Issuu on Google+

Telavi Series #2

agvisto 2010

aleko WarbaZe: miCveva icis adamianebis daxmarebam

pirveli Telavuri internet Jurnali


12 11

Semqmnelebi redaqtori

giorgi beJaniSvili

4 10

konsultanti 5 6

filologiis doqtori neli cqitiSvili

7 9

Jurnalistebi 8 10

8

9 11 7

12

naTia daneliSvili naTia nanaSvili avtorebi

emza xuciSvili gega ardaziSvili daviT jimSitaSvili soso miqelaZe

14

filologiis mecnierebaTa doqtori,profesori

15

6

13

giorgi javaxiSvili

16

fotografi

nino osiaSvili

5

17 18 20

4

19

dizainerebi

giorgi beJaniSvili irine jandieri

21 23

3

22 25

2

24 26 28

1

27 0

30

INCH

29

giorgi beJaniSvili

3

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, გაუყევით ახალ ნომერს, გადაიკითხეთ და თქვენი აზრიც გაგვიზიარეთ facebook - ის მეშვეობით. ნურც ჩვენს ახალ საიტზე შემოხედვა დაგეზარებათ, იქ ჟურნალის გარდა კიდევ სხვა საინტერესო ფაილებსაც გადააწყდებით. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე ვირტუალურ სამყაროში! 

2

რაც შეეხება ახალ ნომერს, სიტუაცია შემდეგნაირადაა. ზაფხულისა და დასვენების გამო გამოგვაკლდა ერთი ჟურნალისტი და ვახო მოსიაშვილი, რომელმაც სვანეთზე გაგვცვალა  მის პერსონალურ გვერდს ამ ნომერში ვერ იხილავთ. სამაგიეროდ შევიძინეთ სამი ახალი ავტორი პერსონალური გვერდებით და ერთი მოყვარული ფოტოგრაფი, რომელიც სიცხის მიუხედავათ, დაუზარელად ჩამოდის გურჯაანიდან. ისტორიის გვერდისთვის წერილი კი მოამზადა თელაველებისათვის საყვარელმა პედაგოგმა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი (გოგი) ჯავახიშვილმა, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია! ასევე დაგვემატა პროზისა და პოეზიის გვერდები, რომელთა მეშვეობითაც ყოველთვის შევეცდებით ცნობილი თელაველი ხელოვანების ახალ ახალი შედევრებითა და უცნობი, მაგრამ საინტერესო ახალგაზრდების ჩანაწერებით თქვენს განებივრებას!

1

დავიწყებ იქიდან, რომ განსაკუთრებული რეზონანსი პირველ ნომერს ნამდვილად არ მოყოლია. ამას აქვს რამოდენიმე მიზეზი, პირველ რიგში ეს ალბად იმის ბრალია, რომ არ გაპიარდა. მხოლოდ სოციალური ქსელის facebook- ის მეშვეობით გავრცელდა ლინკი, რომელსაც სხვათაშორის ბევრმა ადამიანმა ვერ გაუგო თავი და ბოლო. სიმართლე გითხრათ და ახლაც გამკვირვებია, რა სირთულეს წარმოადგენს სამნიშნა კოდის შეყვანა, რომელიც მოგცემს იმის უფლებას , რომ ერთი წკაპის მეშვეობით გადმოწერო ჟურნალი. მაგრამ გადმოწერილსაც ვერ ხსნიდა ხალხი. მოკლედ ზოგს არქივატორების და PDF Reader-ების არ ქონამ შეუშალა ხელი, ზოგსაც კი სიზარმაცემ და თელავურმა პესიმიზმმა, რომ მაინც არაფერი იქნებოდა შიგ საინტერესო! დაფიქსირდა ასეთი პრეცენდენტებიც - გადმოწერეს, გადაათვალიერეს, შენიშვნები მომცეს დიზაინისა და ფონების გამო, მაგრამ შინაარსი არ წაიკითხეს  ასე იყო თუ ისე ( ამას ახლა უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა) დაახლოვებით 150200 ადამიანმა გადმოწერა ჩვენი ჟურნალი იმ ორი საიტიდან სადაც ის განვათავსე თავიდან. რაც შეეხება კრიტიკას. გიყვარდეთ ის ბლომად იყო. ძირითადად გაგვაკრიტიკეს ფონების გამო, კონკრეტულად კი შავი ფონების, რომლებიც ამ ნომერში საეთოდ აღარაა. ანუ გათვალისწინებული და მიღებულია ეს თქვენი შენიშვნა ბატონებო! იყო მცირე შენიშვნები გრამატიკულ შეცდომებთან დაკავშირებით. ყველაზე დიდი კრიტიკა კი წამოვიდა იმის გამო, რაცაა საერთოდ მთელი ჩვენი ჟურნალის არსი და მთავარი მიზანი. ანუ გაგვაკრიტიკეს, რატომ ვწერდით მხოლოდ თელავსა და თელაველებზე, რომ ჩვენი რუბრიკები იყო სუსტი გამომდინარე იქიდან, რომ ის ეხებოდა კონკრეტულად თელავს. ბევრმა შემოგვთავაზა, დაგვებეჭდა ზოგადი მასალები: იურისპრუდენციაზე, ფსიქოლოგიაზე, სოციოლოგიაზე, მსოფლიოს ისტორიაზე და ა.შ. კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ჩვენ ვბეჭდავთ, მხოლოდ თელავსა და თელაველებზე. ვაქვეყნებთ თელაველების და ალბად ცოტახანში უკვე ზოგადად კახელების შემოქმედებას და არა იმას რა ხდება NASA-ში. მერამდენე ზონდს აგზავნიან კოსმოსში? მართლაც 42 თავდასხმა მოხდა თუ არა ჰიტლერზე? რამდენს მიუსჯიან შენს მეზობელს, ქათამი თუ მოგპარა? რა ბედი ეწევათ სერიალის ბოლოს ანა - ლუსიასა და ხუანის სიყვარულს? არა მეგობრებო! ეს ჩვენ არ გვაინტერესებს. ამისთვის არის სპეციალური ლიტერატურა, გადაცემები და გაზეთები. ჩვენ ვწერთ იმაზე, რასაც სხვაგან ვერ შეხვდებით. რაც უკვე კარგად დავიწყებული ძველია. ჩვენ ახლიდან ვეცნობით თელავსა და თელაველებს. სხვა თვალით ვუყურებთ ჩვენს მომავალს, რომელიც არც ისე ბუნდოვანია, როგორიც ახლა გვეჩვენება! ჩვენი მთავარი მიზანია თელავის გაპიარება და თელაველების სახელის გატანა ფართო ასპარეზზე!

CM

გამარჯობა! როგორ ხარ? მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება და ამ ჟურნალის მეშვეობით შეგეხმიანეთ. ყოველ სიტყვას თავისი მნიშვნელობა და ძალა აქვს, ამ შემთხვევაში კი ჩემს მიერ დაწერილ თითოეულ სიტყვას ორმაგი ძალა გააჩნია, ეს ხომ პირველი თელავური ინტერნეტ ჟურნალია და თანაც უკვე მეორე ნომერი. არ დაგიმალავთ ვშიშობდი, როგორ მიიღებდა საზოგადოება ჟურნალს, რა გამოხმაურება ექნებოდა, მე რამდენად მექნებოდა სურვილი ამ საქმის გაგრძელებისა, რამედენად ამიბავდა გუნდი მხარს , მოვასწრებდით თუ არა მასალების შეგროვებას . . . და მოკლედ ათიათასობით კითხვის ნიშნები, რომლებსაც პასუხი განვლილმა ერთმა თვემ და მეორე ნომერმა გასცა! ამ მცირე წერილში შევეცდები შემოგთავაზოთ პირველი ნომრის ემოციები და მეორე ნომრის პატარა ანალიზი.

0

redaqtorisagan

kontaqti

telaviseries.tel.ge TelaviSeries@gmail.com http://www.facebook.com/#!/pages/ Telavi-Series/184865174209?v=wall


Sinaarsi 7

warmatebis formula rubrikis stumaria VTB bankis Telavis filialis mmarTveli aleko WarbaZe

11

maT uyvarT Telavi

rubrikis stumrebi arian samarSruto taqsebis mZRolebi

14 17

Cemi quCa qaquca ColoyaSvili

Cven garSemo

27 emza xuciSvilis

stumrad sofel kurdRelaurSi

gverdi

21 23

gundi Telavis telekompania ''Tanamgzavri''

ardaziSvilis 29 gega gverdi

istoria

31

Wadari

37 poezia

baadur balarjiSvilis leqsebi

39 proza

''pastorali'' fiqria yuSitaSvili

daviT jimSitaSvilis gverdi

miqelaZis 33 sosogverdi


Cveni radio

Cveni radio Tqveni ganwyobisTvis

FM 103.8

uaxlesi informacia sayvareli hitebi axali kompoziciebi

CarTe da usmine

FM 103.8


Telavi internetSi

www. Telaveli. ge

Telavis socialuri qseli


warmatebis formula

,, giyvardes moyvasi Seni " წარმატების ფორმულა ყველა ადამიანისთვის სხვადასხვაა და სიტყვა წარმატების მნიშვნელობაც ყველას განსხვავებულად ესმის. წარმატება ზოგს ბევრი ფული ჰგონია, ზოგს პოპულარობა და ზოგსაც ბულვარული პრესის ფურცლებზე მოხვედრა. ვი-თი-ბი ბანკის თელავის ფილიალის მმართველისთვის კი წარმატება სხვა ადამიანების დახმარებას ნიშნავს. ალეკო ჭარბაძე თელავში ცნობილი მეცენატია და ყველაზე დიდ სიამოვნებას კეთილი საქმის კეთება ანიჭებს. ამბობენ, ვინც სიკეთეს აკეთებს მას ამაზე ლაპარაკიც არ უყვარს. ბატონმა ალეკომ მის მიერ გაწეულ ქველმოქმედებებზე არაფერი გვითხრა, თუმცა რამდენიმე მათგნის გაგება მაინც მოვახერხეთ. „საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის“ პროექტის ფარგლებში 10 – 15 სიღარიბის ზღვარს მყოფ ბავშვს დაეხმარა ექიმთან ვისიტში, მხედველობა დაქვეითებულებს შეუძინათ სათვალეები. 2008 წლის აგვისტოში, სწორედ ის იყო პირველი ინიციატორი 400მდე დევნილი ოჯახსათვის დახმარება გაეწია. პირველადი მოხმარების საგნები, სხადასხვა საჩუქრები , მათშორის ტელევიზორი ბავშვებისათვის - მან თავისი ხარჯებით შეიძინა. ხშირად ასპონსორებს სხვადასხვა სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებებს, სატელევიზიო გადაცემებს, ცდილობს წაახალისოს თელაველი ახალგაზრდები. მის კაბინეტში უამრავ სამადლობელ ფურცელს წააწყდებით, რომელთაც ჩამოთვლას ერთი სტატია არ ეყოფა. მისი ქველმოქმედება მით უფრო დასაფასებელია, რომ ის ფული რომლითაც ახლა სხვებს ეხმარება ადვილად არ უშოვია. ამისთვის ბევრი შრომა დასჭირდა... ბატონი ალეკო 1974 წლის 7 აპრილს თბილისში დაიბადა, ბავშვობა დიდუბეში გაატ���რა. დაამთავრა 166-ე საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა ეკონომიკის ინსტიტუტში, ფინანსისტის სპეციალობაზე. მისი სტუდენტობის პერიოდს მამის გარდაცვალება დაემთხვა. შეძლებულ ოჯახში დაბადებულს და გაზრდილს მამის გარდაცვალების შემდეგ დედა დაუავადმყოფდა და მამის მიერ დანატოვარი მთელი ქონება მის მკურნალობას დასჭირდა. პირველ კურსელი ალეკო კი იძულებული გახდა საკუთარი თავის, მცირეწლოვანი ძმის და დედის სარჩენად მშენებლობაზე მუშად ემუშავა. სამუშაო საკმაოდ მძიმე გამოდგა, დღის განმავლობაში ისე იღლებოდა, რომ სახლში მისული სწავლას ვეღარ ახერხებდა, ამიტომ იძულებული გახდა სხვა სამუშაო მოეძებნა და ტრამვაი-ტროლეიბუსების დეპოში ელექტრიკოსად დაიწყო მუშაობა. წარმატებას სტუდენტობის პერიოდშივე მიაღწია.ნაქვამია, ნიჭი არ იკარგება და ნიჭიერი ადამიანი თავის გზას ყოველთვის პოულობსო, ბატონი ალეკოს შემთხვევაშიც ასე მოხდა. ნიჭიერი სტუდენტი მალევე შეამჩნიეს და ბანკში დაიწყო მუშაობა. წლების განმავლობაში ბანკში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, 2006 წლიდან კი ვი-თი-ბი ბანკის თელავის ფილიალის მმართველად დაინიშნა. უყვარს ნადირობა. აქვს საკუთარი ვენახი სოფელ გულგულაში, რომელსაც თავად უვლის. კითხულობს ლექციებს საბანკო საქმეში. არის წმინდა ნინოს ეკლესიის სტიქაროსანი. ყავს თერთმეტი წლის შვილი ირაკლი.


ბატონო ალეკო, რამდენად რთული იყო თქვენთვის წარმატების მიღწევა და რა გზის გავლა დაგჭირდათ რომ დღევანდელი მდგომარეობისთვის მიგეღწიათ? წარმატებისკენ გზა ყოველთვის რთულია მე ამ ბანკში 16 წელია ვმუშაობ და პრაქტიკულად ყოველი დღე დამჭირდა ამის მისაღწევად. ამ 16 წლის განმავლობაში იოლი არცერთი დღე არ ყოფილა. როგორი ბავშვი იყავით? ძალიან ცელქი და მოძრავი ბავშვი ვიყავი, მაგრამ კარგადაც ვსწავლობდი და მასწავლებლები ,,მპატიობდნენ’’ დანაშაულებს. უმაღლესი განათლება სად მიიღეთ და როგორ გახსენდებათ სტუდენტობის წლები? თბილისში ეკონომიკის ინსტიტუტში ვსწავლობდი და მარტო ვცხოვრობდი. ძალიან კარგი ჯგუფი და სამეგობრო მყავდა. მაშინ რამდენიმე სახლი მქონდა თბილისში, ჩემი ოჯახი სხვა ადგილას ცხოვრობდა თბილისში. მე კი ცალკე მოვინდომე სტუდენტობის გატარება. დიდუბეში ვცხოვრობდი დიდ სახლში და თითქმის ჩემთან ცხოვრობდნენ ჩემი მეგობრები. დედაჩემი მოდიოდა. სახლს მილაგებდა და მიდიოდა. პროდუქტს გვიტოვებდა და სტუდენტი გოგონები ამზადებდნენ საჭმელს. ოთხ ოთახიანი სახლი მქონდა დიდი ზალით და ,,ტუსოვკებს’’ ვაწყობდით ხოლმე. ხომ წარმოგიდგენიათ რა ამბავში ვიქნებოდით. როდის დაიწყო თქვენი კარიერა? ჩემი კარიერა სტუდენტობის პერიოდში დაიწყო. მეოთხე კურსზე ვიყავი, როდესაც უნივერსიტეტმა პრაქტიკებზე გამგზავნა შემნახველ ბანკში, სადაც დავწერე ასეთი პროგრამა, ,,როგორ ვერ უნდა მოიპაროს მოლარემ ფული’’ ჩემი ბავშვური, სტუდენტური, ანარქიული სულით რაღაცეები მოვიფიქრე და შევუსაბამე მაშინდელ მოქმედ კანონმდებლობას. ბანკში მოეწონათ ეს გეგმა, დარეკეს დეკანატში და უთხრეს, ამ ბავშვს ვიტოვებთ ნახევარ განაკვეთზე, შტატშიო. იმის შემდეგ დავრჩი ამ ბანკში. როდის მიხვდით, რომ წარმატებული ადამიანი გახდით? რომ გითხრათ, რომ ეხლა მივხვდი, ეხლაც ვერ ვხვდები. თვითონ რას ნიშნავს წარმატებული ადამიანი მე თვითონ ვერ ამოვხსენი. ჩემი აზრით, ადამიანი წარმატებულია თუ შეუძლია სხვა ადამიანს გვერდში დაუდგეს.


ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს სად მუშაობ და რას აკეთებ. შეიძლება ძალიან დიდი თანამდებობა გქონდეს მაგრამ წარმატებული არ იყო. წარმატება არც თანამდებობით იზომება და არც ფულით. წარმატებამ ხომ არ შეგცვალათ? რა განსხვავებაა 20 წლის წინანდელ და ახლანდელ ალეკო ჭარბაძეს შორის? მე ვფქრობ რომ არანაირი განსხვავება არ არის. ერთადერთი განსხვავება რაც შეიძლება იყოს ის არის, რომ უფრო მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს.პიროვნულად არ შევცვლილვარ. რაში გეხმარებათ წარმატებული ადამიანის იმიჯი და როგორ იყენებთ მას? წარმატებული ადამიანის იმიჯი ადამიანებთან ურთიერთობაში მეხმარება, რაც შეეხება გამოყენებას, ძირითადად იმაში ვიყენებ, რომ სხვა ადამიანებს ვეხმარები. ცნობილია, რომ წარმატებულ მმართველთან ერთად მეცენატიც ბრძანდებით, რას ნიშნავს თქვენთვის ადამიანის დახმარება? რას გრძნობთ, როდესაც გაჭირვებულს ეხმარებით? ეს ჩემი სულიერი მდგომარეობაა. ყველაზე კარგი რამ, რაც შეიძლება გავაკეთო. ძალიან მსიამოვნებს და ამით ვკმაყოფილდები. როგორ გითხრათ, მიჩვევა იცის ადამიანების დახმარებამ, შეიძლება თავიდან უბრალოდ ზის შენში რომ სხვებს დაეხმარო, მერე ამას ეჩვევი და გადაჩვევა ძალიან რთულია. გაქვს თუ არა საშუალება მაინც ეხმარები, მორალურად, ფიზიკურად, ყველნაირად. რაც მეტ სიკეთს აკეთებ, უფრო მეტის კეთების მოთხოვნილება გიჩნდება და შენ თვითონ გრძნობ, რომ სუფთა ხარ. ბავშვობაში თუ გიფიქრიათ, რომ ასეთი წარმატებული გახდებოდით? არა, არ მიფიქრია. ყოველ შემთხვევაში ბანკირობაზე არასოდეს მიოცნებია. ბავშვობაში ფეხბურთელი ვიყავი. ფეხბურთი ძალიან მიყვარს და ყოველთვის ფეხბურთელის კარიერაზე ვოცნებობდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ სულ სხვა მიმართულებით წავედი. სანამ თელავში გადმოხვიდოდით საცხოვრებლად რაიმე შეხება თუ გქონდათ თელავთან? აუდიტად მუშაობის პერიოდში საქართველოს ყველა რაიონში დავდიოდი ხოლმე რევიზიებზე, მათ შორის თელავშიც. თელავთან შეხება 1995 წლიდან მაქვს, მაგრამ მხოლოდ რევიზიისთვის ჩამოვდიოდი, სხვა არანაირი შეხება არ მქონდა. როდესაც თელავში გადმოსვლა გადაწყვიტეთ, როგორი განწყობით მოდიოდით?

