სამართლებრივი, შემაჯამებელი ან თვითნებური აღსრულების საკითხებში სპეციალური მომხსნელებლის მანდატი 2

დოქტორ აგნეს კალამარდი გაეროს სპეციალური მომხსნებელი სამართლებრივი, შემაჯამებელი ან


პროტოკოლის მიზანი და მოქმედების სფერო

კონტენტი პროტოკოლის მიზანი და მოქმედების სფერო....................3 ოპერაციული პრინციპების სრული შემოწმება მასობრივი სამარხების დაცვასა და გამოკვლევაში...................................... 6 A. აღმოჩენა და უსაფრთხო რეპორტინგი.............................8 B. დაცვა ......................................................................................................8 C. გამოძიება ............................................................................................9 D. იდენტიფიკაცია................................................................................12 E. ადამიანის ნეშტის დაბრუნება................................................14 F. სამარლიანობა...................................................................................15 G. გარდაცვლილთა მოხსენიება ................................................16 დანართი 1.................................................................................................17 დანართი 2.................................................................................................18 დანართი 3.................................................................................................19 დანართი 4.................................................................................................20 დანართი 5.................................................................................................21 დანართი 6.................................................................................................22

მასობრივი სამარხები ხშირად არის გაჩენილი კონფლიქტებისა და ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის შედეგად. გადარჩენილთათვის მტკივნეულია იმის ცოდნა, თუ რა დაემართათ მათ საყვარელ ადამიანებს და იხილონ მათი ცხედრის ან/და აღსასრულის ადგილის. უფრო და უფრო ხშირად მიიჩნევა ეს საჭიროება სამართლებრივ უფლებად სიმართლის გასაგებად. მასობრივი სამარხები მტკიცებულებაა, რომელიც აუცილებელია სიმართლის, სამართლიანობისა და დამნაშავის პასუხისმგებლობის დასადგენად. დაცულობისთვის, შენარჩუნებისა და გამოძიებისთვის მასობრივი სამარხების ეფექტური მართვა და მათთან დაკავშირებული პროცედურები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. სფეროში განსხვავებული აქტორების მხრიდან, არ გვაქვს საერთაშორისოდ აღიარებული საერთო სტანდარტები. პროცესში მონაწილეობითა და კონსულტაციებით პროტოკოლი ამ ჩავარდნას ავსებს. ეს არც აორმაგებს და არც ანაცვლებს უკვე არსებულ დოკუმენტებს პრინციპებისა და პრაქტიკის შესახებ1. ამის ნაცვლად ის გვთავაზობს გამაერთიანებელ ინტერდა ინტრა-დისციპლინარულ მიდგომას მასობრივი სამარხების დაცვისა და გამოძიებისთვის. ის მიჰვება პროცესის საერთო ქრონოლოგიას, რომელშიც მრავალი მეწილე, წესი და მექანიზმი მოდის თანხვედრაში რათა განხორციელდეს სიმართლისა და სამართლის აღსრულება და უზრუნველყოფილ იქნას: (1) საერთაშორისო პროტოკოლი მასობრივი სამარხების დაცვისა და გამოძიებისთვის, რომელიც შეიმუშავეს შესაბამისი ლეგალური პირობებით, აერთიანებს და ერთმანეთთან აკავშირებს ადამიანთა უფლებების საერთაშორისო კანონებს, საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს და, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო სისხლის სამართალს; და

იხილეთ შესაბამისი დოკუმენტების სია დანართ 1-ში..

1

@GraveProtection

massgraveprotection@bournemouth.ac.uk

www.bournemouth.ac.uk/mass-grave-protection

3


(2) აკადემიური კომენტარები პროტოკოლზე, რომელიც ასახავს იმ მოტივებსა და დისკუსიებს, რომლებიც წინ უძღოდა მასში მოცემულ პირობებს. აკადემიური კომენტარები ქვეყნდება ცალკე. იგი აჩვენებს და აფართოებს შეჯიბრებითობის პერსპექტივებსა და საჭიროებებს, რომლებიც აღმოცენდება მასობრივი სამარხების დაცვისა და გამოძიების საქმეში. ამით ისინი წინასწარ საზღვრავენ და თუ საჭიროა, ამცირებენ მის გამოყენებას პრაქტიკაში. მომხმარებლები: პროტოკოლი გამიზნულია მოქმედი სპეციალისტებისთვის, თუმცა მათი გამოყენება არაა შეზღუდული სხვებისთვისაც: სამთავრობო და სახელმწიფო ოფიციალური პირებისთვის, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისთვის, სასამართლოს სისტემაში მომუშავე პირებისთვის, სასამართლო ექსპერტებისთვის, ჯანდაცვის ექსპერტებისთვის, უსაფრთხოების სამსახურისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის.2 გამოყენების სფერო და პროტოკოლის ფორმა: გათვალისწინებულია ყველა შემთხვევა პროტოკოლის გავლენა მასობრივ სამარხებთან დაკავშირებით იზღუდება იმ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება ადამიანთა უფლებების უხეშ დარღვევასა და საშინაო და საერთაშორისო კონფლიქტებს. მიუხედავად ამისა, ეს არ აბრკოლებს პროტოკოლის მიმართებას იმ მასობრივ სამარხებთან, რომლებიც განსხვავებული ვითარების შესაბამისად გაჩნდნენ.3 მასობრივ სამარხში მსხვერპლი შეიძლება იყვნენ მამაკაცები, ქალები ან/და ბავშვები ისინი შეიძლება იყვნენ მოქალაქეები ან/და შეიარაღებული პირები კონფლიქტის ნებისმიერი მხარიდან. პროტოკოლის განხორციელება ხდება პოლიტიკური ან სხვა ნებისმიერი მიკუთვნებულობის განსხვავების მიუხედავად. იგი მიემართება ეროვნულ უმცირესობებს სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, რელიგიისა თუ რწმენის, ასაკის, რასის, ფერის, ენის, ეთნიკურობის, კასტის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ფიზიკური თუ მენტალური შეზღუდულობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საკუთრების, დაბადების, ქორწინების სტატუსის თუ სხვა მიკუთვნებულობის მიუხედავად, რომლებსაც აღიარებს საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები. მასობრივი სამარხების გამოძიების ან ექსჰუმაციაზე საუბრისას არ არსებობს ტერმინები ‘სტანტარტული’ ან ‘ტიპური’. მასობრივი სამარხების გამოძიების საკითხის კონტექსტი მეტად სპეციფიურია. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული ისეთი ფაქტორებით, როგორებიცაა გეოგრაფიული და ადგილობრივი იურისდიქცია, ასევე პოლიტიკური გარემო. შედეგად, ეს პროტოკოლი არაა გამიზნული ინსტრუქციის მისაცემად იმ შემთხვევებისთვის, რომლებიც ითვალისწინებენ ყველა სახის მასობრივი სამარხების ექსჰუმაციის შემთხვევებს. პროტოკოლი უფრო მეტად სთავაზობს გამოძიების პროცესში ჩართულ პირებს მხარდაჭერასა და განსაკუთრებულ მიდგომებს მათი ჩართულობის მთლიანი დროის განმავლობაში, მიმდინარე

მეთოდოლოგია პროტოკოლის შინაარსი განსაზღვრა მოწვეული ექსპერტების გამოცდილებამ და ჩართულობამ, მათ შორის იყვნენ სასამართლო ექსპერტები, გამომძიებლები, მოსამართლეები, პროკურორები, სამართალდამცავები, სამოქალაქო და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. ასევე განაპირობა მასობრივი სამარხების დაცვისა და გამოძიების გამოცდილებამ, ადამიანთა უფლებების, ჰუმანიტარული და/ან სისხლის სამართლის, გეოგრაფიული მრავალფეროვნების საკითხებმა.4 განმარტებები პროტოკოლის დასაცავად ჩვენ შემოგვაქვს შემდეგი სამუშაო განმარტებები: • ტერმინი მასობრივი სამარხი არაა განსაზღვრული საერთაშორისო სამართლით. ის ამ შემთხვევაში აღნიშნავს სამარხში დამარხულ ერთ ან მეტ ადამიანს ან ზედაპირზე მიმოფანტულ ადამიანის სხეულის ნარჩენებს (მათ შორის ჩონჩხებს, მთლიან ან დანაწევრებულ ნარჩენებს). დაღუპულების ან/და მათი სხეულის ნაწილების მდგომარეობა უნდა ქმნიდეს სამართლებრივ საფუძველს გამოძიების დაწყებისა. • დაკარგული ადამიანი ნიშნავს ‘დამიანს, რომელიც დაიკარგა კონფლიქტის, ადამიანის უფლებათა დარღვევის ან/და ორგანიზებული ძალადობის შედეგად.’5 • პროტოკოლის მიხედვით მსხვერპლ ნიშნავს ‘ადამიანებს, რომლებსაც ინდივიდუალურად ან კოლექტიურად მიაყენეს ტკივილი, მათ შორის ფიზიკური, ემოციური ან მენტალური, ეკონომიკური დანაკარგი ან შელახეს მათი ფუნდამენტური უფლებები ისეთი ქმედებებით, რომლებიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოში მოქმედ სისხლის სამართალს, უხეშად არღვევს საერთაშორისო ადამიანთა უფლებების სამართალსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.’6 განმარტება შეთავსებადია საერთაშორისო სამართალთან, რომელიც პროტოკოლში მსხვერპლად მოიაზრებს არა მხოლოდ მასობრივ სამარხში ნაპოვნი ინდივიდების ცხედრებს (‘მთავარი’ ან ‘პირდაპირი’ მსხვერპლი), არამედ მათ ოჯახებს და საჭიროების შემთხვევაში, მათ თემსაც. (‘მეორეული’ ან ‘არაპირდაპირი’ მსხვერპლი). მკაფიოობისთვის ეს პროტოკოლი ასევე ახსენებს ‘ოჯახებს,’ ‘ოჯახის წევრებსა’ და ‘დაზარალებულ ჯგუფებს’ იმ შემთხვევებისთვის, თუ ისინიც დაუკავშირდებიან აღნიშნულ პროცესს.7

ეს შესაძლოა მოიცავდეს საგამოძიებო პროცესის გასაუმჯობესებლად გაჟღერებულ სამოქალაქო პირების ინიციატივებს, რომლებსაც ექნება ავტორიზებული სოციალური ორგანიზაციების მხარდაჭერა. პოლიტიკურმა ინიციატივებმაც შესაძლოა „დააკანონოს“ გადარჩენილების მონაწილეობა გამოძიებისა და ექსჰუმაციის პროცესში. ისინი შესაძლოა არ იყვნენ პროფესიონალი ამ საქმისა, მაგრამ შეუძლიათ წამოიწყონ ექსჰუმაციის პროცესი. მეტი განხილვისვის იხილეთ თანდართული აკადემიური კომენტარები. 3 მაგ, კატასტროფები, მათ შორის ადამიანის ფაქტორით გამოწვეული ან ისეთი სიკვდილი, რომელიც უკავშირდებოდა საზღვარზე ძალის გამოყენებას ან ტრეფიკინგს. 4 ექსპერტების ჩართულობის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ აკადემიურ კომენტარებში. 5 ტერმინი აღებულია პარლამენტთაშორისი გაერთიანებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (2009), დაკარგული ადამიანები სახელმძღვანელოდან პარლამენტარებისთვის, გვ.9 და დაკარგული ადამიანების შესახებ საერთაშორისო კომისიის განკარგულებიდან. მასობრივ სამარხებზე საუბრისას, არ არსებობს დაკარგული პიროვნების განმარტება. აქ შემოთავაზებული განმარტება უფრო ვიწრო კონცეპტუალური ვერსიაა, ვიდრე მისი 2019 წლის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში ნახსენები შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაკარგული ადამიანების განმარტება, რომელიც იმეორებს 2010 წლის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის განმარტებას: ადამიანები, რომლებიც ‘უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ საერთაშორი ან არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად.’ (პარაგრაფი 9). ამავდროულად, ამ შემთხვევაში განმარტება აუცილებლად არ გულისხმობს დაკარგულ მიგრანტებს, რომლებიც შესაბამისი თემისა და პროტოკოლს მიღმა საკითხია. 6 ეს არის კომპოზიტი განმარტება გაეროს ძალაუფლების გადაჭარბებისა და დანაშაულის მსხვერპლთა შესახებ სამართლის ზოგადი პრინციპებიდან, (დანართი A,1,) და გაეროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და სერიოზული დარღვევების შედეგად დაზარალებული პირებისთვის წამლებისა და რეპარაციის შესახებ ზოგადი პრინციპებიდან. (დანართი V, 8,). იგი ასევე ასახავს იძულებით გადაადგილებული პირების დაცვის შესახებ კონვენციის 24(1) მუხლს. 7 როცა გამოიყენება ტერმინები „ოჯახები,“ „ოჯახის წევრები“ ან „დაზარალებული ჯგუფები“, ეს არავითარ შემთხვევაში არ ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ისინი არ არიან მსხვერპლი. ამასთან, მიჩნეულია, რომ ინდივიდუალურად ოჯახი და ჯგუფის წევრები, შესაძლოა, ფართო კონტექსტში იყვნენ პირდაპირი მსხვერპლი მიყენებული ზიანის მიხედვით. ეს უნდა დადასტურდეს მასობრივი სამარხების გამოძიების შედეგად. 2

4

პროცესის ყველა ეტაპზე. ბოლოს, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროტოკოლით გათვალისწინებული მიდგომები შესაძლოა არ მიემართებოს გამოძიების ყველა შემთხვევას. მიუხედავად იმისა, რომ პროტოკოლი განსაზღვრულია უნივერსალური გამოყენებისთვის, მისი ზოგიერთი ასპექტის გამოყენება შესაძლოა ექსპერტმა მიუსადაგოს კონკრეტულ შემთხვევას საჭიროების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, მინიმალურ დონეზეც კი საგამძიებო და სადამცველო სტანდარტები ნებისმიერ სიტუაციას უნდა მიუდგეს სიმართლისა და სამართლიანობის მიზნების მიღწევისათვის, მაგ; მათ უნდა შეძლონ ჩაატარონ ავტორიტეტული კვლევა-გამოძიება.


• ტერმინი ოჯახი, რომელიც არ არის განმარტებული საერთაშორისო სამართლის თანახმად, აქ გამოიყენება საზოგადოებრივი პრაქტიკის კონცეპტად კონკრეტულ კონტექსტში.8 პროტოკოლისთვის მნიშვნელოვანია ოჯახის წევრობის განმარტება. მაგალითად, ნათესაობის საკითხი9, ცხედრის მიმღების სწორი ინფორმაცია და მისი სამართლებრივი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაციის საფუძვლიანობა. ოჯახის წევრობა უნდა განისაზღვროს ადგილი კანონების, წეს-ჩვეულებების მიხედვით და/ან პრაქტიკები. • სასამართლო (მისი თავდაპირველი მნიშვნელობაა ‘ღია სასამართლოში’ ან ‘საჯარო’) მიემართება მეცნიერულ, სამართლებრივ და საზოგადოებრივ სფეროებს და განიხილავს საკითხებს მის სასამართლოში და/ან სხვა იურიდიულ მექანიზმებში წარდგენამდე. პროტოკოლის ფორმატი ეს დოკუმენტი მოიცავს სხვადასხვა ქრონოლოგიურ პროცესს, რომელიც უკავშირდება მასობრივი სამარხის დაცვასა და გამოძიებას. ამასთან იგი მიჰყვება ნორმატიულ მიდგომას და მისი კონტენტი ასახავს საერთაშორისო სამართლებრივი წესებისა და პრინციპების ფუნდამენტს. თითოეული სექცია დაიწყება საერთაშორისო სამართლის10 ნორმებიდან წარმომდგარი მთავარი ნორმატიული პროვიზიებით, რითაც უზრუნველყოფენ პროტოკოლის სამართლებრივ კონტენტს. სამართლებრივი საფუძველი პროტოკოლის საწყისი წერტილი მთლიანობაში არის სახელმწიფოს ძებნისა და გამოძიების ვალდებულება. საერთაშორისო ნორმები ძებნისა და გამოძიების მოვალეობა ადამიანის უფლებათა სამართლის მიხედვით, სახელმწიფოებს აქვთ ძებნისა და გამოძიების მოვალეობა, როცა ინდივიდისა და მისი უსაფრთხოების უფლება დაირღვა. სიცოცხლის უფლება და წამებისა და სხვა სასტიკი მოპყრობის აკრძალვა, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა მოიცავს პროცედურულ მექანიზმებს ეფექტური გამოძიების მოთხოვნისთვის. (სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებების საერთაშორისო პაქტი11, მუხლი 6 და 7). რეგიონალური ადამიანთა უფლებათა სამართლის მიხედვით, გამოძიება აუცილებლად უნდა იყოს დაუყოვნებელი, დამოუკიდებელი, სრულყოფილი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე. მისი მიგნებები უნდა ‘ეფუძნებოდეს ყველა შესაბამისი კომპონენტის სიღრმისეულ, ობიექტურ და მიუკერძოებელ ანალიზს.’12 კონვენცია შეიარაღებული ძალების შედეგად გაუჩინარებული ადამიანების შესახებ13, მუხლი 24(3) მოითხოვს სახელმწიფო მხარისგან, რომ ‘შეასრულოს ყველა ვალდებულება მათი ძებნის,

ადგილმდებარეობის დადგენისა და გაუჩინარებული ადამიანების გამოშვების საქმეში, ხოლო თუ დადგა მათი სიკვდილის ფაქტი, მაშინ მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრის, პატივისცემისა და ცხედრის გადმოსვენების საქმეში.’ ეს გაგრძელებადი ვალდებულებაა, მანამ სანამ გაუჩინარებული ადამიანის ბედის ან/და ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდება (კონვენცია შეიარაღებული ძალების შედეგად გაუჩინარებული ადამიანების შესახებ - ძირითადი პრინციპები,14 პრინციპი 7). საბოლოო ჯამში, ეფექტური გამოძიების ჩატარება არის თავდაპირველი ვალდებულება და არა შედეგებიდან გამომდინარე. 15 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი მოითხოვს მიცვალებულისა (მაგალითად, GCI, მუხლი 15; GCII, მუხლები 18 და 21; GCIV, მუხლი 16, დამატებითი პროტოკოლი I, მუხლი 17(2)) და დაკარგულის (დამატებითი პროტოკოლი I, მუხლი 33(2)) ძებნას16. საერთაშორისო ჰუმანიტარული ჩვეულებითი სამართალი სთავაზობს კონფლიქტის საერთაშორისო თუ შიდა მხარეს, რომ აიღოს ვალდებულება „შესრულებადი ზომების მიღებისა შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაკარგული ადამიანების მოსაძებნად“ (CIHL17 წესები 2006, წესი 117).

