N4
2026
AUTOIN
DUSTR Y
DUSTRY
AUTOIN
E G . A T E TEG 2026
ᲗᲔᲒᲔᲢᲐ
ᲘᲬᲧᲔᲑᲐ
ᲨᲔᲜᲘᲗ
„თეგეტას ამბები“ საინფორმაციო სივრცეა, სადაც გიზიარებთ მნიშვნელოვან სიახლეებს, გუნდის ამბებს, გეგმებს, პატარა და დიდ მიღწევებს, ახალ იდეებს. ამბების გაზიარება გვეხმარება უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი და დავინახოთ ის საერთო შედეგი, რომელშიც “თეგეტას” თითოეულ თანამშრომელს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი ყოველდღიურად შეაქვს. „თეგეტას ამბებით“ გაეცნობით, რა იცვლება, როგორ ვვითარდებით და რა შედეგს ვიღებთ გუნდური მუშაობით. „თეგეტას“ განვითარების სტრატეგია 5 ძირითად მიმართულებას აერთიანებს და თითოეული მათგანი ჩვენს ყოველდღიურ მუშაობაში აისახება:
ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲣᲚᲘ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲐ
ᲪᲘᲤᲠᲣᲚᲘ ᲢᲠᲐᲜᲡᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ
ᲝᲞᲔᲠᲐᲪᲘᲣᲚᲘ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲣᲛᲯᲝᲑᲔᲡᲔᲑᲐ
ᲙᲝᲛᲔᲠᲪᲘᲣᲚᲘ ᲔᲤᲔᲥᲢᲘᲐᲜᲝᲑᲐ
ᲮᲐᲚᲮᲘ, ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲐ ᲓᲐ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲐ ეს ნიშნავს, რომ ერთად ვამარტივებთ პროცესებს, ვნერგავთ და ვიყენებთ ციფრულ სისტემებს, ვაუმჯობესებთ სამუშაო გარემოს და ვქმნით ისეთ კულტურას, სადაც ზრუნვა, განვითარება, გამბედაობა და ხარისხი მთავარი ღირებულებაა.
ᲒᲐᲨᲕᲔᲑᲘᲓᲐᲜ ᲡᲢᲐᲑᲘᲚᲣᲠᲝᲑᲐᲛᲓᲔ, ᲡᲢᲠᲐᲢᲔᲒᲘᲣᲚᲘ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ ᲐᲮᲐᲚ ᲔᲢᲐᲞᲖᲔ ᲒᲐᲓᲐᲓᲘᲡ 20 ᲡᲢᲠᲐᲢᲔᲒᲘᲣᲚᲘ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ - ᲘᲕᲚᲘᲡᲘᲡ ᲐᲜᲒᲐᲠᲘᲨᲘ ივლისი და აგვისტოს პირველი დღეები ჩვენი სტრატეგიული პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდად იქცა. ორმა უმსხვილესმა ინიციატივამ - SAP S/4HANA-მ და ფილიალების ახალმა საოპერაციო მოდელმა - გეგმიდან რეალობაში გადაინაცვლა: 1 აგვისტოს SAP Live რეჟიმში გაეშვა ცენტრალურ ფილიალსა და ოთხ ექსპრეს ფილიალში - გლდანში, ბელიაშვილზე, მარჯანიშვილსა და ქუთაისში მომსახურების ახალი მოდელი უკვე მოქმედებს. ორივე შემთხვევაში ამოცანა შეიცვალა: ახლა საკითხი გაშვება აღარ არის, ახლა ჩვენი ამოცანა სტაბილიზაციაა, რათა ახალმა სისტემებმა და პროცესებმა ყოველდღიურ რეჟიმში საიმედოდ იმუშაოს.
ᲓᲘᲒᲘᲢᲐᲚᲘᲖᲐᲪᲘᲐ: ᲡᲐᲤᲣᲫᲕᲔᲚᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲖᲔᲓᲐᲪ ᲕᲐᲨᲔᲜᲔᲑᲗ თვეების მომზადება - სუპერიუზერების ტრენინგები, პროცესების ტესტირება, მონაცემთა მიგრაცია - 1 აგვისტოს SAP S/4HANA-ს გაშვებით დასრულდა. გუნდი Hypercare რეჟიმშია: ყოველდღიურად
ᲔᲙᲐᲢᲔᲠᲘᲜᲔ ᲥᲐᲕᲗᲐᲠᲐᲫᲔ „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი
აკვირდება სისტემას, ავლენს და პრიორიტეტულად აგვარებს წარმოქმნილ საკითხებს. შემდეგი ეტაპის ამოცანაა ფრონტის პროცესების ოპტიმიზაცია ახალ სისტემაში, რათა ყოველდღიური ოპერაცია თანამშრომლისთვის კიდევ უფრო გამარტივდეს.
#ᲗᲔᲒᲔᲢᲐ ᲘᲬᲧᲔᲑᲐ ᲨᲔᲜᲘᲗ
02
საგარანტიო მომსახურებაში დაინერგა ციფრული გადაწყვეტა
მიდგომა უკვე შედეგს იძლევა: Bridgestone-ის ზაფხულის
Signify-ს პლატფორმაზე: მომხმარებელი ზოგადი ინფორმაციის
საბურავების პრომოში რეალიზაცია გასული წლის იმავე
ნაცვლად პერსონალიზებულ, ავტომატურად მომზადებულ
პერიოდთან შედარებით გაორმაგდა.
საგარანტიო დოკუმენტს იღებს. პირველი შედეგები დადებითია და პროექტი ეტაპობრივად ყველა ფილიალს მოიცავს. ამავე ლოგიკით ვითარდება პროდუქტებისა და სერვისების ერთიანი კატალოგი და Tegeta Shop & App, რათა მონაცემები და გაყიდვების არხები ერთ სისტემაში გავაერთიანოთ.
ᲝᲞᲔᲠᲐᲪᲘᲔᲑᲘ: ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲚᲘᲡ ᲒᲖᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲘᲪᲕᲚᲔᲑᲐ ცენტრალურ ფილიალში ამოქმედდა „ერთი ფანჯრის“ პრინციპი: თითოეულ მომხმარებელს ერთი პასუხისმგებელი სერვისის მრჩეველი მიჰყვება ავტომობილის მიღებიდან ჩაბარებამდე, Workshop Controller კი უზრუნველყოფს სამუშაო ნაკადის შეუფერხებელ მსვლელობას. ეს ტრანსფორმაციის პირველი დიდი ნაბიჯია, გუნდი მიღებული გამოცდილებით ხვეწს მოდელს, სანამ ის ბათუმის, ქუთაისის, ფოთისა და ვაკის ფილიალებზეც გავრცელდება.
გრძელდება მუშაობა ლოიალობის განახლებულ პროგრამასა და CRM-ზე, აგრეთვე, ქსელის გაფართოებაზე (ზუგდიდისა და ზესტაფონის ახალი ფილიალები), ასევე ფლიტის მართვისა და ფილიალების საბონუსე სქემების დახვეწაზე.
ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲐ ᲓᲐ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲘ: ᲡᲢᲠᲣᲥᲢᲣᲠᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲖᲠᲓᲐᲡ ᲣᲭᲔᲠᲡ ᲛᲮᲐᲠᲡ Governance Transformation-ის ფარგლებში გრძელდება მუშაობა უფრო მკაფიო და სწრაფი გადაწყვეტების პროცესებზე; Heavy SBU-ს მიმართულებების ინტეგრაცია და მართვის მოდელი დასრულების ფაზაშია. თეგეტას აკადემიაში მუშავდება მექანიკოსების დონეების ახალი სისტემა და სერვისის მრჩევლების სასწავლო პროგრამა, რათა ფრონტლაინის ცვლილება თანამშრომლის განვითარებაზეც აისახოს. Performance Management-ის ფარგლებში მეორე ნახევრის მიზნების შეთანხმება უახლოეს კვირებში დასრულდება.
გეზის ფილიალში იმავე პრინციპებზე აგებული განახლებული სერვისმოდელი მოქმედებს, დამატებით უკვე დანერგილია მობილური სერვისი სატვირთო ავტომობილებისთვის და პრევენციული ტექნიკური შემოწმების (Health Check) პროგრამა.
ᲬᲘᲜ ᲛᲘᲛᲐᲕᲐᲚᲘ ᲒᲖᲐ 20 პროექტიდან უმეტესობა აქტიურ ფაზაშია, პროგრამის საშუალო პროგრესმა კი 60%-ს გადააჭარბა. ზოგიერთ მიმართულებას
ექსპრესმოდელი რომ მუშაობს, ამას ყველაზე კარგად გლდანის
კომპლექსურობის გამო მეტი დრო სჭირდება — ეს შეფერხება არ
ციფრები აჩვენებს: მომსახურების სრული ციკლი დაახლოებით 20
არის, ეს სიფრთხილეა იქ, სადაც ის გვმართებს.
წუთით შემცირდა, მომხმარებელთა კმაყოფილება 83-დან 88 ქულამდე გაიზარდა და ეს უკვე აისახა ფილიალის მოგებიანობაზე.