ალეკო შვილთან - ირაკლისთან ერთად

მაშინდელი გადმოსახედიდან როგორც ვიცნობდი ქალაქს და ახლა როგორც ვიცნობ ძალიან დიდი განსხვავებაა. მაშინ ცოტა შიშით მოვდიოდი, იმიტომ რომ აქ არც მეგობრები მყავდა და არც ნათესავები. ქალაქს ვიცნობდი იმ დონეზე, რა დონეზეც რამდენიმე დღით ჩამოსული ადამიანი შეიძლება იცნობდეს. მოსახლეობასთან და ბიზნეს გარემოსთან შეხება არ მქონდა.


ახლა როგორ შეაფასებთ თელავს? ჩემი წილი სიყვარული დამრჩა გულში. ძალიან მიყვარს თელავი. კარგი ქალაქია და კარგი ხალხი ცხოვრობს. რას ურჩევთ იმ ადამიანებს, ვისაც სურს თქვენსავით წარმატებული გახდეს? პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა მოერიონ.წარმატება აუცილებლად მოვა.სხვისი ყურებით ვერაფერს ვერ მიაღწევ, უნდა დაისახო მიზანი. თუ მიზანი არ გაქვს ვერაფერს ვერ მიაღწევ. ერთი მიმართულება უნდა აირჩიო რომელიც გხიბლავს, გსიამოვნებს და რაზეც შეიძლება წლები იმუშაო და იმის ირგვლივ უნდა ააწყო მთელი შენი ცხოვრება. წარმატების მისაღწევად ასევე აუცილებელია მარტო საკუთარ თავზე არ იფიქრო. შენს გვერდზე მყოფების ბედიც უნდა გაღელვებდეს. მე ამ დევიზით რომ ვცხოვრობ ალბათ ამიტომ ვარ წარმატებული, რადგან ,,რასაცა გასცემ შენია...“ ბიზნესში არსებობს ასეთი გამოთქმა ,,ფულის სწორად ხარჯვა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე თვითონ მუშაობის პროცესი’’ სწორად ხარჯვა ნიშნავს იმას, რომ მარტო საკუთარ თავზე არ იფიქრო. შენი მე გვერდზე უნდა გადადო და იმით დაკმაყოფილდე რაც ღმერთმა მოგცა, იმიტომ, რომ ის რაც იშოვე შეიძლება ერთ წუთში აღარ გქონდეს, და შენ როგორც ადამიანი არაფერი არ იქნები. მაგრამ თუ სწორად გექნება მიმართული შენი თანხები, ერთ დღეს სულ ცარიელზე რომ დარჩე, მაინც კმაყოფილი იქნები, რომ სხვები არიან შენით კმაყოფილები. ბიზნესში წარმატების პირველი პირობა ის არის, რომ თანხის სწორად ხარჯვა იცოდე. უაზროდ გაფლანგული ფული ყველაზე დიდი ცოდვაა. თანხის უაზროდ ფლანგვა არის ღამის კლუბებში, უზომო სმაში გადახდილი ფული. აზარტულ თამაშებზე აღარ მაქვს ლაპარაკი, მძულს თამაში, ნარკოტიკები და ასე შემდეგ. ხანდახან უაზროდ გაწეული დახმარებაც არ შეიძლება. ყველაფერს უნდა ჰქონდეს ზომა. ადამიანმა თუ იცი რას აკეთებ და როგორ აკეთებ, აუცილებლად მიაღწევ წამატებას. რა არის თქვენი წარმატების ფორმულა ჩემი წარმატების ფორმულ არის ,,გიყვარდეს მოყვასი შენი.’’ ეს არის ერთადერთი ფორმულა რითაც წარმატებას ვაღწევ. naTia daneliSvili


maT uyvarT Telavi

y

ოველი სამუშაო დღე თითქოს ერთმანეთს ჰგავს, უამრავ ადამინთან უხდებათ ურთიერთობა, ზოგი თავის გასაჭირსა და პრობლემებზე ესაუბრება მათ, ზოგი ახალ ამბებს და ქალაქში გავრცელებულ ჭორებს უზიარებს. როგორც თავად ამბობენ, საჭიროა მოთმინების უნარის ქონა, მშვიდი ხასიათი და იუმორის გრძნობაც. რუბრიკის სტუმრები ამჟამად თელავში მოძრავი სამარშუტო ტაქსის მძღოლები არიან.


პირველი რესპონდენტი 38 წლის არის, ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 5 წელია მძღოლად მუშაობს, თავიდან თბილისში, ხოლო 4 წლის წინათ თელავში დაიწყო მუშაობა და დღემდე ასე გრძელდება. “ წარმოშობით სოფელ სანიორიდან ვარ, მაგრამ ერთი წლის ვიყავი, საცხოვრებლად თელავში რომ გადმოვიდა ჩემი ოჯახი, ამიტომაც თავს თელაველად ვთვლი, აქ ვარ დაბადებული და დაბერებული. პროფესიით ავტოინჟინერი ვარ, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ბოლნისში გამანაწილეს სამუშაოდ, ცხოვრებამ მოიტანა და დღეს ამ საქმეს ვაკეთებ, არ მომწონს, მაგრამ სხვა გზა რომ არ არის, სახლში ჯდომას მუშაობა მირჩევნია. “ მაქსიმალურად ცდილობს, კანონმორჩილი მძღოლი იყოს , თუმცა წესების დარღვევა თავისდაუნებურად მაინც უწევს. თვლის, რომ დღეს მძღოლების 80%-მა ნორმალურად არც კი იცის ავტომობილის მართვა, რადგანაც გამარტივებულია მართვის მოწმობის აღების წესები. ” ახლა გამოცდის ჩაბარებისას ყურადღებას მხოლოდ იმას აქცევენ როგორ შეგყავს და გამოგყავს მანქანა. ” გვითხრა ლევანმა. ყოველდღე მუშაობს, დილის 8-დან საღამოს 5 საათამდე, მხოლოდ შაბათ-კვირას ისვენებს. “ ერთი და იგივე ხალხთან მიხდება ურთიერთობა, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და როგორც ოჯახის წევრები ისე ვართ. თბილისში მუშაობისას გაუცხოების ფაქტორი მოქმედებდა, აქ კი მგზავრებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ერთ რაღაცას მოგიყვებით: რამდენიმე დღის წინ მარშუტკაში ვიღაცას დარჩა მობილური, მეორე რეისიზე გამაჩერა და ტელეფონი იმ ადგილას დახვდა, სადაც დაეკარგა, არავის აუღია. წარმოუდგენელია დიდ ქალაქში ასე მომხდარიყო. დაპატიჟებაც ხშირია, ხალხიც თავაზიანია, ვიდრე სხვაგან.” ლევანის თქმით, მისი დღევანდელი სამუშაო იმდენად დამღლელი არ არის, რამდენადაც მოსაწყენი. მძროლად მუშაობა დიდ რისკთან არის დაკავშირებული, ნებისმიერ დროს შეიძლება რაღაც მოხდეს, მუდამ დაძაბული უნდა იყო. სამუშაო დღეებში არასოდეს სვამს.

“ თავიდან რომ დავიწყე შოფრობა ვერ შევძელი და მალევე დავანებე თავი. Mმაგრამ ეხლა სხვაგან ყოფნა ვეღარ წარმომიდგენია. ამას წინათ ენერგოდისტრიბუციაში შემომთავაზეს მუშაობა, ბევრი ვიფიქრე, დიდხანს ვიყოყმანე, ბოლოს უარი ვუთხარი. “ ოთხწლიანი მუშაობის პერიოდში მრავალი კურიოზი გადახდენია თავს. ერთ-ერთი მათგანი ჩვენთანაც გაიხსენა: “ მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა. მაშინ მგზავრობა 30 თეთრი ღირდა, კავკასიონზე ერთ ქალს ხურდას რომ ვუბრუნებდი მექანიკურად დამიკვლია 5 თეთრი. მეორე რეისზე იქ დამხვდა, ავუხსენი ყველაფერი და სიჩქარეში 10 თეთრიანი მივაწოდე. შეურაცხყოფად მიიღო და სულ ამომიყარა საფლავიდან თუ ვინმე მყავდა. მაშინ პირველად დავანებე ამ საქმეს თავი. მას შემდეგ მეზიზღება 5 თეთრიანები.” ჩვენს გულახდილ რესპონდენტს ვკითხეთ, რამდენად შემოსავლიანია მისი საქმიანობა და აი რა გვიპასუხა: “ შემოსავლიანი რა, ამით განსაკუთრებულს ვერაფერს იყიდი, მაგრამ ცოლ-შვილი მშიერი არ გეყოლება. მე ამის გარდა სხვა შემოსავალი არ მაქვს. არც ისე ვარ, რომ მიწას ვლოკავდე და არც ფუფუნებაში ვცხოვრობ.” ყოველ შაბათ დღეს მეგობრებთან ერთად ატარებს, ქეიფობს, სვამს...კვირას აუცილებლად ამოწმებს წესრიგშია თუ არა მანქანა. ორშაბათიდან პარასკევამდე კი ყველაფერი უცვლელედ მეორდება... მეორე რესპონდენტი, ვახტანგი უფრო გამოცდილია. მას მძღოლად მუშაობის 15 წლიანი სტაჟი აქვს. თურმე საბჭოთა კავშირის დროს პირველი ყოფილა თელავში, ვინც 1975 წელს სამარშუტო ხაზი შეიძინა. მძღოლად არ დაბადებულა...მოსკოვის კავშირგაბმულობის ეკონომიური ინსტიტუტის თბილისის ფილიალი აქვს დამთავრებული, სწავლობდა ქუთაისშიც - მსუბუქი მრეწველობის განხრით.


“ამ ხაზზე 15 წელია ვმუშაობ, სხვა გზა არ მაქვს, ამით ვარჩენ ოჯახს. ყოველ დილით კონდოლიდან მოვდივარ, 8 საათზე უკვე თელავში ვარ ხოლმე და სამუშაო დღეც ამ დროიდან იწყება, 5-ის ნახევარზე ვამთავრებ. შაბათ-კვირას ვისვენებ, ამას თუ დასვენება ჰქვია. სახლში უამრავი საქმეა, მითუმეტეს სოფლის პირობებში. “ როგორ თავად ამბობს, კანონმორჩილი მძღოლია. არასოდეს ზის ნასვამი საჭესთან. “ ჩემი პროფესიის ადამიანს, პირველ რიგში ხალხის პატივისცემა უნდა შეეძლოს, აუცილებელია სისუფთავის დაცვა, რადგან მგზავრმა კომფორტულად იგრძნოს თავი ტრანსპორტში. როგორც ამბობენ , ცხენი რომ კვდება, უნაგირი რჩება და კაცი რომ კვდება კიდევ მისი სახელი. ამ ქვეყნიდან ისე არ უნდა წახვიდე, რომ თავი საგინებლად გაიხადო, ვინმემ ცუდად მოგიგონოს. მართალია ყველასთვის კარგი ვერ იქნები, მაგრამ მაინც, არასოდეს მიმუშავია ნასვამს, ეს დიდი რისკია. “ ყოველ დღე უამრავ ადამიანთან უწევს ურთიერთობა, უკვე ძალიან კარგად იცნობს მათ. “სადაც მე ვმუშაობ, არაჩვეულებრივი ხალხია, დიდი პატივს მცემენ , თავაზიანები არიან. ხშირად პატიჟებენ ერთმანეთს, ბოლოს ჩხუბამდეც კი მიდიან, და იძულებული ვხდები ხოლმე, ორივე უფასოდ გავუშვა.” მუშაობა საკუთარი სპეციალობით ურჩევნია, რადგან იყო მძღოლი უკავშირდება დაძაბულობას, ნერვილობას, დაღლილობას. “ხანდახან სახლში ისეთი დაღლილი მივდივარ, მანქანის დანახვაც კი აღარ მინდა ხოლმე.” გვითხრა ვახტანგმა. მისი აზრით, თელაველი მძღოლების უმეტესობა საერთოდ არ იცავს მოძრაობის წესებს, განსაკუთრებით ქალები და ახალგაზრდები, სწორედ ამიტომ იქმნება ხშირად ავარიული სიტუაციები. “ნამდვილი მძღოლი მაშინ ხარ, როდესაც სხვას გამოიყვან სიტუაციიდან. ის მირჩევნია მე გავატარო, თუნდაც ჩემი გზა იყოს, ვიდრე გავჯიუტდე და ხალხის სიცოცხლე საფრთხეში ჩავაგდო. ჯობია იყო მომთმენი. მიუხედავად ყველაფრისა, ამ საქმიანობას დადებითი მხარეც აქვს. მე რომ გავჩერდე უცებ დავბერდები, იმდენად შევეჩვიე ხალხს, რომ ვეღარ წარმომიდგენია, მათთან ურთიერთობა არ მქონდეს. ვინც სისტემატურად მგზავრობს , მათ მეორე გზაზე ფულს აღარ ვახდევინებ. ს���ნამ პენსიაზე გავალ ვიმუშავებ . ჩემი შემოსავლის წყარო მხოლოდ ესაა, მეტი სამუშაო მე არ მაქვს, ამით ვარჩენ ოჯახს.” სიტყვამ მოიტანა და საუბრის ბოლოს ისიც ვკითხეთ ვახტანგს, რამდენად შემოსავლიანია ეს საქმიანობა. “შემოსავლის მხრივ სეზონურია, ყველაზე მომგებიანი პერიოდი სწავლის დროს არის. Lლუკმა პურზე გამოვდივართ. ზაფხულში სულ ზარალზე ვმუშაობთ, მაგრამ გაჩერებით ვერ გავჩერდებით.” ინტერვიუ სრულდება . . . საინტერესო ისტორიებსა და კურიოზებს რა დალევს, მაგრამ საჟურნალე არააო . . . თან დაღლაც ეტყობათ, ხუმრობა ხომ არაა, ყოველდღე ასობით კლიენტს გაუღიმო, მიესალმო, მათ კომფორტულ გადაადგილებაზე იზრუნო და თან ეს ყველაფერი არ მოგბეზრდეს!

naTia nanaSvili


Cemi quCa

ColoyaSvili


ქაქუცა ჩოლოყაშვილის (ყოფილი „პირველი მაისი“) ქუჩა თელავის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს. ქუჩის გარკვეულ ნაწილში ძველი ხის აივნებიანი სახლებია განლაგებული რომელთაც შემდეგი აბრა “ამშვენებს” : “ძეგლი დაცულია სახელმწიფოს მიერ. დამზიანებელი ისჯება კანონით.” შენობებს სიძველის კვალი აშკარად ეტყობა, ზოგიერთი მათგანი შესაძლოა საუკუნეზე მეტი ხნის წინათ იყოს აგებული. ახლად გაკეთებული , მოასფალტებული გზა რიყის ქვით მოპირკეთებული ნაწილით ბოლოვდება. ქუჩის პარალელურად ხევი ჩამოდის, მის ნაპირზე ნაძვნარია გაშენებული, იქვე პატარა საყდარი მდებარეობს, რომელიც კვირაცხოვლის სახელს ატარებს. ქუჩის მცხოვრებთა თქმით, დღეს მოქმედი აღარ არის, მაგრამ ხალხი მაინც დადის საყდარში და სანთელს ანთებს. ჩოლოყაშვილის ქუჩაზეა უძველესი ქვის გალავანი და ეკლესია - გორი ჯვარი. ეს ყველაზე ძველი გალავანი IX -X საუკუნეში აშენებულა. კვირიკე მეფის დროს. ციხე გალავანს სათოფეები არ აქვს დატანებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის “მშვილდ - ისრობის” დროსაა აშენებული. ამ გალავანშივეა წმინდა გიორგის ძველი ეკლესია.