მასობრივი სამარხები შესაძლოა მდებარეობდეს ისეთ ადგილებში, რომლის დადგენა ვერ შეძლოს ცუდად განვითარებულმა ან არარსებულმა მექანიზმებმა, გადატვირთულმა სასამართლო სისტემამ, დაუცველობამ და კონკურენტუნარიანმა საჭიროებებმა. ამიტომ არსებობს გაცხადებული მოთხოვნა საშინაო კანონმდებლობისა და ამ თემაზე მომუშავე ინსტიტუტების შესაქმნელად. ასეთი კანონმდებლობისა და ინსტიტუტების არსებობა არის წინაპირობა დაკარგული პიროვნებების საქმეების ეფექტურ გამოძიების წინ წასაწევად.

საერთაშორისო ნორმები: დაკარგული ადამიანების შესახებ კანონმდებლობა და დაკარგული ადამიანების საქმეზე მომუშავე მაღალჩინოსანი კონვენცია შეიარაღებული ძალების შედეგად გაუჩინარებული ადამიანების შესახებ მოითხოვს შესაბამისი მაღალჩინოსნებისგან ჰქონდეთ ყველა იმ ადამიანის შესახებ ჩანაწერი, ვინც დაკარგა თავისი თავისუფლება (მუხლი 17(3)). მათ შესახებ მონაცემები უნდა იყოს კონფიდენციალური და პატივი უნდა სცენ მსხვერპლის პირად ინფორმაციას (კონვენცია შეიარაღებული ძალების შედეგად გაუჩინარებული

8

წჯსკ-ს სამოდელო სამართალი უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე პრაქტიკაში ნერგავს ამ ტერმინს, რომელიც მიემართება შესაბამის შიდა კანონმდებლობას (წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (წჯსკ)(2009), გზამკვლევი პრინციპები/სამოდელო სამართალი დაკარგულ პირებზე, მუხლი 2(2)) (აბრევიატურა წჯსკ-ს სამოდელო სამართლისა დაკარგული პირების შესახებ). 9 მათ შორის გენეტიკურად დაკავშირებულს და ახლო ნათესავს (პუებლო ბელიოს გენოციდი, კოლუმბია, გასამართლება რეპარაციებსა და ღირებულებაზე, ადამიანის უფლებათა ინტერამერიკული სასამართლო, სერია C, No 140 (31 იანვარი, 2006 წელი), პარაგრაფი 273 და 274. 10 ნორმატიული პირობების სია შესაძლებელია მხოლოდ ჩვენებითი იყოს. 11 სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებების საერთაშორისო პაქტი (გამოიცა 1966 წლის 19 დეკემბერს, ძალაში შევიდა 1976 წლის 23 მარტს) 999 UNTS 171 (შემოკლებით სპუსპ). იხილეთ აგრეთვე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის (აუკ), გენერალური კომიტეტის no.36, მუხლი 6 (სიცოცხლის უფლება) CCPR/C/GC/35 (3 სექტემბერი 2019 წელი), პარაგრაფი 58. 12 კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, განაჩენი, ECtHR აპლიკაცია, რიცხ. 8938/07 და 41891/07 (2 მაისი, 2020 წელი), პარაგრაფი 130. 13 კონვენცია შეიარაღებული ძალების შედეგად გაუჩინარებული ადამიანების შესახებ (მიიღეს 2007 წლის 12 იანვარს, ძალაში შევიდა 2010 წლის 23 დეკემბერს) UN Doc A/RES/61/177(20 დეკემბერი, 2006 წ) (შემოკლებით კგჩ) 14 გაეროს შეიარაღებული ძალების შედეგად გაუჩინარებული ადამიანების შესახებ კომიტეტი, ძირითადი პრინციპები გაუჩინარებული ადამიანების ძებნისთვის (8 მაისი, 2019 წ.) UN Doc CED/C/7, პრინციპი 7 (უფრო ვრცლად კგჩ-ძირითადი პრინციპები) 15 და სილვა დიდი ბრიტანეთი წინააღმდეგ, უმაღლესი პალატის განაჩენი, EctHR აპლიკაცია No 5878/08 (30 მარტი, 2016 წ.) გვ.231-238, აძლევს უმაღლეს პალატას შემაჯამებელ ინფორმაციას ეფექტური გამოძიების მოთხოვნებზე. 16 ჟენევის კონვენცია (I) ბრძოლის ველზე დაჭრილი ან დასახიჩრებული შეიარაღებული ძალების მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ (მიიღეს 1949 წლის 12 აგვისტოს) 75 UNTS 31 (შემოკლებით GCI); ჟენევის კონვენცია (II) ზღვაზე გამართული ბრძოლების შედეგად დაჭრილი, დასახიჩრებული ან ჩაძირული შეიარაღებული ძალების მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ (მიიღეს 1949 წლის 12 აგვისტოს) 75 UNTS 85 (შემოკლებით GC II); ჟენევის კონვენცია (IV) ომის დროს სამოქალაქო პირთა დაცვის შესახებ (მიიღეს 1949 წლის 12 აგვისტოს) 75 UNTS 288 (შემოკლებით GC IV); და დამატებითი პროტოკოლი ჟენევის კონვენციაზე 1949 წლის 12 აგვისტოს დათარიღებით საერთაშორისო სამხედრო კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ (პროტოკოლი I) (მიიღეს 1977 წლის 8 ივნისს, ძალაში შევიდა 1979 წლის 7 დეკემბერს) 1125 UNTS 17512 (შემოკლებით დამატებითი პროტოკოლი) 17 ჰენკაერტს ჯ-მ და დოსვალდ-ბეკ ლ. (2006) საერთაშორისო ჰუმანიტარული ჩვეულებითი სამართალი, გამოცემა I: წესები (შემოკლებით CIHL წესები).

5


ადამიანების შესახებ - ძირითადი პრინციპი, 11(8)). აღნიშნული მაღალჩინოსანმა დაკარგული ადამიანების ადგილმდებარეობის დასადგენად (ბოსნიური კანონმდებლობა დაკარგული პირების შესახებ18, მუხლი 7, იხ. აგრეთვე კონვენცია შეიარაღებული ძალების შედეგად გაუჩინარებული ადამიანების შესახებ ძირითადი პრინციპები 12(1) და 12(3)) მოწვეულ ექსპერტებთან ერთად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მასობრივი სამარხების დაცვის, გამოძიებისა და ადამიანთა ცხედრების აღდგენის საქმეში. ასევე მისი მხრიდან უზრუნველყოფილ უნდა იქნას მიკვლევაზე თხოვნის მისაღები უსაფრთხო მექანიზმები (ICRC-ის კანონი დაკარგული პირების შესახებ,19 მუხლი 12 და 12(3)) და შექმნას უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რეესტრი და შეაგროვოს მასთან დაკავშირებული ინფორმაცია. გაეროს უშიშროების საბჭოს 2019 წლის რეზოლუცია ხაზს უსვამს საჭიროებას კანონმდებლობის ამოქმედების შესახებ (UNSC 247420 გვერდი 2) უგზოუკვლოდ დაკარგულთა საკითხის საპასუხოდ. კანონდმებლობა უნდა იყოს არადიკსრიმინაციული, რაც უზრუნველყოფს ყვლა პირის მაქსიმალურად დაცვას, გამოძიებას და იდენტიფიკაციას.

მიუხედავად იმისა, რომ სახელწმიფო ორგანოებს ყოველთვის არ გააჩნიათ წინასწარ ჩამოყალიბებული სტრუქტურები მასობრივი სამარხების პრობლემის განსაკუთრებული გარემოებების მოსაგვარებლად კონფლიქტამდე, ადამიანის უფლებების ბოროტად გამოყენებამდე, ან კატასრობამდე, მაინც არსებობს გარკვეული მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო დაზარალებული ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით, რომლის დროსაც პროცესები რეგულირდება კანონებითა და კანონმდებლობით.21 თუ საერთაშორისო იურიდიულ მანდატს არ მიენიჭა უფრო მაღალი მდგომარეობა, ამ სამართლებრივი წესების პატივისცემა და დაცვა გავრცელდება ყველა მოქმედ პირზე. ისინი იმუშავებენ და განკარგავენ საკითხებს, თუ ვის აქვს უფლება მოძებნოს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირები, მოითხოვოს მასიური სამარხების გამოკვლევა და უკარნახოს მხარეს ცხედრის დაბრუნებაზე.

გაფრთხილება მასიური სამარხების დაცვისა და გამოძიების შესახებ ლეგალური უფლებების არსებობის მიუხედავად, მასობრივი საფლავის გამოძიება წარმოადგენს მნიშნველოვან საკითხს და არა მისი შედეგები (ე.ი. მაქსიმალური ძალისხმევა და დამოკიდებულება არსებულ რესურსებზე). მასობრივი საფლავის გამოძიება, როგორც წესი, ძალზე რთული, ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესია, რაც მოითხოვს მნიშვნელოვან დაგეგმვას, კოორდინაციას, რესურსებს, ოფიციალურ ავტორიზაციას და პოლიტიკურ ნებას. გამოძიებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მრავალ დაინტერესებულ მხარეზე, მათ შორის, გადარჩენილ ინდივიდებსა და ოჯახებზე, მაგრამ ის მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. მოწმეები; მსხვერპლთა ჯგუფები; დაზარალებული თემები; სპეციალური სააგენტოები; არასამთავრობო ორგანიზაციები; ადგილობრივი, რეგიონული და ეროვნული ხელისუფლების ორგანოები და სახელმწიფო უწყებები; და საერთაშორისო სუბიექტები, როგორიცაა გაეროს საგამოძიებო კომისია და საერთაშორისო ორგანიზაციები. შედეგად, წარმოდგენილი იქნება ფართო სპექტრი ინდივიდებისა, კოლექტივებისა და საზოგადოებრივი ინტერესებისა და საჭიროებების, რომლებიც შესაძლოა არ იყოს თავსებადი ან ადვილად შეჯერებადი. გარდა ამისა, მნიშნველოვანი მასშტაბის სიტუაციებში შეიძლება შეუძლებელიც კი იყოს თითოეული მსხვერპლისა და ცხედრის გამოყვანა, იდენტიფიცირება, ქვეყნიდან სამშობლოში დაბრუნება და ამან შესაძლოა გავლენა

ოპერაციული პრინციპების სრული შემოწმება მასობრივი სამარხების დაცვასა და გამოკვლევაში ამ პროტოკოლში მითითებული ფაქტორების გარდა, რომლებიც მოქმედებს დაცვისა და გამოძიების პროცესის სხვადასხვა ეტაპზე, არსებობს მთელი რიგი პრინციპები, რომლებმაც უნდა აცნობონ და წარმართონ პროცესი (პროცესები) მთლიანად, ყველა ეტაპზე მოქმედი პირის მიმართ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. რაც გამოყოფილად ჩამოთვლილია ქვემოთ, ისინი პრაქტიკულად ურთიერთდაკავშირებულია. (1) არ მიაყენოთ ზიანი ‘ზიანს ნუ მიაყენებთ’ მიდგომა საფუძვლად უდევს ყველა სხვა საოპერაციო პრინციპს და საჭიროებს იმ პოტენციური გზის (გზების) გაგებას, რომლებშიც მასობრივი გამოძიების არსებობამ და ჩატარებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ფართო კონტექსტზე და გარემოზე, ამასთანავე, დააჩქაროს მოცემული საკითხის დაფასების პროცესი და რაც მთავარია, სადაც უარყოფითი შედეგი შეიძლება იქნას აცილებული ან/ და შემსუბუქებული იქ იქნას შესაბამისი ზომები მიღებული. როგორც ადამიანის უფლებების, კონფლიქტისა და კონფლიქტის შემდგომ გარემოში ჩარევა, ასეთი ოპერაციები არსებითად შედის მათი მოქმედების კონტექსტის ფართო დინამიკაში. საზოგადოებებში შეიძლება განხორციელდეს სწრაფი სოციალური ცვლილებები, რაც შეიძლება მოიცავდეს სოციალურ და ძალაუფლების სტრუქტურებში გადინების გარკვეულ დონეს და სოციალური ნორმების აღდგენას. ‘ზიანს ნუ მიაყენებ’ პრინციპი ამ გარემოებებში აქტიურად შეეცდება თავიდან აიცილოს არსებული სტრუქტურები და ურთიერთობები, რომლებიც არსებითია მშვიდობის შენარჩუნებისა და საზოგადოების თანაარსებობისთვის. ის ასევე უნდა შეეცადოს თავიდან აიცილოს უთანასწორობის, მიკერძოებულობის ან ფავორიტიზმის აღქმა, მათ შორის სტატუსთან და რესურსებთან მიმართებაში, ან არსებული უთანასწორობის განმტკიცება, მათ შორის სქესთან მიმართებაში. აღნიშნული მოიცავს კულტურული მგრძნობელობისა და ნორმების მკაფიო პატივისცემას და სადაც შესაძლებელია, მათი დაცვა უნდა მოხდეს მსხვერპლთა ან/და მათი ოჯახის წევრების რელიგიური მრწამსის დაცვის გზით, რამაც გავლენა არ უნდა მოახდინოს ეფექტური გამოძიების პროცესზე. (2) ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოება საგამოძიებო ჯგუფის, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების, მოწმეებისა და გამოძიებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა მხარის ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოება ყველაზე პრიორიტეტულია. მსხვერპლისა და მათი ოჯახის უსაფრთხოება, ღირსება, პირადი ცხოვრების დაცვა და კეთილდღეობა უნდა დარჩეს თითოეული მხარის მთავარ საზრუნავად. მსგავსი პროცესების გატარებას შესაძლოა დასჭირდეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა სახის მხარდაჭერა, მათ შორის სათანადო მიმართვების გაკეთება და გათვალისწინებული მიდგომების მიღება, პოტენციურად ტრავმირებულ პირებთან ინტერვიუს ჩაწერისას. გარდა ამისა, საჭიროა სპეციალური ზომების მიღება გუნდის წევრებზე სხვადასხვა სახის ტრავმისა და უარყოფითი ემოციური ზემოქმედების შესამცირებლად.23

ბოსნია და ჰერცეგოვინა: კანონი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ (2004 წლის 21 ოქტომბერი), ბოსნია და ჰერცეგოვინის ოფიციალური გაზეთი 50/04. ICRC-ის სამოდელო კანონი დაკარგულ პირთა შესახებ. 20 გაეროს უშიშროების საბჭოს, 2019 წლის 11 ივნისის რეზოლუცია 2474, გაეროს დოკუმენტი S / RES.2474. 21 იხილეთ, მაგალითად, ინტერპოლის (2018) კატასტროფის შედეგად დაზარალებულთა იდენტიფიკაციის სახელმძღვანელო, ნაწილი B, დანართი 1, ნაწილი 4.1. 22 ქვემოთ, ძირითად პრინციპებში, მოცემული ოქმის C ნაწილში უფრო დეტალურადაა განხილული ოჯახთან და საზოგადოებასთან კავშირის საკითხები, მოლოდინის მენეჯმენტის ჩათვლით. 23 მაგალითად, იხილეთ ადამიანის უფლებების მონიტორინგის შესახებ OHCHR სახელმღვანელოს მე-12 თავი, რომელიც შეიცავს დეტალურ მითითებებს ტავმირებულ პირებთან გასაუბრებისა და თვითმოვლის შესახებ. 18

19

6

იქონიოს დაკარგულთა და დაზარალებულთა ოჯახებზე. მსგავსმა ფაქტმა ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს სამართლიანობის აღქმაზე და სამართლიანობის მოპოვების ღონისძიებებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, სადაც ექსჰუმაცია წარმოადგენს სასამართლო პროცესის ასპექტს.22


ასევე უნდა შემუშავდეს დაცვის სპეციალური სტრატეგიები და ღონისძიებები. საჭიროა საზოგადოებაში არსებული დაცვის ნორმების შესახებ ცნობიერების ამაღლება, რათა ისეთ ადგილებში, სადაც მოქმედი უსაფრთხოების ზომები იძლევა ნებას, მსხვერპლის ოჯახებსა და სავარაუდო მოწმეებთან დაკავშირებული დაცვის ზომების კონკრეტული შინაარსი შესაძლოა საზოგადოების საკუთრებაში იქნას გადაცემული. პირებმა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ნებისმიერი სახის საგამომძიებლო პროცესში, უნდა გაითვალისწინონ შესაბამისი უსაფრთხოების ზომების შინაარსი, მათ შორის, დაცვის რეჟიმის ნებისმიერი შეზღუდვა, რათა ნებისმიერი სახის ჩართულობა დაეყრდნოს ინფორმირებულ გადაწყვეტილებას. მსხვერპლის ღირსების პატივისცემა მოიცავს ადამიანის ნეშტის პატივისცემითა და ფრთხილად დამუშავებას. უსაფრთხოების საკითხი ყოველთვის უნდა წარმოადგენდეს გადახედვის საკითხს.