ამ თვეს განსაკუთრებულს ის ხდის, რომ ჩვენი ორი ყველაზე დიდი ცვლილება — ახალი სისტემა და მომსახურების ახალი
S&OP-მა ივლისში პირველი სრული თვიური ციკლი გაიარა:
მოდელი — ერთდროულად გადადის გეგმიდან ყოველდღიურ
გაყიდვების, შესყიდვების, ლოგისტიკისა და ფინანსების გუნდები
რეალობაში. თეორია პრაქტიკად იქცა. ამის უკან კი ყოველდღე
პირველად ერთიან მონაცემებზე დაყრდნობით გეგმავენ მომდევნო
დგას თითქმის ყველა თეგეტელი, ვინც ამ ცვლილებას საკუთარი
თვეებს. აკუმულატორები და ფილტრები უკვე ახალ მოდელზეა,
ხელით აშენებს.
საბურავები და ზეთები წლის ბოლომდე გადავა, ხოლო 2027 წლის პირველ კვარტალში მთელი კომპანია დაგეგმვის ერთიან ციკლში იმუშავებს.
ᲙᲝᲛᲔᲠᲪᲘᲐ: ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲘ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲤᲣᲫᲕᲚᲐᲓ
20 ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ — ᲔᲠᲗᲘ ᲗᲔᲒᲔᲢᲐ. ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚᲘ ᲓᲦᲔᲡ ᲘᲬᲔᲠᲔᲑᲐ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲮᲔᲚᲘᲗ.
პრომოაქტივობების მართვაში ამოქმედდა P4P (Pay for Performance) მოდელი, თითოეულ აქციას აქვს კონკრეტული ბიზნესმიზანი და გაზომვადი შედეგი.
#ᲗᲔᲒᲔᲢᲐ ᲘᲬᲧᲔᲑᲐ ᲨᲔᲜᲘᲗ
03
ᲐᲮᲐᲚᲘ ᲡᲐᲝᲞᲔᲠᲐᲪᲘᲝ ᲛᲝᲓᲔᲚᲘᲡ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲜᲐᲑᲘᲯᲔᲑᲘ - ᲠᲐ ᲨᲔᲘᲪᲕᲐᲚᲐ ᲪᲔᲜᲢᲠᲐᲚᲣᲠ ᲤᲘᲚᲘᲐᲚᲨᲘ ცენტრალურ ფილიალში ახალი საოპერაციო მოდელი დაინერგა, რომლის მიზანია მომხმარებლის გამოცდილების, უსაფრთხოების, მომსახურების ხარისხისა და ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესება. ახალი საოპერაციო მოდელი „თეგეტამ“ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Brambourne-თან ერთად შეიმუშავა. კომპანია მსოფლიოს 65-ზე მეტ ქვეყანაში თანამშრომლობს ავტომწარმოებლებთან, მსხვილ სადილერო ჯგუფებთან და საავტომობილო ბიზნესებთან, ეხმარება მათ ოპერაციული პროცესებისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაში. სწორედ ამ საერთაშორისო პრაქტიკასა და გამოცდილებას ეფუძნება ცენტრალურ ფილიალში დანერგილი სერვისის მოდელი, რომელიც „თეგეტას“ მომავალი სტანდარტის საფუძველს ქმნის. ახალი მიდგომა ერთმანეთთან დაკავშირებულ რამდენიმე ცვლილებას აერთიანებს - შეიცვალა მომხმარებლის მომსახურების გზა, სამუშაო პროცესების ორგანიზება და თანამშრომლების როლები. ამასთან, დაინერგა ახალი სისტემები, რომლებიც პროცესების უფრო გამართულად და ეფექტიანად მართვას უწყობს ხელს. ცენტრალურ ფილიალში დანერგილი ახალი მოდელი ტრანსფორმაციის პირველი მნიშვნელოვანი ეტაპია. მიღებული
ᲜᲐᲗᲘᲐ ᲜᲐᲡᲠᲐᲨᲕᲘᲚᲘ „თეგეტას“ საოპერაციო პროცესების განვითარების ლიდი
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება მაინც ისაა, რომ ყველა პროცესი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. თითოეული ეტაპი მომდევნოს საფუძველს ქმნის და მხოლოდ მათი შეთანხმებული, სინქრონული მუშაობა უზრუნველყოფს იმას, რომ მომხმარებელმა ყოველ ჯერზე მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს.
გამოცდილების საფუძველზე მისი ეტაპობრივი დანერგვა სხვა დიდ ფილიალებშიც იგეგმება.
ᲠᲐ ᲨᲔᲘᲪᲕᲐᲚᲐ? ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲚᲘᲡ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲒᲖᲐ ახალი მოდელი „ერთი ფანჯრის“ პრინციპს ეფუძნება. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს მთელი მომსახურების პროცესის
ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲡ ᲠᲝᲚᲔᲑᲘ ᲣᲤᲠᲝ ᲛᲙᲐᲤᲘᲝᲓ ᲒᲐᲜᲘᲡᲐᲖᲦᲕᲠᲐ ახალი საოპერაციო მოდელის ფარგლებში განახლდა თანამშრომლების პასუხისმგებლობებიც.
განმავლობაში ერთი პასუხისმგებელი პირი - სერვისის მრჩეველი
სერვისის მრჩეველი მომხმარებელთან კომუნიკაციაზეა
ახლავს, რომელიც ავტომობილის მიღებიდან მის ჩაბარებამდე
პასუხისმგებელი და მომსახურების მთელ პროცესს მართავს,
ყველა ეტაპს კოორდინაციას უწევს.
მექანიკოსი კი სრულად ავტომობილის ტექნიკურ მომსახურებაზეა
ცენტრალური ფილიალი ასევე დახურული სერვისის მოდელზე გადავიდა. მომხმარებლისა და ავტომობილების გადაადგილების ნაკადები ერთმანეთისგან გაიმიჯნა, რაც სამუშაო სივრცის უფრო უსაფრთხოდ და ორგანიზებულად მართვის შესაძლებლობას იძლევა. მომხმარებელთა ნაკადების უკეთ სამართავად დაინერგა Qmatic-ის სისტემა, რომელიც რიგების მართვასა და მომსახურების პროცესის ორგანიზებას ამარტივებს.
ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲔᲑᲘ ᲣᲤᲠᲝ ᲙᲝᲝᲠᲓᲘᲜᲘᲠᲔᲑᲣᲚᲐᲓ ᲘᲛᲐᲠᲗᲔᲑᲐ ახალი მოდელის ფარგლებში თითოეულ პროცესს ჰყავს პასუხისმგებელი პირი და აქვს მკაფიო თანმიმდევრობა. გაძლიერდა სამუშაოების წინასწარ დაგეგმვაც - მომხმარებლებთან წინასწარი
კონცენტრირებული. სამუშაო პროცესის კოორდინაციას Workshop Controller უზრუნველყოფს - ის ზრუნავს, რომ ავტომობილი დროულად მოხვდეს სამუშაო სივრცეში, საჭირო ნაწილები მზად იყოს და სამუშაო შეუფერხებლად წარიმართოს. ასეთი გადანაწილება გუნდებს შორის თანამშრომლობას ამარტივებს და თითოეულს საკუთარი საქმის შესრულებაზე უფრო მეტად კონცენტრირების შესაძლებლობას აძლევს.
ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲘᲚᲔᲑᲐ პროექტის პირველმა ეტაპმა აჩვენა, რომ ახალი საოპერაციო მოდელის ეფექტიანობა თითოეული პროცესისა და გუნდის შეთანხმებულ მუშაობაზეა დამოკიდებული. თითოეული ეტაპი მომდევნოს საფუძველს ქმნის, ამიტომ საერთო შედეგს სწორედ პროცესების კოორდინირებული მართვა განსაზღვრავს.
კომუნიკაცია და ვიზიტების დადასტურება ნაკადების ბევრად
დღეს მთავარი ამოცანაა მოდელის უწყვეტი დახვეწა,
ეფექტიან მართვასა და ლოდინის დროის შემცირებას უწყობს ხელს.
მომსახურების დროის შემცირება და მიღებული გამოცდილების
#ᲗᲔᲒᲔᲢᲐ ᲘᲬᲧᲔᲑᲐ ᲨᲔᲜᲘᲗ
04
გამოყენება მისი შემდგომი განვითარებისთვის. მიღებული გამოცდილების საფუძველზე „თეგეტა“ ახალი საოპერაციო მოდელის ეტაპობრივ დანერგვას სხვა დიდ ფილიალებშიც გეგმავს, რათა მომხმარებლებს მომსახურების ერთიანი, მაღალი სტანდარტი შესთავაზოს, თანამშრომლებს კი უფრო მკაფიო, ეფექტიანი და კოორდინირებული სამუშაო გარემო შეუქმნას.