ამ ქუჩაზე, ძველი გალავანის ადგილას ერეკლეს სპეციალურად ჩაუსახლებია სამოცი კომლი სომხებისა. ამ დროს ეს ადგილი უკაცრიელი და ტყით დაფარული ყოფილა. ჩვენ ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ყველაზე მოხუცი ადამიანი აღმოვაჩინეთ და სწორად მისგან მოვისმინეთ საინტერესო ამბები, ქუჩის დაარსებასა და ისტორიულ მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

ფირუზა პაპა, 95 წლის: “მე 1962 წლიდან აქ ვცხოვრობ შვილო, ადგილი ვიყიდე და საკუთარი ხელით ავაშენე ეს სახლი. რაც თავი მახსოვს პირველი მაისი ჰქვია ამ ქუჩას მაგრამ ადრე მგონი სხვა სახელე ერქვა. ორი წელი იქნება , რაც გადაარქვეს სახელი და ჩოლოყაშვილის ქუჩა დაარქვეს. მამაჩემის ნაამბობიდან ვიცი , რომ ამ ქუჩაზე ცხოვრობდნენ ვაჭრები. ცნობილი ვაჭარი ყოფილა აქ დასახლებული, გვარად აბრამიშვილი. აქვე ახლოს ხიდი რომ არის, იქ ადრე რიყე იყო. სწორედ მანდ იმართებოდა ბაზრობები, ერთ მხარეს მჭედელთა სახელოსნოები იყო, მეორე მხარეს პროდუქტების ბაზარი. იქვე ახლოს მდებარეობდა”დვერი” , ეხლა სასტუმროებს რომ ეძახიან. ამ დვერში ღამეს ათევდნენ ვაჭრები, რომლებიც შორი გზიდან იყვნენ ჩამოსულნი თელავში” ფირუზა პაპამ ისიც გვითხრა , რომ ტყეში მდებარე საყდარში ადრე დიდი დღეობა იმართებოდა, კვირაცხოვლობა. მოგვიანებით ეს ტრადიცია დაირღვა. “დღეს მხოლოდ ძველი ხალხი, მოხუცები აღვნიშნავთ კვირაცხოვლობას, აღდგომის მეორე კვირას საყდარში ავდივართ და სანთლებს ვანთებთ.” მრავალი წლის წინათ ზემოთ აღნიშნულ საყდართან ახლოს კირის გამოსაწვავი ადგილი ყოფილა მოწყობილი, ხოლო ეკლესიის მაღლა_ ლეკების სადგომი. “მანდ გამომწვარი კირი მიჰქონდა ხალხს მშენებლობისთვის. იყენებდნენ ხესაც. ორივე მასალის მისაღებად კი სპეციალური ბილეთები იყო საჭირო. ხეს ტყიდან ეზიდებოდნენ , ხოლო კირს სპეციალისტები წვავდენენ და მათგან ყიდულობდა ხალხი, მეც ასე შევიძინე” - გვიამბო ქუჩის უხუცესმა. ყოფილი პირველი მაისის ქუჩაზე სომხების სკოლაც არსებობდა, სადაც მასწავლებლებიდან დაწყებული მოსაწავლეებით დამთავრებული, ყველა სომეხი იყო. როგორც ჩანს, მკაცრი და დისციპლინირებული სწავლება ყოფილა, რადგან ფირუზა პაპას ინფორმაციით, ამ სკოლის კურსდამთავრებულებს საბჭოთა კავშირის დროს დიდი თანამდებობებისათვის გამოუკრავთ ხელი. დღეს ჩოლოყაშვილის ქუჩაზე სკოლა “ახალი სიცოცხლე” მდებარეობს. აღმოჩნდა რომ ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ - ერთი ძველი სახლი ,,ხარება და გოგიას’’ გადაღების დროს გამოუყენებიათ. კერძოდ, ამ სახლშია გადაღებული ფოსტის გაძარცვის სცენა. აქამდე გზის გაუმართავობა აწუხებდათ, რომელიც სულ ახლახანს მოასფალტდა. დღეს ჩოლოყაშვილის ქუჩის მცხოვრებთა თქმით, პრობლემა მხოლოდ საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობაა.

naTia nanaSvili


Cven garSemo

kurdRel მსოფლიოს შვიდი საოცრებისთვის კიდევ ერთის დამატება რომ შეიძლებოდეს, მერვე ალბათ ეს სოფელი იქნებოდა, რომელზეც ქვემოთ მოგითხრობთ. მართალია, ის არც ეგვიპტის პირამიდებივით დიდებულია და არც სემირამიდას დაკიდული ბაღებივით თვალწარმტაცი, მაგრამ უცნაურობით ვერცერთი სოფელი ვერ შეედრება. ამაზე მეტი უცნაურობა რაღა გინდათ - სოფლის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი საპირფარეშოში ქალაქში დადის, იმიტომ რომ სოფელში არ აქვთ, ზოგიერთს კი საცხოვრებელი სახლის ნახევარი ქალაქში აქვს, ნახევარი კი სოფელში... არა, ზღაპრებს არ გიყვებით და არც თქვენს დაბნევას ვცდილობ, უბრალოდ მინდა აგიხსნათ სოფელ კურდღელაურის მდებარეობა. ამ სოფელში მართლა ცხოვრობენ ადამიანები, რომლების სამიოდე მეტრში მდგარი საპირფარეშო თელავს ეკუთვნის, საცხოვრებელი სახლი კი ზედ თელავი-კურდღელაურის მიჯნაზეა, ამიტომ სახლის ერთი ნახევარი თელავს ეკუთვნის, მეორე - კი კურდღელაურს. კურდღელაური თელავთან იმდენად შეერთებულია, რომ ეს ორი დასახლება თითქმის ერთ მთლიანობადაა ქცეული.

kulturis centri

soflis

biblioTeka


lauri სოფელს სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან თელავი ესაზღვრება, დასავლეთიდან თელავის ხევი, ჩრდილოეთიდან კი კურდღელაურის სახნავ-სათესი ველები, რომელიც მდინარე ალაზნამდე ვრცელდება. კურდღელაური 2 418 ჰა-ზეა გაშენებული. მისი სიგრძე სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ 5 კილომეტრია,ხოლო სიგანე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ _ 3 კილომეტრი. სოფელი ზღვის დონიდან 350-550 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ჰაერი ზომიერად თბილი და ტენიანია. კურდღელაური საკმაოდ ძველი სოფელია. მისი დაარსების თარიღთან დაკავშირებით სარწმუნო ცნობები არ არსებობს, თუმცა გავრცელებული ვერსიის თანახმად, ეს სოფელი დაახლოებით მე-5 მე-6 საუკუნეში დაარსებულა. თავიდან კურდღელაური ტერიტორიულად თელავზე დიდი ყოფილა და მხოლოდ მოგვიანებით შეერთებია მისი ტერიტორიის ნაწილი თელავს. სოფლის სახელწოდებასთან დაკავშირებით ასეთი ლეგენდა არსებობს: ახლანდელი თელავის ერთ-ერთ ქუჩა, ალაზნის გამზირი, რომელიც მაშინ კურდღელაურის შემადგენლობაში შედიოდა, ეკლიანი ბუჩქებით და ძეძვებით ყოფილა დაფარული. ამ ადგილებში თურმე ბევრი კურდღელი იყო და თელაველი ბატონიშვილები ხშირად დადიოდნენ კურდღელზე სანადიროდ. ამიტომ ადგილს კურდღლიანი უწოდეს, სოფელს კი ამ სიტყვიდან ნაწარმოები კურდღელაური დაერქვა.

gamgeoba

kurdRelauris sajaro skola


RvTismSoblis miZinebis taZari სოფელში პირველი სკოლა 1898 წელს კავთის ეკლესიის მღვდელს - ნიკო ჯაჯ���ნიძეს გაუხსნია.სკოლა კავთის ეკლესიის ეზოში, პატარა ფიცრულ სახლში მდგარა. 1928 წელს სკოლას ბიბლიოთეკაც შეემატა. ამჟამად ბიბლიოთეკაში სხვადასხვა ჟანრის 1674 წიგნი ინახება, მათ შორის არის საბავშვო და მხატვრული ლიტერატურა, დარგობრივი სახელმძღვანელოები, ენციკლოპადიები და ლექსიკონები. ბიბლიოთეკაში ასევე ინახება კურდღელაურელი პოეტების ციცინო ჯიმშიტაშვილის, დალი ნათალიშვილის, ნანა მახიტაშვილის, მირიან ხუციშვილის, დალი კევლიშვილის, ეკა ქართველიშვილის, კარლო ქართველიშვილის, ვახტანგ ორკოდაშვილის, ზვიად მესტვირიშვილის, ელენე ეგიდუნაშვილის და ანა არუთინოვის ლექსების კრებულები. მოწყობილია საბავშვო კუთხეც, სადაც პატარები მკითხველების მიერ გაკეთებული თოჯინებით თამაშობენ. ბიბლიოთეკამ მისი დაარსების შემდეგ რამდენიმე ადგილი გამოიცვალა და დღეს სოფლის კულტურის სახლში მდებარეობს. კულტურის სახლი 15 წელია უფუნქციოდაა. წლების წინ ეს შენობა ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი იყო. იმართებოდა ფილმების ჩვენება, ეწყობოდა კულტურული და გასართობი ღონისძიებები. ამჟამად კულტსახლი გაძარცვულია, თითქმის მთლიანად განადგურებულია სცენა და გაფუჭებულია სკამების ნაწილი . კულტსახლის წინ სოფლის ტერიტორიული მართვის ორგანოა. გვერდით კი პატარა კომპიუტერული ცენტრი. აქვეა სოფლის ამბულატორიაც, სადაც ორი ექიმია დასაქმებული. ყველა ეს შენობა სოფლის ცენტრშია განთავსებული. აქედან დაახლოებით 1 კილომეტრის მოშორებით კურდღელაურის საჯარო სკოლაა. სოფელში ათეული წელია აღარ ფუნქციონირებს ბაგა-ბაღი, რის გამოც ბავშვებს თელავის ბაგა-ბაღებში უხდებათ სიარული. სოფელს აქვს ღვინის ქარხანა, მწყრების ფერმა და რძის სამი მინი-ქარხანა. კურდღელაური ისტორიული ძეგლების სიმრავლით არ გამოირჩევა, თუმცა მაინც წააწყდებით როგორც საყდრების ნანგრევებს, ასევე მოქმედ ეკლესიებს. სოფელში სულ 7-მდე ტაძარია. კურდღელაურის ძირითადი ეკლესიები კავთა, კვირაცხოველი და წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიაა.

kviracxovelis eklesia სოფელში ამ ეკლესიების დღეებიც არის დაწესებული და მათი მდებარეობის მიხედვით შესაბამისი უბნის დღეობაც აღინიშნება. მოსახლეობა ადრე ამ დღესასწაულებს გრანდიოზულად აღნიშნავდა. ყველა ოჯახში იმართებოდა ლხინი დოლ-გარმონის თანხლებით, ეწყობოდა სპორტული შეჯიბრები, ადგილობრივები ერთმანეთს სტუმრობდნენ და ულოცავდნენ სოფლის დღეობას. დღეს ამ ტრადიციიდან თითქმის აღარაფერი შემორჩა. დღეობებს ჩვეულებრივი დღეებისგან მხოლოდ ეკლესიების წინ გაშლილ მაგიდებზე გასაყიდად გამოტანილი ნივთებიღა განასხვავებს.

karlo qarTveliSvili


კურდღელაურში სულ 4 639 მოსახლეა, მათი 85% ეთნიკურად ქართველია. სოფელში იძულებით გადაადგილებული პირებიც ცხოვრობენ. კურდღელაურში ყველაზე გავრცელებული გვარებია ალადაშვილი, მამუკელაშვილი, ოთარაშვილი, ხუციშვილი, ჩუბინაშვილი და ორკოდაშვილი. მოსახლეობა ძირითადად მევენახეობამებაღეობას და მესაქონლეობას მისდევს, მოჰყავთ ბაღჩეული და მარცვლეული კულტურებიც. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, მოსავლის მოყვანის გარდა, სათიბად და საძოვრადაც იყენებენ. სავარგულებს სოფლის მთლიანი ფართობის 2175 ჰექტარი უკავია. ადგილობრივების ნაწილი სხვადასხვა სფეროშია დასაქმებული, თუმცა მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მაინც დაუსაქმებელია, რაც მათთვის უმთავრესი პრობლემაა. გარდა ამისა, ადგილობრივები სასმელი წყლის გრაფიკით მიწოდებას და ბაგა-ბაღის უქონლობასაც უჩივიან.

kurdRelaurelebi

კურდღელაურში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პიროვნება სოფლის კოლორიტი და ,,სამი მუზის’’ მსახურად წოდებული კარლო ქართველიშვილია, რომელიც მრავალმხრივი ნიჭით არის დაჯილდოებული. ის როგორც მშობლიურ სოფელში, ისე თელავშიც ცნობილია როგორც ნიჭიერი მხატვარი, პოეტი და მსახიობი. მისი ნახატების მნიშვნელოვანი ნაწილი თელავის თემატიკაზეა შექმნილი. ბატონი კარლოს ნამუშევრებს შორის მრავლადაა თელავის ღირსშესანიშნავი ადგილები და ხედები. ხატვა და პოეზია ძალიან უყვარს, თუმცა მისი ძირითადი საქმიანობა მაინც მსახიობობაა. ბატონი კარლო მრავალი წელია თელავის ვაჟა_ ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუშაობს. ის კურდღელაურში დაბადებიდან ცხოვრობს და სხვასგან წასვლაზე არც უფიქრია, ბოლოსდაბოლოს, კურდღელაური ხომ პოტენციური ,,მერვე საოცრებაა’’.

naTia daneliSvili fotografi - nino osiaSvili


gundi

უკვე 21 წელია, რაც კახელი მაყურებლის მუდმივი თანამგზავრია. ამ დროის განმავლობაში იყო მრავალი დაბრკოლება, წინააღმდეგობა, დაუსაბუთებელი ბრალდებები, დადანაშაულება სუბიექტურობაში, მაგრამ 1989 წლის 19 აპრილიდან მოყოლებული დღემდე აქტიურად ფუნქციონირებს. ყოველთვის სიმართლის სადარაჯოზეა და მუდამ ცდილობს, მისი მუშაობის ამოსავალი წერტილი მაყურებელი და მათი პრობლემები იყოს. საუბარი ტელეკომოპანია “თანამგზავრზეა.” ნატო მეგუთნიშვილი ( “თანამგზავრის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი) უკვე 21 წელია, რაც ჩვენი ტელეკომპანია არსებობს. სახელწოდება “თანამგზავრი” ასე გვესმის: ჩვენ ვართ ჩვენი ერთგული მაყურებლის მუდმივი თანამგზავრი. ვცდილობთ, ყოველთვის მივაწოდოთ მათ ობიექტური ინფორმაცია და არაფერი დაგვრჩეს ხედვის მიღმა.”

“თანამგზავრის”

გუნდმა ოცდამეერთე დაბადების დღე ახალ იზეიმა. დღევანდელი მისამართი ასეთია; ქ. თელავი, #10, ყოფილი სამკერვალო ფაბრიკის შენობა, მესამე

შენობაში ჭავჭავაძის სართული.

გუნდი, რომელიც ყოველდღე მუშაობს კახელი ტელემაყურებლის ინფორმირებისათვის, არც ისე დიდია. სულ 16 ადამიანისგან შედგება. რთულია სამი ჟურნალისტი და ორი ოპერატორი ყოველდღე უზრუნველყოფდეს საინფორმაციო გამოშვების მომზადებას. ეს ალბათ მათი პროფესიონალიზმისა და საქმისადმი სიყვარულის დამსახურებაცაა. თითოეული ადამაინი ორ-სამ დავალებას ითავსებს. ძნელია ასეთ დაძაბულ რეჟიმში მუშაობა, მაგრამ მათ უყვართ ის საქმე, რომელსაც ემსახურებიან და მაყურებელი, რომელსაც მათი სიტყვების სჯერა.

“ჩვენი გუნდი ძირითადად საინფორმაციო სამსახურია, რომელიც მუშაობს გადაცემა “დიალოგზე”, არის სხვა გადაცემებიც. მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან. არ იგრძნობა, რომ მე მათი უფროსი ვარ და ისინი ჩემი ხელქვეითები, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ საქმე აუცილებლად უნდა გაკეთდეს. პრინციპი ასეთია - რასაც ვხედავთ, იმას ვაშუქებთ. წინასწარ არაფერს ვგეგმავთ, თუ ერთ კვირას იაქტიურებს ოპოზიცია, მას უფრო მეტი დრო დაეთმობა, შემდეგ განვათავსებთ ხელისუფლების საპასუხო განცხადებებს. შეიძლება მეორე კვირას აქცენტი მმართველი გუნდის მიერ ახალ - ახალი ობიექტების გახსნის პროცესზე გაკეთდეს. ტელეეკრანიდან კარგად ჩანს რეალური სურათი, ისიც, ვინ უფრო მეტად აქტიურობს. დიდ დროს და ყურადღებას ვუთმობთ სოციალურ


თემატიკას. მაყურებელი გვირეკავს, ვისმენთ მათ პრობლემებს, შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებამდე მიგვაქვს მოსახელობის საჩივრები და სხვათა შორის, ხშირად ეს ნაბიჯი ქმედითი და ეფექტურია ხოლმე, რაც ძალიან გვახარებს” - აღნიშნა ნატო მეგუთნიშვილმა.

“თანამგზავრი” 24 საათიან რეჟიმში მაუწყებლობს. როგორც საუბრისას გავარკვიეთ, ადრე ტელეკომპანიას ერთი პრობლემა აწუხებდა, რესპონდენტების ნაკლებობას განიცდიდა. თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ ძალიან უჭირდათ ისეთი ადამიანების მოძებნა, რომელთაც არ შერცხვებოდათ და ადვილად დაითანხმებდნენ ინტერვიუს მიცემაზე. Mმაგრამ დღეს ეს ბარიერი გადალახულია. გუნდის აზრით, იმიტომ, რომ მაყურებელი ყველაფერს რეალურად აფასებს, ობიექტურია და კამერასთან ურთიერთობის კომპლექსიც მოეხსნა.

კითხვაზე, თუ რა არის მთავარი მაყურებლის გულის მოსაგებად, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელისაგან ასეთი პასუხი მივიღეთ: “უმთავრესი სიმართლის თქმაა, ეკრანიდან ყოველთვის კარგად ჩანს, იტყუება თუ არა ჟურნალისტი. უნდა იყო გულწრფელი პირველ რიგში, საკუთარ თავთან და ამას აუცილებლად დაინახავს და დააფასებს მაყურებელიც. საკმაოდ გამართულად ვმუშაობთ. მიუხედავად ჟურნალისტებისა და ოპერატორების სიმცირისა, საინფორმაციო გამოშვებისათვის 5-6 სიუჟეტი მზადდება ყოველდღიურად.” რაც შეეხება განსხვავებას რეგიონალი და ცენტრალური ტელევიზიების მუშაობას შორის, “თანამგზავრის” გუნდის წევრებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ დღესდღეობით რეგიონალურ ტელევიზიებში უფრო მაღალია ობიექტურობის ხარისხი, ვიდრე ცენტრალურში. მათი თქმით, ამას აღიარებენ ოპოზიციური პარტიებიც. უმნიშვნელოა ცენზურა, შეიძლება იმიტომ, რომ დაფარვის არეალი ცენტრალურ არხებთან შედარებით ნაკლებია.