(3) დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა არადისკრიმინაციული და აპარტიული მიდგომა უნდა არსებობდეს ყველასთვის.24 იმისათვის, რომ გამოძიების პროცესი აღქმულ იქნას ლეგიტიმურად დაზარალებული ჯგუფის თვალში და ამან განაპირობოს ამავე ჯგუფის ჩართულობა და მხარდაჭერა კანონის აღსრულების საქმეში, საგამოძიებო ჯგუფმა არა მხოლოდ უნდა იხელმძღვანელონ დამოუკიდებლობისა და აპარტიულობის ცნებებით, არამედ მას აუცილებლად მიჰყვნენ პრაქტიკაში. რამდენადაც შესაძლებელია საგამოძიებო გუნდებმა უნდა ეცადონ თავიდან აიცილონ, შეზღუდონ ან შეასუსტონ ისეთი სიტუაციები, რომლებშიც პროცესი შესაძლოა დაზიანდეს პოლიტიკური, რელიგიური ან ეთნიკური მიკერძოებულობის გამო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მასობრივი სამარხები გვხვდება დაძაბულ პოლიტიკურ ან/და კულტურულ კონტექსტში, რომელიც შესაძლოა გრძელდებოდეს გამოძიების პარალელურადაც. შედეგად, საგამოძიებო ჯგუფებმა უნდა იცოდნენ, რომ კონკრეტული საფლავის ექსჰუმაციის პროცესმა შესაძლოა სათავე დაუდოს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მიკერძოებულობის აღქმას. (4) კონფიდენციალურობა ნდობის გაჩენის მომენტში კრიტიკული მნიშვნელობა შესაძლოა ჰქონდეს ადამიანის პირადი დეტალების შესახებ კონფიდენციალობის გარანტიისა და პატივისცემის ჩვენებას. იგივე შეიძლება ითქვას დაზარალებული ადამიანების ოჯახების უსაფრთხოებაზე. ეს დაეხმარება უკვე არსებული მასიური სამარხების ადგილმდებარეობების აღრიცხვაში, მათი დაკარგული ნათესავების იდენტობის დადგენასა და ამ ადამიანების მონაცემებით (მათ შორის დნმ-ის) მომარაგებაში. უნდა დადგინდეს კონფიდენციალურობის ყველა პროცედურა და იგი უნდა გაანალიზოს და გაიგოს საგამოძებო გუნდის ყველა წევრმა. კონფიდენციალურობის ყველა პროცედურა უნდა ემთხვეოდეს ეროვნულ ინტერესებს, უნდა მოხდეს მისი გაცნობა დაზარალებული ჯგუფებისთვის და უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი. დაკარგული ადამიანების ოჯახები და ადგილობრივი თემის სხვა წევრებიც უნდა აცნობიერებდნენ კონფიდენციალურობის პროცედურების ლიმიტებს. როცა იდენტიფიკაციის ან/და საგამოძიებო პროცესები იწვევენ მონაცემთა გაზიარების საჭიროებას ან ვალდებულებას, მისი პროცესი, შინაარსი და მიზანი უნდა გახდეს ხელმისაწვდომი დაწყების ეტაპზევე. მონაცემების გაზიარება შეიძლება მოხდეს იმ პირებისთვის, რომელთა ჩართულობაც დაასრულებს ექსჰუმაციის პროცესს წარმატებით. ასევე მათი ჩართულობისთვის საჭიროა პროცესში მონაწილე პირების თანხმობაც.

(5) გამჭვირვალობა გამოძიების, ექსჰუმაციის, იდენტიფიკაციის და ცხედრების დაბრუნების პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე მასში ჩართული ყველა მხარისთვის, მათი ოჯახებისა და საზოგადოებისთვის. გამჭვირვალობა უზრუნველყოფს საზოგადოების მხრიდან პროცესისთვის თვალის მიდევნებასა და მხარდაჭერას. გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ფორმალური პროცედურებისა და პროტოკოლების ჩამოყალიბება წინ გადადგმული ნაბიჯია პროცესის წარმატების დასასრულებლად. როდესაც ექსპერტ-პრაქტიკოსები არიან საკანონმდებლო/ მარეგულირებელი ორგანოების წევრები, უნდა გახდეს ხელმისაწვდომი ის კრიტერიუმები, რომლებითაც აღნიშნული ორგანოები ამ პირებს ანიჭებენ კომპეტენციას პროცესებში მონაწილეობისთვის. ეს გამჭვირვალობა მიზნად ისახავს საზოგადოებისა და ოჯახის წევრების ჩართულობას, ექსპერტ-პრაქტიკოსების მიმართ სანდოობის გაჩენას. საჭიროების შემთხვევაში სამეცნიერო ლაბორატორიებისთვის შესაძლებელი იქნება სპეციალური აკრედიტაციის მიღება ადამიანის სხეულის ნაწილების კვლევის პროცესისთვის, რომელშიც შესაძლებელი იქნება ლაბორატორიაში არსებული სამეცნიერო, ტექნიკური და ადმინისტრაციული პროცედურების განხორციელებაც. შეზღუდვაზე დაწესებული ნებისმიერი ლიმიტი უნდა იყოს გამართლებული, უნდა ეთანხმებოდეს მსხვერპლის და მათი ოჯახების ღირსებას, კონფიდენციალობასა და უფლებებს, უნდა გააჩნდეს სამართლებრივი მიზანი, მათ შორის პროცესში მონაწილე ან პოტენციურად მონაწილე პირების უსაფრთხოება. (6) კომუნიკაცია საკომუნიკაციო სტრატეგიებისა და არხების (მათ შორის სოციალური ქსელის) ადრეული ჩამოყალიბება და შენარჩუნება დაზარალებულ თემთან, მედიასთან და საზოგადოებასთან საურთიერთობოდ არის აუცილებელი გზა სიმართლის, კეთილი ნებისა და პროცესის ლეგიტიმაციის რეალიზების გზა. ეს საშუალებას იძლევა საქმეში ეფექტურად განხორციელდეს სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები, მათ შორის სამარხების ადგილებისა და დაკარგული პირების შესახებ ინფორმაციის რეპორტინგი, ასევე იდენტიფიკაციისა და საგამოძიებო პროცესებში ჩართულობა. გასაგები და უწყვეტი კომუნიკაცია ასევე საშუალებას იძლევა პლატფორმა გახდეს უფრო გამჭვირვალე. საკომუნიკაციო სტრატეგიებმა უნდა იდეალურად გაითვალისწინოს და დააორგანიზოს ორმხრივად მომდინარე ინფორმაცია, უნდა ხდებოდეს მისი განახლება რეგულარულად. (7) რეალისტური მოლოდინები დაკარგულების ოჯახის წევრებს შესაძლოა დიდი იმედები ჰქონდეთ, რომ მათთვის საყვარელ ადამიანს იპოვიან, დაუბრუნდებათ მათი ცხედარი და შედგება მათი ხსოვნის ცერემონიალი. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში ყოველთვის არაა შესაძლებელი ადამიანის ცხედრის სრული იდენტიფიკაცია. მოლოდინები უნდა არსებობდეს იმხელა, რამდენადაც იგი უნდა განაპირობებდეს ჩართულობის გრძელვადიანობას და ექსჰუმაციის პროცესის მხარდაჭერას. გართულებები შეიძლება წარმოიქმნას მაშინ, როდესაც ჩადენილმა საშინელებებმა მიაღწია მნიშვნელოვან წერტილს, როდესაც არსებობს მრავალი მასიური სამარხი ან დაკარგული ადამიანი, როდესაც სამარხები აღმოუჩენელია ან/და შეზღუდულია ექსჰუმაციის ან/და იდენტიფიკაციის პროცესისთვის საჭირო რესურსები. მასობრივი სამარხების დაცვისა და გამოძიების პროცესში მონაწილე ყველა მხარემ უნდა თავიდან აიცილოს ისეთ ოჯახებთან კომუნიკაციის დამყარება, რომელთა შენარჩუნება რთული იქნება.

24

ამას შესაძლოა მოჰყვეს კონკრეტული საქმის მსვლელობის დროს სხვადასხვა მიდგომის დანერგვა, მაგალითად, ქალების, მოხუცების, ტრამვირებული ინდივიდების ან/და ბავშვების შემთხვევაში, როცა არის შანსი არსებობდეს ფაქტობრივი უთანასწორობა ან გართულებები კონკრეტულ შემთხვევებში.

7


A. აღმოჩენა და უსაფრთხო რეპორტინგი საერთაშორისო ნორმები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, CED საჭიროებს უფლებების შესახებ სახელმწიფოს შიგნით იმპლემენტაციას, რათა ინდივიდისთვის, რომელიც იტყობინება ძალის გამოყენების შედეგად გაუჩინარებული ადამიანების შესახებ, გარანტირებული ჰქონდეს შესაბამის უწყებებთან ფაქტების წარდგენის უფლება და ამავდროულად დაცული იყოს მისი უსაფრთხოება. (CED მუხლი 12(1)). ფორმალური საჩივრის გარეშეც კი თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი ჰქონდა ძალდატანებით გაუჩინარებას, შესაბამისი უწყებები ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება (CED, მუხლი 12(2)). საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა აუცილებლად უნდა ჩაიწერონ ყველა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია ცხედრის დაკრძალვამდე და უნდა მონიშნონ საფლავის ადგილმდებარეობა (CIHL წესები, წესი 116, GCIV, მუხლი 130).

მასობრივი სამარხის გამოძიების ინიციატივა შესაძლოა დამოკიდებული იყოს მასობრივი სამარხის არსებობის შესახებ გაჟღერებულ ეჭვზე, რომლის შესახებაც შესაბამის უწყებებს აქვთ ინფორმაცია. საშინაო სისტემებმა შესაძლოა ბიძგი მისცენ რეპორტინგის ვალდებულებასაც.25 მიუხედავად ამისა, მსგავსი რეპორტები ყოველთვის არაა რეალისტური, განსაკუთრებით მაშინ როცა „ინფორმატორი“ (რომელიც შეიძლება იყოს ან არ იყოს დაკარგული ადამიანის ნათესავი) ამჯობინებს დარჩეს ანონიმურად შესაბამისი უწყებებისთვის.

უსაფრთხო მოხსენება: შესაბამისი უწყებებისთვის შეტყობინება აუცილებელია იყოს უსაფრთხო პროცესი.26 ინდივიდები ან სააგენტოები შესაძლოა პირველები იყვნენ, ვინც აღმოაჩენენ ან გაიგებენ ჭორებს მასობრივი სამარხის არსებობის შესახებ. მოხსენებამ უნდა მოიცვას ან გამოიწვიოს საეჭვო მასობრივი სამარხის ადგილმდებარეობის შესახებ ჩანაწერების ზრდა. ამის მიღწევა შესაძლებელია გეომატიკური მომსახურებით და ინსტრუმენტებით, რომლებიც კოორდინატების საშუალებით აზუსტებენ სამარხის ადგილს. ასეთი ინსტრუენტებია: • გლობალური პოზიციონირების სისტემა (ჯი-პი-ეს) ან სამხედრო საკოორდინაციო სიბრტყის საცნობარო სისტემა (ემ-ჯი-არ-ეს); • რუკები მობილურ ტელეფონზე; • მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოებიდან აღებული ვიკიინფორმაცია. ადგილის შესახებ დოკემნტაციის მოსამზადებელი სამუშაოები შესაძლებელია მოიცავდნენ: • ფოტოები; • ვიდეო-ჩანაწერი; • შემთხვევის ადგილის წერილობითი ან აუდიო აღწერა; • ნახატი ან იდენტიფიკაცია რუკაზე.

B. დაცვა საერთაშორისო ნორმები ეფექტური გამოძიების ჩასატარებლად, მათ შორის ადგილზე სამხილების ერთად თავმოყრისთვის, აუცილებელია, რომ მასობრივი სამარხი არ არის შელახული ან დაზიანებული მესამე მხარის მიერ (მათ შორის შემტყობინებლის მხრიდან). CED მუხლი 12(3) ბრძანებს, რომ სახელმწიფო მოხელეების აქვთ „ძალაუფლება და რესურსები გამოძიების ეფექტურად ჩასატარებლად, მათ შორის აქვთ წვდომა დოკუმენტაციასა და სხვა ინფორმაციაზე რომელიც ხელს შეუწყობს საგამოძიებო პროცესს“ (ხაზგასმით) ადამიანის უფლებათა სამართალი ყურადღებას ამახვილებს გამოძიებაზე და მოუწოდებს ‘შესაბამის უწყებებს აუცილებლად გადადგან სამხილების დასაცავად.’28 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, მუხლი 34(2) (b)დამატებითი პროტოკოლი I მოითხოვს სამარხის ადგილმდებარეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამასთან არსებობს საჭიროება „ყველა ზომის მისაღებად, რათა ცხედარი დაცული იყოს უდიერად მოპყრობისგან.“ მისი წაბილწვა ან დამახინჯება კატეგორიულად აკრძალულია (CIHL წესები, წესი 113, ICC ST. მუხლი 8(2)(b)(xxi) და29 8(2)(c)(ii) როგორც ომის დანაშაული); აუცილებელია ცხედრის პატივისცემით მოპყრობა და მისი საფლავის შენარჩუნება (წესი 115). მიცვალებულის გაქურდვა, მათ შორის ძალადობის არარსებობის შემთხვევაშიც, დანაშაულია.30 ადგილის დაცვა არის უპირველესი მოვალეობა ცხედრების და სამხილის შენარჩუნებისა და გამოკვლევისთვის, მაგრამ ამავდროულად უნდა მიექცეს ყურადღება მასობრივი სამარხის მიმართ გაზრდილ ინტერესს, რომელმაც ზრდის შანსს სამხილების დაზიანების. არაპროფესიონალურმა ექსჰუმაციამ შესაძლოა გამოიწვიოს დისონანსი, სამხილების არასრული შეგროვება, რომელიც აუცილებელი იქნებოდა იდენტიფიკაციის პროცესის ან/ და საგამოძიებო მიზნებისთვის, შესაბამისი სტანდარტების დაუკმაყოფილება და უკვე გაზრდილ დაზარალებულთა რაოდენობის უფრო მეტად დაზარალება. სხეულების შეუსაბამო აღდგენის პროცესმა შესაძლოა არ დაიმსახუროს პატივისცემა საზოგადოების თვალში და ოჯახს მიაყენოს ტრავმა. უსაფრთხოების ზომების დაცვა უზრუნველყოფს არაავტორიზებული გრაფიკული ან არაეთიკური ფოტოების გადაღებას, რომლებიც შემდგომ შესაძლოა გავრცელდეს.

იხილეთ, მაგალითად, ერაყის კანონი NO.13, 2015 წ. მასობრივი სამარხების საქმეთა და მათი დაცვის კანონი, შესწორება No.5, 2006 წ, მასობრივი სამარხების დაცვა, მუხლი 9. მსგავსად, ბოსნია-ჰერცეგოვინის 2003 წლის სისხლის სამართალი 231ა მუხლის მიხედვით კრჩძალავს მასობრივი სამარხის შესახებ შეუტყობინებლობას, რაც ისჯება პატიმრობით (ბოსნია-ჰერცეგოვინა: სისხლის სამართალი (2003 წლის 27 ივნისი), ბოსნიაჰერცეგოვინის ოფიციალური გაზეთი 37/03). 26 ICMP, მაგალითად, სთავაზობს ონლაინ გამოკვლევის ცენტრს და მისი ადგილმდებარეობის დამდგენის მეშვეობით ნებისმიერს შეუძლია განაცხადოს მისი საშუალებით. 27 გლობალურ უფლებათა დაცვა (2016), ზოგადი საგამოძიებო სტანდარტები პირველი თვითმხილველისთვის საერთაშორისო დონის დანაშაულებებში. 28 ტრესკავიცია ხორვატიის წინააღმდეგ, განაჩენი, EctHR საქმე No.32036/13 (2016 წლის 12 აპრილი), პარაგრაფი 60. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოიცავს სასამართლო სამხილსაც. ინფორმაცია ადგილზე შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულის არსებობის შემთხვევაში მოქმედების შესახებ ნახსენებია 2011 წლის ცნობარში, საერთაშორისო კრიმინალური საგამოძიებო პროცესის დახმარების ნაწილში, სექცია 7.1, დანაშაულის ადგილის უსაფრთხოება, გვ.65 მინესოტას პროტოკოლის მიხედვით, „დანაშაულის ადგილი უნდა იყოს დაცული ამის პირველივე შესაძლებლობისთანავე და არააკრედიტირებული სტაფი ადგილზე არ უნდა დაიშვას“ (გვ.14, პარაგრაფი 59). 29 საერთაშორისო დანაშაულებათა სასამართლოს რომაული კანონმდებლობითი აქტი (მიიღეს 1998 წლის 17 ივლისს, ძალაში შევიდა 2002 წლის 1 ივლისს) 2187 UNTS 3 (შემოკლებითICC St.) 30 Pohl et al. ამერიკის სამხედრო ტრიბუნალი ნიურმბერგში (1947 წლის 3 ნოემბერი) 25

8

მისი შედგენა შეუძლიათ პირველ თვითმხილველებს ან ადგილობრივებს, ვინც შენიშნავს სამარხების პოტენციურ ადგილმდებარეობას.27 ამას უნდა მოჰყვეს საგამოძიებო სააგენტოების/სახელმწიფო უწყებების მხრიდან სიტუაციის დაუყოვნებელი შეფასება. დოკუმენტაციის შედგენისას შესაძლოა დახმარება გაწიოს ისეთი აღჭურვილობის გამოყენებამ, როგორიცაა დრონები, სატელიტი ან სხვა არაინვაზიური სკანირების ტექნოლოგიები.


უსაფრთხოების ზომების დაცვა ასევე იცავს ადამიანთა ცხედრებს დაბინძურების, წაბილწვის, ქურდობის, დანაგვიანებისა და სხვა ადგილას გადატანისგან, როდესაც დამნაშავე ცდილობს მისი ადგილმდებარეობის წაშლას. ტერიტორიაზე დაუშვებელმა მოძრაობამ ანდა ნებისმიერმა ჩარევამ შესაძლებელია წარმოქმნას დანაშაულის პრეცენდენტი.31 დაცვის ეფექტური რეჟიმის წინაპირობები: • განაცხადების ვერიფიკაცია და სამხილების ტრიანგულაცია სხვა მასალებთან. • მასობრივი სამარხების რუკაზე ადგილმდებარეობის განსაზღვრა და დოკუმენტაციის მომზადება მათი მასშტაბურობაისა და ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით. აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯები შესაძლოა მოიცავდეს:

• ადგილის დაცვა და შესვლაზე შეზღუდვა: ადგილზე შესვლას უნდა სჭირდებოდეს სპეციალური ნებართვა32 და ეს წესი უნდა იყოს შენარჩუნებული. ამას შესაძლოა დასჭირდეს ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს შორის მჭიდრო ურთიერთობა და პრაქტიკაში თანხმობის მიცემა. ადგილზე შეღწევადობაზე გავლენა შესაძლოა მოახდინოს ახლოს მდებარე კულტურულად მნიშვნელოვანმა ძეგლებმა, გეოგრაფიულმა ფაქტორებმა და კონტროლმა. ადგილზე არსებულ აურიდებელ საფრთხეებში შეიძლება მოიაზრებოდეს აუფეთქებელი საარტილერიო იარაღი და დამაბინძურებელი შენაერთები. • დაცვის მექანიზმები შესაძლოა მოიცავდეს: გარე პერიმეტრის შემოსაზღვრას; ზედაპირის ჰორიზონტალური დაფარვას ნარჩენების დასაცავად და უსაფრთხოების სამსახურის ადგილზე მობილიზებას. მსგავსი გაზომვები დამოკიდებულია აღმოჩენასა და გამოძიებას შორის დროის სხვაობაზე, ადგილობრივ კონტექსტსა და ადგილის დაუცველობაზე (მაგ; ელემენტების გამოყოფა). ადგილის დაცვამ შესაძლოა მოითხოვოს მათი დაცვაც, ვინც ამ ადგილს იცავს, საზოგადოების ფართო წინააღმდეგობრივი აზრიდან გამომდინარე. • ფიზიკური შეღწევადობა ყოველთვის არ შეიძლება იყოს შესაძლებელი.მაგალითად, როდესაც გამომძიებელს არ შეუძლია ქვეყანაში შეღწევა. ადგილს მიღმა მონიტორინგის ერთადერთი დამცავი საშუალება შესაძლოა იყოს ადგილზე სატელიტით დაკვირვება. ადგილის დაცვა აუცილებელია, მიუხედავად იმისა, დაზიანებულია იგი თუ არა.