ᲕᲐᲮᲢᲐᲜᲒ ᲦᲣᲚᲐᲫᲔ „თეგეტა მოტორსის“ ფილიალების მიმართულების ხელმძღვანელი
ახალი საოპერაციო მოდელი თითოეული თანამშრომლის როლს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის, ხოლო მომხმარებლის საჭიროებებზე ზრუნვის
ᲐᲚᲔᲥᲡᲐᲜᲓᲠᲔ ᲮᲐᲩᲘᲫᲔ „თეგეტა მოტორის“ ცენტრალური ფილიალის დირექტორი
ერთი ადამიანი იღებს სრულ პასუხისმგებლობას მომხმარებლის საჭიროებებზე, უზრუნველყოფს პროცესის უწყვეტ მართვას და ქმნის მარტივ,
პროცესს - უფრო თანმიმდევრულს. თუ ადრე თანამშრომლის პასუხისმგებლობა მომსახურების კონკრეტული ეტაპით სრულდებოდა, ახლა პროცესი დასრულებულად მხოლოდ მაშინ ითვლება, როცა ავტომობილი მომხმარებელს ჩაბარდება.
გამჭვირვალე და პერსონალიზებულ გამოცდილებას. შედეგად იზრდება ნდობა, მცირდება ლოდინისა და გადამისამართების საჭიროება და მნიშვნელოვნად უმჯობესდება მომხმარებლის კმაყოფილება.
ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘᲡ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲛᲝᲓᲔᲚᲘ ᲒᲔᲖᲘᲡ ᲤᲘᲚᲘᲐᲚᲨᲘ „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი რეგიონში სატვირთო და
ფილიალში მომსახურების ახალი სტანდარტი დაინერგა, რომლის
კომერციული ავტოტრანსპორტის მომსახურების უმსხვილესი
მიზანიც როგორც მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება,
მაღალტექნოლოგიური და მრავალფუნქციური სერვისცენტრია. ის
ისე თანამშრომლების პროფესიული ზრდის ხელშეწყობაა.
პირველია რეგიონში, რომელმაც სატვირთო და კომერციული ავტოტრანსპორტისთვის მულტიბრენდულ სივრცეში სერვისის სრული სპექტრი გააერთიანა. ფილიალის კიდევ ერთი
ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲐ „ᲔᲠᲗᲘ ᲤᲐᲜᲯᲠᲘᲡ“ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘᲐ
უპირატესობა მისი სტრატეგიული ადგილმდებარეობაა. ცენტრი
ახალი მოდელი „ერთი ფანჯრის“ პრინციპს ეფუძნება. გაყიდვების
განთავსებულია ინდუსტრიულ ზონაში, უმნიშვნელოვანეს
მრჩეველს აქვს ყველა ის ცოდნა და უნარი, რომელთა
სატრანსპორტო გზაჯვარედინზე, რომელიც დატვირთულია
საშუალებითაც შეუძლია, მომხმარებელს ყველა ძირითად
სატვირთო ნაკადებით თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური
პროდუქტსა და მომსახურებაზე გაუწიოს კონსულტაცია:
აზიისა თუ ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებებზე. შედეგად, ეს
საბურავებზე, ზეთებზე, აკუმულატორებზე, სათადარიგო ნაწილებსა
ტრანზიტული ნაკადი სწორედ ამ ფილიალში იყრის თავს და
და სერვისზე. შედეგად, სხვადასხვა თანამშრომელთან
იქმნება სერვისის მძლავრი რეგიონული ჰაბი.
გადამისამართება საჭირო აღარ არის.
ასეთი მასშტაბისა და დატვირთვის სერვისცენტრში პროცესების
გაფართოვდა სერვისის მრჩევლის როლიც. ის მომხმარებელს
ეფექტიან მართვას და გაუმჯობესებაზე მუდმივად ზრუნვას
მომსახურების ყველა ეტაპზე ახლავს და პროცესის სრულ
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, გეზის
კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი - პრობლემის
#ᲗᲔᲒᲔᲢᲐ ᲘᲬᲧᲔᲑᲐ ᲨᲔᲜᲘᲗ
05
იდენტიფიცირებიდან შეკეთებული ავტომობილის ჩაბარებამდე. შესაბამისად, ავტომფლობელები მომსახურებას ბევრად უფრო კომფორტულად და სწრაფად იღებენ.
ᲕᲐᲮᲢᲐᲜᲒ ᲖᲘᲕᲖᲘᲕᲐᲫᲔ TEGETA TRUCK & BUS-ის გაყიდვების შემდგომი მომსახურების დირექტორი
ᲑᲔᲥᲐ ᲑᲔᲠᲘᲫᲔ
ჩვენთვის ახალი საოპერაციო მოდელი მხოლოდ
TEGETA TRUCK & BUS-ის დირექტორი
პროცესების ცვლილება არ არის. ეს არის მიდგომა,
გეზის ფილიალის ახალი სერვისმოდელი ჩვენი მიმართულების გრძელვადიანი სტრატეგიის ლოგიკური გაგრძელებაა. საქართველო რეგიონის სატრანზიტო დერეფნად ყალიბდება და ჩვენი ამოცანაა, ქართველ და საერთაშორისო გადამზიდავებს ევროპული სტანდარტის მომსახურება სწორედ აქ, ადგილზე შევთავაზოთ. „ერთი ფანჯრის“ პრინციპი, მობილური სერვისი და Thermo King-ის ოფიციალური მომსახურება
რომელიც მომხმარებლისთვის მომსახურებას უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის, თანამშრომლებს კი მეტი ცოდნის, პასუხისმგებლობისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს. როდესაც პროცესი სწორად არის ორგანიზებული, თანამშრომელს შეუძლია, საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოიყენოს, ხოლო მომხმარებელს უკეთესი გამოცდილება შესთავაზოს.
ამ ხედვის კონკრეტული გამოხატულებაა. ჩვენთვის ეს მხოლოდ ერთი ფილიალის განვითარება არ არის - გეზი რეგიონში სატვირთო ავტომობილების ჰაბად ყალიბდება, სადაც მომხმარებელი ყველა საჭირო სერვისს ერთ სივრცეში, პროგნოზირებადი ხარისხითა და დროის მინიმალური დანაკარგით იღებს.
ᲐᲮᲐᲚ ᲛᲝᲓᲔᲚᲗᲐᲜ ᲔᲠᲗᲐᲓ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲪᲔᲜᲢᲠᲨᲘ ᲕᲘᲗᲐᲠᲓᲔᲑᲐ: პრევენციული ტექნიკური შემოწმების (Health Check) პროგრამა სწრაფ სერვისებზე ონლაინდაჯავშნა სატვირთო ავტომობილების მობილური სერვისი
ᲘᲐᲙᲝᲑ ᲓᲐᲚᲐᲥᲘᲨᲕᲘᲚᲘ
სამღებრო, სათუნუქე და სარობოტე მომსახურებები
გეზის ფილიალის დირექტორის მოადგილე
საქართველოში Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ოფიციალური მომსახურება
თანამედროვე სატვირთო სატრანსპორტო მიმართულებით დრო ერთ-ერთი ყველაზე
სატვირთო ავტომობილების მობილური სერვისი მომხმარებელს
მნიშვნელოვანი რესურსია. სწორედ ამიტომ ჩვენი
ადგილზე ტექნიკური დახმარების მიღების შესაძლებლობას
მიზანია, ისეთი ბიზნესპროცესი შევქმნათ, რომელიც
აძლევს და ხშირ შემთხვევაში სერვისცენტრამდე
მომხმარებელს დროს დაუზოგავს, საოპერაციო
ტრანსპორტირების საჭიროებას გამორიცხავს. Health Check-ების
ხარჯებს შეუმცირებს და ავტომობილის მაქსიმალურ
პროგრამა ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის დროულ
გამართულობას უზრუნველყოფს.
შეფასებას უზრუნველყოფს, ხოლო ონლაინდაჯავშნა ამცირებს რიგებს და სამუშაო პროცესის უკეთესად დაგეგმვას უწყობს ხელს.
#ᲗᲔᲒᲔᲢᲐ ᲘᲬᲧᲔᲑᲐ ᲨᲔᲜᲘᲗ
06
ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ ᲔᲡ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ? ახალი მოდელი თანამშრომლებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს აძლევს. შიდა გადამზადებისა და პარტნიორი
მომხმარებლისთვის ეს ნიშნავს გაცილებით სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას, ხოლო კომპანიისთვის - მეტ გამტარუნარიანობასა და მომხმარებლის კმაყოფილების ზრდას.
ბრენდების ტრენინგების შედეგად ისინი მრავალმხრივ ცოდნასა
გეზის ფილიალი თავისი მასშტაბურობითა და მრავალფეროვანი
და კომპეტენციას იძენენ, რაც კარიერულ განვითარებასა და
სერვისებით რეგიონში სატვირთო ავტომობილების ჰაბად
შემოსავლის ზრდას უწყობს ხელს.
ჩამოყალიბდა. კომპანიის მიზანია, ქართულ და უცხოურ
საბოლოოდ, ახალი მიდგომა სერვისში კომპანიას საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტიანად მართოს სამუშაო პროცესი, გაზარდოს მომსახურების ხარისხი და უკეთ შეაფასოს თანამშრომლების
სატრანსპორტო კომპანიებს, გადამზიდავებსა და მძღოლებს ერთ სივრცეში ყველა საჭირო სერვისი მიაწოდოს - სწრაფად, ხარისხიანად და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
შედეგები.