“ჩვენი ერთადერთი მიზანი და ამოცანა პატიოსნად მუშაობა და ხალხისათვის სიმართლის თქმაა. ჟურნალისტიკის მთავარი პრინციპიც ხომ სწორედ ესაა” - გვითხრეს “თანამგზავრში”. ნატო მეგუთნიშვილი: “ყველაზე გამოცდილი და სტაჟიანი თანამშრომელი მე გამოვდივარ. თბილისში ვსწავლობდი და პერიოდულად თელავის ტელევიზიაში გავდიოდი სტაჟირებას, პარალელურად ვმუშაობდი რადიო “თავისუფლებაში”, “მეცხრე არხში”, პრაიმ ნიუსში”, გაზეთ “მერიდიანში”, მაგრამ ყოველთვის ვრჩებოდი ტელევიზიაში. 5-6 წელია, რაც სტაბილურად ვარ “თანამგზავრში”. დღეს იმდენად ვარ შეჩვეული ჩემს საქმეს, რომ ტელევიზიის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარომიდგენია.” რაც შეეხება სამომავლო გეგმებს...”მინდა აღვადგინო ჩემი საავტორო გადაცემა “თელავური პორტრეტები”, ვაპირებთ ახალგაზრდული გადაცემა “სმს_ჩარტის” გაკეთებას, მაგრამ ეს ყოველივე ფინანსურ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ვიმედოვნებთ, მალე გამოჩნდებიან სპონსორები და მათი დაფინანსებით ახალ _ ახალ საინტერესო გადაცემებს შევთავაზებთ ჩვენს მუდმივ მაყურებელს. ფინანსებს უკავშირდება ასევე ახალი კორესპონდენტების აყვანა შტატში, მაგრამ მიუხედავად პატარ_პატარა დაბრკოლებებისა, ჩვენი პრინციპი უცვლელი რჩება _ ვუთხრათ ხალხს სიმართლე.”

naTia nanaSvili


istoria


Wadari

ქალაქ თელავში კახთ მეფეთა სასახლის აღმოსავლეთის კარიბჭის წინ, იქ, სადაც დგას ქართველი ხალხის საყვარელიუ მეფის ერეკლე მეორის ძეგლი,ერთმანეთის ,მიყოლებით არის განლაგებული ისტორიული ზეგლები-საზარბაზნე ბურჯი, ბატონის წყალი და ბუნების ქმნილება 900 -წლოვანი ჭადარი. ჭადარი ზღვის დონიდან 750 მეტრი სიმაღლეზეა მისი დიამეტრი 3.6, გარშემოწერილობა 12 მეტრი,ვარჯის პროექცია 36 კვადრატული მეტრი და სიმაღლე 46 მეტრია. ქართველმა ხალხმა უძველესი დროიდან იცოდა ხეთა თაყვანისცემა. წმინდა ხეებად იყო მიჩნეული მუხა, ცაცხვი, თელა, ალვის ხე და მათ გარშემო ჩვენი წინაპრები გარკვეულ რიტუალს ასრულებდნენ.მრავალი ქართული სოფლისა თუ ქალაქის სდახელწოდება ხემცენარეთა სახელიდან არის წარმომდგარი. თვიტ ქალაქ თელავის სახელიც ხომ თელიანი ადგილიდან მომდინარეობს. ქალაქი თელავი ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო აღმოსავლეთის ფერდობზეა გაშენებული, როგორც მეფე ერეკლეს უმრწმესი ქალიშვილის თეკლას ვაჟიშვილი, ცნობოილი რომანტიკოსი მწერალი ალექსანდრე ორბელიანი აღწერს: „იტყვიან:ედემსა და სამოთხესა! მოვიდეს კახეთს და თელავის ქალაქის გადასახედავის სიმაღლედგან, ჯერ პირდაპირ კავკაზიის მხრისაკენ მივიხეთოთ ჩრდილოეთისაკენ. მას უკან მიმოვიხედოტ ოთხავ -კუთხივ, რა გვარ ბუნებას დავინახავთ. თელავი მე-17 საუკუნის 70- იანი წლებიდან კახთ მეფეთა რეზიდენცია ხდება. ალექსანდრე ორბელიანმა თავის ნაშრომში „თელავი“ ამ ქალაქის ოთხ ბუნებრივ გორაზე განაშენიანების ისტორიულ ეტაპებზე გაამახვილა ყურადრება და მიუთითა, რომ ქალაქს „...წინ უდგას ჩრდილოეთის მხრისკენ ოთხი გალავანი ქვიტკირისა თავისი ბურჯებით...ოთხი ეს გალავანი დგას ერთ ხაზზედ მაღლობიდა გადამჭვრეტელი დაბლა პირმიდგმული. ჩრდილოეთის კავკაზის მთისაკენ, სადაცა ამ ოთხ გალავნებსა მას დგანან საკუთარსა სასახლებში ზოგიერთნი თელაველები და ცხოვრობენ წესისამებრ.“ (ალ. ორბელიანი, თელავი , თბ.,1997, გვ.4). თელავი მდიდარია ისტორიული ძეგლებით. თავად ვახვახიშვილების ციხე-გალავნის ჩრდილოეთ ფერდობზე დგას ბუნების საოცარი ქმნილება ჭადარი. როგორც 1885 წელს გაზეთ „დროების“ (#149) კორესპონდენტი წერდა: „მშევენიერი მიწა-წყალი და მდებარეობა აქვს თელავს, უყურებ და გშურს. გინდა რომ აქ იცხოვრო, აქ მოჰკვდე, აქ დაიმარხო, აგერ თუნდა აიმ დევი ჭადრის ქვეშ, რომლის ძირს თორმეტ არშნიანი თოკი ძკლივს შემოვაწვდინეთ“... ჭადარს, გარდა ბიოლოგიური ფუნქციისა, თელაველებისათვის ისტორიული მისიაც ჰქონდა დაკისრებული. ამ ძირძველ ქალაქსი სტუმრად მოსულ სახელოვან ადამიანებს ჭადრის ქვეშ უწყობდნენ შეხვედრებსა და ნადიმებს. ისინი რიტუალების განსაკუთრებული დაცვით მიმდინარეობადა. თუკი ჭადრის ისტორიას გავყვებით, შევიგრძნობთ“ ხეთა მსახურების“ უძველეს ტრადიციასაც. 1893 წლის ზაფხულში „ თელავის საზოგადოება დიდის გულისხმიერებით შეხვდა ილიას მოსვლას- წერს ამ შეხვედრის მოწმე და მონაწილე ილია ზურაბიშვილი, რომელიუც მწერლობაში „ელეფთერიძის ფსევდონიმით არის ცნობილი. არც ის არის საკვირველი, რომ ეს გულისხმიერება მან საზოგადო სადილით აღნიშნა თელავის ისტორიული ჭადრის ქვეშ. ჭადარი მართლაც საუცხოვო რამ იყო. მისი უზარმაზარი ტოტები, ფართოდ გაშლილი, ადვილად დაიტევდა ას-ორას კაცს, სანადიმოდ შეკრებილს. იქვე ცივცივი წყარო და ვაზ ხეხილნარი. თანაც ისეთ ადგილას, რომ გამვლელ- გამომვლელთა ფეხი ნაკლებად ეკარებოდა. აი, ამ ადგილას სალხინობელსა მე პირველად ვიხილე ილია ჭავჭავაძე „-იგონებს ი.ზურაბიშვილი(ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კრებული, თბ, 1939, გვ.308). თელავის „ადგილსა სალხინობელსა“ ილია ჭავჭავაძის საპატივსაცემო ნადიმის სუფრას სემოჯდომოდა 130-ზე მეტი ადამიანი. ნადიმს ტრადიციის მკაცრი დაცვით წარმართავდა თამადა ლევან ჯანდიერი, რომელმაც აუცილებელი სამი სადიდებლის შემდეგ ქართველი ერის უგვირგვინო მეფის ილია ჭავჭავაძის სადღეგრძელო შესვა. ძვირფას სტუმარს სიტყვებით მიმართეს ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა, პედაგოგმა ილია ზარაფიშვილმა და ახალგაზრდა თელაველმა მწერალმა ილია ზურაბიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ „დღეს მთელი თელავის ქართველობა ლიტანიობს და ასრულებს შეძლებისდაგვარად, თავის წმინდა ვალსა. ამის მომსწრეა აქ დამსწრე საზოგადოება, რომელთა შორის არის წარმომადგენელი ყველა წრეებისა. რა ძალაა ის ძალა, რომელშიც ეს ხალხი, სხვა საქმეში მოუწო���ებელი, შეუთავსებელი, დღეს ერთის აზრით გაიმსჭვალა და შეყრილა ამ ადგილას.“


თელავის მაზრის უფროსმა ნ. ჩოლოყაშვილმა ილიას სთხოვა, რომ თელაველებისათვის ნება დაერთო ყოველწლიურად ოც ივლისს აღენიშნათ მისი სახელწოდების დღე ილიაობა“, მაგრამ პოეტმა სამადლობელ სიტყვაში თქვა: „ქება ბატონებო, დიდი საუნჯეა და როგორც დიდ საუნჯეს, როგორც დიდ განძს ოქროსას და მარგალიტისას დიდი გაფრთხილება და წინდახედული გახარჯვა უნდა. ეს ცოტაა კიდევ ქება და დიდება თვით ოქროსა და მარგალიტზე უძვირფასესია და ამიტომაც უფრო ძნელი გასამეტებელია. ეს საუნჯე, რომ უსაფუძვლო და ნახევრობით იხარჯებოდეს, ფასი აღარ ექნება. ეგ ძვირფასი ჯილდო საზოგადო მოღვაწისა თავის ძვირფასობას დაჰკარგავს, როცა გაიაფდება და ხომ მოგეხსენებათ: „ოდეს ტურფა გაიაფდება აღარ ღირდეს არცა ჩირად.“ მე თუ რაიმე ღვაწლი და სამსახური მიმიძღვის, ყოველივე ეგ ისეთი მცირე რამ არის, რომ მაგისათვის ეგ დიდი განძი, ეგ დიდი ჯილდო არ უნდა გაიცემოდეს ხოლმე და თუ დღეს მე ღირსს მხდით და მაგ ჯილდოს იძლევით, ეგ უნდა თქვენს ქართველურ გულუხვობას მივაწეროთ და არა ჩემი მცირე ღვაწლის სიდიდეს. ჩემი მცირეოდენი ღვაწლი საკმაოდ დაჯილდოვებულია მით, რომ თქვენა გხედავთ და თქვენში ვმხიარულობ.“ თელაველებმა „ილიაობა“ მიუხედავად თვით ილიას დიდი უარისა მაინც აღნიშნეს 20 ივლისს ჭადრის ქვეშ. ამ წლიდან გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე გამოქვეყნდა ილიას ასეთი სამადლობელი სიტყვები: „დიდი მადლობა მომიხსენებია მათთვის, ვინც ღირს-მყო და მომიკითხა 20 ივლისს დეპეშით თუ წერილით.“ (ივერია, 1883, # 156). 1894 წელს ასე შეეხმიანა „ილიაობის“ მიმლოცველებს: „გულითადი მადლობა მომიხსენებია იმ ჩემ მიერ პატივისმცემელ პირთათვის, რომელთაც ღირსმყვეს და ჩემს სახელწოდების დღეს დეპეშით და წერილით მომიკითხეს.“ ( ივერია, 1894 წ. # 161). ამრიგად, თელავში სათავე დაედო „ილიაობის“ აღნიშვნას, რომელიც დიდი ილიას მკვლელობიდან და განსაკუთრებით თელავში, წერა -კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების დაფუძვნებიოს შემდეგ (1909 წელი) თითქმის ყოველწლიურად ტარდება. ზეიმის ჩატარების ადგილად გამოცხადდა ჭადარი და ნადიკვარი. მე-19 საუკუნის ბოლომდე თელავში ჭადრის ქუჩა არ იყო გაყვანილი.გზის გამჭრელი იყო ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ივანე როსტომაშვილი, რომელმაც ჭადრის სიახლოვეს საცხოვრებელი სახლი ააშენა. შემდეგ გაჩნდა ამ ქუჩაზე რამდენიმე მოსახლე, მაგრამ განსაკუთრებულად გამოირჩეოდაროსტომაშვილების კერია, სადაც სხვადასხვა დროის სტუმრად ყოფილან სახელოვანი მწერლები აკაკი, ალექსანდრე ყაზბეგი, ვაჟაფშაველა, „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურ ენაზე მთარგმნელი მარჯორი უორდროპი და სხები. ისინი , ცხადია , შთაგონებული იყვნენ ჭადრის ხის სიდიადით. თელავის ჭადრის ისტორიას საინტერესო ფურცლები შემატა აკაკი წერეთლის კახეთში ოთხგზის მოგზაურობამ. განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო 1911წელი აკაკის თელავში „ ილიაობაზე“ სტუმრობა. თელაველებმა აკაკი წერეთელს „ილიაობის“ ზეიმის შემდეგ ჭადრის ქვეშ ნადიმი მოუწყვეს , სადაც 30 წლის წინაც უმასპინძლეს პოეტს და სადაც მან დაუვიწყარი სიტყვა წარმოთქვა. დღის სამ საათზე საგანგებო დეპუტაციამ აკაკი მიიყვანა ნადიმზე, რომელსაც 100-მეტი კაცი ესწრებოდა. პირველი სიტყვა სტუმარს არგუნეს და აი , თელაველები კვლავ ისმენენ საყვარელი მგოსნის ტკბილ ხმას. აკაკიმ წარმოთქვა სიტყვა, რომლის ავტოგრაფი დაცულია თელავის ისტორიულ- ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რომელსაც მიწერილი აქვს „21 ივლისი, 1911 წელი, ქალაქი თელავი, ჭადარი.“ აკაკის ამ მჭერმეტყველების სიტყვაში ნათქვამია: „... თქვენ გადაჭარბებულ სურვილს წარმოუდგენივართ ჩვენ გმირებად-მე ჩემ თავზე მოგახსენებთ -მაშინ როდესაც ჩევენ მხოლოდ აჩრდილი ვართიმ გმირებისა, რომლებსაც თქვენ მოელით და თქვენ გეკადრებად.დიახ, ჩვენა ვართ მხოლოდ წინამორბედი... ძალიან სუსტი წინამორბედი და მახარობელი მათი!..შემიძლია გიმახარობლოთ, რომ ის გმირი მოგევლინებათ. ამ შავ დღეში როგორც ახალგაზრდა ქალებში, ისე ახალგაზრდა კაცებშიაც მე ვხედავ ნიშნებს!.. ის ნიადაგი , ის ხალხი, რომელმაც წარმოშობა: ვახტანგ გორგასლიანი, დავით აღმაშენებელი, თამარი, გიორგი ბრწყინვალე, დიდი მოურავი, მთაწმინდელები, პეტრიწი, რუსთაველი და სხვები...მსოფლიო გმირები...კიდევ წარმოშობს იმისთანა გმირებს , რომელიც თქვენ გეჭირვებათ და მოელით... მე ვერ მოვესწრები იმ მომავალი გმირის მირქმას, მაგრამ გულში იმედებით კი ჩავალ საფლავში და ჩემი უკანასკნელი სიმღერა იქნება: „არ მომკვდარა მხოლოდ სძინავს“ მეთქი, და ახლა კი, ამ უზომო თანაგრძნობისათვის გულითად მადლობას გწირავთ, ბატონებო, იმ გმირის სახელით, რომელსაც თქვენ მოელით.“(ა.წერეთელი, თხზულებათა სრული კრებული,ტ.14, გვ.436-437). 1913 წელს თელავში „ ილიაობაზე“ მონაწოილეობა მიიღო გენიალურმა პოეტმა ვაჟა-ფშაველამ.მაშინ ჭადართან გამართულ ნადიმზე წარმოთქმულ ლექსში თქვა სიტყვები „ფილტვად აქვს კახეთს თელავიო“...“ჩემი ბავშვობის ოცნება-ბარტყი-გამზარდა ორბადაო“... 1914 წლის 29 ივნისს თბილისიდან თელავში ჩამოვიდა სახელგანთქმული მეცნიერი ნიკო მარი . გაზეთ“ ხმა კახეთისაში“ ვკითხულობთ: „ქართველმა საზოგადოებამ დიდებული ნადიმი გაუმართეს ჭადრის ბაღში. ასამდე სული დაესწრო სადილს, კახეთის სოფლებიდანაც ბევრი ამოვიდნენ.სადილმა მეტად მხიარულად ჩაიარა , წარმოითქვა მრავალი სიტყვა.“ („ხმა კახეთისა“, 1914.#171).


ნიკო მარს ახალი სიტყვით მიმართა ივანე პაატაშვილმა.სახელოვანმა მეცნიერმა სამადლობელო9 სიტყვა წარმოთქვა.გაზეთ“ხმა კახეთისას“ ცნობით, „პროფესორი მარი მეტად ნასიამოვნები დარჩა და თავის მშვენიერ სიტყვაში გულითადი მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას.“ 1914-21 წლებში თელავში გამართულ „ილიაობაზე“ შეხვედრები კვლავ ნადიკვარსა და ჭადარქვეშ გრძელდებოდა. 1922 წელს თელავისა და მისი შემოგარენის ნახვით აღფრთოვანებული გალაქტიონი ბრძანებდა: „ ვეშურებოდი თელავისაკენ, რომ გაძარცული ციხე- კოშკიდან საბურავი გადამეცალა და ნანგრევებში დამენახა ჩვენი წარსული. ვხეტიალობდი მთელი ღამე განწირულებით ჩუქურთმა თითქოს სიძველეთა იყო ხუნდები.“ თელაველებს ახსოვთ სხვადასხვა დროს ჭადრის ქვეშ საქართველოში ჩამოსული სტუმრები დიდი რუსი მწერალი მიხეილ შოლოსოვი, საქართველოში რუსული მწერლობის დეკადის (1962 წ) და უკრაინული მწერლობის დეკადის (1964 წ) მონაწილეებთან შეხვედრები. დაუვიწყარია ის აღფრთოვანება რაც გამოხატა უკრაინელმა პოეტმა „ვეფხისტყაოსნის“ მთარგმნელმა ნიკოლა ბაჟანმა, რომელიც გაშლილი ხელებით ცდილობდა ჭადრის ხის ჩახუტებას . . . რუსი მწერალი ლეონიდ ლეონოვი - განთქმული რომანის „რუსული ტყის“ ავტორი, განმარტოვებით რომ იდაგა ჭადრის ქვეშ და ფიქრობდა „ქართული ტყის“ შესახებ. საქართველოს სახალხო პოეტმა - აკადემიკოსმა გიორგი ლეონიძემ ჯერ კიდევ 1957 წელს დაწერილ ლექსში გამართა ასეთი დიალოგი ჭადრის ხესთან: „ საით მიერეკები

შენ ფატრავდი ქარიშხალს

გრძელი ფიქრების ქარავნებს? ათასწლეულ ტოტებზე

შენ ამსხვრევდი ნიაღვრებს ხომ არც ერთხელ არ მოტყდი,

რა სევდას აქანავებ?

მიწაზე არ იცოცე .