C. გამოძიება საერთაშორისო ნორმები ადამიანის უფლებათა სამართლის მიხედვით ეფექტური გამოძიების ჩატარება ნიშნავს იმას, რომ გამოძიება იქნება დამოუკიდებელი და ადეკვატური. (მაგალითად, CED მუხლი 12) მას უნდა შეეძლოს ფაქტების განსაზღვრა და პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება33 ეს მოიცავს სასამართლო სამხილებისა და აუტოფსიის სრულ დაცვას, სწორ ჩანაწერებსა და სიკვდილის მიზეზისა თუ დაზიანებების გამომწვევი მიზეზების დამოუკიდებელ ანალიზს.34 გამოძიებას უნდა აუცილებლად ჰქონდეს საკმარისი ავტორიტეტი ინფორმაციის შესანახად და შესაბამისი პირებისგან პასუხისმგებლობის აღებისა. ის უნდა ჩატარდეს დაუყოვნებლივ; მთლიანობაში, ეს არის გამოძიების35 გრძელვადიანი ვალდებულება.36 ადამიანის უფლებათა ინტერამერიკული სასამართლო ხაზს უსვამს გამოძიების საჭიროებას უფრო ფართო კონტექსტისა და მოვლენის ირგვლივ37 არსებული კომპლექსურობის დასადგენად. უნდა მიიღწეს ‘ყველაზე სრული ისტორიული სიმართლე, მათ შორის დადგინდეს, თუ ჰქონდა ადგილი კოლექტიურ ქმედებას’.38 მისი თქმით, მას თან გასდევს სიმართლის ცოდნის უფლება. (მაგალითად, CED მუხლი 24(2)). CED უფრო აკონკრეტებს მუხლ 12(4)-ში იმას, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა „მიიღონ სათანადო ზომები გამოძიების ხელისშემშლელი ფაქტორების თავიდან აცილების პროცესში.“ საჭიროების შემთხვევაში ამან შესაძლოა მოიცვას საერთაშორისო თანამშრომლობა სახელმწიფოებსა და შესაბამის სააგენტოებს შორის (CED-გზამკვლევი პრინციპები, პრინციპი 3(4)). წმინდად ჰუმანიტარული მიზნების მისაღწევი საგამოძიებო პროცესები შესაძლოა ‘არ აღმოჩნდეს ეფექტური საგამოძიებო სტანდარტებთან თანხვედრაში’, როგორც ამას ითხოვს ევროპული კონვენცია მუხლი 2-ით.39 Orentlicher-ის პრინციპების მიხედვით40; ‘მსხვერპლებს და მათ ოჯახებს აქვთ ხელშეუვალი უფლება იცოდნენ სიმართლე, მიუხედავად იმისა, არღვევს იგი თუ არა სამართლებრივ პროცედურებს. მათ უნდა იცოდნენ თუ რა პირობებში მოხდა ძალადობა, რა მოვლენის დროს დადგა სიკვდილი ან გაუჩინარება.’ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად, ოჯახებს უფლება აქვთ ინფორმირებულები იყვნენ თავიანთი ოჯახის წევრების შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაციით და მოცემული სახიის ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ სახელმწიფოს (I დამატებითი ოქმის 32-ე მუხლი). CIHL წესების 117-ე წესი გულისხმობს, რომ როგორც საერთაშორისო, ისე არასაერთაშორისო სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტის დროს, კონფლიქტის მხარეებმა ‘უნდა მიიღონ ყველა

იხილეთ, მაგალითად, ერაყის კანონმდებლობა No.13, 2015, მასობრივი სამარხების საქმეთა და მათი დაცვის კანონი, დამატებითი კანონი No.5, 2006, მასობრივი სამარხების დაცვა. 32 “გაუჩინარებული ადამიანების ძებნის შესახებ 2019 წლის პრინციპების პრინციპი 10(3) მოითხოვს შესაბამისი უწყებების შეუზღვუდავ წვდომას, მათ შორის ‘ისეთი ძალაუფლების მიცემას, რომელიც მოიცავს ადგილზე დაუგეგმავ გამოცხადებას, მათ შორის სამხედრო და საპოლიციო დანაყოფებთან ერთად.’ საჭიროების შემთხვევაში ეს მოიცავს ადგილმდებარეობის დაცვას კვლევითი მიზნებისთვის; (ibid). 33 კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, განაჩენი, EctHR საქმე No 8938/07 და 41891/07 (2020 წლის 2 აპრილი), პარაგრამი 129. 34 Ibid, პარაგრაფი 129. 35 ასლანოვა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, განჩინება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაცხადის Nos 2944/06 და 8300/07, 50184/07, 332/08, 42509/10 (2012 წლის 18 დეკემბერი) 230-ე პარაგრაფი. 36 და სილვა დიდი ბრიტანეთი წინააღმდეგ, უმაღლესი პალატის განაჩენი, EctHR აპლიკაცია No 5878/08 (30 მარტი, 2016 წ.) გვ.231-238, აძლევს უმაღლეს პალატას შემაჯამებელ ინფორმაციას ეფექტური გამოძიების მოთხოვნებზე. 37 ელ მოხოტესა და სხვა ადგილების მასობრივი ხოცვა სალვადორის წინააღმდეგ, Massacres of El Mozote and other Places v El Salvador, განაჩენი, რეპარაციები, ადამიანის უფლებათა ინტერამერიკული სასამართლო, სერია C No 252 (2012 წლის 25 ოქტომბერი), პარაგრაფი 299 38 ვალე იარმალიო კოლუმბიის წინააღმდეგ, განაჩენი, რეპარაციები, ადამიანის უფლებათა ინტერამერიკული სასამართლო, სერია C No 192 (2008 წლის 27 ნოემბერი), პარაგრაფი 102. 39 კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ, უზენაესი პალატის განაჩენი, EctHR საქმე No 25781/91 (2001 წლის 10 მაისი), პარაგრაფი 135. 40 გაეროს ადამიანის უფლებათა კომისია, დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა უდანაშაულობის შესახებ პრინციპების გასაახლებლად (2005 წლის 18 თებერვალი), გაეროს დოკუმენტი E/CN.4/2005/102/Add.1 (შემოკლებითOrentlicher პრინციპები), პრინციპი 4. 31

9


შესაძლო ზომა უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად’. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაღვევების შედეგად სისხლის სამართლის გამოძიების 2019 წლის სახელმძღვანელოს მითითებები მოითხოვს41 საგამოძიებო სტანდარტების შესაბამისობას დამოუკიდებლობისა და მუკერძოებლობის (სახელმძღვანელო 7); საფუძვლიანობის (სახელმძღვანელო 8); სისწრაფისა (სახელმძღვანელო 9) და გამჭირვალობის (სახელმძღვანელო 10) პრინციპის დაცვით, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს საგამომძიებლო პროცესების ‘მთლიანობისა და ქცევის უმაღლესი სტანდარტების’ დაცვასთან ერთად.42 მასიური სამარხის გამოძიებამ შეიძლება შექმნას პოტენციურად უკანონო სიკვდილიანობის ეფექტური, უფრო ფართო გამოძიების განუყოფელი ნაწილი. მოწმეების, საზოგადოების წევრებისა და გადარჩენილთა მიერ მასიური სამარხ(ებ)ის შესახებ მოწოდებული ინფორმაცია შესაძლოა იყოს სამარხების დაცვისა და შესწავლისთვის მაღალი მნიშვნელობის მატარებელი.43

(2) საზოგადოებრივი ხელმისაწვდომობის გაზრდისა და უარყოფითი ზემოქმდების შემამსუბუქებელი გეგმები • აუცილებელია ურთიერთობების დამყარება და ნდობა საგამოძიებო მიზნისა და პროცესების განხილვისა და რეალისტური მოლოდინის მართვის საშუალებით. ეს ხელს შეუწყობს შემთხვევის ადგილების, კონტექსტის, ინფორმაციისა და პრაქტიკაში მიღების ფაქტების დაცვას. • დაგეგმვის პროცესი უნდა ითვალისწინებდეს საზოგადოების გავლენის შემსუბუქებას და საგამომძიებო მთლიანობის შენარჩუნებას. (3) რესურსების, გუნდისა და შესყიდვების გეგმები საჭიროა შედგეს მკაფიო ბიუჯეტი და გეგმა, თუ რა რესურსია ხელმისაწვდომი და საჭირო კვლევების ჩასატარებლად. ეს ასევე მოიცავს მომუშავე გუნდის ზომასა და შემადგენლობას, პერსონალის როლებს (საადაც შესაძლებელია უნდა იყოს უზრუნველყოფილი უწყვეტობა) და დაქირავების ეტაპს.47 გრძელვადიანი შესაძლებლობების განვითარების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილობრივი გამომძიებლების დაქირავების ეტაპი (ტრენინგის საჭიროებების ჩათვლით).

პოტენციურად უკანონო გარდაცვალების ფაქტების გამოსაძიებლად მინესოტას ოქმები განსაზღვრავს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს: ‘(ა) დაზარალებულ(ებ) ის იდენტიფიცირება; (ბ) სიკვდილის გამომწვევი მიზეზების, დანაშავის(დამნაშავეების) ვინაობისა და გარდაცვალების გარემოებების გამომჟღავნებისთვის საჭირო დამადასტურებელი და მნიშვნელოვანი მონაცემების დაცვა; (გ) შესაძლო მოწმეების იდენტიფიცირება და მათი მტკიცებულებების მიღება სიკვდილთან და გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით; (დ) გარდაცვალების მიზეზის, წესის, ადგილის, დროისა და მასთან დაკავშირებული ყველა გარემოების დადგენა. (...) და (ე) სიკვდილზე პასუხისმგებელი მონაწილე პირების იდენტიფიცირება და მათი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის განსაზღვრა’ (D.1.25. გვერდი 7, სქოლიოები უგულებელყოფილია).

(4) დაცვისა და უსაფრთხოების გეგმები

განსაკუთრებული საკითხები, რომლებიც გასათვალისწინებელია მასიური სამარხების საგამოძიებო პრაქტიკაში:

გამოძიების ჩასატარებლად, ვადებისა და პარამეტრების ჩათვლით, გათვალისწინებული იქნება მასშტაბური მოსაზრებები და მასიური სამარხევის გათხრების თანმიმდევრულობა და ანალიზის მექანიზმები.

დაგეგმვის ეტაპი (1) დაგეგმვისას გასათვალისწინებელი საკითხები • რომელ სუბიექტს ეკისრება საერთო პასუხისმგებლობა მასიური სამარხების საკითხში, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ფართო სპექტრის არსებობისას?44 • ვინ უნდა დაგეგმოს მასობრივი საფლავის ექსჰუმაციის, იდენტიფიცირებისა და ადამიანის ნეშტის დაბრუნების პროცესი? • რა არის დაგეგმილი გამოძიების მოქმედების სფერო? • რა სახის მულტიდისციპლინური გუნდების შეკრებაა საჭირო და რა დონის ანგარიშვალდებულებით?45 • რომელი დამატებითი სუბიექებისა და ორგანოების ჩართვა იქნება შესაძლებელი და როგორ მოხდება მათი კოლექტიური კოორდინაცია? • როგორი თავსებადობაა მასიური სამარხების გამოძიებასა

შემთხვევის ადგილია და პერსონალის ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება უპირველესია. ზოგი შემთხვევის ადგილი შეიძლება ძალიან საშიში იყოს გათხრებისთვის48 ან სახიფათო ამინდის არასასურველი პირობების გამო. შესაძლოა საჭირო გახდეს სპეციალისტის დახმარება ისეთი საშიშროების არსებობის დროს, როგორიცაა ტოქსინები, ნაღმები და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები (IED). დაცვის გარდა, გათვალისწინებული უნდა იყოს უსაფრთხოება პერსონალის შემთხვევის ადგილზე და ადგილიდან ტრანსპორტირების დროს და მეკავშირე სამუშაოების ჩატარებისას. (5) მასშტაბის, მოქმედების არეალისა და თანმიმდევრულობის გეგმები

(6) სტანდარტული საოპერაციო პროცედურებისა და ანგარიშგების გეგმები პროცედურების, საყოველთაოდ აღიარებული მტკიცებულების სტანდარტებისა და ოქმების გამოყენება, მტკიცებულებათა შენახვა/დამუშავება და აღრიცხვა უზრუნველყოფს პროცესების ხარისხს, თანმიმდევრულობას, გამჭვირვალობას და სწორედ ამიტომ საჭიროა მათი შეთანხმება. გარდა ამისა იმპლემენტირებისათვის უნდა მომზადდეს ხარისხის კონტროლის სისტემა. (7) გარე ფაქტორებთან დაკავშირებული გეგმები დაბინძურებამ, კომლინგმა და მესამე მხარის მიერ ჩატარებულმა ‘გათხრებმა’ შესაძლოა გავლენა იქონიოს დაგეგმვის ეტაპზე. (8) განკარგვის, მონაცემთა შენახვის, შენარჩუნებისა

ჟენევის აკადემია და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) (2019), სახელმძღვანელო მითითებები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების გამოსაძიებლად: კანონი, პოლიტიკა და კარგი პრაქტიკა. 42 "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (2008 წ.), გამომძიებელთა ქცევის კოდექსი, ICC / AI / 2008/005, პუნქტი 4.1. 43 მაგალითად, მინესოტას ოქრმს გააჩნია განყოფილება დაკითხვებისა და მოწმეთა დაცვის შესახებ, დაკითხვების დეტალური სახელმძღვანელო მითითებების ჩათვლით(V, B. განყოფილებებში, გვერდები 33-35). 44 ეს დამოკიდებულია ინსტიტუციონალურ წყობაზე, იურისდიქციასა და მანდატზე. 45 იხილეთ დანართი 2, დისციპლინებისა და ექსპერტების შესახებ, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდნენ გუნდის ნაწილს. უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულთა იდენტიფიცირების ფარგლებში მენეჯმენტის როლების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მე-8 დანართში: ინტერპოლის მსხევრპლთა იდენტიფიცირების სახელმძღღვანელოს DVI მენეჯმენტის როლები. 46 პოტენციურად უკანონო გარდაცვალების ფატზე გამოძიების ჩატარების ზოგადი დებულებულებები შეგიძლიათ იხილოთ გამოძიების ჩატარების შესახებ მინესოტას ოქმის IV ნაწილში (12-15 გვერდებზე). დამატებითი სახელმძრვანელო მითითებები დანაშაულის ადგილზე გამოძიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მინესოტას ოქმების V განყოფილებაში, 30-32 გვერდებზე. 47 ‘’ამის ნაწილი ასევე შესაძლოა იყოს შესაბამისი გამოცდილების, ექსპერტიზისა და შესაბამისობის, აგრეთვე სარეზერვო მომარაგების ჯაჭვების დაცვის პროცედურები. 48 UNAMI და OHCHR (2018) აღმოჩენილი დანაშაულები: მასიური სამარხები იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ადრე ISIL აკონტროლებდა. 41

10

და სხვა/უფრო ფართო საგამოძიებო მოქმედებებს შორის?46


და დაცვის გეგმები საგამოძიებო მოქმედებების შესაბამისად, უნდა დადგინდეს მითითებები ნიმუშებთან (მათი გამოყენება და განკარგვა), სხეულის ნაწილების ნიმუშებთან და მათთან დაკავშირებული მტკიცებულებების გამოყენებასთან დაკავშირებით. საჭიროა ყველა სტრუქტურისთვის მკაფიო გეგმის შექმნა, მათ შორის როგორ უნდა მოხდეს მონაცემთა შენახვა, დაცვა და შენარჩუნება ქვეყნის მონაცემების ეროვნული და საერთაშორისო დებულებების გათვალისწინებით.49 (9) ადამიანის ნეშტის დაბრუნებისა და/ან ექსჰუმაციის შემდგომი შენახვის გეგმები ექსჰუმაციის დაწყებამდე უნდა არსებობდეს ადამიანის ნეშტის დაბრუნების პროცესების მკაფიო სტრატეგია და იდენტიფიკაციის შემთხვევაში, შესაბამისი შენახვის ან დაკრძალვის ღონისძიებები. (10) საკომუნიკაციო სტრატეგიისა (მათ შორის, გამოსახულების გამოყენების) და კოორდინაციის გეგმები (10.1) შიდა კომუნიკაცია, კოორდინაცია და შესაბამისი განხორციელების გეგმა. (10.2) გარე კომუნიკაცია და კოორდინაცია საგამოძიებო ჯგუფსა და დაზარალებულებს, ოჯახებს, თემებსა და მედიას შორის. (10.3) გარე კომუნიკაცია და კოორდინაცია საგამოძიებო ჯგუფსა და დაზარალებულებს, ოჯახებს, თემებსა და მედიას შორის. ექსჰუმაციის პროცესის ლეგიტიმური მხარდაჭერის განვითარებისა და მასში ჩასართავად საჭიროა ადრეული და მიმდინარე კომუნიკაცია. აღნიშნული ასევე მოიცავს გადამოწმების პროცესს რომ ნეშტს ექცევან ყურადღებით, ღირსეულად და პატივისცემით და დაცული იქნება უსაფრთხოების ზომები. ეს თავის მხრივ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საიდენტიფიკაციო და დაბრუნების მისიის განსახორციელებლად და ხელს უწყობს კანონისადმი ნდობას და სასამართლო დასკვნების მიღებას.