TEGETA EXPRESS - ᲡᲬᲠᲐᲤᲘ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲤᲝᲠᲛᲐᲢᲘ „თეგეტამ“ ექსპრეს ფილიალების ახალი ფორმატი დანერგა,
მოქმედებს „ერთი ფანჯრის პრინციპი“, რაც გულისხმობს, რომ
რომელიც მომხმარებელს ყველაზე მოთხოვნადი სწრაფი
მომხმარებელი დამატებითი გადამისამართების გარეშე, ერთ
სერვისების სწრაფად და კომფორტულად მიღების
სივრცეში იღებს სრულ მომსახურებას.
შესაძლებლობას აძლევს. პროექტი გლდანის ფილიალში აპრილიდან ამოქმედდა, ხოლო ბელიაშვილისა და მარჯანიშვილის სერვისცენტრებში - მოგვიანებით. მთავარი მიზანი მომსახურების პროცესის გამარტივება და სერვისის დროის შემცირებაა. ამისთვის ფილიალებში შეიცვალა საოპერაციო სტრუქტურა, მოხდა მომარაგებისა და მომსახურების პროცესების ოპტიმიზაცია და დაინერგა რიგის მართვის ახალი
საბოლოოდ, გლდანის ფილიალის მაგალითზე შედეგები ასე გამოიყურება: მომხმარებლის კმაყოფილება NPS 83 ქულიდან 88 ქულამდე გაიზარდა პროცესის სიმარტივის მეტრიკა 94%-ია ჯამური შეფასება კი 87%-დან 92%-მდე გაუმჯობესდა
სისტემა. შედეგად, მომხმარებელი უმოკლეს დროში იღებს ყველაზე მოთხოვნად სწრაფ სერვისებს - საბურავის, ძრავის ზეთის, ფილტრისა და აკუმულატორის შეცვლას. პროექტის პრაქტიკაში დანერგვა გლდანის ფილიალით დაიწყო. მომსახურების ცენტრი მისი სტრატეგიული მდებარეობისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით (შოურუმი, საწყობი, სამი სამუშაო სივრცე, ე.წ. ბოქსი) შეირჩა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ცვლილებების შედეგად მომსახურების სრული ციკლი დაახლოებით 20 წუთამდე შემცირდა. დეტალური ანალიზის შედეგად კი მაჩვენებელი ასეთია: დახლიდან გაყიდვის მომსახურების საშუალო დრო 13 წთ-დან 8 წთ-მდე შემცირდა
ᲗᲝᲠᲜᲘᲙᲔ ᲩᲐᲓᲣᲜᲔᲚᲘ
ძრავის ზეთის შეცვლის სერვისის დრო განახევრდა და, 30-ის ნაცვლად, 15 წთ-ია
„თეგეტა მოტორსის“ აღმოსავლეთ საქართველოს
აკუმულატორის შეცვლის სერვისის დრო 20 წთ-დან 10 წთ-მდე ჩამოვიდა
„თეგეტა“ ყოველთვის უსმენს მომხმარებლის ხმას.
საბურავების შეცვლის სერვისი 30 წთ-დან 25 წთ-მდეა შემცირებული
დროის დეფიციტია. ამიტომ სწორედ ახლა არის
ფილიალში მისვლის მომენტიდან მომხმარებელს ექსპრეს
რეგიონული დირექტორი
დღესდღეობით მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება საჭირო, რათა კიდევ უფრო კარგად მოვერგოთ მომხმარებლის საჭიროებებს.
ცენტრის მხოლოდ ერთ თანამშრომელთან უწევს კომუნიკაცია. სერვისის მრჩეველი აკონტროლებს რიგს, უზრუნველყოფს პროდუქციის შერჩევას, ანგარიშსწორებასა და სერვისის ორგანიზებას.
#ᲗᲔᲒᲔᲢᲐ ᲘᲬᲧᲔᲑᲐ ᲨᲔᲜᲘᲗ
07
ოპერაციულმა ცვლილებებმა ბიზნესშედეგებზეც იქონია გავლენა - გლდანის ფილიალში წმინდა მოგება 20%-ით გაიზარდა. ექსპრეს ფილიალების განვითარება და ახალი საოპერაციო მოდელის დანერგვა ეტაპობრივად მიმდინარეობს სხვა სერვისცენტრებშიც. ფართოვდება გეოგრაფიული არეალიც ზესტაფონში უკვე დაწყებულია ახალი ფილიალის მშენებლობა. პარალელურად, მიმდინარეობს TEGETA EXPRESS-ის ფორმატის ოფიციალური წარდგენისთვის მზადება. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება, რის შემდეგაც მომხმარებელი ახალ ფორმატს სრულიად განახლებული ვიზუალური იდენტობით
ᲐᲚᲔᲥᲡᲐᲜᲓᲠᲔ ᲛᲔᲚᲐᲨᲕᲘᲚᲘ
გაეცნობა.
გლდანის ფილიალის მმართველი
TEGETA EXPRESS-ის დანერგვამ სერვისის მრჩევლების ყოველდღიური სამუშაო პროცესიც შეცვალა. მათ პროდუქციასთან უფრო ხშირი შეხება და მომხმარებელთან მეტი კომუნიკაცია აქვთ, რაც პროდუქტების უკეთ ცოდნასა და მომხმარებლის ნდობის გაძლიერებას უწყობს ხელს.
ᲪᲘᲤᲠᲣᲚᲘ ᲢᲠᲐᲜᲡᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲡᲐᲒᲐᲠᲐᲜᲢᲘᲝ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐᲨᲘ „თეგეტაში“ ახალი ციფრული გადაწყვეტა დაინერგა, რომელიც საგარანტიო დოკუმენტების ავტომატურ მომზადებასა და მომხმარებლისთვის გაგზავნას გულისხმობს. პროექტის მთავარი მიზანია მომხმარებლისთვის ზუსტი საგარანტიო პირობების გაცნობა და ინფორმაციის მიწოდების პროცესში არსებული ბუნდოვანების აღმოფხვრა. აქამდე საგარანტიო დოკუმენტები SAP-დან ზოგადი ბმულის სახით იგზავნებოდა, ხოლო პროცესში არ იყო ჩაშენებული მომხმარებლის მხრიდან დოკუმენტის მიღებისა და გაცნობის დადასტურების მექანიზმი. ეს ყველაფერი კი გაუგებრობებისა და შემდგომი პრეტენზიების ალბათობას ზრდიდა. ახალი პროცესი ამ მიდგომას ცვლის - სისტემა ამოიცნობს გაყიდულ პროდუქტებს, ადგენს
ᲗᲐᲛᲗᲐ ᲯᲘᲑᲚᲐᲫᲔ
შესაბამის საგარანტიო პირობებს, ამზადებს საჭირო დოკუმენტებს
„თეგეტას“ IT ბიზნესანალიტიკოსი
და აგზავნის მომხმარებელთან.
ჩვენი გუნდის მიზანია, ფეხი ავუწყოთ ცვლილებებს, არ
პროექტის ფარგლებში შეიქმნა მატერიალის კოდების დამუშავებისა და შესაბამისი ინფორმაციის იდენტიფიცირების ფუნქცია, შემუშავდა ახალი საგარანტიო შკალები, დამუშავდა ვიზუალური დოკუმენტაცია და განხორციელდა პროცესის ავტომატიზაცია Signify-ს პლატფორმაზე. მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ მომხმარებელი, ზოგადი საინფორმაციო გვერდის ნაცვლად, პერსონალიზებული ბმულის საშუალებით მის მიერ
ჩამოვრჩეთ მსოფლიო ტენდენციებს და ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში თანამედროვე გადაწყვეტები დავნერგოთ. განსაკუთრებით ღირებულია ისიც, რომ კომპანია გვაძლევს სივრცეს და მხარდაჭერას, ვეძებოთ ახალი გზები, დავტესტოთ ინოვაციური მიდგომები და პროცესები უფრო სწრაფი, მარტივი და ეფექტიანი გავხადოთ.
შეძენილი კონკრეტული პროდუქტის შესაბამის საგარანტიო ინფორმაციას იღებს.
#ᲗᲔᲒᲔᲢᲐ ᲘᲬᲧᲔᲑᲐ ᲨᲔᲜᲘᲗ
08
ცვლილებები გაამარტივებს ყოველდღიურ სამუშაო პროცესს. თანამშრომლების ძალისხმევა უფრო მეტად პროცესის კონტროლსა და გამონაკლისი შემთხვევების მართვაზე გადაინაცვლებს, შემცირდება საგარანტიო პირობებთან დაკავშირებული გაუგებრობებით გამოწვეული კომუნიკაცია. პროექტი კომპანიის ტექნოლოგიური განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ავტომატიზაცია ამცირებს ადამიანური შეცდომების რისკს, აუმჯობესებს პროცესის ხარისხის კონტროლს და ქმნის საფუძველს, რომ მსგავსი მიდგომები მომავალში სხვა პროცესებზეც გავრცელდეს.