თავს უხრიდი არავის,

რა სევდას აქანავებ

ყმად არავის ეახელ,

მთელი შენი სიცოცხლე?“

გიორგი ლეონიძის არქივში დაცულია დაუთარიღებელი ლექსი „თელავის ჭადარს“, სადაც ნათქვამია: „მთელი კახეთის სადარო თელავის ძველო ჭადარო, ჭადარო ნადიკვარისა მეომარივით დამდგარო განზე გასწიე ტოტები, რომ მტერთ თვალები დასთხარო, მაღლა გაშალე ტოტები რომ გული შევიდანდგარო, დააშრიალე ფოთლები; სულ გამარჯვება გვახარო!“ თელავის ჭადარს ბევრი სხვა სახელოვანი ქართველი და უცხოელი პოეტი შთაგონებია. მასზე დაწერილია სახოტბო სიტყვა, მაგრამ ჯერაც ახალი ლექსის მოლოდინშია ეს ჩვენი მრავლისმეტყველი და მარად ახალგაზრდა ბერჭადარი.

filologiis mecnierebaTa doqtori, profesori

giorgi javaxiSvili


emza xuciSvilis gverdi

სევდის ბარათები როდესაც ადამიანი ნებსით თუ უებლიედ, სასაფლაოზე ხვდები, თუ პოეზიის მოყვარული ხარ, ძნელია თვალი ქვაზე წარწერილი ეპიტაფიებისკენ არ გაგექცეს. (სხვებთან ერთად ეს რეფლექსი მეც დიდი ხანია გამომუშავებული მაქვს,მითუმეტეს, ჩემი პროფესიიდან - ფილოლოგიიდან გამომდინარე. ამჯერად, ეს ,,ამჯერად” კი 2005 წლის ზაფხული იყო) სურვილი გამიჩნდა, როგორღაც ჩავწვდომოდი და ვზიარებოდი ამ სევდანარევ, იდუმალ პოეზიას... იქ, სადაც მდუმარედ დგანან მარმარილოს შავი სვეტები, იქ, სადაც ნაღვლიანად იმზირებიან ჩამქრალი ადამიანების თვალები, ,,ცრემლთა ნისლი” ღებავს შეუმჩნევლად სივრცეს... ...და თეთრი წარწერები, აფორიაქებს სულს.

წარწერები, რომლებიც ,,დიდი სიჩუმის ექოა”, უნებლიეთ წაკითხვისთანავე

ძნელია შეეხო ასეთ სულისშემძვრელ ტკივილს და არ დაფიქრდე სიკვდილ-სიცოცხლეზე, ცხადად არ შეიგრძნო ამ სევდანარევი ცხოვრების ამაოება. ვკითხულობ თითოეულ ლექსს... სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ საქმე მაქვს არა პოეტური ალეგორიით აღბეჭდილ ხილვებთან, არამედ ტკივილში გატარებულ ფიქრებთან და პირველი შეგრძნება, რითაც ერთბაშად მბოჭავს ეს ლექსები, ესაა მოულოდნელობა პოეტური ხილვისა და სიღრმე განცდისა. რა საკვირველებადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ეპიტაფიებში ჩვენ ვერ ვიპოვით დღევანდელ პოეზიაში ასე გავრცელებულ ,,კალმის მოსმას” ან ჩვეულებრივი აზრების, ყველა მოკვდავს რომ ადვილად მოუვა ხოლმე თავში, ლექსის ფორმაში სიბრძნედ შემოთავაზებას. აქ ყველაფერი დინჯი, ტკივილით გამსჭვალული ფიქრისა და განცდის მხილებაა. იქნებ სწორედ ეს აძლევს მის კილოს სხვაგვარ დამაჯერებლობას, თავისებურ კოლორიტს და ტრაგიკულ ელფერს. ეს ხალხური და ლიტერატურული პოეზიის ერთ-ერთი ჟანრი გახლავთ და როგორც ყოველ ჟანრს, მასაც აქვს თავისებურებანი. იოანე პეტრიწი ამბობს, ეპიტაფია ,,საფლავის ქვაზე წარწერილი სიტყვანია-ო”, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მცირე მოცულობისაა. ძველ ქართულ საფლავებს, ძირითადად, ორ-სამსიტყვიანი ეპიტაფიები ამშვენებს, რომლებშიც იმ ქვის ქვეშ მწოლიარის ცხოვრებაზე ყველაზე არსებითი მომენტია ხოლმე არეკლილი. Mმაგალითად, ბავშვის საფლავის ქვაზე ასეთი წარწერა აღმოჩნდა: ,,ნუ მელოდებით, ვერ მოვალ შინა”, ერთგან კი საფლავის ძალიან ლამაზ ქვაზე ორად ორი სიტყვა იყო: ,,განველ უმანკოდ...” თუმცა ბოლო წლების ეპიტაფიათა უმრავლესობა, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, რამდენიმე სტროფს მოიცავს. მასალა შეკრებილი გახლავთ კახეთის სასაფლაოებზე, მაგრამ აქ წარმოგიდგენთ მის მხოლოდ მცირე ნაწილს. პირველივე ხილვამ ამ ქმნილებებისა, შეიძლება ითქვას, სულის სიღრმემდე შემძრა. მასში დავინახე არა მარტო ხალხური შემოქმედების სრულიად ახლებურად წარმოჩენა, არამედ ჩვენ თვალწინ ნამდვილი შემოქმედის დაბადების ფაქტიც, შემოქმედისა, რომელსაც შესწევს ძალა არა მარტო თვითონ ჩაიხედოს ასეთი რთული, ტრაგიკული განცდას. ეპიტაფიებში ცხოვრების ყველაზე არსებითი მომენტებია არეკლილი. ამიტომ გასაკვირი არაა ის ფაქტი, რომ ისეთი ჭეშმარიტი გრძნობა, როგორიც სიყვარულია, ასახვას ჰპოვებს ამ სამგლოვიარო პოეზიაშიც. Nნებისმიერი ქართული სოფლის სასაფლაოზე რომ გახვიდეთ, აუცილებლად შეხვდებით მიმართვას სატრფოსადმი: ,,მტკივანი სული ვერაფრით ვერ დაიმორჩილე შენ გულის გულში დაჭრილი ხარ ეროსის ისრით, მე ცხოვრებაში არაერთხელ წავიფორხილე, ოცნების კოშკებს ვახურავდი ჩალისფერ ისლით. გავაზის ქუჩებს ღამეთოვლის ფანტელს აცრიდა, შენ მიკრეფავდი სინანულით ყვითელ ნარცისებს, სულში კვლავ წვიმდა, გულის გულშიც ისევ აცივდა, რადგან ძვირფასო, ვერ მიწყობდი გზაში ნაბიჯებს”. (გავაზი)


დიდ გულისტკივილს და სიყვარულს, არ დავიწყებას და ზრუნვას გამოხატავს ეს სატრფიალო ეპიტაფიაც: ,,დაფნის გვირგვინებით შევამკობ შენს ქალობას, ღმერთებს შევავედრებ სპეტაკ სულს თეთრი ყვავილებით შევამკობ შენს საფლავს და სანთლებს აგინთებ სულ”. (თელავი) ...და რამდენია კიდევ ასეთი სევდით დაფერილი წერილები ,,საიქიოდან”, ცხადად რომ შეგაგრძნობინებს ამქვეყნად დაუსრულებელი სიყვარულის ისტორიას: ,,ჩვენ ზეცაში გადავიხდით ქორწილს, ანგელოზნი გაგვიშლიან სუფრას...” (ყვარელი) მართლაც, ძნელია იმის დაჯერება, რომ შემოდგომის ფოთოლივით უეცრად სწყდება და ქრება სიცოცხლე ცხოვრების ხეს. დიდია და მტკივნეული მონატრება, რომელსაც მხოლოდ ეს რუდუნებით ნაქარგი ლექსები და ლამაზი მოგონებები ედება მალამოდ _ მოგონებები, რომლებიც წარსულმა განუმეორებელ დღეებთან ერთად წაიღო, როგორც ერთი ლამაზი სიზმარი. უსაზღვროა ყოველი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარება. თუმცა ადამიანები ხომ არ კვდებიან, არ კვდებიან, რადგან რომ ჩავუფიქრდეთ რაა სიკვდილი, იქვე ვიპოვით პასუხს: _ სიკვდილი მარტოოდენ გარდაცვალებაა და დასაწყისი იმ ახალი სიცოცხლისა, რომელსაც მარადისობა ჰქვია. ტერენტი გრანელიც ხომ ამას წერდა: ,,... მე ისევ ვსდგევარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან. და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე... ვიცი: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება...” გავიხსენოთ ისიც, თუ რას ამბობს სიკვდილ-სიცოცხლეზე ქართველი მწერალი გოდერძი ჩოხელი: ,,სიცოცხლე სევდაა _ ადამიანად ყოფნის სევდა, სიკვდილიც სევდაა _ ადამიანად არ ყოფნის სევდა”. თითქოს თითოეულ ადამიანს გააზრებული გვაქვს ამ სიტყვების არსი, მაგრამ გვიჭირს იმ აზრთან შეგუება, რომ ადამიანები ხსოვნაში ვრჩებით მხოლოდ.

emza xuciSvili


gega ardaziSvilis gverdi

ვასილ როინაშვილი მე ვარ გიორგი – გეგა არდაზიშვილი, პროფესიით სოციოლოგი. ამჟამად ვარ სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრანტი, სპეციალობა – კავკასიური კვლევები. თუმცა ახლა ჩემი პროფესიული საქმიანობის შესახებ არ მექნება საუბარი. ძალიან მაინტერესებს ეთნოგრაფიული, ისტორიული ჩანაწერების შესწავლა და ასევე ფოტოგრაფია ოღონდ არა ფოტოს გადაღება არამედ ძველი ფოტოების/ ფოტოგრაფების მოძიება და მათი შემოქმედების გაცნობა. ერთი სიტყვით რაც ძველ ფოტოგრაფიასთან არის დაკავშირებული. ინტერნეტში ერთ–ერთი მორიგი ძიების დროს სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე 1912 წელს გადაღებული ფოტო, სათაურით “განხორციელებული ქართული ოცნება”. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ფოტო კოლაჟმა, მე პირადად ტექნიკურად მისი “გაკეთება” წარმოუდგენლად მომეჩვენა თუ გავითვალის���ინებთ მისი გადაღების თარიღს. შემდეგ ამ ინტერესმა მიმიყვანა მის ავტორამდე, კიდევ უფრო სასიამოვნო იყო ის ფაქტიც რომ ეს ადამიანი ქალაქ თელავთან იყო დაკავშირებული. მისი შემოქმედება და ცხოვრება ჩვენი თაობისთვის ნაკლებად ცნობილია, უფრო ზუსტად კი ყველას აქვს ნანახი „ტყის ძმების“ –ხარება და გოგიას ფოტოები თუმცა ამ ფოტოების ავტორის ცხოვრების შესახებ ნაკლებია ინფორმაცია აქედან გამომდინარე გადავწყვიტე ის მასალები რაც მე მოვიძიე საზოგადოებაც გაეცნოს და თავადაც ნახოს ერთი საინტერესო ადამიანის ბიოგრაფია და მისი ნამუშევრები. ფოტოგრაფი ვასილ როინაშვილი დაიბადა 1879 წელს. იგი იყო ასევე ძალიან ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის ალექსანდრე როინაშვილის ბიძაშვილი. ვასილი კარგად ხატავდა რამაც შემდგომში დიდი დახმარება გაუწია თავის პროფესიულ საქმიანობაშიც. ფოტოგრაფიის პროფესიას ალექსანდრე როინაშვილის ფოტოატელიეში სწავლობდა და გატაცებით ეუფლებოდა ფოტოგრაფიის საფუძვლებს.

ტყის ძმები. 1910 წ. პირველ რიგში მარჯვნიდან მეორე - ხარება ჯიბუტი, მესამე - გოგია კენკიშვილი.

ტყის ძმები. 1910 წ. ცხენზე – ჟორჟიკა გიორგი ბერძენიშვილი

ვასილ როინაშვილის ბაღი

ვასილი ფრანგული ენის გაკვეთილებსაც იღებდა. ერთი წელი მან პეტერბურგში გაატარა, სადაც სწავლობდა სამხატვრო აკადემიის მოსამზადებელ კურსებზე. როცა ის პირველად გამოჩნდა კლასში და შეუდგა ხატვას, სეანსის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ყველა დანარჩენი მოსწავლე ვასილს ხატავდა, ჩოხაში გამოწყობილს. 1898 წლის მაისში ალექსანდრე როინაშვილის ნაადრევმა გარდაცვალებამ ახალგაზრდა ვასილს სწავლა შეაწყვეტინა. ის დაბრუნდა თბილისში, სადაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ, რომელმაც ალექსანდრე როინაშვილის ფოტოატელიე ანდერძით მიიღო, დანიშნა მმართველად და დაავალა საქმის გაგრძელება.

ვასილ როინაშვილი მეუღლესთან სოფიო ყაზახაშვილთან ერთად. 1905 წ.


ერთი წლის მუშაობის შემდეგ, ვასილ როინაშვილმა დატოვა ფოტოატელიეც და თბილისიც. ცოტა ხანს იგი სიღნაღში მუშაობდა, ხოლო 1902 წელს გაემგზავრა შუა აზიაში ბუხარაში სამუშაოს საძებნელად. 1905 წელს ვასილ როინაშვილი დაბრუნდა სამშობლოში და დაფუძნდა თელავში, სადაც ცოლად შეირთო სოფიო ყაზახაშვილი. თელავში ჩამოსვლის შემდეგ ააშენა სახლი და პირველ სართულზე მოაწყო თავისი ფოტოატელიე. ხოლო ეზოში გააშენა ბაღი და ამ ბაღის საკუთარი ხელით დეკორირებულ კუთხეებში იღებდა პორტრეტებს და ჯგუფებს. ასე გაატარა მან არა ერთი ათეული წელი და იშვიათად ტოვებდა თავის კარ–მიდამოს. ხანდახან ის ქმნიდა კომპოზიციებს, წარმატებით ახერხებდა ფოტოსურათების შევსებას მხატვრობით. განსაკუთრებით გამოირჩევა მისი ნაწარმოები – განხორციელებული ქართული ოცნება, რომელზეც თავად ავტორი წამოწოლილია ზეცაში გაზეთით ხელში, ირგვლივ ქართული სუფრის ატრიბუტებია - ღვინო, ყანწები, ნანადირევი, სამუსიკო ინსტრუმენტები, ქვემოთ კი თოვლიანი მწვერვალები. შემორჩენილია ადრეული პერიოდის ნახატებიც. განსაკუთრებით კარგად გამოსდიოდა პორტრეტები, იგი ახერხებდა გადმოეცა მის გარშემო ატელიეში მყოფ პირთა მსგავსება და ხასიათი. ვასილ როინაშვილს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა ქაქუცა ჩოლოყაშვილთან, რომლის რაზმში ჩაეწერა 1918 წელს და მონაწილეობა მიიღო სომხეთსაქართველოს ომში. ასევე მეგობრობდა „ტყის ძმებთან“. შემდგომში ვასილი იგონებდა რომ, პირადად ხარება ჯიბუტს რამოდენიმეჯერ გაუტანებია მისთვის ფული ქართველი სტუდენტების გვარებზე მოსკოვში გადასაგზავნად. თელავისა და მისი შემოგარენის მცხოვრებთა რამდენიმე თაობამ გაიარა ამ შესანიშნავი ფოტოგრაფ–მხატვრის ობიექტივის წინ და დარჩა აღბეჭდილი მის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებზე.

gega ardaziSvili ვასილ როინაშვილის ფოტო – განხორციელებული ქართული ოცნება, 1912 წ.