სასამართლო ექსპერტიზის მიდგომა ზემოაღნიშნული დაგეგმვის ეტაპების შესაბამისად, სასამართლო ექსპერტიზის მიდგომას დასჭირდება შემდეგი: (1) სტანდარტული საოპერაციო პროცედურების გამოყენება ნებისმიერ დროს და ყველა ეტაპზე უნდა მოქმედებდეს შეთანხმებული სტანდარტული50 საოპერაციო პროცედურები. ეს დაიცავს გამოძიების მთლიანობას (განსაკუთრებით მსხვერპლთან პირადობასთან, წესთან, დროსთან, ადამიანის ნეშტის ტრანსპორტირებასთან და მის გახრწნასთან, აგრეთვე დამნაშავის(დამნაშავეების) პირადობასთან დაკავშირებულ ყველა მტკიცებულების მოპოვებისა და შენარჩუნების პროცესს). (2) ხარისხის კონტროლის მექანიზმების გამოყენება ხარისხის კონტროლის მექანიზმი უზრუნველყოფს ყველა სტანდარტული საოპერაციო პროცედურის დაცვას. (3) შესაბამისი მტკიცებულებების დამუშავების, აღრიცხვის, ანგარიშგების და დაცვის სისტემის გამოყენება ეს მოიცავს ადამიანის ნეშტის შესაბამის, უსაფრთხო და ღირსეულ გათხრას და ტრანსპორტირებას და დაბინძურების თავიდან ასაცილებელ ზომებს. ყველა მტკიცებულება უნდა იყოს დაცული, (სიკვდილის მიზეზი, წესი და დრო, დემოგრაფიული დეტალები, ადამიანთა საერთო რაოდენობა და იდენტურობა), აღრიცხული, ექსპერტიზირებული და მოხსენებული, ასევე დაცული უნდა იყოს პატიმრობის მკაფიო ჯაჭვი იდენტიფიკაციისა და ანგარიშვალდებულების პოტენციური პროცესებისთვის. (4) კომუნიკაციის სტრატეგიის გამოყენება ხელი შეუწყონ ოჯახთან ეფექტურ ჩართულობასა და ურთიერთკავშირს და, საჭიროების შემთხვევაში დაამყარონ შესაბამისი სახის კომუნიკაცია საპროკურორო/სასამართლო ინსტიტუტებთან და მედიასთან.

ყველა საჯარო სახის კომუნიკაცია უნდა იყოს ზუსტი, ერთმნიშვნელოვანი, რეგულარული და დროული. იგი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: • ადამიანის ნეშტის აღდგენისა და დაბრუნების პროცესი; • დაცვისა და კონფიდენციალურობის ოქმების/ზომების არსებობა (და საჭიროების შემთხვევაში შინაარსი); • სიკვდილის ფაქტის დამოწმება; • ოჯახებისთვის სათანადო ფსიქოსოციალური დახმარების არსებობა; და • მოლოდინის პროცესის მართვის მცდელობა.

მაგალითად, ბიოეთიკისა და ადამიანის უფლებების შესახებ უნივერსალური დეკლარაცია (UNESCO 2005), რომელიც ეხება მედიცინას, სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებსა და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებს, გენეტიკის ჩათვლით; საერთაშორისო დეკლარაცია ადამიანის გენეტიკური მონაცემების შესახებ (UNESCO 2003), ადამიანის გენეტიკური მონაცემებისა და ნიმუშების შეგროვების, დამუშავების, გამოყენებისა და შენახვის შესახებ: უნივერსალური დეკლარაცია ადამიანის გენომისა და ადამიანის უფლებების შესახებ (იუნესკო 1997), რომელიც ეხება მკურნალობის პროცესში სხვადასხვა სახის გავლენებს მკურნალობაზე, დიაგნოზზე ან ინდივიდუალური გენომზე; ადამიანის უფლებათა და ბიომედიცინის, ოვიედოს კონვენცია (ევროპის საბჭო 1995), ადამიანის ღირსებისა და პირადობის დაცვა ბიოლოგიის, მედიცინის, ბიოსამედიცინო გამოკვლევებისა და გენეტიკური ტესტირების თვალსაზრისით. აგრეთვე იხილეთ ინფორმაცია aaBB მსოფლიო მასშტაბით ტრანსფუზიისა და უჯრედული თერაპიის განვითარების შესახებ (2010), მასობრივი გარდაცვალების დნმ-ის იდენტიფიკაციის ოპერაციების სახელმძღვანელო მითითებები იდენტიფიკაციის მცდელობებში ინფორმაციის განლაგების შესახებ (გვერდი 11). 50 როგორიც არის მინესოტას ოქმები და მისი დეტალური სახელმძღვანელო პრინციპები სამარხების გათხრის შესახებ, C განყოფილება, გვერდები 36-37. 49

11


D. იდენტიფიკაცია საერთაშორისო ნორმები CED-ის მე-15 მუხლი ადგენს: ‘მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან და დახმარება გაუწიონ ერთმანეთს იძულებით გაუჩინარებულ მსხვერპლთა, გაუჩინარებული პირების ძიების, ადგილმდებარეობისა და განთავისუფლების, სიკვდილის შემთხვევების, მათი ექსჰუმაციის, ნეშტის იდენტიფიკაციისა და დაბრუნების საკითხის გარშემო’ (განსაკუთრებით ხაზგასმულია მოცემული საკითხები) ინფორმაცია ასევე უნდა გადაეცეს იმ პირებს, რომლებსაც აქვთ ლეგიტიმური ინტერესი ასეთი ინფორმაციის მიმართ, მაგალითად ნათესავები (ibid, მუხლი 18). და CED-ის 24(3) მუხლი მოითხოვს ადამიანის ნეშტის დაბრუნებას. სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ გარდაცვლილი პირის შესახებ51 შესაბამისი დოკუმენტური ინფორმაციის მომზადება და გამოყონ საჭირო რესურსები სამარხების გასათხრელად, ნეშტის შესაგროვებლად, შესანახად და საიდენტიფიკაციოდ.52 გარდაცვალების მოწმობის გაცემას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.53 გარდა ამისა, კოლუმბიისა და პუებლო ბელო მასაკრის საქმეზე, ამერიკულმა სასამართლომ გამოთქვა ვარაუდი, რომ სახელმწიფომ უნდა მოუწოდოს საზოგადოებას ინფორმაციის გამოქვეყნებისკენ, რაც ხელს შეუწყობს მსხვერპლის იდენტიფიკაციის პროცესს.54 აღიარებულია დნმ-ის ანალიზის მნიშვნელობა, როგორც იდენტიფიკაციის ძირითადი საშუალება (წჯსკ პარიზის პრინციპები, პრინციპი 6).55 ჩვეული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ითვალისწინებს კონფლიქტის მხარეების (საერთაშორისო თუ არასაერთაშორისო) მიერ გარდაცვლილთა ნეშტის დაბრუნებას, მოთხოვნის საფუძველზე (CIHL განკარგულება 114). გარდა ამისა, ‘კონფლიქტის მონაწილე თითოეულმა მხარემ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა შეიარაღებული კონფქლტის შედეგად დაკარგული პირების გასაცნობად და მათი ოჯახის წევრებს მიაწოდოს მათი ბედის შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაცია’ (CIHL განკარგულება 117). წჯსკ აკეთებს კომენტარს მოცემულ პოზიციაზე: ‘დაკარგული პირის გარდაცვალების ფაქტის დადგენის შემდეგ უნდა იქნას გამოყენებული ყველა შესაძლო ზომა სხეულის ასაღდგენად და გარეგანი ნიშნების

გამოსასწორებლად’ (წჯსკ-ის სამოდელო კანონი დაკარგულ პირთა შესახებ, მუხლი 19). დებულებები ასევე მოიცავს დაკრძალვის, ექსჰუმაციისა და პატივისცემის პრაქტიკის საჭიროებას, ასევე არაიდენტიფიცირებული ნეშტის მოვლის, ჩანაწერების შენახვის, იდენტიფიკაციის მცდელობის გაგრძელებისა და ოჯახის ინფორმირების წესს. მიუხედავად იმისა, რომ იდენტიფიკაციის პროცესი წარმოადგენს გამოძიებისა და უფლებების რეალიზაციის უმნიშვნელოვანეს ასპექტს, იგი ჩვეულებრივ აღთქმულია, როგორც ვალდებულება.56 ადამიანის ნეშტის იდენტიფიკაცია წარმოადგენს ოჯახისთვის სხეულის დაბრუნების წინაპირობას, რათა შესაძლებელი გახდეს გარდაცვლილისთვის პატივის მიგება და ასევე ოჯახმა მიიღოს გარდაცვალების მოწმობა.57 შემთხვევის ადგილთან დაკავშირებული მოთხოვნები: ადამიანის ნეშტის აღდგენასთან, აღრიცხვასთან, მეურვეობასთან და მასთან დაკავშირებული მტკიცებულებები უნდა შეესაბამებოდეს გამოძიების მიერ აღწერილ დებულებებს. შემთხვევის ადგილის გარეთ მისაღები ზომები: სიკვდილის შემდგომი გამოკვლევა58 და მასთან დაკავშირებული მტკიცებულებები იწარმოება მორგში. ასეთი სამუშაო, როგორც წესი, მოითხოვს სპეციფიკურ დაგეგმვას და დამატებითი რესურსების გამოყოფას. გარდა ამისა, საჭიროა შემდეგი: • პატიმრობის მკაფიო ჯაჭვის შენარჩუნება იდენტიფიკაციისა და ანგარიშვალდებულების პროცესებისთვის; • ადამიანის ნაშთების შენახვისა და შენარჩუნებისთვის საკმარისი საშუალებები; და • მორგში მომსვლელი ოჯახის წევრებისთვის შესაძლებლობა წარედგინოთ იდენტიფიკაციის პროცესთან ან/და გამოკვლევასთან დაკავშირებული მტკიცებულებები. უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის მონაცემების შეგროვება, მათ შორის ოჯახის წევრების დნმ-ის ნიმუშები, უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის მონაცემების შეგროვება, მათ შორის ოჯახის წევრების დნმ-ის ნიმუშები, საჭიროა ინფორმაციის მოპოვების მიზნით, იდენტიფიკაციის პროცესის გასამარტივებლად. მსგავსი სახის მონაცემები უნდა შეგროვდეს ყველა წესის დაცვით, რომელიც ითვალისწინებს გადარჩენილთა და გარდაცვლილთა უფლებებს. პერსონალური მონაცემების, გენეტიკური ინფორმაციისა და ამგვარი ინფორმაციის შენახვასთან დაკავშირებული ასეთი პრაქტიკა უნდა შეესაბამებოდეს მონაცემთა შიდა დებულებებს და უნდა ითვალისწინებდეს საერთაშორისო სტანდარტებს.

ელ მოზოტე და სხვა ადგილები ელ სალვადორის წინააღდმეგ, მასობრივი ხოცვა, არსებითი განაჩენი, ზიანის ანაზღაურებასა და ხარჯებზე, ადამიანის უფლებათა ამერიკული სასამართლოს სერია C No 252 (2012 წლის 25 ოქტომბერი), 334-ე პარაგრაფი. 52 ასლახანოვა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, განჩინება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაცხადის Nos 2944/06 და 8300/07, 50184/07, 332/08, 42509/10 (2012 წლის 18 დეკემბერი) 226-ე პარაგრაფი. 53 მეორე მსოფლიო ომის შემდეგ (1939-1945) გარდაცვლილი პირების გარდაცვალების მოწმობების შესახებ გაეროს კონვენციის საფუძველი იყო გარდაცვალების მოწმობების გაცემა და დამუშავება, რაც მოქმედებდა 1972 წლამდე. წჯსკ-ის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ კანონის მე-4 მუხლის კომენტარები განმარტავს შემდეგს: ‘პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მხარე ვალდებულია უზრუნველყოს გარდაცვალების მოწმობის დამზადება, ნეშტის პატივისცემითა და ღირსების სრული დაცვით დამუშავება, აგრეთვე ცხედრის ოჯახისთვის დაბრუნება ან/და დაკრძალვის უზრუნველყოფა’ (მე-12 გვერდი) და მოცემული პროცედურები უნდა შესრულდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ (44-ე გვერდი). გარდა ამისა, გარდაცვალების მოწმობების იდენტიფიცირება ხდება წჯსკ-ის გარდაცვლილთა მენეჯმენტის მიერ: დარგობრივი სახელმძღვანელო პირველადი რესპონდენტებისათვის, მაგალითად გვერდი 30; და ინტერპოლი, კატასტროფის მსხვერპლის იდენტიფიკაცია, 5.4. ეტაპი 4: შერიგება, მე-17 გვერდზე. 54 პუებლო ბელო მასაკრი კოლუმბიის წინააღმდეგ, მასობრივი ხოცვა, არსებითი განაჩენი, ზიანის ანაზღაურებასა და ხარჯებზე, ადამიანის უფლებათა ამერიკული სასამართლოს სერია C No 140 (2012 წლის 25 ოქტომბერი), 272-ე პარაგრაფი. 55 უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო კომისია(2019), წჯსკ-ის პარიზის პრინციპები, ანოტირებული ვერსია, ICMP.DG.468.1.W.doc. 56 ყველაფრის მიუხედავად, ინტერპოლის მიერ გამოცემული უბედური შემთხვევის შედეგად მსხვერპლთა იდენტიფიკაციის სახელმძღვანელო გვთავაზობს უფრო კატეგორიზირებულ მიდგომას: ‘გარდაცვალების შემდეგ მსხვრპლს აქვს უფლება იყოს იდენტიფიცირებული’(ნაწილი B, დანართი 2, თეთრი წიგნი - DVI). 57 გამონაკლისს წარმოადგენს არგენტინის 1994 წლის 11 მაისის კანონი No 14,321, რომელიც აყალიბებს იძულებით გაუჩინარებულთა კატეგორიას, როგორც იურიდიულ ექვივალენტს სამოქალაქო მიზნებისათვის გარდაცვლილებს. ეს საშუალებას აძლევს ოჯახებს, დაამუშაონ ანდერძი, გადაწყვიტონ გაუჩინარებულის ქონების ბედი და მემკვიდრეობის საკითხები, მაგრამ პირის ‘გამოჩენის’ შესაძლებლობა კვლავ ღიად რჩება. ასეთი დეკლარაცია არსებითად აღიარებს სახელმწიფოს მონაწილეობას ან პასუხისმგებლობას პირის გარდაცვალებაში (უბრალო გარდაცვალების მოწმობისგან განსხვავებით). 58 მაგალითად, მინესოტას სახელმძღვანელოს პრინციპით ხელმძღვანელობა, გაკვეთის შესახებ, რომელიც გვთავაზობს გაკვეთის, სტომატოლოგიური გამოკლვეივსა და ჩონჩხის ნეშტის ანთროპოლოგიის ანალიზს, როგორც ეს მოცემულია სახელმძღვანელოს მითითებებში 49-51 გვერდზებზე, აგრეთვე 1-5 დანართებში, 57-87 გვერდებზე, სადაც ასახულია სხვა დამატებითი ფორმები. ეს შეიძლება მოხდეს გარდაცვილთა დროებით გადასაყვან დაწესებულებებში. 51

12


მონაცემთა მართვის სისტემა მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ყვლა ასეპქტის შესატყვისად ასევე წარმოადგენს შემთხვევის ადგილის გარეთ იდენტიფიკაციის ხელშემწყობ მექანიზმს. მინიმუმ, ეს მოიცავს: • დაკარგულ პირთა რეესტრი და მათთან დაკავშირებული ინფორმაცია; • უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრების დნმ-ის ნიმუშების შესახებ ინფორმაცია; • მონაცემები სასამართლო არქეოლოგიურ ოპერაციებთან, ადამიანის ნეშტის აღდგენასთან და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. • ანთროპოლოგიური გამოკვლევა და საქმის ინვენტარიზაცია; • დნმ ლაბორატორიული პროცესები; • დნმ, პროფილის მონაცემთა ბაზა; და • დნმ-ის თანხვედრა. ქვეყანას არ ევალება ჰქონდეს დნმ-ის დამუშავების შესაძლებლობა, რადგან მსგავსი სახის პროცესი შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს მესამე მხარის ორგანიზაციების საშუალებით, რომლებსაც შეუძლიათ დიდი მასშტაბის დნმ ტესტირებებში დახმარება. კომუნიკაციის სტრატეგია კომუნიკაციის სტრატეგია ხელს შეუწყობს შემდეგს: • ოჯახის წევრებისა და ფართო საზოგადოებისათვის იდენტიფიკაციის, მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და ვადების განმარტება; • ოჯახის წევრების ინფორმირება გადაცვალების შემდგომ ჩატარებულ გამოკვლევებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებისა და ნებისმიერი ასეთი გამოკვლევის შედეგების შესახებ. ეს უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ოჯახის მხარდაჭერისა და მომართვის შესაძლებლობების შესახებ; • ეფექტური კომუნიკაცია სააგენტოებთან, რომლებიც შეიძლება ფლობდნენ დამატებით ინფორმაციას და შეუძლიათ მისი მიწოდება; • ეფექტური კომუნიკაცია მედიასთან, რომელიც პატივს სცემს დაზარელებული ოჯახის პირადი სივრცის ქონის უფლებას, იზიარებს ოჯახის მწუხარებას და აღიარებს შედეგების ცოდნის უფლებას მედიასთან კომუნიკაციამდე. იდენტიფიკაციის მცდელობების პოტენციური შედეგები (1) პოზიტიური იდენტიფიკაცია: დადგენილია იქ, სადაც არსებობს თანმიმდევრულობა უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების შემდგომ, სიკვდილის შემდეგ მონაცემთა შორის არ არსებობს შეუსაბამობები, რომელთა ახსნა შეუძლებელია. იდენტიფიკაციის მეცნიერულად საიმედო მეთოდები, მათ შორის, თითის ანაბეჭდების აღება, სტომატოლოგიური გამოკვლევა, ბიოლოგიური პროფილის შექმნა ანთროპოლოგიური გამოკვლევის საშუალებით, სადაც უნდა მოხდეს ჩონჩხისა და დნმ ანალიზის გამოყენება. ვიზუალური ამოცნობის მეთოდი (მათ შორის ფოტოსურათებიდან), პირადი აღწერა, ტატუ, გარდაცვლილთან ნაპოვნი ქონება და სამოსი, ასევე სამედიცინო დასკვენბი შეიძლება ემსახურებოდეს იდენტიფიკაციას, მაგრამ არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც ერთადერთი იდენტიფიკატორი.59

იქ, სადაც დადგინდა საიდენტიფიკაციო მონაცემები, შესაბამისმა ორგანომ უნდა გასცეს გარდაცვალების მოწმობა60.

