„მხოლოდ თბილისი არ კმარა“ – გასაუბრება წნორის “ცოდნის კაფეს” დამფუძნებელ ნანა ბაგალიშვილთან სტატიის ბმული: https://at.ge/2020/05/22/tsnori/ ავტორი: ნიკა ნადირაშვილი თბილისი… ქალაქი, სადაც სიახლის შექმნა გამოწვევაა… სიახლის, რომელიც საზოგადოების ცნობიერებას განავითარებს; შესაბამისად, კულტურის პროექტების ავტორებს ალბათ, არაერთხელ გვიფიქრია, შესაძლოა გადამეტებული სკეპტიციზმითაც კი, რომ, თითქოს, „მხოლოდ თბილისი არ კმარა“ (გადაძახილი, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს 2018 წლის გამოშვების მოტოსთან – „მხოლოდ შენობები არ კმარა“). რამდენად შესაძლებელია, რომ ჩვენი აქტივობები რეგიონული მასშტაბით განვახორციელოთ და როგორ შეგვიძლია წნორში მდებარე „ცოდნის კაფეს“ წარმატებული გამოცდილება გავიზიაროთ, რომელიც, ერთი შეხედვით, ლასე ჰალსტიომის 2000 წლის მხატვრულ ფილმს – „შოკოლადს“ მოგვაგონებს, თავისი ვიენ როშეს და სამწუხაროდ, გრაჶ დე რეინოს პერსონაჟებით..?!