ᲗᲘᲜᲐᲗᲘᲜ ᲛᲝᲜᲐᲕᲐᲠᲓᲘᲡᲐᲨᲕᲘᲚᲘ „თეგეტას“ ტექნიკური ოპერაციების ხელმძღვანელი
ეს პროექტი ტექნოლოგიური და სტრატეგიული თვალსაზრისით სრულიად პრეცედენტულია. ახალი პლატფორმის დანერგვით, რომელიც კონფიგურაციულ პროდუქტებზე მუშაობისა და ტრადიციული კოდირების გარეშე სერვისების აწყობის შესაძლებლობას გვაძლევს, პირველი შედეგი, სულ რაღაც, 2 კვირაში მივიღეთ. ეს მიდგომა კრიტიკულად ზოგავს როგორც დროს, ისე ფინანსებს. მსგავსი ტექნოლოგიით შესაძლებელია მცირე და საშუალო ზომის ინიციატივების ოპერატიულად დაფარვა, რაც, ბიუჯეტის ოპტიმიზაციასთან ერთად, მაქსიმალურ მოქნილობას გვანიჭებს.
ᲜᲐᲗᲘᲐ ᲠᲣᲮᲐᲫᲔ „თეგეტას“ მომხმარებელთა გამოცდილების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი
ამ ინიციატივის მთავარი არსია მომხმარებელთან ზუსტი კომუნიკაცია საგარანტიო პირობებთან დაკავშირებით და ყოველგვარი ბუნდოვანების გაქარწყლება. პროექტი აუმჯობესებს ბიზნესის კომუნიკაციის ეფექტიანობას, ხარისხსა და განვითარების ტემპს. სტანდარტიზებული მიდგომით ჩვენ ვზრდით მომხმარებლის ნდობას და ვაძლიერებთ ხარისხის კონტროლს, რაც კომპანიის გრძელვადიანი განვითარებისათვის აუცილებელია.
ᲜᲐᲜᲣᲙᲐ ᲠᲝᲘᲜᲘᲨᲕᲘᲚᲘ „თეგეტას“ IT პროექტების მენეჯერი
გარდა კონკრეტული პროცესის გაუმჯობესებისა, ეს პროექტი კომპანიის ტექნოლოგიური განვითარების პროდუქტის პირველმა ტესტირებამ უკვე წარმატებული შედეგები
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თანამედროვე
აჩვენა - სისტემამ შეძლო პროდუქტის ამოცნობა, შესაბამისი
ბიზნესში ავტომატიზაცია, მონაცემებზე დაფუძნებული
საგარანტიო დოკუმენტების მომზადება და მომხმარებელთან
გადაწყვეტები და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება
გაგზავნის პროცესის დასრულება. ამჟამად პროექტი საპილოტე
სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ასეთი ინიციატივები
რეჟიმშია და ეტაპობრივად ყველა ფილიალს მოიცავს.
გვაძლევს შესაძლებლობას, ყოველდღიური
ჩვენი საბოლოო მიზანია საგარანტიო დოკუმენტების პროცესის
ოპერაციები უფრო ეფექტიანად ვმართოთ, შევამციროთ
სრული ავტომატიზაცია, გაგზავნის დროის დაახლოებით 2 წუთამდე
რუტინული სამუშაო და ეტაპობრივად დავნერგოთ
შემცირება და მომხმარებლისთვის მკაფიო და პერსონალიზებული
უფრო მოქნილი და თანამედროვე მიდგომები.
ინფორმაციის მიწოდება.
#ᲗᲔᲒᲔᲢᲐ ᲘᲬᲧᲔᲑᲐ ᲨᲔᲜᲘᲗ
09
ᲔᲠᲗᲘ ᲒᲔᲒᲛᲐ, ᲡᲐᲔᲠᲗᲝ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲘ, ᲣᲙᲔᲗᲔᲡᲘ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲔᲑᲘ - ᲠᲐᲡ ᲪᲕᲚᲘᲡ S&OP „ᲗᲔᲒᲔᲢᲐ ᲛᲝᲢᲝᲠᲡᲨᲘ“ „თეგეტა ჰოლდინგში“ მიმდინარე ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გაყიდვების, შესყიდვებისა და საოპერაციო პროცესების უფრო ეფექტიანი დაგეგმვაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „თეგეტა მოტორსში“ დაწყებული S&OP (Sales and Operations Planning) პროექტი. S&OP მონაცემებზე დაფუძნებული მართვის პროცესია, რომელიც აერთიანებს გაყიდვების, შესყიდვების, ლოგისტიკისა და ფინანსების გუნდებს. მისი მთავარი მიზანია, კომპანიის სხვადასხვა მიმართულებამ გადაწყვეტილებები მიიღოს ერთიანი მონაცემებისა და შეთანხმებული გეგმების საფუძველზე, რათა მომხმარებლის მოთხოვნა, მარაგები და საოპერაციო შესაძლებლობები ერთმანეთთან მაქსიმალურად დაბალანსდეს. ახალი მიდგომა ცვლის ტრადიციული დაგეგმვის მოდელს, როდესაც თითოეული მიმართულება მეტწილად დამოუკიდებლად მოქმედებდა. S&OP ქმნის ერთიან პროცესს, სადაც ყველა გუნდი
ᲖᲣᲠᲐ ᲙᲐᲪᲘᲐ
საერთო მიზნების მისაღწევად თანამშრომლობს და მომავალი
„თეგეტას“ ლოგისტიკის დირექტორი
პერიოდის მოთხოვნას, შესყიდვებსა და საჭირო რესურსებს
S&OP-ის დანერგვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ერთობლივად გეგმავს.
ტრანსფორმაციული პროცესია, რომელზედაც დღეს
შედეგად, გუნდებს შეუძლიათ, უფრო სწრაფად დაინახონ ბაზარზე
აქტიურად ვმუშაობთ და რომლის პირველი ეტაპებიც
მიმდინარე ცვლილებები, უკეთ მართონ მარაგები, უკეთ დაგეგმონ
უკვე მიმდინარეობს. ერთ-ერთი მთავარი ცვლილება
ყოველდღიური საქმიანობა და ნაკლები დრო დახარჯონ
როლებისა და პასუხისმგებლობების მკაფიო გამიჯვნაა.
გადაუდებელი პრობლემების მოგვარებაზე. საბოლოო მიზანი კი
კომერციული გუნდი უფრო მეტად ფოკუსირდება
მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის საჭირო დროს
მოთხოვნის დაგეგმვაზე, ბაზრის ტენდენციებსა და
უზრუნველყოფაა, კომპანიის რესურსების მაქსიმალურად
გაყიდვების პროგნოზზე, ხოლო ლოგისტიკის გუნდი
ეფექტიანი გამოყენებით.
პასუხისმგებელია მარაგების, მიწოდების შესაძლებლობებისა და ოპერაციული პროცესების ეფექტიან დაგეგმვაზე.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲘᲪᲕᲚᲔᲑᲐ ᲓᲐᲒᲔᲒᲛᲕᲘᲡ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲘ? აქამდე კომპანიაში არსებობდა საერთო ბიუჯეტი და გაყიდვების მაღალი დონის გეგმები. ახალი მიდგომა კი შესაძლებლობას
ᲛᲐᲠᲘᲐᲛ ᲩᲮᲔᲘᲫᲔ
იძლევა, მოთხოვნა უფრო დეტალურად დაიგეგმოს – თითოეული
„თეგეტა მოტორსის“ აკუმულატორების მართვის ჯგუფის
პროდუქტის, ბრენდისა და გაყიდვების არხის მიხედვით.
პროდუქტის მენეჯერი
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პროცესის საწყის ეტაპზე ვართ, უკვე ჩანს, რომ ერთიანი დაგეგმვის კულტურა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც მომსახურების დონის, ისე მარაგების ეფექტიანობის გაუმჯობესებას.
პროგნოზირება ეფუძნება როგორც ისტორიულ მონაცემებს, ისე მიმდინარე ბაზრის ტენდენციებს, სეზონურობას, დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებს, ფასდაკლებებსა და სხვა ფაქტორებს, რომლებიც მოთხოვნაზე ახდენს გავლენას.
საბოლოო მიზანია, კომპანიაში ჩამოყალიბდეს ერთიანი
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ის არის, რომ გაყიდვების,
დაგეგმვის სისტემა, რომელიც გააძლიერებს
შესყიდვების, ლოგისტიკისა და ფინანსების გუნდები ერთიან
თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებას შორის და
გეგმაზე მუშაობენ და გადაწყვეტილებებს ერთსა და იმავე
შექმნის უფრო ეფექტიან, პროგნოზირებად და მდგრად
მონაცემებზე დაყრდნობით იღებენ. შედეგად, კომპანია უფრო
საოპერაციო მოდელს.
სწრაფად რეაგირებს ბაზრის ცვლილებებზე და უფრო ეფექტიანად გეგმავს მომავალი პერიოდის საქმიანობას.