(2) იდენტიფიკაცია არ დასტურდება: სადაც, მაგალითად, მტკიცებულებები გამორიცხავს კონკრეტულ ჰიპოთეზას ადამიანის ნეშტის შესახებ, ან სადაც არ არსებობს დაკსვნა ადამიანის ნეშტის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით.61 ჩანაწერი უნდა იყოს აქტიური, რათა შესაძლებელი გახდეს შემდგომი იდენტიფიკაცია და ნათესავებისა და დაინტერესებული მხარეების ინფორმირება, მათ შორის სახელმწიფო ორგანოების. საჭიროა კონსერვაციისა და გრძელვადიანი შენახვის ზომების ქონა, რათა შესაძლებელი იყოს სამომავლო იდენტიფიკაციის პერსპექტივის დაცვა. იმ შემთხევაში, თუკი შენარჩუნებისა და შენახვის ნორმები არ არის ხელმისაწვდომი ან შუსაბამოა, არაიდენტიფიცირებული ნეშტის დაკრძალვა უნდა მოხდეს სავარაუდო კულტურული ან შესაბამისი წეს-ჩვეულებების შესაბამისად. 62 იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მომავალში იდენტიფიკაციის შესაძლებლობა, კრემაცია შეძლებისდაგვარად თავიდან უნდა იქნას აცილებული. ნაშთების მიკვლევადობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ისეთი მეთოდებით, როგორიცაა: • შემთხვევის ადგილის დოკუმენტაცია და რუკა, ცალკეული ორგანოების ადგილმდებარეობის ჩათვლით; • თითოეული სხეულისა და სარკოფაგის/კუბოს ნუმერაცია და მარკირება დნმ-ის ნიმუშის ნომრისა და შენახვის მითითებით; • შემთხვევის ადგილის მოსანიშნად ნიშნების გამოყენება; • ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვა მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. (3) არასწორი იდენტიფიკაცია: შეცდომის დაშვება ნეშტისთვის პირადობის მიკუთვნებისას. მსგავსი სახის არასწორი იდენტიფიკაცია უარყოფით გავლენას იქონიებს, როგორც ორივე ოჯახის ჩართულობაზე, ასევე გამოძიებაზე. ასეთი შეცდომის აღმოჩენას აუცილებლად უნდა მოჰყვეს ოჯახისთვის სათანადო კავშირისა და მხარდაჭერის გაწევა, ასევე მაკორექტირებელი ზომების გატარება სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შესაბამისად. ოჯახის უფლებები ნეშტის ამოუცნობობის შემთხვევაში იდენტიფიკაციის შემთხვევაში, ოჯახის გადარჩენილმა წევრებმა შეიძლება მოითხოვონ ნათესავის გარკვეული სახის გარდაცვალების მოწმობა, რაც საშუალებას მისცემთ მოითხოვონ სხვა უფლებები, გაყიდონ გარდაცვლილის ქონება, მიიღონ მემკიდრეობა, ხელახლა დაქორწიდნენ და ა.შ. უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსი ან სპეციალური ცნობა უნდა გაიცეს ოჯახის უფლებების დასაცავად. 63

იხილეთ იდენტიფიკაციის მეთოდები (პირველადი და მეორადი), ინტერპოლის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა სახელმძღვანელოში, გვერდი 18; ინტერპოლის უბედური შემთხვევის მსხვერპლთა იდენტიფიკაციის სახელმძღვანელო დანართი 12, იდენტიფიკაციის შესახებ და მინესოტას პროტოკოლი, ნაწილი E, გარდაცვლილის სხეულის იდენტიფიკაციის შესახებ, გვერდები 21-24. 60 მაგალითად, გარდაცვალების მოწმობის ნიმუში, წჯსკ/უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ კანონის დანართი 2. 61 იხილეთ მინესოტას პროტოკოლი, გარდაცვლილთა სხეულის იდენტიფიკაციის შესახებ, ნაწილი E, გვერდი 24. 62 მიტილინის დეკლარაციის თანახმად მიზანშეწონიდალ მიიჩნევა გამოუცხადებელი და დაუდგენელი ნეშტების მსგავსი სახით დაკრძალვა, რომელიც დაკავშირებულია დაკარგული და გარდაცვლილი პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ პატივისცემის გამოხატვას, საიმიგრაციო მოგზაურობასთან დაკავშირებული შემთხვევების დროს (მიტილინის დეკლარაცია ყველა უგზო-უკვლოდ დაკარგული და გარდაცვლილი ადამიანისა და მათი ოჯახების ღირსეული მოპყრობის შესახებ, საიმიგრაციო მოგზაურობის შედეგად მომხდარი შემთხვევების დროს (2018), A.16). წჯსკ-ის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ კანონის 22-ე მუხლის კომენტარში (დაკრძალვა და ექსჰუმაცია) ნათქვამია, რომ ‘უცილებელია კრემაციის თავიდან არიდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია (მაგ. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიზეზების გამო) და ამ ყველაფრის აღრიცხვა უნდა მოხდეს ფერფლთან ერთად’(გვერდი 48). 63 აგაუჩინარებულთა კატეგორიის მსგავსი, არგენტინისა და კოლუმბიის კანონი, ‘გაუჩინარებულ პირთა არარსებობის შესახებ დეკლარაციის შესახებ’, 2012 წ. 1531, მუხლი 7. საერთაშორისო სამართლის თანახმად, გაუჩინარებულ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის და მათი ნათესავების სამართლებრივი სტატუსი არ არის დარეგულირებული, მაგრამ CED-ის დადგენილების 24(6) მუხლის თანახმად ‘მონაწილე სახელმწიფო მიიღებს შესაბამის ზომებს გაუჩინარებული პირების სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათი ოჯახის წევრებთან მიმართებაში, ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოციალური კეილდღეობა, ფინანსური საკითხები, ოჯახის კანონი და საკუთრების უფლებები.’

59

13


E. ადამიანის ნეშტის დაბრუნება საერთაშორისო ნორმები CED-ის 24(3) პუნქტი კიდევ ერთხელ აღნიშნავს გაუჩინარებულთა ოჯახის წევრებისთვის ნეშტის დაბრუნების ვალდებულებას; მე-15 მუხლის თანახმად, სახელმწიფოები თანამშრომლობასა და დახმარებას სთავაზობენ ერთმანეთს ძებნისა და რეპატრიაციის საკითხებში. 2019 წლის სახელმძღვანელო პრინციპების 2(4) პუნქტი განსაზღვრავს, რომ ‘[ადამიანის ნეშტის] დაბრუნება ასევე უნდა მოიცავდეს საჭირო საშუალებებისა და პროცედურების ჩართულობას, რათა უზრუნველოყოფილი იყოს ღირსეული დაკრძალვის პროცედურა, ოჯახებისა და საზოგადოების სურვილებისა და კულტურული წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით.’ ეს მოიცავს ადამიანის ნეშტის ტრანსსასაზღვრო გადაცემის ხარჯების დაფარვას. ადამიანის უფლებათა ინტერამერიკული სასამართლოს იურისპრუდენციაში ნათქვამია: ‘როდესაც მოხდება გარდაცვლილის ნეშტის პოვნა და იდენტიფიცირება, სახელმწიფომ უნდა დაუბრუნოს იგი თავის ოჯახს რაც შეიძლება მალე, რათა მათ შეძლონ პატივის მიგება თავიანთი აღმსარებლობის შესაბამისად. სახელმწიფომ ასევე უნდა დაფაროს დაკრძალვის ხარჯები, ნათესავებთან შეთანხმებით.'64 ადამიანის ნეშტის არდაბრუნება და დაუზუსტებელ ადგილებში დაკრძალვა წარმოადგენს ოჯახისა და პირადი ცხოვრების უფლებების დარღვევის ფაქტს; მსგავსი სახის ჩარევა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ეს კანონით არის გათვალისწინებული, კანონიერი მიზნის მისაღწევად (როგორიცაა საზოგადოებრივი უსაფრთხოება, არეულობის თავიდან აცილება ან სხვების უფლებებისა და თავისუფლების დაცვა) და აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისათვის.65 საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში, 'მხარის ან ახლობლის თხოვნის საფუძველზე ადამიანის ნეშტის დაბრუნება, ოჯახური ცხოვრების პატივისცემისა და გადარჩენილის უფლებების გათვალისწინებით, გამოიყენება საერთაშორისო და არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს’(CIHL, წესი 114). წჯსკ-ის 21(4) პუნქტი ითვალისწინებს, რომ ‘[ადამიანის] ნეშტი და პირადი ნივთები უბრუნდება ოჯახს’.

იქ სადაც ადამიანის ნეშტის იდენტიფიკაცია და დაბრუნება შესაძლებელია: • სიკვდილის შემდგომი გამოკვლევის შემდეგ, ნეშტი ოჯახს უნდა გადაეცეს რაც შეიძლება მალე. • ოჯახისთვის ნეშტის დაბრუნების პროცესი უნდა იყოს დაცული და იმპლემენტირებული. ეს ასევე უნდა მოიცავდეს შესაბამის საკომუნიკაციო სტრატეგიას, და სადაც საჭიროა, სპეციალურ შეთავაზებას და რესურსის გამოყოფას, ან მიმართვას დაღუპულთა ოჯახებისა და თემებისთვის. იქ, სადაც გვამის იდენტიფიკაცია მოხდა, მარამ ოჯახის წევრის მიერ არ იქნა მოთხოვნილი: • ადამიანის ნეშტი და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ჩანაწერი შეიძლება იყოს დაცული/შენახული; ან • ადამიანის ნეშტის დაკრძალვა შესაძლებელია მონიშნულ ადგილას, გარდაცვლილის კულტურული ან შესაბამისი რელიგიური წეს-ჩვეულებების შესაბამისად და უნდა მოხდეს მასთან დაკავშირებული ჩანაწერების შენახვა. მიუხედავად სასურველი არჩევანისა, ნებისმიერი გეგმა უნდა მოიცავდეს გარდაცვლილთა მოკვლევას, გრძელვადიან შენახვას ან სხეულების კრემაციას. გეგმები უნდა იყოს კულტურულ თვალსაზრისთან შესაბამისობაში და გათვალისწინებული უნდა იყოს დაკრძალვის ადგილის ლოკაცია, როგორც მნიშვნელოვანი ადგილი ოჯახისა და დანარჩენი საზოგადოებისათვის. დამატებითი პრაქტიკა მოიცავს მიწის საკუთრების, ნიადაგის პირობებისა და მიწისქვეშა წყლების სიმაღლის გათვალისწინებას, დანიშნულ ტერიტორიაზე. დაუდგენელ სხეულებთან დაკავშირებით (იხ. ზემოთ, განყოფილება ‘იდენტიფიკაციის შესახებ’), იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული შეცდომის გამოსწორებისა და ადამიანის ნეშტის დაბრუნების უზრუნველსაყოფად, უნდა იყოს უზრუნველყოფილი მიკვლევადობა ისეთი მეთოდებით, როგორიცაა: • შემთხვევის ადგილის დოკუმენტაცია და რუკა, ცალკეული ორგანოების ადგილმდებარეობის ჩათვლით; • თითოეული სხეულისა და სარკოფაგის/კუბოს ნუმერაცია და მარკირება დნმ-ის ნიმუშის ნომრისა და შენახვის მითითებით; • შემთხვევის ადგილის მოსანიშნად ნიშნების გამოყენება; და • ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვა მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. კრემაცია უნდა იქნას თავიდან არიდებული. ასოცირებული სხეულის ნაწილები და მტკიცებულებები

გამოძიების, იდენტიფიკაციისა და მართლმსაჯულების პროცესის დასრულების შემდეგ, ადამიანის ნეშტი, მასთან დაკავშირებული სხეულის ნაწილები და პირადი არტეფაქტები უნდა დაუბრუნდეს ოჯახის წევრებს, რაც მათ საშუალებას მისცემს დაკრძალონ მიცვალებული მათი რწმენის შესაბამისად.

პუებლო ბელო მასაკრი v კოლუმბია, არსებითი განჩინება, ანაზღაურებასა და ხარჯებზე, ადამიანის უფლებათა ამერიკული სასამართლოს სერია C No 140 (2006 წლის 31 იანვარი) 273-ე პარაგრაფი. 65 საბანჩიევა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, განჩინება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაცხადი No 38450/05 (2013 წლის 6 ივნისი), პუნქტები 117-134. 66 “ინტერპოლის, უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულთა იდენტიფიკაციის სახელმძღვანელო, დანარჩი 17: სასამართლო ანთროპოლოგის როლები და პასუხისმგებლობები DVI-სთვის, გვთავაზობს 'საბოლოო სასამართლო-ანთროპოლოგიურ მიმოხილვას და ფიზიკური ნეშტების შემოწმებას ფრაგმენტული ან/და კომპრომეტირებული ნარჩენების მქონე მოვლენების ჭრილში. ნათესავებისთვის ნეშტის გადაცემამდე, საბოლოო ანთროპოლოგიურ მიმოხილვაში დამატებულია ხარისხის დამადასტურებელი და კონტროლის მექანიზმისთვის საჭირო დამატებითი ფენა, რომელიც ემსახურება მსხვერპლის 'ოჯახების' მიმართ მაღალი ნდობის შენარჩუნებას (გვერდი 3). 64

14

პირად არტეფაქტეფთან და დაუდგენელ ან დაუსაბუთებელ ნაწილებთან დაკავშირებული საქმის მოგვარების სათანადო გზას წარმოადგენს ოჯახის წევრებთან შეთანხმება.66 აღნიშნული შესაძლოა მოიცავდეს მემორალიზაციასთან, გაშუქებასთან, დაკრძალვასთან, დასაკრძალავ ტერიტორიასთან ან სამარხთან დაკავშირებულ საკითხებს.


F. სამარლიანობა საერთაშორისო ნორმები a. ინფორმაციის მიწოდება: სიმართლის უფლება დაფუძნებულია ჟენევის კონვენციების I დამატებითი ოქმის 32-ე და 33-ე მუხლებზე, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებათა კონვენციას (CED პრეამბულა და 24(2) მუხლი), იურისპრუდენციასა67 და რბილ კანონში შემუშავებულ ცვლილებებს. არსებული უფლება მოიცავს დებულებას, რომ მსხვერპლთა ოჯახებსა და საზოგადოებას აქვთ უფლება, იცოდნენ სიმართლე წარსული მოვლენების შესახებ, იმ გარემოებებთან და მიზეზებთან ერთად, რამაც გამოიწვია უბედური შემთხვევა (ორენტლიხერის პრინციპები, პრინციპი 2). გარდაცვალების ან იძულებითი გაუჩინარების შემთხვევაში სიმართლის უფლება მოიცავს ოჯახების უფლებას იცოდნენ ახლობლების ბედი და ადგილსამყოფელი. საზოგადოებრივი სწავლება და ცოდნა ასევე აკისრებს სახელმწიფოს ვალდებულებას, შეინარჩუნოს მოველნების კოლექტიური მეხსიერება (ორენტლიცერის პრინციპები, პრინციპი 3). b. საშუალებები: მსხვერპლთა და მათი ოჯახისთვის, საერთაშორისო სამართალი 2005 წლის ძირითადი პრინციპების, სახელმძღვანელო პრინციპებისა და CED-ის გათვალისწინებით (24(4) და 24(5) მუხლები) განიხილავს რიგ პოტენციურ საშუალებებს: • კომპენსაცია; • რესტიტუცია; • რეაბილიტაცია; • კმაყოფილება (მათ შორის, ფაქტების გადამოწმება ან/და ჩხრეკა, აღდგენა, იდენტიფიკაცია და დაკრძალვა) და; • ფაქტის გამეორების თავიდან არიდების გარანტია (მაგალითად, ქცევის კოდექსების, განათლებისა და ტრენინგის გზით). 68

და სასამართლო პროცესების დროს, მსხვერპლს რომლის უფლებებიც დაირღვა, ან მის ნათესავებს, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა მოისმინონ და მონაწილეობა მიიღონ, როგორც ფაქტების გარკვევის პროცესში, ასევე პასუხისმგებელ პირთა დასჯისა და სამართლიანი კომპენსაციის მოპოვების პროცესებში.71 c. აკრძალვა, დასჯა ან ექსტრადაცია: გენოციდი, ჟენევის კონვენციების სერიოზული დარღვევა, წამება და იძულებითი გაუჩინარება აკრძალულია ხელშეკრულებით, ხოლო მონაწილე სახელმწიფოებს მოეთხოვებათ მიიღონ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა მსგავსი სახის დარღვევების არსებობის შემთხვევაში სხვადასხვა სახის სანქციების შემოსაღებად (იხ. გენოციდის კონვენცია მე-5 მუხლი; GC I მუხლი 49; GC II მუხლი 50; GC III მუხლი 129; GC IV მუხლი 146; UNCAT– ის მე–2 და მე–4 მუხლები; CED–ის მე–6 მუხლი და ICCPR– ის მე–6 მუხლი გენოციდთან დაკავშირებით). პირის მოკვლის ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, გამოძიების მოვალეობა მოიცავს ‘პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირებასა და საჭიროების შემთხვევაში დასჯას’.72 CED-ის სახელმძღვანელო პრინციპებში მითითებულია, რომ ‘გაუჩინარებული პირის ძებნა და გაუჩინარებაზე პასუხისმგებელი პირების სისხლის სამართლის გამოძიება უნდა იყოს ერთმანეთთან კავშირში (პრინციპი 13(1)). ჟენევის კონვენციების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოებმა აქტიურად უნდა აწარმოონ დამნაშავეების ძებნის პროცესში, რათა შეძლონ მათთვის სასამართლო განაჩენის გამოტანა (GC I მუხლი 49; GC II მუხლი 50; GC III მუხლი 129; GC IV მუხლი 146).

d. გამოქვეყნება: მსხვერპლთა უფლებების დასაცავად, საზოგადოების სამართლიანი მოლოდინის გასამართლებლად და კანონის უზენაესობის პატივისცემის მიზნით, ნებისმიერი გამოძიების შედეგი სრულად უნდა გამოქვეყნდეს.73

სხვადასხვა სახის საშუალებების69 ძიების პროცესში მსხვერპლს უფლება აქვს მოითხოვოს: • სამართლიანობაზე თანაბარი და ეფექტური ხელმისაწვდომობა; • მიყენებული ზიანის ადეკვატური, ეფექტური და სწრაფი ანაზღაურება, ახლო ნათესავების ფსიქოლოგიური ზრუნვის ჩათვლით70; და • დარღვევებისა და რეპარაციის მექანიზმების შესახებ შესაბამის ინფორმაციაზე წვდომა. სწორედ მსგავსი სახის ფაქტს ჰქონდა ადგილი მაპირიპანის ხოცვა-ჟლეტის საქმეში: საგამოძიებო

მასიური სამარხის ადგილმდებარეობის აღმოჩენისა და გამოკვლევის პროცესის დროს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის დარღვევის ფართო კონტექსტს. ასეთ სიტუაციებში ინდივიდების, თემთა, სახელმწიფოთა და საერთაშორისო საზოგადოების სამართლიანობის მოთხოვნილებები შეიძლება იყოს ექსპონენციალური და წინააღმდეგობრივი. ეს შესაძლოა მოიცავდეს გამოსწორების, განკურნების, ანგარიშვალდებულების, საზოგადოებრივი ერთიანობის,ნდობისა და შერიგების საჭიროებას ან უფლებას.

