პრო ბონო ნიუს ლეთერი

Page 1

pro bono

მოხალისეები

ras niSnavs pro bono?

კორპორაციული მოხალისეობა, იგივე პრო ბონო, საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ერთი კომპანიის თანამშრომლების მხრიდან, სხვა ორგანიზაციებისთვის საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების უსასყიდლოდ გაზიარებას გულისხმობს.

icodiT rom?

"პრო ბონო" ლათინური გამოთქმისა PRO BONO PUBLICO-ს შემოკლებული ფორმაა და "საზოგადოების საკეთილდღეოდ" ითარგმნება.

rogoria Tegetas pro bono moxaliseobrivi gamocdileba?

„თეგეტა ჰოლდინგმა“ პრო ბონო აქტივობებში ჩართულობა უკვე 2 წელია რაც ტრადიციად აქცია. თეგეტა 2022 წლიდან „საქართველოს პრო ბონო ქსელის“ წევრია და სამოქალაქო ორგანიზაციებისა და სოციალური საწარმოების მხარდასაჭერად არაერთი აქტივობა განახორციელა.

2 წლის მანძილზე, თეგეტას 20-მდე თანამშრომლის ჩართულობით, ჯამში 150 საკონსულტაციო საათზე მეტი გავწიეთ საზოგადოების სასარგებლოდ.

ra mimarTulebiT gavwieT pro bono servisebi?

საგანმანათლებლო კურსი სოციალური საწარმოებისთვის

2 თვის მანძილზე, თეგეტას თანამშრომლებმა 50-მდე სოციალური მეწარმისთვის ცოდნის გაზიარებაზე იზრუნეს. „სოციალურ საწარმოთა ალიანსის“ წევრი ორგანიზაციებისთვის, სოციალურ მეწარმეებს ჩაუტარდათ ექსპრესკურსები სოციალურ მედიამენეჯმენტსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. პროექტის მიზანი მეწარმეების საქმიანობის ეფექტურად სამართავად, ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება იყო.

პრო ბონო კონსულტანტები იყვნენ: სტრატეგიული კომუნიკაციების გუნდიდანთათია ხორბალაძე, ნინუცა ჩეჩელაშვილი; მარკეტინგის გუნდიდან - მაიტო

გულისაშვილი, თემო კვინიკაძე, ქეთევან ასლანიშვილი

სოციალური საწარმო ,,ორბის ბუდე’’ სოფელ სამშვილდეში მდებარეობს, სადაც ტურისტულად აქტიური ობიექტებია. საწარმოს თავს იმკვიდრებს, როგორც ადგილობრივი ტურისტული ობიექტი, რისთვისაც მნიშვნელოვანია გამართული მარკეტინგული სტრატეგია და საკომუნიკაციო არხები. ,,თეგეტას’’ პრო ბონო კონსულტაცია მიზნად ისახავდა, „ორბის ბუდესთვის“ ონლაინ მედია მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებასა და ონლაინ მედია არხების შექმნაში დახმარებას.

პრო ბონო კონსულტანტები იყვნენ: მარკეტინგის გუნდიდან - ელენე მესაბლიშვილი, თამარ რაზმაძე, სტრატეგიული კომუნიკაციების გუნდიდან - ნინუცა ჩეჩელაშვილი

ინდივიდუალური პრო ბონო სერვისი ორბის ბუდესთვის პრო ბონო მარათონი 2023

,,თეგეტა’’ რიგით მეხუთე პრო ბონო მარათონში ჩაერთო, რომლის ფარგლებშიც ცოდნა და გამოცდილება საზოგადოებრივ ორგანიზაციას „დავიცვათ საქართველოს სისუფთავის“ თანამშრომლებს გაუზიარა. ,,თეგეტას’’ თანამშრომლის ჩართულობით შეიქმნა ორგანიზაციის საიმიჯო გრაფიკული ვიდეორგოლი მათ საქმიანობაზე ცნობიერების გაზრდის მიზნით.

პრო ბონო კონსულტანტი იყო: მარკეტინგის გუნდიდან - მარიამ ჩხოლარია

სათემო ლიდერთა ფორუმი 2023

,,თეგეტა’’ პრო ბონო კონსულტაციით "სათემო ლიდერთა ფორუმ 2023"-ში ჩაერთო. ბიზნეს კომპანიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მედიაციის პროცესი კონკურსის “საუკეთესო სათემო ინიციატივა“ ნომინანტების მომზადებას გულისხმობდა. სამოქალაქო აქტივისტები, აუდიტორიის წინაშე მათ მიერ განხორციელებული ინიციატივებით წარდგნენ. ,,თეგეტას’’ წარმომადგენლები კი ერთ-ერთ მონაწილეს „ლომეკს“ პრეზენტაციის ორიგინალური ხერხით წარმოჩენაში დაეხმარნენ.

,,თეგეტას’’ თანამშრომლების ექსპერტული ცოდნის გაზიარებისა და ჩართულობის დამსახურებით, ,,ლომეკმა’’ შეძლო დაჯილდოების ცერემონიაზე ორივე ჯილდოს მოპოვება:

პრო ბონო კონსულტანტები იყვნენ:

მარკეტინგის გუნდიდან - თამარ რაზმაძე და ნანუცა ედიბერიძე

2021 — 2022 წლის საუკეთესო სათემო

ლომეკის პროექტი “თრუსოს ხეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება” სათემო ორგანიზაციებისა და აუდიტორიის რჩეულიც გახდა.

ტრენინგი „ხილვადობის ციფრული ინსტრუმენტები“

გამარჯვება და დაფასება ,,თეგეტას’’ თანამშრომლებმა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად დაგეგმეს და ჩაატარეს ორდღიანი ტრენინგი 16 რეგიონული სათემო და სამოქალაქო ორგანიზაციისთვის. ტრენინგის მიზანი ხილვადობის თანამედროვე ინსტრუმენტებისა და ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ მონაწილეების ინფორმირება იყო.

პრო ბონო კონსულტანტები იყვნენ: მარკეტინგის გუნდიდან - მაიტო გულიაშვილი და საბა ჩაჩუა

საზოგადოების საკეთილდღეოდ ,,თეგეტას’’ პრო ბონო მხარდაჭერამ გასულ წელს აღიარება მოუტანა კომპანიას. 2023 წლის ნოემბერში, ,,თეგეტას’’ თანამშრომლების დამსახურებით, გავიმარჯვეთ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ ორგანიზებულ კონკურსში „კორპორაციული მდგრადობის

ჯილდო

2023“, პროექტით „თეგეტა სოციალური საწარმოებისთვის“.

gsurs, Senc SeuerTde pro bono moxaliseebs?

https://form.typeform.com/to/lGtVpU4y
გაგვიზიარე შენი ინტერესი და ჩართულობის სურვილი მარტივ ბმულზე რეგისტრაციით.
www.intranet.tegeta.ge
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.