#ᲗᲔᲒᲔᲢᲐ ᲘᲬᲧᲔᲑᲐ ᲨᲔᲜᲘᲗ
10
ᲠᲐᲡ ᲪᲕᲚᲘᲡ S&OP ᲧᲝᲕᲔᲚᲓᲦᲘᲣᲠ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲐᲨᲘ? S&OP კომპანიაში ქმნის ერთიან დაგეგმვის კულტურას. გუნდებს აქვთ საერთო ხედვა მომავალი მოთხოვნის, მარაგების საჭიროებისა და საოპერაციო შესაძლებლობების შესახებ. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს გაურკვევლობას, ამარტივებს კომუნიკაციას სხვადასხვა მიმართულებას შორის და მინიმუმამდე დაჰყავს ის დრო, რომელიც მონაცემების გადამოწმებასა და გადაუდებელი პრობლემების მოგვარებაზე იხარჯებოდა.
საბოლოოდ, S&OP-ის დანერგვა კომპანიას დაეხმარება, შექმნას მონაცემებზე დაფუძნებული, უფრო მოქნილი და ეფექტიანი მართვის სისტემა, სადაც ყველა მიმართულება ერთიანი ბიზნესმიზნების მისაღწევად მუშაობს.
ᲠᲐ ᲔᲢᲐᲞᲖᲔᲐ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ? კომპანიის ხუთი ძირითადი მიმართულებიდან (ნაწილები, ფილტრები, ზეთები, საბურავები, აკუმულატორები) ლოგისტიკის მართვაში უკვე გადასულია აკუმულატორებისა და ფილტრების
მოთხოვნის შესაძლო ცვლილებების წინასწარ დანახვა კომპანიას
მიმართულებები. საბურავებისა და ზეთების ინტეგრაცია
საშუალებას აძლევს, უფრო ზუსტად დაგეგმოს შესყიდვები,
მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი. ნაწილების
ტრანსპორტირება, საწყობის რესურსები და სხვა საოპერაციო
მიმართულება კი Supply Chain-ის (ლოგისტიკის) მართვაში
პროცესები. შედეგად, ყოველდღიური საქმიანობა ხდება უფრო
მომავალი წლის დასაწყისში გადავა.
პროგნოზირებადი, ეფექტიანი და ნაკლებად დამოკიდებული სწრაფ რეაგირებაზე.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲣᲛᲯᲝᲑᲔᲡᲓᲔᲑᲐ ᲛᲐᲠᲐᲒᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲐ? პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მარაგების ოპტიმალური დონის უზრუნველყოფა – ანუ სასურველი პროდუქტი ხელმისაწვდომი იყოს საჭირო დროს, ხოლო კომპანიას ზედმეტი ფინანსური რესურსი არ ჰქონდეს დაბანდებული მარაგებში. ეს კომპანიას საშუალებას მისცემს, შეამციროს ჭარბი მარაგები, უფრო ეფექტიანად მართოს საბრუნავი კაპიტალი და ფინანსური რესურსები ბიზნესის განვითარების სხვა მიმართულებებზე მიმართოს.
გეგმის მიხედვით, 2027 წლის პირველი კვარტალისთვის S&OP პროცესი სრულად მოიცავს კომპანიის ყველა ძირითად მიმართულებას. ამასთანავე, მიმდინარე წლის ივლისი პირველი თვეა, როდესაც მაქსიმალურად სრულად ხორციელდება S&OP პროცესის მთელი ციკლი. ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს განვლილი პერიოდის შედეგების შეფასება, გაყიდვების პროგნოზების ანალიზი და მომდევნო სამი თვის მოთხოვნის, მარაგებისა და მიწოდების გეგმების შეჯერება სხვადასხვა მიმართულებას შორის. S&OP მხოლოდ ახალი პროცესის დანერგვა არ არის. ეს არის თანამშრომლობის ახალი კულტურა, სადაც პროცესში ჩართული ყველა მიმართულება ერთსა და იმავე მონაცემებზე დაყრდნობით
პარალელურად, უკვე არსებობს კონკრეტული გეგმა იმ ბრენდებისა
მუშაობს, შეთანხმებულ გადაწყვეტილებებს იღებს და საერთო
და პროდუქციის ნაშთების სამართავად, რომელთა რეალიზაციას
შედეგზეა ორიენტირებული.
კომპანია მომავალში აღარ გეგმავს. ეს ხელს შეუწყობს როგორც საწყობის სივრცის უფრო ეფექტიან გამოყენებას, ისე მარაგების სტრუქტურის გაუმჯობესებას.
ᲞᲠᲝᲛᲝᲐᲥᲢᲘᲕᲝᲑᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲘᲡ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲛᲝᲓᲔᲚᲘ „ᲗᲔᲒᲔᲢᲐ ᲛᲝᲢᲝᲠᲡᲨᲘ“ - ᲠᲐᲡ ᲪᲕᲚᲘᲡ P4P? თუ აქამდე პრომოაქტივობები ხშირად ერთჯერად ფასდაკლებებსა
ბოლო პერიოდში „თეგეტა“ არაერთ მნიშვნელოვან
და აქციებს ნიშნავდა, ახლა მათი დაგეგმვის მიდგომა იცვლება.
ტრანსფორმაციულ პროექტს ახორციელებს, რომელთა მიზანია
„თეგეტა მოტორსში“ ინერგება P4P (Pay for Performance) – მოდელი,
კომპანიის უფრო ეფექტიანი და მონაცემებზე დაფუძნებული
რომლის მიხედვითაც თითოეული პრომოაქტივობა წინასწარ
მართვა. P4P სწორედ ამ ცვლილებების ნაწილია.
განსაზღვრულ ბიზნესმიზანს ემსახურება და მისი შედეგი კონკრეტული მაჩვენებლებით იზომება.
ამასთანავე, ბაზარზე კონკურენცია იზრდება, მომხმარებლის მოზიდვა და შენარჩუნება უფრო რთული ხდება, ერთჯერად
მარტივად რომ ვთქვათ, პრომოაქტივობა აღარ იგეგმება მხოლოდ
ფასდაკლებებზე დაფუძნებული მიდგომა კი ყოველთვის აღარ
გაყიდვების გასაზრდელად. თავიდანვე განისაზღვრება, რატომ
ქმნის გრძელვადიან შედეგს. სწორედ ამიტომ კომპანიას სჭირდება
ვგეგმავთ, რა შედეგს უნდა მივაღწიოთ და როგორ უნდა შეფასდეს
უფრო მიზნობრივი სისტემა, სადაც თითოეული პრომოაქტივობა
მისი ეფექტიანობა.
წინასწარ განსაზღვრულ ბიზნესმიზანს, მონაცემებსა და
ᲠᲐᲢᲝᲛ ᲒᲐᲮᲓᲐ ᲡᲐᲭᲘᲠᲝ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲛᲘᲓᲒᲝᲛᲐ?
#ᲗᲔᲒᲔᲢᲐ ᲘᲬᲧᲔᲑᲐ ᲨᲔᲜᲘᲗ
მოსალოდნელ შედეგს ეფუძნება.
11
დღეს პრომოაქტივობები გავლენას ახდენს არა მხოლოდ გაყიდვებზე, არამედ მარაგებზე, შესყიდვებზე, ფინანსურ შედეგებსა და მომხმარებლის მოთხოვნაზეც. ამიტომ მნიშვნელოვანია, მათი დაგეგმვა აღარ იყოს მხოლოდ მარკეტინგის ან გაყიდვების მიმართულების ამოცანა, არამედ ჩაჯდეს კომპანიის ერთიანი დაგეგმვის პროცესში. ამ მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილი S&OP-ის (გაყიდვებისა და ოპერაციების დაგეგმვის) პროცესთან კავშირიცაა. ეს ნიშნავს, რომ პრომოაქტივობები თავიდანვე იგეგმება იმის გათვალისწინებით, როგორ იმოქმედებს თითოეული მათგანი მოთხოვნაზე, მარაგებზე, შესყიდვებსა და ფინანსურ შედეგებზე.
ᲓᲐᲕᲘᲗ ᲩᲮᲐᲘᲫᲔ „თეგეტა პრაიმ პროდაქტსის“ დირექტორი
საბურავების მიმართულებით P4P-ის დანერგვამ შესაძლებლობა მოგვცა, პრომოაქტივობები უფრო ზუსტად დაგვეგეგმა და კონკრეტულ ბიზნესამოცანებს მოგვერგო. ეს მიდგომა საშუალებას გვაძლევს, თანაბრად ეფექტიანად დავგეგმოთ როგორც სრული ასორტიმენტის მასშტაბური კამპანიები, ისე კონკრეტულ პროდუქტებზე მიზნობრივი პრომოაქტივობები. ამის შედეგია, რომ, მაგალითად, მეორე კვარტალში, Bridgestone-ის მსუბუქი ავტომობილის ზაფხულის
ᲐᲜᲐ ᲘᲝᲑᲘᲫᲔ „თეგეტას“ სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების ლიდი
საბურავების პრომოაქტივობის ფარგლებში, მიღწეული რეალიზაცია 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით გაორმაგდა.