ადრეული გადაწყვეტილების მისაღებად იხილეთ ველასქეს როდრიგეზ ჰონდურასი, არსებითი განაჩენი, ადამიანის უფლებათა ამერიკული სასამართლოს სერია C No 4 (1988 წლის 29 ივლისი), პუნქტი 177. ჭეშმარიტების უფლება მოითხოვს ინდივიდთან მიმართებაში ადამიანის უფლებების ბოროტად გამოყენების ფაქტების ავტორიტეტულ კვლევას სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტით; რაც გულისხმობს პროცესში მსხვერპლის მონაწილეობის ელემენტს და გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას საზოგადოებისა და ინდივიდის სასარგებლოდ. 68 სწორედ UNGA-ს სახელმძღვანელოშია განმარტებული, ძირითადი პრინციპები და მითითებები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევების შესახებ და მათ გამოსწორებასა და ანაზღაურებაზე, პრინციპები 19-23 69 ძირითადი პრინციპები, პრინციპი 11. 70 პუებლო ბელო მასაკრი კოლუმბიის წინააღმდეგ, მასობრივი ხოცვა, არსებითი განაჩენი, ზიანის ანაზღაურებასა და ხარჯებზე, ადამიანის უფლებათა ამერიკული სასამართლოს სერია C No 140 (2012 წლის 25 ოქტომბერი), 274-ე პარაგრაფი. 71 მაპირიპან მასაკრი კოლუმბიის წინააღმდეგ, არსებითი განაჩენი, ზიანის ანაზღაურებასა და ხარჯებზე, ადამიანის უფლებათა ამერიკული სასამართლოს სერია C No 134 (2005 წლის 15 სექტემბერი), 219 პუნქტი. 72 კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, განაჩენი, ECtHR აპლიკაცია, რიცხ. 8938/07 და 41891/07 (2 მაისი, 2020 წელი), პარაგრაფი 129. აგრეთვე იხილეთ ელ მოზოტე და სხვა ადგილები ელ სალვადორის წინააღმდეგ, მასობრივი ხოცვა, არსებითი განაჩენი, ზიანის ანაზღაურებასა და ხარჯებზე, ადამიანის უფლებათა ამერიკული სასამართლოს სერია C No 140 (2012 წლის 25 ოქტომბერი), 265-269 პარაგრაფები, სახელმწიფოს ვალდებულებაზე გამოიძიოს საქმის ფაქტები და საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება, დევნა და სანქცირება. 73 'ლას დოს ერეს' მასაკრი v გვატემალა, წინასწარი განჩინება წინასწარი საჩივრის, არსებითი შეფარდებისა და ანაზღაურების შესახებ, IACtHR სერია C No 211 (2009 წლის 24 ნოემბერი), პუნქტები 256-264 და ელ-მასრი v ყოფილი იუგოსლავიური მაკედონიის რესპუბლიკა, დიდი პალატის განაჩენის შესახებ გადაწყვეტილება , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაცხადი No 39630/09 (2012 წლის 13 დეკემბერი), პუნქტი 192 და მოსამართლეთა ტულკენსის, სპილმანის, სიცილიანოსისა და კელერის ერთობლივი აზრი. 67

15


(1) ინფორმაციის მიწოდება: მართლმსაჯულების მოთხოვნილებების რეალიზაციისთვის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს საგამოციებო პროცესის შესახებ ინფორმაციის ქონა. მასიური სამარხის გამოკვლევა და ექსჰუმაცია, მოცემული პროცესების შედეგად მიღებული ინფორმაცია ხელს შეუწყობს როგორც სიმართლის დადგენას, ასევე წარმოადგენს სამართლიანობის მიზნების წინამორბედს. კერძოდ, მასიური სამარხის გამოძიებისა და დოკუმენტაციის შედეგები ხელს უწყობს შემდეგი საკითხების წარმოებას: • ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით; • ადამიანის ნეშტის დაბრუნებისა და გარდაცვალების მოწმობის (ან ექვივალენტურის) გაცემა ოჯახის ეკონომიკური მიზნებისადმი სასარგებლოდ, განათლებისა და ჯანრმთელობის ასპექტში საჭიროებების ჩათვლით; • მსხვერპლის, ისევე როგორც გადარჩენილების; • და დამნაშავეთა იდენტიფიკაცია. (2) საშუალებები: მოცემული ინფორმაციის გამოყენებით, სხვა სახის სამართალი, რეპარაციული უფლებები და სამართლებრივი მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს შემდეგნაირად: • სარემონტო სამუშაოების ხელშეწყობა, მათ შორის, ოფიციალური აღიარება, კომპენსაცია, დაკმაყოფილება და დაკრძალვა; • ადამიანის უფლებადა შიდა, რეგიონული ან/და საერთაშორისო დებულებების გათვალისწინებით განცხადების შეტანა; და

კოლექტიური მეხსიერებისა და კანონის უზენაესობის ასპექტში. ამრიგად, მასიური სამარხის გამოძიების შედეგები უნდა გახდეს ცნობილი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ზიანს აყენებს ან საფრთხეს უქმნის მიმდინარე ან მომავალ სისხლის სამართლის დევნას.

G. მოხსენიება საერთაშორისო ნორმები ოჯახის წევრების დაკრძალვის უფლების საკითხი ძირითადად მიმოხილულია პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის საკითხებში.75 მიცვალებულის დაკრძალვის წესმა შესაძლოა შექმნას რელიგიური პრაქტიკის არსებითი ასპექტი, რომელიც დაძულია აზრის, სინდისისა და რელიგიური თავისუფლების დებულებებით.76 გარდა ამისა, მიცვალებულისთვის მემორიალური სამარხების აშენებამ შეიძლება ჩამოაყალიბოს შემთხვევების არაგანმეორებითობის პრაქტიკის წახალისება.77 ორენტლიხერის პრინციპები მოითხოვს, რომ სახელმწიფოებმა შეინარჩუნონ მოვლენების კოლექტიური მეხსიერება (ორენტლიხერის პრინციპები, პრინციპი 3)78 CIHL-ის 115-ე წესში ნახსენებია, რომ ‘გარდაცვლილთა ნეშტი უნდა განიკარგოს პატივისცემით, ხოლო მათი სამარხები უნდა იქნას დაცული შესაბამისი ზომების გათვალისწინებით’.

• წინასწარი სისხლისსამართლებრივი დევნა.

(3) აკრძალვა, დასჯა ან ექსტრადაცია: მასიური სამარხებისა და სისხლისსამართლებრივი გამოძიება მიზნად უნდა ისახავდეს დამნაშავის ანგარიშვალდებულებას, ისინი ერთმანეთის მიმართ უფრო უნდა განმტკიცდნენ და აუცილებელია პროკურატურასთან/სასამართლო ორგანოებთან მკაფიო საკომუნიკაციო არხების განმტკიცება. სასამართლო პროცესებისთვის მასიური სამარხების გამოძიების განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძლება მოიცავდეს: • მოწმის ანგარიშების დადასტურებას; • გარდაცვლილთა რაოდენობას; • გარდაცვალების მიზეზს, წესს და თარიღს/დროს; • მსხვერპლის სქესს, ასაკსა და ეთნიკურ ნიშნებს; • მსხვერპლთა ვინაობას; • სხეულის პირველადი სამარხიდან მეორე საფლავში გადაადგილებით დანაშაულის დამალვის მცდელობებს; და • დამნაშავეებთან დამამტკიცებელ კავშირებს.74 სასამართლო გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ნებისმიერი პროცესის დასრულებამ უარყოფითად არ უნდა იმოქმედოს მასიური სამარხების გამოძიებისა და დაცვის მცდელობების გაგრძელებაზე. (4) სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულებისკენ მიმართული სახელმწიფო ძალისხმევისთვის, გამოძიების შედეგების დამოუკიდებელმა და ავტორიტეტულმა ანგარიშმა, როგორც გამოძიების პროცესის განუყოფელ ნაწილს შეუძლია ხელი შეუწყოს დაზარალებულის უფლების დაცვას, მომხდარის შესახებ ინფორმაციის ქონის,

მასიური სამარხები შეიძლება იყოს კომპლექსური, რთული ან/და სადავო თვისებების მატარებელი საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და გეოგრაფიული ლანდშაფტის კონტექსტში. გამოკვლევისა და გათხრების დროს, როგორც ყოფილი მასობრივი, ასევე ახლად შექმნილი სამარხები და პატივსაგები ადგილები შეიძლება გახდეს ინდივიდუალური ან/და კოლექტიური ხსენების; კულტურული, რელიგიური და პოლიტიკური პრაქტიკის გამომხატველი ნიშნის მატარებელი ადგილი; და წარმოადგენდეს რეპარაციის ნაწილს. არიგად, მასობრივი სამარხები შეიძლება წარმოადგენდეს წყაროს: • ისტორიული მეხსიერების განვითარებისთვის; • წარსულის შესახებ ეროვნული დისკუსიის განვითარებისთვის; • ფსიქო-სოციალური დახმარების სისტემების ჩამოყალიბებისთვის; • სამომავლო პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად; ან/და • სამართლიანი საზოგადოების ძირითადი პირობების ხელშესაწყობად. როგორც მემორიალურ ადგილს, გათხრილ მასიურ სამარხებს შეიძლება მოეთხოვოთ შემდგომი იურიდიული აღიარება და დაცვა. მასობრივი სამარხის ადგილები, რომელთა გამოკვლევა შეუძლებელია, შიძლება გახდეს მემორიალიზაციის ადგილი და მათი კანონიერად აღიარება და დაცვა შესაძლებელი იქნება გამოძიების მხრიდან მტკიცებულებების მთლიანობის უზრნველყოფის შემთხვევაში.

რაც გამომდინარეობს ICTY-ს გამოცდილებიდან და ისეთი შემთხვევებიდან, როგორიცაა ProkurvMladic, Judgment, IT-09-02-T-117281 (2017 წლის 22 ნოემბერი) პროკუროვ კარაჯიჩი, 2016 წლის 25 მარტს გამოტანილი განაჩენის საჯაროდ შეცვლილი ვერსია, IT-95-5/18-T (2016 წლის 25 მარტი). 75 რაც გამოხატულია, მაგალითად საბაჩნიევი და სხვები v რუსეთის საქმეში, განაჩენი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაცხადი No 38450/05 (2013 წლის 6 ივნისი) 76 იოჯანიშ კირხი & პიტერსი v გერმანია, გადაწყვეტილება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაცხადი No 41754/98 (2001 წლის 10 ივლისი). 77 მაგალითად, ‘ლას დოს ერეს’ მასაკრი v გუატემალა, წინასწარი საჩივრის განაჩენი, არსებითი შეფარდების, ანაზღაურებასა და ხარჯების შესახებ, IACtHR სერია C No 211 (2009 წლის 24 ნოემბერი), პუნქტი 265 და პუებლო ბელო მასაკრი v კოლუმბია, არსებითი განჩინება, ანაზღაურებასა და ხარჯებზე, ადამიანის უფლებათა ამერიკული სასამართლოს სერია C No 140 (2006 წლის 31 იანვარი) 278-ე პარაგრაფი. 78 გამოხატვის თავისუფლების უფლებების განხილვა შესაძლოა წარმოიშვას ისეთი დასამახსოვრებელი ან უბედური შემთხვევის ადგილების კონტექსტში, როგორც ეს გამოხატულია ფეიბერი v უნგრეთის საქმეში, განაჩენი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაცხადში No 40721/08 (2012 წლის 24 ივლისი), სადაც სასამართლო აღიარებს ‘’, რომ კონტექსტურად მასობრივი უბედური შემთხვევის ადგილი გარკვეულ ვითარებაში შესაძლოა ბუნდოვნად გამოხატავდეს დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიკაციის საშუალებას; სწორედ ამ მიზეზით, დაცული გამოხატულება არ არის დაშვებული ერთნაირად ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს ‘’ (პუნქტი 58). 74

16


დანართი 1 რელევანტური სახელმძღვანელო პრინციპები, სახელმძღვანელოები, კარგი პრაქტიკის მატარებელი სახელმძღვანელოები და ოქმები: • aaBB ტრანსფუზიისა და უჯრედული თერაპიის განვითარება მსოფლიოში (2010), მასობრივი სიკვდილიანობის დნმ-ის იდენტიფიკაციის ოპერაციების სახელმძღვანელო www.aabb.org/programs/disasterresponse/Documents/ aabbdnamassfatalityguidelines.pdf • ევროპის საბჭო (2011), კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, CETS 210 11.V.2011, www.coe.int/ en/web/conventions/full-list/-/conventions/treaty/210 • Cox, M et al. (რედ.) (2008), მასობრივი სამარხების სამეცნიერო გამოკვლევა: პროტოკოლებისა და სტანდარტული საოპერაციო პროცედურების მიმართ (კემბრიჯის უნივერსიტეტის პრესა) • ფოლკე ბერნადოტის აკადემია და შვედეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯი (2011), სახელმძღვანელო საერთაშორისო სისხლის სამართლის გამოძიების დახმარების შესახებ https://fba.se/ contentassets/6f4962727ea34af5940fa8c448f3d30f/ handbook-on-assisting-international-criminalinvestigations.pdf • ჟენევის აკადემია და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) (2019), სახელმძღვანელო პრინციპები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების გამოსაძიებლად: კანონი, პოლიტიკა და კარგი პრაქტიკა www.icrc.org/en/document/guidelinesinvestigating-violations-ihl-law-policy-and-goodpractice • გლობალური უფლებების შესაბამისობა (2016), საგამოძიებო ძირითადი სტანდარტები საერთაშორისო დანაშაულზე პასუხისმგებელ პირთათვის www.globalrightscompliance.com/ en/publications/basic-investigative-standards-forinternational-crimes • ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაცია: ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის (2009 წ.) სახელმძღვანელო პრინციპები ადამიანის უფლებების ფაქტების დამდგენი ვიზიტებისა და ანგარიშების შესახებ (”ლუნდ-ლონდონის სახელმძღვანელო მითითებები”) www.ibanet.org/ Fact_Finding_Guidelines.aspx • უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო კომისია (ICMP) (2018), პირველი რესპონდენტების სახელმძღვანელო: ცნობილი ან სავარაუდო სამარხის ან გარდაცვალების ადგილების დაცვა ICMP.ST.AA.857.1 www.icmp.int/wp-content/ uploads/2018/10/icmp-st-aa-857-1-doc-guidelines-forfirst-response-at-grave-or-body-disposal-locations.pdf • ICMP (2019), ICMP პარიზის პრინციპები, ანოტირებული ვერსია, ICMP.DG.468.1.W.doc www. icmp.int/wp-content/uploads/2019/04/icmp-dg-1468-1W-doc-paris-principles-annotated.pdf • წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) (2009), სახელმძღვანელო პრინციპები/კანონი უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა შესახებ www.icrc.org/en/document/guiding-principles-modellaw-missing-model-law

• ICRC (2016), გარდაცვლილთა სხეულების მენეჯმენტი უბედური შემთხვევის შემდეგ: საველე სახელმძღვანელო პირველი რესპონდენტებისათვის www.icrc.org/en/publication/0880-management-deadbodies-after-disasters-field-manual- first-responders • ICRC (2020), უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებისთვის დახმარების გაწევა - პრაქტიკული სახელმძღვანელო https://shop.icrc.org/ accompanying-the-families-of-missing-persons-apractical-handbook-pdf-en • საერთაშორისო სისხლის სასამართლო (2008), გამომძიებელთა ქცევის კოდექსი, www.icc-cpi.int/ resource-library/Vademecum/Code%20of%20 Conduct%20for%20Investigators.PDF • ინტერპოლი, (2018) უბედური შემთხვევის მსხვერპლთა იდენტიფიკაცია www.interpol.int/en/ How-we-work/Forensics/Disaster-Victim-IdentificationDVI • შიდა-საპარლამენტო კავშირი და ICRC (2009), დაკარგული პირები - სახელმძღვანელო პარლამენტარებისათვის www.icrc.org/en/doc/ assets/files/other/icrc_002_1117.pdf • საერთაშორისო სამართლისა და პოლიტიკის ჯგუფი (PILPG) (2015), სამოქალაქო საზოგადოების გამოძიებისა და ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების დოკუმენტაციის საველე სახელმძღვანელო www.publicinternationallawandpolicygroup.org/ toolkits-and-handbooks • გაეროს კომიტეტი იძულებით გაუჩინარებულთათვის, გაუჩინარებული პირების ძებნის სახელმძღვანელო პრინციპები (2019 წლის 8 მაისი) გაეროს დოკუმენტი CED/C/7 www.ohchr.org/_layouts/15/WopiFrame. aspx?sourcedoc=/Documents/HRBodies/CED/ CED_C_7_E_FINAL. docx&action=default&DefaultItemOpen=1 • გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (2004), სტამბოლის ოქმი სახელმძღვანელო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ეფექტური გამოძიებისა და დოკუმენტაციის შესახებ. www.ohchr.org/documents/publications/ training8rev1en.pdf • გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (2016), მინესოტას ოქმი პოტენციურად უკანონო სიკვდილის გამოძიების შესახებ www.ohchr.org/Documents/Publications/ MinnesotaProtocol.pdf • გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (2001), სატრენინგო სახელმძღვანელო ადამიანის უფლებების მონიტორინგის შესახებ www.ohchr.org/Documents/ Publications/training7Introen.pdf

