მითი კავკასიური ცივილიზაციის შესახებ / როლანდ თოფშიშვილი (2012)

Page 85

თავდასაცავი ნაგებობები შეიძლება დავასახელოთ. ქვის სახლების ნაცვლად ადიღეელებს მხოლოდ მოწნული სახლები ჰქონდათ; უცხო იყო მათთვის კოშკური კულტურაც). ნართული ეპოსი ქართველთათვის უცხო იყო. რაც შეეხება “ეთნიკური ხელოვნების ფორმებს”, ამ თვალსაზრისითაც სრულიად სხვადასხვა სამყაროსთან გვაქვს საქმე – ქართულ პოლიფონიურ მუსიკას საერთოდ კავკასიაში ანალოგია არა აქვს. ანალოგია არ გააჩნია ასევე ქართულ ხალხურ ცეკვებს, მაგალითად, ცეკვა “ქართულს” – ქალისა და კაცის ცეკვას, რომელიც რაინდულ-რომანტიკული სულისკვეთებით გამოირჩევა. კოსტა ხეთაგუროვის ეთნოგრაფიული ნარკვევის თანახმად, ოსეთში მხოლოდ კაცები ცეკვავდნენ, ქალები კი – არა. თურმე, ეთნოსი “მსხვილი ცივილიზაციის” გავლენას თუ განიცადის, მაშინ ის კულტურულ თვითმყოფადობას კარგავს. არაა ეს ასე. დასავლეთ ევროპელი ხალხები ერთ დიდ საერთო დასავლეთ ევროპულ/კათოლიკურ ცივილიზაციაში შედიოდნენ და არც ერთ მათგანს კულტურული თავისთავადობა, ეთნიკური კულტურა არ დაუკარგავს. წიგნის პირველ ნაწილში ციტატები შემოგთავაზეთ ბ. ჯავახიას სამეცნიერო ნაშრომიდან, რომელშიც შუა საუკუნეების ევროპელი ავტორების განსხვავებული დამოკიდებულებაა გადმოცემული სამხრეთ კავკასიისა და ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ. ავტორის სამართლიანი დასკვნით, საქართველო ევროპული კულტურული ლანდშაფტის ნაწილად განიხილებოდა, ჩრდილოეთ კავკასია კი – არა. ამ უკანასკნელს მოიხსენიებდნენ როგორც გოგისა და მაგოგის ადგილსამყოფელს”74. ევროპელთა დამოკიდებულება კავკასიისადმი არც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე შეცვლილა. გერმანელი გოტფრიდ მერცბახერი წერდა: «Главный Кавказский хребет составляет как в географическом, ботаническом и климатическом, так и в этническом отношении преграду между двумя половинами Кавказского перешейка. К югу от этого громадного возвышения земли в настоящее время встречаем главным образом народы картвельского племени, к северу же их 74ჯავახია ბ. კავკასია შუა საუკუნეების ევროპის კულტურულ ლანდშაფტში. – კავკასიოლოგთა პირველი საერთაშორისო კონგრესის მასალები, თბ., 2007, გვ. 233, 234.

84


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.