daviT jimSitaSvilis gverdi მოგესალმები, ჩემო მკითხველო. ცოტა ბანალურად ჟღერს ეს ფრაზა, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე იძულებული ვარ ასე მოვიქცე. თუმცა თელავია რა, აქ ხომ ბანალურობა იმდენად ბანალურია, რომ სისხლსადახორცში გვაქვს გამჯდარი. (ნახე, ისევ ბანალურად მომიწია აზრის გადმოტანა ვირტუალურ ფურცელზე). ისე, ისიც უნდა აღინიშნოს, ახლა რომ მეხუთე კლასელებისთვის ვწერდე “ბუნების” წიგნს, მართლაც რომ ამ ფრაზით დავიწყებდი შესავალს და დასკვნა? ბუნება ბანალურია... აბა ბანალურობაა არ არის რომ გაზაფხულს ზაფხული მოსდევს, ზაფხულს შემოდგომა და უკანასკნელს კი ზამთარი?! და შემდეგ ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. არა, არ გეგონოთ, რომ უბრძოლველად შევეგუე (ლექსიკის სიღარიბეში ნუ ჩამითვლით) ამ ბანალურობას. ვცადე, ვცადე რომ შემოდგომას შემოდგომა მოჰყოლოდა, შემდეგ ისევ შემოდგომა, შემდეგ ისევ და ა.შ... მაგრამ ოთხომცდამეხუთე თუ ოთხომცდამეექვსე შემოდგომაზე დამიჭირეს პატივცემულმა სამართალდამცველებმა და... და სახლში დავბრუნდი ქაღალდის ფურცლით, რომლის ღირებულება დაახლოვებით სამჯერ აჭარბებდა საქართველოს მოქალაქის საარსებო მინიმუმს. ხოდა შევეშვი სიახლეების ძებნას და შევეგუე ამ ხაზგასასმელ თუ ხაზგადასასმელ ბანალურობას. თელავია რა... ბოდიში მინდა მოგიხადო, მაინცდამაინც ლამაზად ვერ ვწერ. ამიტომაც არ შეგაწყენ თავს იმის კეთებით რაც არ გამომდის, მე უბრალოდ ჩემთვის ვჯღაპნი და ვინახავ და სულაც არ მინდა თვითკმაყოფილი იდიოტის როლში აღმოვჩნდე. დაინტერესდებოდით ვინ არის ეს ადამიანი ან რას წერს ან რას კითხულობსო... მე? მე, მე არ ვარ, მე შენ ვარ და უფრო მეტიც თქვენ ვარ. მე ყველა თელაველი ვარ და თვითონ ვარ თელავი. ხომ გსმენიათ ,, ქვევრს რასაც ჩასძახებ იმას ამოგძახებსო.” ხოდა ქვევრი ვარ, მაგრამ ერთი განსხვავებით, მე არ ვტყდები. ალბათ თქვენ არ იცით რომ ინფაქტს გავუძელი, რომ ღვიძლზე შექმნილმა პრობლემებმა ვერ დამწია ორი მეტრით მიწის დონიდან, მაგრამ ის ხომ იცით “ძაღლი კოჭლობით არ მოკვდებაო” ხოდა თუ ქვევრი ვარ თან ასეთი გამძლე, მე თქვენი ჩამოძახილი აბა რას დამაკლებს?... მოკლედ ჩემი აქ გამოჩენა უნდა მივაწეროთ მაისს ან ივნისს, მაშინ საგამოცდო ციებ-ცხელება მეწყებოდა და ერთ დილითაც უცხო შემხვდა უნივერსიტეტში. მან მკითხა დადო ასეთი ამბავია და თუ გაწყობს რომ წერო და წეროო? მე თანხმობა ვერ ვუთხარი, რადგან არ ვიცოდი დროში როგორ ჩავჯდებოდი და როგორ ჩავეტეოდი, თუმცა ის აზრიც დაიბადა, რომ ახალი კარი იხსნებოდა ჩემს წინ, რომელიც სულ სხვა გზაზე გამიყვანდა. იმ გზაზე რომელიც “ტაძრამდე მიდიოდა.” დაახლოვებით ორი თვე გავიდა და გუშინღა მოვახერხე უცხოსთან დაკავშირება, ხოდა აგერ ახლა ღამის ოთხს აკლია რვა წუთი და ექსტრემალურ რეჭიმში ვმუშაობთ, მე, ყავის მადუღარა, ნახევრად დაცლილი სიგარეტის კოლოფი და პენსიონერი ნოუთბუქი... წინა აბზაცში გზა ვახსენე და სულაც არ მინდა, რომ მან არასაკმარისი დატვირთვით ჩაიაროს ამ ნაწერში. გზა ბევრი სიტყვის შემადგენელ ნაწილად გვევლინება: გზააბნეული, უგზოუკლოდ, გზაჯვარედინი, გზისპირი, გზის დასასრული, მთავარი გზა და ა.შ (უნდა ავღნიშნო, რომ საგზაო მოძრაობის წესებში არ ვარ გვარიანად ჩახედული და შენც გაგეცინებოდა ეს რა უმეცარიაო, მაგრამ არც ცურვა ვიცი, მიუხედავად ამისა არასდროს არ გამიგია რომ წყალში ჩასვლისას თევზებს დაეცინათ ჩემთვის, შენ კი გაგეცინება, თელავია რა) ხოდა მეც ერთხელ გზა ამებნა დავდიოდი ასე უგზოუკლოდ. ვკვეთდი გზაჯვარედინებს მაგრამ მთავარი გზის მაგივრად გზისპირზე ვამაგრებდი პოზიციებს... აგერ საცაა გათენდება და გამოჩნდება ქალბატონი ყვითელი ფორმით და დიდი ცოცხით. დაიწყებს გზის დასუფთავებას და შემდეგ გამთენიამდე უგზოუკლოდ დაიკარგება. დაიკარება ქალი მაგრამ ქუჩა ხომ სუფთა დარჩება? შემდეგ ისევ გამოჩნდება და ისევ დაასუფთავებს ქუჩას. შემდეგ ისევ და ისევ და ისევ... მრჩება შთაბეჭდილება რომ ჩვენ და ის ქალბატონი ერთმანეთს ვეჯიბრებით ჩვენ ყოველდღე ვყრით, ის იღებს... ის კარგ საქმეს აკეთებს და ჩვენ?... მოკლედ მასაც აქვს გზა და შენც. მაგრამ ფრთხილად იყავი სიარულისას იმ საღეჭ რეზინზე არ დაადგა ფეხი შენვე რომ დააგდე და თუ მაინც დაადგავ, დამგდები არ გალანძღო ცხელ გულზე... ის ქალი კი მოვა და დაასუფთავებს... ალბათ სიტყვა გამიგრძელდა. შენც დაიღალე ჩემი მონოლოგით. ასე რომ მე წავედი, გავეგრძელებ ცხოვრებას გზისპირზე და ხანდახან თუ შეგახსენებ ხოლმე თავს მთავარ გზაზე გამოსვლით, ისიც ისე უბრალოდ... გათენდა, დილა მშვიდობის თელავო. მე შენ სიზმრებს ვდარაჯობდი...

dado


Telavidan - Cven da saqarTvelo ხან მიფიქრია, პირდაპირ კითხვები დამისვას ვინმემ; ანუ მისცეს ბლოგის მსჯელობას აუდიოინტერვიუს სახე, შემდეგ კი ეს ყველაფერი გაშიფროს და დაბეჭდილ ტექსტებად აქციოს. თუმც მჯერა, რომ ინფორმაცია, რომელიც გონებაში მიტრიალებს ადრე თუ გვიან ჩამოყალიბდება გარკვეულ ძლიერ იდეოლოგიად – წარმატების სკოლად – ქართველი ერის მძლავრი წინსვლის პროგრამად. გადარჩენასა და პროგრესში, ბუნებრივია, არ ვგულისხმობ ფიზიკურ ასპექტს. მადლობა ღმერთს, აქ, შიგნით, საქართველოში ეროვნული ნიშნის მიხედვით ჯერ არ დაგვდევენ. თუმც ჩვენს მტრებს ისეთი ფესვგადგმული “მეხუთე კოლონა” აქვთ საქართველოში, ნეტავ ამაზე დიდებული რაღა უნდა ინატრონ თავიანთი ინტერესების გასატარებლად? ბავშვობისას (თან როცა იზრდები „ოთხმოციანების თელავის“ ტიპის ქალაქში - „სიყვარულის ნავსაყუდელში“) მეგონა ქართველს ქართველი ისე უყვარს, არ გაიმეტებს, არ გაწირავს-მეთქი, გადაჰყვება, დააკვალიანებს, დააფრთიანებს, ცაში აიყვანს. ძალიან დიდ ხანს ასეთი ილუზიით ვცხოვრობდი (გეცნოთ, ალბათ, შეხედულება, რომელიც ძვალსა და რბილში გვქონდა გამჯდარი?!). ცხოვრებამ თავდაყირა დააყენა ეს წარმოდგენები - მრავალსა და მავანს ოცდაათი გროშიც - რა ვერცხლზეა საუბარი - ჰყოფნიდა მოყვასის გასაწირად. რამდენი ადამიანი შეეწირა საბჭოთა პერიოდის ამ ხავერდოვან და სამოთხისებურ ილუზიებს, ღმერთო! გასული ორი ათწლეული სულ ამ ილუზიების მსხვრევის ჟამი არ იყო? საზოგადოება დაიხლიჩა ნაწილებად. ერთი ადამიანების ის ნაწილი, რომელიც მზად იყო თანამოქალაქეები საცდელ ცხოველებად განეხილა - ამოტივტივდა საზოგადოების სათავეში... და მეორე - თავად “საცდელი ცხოველები”, რა თქმა უნდა. ტრაგიკული ოთხმოცდაათიანების პერიოდში წავაწყდი ასეთ სტრიქონებს: „...დანაღმულ ველზე გვერეკებიან ვით ცხვრების ფარას,ჩვენი სიცოცხლით გზას იკაფავენ მერმისისაკენ...“ ეს იყო ალუზია რამდენიმე მსგავს ეპიზოდზე მეორე მსოფლიო ომის ისტორიიდან, როდესაც ხან ფაშისტები და ხანაც მოკავშირეები, თავის გადასარჩენად დანაღმულ ველებზე ცხვრების ფარებს უშვებდნენ... რაც არ უნდა იყოს, არ დაგვავიწყდეს, რომ XXI საუკუნის პირველი ათწლეული სრულდება და მალე დაიწყება მეორე ათწლეული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გავიხსენოთ როგორები ვიყავით ათწლეულის დასაწყისში და რას, ანუ „ვის“, ვაბარებთ დროს ახლა, საუკუნის მიწურულს. ამიტომ აქ და ახლა, ორიოდე სიტყვით მოგახსნებთ თქვენი მონამორჩილის შესახებ. დღესაც ვერ ვიტან განაბალურებულ “ანდაზებს”! ტრაფარეტული იდეების სადემონსტრაციო ტრანსპარანტივით თრევას უბითა თუ მეხსიერებით, ყოველ უადგილო თუ შესაფერის სიტუაციებში გამომზეურებას. მაგალითად,


შემთხვევა – კაცს რაღაც შეეშლება და ვერ გამოუვა ცხოვრებაში, და მისი “კეთილისმოსურნე” მიჯრით დაახლის: “ასჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი!”. პირდაპირ მაზიდებს იდეებზე – “ვაჩუქოთ ერთმანეთს სითბო, სიყვარული, მოვეფეროთ ერთმანეთს, ვესროლოთ ერთმანეთს ყვავილები... გავუფრთხილდეთ ერთმანეთს... ჩვენი იყოს ჩვენი ქვეყანა! ხელი მოუმართოთ ერთმანეთს!” და ასე შემდეგ. მაზიდებს! ფუჰჰჰჰჰჰ!!!!! რატომ? იმიტომ, რომ ვინც მისდგება და ამ იდეებს მოუხშირებს, ქვეშეცნეულად თუ კარგად გააზრებულად სხვაგან უმიზნებს და ერთი სული აქვს ხალხი კვლავაც იდეალებით დაატყვევოს და კიდევ ერთი საპარლამენტო, საპრეზიდენტო, სამოსამართლეო, სადეპუტატო თუ რაიმე ვადა დაირტყას. მაზიდებს ამ ერთმანეთთან “ფლირტაობის”, “ხვევნა-კოცნა” და “მტლაშა-მტლუშის” იდეებისაგან. soso miqelaZis gverdi რატომ? ვინაიდან ამის გაჟღერების შემდეგ, რაც თავი მახსოვს, ჩვენს საშინაო პოლიტიკაში იწყება უწყალო ხოცვა-ჟლეტა, საქართველოს მერმისის სრული გადასანსვლა, ბოზობის აპოთეოზი! რამდენი ქართველი გააყოლეს საიქიოს გზას ამ “სიყვარულის” სახელით ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად. ქვეყანა რაღაც მარაზმში ჩააგდეს და ახლა გამოსავალი ისღა დაგვრჩა ისევ ამოვიღოთ მაკულატურიდან ყბადაღებული ფრაზები სიყვარულზე, შერიგებაზე, გვერდით დგომაზე, მოღალატეებთან “ინტიმზე” და ა. შ. არვინ უარყოფს - უნდა ვასწავლოთ ერთმანეთს სიყვარული. მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რა არის სიყვარული და რა არის ყალბი ნაკეთობა! რა არის პურის მარცვალი და რა ღვარძლი! სად გადის ის უხილავი ზღვარი ჭეშმარიტებისა! ... ერთმანეთში ღმერთი უნდა დავინახოთ, ღმერთის გამოვლინება! არ დაგიმალავთ, ცხოველებში (და ბავშვებში) უფრო მიადვილდებოდა და ახლაც მიადვილდება ღმერთის ძალის აღმოჩენა. ცხოველები ალერსიანები, მოსიყვარულეები არიან, სულ ლამობენ რაღაც ისეთი გააკეთონ, რომ გაგახალისონ და გაგამხიარულონ. თანაც მათი გონიერება აღგაფრთოვანებს, მათი მოძრაობების პლასტიკა, დახვეწილობა გაოცებს, ისინი არ ცდილობენ თავი მოგაჩვენონ საოცარ არსებებად, იღებენ საკუთარ თავს და არ ებრძვიან ყოველ წამს. არ ყოყლოჩინობენ შენთან საკუთარი სრულყოფილებით. არ სძულთ საკუთარი თავი, ჰაერწვეთოვანი გზით სიძულვილს არ ავრცელებენ, არ აქვთ იდეოლოგია და ტყვიამფრქვევის სისწრაფით არ ისვრიან ათასგვარ მკრეხელობებს! ჰოდა სიყვარულს სწავლა უნდა! რადგან სიყვარული უნარ-ჩვევაა, უნარიც და ჩვევაც, სრულყოფილი, გაცნობიერებელიც და გაუცნობიერებელიც. სიყვარული შრომაა! სერიოზული, დამღლელი, რომელსაც არც ისე იშვიათად უმადურობით გამასპინძლება ემუქრება... ადამიანების სიყვარულს მართლაც სწავლა უნდა... სპეცუნივერსიტეტი! მაგალითი ამისათვის თვით უფალია, რომელმაც ისე შეიყვარა ადამიანი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე. უფალი, ვინაც ურიცხვ ცოდვას შეგვინდობს ყოველდღე, გვატარებს წუთისოფლის გზებით და მრავალ ხიფათს გვარიდებს. სიყვარულს სწავლა უნდა და არა ლამაზ და თავბრუდამხვევ სიტყვებში შეფუთვა და გაპრანჭვა. სიყვარული ყოველდღიური მოზომილი ყოფაქცევაა, მზეა, ჩვენს შიგნით, რომელიც ადამიანებს ათბობს და სიცოცხლეს უნათებს. ���იყვარული თავგანწირვაა და ღიმილია, მილიონი რომ ღირს. მილიონი სასიხარულო განცდა! აბა ერთი გაიხსენეთ რას იმიზეზებს მრავალი ურაპატრიოტი – „მე საქართველო მიყვარს, ის ზოგიერთი “არამზადა ქართველი” კი არა!“ მაშინ ერთი კარგად გამარკვიეთ, თქვე დალოცვილებო, რას გულისხმობთ ამ თქვენეულ საქართველოში: “კეთილ” ქართველებს, კავკასიონის ხედებს, ცირკთან მდგომ მანდილოსნებს, ოლიმპიურ ჩემპიონებს, ლიდერებს, მოსავლიან მიწებს, კრწანისში დაბუდებულ მელებს, საქართველოს ისტორიის გადაწერილ-გადმოწერილ წიგნებს, ილია ჭავჭავაძეს, ჩადენილ და ჩასადენ ქართულ სირცხვილებს, უხილავ გმირობებს? რა არის საქართველო თქვენთვის? ვინმე თუ ყოფილხართ ხორნაბუჯის ციხეზე? თუ გიწვალიათ ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლაზე? გიგრძვნიათ სიამაყე, როდესაც ხელში აუტაციხართ იმის გამო, რომ ქართველი ხართ? გინახავთ როგორ ტირის დედა დაკარგულ შვილს საქართველოში? რა გაგიკეთებიათ კონკრეტულად საქართველოსათვის? საქართველოს გულისთვის? ან რა შეგიძლიათ გააკეთოთ სწორედ ახლა, ამ წუთში? იგულისხმება ის, რომ უბრალოდ ადგეთ, თავი დაანებოთ ამ ტექსტის კითხვას და გააკეთოთ. თუ ამდენს გაიაზრებთ, მაშინ გააკეთეთ კიდეც!.. სამწუხაროდ, თელავში, თბილისში, სრულიად საქართველოში მიმდინარეობს «быдло»-ს აღზევება. არ ვიცი რა შესატყვისით გადმოვცე ამ სიტყვის შინაარსი. რუსულში ეს სიტყვა პოლონური ენიდან შემოვიდა და ნახირს აღნიშნავს (ინგლისურში, ალბათ, ყველაზე ახლოს არის სიტყვა сattle). ერთ-ერთი რუსი ექსპერტის მოსაზრებით «быдло» ეს არის მოსახლეობის კატეგორია, რომელიც “მძ...რში” ცხოვრობს, სავსებით კმაყოფილია ამით, უარყოფს პიროვნულ ღირებულებებს და, თუ მოინდომებ მისი ცხოვრების უკეთესისაკენ შეცვლას, თავს გაგიჩეხავს! ნებისმიერი პროგრესული თუ ტოტალიტარული ხელისუფლება ძლიერი, შემოქმედებითი ადამიანების ჩასაძირად საკმაოდ წარმატებულად იყენებს ამ კატეგორიას. რომში მას ლუმპენ-პროლეტარიატს ეძახდნენ.