კომპანიისთვის P4P პროექტი ცვლის პრომოაქტივობების მართვის ხარისხს. პრომო აღარ განიხილება მხოლოდ როგორც გაყიდვების მოკლევადიანი სტიმული, არამედ ის ხდება ბიზნესის მართვის ინსტრუმენტი, რომელიც უკავშირდება
ᲠᲐᲡ ᲪᲕᲚᲘᲡ ᲔᲡ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ?
კონკრეტულ მიზანს, ბიუჯეტს, KPI-ს და გაზომვად
P4P, პირველ რიგში, ცვლის პრომოაქტივობების დაგეგმვისა და
შედეგს.
შეფასების პროცესს. მარკეტინგის, გაყიდვების, ფინანსებისა და ბრენდების გუნდებისთვის თავიდანვე მკაფიო ხდება: რატომ იმართება კონკრეტული პრომოაქტივობა
ᲠᲐᲡ ᲔᲤᲣᲫᲜᲔᲑᲐ P4P?
რა ბიზნესამოცანას ემსახურება
ახალი მოდელის მიხედვით, თითოეული პრომოაქტივობა
რა შედეგს ელოდება კომპანია
რამდენიმე ძირითად პრინციპს ეფუძნება:
როგორ შეფასდება მისი ეფექტიანობა
მკაფიო მიზანი – წინასწარ განისაზღვრება, რა ამოცანას ემსახურება აქტივობა: გაყიდვების ზრდას, ახალი მომხმარებლის მოზიდვას, მარაგების ოპტიმიზაციას თუ სტრატეგიული ბრენდის განვითარებას
შედეგად, პროცესი უფრო სტრუქტურირებული და გამჭვირვალე
მონაცემებზე დაფუძნებული დაგეგმვა – გადაწყვეტილებები მიიღება არა ინტუიციით, არამედ რეალური მონაცემებისა და მოსალოდნელი ბიზნესეფექტის მიხედვით
როგორ უკავშირდება მათი ყოველდღიური საქმიანობა კომპანიის
გაზომვადი შედეგები – თითოეული აქტივობისთვის წინასწარ განისაზღვრება შეფასების კრიტერიუმები, მათ შორის ROI (რა შედეგს მოიტანს აქციაში ჩადებული თითოეული ლარი); შედეგების შეფასება – პრომოს დასრულების შემდეგ კომპანია აანალიზებს, რამდენად გაამართლა ინვესტიციამ და ღირს თუ არა მსგავსი მექანიკის განმეორება.
#ᲗᲔᲒᲔᲢᲐ ᲘᲬᲧᲔᲑᲐ ᲨᲔᲜᲘᲗ
ხდება, სხვადასხვა გუნდის თანამშრომლობა კი – უფრო კოორდინირებული. თანამშრომლები უფრო ნათლად ხედავენ, საერთო მიზნებს.
ᲠᲐᲡ ᲪᲕᲚᲘᲡ ᲔᲡ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲘᲡᲗᲕᲘᲡ? P4P-ით პრომოაქტივობა აღარ განიხილება მხოლოდ როგორც გაყიდვების მოკლევადიანი სტიმული. ის ბიზნესის მართვის ერთ-ერთ ინსტრუმენტად იქცევა, რომელიც კონკრეტულ მიზანს, ბიუჯეტს, KPI-სა და გაზომვად შედეგს უკავშირდება.
12
ამასთანავე, კომპანია უკეთ ხედავს და აანალიზებს, რომელი პრომოაქტივობა მუშაობს კარგად, რომელი მექანიკა ქმნის რეალურ ღირებულებას და სად შეიძლება რესურსების ბევრად ეფექტიანად გამოყენება. ეს ცოდნა მომავალში უფრო ზუსტი კომერციული გადაწყვეტილებებისა და უკეთესად დაგეგმილი კამპანიების საფუძველი ხდება.
ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲨᲔᲓᲔᲒᲔᲑᲘ პროექტის ფარგლებში უკვე მიღებულია პირველი შედეგებიც, რაც აჩვენებს, რომ პრომოაქტივობების უფრო მიზნობრივი დაგეგმვა კომპანიას რესურსების გაცილებით ეფექტიან გამოყენებაში ეხმარება.
ᲙᲝᲙᲐ ᲤᲐᲪᲐᲪᲘᲐ „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების უფროსი ოფიცერი
ამ ეტაპზე P4P-ის ძირითადი მიდგომა უკვე ჩამოყალიბებულია და მიმდინარეობს მისი ეტაპობრივი დანერგვა, რათა
მიმდინარე აქტივობები დღეს უკვე მეტად მორგებულია
პრომოაქტივობების დაგეგმვა და მართვა კომპანიის
ჩვენს რეალურ ბიზნესსაჭიროებებს და თითოეულ
ყოველდღიური მუშაობის ერთიან სტანდარტად იქცეს.
პრომოაქტივობას კონკრეტული მიზანი აქვს. ამავდროულად, უკეთ ვაანალიზებთ, რამ იმუშავა და რამ – არა, რაც მომავალში კიდევ უფრო ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება.
ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲔᲚᲗᲐ ᲐᲦᲘᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲐ „ᲗᲔᲒᲔᲢᲐᲨᲘ“ - ᲕᲘᲜ ᲐᲠᲘᲐᲜ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲔᲢᲐᲞᲘᲡ ᲠᲩᲔᲣᲚᲘ ᲛᲔᲥᲐᲜᲘᲙᲝᲡᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲤᲘᲚᲘᲐᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲔᲜᲔᲯᲔᲠᲔᲑᲘ „თეგეტას“ წარმატებისა და განვითარების მთავარი
საჭირო გახდა იმ 7S სტანდარტსა და კაიზენის პრინციპზე მორგება,
მამოძრავებელი ძალა მისი გუნდია. თანამშრომელთა რაოდენობა
რომელიც კომპანიაშია დანერგილი. საბოლოო გადაწყვეტილებაც
წლებთან ერთად იზრდება და კომპანიაც მუდმივად ცდილობს,
სწორედ ამ კრიტერიუმებს დაეფუძნა:
გააუმჯობესოს სამუშაო გარემო და შექმნას ისეთი ღირსეული პირობები, სადაც შრომა სათანადოდ ფასდება. ეს ხედვა დღეს უკვე სისტემურ ფორმას იღებს და იმ ადამიანების წახალისებას ისახავს მიზნად, რომლებიც ყოველდღიურად „თეგეტას“ მომსახურების
შესრულებული სამუშაოს მოცულობა და მაღალი ხარისხი (განმეორებითი ვიზიტებისა და უკუბრუნების არარსებობა) მომხმარებელთა კმაყოფილების კარგი მაჩვენებელი
უმაღლეს სტანდარტს ქმნიან. სწორედ ამ პრაქტიკის ფარგლებში,
შიდა სტანდარტების სათანადოდ დაცვა
პირველად ხარისხის ნიშნით კომპანიაში ოთხი გამორჩეული
მფლობელობაში არსებული ინსტრუმენტებისა და დანადგარების მოვლა-პატრონობა
მექანიკოსი დაჯილდოვდა: გელა ცხოვრებაშვილი, რომელიც ცენტრალური ფილიალის მთავარი ინჟინერ-მექანიკოსია, ასევე შმაგი გორგაძე - გლდანის ფილიალის მთავარი მექანიკოსი, მამუკა ქორიძე - ქუთაისის ფილიალის მთავარი მექანიკოსი და მიხეილ ჭაბაშვილი - გეზის ფილიალის ინჟინერ-მექანიკოსი. მათ სერტიფიკატები, გრავირებული პერსონალური სიმბოლური ჯილდოები და 3 000-ლარიანი ფულადი პრემიები გადაეცათ. გამარჯვებულების შერჩევის პროცესი კომპლექსური და საპასუხისმგებლო იყო.
#ᲗᲔᲒᲔᲢᲐ ᲘᲬᲧᲔᲑᲐ ᲨᲔᲜᲘᲗ
ხარისხის სამსახური ყოველკვარტალურად ამოწმებს ფილიალებს ამ კრიტერიუმების მიხედვით, რაც საუკეთესო მექანიკოსების გამოვლენის საფუძვლად იქცა. აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების ეს მხოლოდ პირველი ეტაპი იყო. უკვე გადაწყვეტილია, რომ კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ფილიალში დასაქმებულებს 6 თვეში ერთხელ გამოავლენს და შესაბამის ჯილდოს გადასცემს.
13
ᲠᲣᲡᲣᲓᲐᲜ ᲡᲐᲜᲘᲙᲘᲫᲔ კორპორაციული სერვისების მთავარი ოფიცერი
აღიარების კულტურა ძლიერი და წარმატებული ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. როდესაც თანამშრომლის პროფესიონალიზმს, შრომასა და შედეგს სათანადოდ ვაფასებთ, ამით არა მხოლოდ მის მოტივაციას ვზრდით, არამედ მთელ გუნდში ვამკვიდრებთ ხარისხზე, პასუხისმგებლობასა და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს. მადლობა ჩვენი გუნდის წევრებს, რომლებიც გარდა ამისა, „თეგეტა მოტორსში“ საუკეთესო შედეგებისთვის ექსპრეს და საშუალო ზომის ფილიალების ხელმძღვანელებიც გამოარჩიეს. ექსპრესფილიალებში მომსახურების ამ ახალი
ყოველდღიური შრომით, ცოდნითა და საქმისადმი ერთგულებით მომსახურების მაღალ სტანდარტს ქმნიან.