17


დანართი 2 შესაბამისი საგამოძიებო და სასამართლო ექსპერტიზა შეიძლება მოიცავდეს შემდეგ მოქმედ პირებს ან დისციპლინის სპეციალისტებს: მასობრივი გარდაცვალების მენეჯერი იღებს პასუხისმგებლობას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამარხების ოპარატიული განკარგვა, მათ შორის იურისდიქციის ხელშეკრულებებისა და სტანდარტული საოპერაციო პროცედურების დაცვა, საზოგადოებასთან ურთიერთობის შენარჩნება, შემთხვევის ადგილზე ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა; საანგარიშო სტრუქტურების და საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელება; და ადამიანის ნეშტის იდენტიფიკაციისა და დაბრუნების პროცესის კოორდინაცია. დანაშაულის ადგილის გამომძიებლები ან/ და შემთხვევის ადგილის უფროსი ოფიცრები რომლებსაც აქვთ ჩატარებული ტრენინგები ისეთ საკითხებზე როგორიცაა ფიზიკური სამხილების იდენტიფიცირება, დოკუმენტირება, შეგროვება და შენახვა სამომავლო ანალიზისთვის, საპატიმრო ჯაჭვის შესანარჩუნებლად. ციფრულ მონაცემთა ექსპერტები იღებენ ინფორმაციასა და მტკიცებულებებს მობილური ტელეფონებიდან, მეხსიერების ბარათებიდან, კომპიუტერებიდან ან სოციალური მედიიდან. სასამართლო ექსპერტიზის ანთროპოლოგი დაკავშირებულია ისეთ საკითხებთან, როგორიცაა ადამიანის ნეშტის აღდგენა და გამოკვლევა (მათ შორის დაშლა, ჩონჩხი, ფრაგმენტული ან დამწვარი სხეულის კვლევა) სამედიცინო-იურიდიულ კითხვებზე პასუხის გასაცემად, საიდენტიფიკაციო კითხვების ჩათვლით. სასამართლო ექსპერტიზის არგეოლოგია გულისხმობს უძველესი ნეშტებისა და საგნების კვლევაში გამოყენებას კანონის მიზნების მიღწევის, დანაშაულის ადგილის აღრიცხვის, გათხრების ჩატარების, აღდგენის, რეკონსტრუქციისა და შეფასების მიზნით. სასამართლო ექსპერტიზის ბალისტიკა/ ცეცხლსასროლი იარაღები და ხელსაწყოები სპეციალისტები ამზადებენ სპეციალურ დასკვნებს შემთხვევის ადგილიდან ნიშნებისა და შემთხვევის გამომწვევი შესაძლო იმპლემენტატორთა/ ხელსაწყოთა/იარაღთა გამოკვლევით, რაც ხელს უწყობს სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის

18

ჩამოყალიბებას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულ ჭრილობებთან და ამოღებულ ჭურვებთან დაკავშირებით. სასამართლო ექსპერტიზის ენტომოლოგი წარმოადგენს საგანს სხეულზე აღმოჩენილი მწერების შესახებ, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება სასამართლო პათოლოგიის ნაწილში, სიკვდილის მინიმალური დროის დასადგენად. სასამართლო ექსპერტიზის ოდონტოლოგია წარმოადგენს საგანს, რომელიც შეისწავლის სტომატოლოგიას კანონთან მიმართებაში, განსაკუთრებით გარდაცვალების ფაქტების გამოძიებისა და ადამიანის იდენტიფიკაციის პროცესის დროს. სასამართლო ექსპერტიზის მედიცინა მოიცავს მედიცინის პრინციპებსა და პრაქტიკას, რომელიც გამოიყენება კანონისა და სასამართლო საჭიროებების დროს. სასამართლო ექსპერტიზის პათოლოგი ან ექიმი არის სერტიფიცირებული სამედიცინო სპეციალისტი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება ჩაატაროს მორგის შემდგომი სასამართლო ექსპერტიზა. სასამართლო ექსპერტიზის ტოქსიკოლოგია არის მეცნიერება ნარკოტიკებისა და შხამების შესახებ, რომელიც გამოიყენება კანონისა და სასამართლო საჭიროებების დროს. ადამიანთა იდენტიფიკაციის ექპსერტები, მათ შორის გენეტიკოსები, თითის ანაბეჭდის ექსპერტები, მოლეკულური ბიოლოგები/დნმ-ის ექსპერტები ან ექსპერტიზის სტომატოლოგები. (წყარო: ადაპტირებულია მინესოტის პროტოკოლებიდან, გვერდები 30 და 53) თითოეული მოცემული პროფესია ან/და პრაქტიკა რეგულირდება შესაბამისი ქცევის კოდექს(ებ)ით. მათი სათაურები შეიძლება განსხვავდებოდეს.


დანართი 3: აღმოჩენა, ანგარიშგება და დაცვა* ვერიფიკაცია და შეფასება

მონაცემთა ანალიზი

ანგარიშგება საფლავის

მობილური

ფოტოგრაფი

სატელიტი

დისტანციური

გეომატიკა

იურიდიული აღიარება

შემთხვევის ადგილზე წვდომა

ნებართვა

საზოგადოების მოკავშირე

რუკა

კონტექსტი საიტის

ფიზიკური დაცვა

დროთა განმავლობაში

ლოკაცია

ცხოველი არეულობა

რელიეფი

არეულობა საფრთხეები

კლიმატი და ამინდი

დაცვა მეშვეობით

რაიონი

იურისდიქცია

ვიდეო ჰორიზონტალური დაცვა

* აღნიშნულ დანართში ასახული პროცესები წარმოადგენს სამარხების ფართო მასობრივი დაცვისა და გამოძიების განუყოფელ ნაწილს.

ღობე

სამართლებრივი დაცვა

უსაფრთხოება 19


დანართი 4: გამოძიების პროცესი* დაგეგმვის ეტაპი: 1

რომელ ორგანოს ეკისრება საბოლოო პასუხისმგებლობა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირზე? ვინ უნდა დაგეგმოს მასობრივი სამარხების გამოძიება?

სასამართლოსაგამოძიებო ეტაპი: 1 2

რა არის გამოძიების მოქმედების სფერო? რა გუნდის წევრები?

რომელი დამატებითი ორგანოების ჩართვა არის საჭირო? სხვა რომელი საგამოძიებო ოქმედებები?

2

საზოგადოების წვდომა და გავლენა

3

მასშტაბი, სკალა და თანმიმდევრობა

4

რესურსები, გუნდი და შესყიდვები

5

უსაფრთხოება და თავდაცვა

6

სტანდარტული საოპერაციო პროცედურების მიღება

7

გარემო ფაქტორები და კონტექსტი

8

განთავსება, მონაცემთა შენახვა, შენარჩუნება და დაცვა

9

ადამიანის ნეშტის დაბრუნება და / ან ექსჰუმაციის შემდგომი შენახვა

10

3 4

სტანდარტული საოპერაციო პროცედურების გამოყენება მტკიცებულებათა დამუშავების, ჩაწერისა და შენარჩუნების სისტემა • მოძიება • ტრანსპორტირება • მტკიცებულებათა ჩანაწერები • ჩანაწერები • მეურვეობის ჯაჭვი • შენახვა ხარისხის კონტროლის მექანიზმები კავშირი კომუნიკაციის სტრატეგიასა და კომუნიკაციის გუნდს შორის

კომუნიკაციის სტრატეგია 10.1 შიდა 10.2 10.3

20

გუნდსა და ხელისუფლებას შორის არსებული ექსტერნალი გუნდს, ოჯახებს, საზოგადოებასა და მედიას შორის არსებული ექსტრნალი

* აღნიშნულ დანართში ასახული პროცესები წარმოადგენს სამარხების ფართო მასობრივი დაცვისა და გამოძიების


დანართი 5: იდენტიფიკაციის ზომები*

+ მონაცემთა შეგროვება და ოჯახის დნმ-ის ნიმუშები: • კონფიდენციალურობის უფლებების პატივისცემა

• სენსიტიური

მონაცემთა მენეჯმენტის სისტემა • დაკარგულ პირთა რეესტრი • ინფორმაცია ოჯახიდან და დნმ-ის ნიმუშები

კომუნიკაცია სტრატეგია:

კომუნიკაცია ერთად:

• ზუსტი

• ოჯახთან

• ლაბორატორია პროცესები

• დნმ-ის პროფილი მონაცემთა ბაზა • დნმ-ის თანხვედრა

• ადგილობრივი გათხრები და მტკიცებულებები

კომუნიკაცია და გამოხმაურება

დნმ-ის დამუშავების ტევადობა

• საცხედრე დასკვნები • დნმ-ის ლაბორატორია, პროფილი და თანხვედრა

კომუნიკაცია ზე:

• საიდენტიფიკაციო პროცესებზე • ერთმნიშვნელოვანი • ხელისუფლებასთან • შედეგებზე • დროული • მედიასთან • პროგრესზე • კონფიდენციალურობა და მონაცემთა • ვადებზე დაცვის მექანიზმები • ფსიქოსოციალურ შესაბამისობაშია მხარდაჭერაზე

=

იდენტიფიკაციის ან მსგავსი საბუთის არარსებობის მოწმობის გამცემი ორგანო იდენტიფიკაციის შედეგები ადამიანთა ნარჩენებზე სახელის/ იდენტოფის სწორად გადანაწილება

სხეული იდენტიფიცირებულია მაგრამ არა ოჯახის მხრიდან მოთხოვნის

• განგრძობადი შენახვა და შენახვა

• კულტურულად ან რელიგიურად შესაბამისი დაკრძალვა

იდენტიფიკაციის შესახებ დასკვნის არარსებობა

იდენტიფიცირებული ადამიანის ნეშტი • გამოშვება ოჯახისთვის

• კომუნიკაცია შეთავაზებებზე დახმარების

შემთხვევაში არაიდენტიფიკაცია • განგრძობადი შენახვა და მიკვლევადობა (მონიშვნა, რუკირება,

დოკუმენტირება) ადამიანის ნეშტი • მოწმობა არყოფნის

* აღნიშნულ დანართში ასახული პროცესები წარმოადგენს სამარხების ფართო მასიური დაცვისა და გამოძიების განუყოფელ ნაწილს.

21


დანართი 6: სიმართლე, სამართლიანობა და სადღესასწაულო ცერემონიები* ინფორმაციის მიწოდება

მიღება ინფორმაცია გაცემა ინფორმაცია

გამოძიება

გარდაცვლილთა მოხსენიება

ინდივიდუალური კოლექტიური გლოვა გლოვა

გამოქვეყნება რელიგიური კულტურული პრაქტიკა პრაქტიკა

კრიმინალური სამართალწარმოება

კრიმინალიზაცია

სასამართლო განხილვა

* აღნიშნულ დანართში ასახული პროცესები წარმოადგენს სამარხების ფართო მასიური დაცვისა და გამოძიების განუყოფელ ნაწილს.

22

საშუალებები • საშუალებები • აღდგენა • სარეაბილიტაციო • კმაყოფილება • განმეორების გარანტიები


ავტორები დოქტორი მელანი კლინკერი

დოქტორი ელი სმიტი

საერთაშორისო სამართლის მთავარი აკადემიკოსი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის დეპარტამენტის მკვლევარი, ბორნმუთი

ჰუმანიტარული მეცნიერებები და სამართალი, ბორნმუთის უნივერსიტეტის და გლობალური უსაფრთხოების მთავარი ასოცირებული თანამშრომელი

მრგვალი მაგიდის განხილვების მონაწილე ექსპერტ-მონაწილეები ესმა ალიჩეჰიჩი

დოქტორი ალესანდრა ლა ვაკარა

სასამართლო არქეოლოგი და ანთროპოლოგი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი

უგზო-უკვლოდ დაკარგულ მიგრანტთა და ლტოლვილთა პროგრამის მენეჯერი, დაკარგულთა კომისარიატების საერთაშორისო კომისია

სარეთა აშრაპი

დეკანი მენინგი

იურისტი, გარდენის სასამართლოს პალატები; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საგამოძიებო ჯგუფის საველე გამოძიების ოფისის დირექტორი Da'esh/ISIL-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებისათვის ანგარიშვალდებულების ასამაღლებლად სირიასა და ერაყში მომხდარ შემთხვევებთან დაკავშირებული უფროსი მრჩეველი ანგარიშვალდებულების ნაწილში; ოქსფორდის უნივერსიტეტის ბლავატნიკის სკოლის მიწვეული თანამშრომელი

ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის ტრიბუნალის ყოფილი გამომძიებელი, MH17 ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის წევრი და კანბერას აქტივების კონფისკაციის სამუშაო გუნდის ხელმძღვანელი.

კეროლაინ ბარკერი სასამართლო არქეოლოგი და ანთროპოლოგი, განყოფილების უფროსი, უფროსი სასამართლო ანთროპოლოგი, გაეროს საგამოძიებო ჯგუფი Da'esh/ISIL (UNITAD) მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ანგარიშვალდებულების ხელშესაწყობად

დოქტორი დენის ბიკეშა რუანდის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის დეკანი

პიტერ მაკლოსკი ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის პროკურატურის უფროსი სასამართლო რწმუნებული (პენსიაზე გასული)

სერ ჰოვარდ მორისონი ბრიტანეთის იურისტი და მოსამართლე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში და ყოფილი სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიისთვის

დოქტორი კლერ მუნი

სასამართლო ანთროპოლოგი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დაკარგულ პირთა საქმეზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი და არგენტინის სასამართლო ანთროპოლოგიის გუნდის წევრი (EAAF)

ასოცირებული პროფესორი ლონდონის ეკონომიკის სკოლის სოციოლოგიის დეპარტამენტში და კვლევის ხელმძღვანელი პროექტისთვის ‘ადამიანის უფლებები, ადამიანის ნეშტები: სასამართლო ექსპერტიზის ჰუმანიტარიანიზმი და სამარხის პოლიტიკა’

დოქტორ აგნეს კალამარდი

მარკ მულდერი

კლაუდია ბისო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსნებელი სამართლებრივი, შემაჯამებელი ან თვითნებური აღსრულების საკითხებში

INTERPOL-ის, უბედური შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა საიდენტიფიკაციო განყოფილების კოორდინატორი

თინა გაენძლე კრიმინალური დაზვერვის ოფიცერი, საერთაშორისო დანაშაულების შემთხვევების საგამოძიებო მხარდაჭერა, ინტერპოლი

ყოფილი კომისარი (წევრი) და ნეპალის ეროვნული კონსტიტუციური ორგანოს ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისიის (NHRC) პრესსპიკერი

ალისტერ გრაჰამი

შტეფან შმიტი

საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო

საერთაშორისო სასამართლო ექსპერტიზის პროგრამის ხელმძღვანელი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასამართლო ექსპერტიზისა და ტექნოლოგიის ეროვნულ ცენტრში, ადამიანის უფლებების დამცველ ექიმთა წევრი და გვატემალის სასამართლო ანთროპოლოგიის ფონდის დამფუძნებელი

დოქტორი იან ჰანსონი არქეოლოგი და საერთაშორისო გამოძიების ექსპერტი მოწმე და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო კომისიის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის განყოფილების ყოფილი დირექტორი; ამერიკის სასამართლო ექსპერტიზის აკადემიის სტიპენდიანტი; ბორნმუთის უნივერსიტეტის მკვლევარი თანამშრომელი

გაური პრადანი

ალი სიმოქი დამოუკიდებელი მკვლევარი, უფლებადამცველი და გაეროს საგამოძიებო ჯგუფის წევრი Da'esh / ISIL (UNITAD) მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ანგარიშვალდებულების ხელშესაწყობად

კაროლინ ჰორნი

დოქტორი დებორა რუიზ ვერდუზკო

სპეციალური მომხსნებელი სამართლებრივი, შემაჯამებელი ან თვითნებური აღსრულების საკითხებში

სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივების ხელმძღვანელი, უგზოუკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო კომისია

ანდრეას კლაიზერი

რუპერტ სკილბექი

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო კომისიის პოლიტიკისა და თანამშრომლობის დირექტორი

არასამთავრობო ორგანიზაციის REDRESS დირექტორი, იურისტი და სასამართლო სამართლის ყოფილი დირექტორი ღია საზოგადოების იუსტიციის ინიციატივაში

მმართველი წევრები ჯგუფი პროფესორი როჯერ ბრაუნსორდი

პროფესორი დინუშა მენდისი

კინგსის კოლეჯის ლონდონისა და ბორნმუთის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი

ინტელექტუალური საკუთრების პროფესორი და დეკანის მოადგილე კვლევისა და პროფესიული პრაქტიკის საკითხებში ბურნმუთის უნივერსიტეტში

პროფესორი ლუიზა მალაინდერი სამართლის პროფესორი ქუინსის უნივერსიტეტი ბელფასტიში

დოქტორი ანელენ მიკუსი ოქსფორდის უნივერსიტეტის ბონავეროს ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის პროგრამების ხელმძღვანელი

ავტორები მადლიერებას გამოხატავენ იმ ექსპერტების მიმართ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ანონიმური კონსულტაციის ეტეპაზე და რომელთა გამოხმაურება და რჩევები ფასდაუდებელი იყო ამ დოკუმენტაციის შემუშავებისთვის.

23




10856 09/20

პროექტი დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთის ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერების კვლევითი საბჭოს მიერ. ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები იძიებენ ღირებულებებსა და რწმენებს, რომლებიც საფუძვლად უდევს იმას, თუ ვინ ვართ ჩვენ ინდივიდუალურად და როგორ ვასრულებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი საზოგადოებისა და კაცობრიობის წინაშე. 26


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.