ლუმპენები იღებდნენ ზამთრის სასახლეს, ბასტილიას, აწყობდნენ მხეცობის მწვერვალად აღიარებულ “წითელ ტერორს”, რუანდის გენოციდს და ასე შემდეგ. ერთმა თელაველმა (აწ განსვენებულმა) საკმაოდ საღად მოაზროვნე ჩინოვნიკმა გახსნილ საუბრებში «быдло»-ს რაოდენობაზე დაუფარავად განაცხადა: “სადღაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარია“. ასეა თუ ისე, მოსახლეობის სიმცირეც საქართველოში საკმაოდ რეალური პრობლემაა. მიუმატეთ ამას თვითმმართველობისა და თვითორგანიზების დეფიციტი და ხალხში ძვალსა და რბილში გამჯდარი კერპომანიაც. ანგარიშგასაწევია ის საუკუნეების განმავლობაში დადასტურებული თეორია, რომ საზოგადოება იქმნება გარკვეული იდეოლოგიის, სისტემის, კლასის ინტერესების გასატარებლად (სახელმწიფოს, მაგალითად). და დღეს სახელმწიფოს ინტერესებში ნაკლებად შედის ქართულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ასპარეზს ყაყაჩოებივით მოეფინნენ ქარიზმატული ლიდერები. ურბანიზაციის შენელებაც და შიდა მიგრაცია (შიდა მიგრაცია საერთოდ ხმამაღალი ნათქვამია – თბილისში გადასვლა:)) ესეც შეგნებულად გამოწვეული პროცესია. საქართველო ლერნეის ჰიდრა ხომ არის ყოველ დაჩაგრულ ლიდერზე ათი ახალი გაჩნდეს? არც რამე სკოლა გაგვაჩნია, არც წახალისება, არც მხარდაჭერა, და არც... ტრადიცია არ გაგვაჩნია! ტრადიცია გვიყვარდეს საქართველო, ვაშენოთ საქართველო!.. ვუბრუნდები თემას და კიდევ რამდენიმე სიტყვით ჩემი შეხედულებების თაობაზე... მძულს ფრაზა “შენ თუ შენ თავს არ მიხედე, არავინ არ მოგხედავსო!” მოიცადეთ, განა ეს არ ნიშნავს, რომ არავის არ უნდა ენდო და იცხოვრო, როგორც გაგულისებულმა მტაცებელმა? განა ეს არ ნიშნავს, რომ ისევ დაუწყებ შენს საკუთარ თავს, ქვეყანას, ხალხს ანგარიშსწორებას, თავდასხმებს, “რაზბორკებს”? ან აბა ვინ ვის უნდა მიხედოს??? ვიმეორებ - ვინ ვის უნდა მიხედოს??? განა ეს არ ნიშნავს, რომ ძლიერი იხსნის პასუხისმგებლობას, სუსტი მზად არის საკუთარი თავი არარაობად აღიაროს, გმირი თავის შეუპოვრობას კომპიუტერულ თამაშებს ანდობს, ტურები კი სხედან და ლომებს საცირკოდ წვრთნიან? კი, ჩემო კარგებო, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ყოფიერება “სიბანძეთ” ვაღიაროთ, ძლიერი საქართველოს იდეა ფეხქვეშ გავთელოთ, უარვყოთ ჩვენი რესურსები და დაუსრულებლად ვიწუწუნოთ! ეს ნიშნავს, რომ უნდა დავივიწყოთ სიყვარული, ქართველს და ზოგადად საქართველოს მოქალაქეს ვუყურებდეთ, როგორც ნივთს, ბუნების მორიგ ექპსპერიმენტს, ძირითადად ნაცრისფერს, რომელსაც აქვს დანიშნულება, ვარგისიანობის ვადა. ხოლო მერე... დროულად უნდა გადავუძახოთ მოდაზე დამონტაჟებულ ნაგვის ურნებში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მძულს ფრაზა “შენ თუ შენ თავს არ მიხედე, არავინ არ მოგხედავსო!” რატომ? ერთი შეხედვით მართალია, შენს თავს უნდა მიხედო, აბა?! როგორ შეიძლება ძალაუფლების საჭეთმპყრობლებმა იზრუნონ შენზე? მეგობრებმა?! - რა სისულელეა! - ან ვინმემ კიდევ? - რა, დებილები ვართ?! კი, ბატონო, მართლაც და დემოკრატიულ საზოგადოებაში კერძო ინიციატივა ძალიან დაფასებულია და ბევრი რამის მანიშნებელია, თუმცა მაინც ეს ზემოთმოყვანილი აზრი ძალიან ჯუნგლურად ჟღერს. ამ იდეის გამავრცელებლებს სულ მინდა მოუყვანო ინდური ფილმის კინოგმირი - „ჯუნგლების მეფე“ ვიჯაი. ერთი იმუსაიფონ გულის მურაზით! და თუ ჯუნგლებს გადავწვდით, რაღა მაუგლის ცნობილი დევიზი არ ავიღოთ და წინ დავიდოთ: “მე და შენ ერთი სისხლის ვართ?!”... რა გითხრათ, რით გაგახაროთ და დასასრულისაკენ მსურს მცირედი ლირიკა შემოგთავაზოთ. გასული ზამთრის ერთი საგულისხმო ეპიზოდი მინდა გავიხსენო. თქვენც დაგაფიქრებთ და მეც ვისიამოვნებ კიდევ ერთხელ. ...ქათქათა, ფაფუკი თოვლის ბოლო ბედი მოგეხსენებათ: ამაზრზენი ყინული, რომელიც მოქალაქეებს მრავალ არასასიამოვნო თავგადასავალს უქადის. სწორედ ერთ ასეთ დღეს ჩვენს საყვარელ თელავში მანქანით მოვსეირნობ - აღარც კი მახსოვს ზუსტად - რაღაც მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივდიოდი. როდესაც ლეგენდარული ტირიფის ადგილს მიუახლოვდი, სადაც გზა “არქტიკული” სისქის ყინულით იყო დაფარული, შევანელე, რადგან გზაც ვიწროვდებოდა. აქ, ამ მონაკვეთში არც ისე იშვიათად თითქმის ნიშნეული რაღაცეები ხდება. ადრე ამერიკელ მეგობართან ერთად ვიპოვეთ რვა უპატრონო ლეკვი და მასთან სახლში გადავიყვანეთ (შემდეგ ეს ლეკვები ძველი სახლის კედელზე დავხატე გარგრის ყვავილის, ავაზას და პირველი ფოთლის ფონზე – როგორც სიმბოლო ყველაზე დიდი, ლაღი, სუფთა და სიცოცხლისმომგვრელი ინსტინქტებისა და მოვლენების). ტირიფიდან ცოტა მოშორებით მოლიპულ ყინულზე დავინახე პირაღმა წაქცეული ასაკიანი ქალბატონი, რომელიც ჩემი გონების მიერ დაუფიქრებლად კვალიფიცირებული იყო, როგორც “ბებო”. მოხუცი სასოწარკვეთილად იქნევდა ხელებს, წამოდგომას ცდილობდა და ვერ ახერხებდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ბებოს რაღაც ჰქონდა მოტეხილი, ვინაიდან აშკარად ძალა არ ყოფნიდა წამოწეულიყო და რამენაირად გადაელახა ეს უსუსურობის განცდა. პირველი რაც გავიფიქრე (პირველი აზრი მაინც ყოველთვის ადამიანურია, ოღონდ მართლა პირველი და არა ის, კაცს რომ პირველი გგონია!) – დავეხმარო-თქო. თუმც ჩემს მდგომარეობას ის ართუ���ებდა, რომ მანქანა უნდა გამეჩერებინა შუა გზაზე, ყინულზე, რაც გარკვეული სისწრაფით მომავალისათვის


ძნელი იქნებოდა ანდა შეუქმნიდა პრობლემებს სხვა მანქანებს. არ იყო გამორიცხული ისიც, რომ ვიღაც დამჯახებოდა ზურგიდან; ამ ყინულზე მანქანის დამორჩილება-დაამუხრუჭება იოლი ამბავი ნამდვილად არ ყოფილა. თანაც გაჩერებისას თვით ჩემი ავტომობილი შეიძლება მოცურებულიყო და ვიღაცას შეჯახებოდა. კიდევ ისიც გამახსენდა, რომ მეჩქარებოდა და თუ ბებოს მიხედვა დასჭირდებოდა (სასწრაფო დახმარება, როგორც მინიმუმ), შეხვედრაზე დავაგვიანებდი. და ბოლოს, ამ ყველაფერთან ერთად გადაწყვეტილება გაჩერება-არგაჩერების შესახებ სწრაფად უნდა მიმეღო, სანამ ბებოს გავცდებოდი – ორ-სამ წამში. ამისდა მიუხედავად გონებაში გამიელვა რამდენიმე აზრმა – ეს ჩემი საქმეა, მანქანის მძღოლის? ხომ არიან გზაზე ქვეითად მოსიარულეები, რომლებიც მიეხმარებიან მოხუცს? ზედმეტ “კეთილშობილობანას” ხომ არ ვთამაშობ და უარეს პრობლემებს ხომ არ შევქმნი? როდესაც მივიხედ-მოვიხედე, სხვა ქვეითად მოსიარულეები საპირისპირო ტროტუარებზე მომავალნი და გზის იმავე მხარეს ცოტა მოშორებით მყოფნი, არ ჩქარობდნენ ბებოს დასახმარებლად წამოსვლას...:( ეს იყო ჭეშმარიტების მომენტი, აშკარად ჩემი გამოცდა! მხოლოდ ჩემი!.. (სხვათაშორის საოცრად დამთრგუნველი, რაღაცით მსგავსი სიტუაცია ადრეც მქონია ( შემთხვევა აღვწერე რუსულ მოთხრობაში “Miserere”, http://litsovet.ru/index.php/material.read?material_id=207540)). ეს იყო ჭეშმარიტების მომენტი; უსწრაფესი, დახვეწილი, ზეციური ძალების მიერ საოცრად კარგად დადგმული... მანქანა შუა გზაზე გავაჩერე. შიში იმისა, რომ სხვა მანქანა დაეჯახებოდა ჩემსას იყო, მაგრამ მთელი ყურადღება მაინც ბებოზე მქონდა გადატანილი. მისი თვალებიც, თითქოს ჩემთა მსგავსად, კითხვის ნიშნებით იყო სავსე. ფეხზე დავაყენე წამში და დაჟინებით ვეკითხებოდი. -აბა ხომ ყველაფერი კარგად არის? რამე ხომ არ გტკივა? -არა, შვილო, ღმერთმა დაგლოცოს. მაღაზიაში წამოვედი... მოდი სახლში წაგიყვან, წამოდი. ნუ დადიხარ ამ ყინულებზე! -არა, არა, შვილო, კარგად ვარ... ღმერთმა დაგლოცოს! როცა მანქანაში ჩავჯექი, ცხადად ვიგრძენი რა არის ღმერთი. სად იყო ღმერთი... აზროვნების რა არეში! სხეულის რომელ წერტილში! და მადლობის ლოცვა ვთქვი. მადლიერებისა, რომ გავაკეთე სწორი არჩევანი, სწორად მოვიქეცი! მადლობა იმის წილ რომ არა მხოლოდ ვიცოდი, არამედ მოვასწარი გააზრება და გაკეთება! 100 %, 1000 %-ით ვიცოდი, რომ გავაკეთე ის, რაც ღმერთს სურდა და ვიგრძენი როგორ გაუხარდა შემოქმედს, როდესაც მე სწორედ მოვიქეცი! მე ვიგრძენი ღმერთის სიხარული! ...მთელი ზამთარი ეს ეპიზოდი მახარებდა და სიამაყით მავსებდა, რომ ვეზიარე ჭეშმარიტებას, რომელიც მარტივი, უბრალო, ნაზი, ლაღი და ახლოა... და ამიტომ არის ეგზომ რთული მასში ცხოვრება! P.S. აი მზე ქართული, მზე ალაზნის ველზე მოწეული საფერავით ჩამთბარი... მზე, რომელიც ითვლის დროს. არა წამებით და წუთებით, ან დღეებით, არამედ ადამიანების სიცოცხლეებით. ეს ჩვენ გვგონია, რომ მზეს უთვლით დროს. პირიქითაა ყველაფერი. რამდენჯერ გინახავთ მზის ამოსვლა? თითებზე თუ ჩამოითვლით. ყველაფერს თავისი დრო აქვს... ჟამი ქვათა შეგროვებისა და ჟამი ქვათა მიმოფანტვისა... კაცი კაცზე მიდის წუთისოფლიდან ვალმოუხდელი, სატკივრით გაუხარელი. ყველას საკუთარი ბედისწერა ისრუტავს გვირაბისაკენ... ჩემი დიდი იდეაა - ისეთები უნდა გავხდეთ, რომ სიკვდილსაც ეშინოდეს ჩვენი!


baadur balarjiSvili

poezia

ბაადურ ბალარჯიშვილი დაიბადა 1946 წლის 28 თებერვალს ქ.თელავში. აქვე დაამთავრა სკოლა 1963 წელს. იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1970 წელს. 1972 წლიდან იბეჭდება პერიოდულად პრესაში. ჟურნალში : „ ცისკარი “, “ მნათობი “, “ XX საუკუნე ”, „ ქომაგი “.მისი პირველი კრებული „ თელავის ჭადარი “- 1977 წელს გამოიცა. მეორე კრებული „ მდინარე “-1984 წელს, მესამე კრებული „ კოქტეილბარი რებუსი “ კი 2003 წელს. მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები: „ ხარება და გოგია “, „ ნისლი “, „ მარტივი პასეანსი “, „ გოლა “. უკვე მრავალი წელია მოღვაწეობს თელავის სახელმწიფო თეატრში. მისი სცენარების მიხედვით დაიდგა სპექტაკლები: „ კოქტეილბარი რებუსი“, „ წმინდა ანტუანი“, „ ხანუმა“.

იძულება

*** ბურუსი ბუშტივით ბანალურ ბალღობის,

კუთხურ აქცენტით, ხელში კითხვარით

უმიზნო ტიტინის უაზრო ტივტივი,

და ბრიყვულ მზერით მთვალავს მოწყენა_

უღრუბლო ზეცა და ზურმუხტის ბაღები.

რა ბედენაა, ერთი მითხარით

აკვიატებული მარტივი მოტივი_

თავიდან ბედის გადამოწმება.

განქარდა და გაჰყვა ჟამთასვლის დინებას-

ერთი მითხარით ვინ პირველია_

მზერას მიეჩვია შავლეგა ნისლები,

მე რომ ვიყავ და ის კი არ იყო_

გახშირდა ლოთობა და მერე გინება-

ვერ ვიშორებ და საფიქრალია,

ამ ქვეყნად მოსვლის და მომავლის მიზნების. თუმც სჯობს შეხვედრა არც შემდგარიყო.

აზელდაზელილი გაუდის გოთიკა,

აღარ მოსწყინდა დაჭერობანა_

ნიკელ მოციაგე `ჯენერალ მოტორსი-

ექსპერიმენტით ალბათ ერთობა.

ცანცარებს სივრცეში ჰაუზის ოპტიკა:

განა ეთქმის,რომ მეგობრობაა

სექსი ,სიკვდილი და ცისფერი ლოტოსი.

იძულებითი ურთიერთობა.

ძალობენ ნაძრახნი, უმეტეს მაინცა,

ირგვლივ საზღვარი შემოვიხაზე_

მიქსერში ცრუი და მართალი არიეს_

მაინც არ ამცდა თარსის მარწუხი_

თუ ღმერთი გაწყრა და ქვეყანა დაიქცა_

ამიტომ დასმულ ყოველ კითხვაზე

შველა რაღად მინდა ცარიელ_ტარიელს.

იძულებითი არის პასუხი.

sxva leqsebis naxva SegiZliaT aq -

http://telaviseries.tel.ge/chveneburi%20failebi.html


იყო პოეტი,როგორც სურდა ისე იცხოვრა, მეტს არ ეძებდა, არც ნაკლებზე იყო თანახმა. ინანიებდა რაც შეეძლო, ცოდვებს იხოცდა,

პოეტის შესახებ

და რას ეწია, ან რა სურდა – უწყის ალახმა. დაფარფატებდა როგორც ერთი ვინმე ყორანი, ბუღრანაობდა როგორც ვინმე-უცხო მარტორქა, ჰქონდა იარა, მაგრამ ისიც ნადიდგორალი, და ამიტომაც მუხთალ ჟამმა ვერ დააჩოქა.

რა ედო გულში, ხშირად თავად ვერა ხვდებოდააფაციცებდა მაცილების ყალბი გრაცია, და როგორც სტრიქონს, გამკრთალ ხალისს თავს ევლებოდა რათა ძირშივე აღმოეფხვრა პროფანაცია და არ ეგონა მოკვდებოდა-თურმე კვდებოდა,

წერდა ლექსებს და-სხვათაშორის-ასე ეგონამთლად უსაქმოდაც არა ვარო დინგი-დუნია, რაც ჟამ ხდებოდა, ბევრი რამე არ მოეწონა,

იმის გარეშე აერჩია იღბალს მიზანი, თუმცა უმეცარს კვლავ ჯიუტად ესიზმრებოდა სივრცე უმიჯნო და ბჭეკარნი სამოთხისანი.

რაც ჟამ რჩებოდა, არც აღარა დაუწუნია. დრო კი მიხტოდა ვით ეზოში ბეცი ბოცვერი, რათა და რატომ-თავში აზრად არც კი მოსვლია, გზას მიკვალავდა ხან ჭაობში ლელთა მოცელით, ხანაც პარკეტზე აცეკვებდა პოლკას ფროსიას.

იყო ხიზანი, მაგრამ თავი სახლში ეგონა, ყველა შეცდომა, მასპინძლურად თავად ეტკინა, თვოთოეულ-ყველას უსაზმანოდ გადაჰგებოდა, რადგან სხვაგვარი ყოფა ვერც კი წარმოედგინა. ჯიუტი იყო, თავქეიფა- როგორც არ იყო,

ზაფხულში ღუმელს ეფიცხოდა არყის ბოკალით, ზამთარში ნაყინს მიირთმევდა წელს-ზე შიშველი, ნაბახუსევზე ჩაესმოდა: მიდი... მოკალი....

ღვინის ჩარექი სულ თან ჰქონდა როცა ტყუოდა, ნისლიან მზერით დაუბღვერდა ხშირად ბარიგებს და ნისიადაც წაიღებდა რაც კი უნდოდა

და ღმერთს ჩურჩულით ევედროდა:შენ თუ მიშველი. ვა ბანკს იძახდა წამდაუწუმ შორის შულერთა და მათხოვრებთან შხამსასვამვდა ლამის დილამდე, ვალად ჰქონდა მართლის გეში, როგორც ომერტა, ორმხრივი სევდა გულს უჭერდა როგორც მისგი.

დაბანცალებდა დაღალული თავსხმა-ლეგმაში, და ბარში ბარმენს შეუღრენდა: ასი დამისხი... ჰარმონიაში იჭრებოდა ჯახის დემარშითთავისებურად ისიც იყო იგორ სტრავინსკი. წამოწვებოდა ფრიალოს პირ ვითარცა პანი,

არც მიწის იყო და არც ცისა, როგორც აღნიშნა წერეთელმა და ბოლო-ბოლო თვითონაც მიხვდარამდენი რამე შეეშალა ფუჭ იაღლიშად-

თუმც გადაჩეხილს დაჟეჟილი ჰქონდა ფერდები, იმეორებდა მოგუდული, ჯიუტი ბანით: _დიახ.მოვკვდები. მაგრამ მაინც არ დავბერდები.

მიხვდა და ყველა კონტაქტები გათიშა რიხთან. თავჩაღუნული დასცქეროდა ტყვიისფერ ასფალტს, თავოჩემოო –ღიღინებდა გულარხეინადნარჩევ სიტყვებით ადევნებდა გასაცდელს ლაზათს: გმადლობთო გენავ-შენ მიქციე შარი ხეირად.