მოდელის დანერგვა კომპანიაში ცოტა ხნის წინ დაიწყო და განსაკუთრებულ მართვას საჭიროებს. ამ მიმართულებით ბელიაშვილისა და გლდანის ფილიალების მენეჯერებმა, გურამ მაჩიტიძემ და ალექსანდრე მელაშვილმა, ლიდერის გამორჩეული თვისებები გამოავლინეს და საოპერაციო მაჩვენებლებით საუკეთესო შედეგები აჩვენეს. ექსპრესფილიალების გაძლიერება კომპანიის განვითარების ახალი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. პირველადმა შედეგებმა კი გადაწყვეტილების სისწორე ნათლად დაადასტურა. გეგმის ყველა მაჩვენებელი წარმატებით შეასრულა ლიკა სულაბერიძემაც, მათ შორის, სერვისის უტილიზაციის კუთხით. ის „თეგეტას“ ისტორიაში ფილიალის პირველი ქალი მენეჯერია და 18-კაციან გუნდთან ერთად ვარკეთილის სერვისცენტრს უდგას სათავეში. პროექტის მთავარი მიზანი იმ თანამშრომელთა წახალისებაა,
ᲒᲘᲝᲠᲒᲘ ᲚᲐᲪᲐᲑᲘᲫᲔ
რომელთა მაგალითიც კოლეგებისთვის მოტივაცია გახდება.
ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
საბოლოოდ კი პროფესიონალიზმის ზრდას, მომსახურების ხარისხის ამაღლებასა და მეტი დოვლათის შექმნას შეუწყობს ხელს. სამომავლოდ იგეგმება პროექტის გაფართოება. გაიზრდება როგორც დაჯილდოებული თანამშრომლების რაოდენობა, ისე ნომინირებული პოზიციების წრე, რასაც ახალი, საინტერესო კრიტერიუმებიც დაემატება. „თეგეტას“ მიზანია, გუნდის თითოეული წევრი მუდმივად
ეს პროექტი მხოლოდ დასაწყისია. გვინდა, გუნდის თითოეულმა წევრმა ირწმუნოს საკუთარი შესაძლებლობების. როდესაც პროფესიონალიზმს კომპანიის მხრიდან აღიარება ახლავს თან, შედეგებიც მოსალოდნელზე უკეთესია. გვსურს, ეს განწყობა და ენერგია ამოძრავებდეს ყველა თანამშრომელს, რათა არასოდეს გავჩერდეთ და მხოლოდ წინ ვიაროთ.
გრძნობდეს, რომ კომპანია ხედავს, აფასებს და აღიარებს მის შრომას.
#ᲗᲔᲒᲔᲢᲐ ᲘᲬᲧᲔᲑᲐ ᲨᲔᲜᲘᲗ
14
ᲛᲘᲮᲔᲘᲚ ᲭᲐᲑᲐᲨᲕᲘᲚᲘ გეზის ფილიალის ინჟინერ-მექანიკოსი
თეგეტას“ ერთ-ერთი სტაჟიანი თანამშრომელი ვარ. 2008 წლიდან აქ ვმუშაობ და სულ ვცდილობ, ყველაფერი ხარისხიანი და მოწესრიგებული მქონდეს. როცა შენი შრომა უყურადღებოდ არ რჩება, ეს ენერგია სხვებზეც გადადის. ასეთი თანადგომა და მხარდაჭერა გაძლევს სტიმულს, რომ კიდევ უფრო მეტი აკეთო.
ᲒᲔᲚᲐ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐᲨᲕᲘᲚᲘ ცენტრალური ფილიალის მთავარი ინჟინერ-მექანიკოსი
18-წლიანი გამოცდილებით ზუსტად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლისთვის ასეთი დაფასება. როდესაც ხედავ, რომ შენი მონდომება შეუმჩნეველი არ რჩება, გინდა, რომ კიდევ უფრო მეტი მონდომებით უპასუხო. ძალიან სასიამოვნოა ასეთი აღიარება და მადლობა ამისთვის.
ᲛᲐᲛᲣᲙᲐ ᲥᲝᲠᲘᲫᲔ
ᲨᲛᲐᲒᲘ ᲒᲝᲠᲒᲐᲫᲔ
ქუთაისის ფილიალის მთავარი მექანიკოსი
გლდანის ფილიალის მთავარი მექანიკოსი
ტექნიკა ყოველდღე ვითარდება და თუ არ ისწავლე,
ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც კომპანია გვერდში
ფეხს ვერ აუწყობ. 17 წელია, ჩემი პრინციპი წესრიგი და
გიდგას და ზრდის საშუალებას გაძლევს. 2014 წლიდან
საქმის მიმართ პასუხისმგებლობაა. როდესაც შენს
„თეგეტაში“ ვარ და მივხვდი, რომ არჩეული გზიდან
შრომას გარედან ასე მაღალ დონეზე აფასებენ, სულ
არასოდეს უნდა გადაუხვიო, გიყვარდეს შენი საქმე და
სხვა ემოციაა. მადლობა ამ ყურადღებისთვის. ყველას
ერთგულად მიჰყვე ამ გზას. ახლა მინდა, რომ ცოდნა,
ვურჩევ, არასოდეს შეწყვიტონ სწავლა.
რომელიც აქ მივიღე, სხვებსაც გავუზიარო.
#ᲗᲔᲒᲔᲢᲐ ᲘᲬᲧᲔᲑᲐ ᲨᲔᲜᲘᲗ
15
ᲕᲐᲮᲢᲐᲜᲒ ᲦᲣᲚᲐᲫᲔ ფილიალების მიმართულების ხელმძღვანელი
ექსპრესფილიალების მოდელის დანერგვის პროცესში ვართ და საამაყოა, რომ მენეჯერებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს. აშკარაა, სწორი მიმართულებით მივდივართ. სამომავლოდ გვინდა, რაც შეიძლება მეტი ხელმძღვანელი და მენეჯერი გამოვავლინოთ, ამის პოტენციალი ჩვენი გუნდის წევრებს ნამდვილად აქვთ. ამიტომ ეს პროექტი გაგრძელდება, ქსელის გაფართოება კი ჯანსაღ კონკურენციასა და ხარისხის კიდევ უფრო ამაღლებას შეუწყობს ხელს.
ᲐᲚᲔᲥᲡᲐᲜᲓᲠᲔ ᲛᲔᲚᲐᲨᲕᲘᲚᲘ გლდანის ფილიალის მმართველი
ჩემი აზრით, ყველა წარმატებული მენეჯერის უკან ძლიერი და ერთიანი გუნდი დგას. გლდანის ფილიალში დამხვდნენ გამოცდილი და პროფესიონალი თანამშრომლები, რომლებსაც უყვართ საკუთარი საქმე და კომპანია. ეს ჯილდო ჩემთვის, პირველ რიგში, დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაციაა. ამასთანავე, დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩვენი ფილიალის თითოეული მომუშავისთვისაც მნიშვნელოვანი სტიმული იქნება, რომ არ შევწყვიტოთ განვითარება, მუდმივად ვიზრუნოთ საკუთარი შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე და უკეთესი შედეგები ვაჩვენოთ.
ᲚᲘᲙᲐ ᲡᲣᲚᲐᲑᲔᲠᲘᲫᲔ ᲒᲣᲠᲐᲛ ᲛᲐᲩᲘᲢᲘᲫᲔ ბელიაშვილის ფილიალის მმართველი
თეგეტა აკადემიის“ სტუდენტობიდან ფილიალის მმართველობამდე არც ისე პატარა გზა გავიარე. მჯერა, რომ მთავარი ერთ გუნდად მუშაობა და ერთმანეთის მოსმენაა. ეს ჯილდო ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის დიდი მამოძრავებელი ძალაა, რომ მომავალში უკეთესი შედეგები ვაჩვენოთ.
#ᲗᲔᲒᲔᲢᲐ ᲘᲬᲧᲔᲑᲐ ᲨᲔᲜᲘᲗ
ვარკეთილის ფილიალის მმართველი
თავიდან ძალიან ეუცხოებოდა მომხმარებელს ქალი კონსულტანტი, თუმცა გამოცდილებასთან ერთად ეს დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა. ეს უკვე მესამე ფილიალია, სადაც მენეჯერი ვარ და ჩემი მთავარი საყრდენი 18-კაციანი გუნდია. კომპანიის მხრიდან აღიარებამ იმხელა სტიმული მოგვცა, რომ ვიცი, არ არსებობს სირთულე, რომელსაც ვერ გავუმკლავდებით და ვერ გადავლახავთ.
16
#ᲗᲔᲒᲔᲢᲐ ᲘᲬᲧᲔᲑᲐ ᲨᲔᲜᲘᲗ
2026