“მზიურის” მედიათეკა და გალერეა – ახალი პროექტი ათწლიანი ისტორიით სტატიის ბმული: https://at.ge/2020/04/30/mziuri-mediateka-1991/ ავტორი: ნიკა ნადირაშვილი საქართველოში
დამოუკიდებელ
შემოქმედებით
საინიციატივო
ჯგუფებს,
შეზღუდული სახელმწიფო და კერძო მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, დიდი ბრძოლის ფასად უხდებათ სხვადასხვა პროექტის განხორციელება. მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება, თუ პროექტი სახელმწიფოს ბალანსზე არსებული
სივრცის
განვითარებას
და
შემოქმედებითად
ამუშავებას
გულისხმობს. ასეთ რთულ გზას გადის მზიურის მედიათეკის და თანამედროვე ხელოვნების გალერეის პროექტი: 1990-იან
წლებამდე მოქმედი ძველი საბაგიროს მიმღები
პუნქტის შემოქმედებით მულტიფუნქციურ სივრცედ გარდაქმნის იდეა 2011 წელს გაჩნდა და ის თანამედროვე ხელოვანებს, კოკა ვაშაკიძეს და ვასილ მაჭარაძეს ეკუთვნით. მომდევნო პერიოდში, კინომცოდნე ანუკა ლომიძესთან ერთად, გუნდს „ახალი მზიურის“ დამფუძნებელი ანა გოგუაძეც შეუერთდა.