არა გააჩნდა, მაგრამ განა თუ მათხოვრობდა, თუ რამ ახარა_გაზაფხულის ლურჯმა ბალახმა... იყო პოეტი, როგორც სურდა ისე იცხოვრა, მეტს არ ეძებდა, არც ნაკლებზე იყო თანახმა.


proza

pastorali

l

i

fiqria yuSitaSvili

st

or a

im weliwads didi sicxeebi daiWira. Ggvalvam suerTian gaaxmo naTesebi da xexili. Ddasicxuli da retdasxmuli saqoneli zoziniT ZlivsZlivobiT agnebda sakuTar kar-midamos. Mmdinaris piras, WalaSi, cxenebis mcire rema mdovred Zovda gaxmobas met-naklebad gadarCenil balax-bulaxs. Mori erTguli da marjve nagazi _kudeb da yurebdaWrili bocmana da buTara erTgulad darajobdnen maRalfexeba, qedamaya sam faSats, amdensave ulaysa da oriode iabos, gaxednilebsa da gauxednavebs, da kvicebs, su kudSi ro dasdevdnen sakuTar dedebs. cxenebi kargad iyvnen movlildabanil-davarcxnilni. etyobodaT patronis mzunveli xeli. MerTi wyvili wabla iyo, tanad arcTu brge, mkvrivad awyobili, meore _ qurana, masiuri, harmoniulad Casxmul – Caxatuli, mesame _ Tafla, Sublze qaTqaTa narTiT, Ronier fexebs msubuqad ro adgamda, danarCeni ori Zvalmsxvili, maRalfexeba iabo, giSera da TrTvila gansakuTrebulad STambeWdavad imzirebodnen, mzis sxivebze su cisartyelas ferebad ubzinavdaT gava da fafari, grZeli, lamazi kudebi ritmulad qanaobdnen marjvnivmarcxniv, marjvniv-marcxniv, da ostaturad igeriebdnen abezar buzebsa da koRoebs, qinqlebsa da sxva Wia-Wuebs, romelTa uricxvi laSqari gametebiT utevda oTxfexT, gansakuTrebiT mSoblebis ali-kval oriode kvics, Taflisferebs, koxtebs, mkvircxlebs, ai leqsSi ro Tqmula:`kvico, kvico, visi xaro? gulSi xatad mizixaro!..~ hoda, am leqsad Tqmul da gulSi xatad Caweril kvicebsa da imaT irgvliv matrialebel cxenebs mosvenebas ukargavda mwerTa saavdro Rrublisferi jari, daundobeli, sastiki, sisxlismsmeli...

pa

cxenis buzi xo ginaxavT, ramxela da ra lamazia _ daxatuli gegoneba kacsa... mzeze ise laplapebs, ise bzinavs, iseT ferebad aelvardeba, svarovskis qvebi mimiqaravs. hoda, am laSqris ori mewinave jeeli buzi _ metsaxelad odoSa da bzuka _ gansakuTrebuli siswrafiTa da snai perobiT gamorCeuli, maRlidanve iRebda gezs da zed gavis centrs anu kudis Zirs umiznebda. am adgilas ver swvdeboda cxenis TviT yvelaze lamazi da grZeli kudi, hoda, nanadirevic _ sisxli, mCqefare, cxeli da axalTaxali, garantirebuli iyo. samizne ki marjved hqondaT SerCeuli, axla ra siuxve arCevanisa?! ra ginda sulo da gulo _ wabla, Tafla, giSera, qurana, TrTvila, asakiani, mowifuli da mTlad norCi, uasako... sisxli iseTi tkbili iyo, iseTi gemrieli, gariskva naRdad Rirda, magram mainc : erTi-orjer gamwarebulma TrTvilam iseTi ZaliT moiqnia naban-davarcxnili kudi, es grZeli da moqnili abreSumis mtkice da foladiviT elvare Rerebi prezidentis vertmfrenis propeleriviT mZlavrad gadaevloT avantiuris maZebarT da kinaRam aq dasrulda axalgazrda sicocxle. ro ityvian, gangebam gadaarCina, venacvale imis madlsa! (`Безумству храбрых паём мы славу!~ _ ityoda maqsime peSkovi, zedmetsaxelad gorki!)


Mmagram es iRbali xo latariaa! Ees dalocvili bedi yovelTvis xo ar gagiRimebs, hoda, sarisko iyo aseT pirobebSi nadiroba. Ees qeTiac arsad Canda! qeTia odoSasa da bzukas xsna iyo nadirobaSi. Dda gana marto imaTi?! qeTia levanas gogoa, TiTqmis gigias kbila, erT skolaSi dadian, viTom exla soflad sxva skolac iyos!.. Zaan lamazia qeTia, TmakuWkuWa, Savtuxa da eSxiani. sisxliviT wiTeli tuCebiTa da Savi briala TvalebiT _ ro gaicinebs, TiTqo ganaTdao. Kkbilebi aqvs _ arc `qolgeiTi~ unda, arc _`orbiti~ da arc _ `diroli~. aelvarebs rogorc ianvris qaTqaTa Tovls susxiani zamTris mziani dila. qeTias nata Zalos TxovniT sadili daaqvs gigiasa da avTandilasaTvis. Tan sadili daaqvs , Tan cot-cota gigiasac epranWeba, magram am gigias xo veras gaugeb?! xan amCnevs gogonas, xanac vera...vera Tu ara?!

i

_ `ara, mara da dardubalaaaa!~-ityvis nata Zalo: _ aha, Svilo, Sens gaxarebas, wauRe kacebs sadili, madlia, codvebi arian, lamis Tavebi Caixocon im cxenebis gadamkide, e biWi xo su galayda mzeze amden gdebiTa, gagonilaa, dRevandeli ymawvili cxenebis devnaSi aTen-aRamebdes, imis tolebi gogoebTan erTobian, an kompiuteraoben, is bedSavi kide cxenebs Sehyurebs kudSia!...

pa

st

or a

l

Aai, qeTias sayvareli garToba ki marTlac cxenebis kudebis dawvnaa. Mmiadgeba rig-rigobiT da swnavs nawnavebad, Tan malulad gigiasaken aparebs Tvalsa, Tan Tvals aparebs, Tan swnavs, Tan aparebs, Tan swnavs. ise koxta da ucnauri naxelavi gamosdis, cnobili parikmaxerebis msoflio konkursebs ro SeSurdeba : zogi qarTul dalal-kavs mogvagonebs, eeee, suxiSvilis mocekvave gogoebi ras ar miscemdnen aseT nawnavebSi, zogi Sua aziur nawnavTa krebuls Camohgavs, marto Wreli patara qudi aklia, ai, `tiubiteikas~ ro eZaxian! zogi ukrainul modazea, iulia ro atarebs, timoSenko, gvirgvinad, zogic evropuli buketia: egeTi gvirgvin-wnulebi lankasterebsa da tiudorebsac ro ar dasizmrebiaT. qeTias parikmaxeroba ro ityvian, sulze miswrebaa buzebisaTvis_ qeTia ro xelmarjveobas morCeba, memre SiSi naklebia, radgan cxenebi molaplape gavebze wamokosebuli varcxnilobebiT ise marjved veRar igerieben abezar mwerebs, hoda, isinic kai meddebiviT marjved uReben sisxls donorobisTvis ganwirul da Tavgadadebul remas. qeTia odoSasa da bzukas jilaa, namdvili zRapruli dedofali, romlis sifrifana TiTebs saswaulis Zala aqvs. is ki arada, odoSam da bzukam saxelic mougones qeTias _ `Cveni kudraWa qalbatoni! ~ erTxel mohkres yuri, rogor aZinebda bazeraanT qalaqeli rZali pataras: daiZine dedas angelozo, tkbili Zili, Cemo kudraWao, da gaixares, magram ra gaixares odoSam da bzukam?! moewonaT es `kudraWa~. etyoba, sityvaSi kudi ro urevia imisTvis, hoda gamoCndeba Tu ara qeTia, `movida Cveni kudraWa qalbatonio!~ da gaxarebuli buzebi haerSi kamaras Sekraven, bzuiliT Camouqroleben aremares, mere sadme mofarebulSi gainabebian da moTminebiT Eelian rodis dasruldeba cxenTa silamazis salonis savele pirobebis Sou. Tan am qeTiasac ro ar bezrdeba kacoooo?! Mlamazi, niWieri, marjve da bejiTi da egeTi?! magram e kudebis wvna xo marto fantaziis, silamazisa da stilisturi ostatobis demonstrireba xo ar aris, ara? – es xo paemnicaa?! cxenebi ro ara, gigia WalaSi ar gaaTen-daRamebs, qeTias sadils ar gamoatanen gigiasa da avTandilasaTvis da qal-vaJic saskolo ardadegebze egere yoveldRe ver Sexvdeba erTmaneTs, qeTia kudebs ver daswnavs da gigias malulad ver adevnebs siyvaruliT Tvalsa? _dailocos, RmerTo siyvarulis Zali da madli! _ fiqrobs kmayofilebiT qeTiasa da gigias Tvalis madevnebeli ,cxenebis kudebiT morTul-mokazmul gavaze mimjdari ori jeeli buzi da sisxliT gamaZRarni TavdaviwyebiT svamen ukvdavi siyvarulis sadRegrZelos. . . .

...im zafxuls ki ambavi datrialda, Sens mtersa da avadmaxsenebels. erT mSvenier da mxunvare dRes WalaSi ukrainel turistebis vrceli jgufi gamoCnda. mziT dabrawuli, naxevrad daSiSvlebuli ucxo tomis stumrebi, fotoaparatebiTa da videokamerebiT SeiaraRebulni, moxarSul simindsa da celofnis parkebSi iqve, mdinareze garecxil xils xarbad nTqavdnen, CenCoebsa da kurkebs iqve wyalSi isrodnen da nair-nair fotoebs uRebdnen samaxsovrod maspinZlebsa da erTmaneTs. erT kadrSi Ri pgadmogdebuli WaRara profesori ivan fiodoroviCi da imisi Sortebiani meuRle


bocmanasa da buTaras gadaxveulni, Tvals uWutaven ivlisis mcxunvare mzes. ivan fiodoroviCi naylapSia da RviniT SeTamamebuli xels uwvdis bocmanas: _ `Дай, Джим на счастье лапу мне!~ _ ... Джим!... Дай лапу! Bbocmana da buTara gaocebulni Sehyureben xan ucxo Tamam stumars, xan avTandilas da sadRac gulSi ZaRlurad eRimebaT ivan fiodoroviCis viTom simamaceze.

pa

st

or

al

i

...meore kadrSi tolika da iana, Taflisfer ulayze Semomjdarni, mxiarulad gviqneven xels, tolikas gazeTisagan saxeldaxelod gakeTebuli qudi xuravs, ianas _ mindvris yvavilebis gvirgvini, orives saocrad bednieri da suleluri Rimili dasTamaSebs, rogorc cirkis mojiriTe akrobatebs `bisze~ Sesasrulebeli sacxenosno triukis win. mesame kadrSi yvelas erTad mouyria Tavi,zogi iqve mdinaris piras Cacucquli, mxiarulad ikriWeba da Zlivs ikavebs Tavs, ro ar CaeZneyos qvebs Sua, zogic enas uyofs fotoobieqtivs da uxerxul pozas iRebs, meoTxe kadrSi ori axalgazrda magistranti _serioJa xitruki da stasik korzuni sazamTros naWers ecilebian erTmaneTs, sazamTros naWeri mozrdilia, ese ockiloiani sazamTrosi mainc iqneba, orive falavans kbilebdakreWils, marjved Cauvlia piri saerTo lukmisaTvis da wiTlad mozunzlulni namdvil jambazebiviT gamoiyurebian. Yyvelaze magari mainc mexuTe kadria : axalgazrda, yvelaze lamaz Taflisfer cxenze turistuli jgufis yvelaze lamazi wevri mSvenieri qaliSvili anastasia Semomjdara da grZeli mklavi moferebis niSnad mouxvevia Tavisi oTxfexi megobrisaTvis. Ggogonas qera Taflisferi Tma mWidrod gadautklicavs da modaze kudad Seukravs. erTia mxolod, Tma moklea da mTlad ver emsgavseba moduri Jurnalebis cnobili manekenebisa Tu modelebis avangardul varcxnilobebs. Ggogona SuriT dascqeris cxenis grZel, abreSumiviT nazsa da molivlive kuds, mziT gaxunebuli qera sxivebi melirebasaviT rom gasdevs mTels sigrZeze, da gulSi ocnebobs, rom misi Tmis kudic aseTive grZeli da lamazi iyos. Mmagram Tma nela ezrdeba. MmarTalia, yovel meore dRes kvercxisa da WinWris SampuniT ibans da erT qila maionezsac Seizels, rogorc aswavla deida veram, magram Tma mainc Zalian, Zalian nela ezrdeba. Eeh, roca Tma im sigrZisa gauxdeba, rogorzec ocnebobs, amasobaSi grZeli Tmis modac gadava da rogorc biZia antoni ambobs: `Ищи ветра в поле!~ anu Cveneburad : ` uyare memre kakali!.~. gigias Zalian moswons es ucnauri da ucxo tomis stumari, raRaciT erT naxats ro moagonebs. Ees naxati nodara Zias saTamaSo kompiuterebis patara oTaxSi kedlis kalendris furcelzea daxatuli da gigias Zalian moswons. Ygigia aTasSi erTxel Tu Seivlis saTamaSod, sada scalia kompiuteraobisaTvis, magram im iSviaTobaSic kompiuteris seansi ise ar Caivlis, nodara Zias momcro magidasTan ar SeCerdes da Tvali ar Seavlos kalendris gacrecil furcels, romelsac didroni asoebiT aweria : Пабло Пикассо „Девушка на шаре“. Hhoda, es gogo axla am `devuSka na Sares~ agonebs. marTalia, gogo ufro qeraa da ufro daqalebuli formebisa, arc Saris burTia axloSi da arc sxva garemoeba, magram gigias mainc sadRac raRaciT Zalian axsenebs im naxats da ra qnas?! magram qeTia?! qeTia ra? dedamisma erTi kviraa qedebSi gagzavna biZamisTan, is kaia, mTeli kvira Tavi ro aneba gigiasa da avTandilas, arc ikiTxa uimisod rasa sWamen da rasa svamen kacebi?! Ara araaa, ro ?! Aara, mara da dardubalaaaaa! hoda, Tavis Tavs daabralooos! _ ndravitsia da ? _ ekiTxeba yurebamde gawiTlebuli Crdiloel stumars gigia da fexsacmlis wveriT awvalebs xavsmokidebuli lodis kides.

_ ОЙ, очень! Красота, как в сказке! Мне бы такого парика! У нас в Одессе сто долларов стоят. Вот бы пятьдесят стоили, я бы обязяательно купила ! _ Aanastasia, ese igi Cveneburad taso, tasiko, tasia xels saTuTad usvams cxenis abreSumiviT kuds. _ `xoCeS, padariu~? _ ekiTxeba gigia da kidev ufro uwiTldeba lokatorebiviT gaSlili yurebi, mzis sxivze landi ro gasdis saSrobi qaRaldiviT. _ Ой, да ты что, и в правду подаришь? _ `da, tolko Sas ne mogu, atec smotrit!~ _ gigia mamisken aparebs mzeras. AavTandils Sarvlis totebi daukapiwebia da mxrebze Sesmuli zonzroxa mecniermu-


Saki liudmila maqsimovna wylidan dinjad gamohyavs. liudmila maqsimovna daZabula, Calis Slapa gverdze moqcevia, cali xeliT aprexil cxvirze wamoskupebul cilindrul linzebian saTvales imagrebs da meore xeliT ise uWers yanyratoSi avTandilas, lamis daxrCos kaci. _ Ой, Автандил, а правда у вас имя героя `Витязья в тигровой шкуре~ Шата Руставели? _ kiskisebs liudmila maqsimovna da am kiskisiT cdilobs dafaros Seqmnili garemoebis pikanturoba da uxerxuloba. _ da! _ xrotinebs avTandila da am wuTebSi srulebiT ar hgavs rusTveliseuli poemis sexnias: Zalad momRimari Tvalebs ubrialebs Svils, TiTqo gigia iyos damnaSave mSvenieri sqesis warmomadgeneli mxedris Warb wonaSi: _ tolko, ne Sata, a Sota, SoTa ra!

i

_ А вы знаете, у нас в Одессе балет ставили по поэме Шата Руставели, просто класс! _ ar cxreba liudmila maqsimovna, viTomada verc gaegos avTandilas SeniSvna.

l

_ da? _ avTandila SeRonebulia, arc baletis gaegeba rame, magram aras imCnevs da mwvadis Sesawvavad Txilisagan saxeldaxelod gamoTlil Samfurebs imarjvebs.

_ `zavtra pridioS?~ _ gigia sargeblobs rom mamamiss droebiT ara scalia biWisaTvis.

or a

_ Ой, а мы вечером уезжаем, но ещё три дня в Тбилиси будем… _ Aanastasia guldawyvetilia, didron WroRa Tvalebs SuqniSaniviT SeanaTebas gigias da misi mocimcime sxivebi samudamod aRibeWdeba biWis gulSi. _`tagda nomer telefona astav i Cto nibud pridumaiu...

_ bijo, maita buzeb dauniave, Tore wabilwes mwvadi am SobelZaRlebma! _ ismis avTandilas burtyuni. TxuTmetiode wuTi da mwvadis SiSxin-burusSi iZireba stumar-maspinZeli da SezarxoSebuli stumrebis aRtkinebuli `Ты ж мене пидманула~ Zils ufrTxobs mTmvlemare bocmanasa da buTaras. Mmze gorebs efareba, turistebis avtobusi oRroCoRro gzaze mtvris gvarian koriantels ayenebs. Mmdinaris piras rCeba dabneuli cxenebis rema, celofnis parkis narCenebi, simindis CenCoebi, sazamTros qerqebi, Canavluli nakverCxali, Txilis aTiode wverebSetusuli Samfuri da naTeli, lbili sevdismagvari gancda mama-Svilis gulSi.

st

. . .

pa

diliT mze ro amoiwvreba, buzebisa da Wia-Wuebis laSqari ori jeeli buzis odoSasa da bzukas mewinaveobiT kvlav mwyobrad daiZvreba mdinarisaken,sadac tradiciuli sanaxaobis nacvlad ucnauri suraTi gadaiSleba: aRarc erT cxens : arc iabosa da ulays, arc faSatsa da kvics, wablas, Taflas, giSeras, quranasa Tu TrTvilas, kudi aRara aqvs _ viRacis mondomebul xels su ZirSi dauWria abreSumiviT nazi da livliva kudebi. Ggamwarebuli avTandila mkvdarsa da cocxals aginebs mqmnelsa da gamkeTebels, gigia arsad Cans, darcxvenili bocmana da buTara damnaSaveebiviT Sekuntulan lodebs miRma, emand gacecxlebuli patronis Soltma Cvens zurgebs ar uwioso. Qqedebidan mobrunebuli qeTia xavsian lodze CamomJdara da Tvalcremliani gametebiT ikvnets frCxilebs. avTandilas mama-papuri, mariliani laZRva –gineba zecas swvdeba, Rrublebs xvrets da lamis mzis diskos lafad aCndeba. Mmtvrian gzaze ki swrafad mihqris samarSruto taqsi , romelsac ToTxmet dasicxul mgzavrTan erTad dedaqalaqs ZviradRirebuli saCuqari –lamaz celofnis parkSi koxtad Sekrul-daxarisxebuli cxenis kudebi miahqvs... _dailocos, RmerTo siyvarulis Zali da madli! _ fiqroben kmayofilebiT cxenebis ukudo gavaze mimjdari ori jeeli buzi odoSa da bzuka da sisxliT gamaZRarni ukve meramdened svamen ukvdavi siyvarulis sadRegrZelos.


JurnalSi samuSaod viwvevT enTuziastebs ganurCevlad profesiisa da asakisa! yvelas, visac ainteresebs :

fotografia Jurnalistika PR teqnologiebi mogvwereT telaviseries@gmail.com


gaxdi Cveni gundis wevri

erTad SevqmnaT TELAVI SERIES


Semoixede axal saitze

telaviseries.tel.ge

agvisto 2010


Telavi Series - #2