Skip to main content

ლიდერები სექტემბერი

Page 1

გრიგოლ ივანეიშვილი

კომერციული და საოპერაციო მიმართულების ფინანსური ხელმძღვანელი | „თეგეტა მოტორსი“


ჩემთვის თეგეტელობა ნიშნავს იყო გუნდის წევრი, რომელიც არ უშინდება ცვლილებებს, იღებს პასუხისმგებლობას და ყოველთვის ორიენტირებულია შედეგების გაუმჯობესებაზე.

ბავშვობაში ძალიან მაინტერესებდა რიცხვები და ანალიტიკა. დიდი სურვილი მქონდა ისეთი საქმე მეპოვნა, სადაც ეს ცოდნა რეალურ შედეგად გადაიქცეოდა. სწორედ ამიტომ ავირჩიე ფინანსები. ნაბიჯ-ნაბიჯ, პრაქტიკით და ინტერესით მივედი იქამდე, სადაც დღეს ვარ. 01

ყველაზე კარგი რჩევა რაც მიგიღია? ჭადრაკის პრინციპი: თუ გინდა, რომ ისწავლო უკეთესად თამაში, ეთამაშე შენზე ძლიერს

02

03

რა არის შენი ჰობი? მინიატურული სასმელების შეგროვება რა არის შენი სუპერძალა? სიმშვიდე

კარიერული ბიოგრაფია:

2013-2015

ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ,,სპარი’’ 2015-2017

კავკასიის რეგიონის საკრედიტო და ბიზნეს კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ,,პეპსიკო’’ 2017-2021

ბიზნეს პროცესების მართვისა და შიდა კონტროლის დეპარტამენტის დირექტორი ,,ელიტ ელექტრონიქსი“ 2021-2023

აღმასრულებელი დირექტორი - ,,პოპმარტი’’ 2024-2025

ფინანსური დირექტორი - ,,გლობალ ავტო იმპორტი’’ 2025-დღემდე

კომერციული და საოპერაციო მიმართულების ფინანსური ხელმძღვანელი ,,თეგეტა მოტორსი’’


მანანა ხინაშვილი

დირექტორი | „კავკასუს ავტომოტივი“


ჩემი მიზანია შევქმნა გარემო სადაც თითოეულმა ადამიანმა იცის, რომ მისი აზრი ფასეულია, ინიციატივა წახალისებული და შედეგი გაზიარებული.

ბავშვობაში არქიტექტობაზე ვოცნებობდი მინდოდა შემექმნა სივრცეები, რომლებიც ადამიანებს სიმშვიდეს მოუტანდა და იგრძნობდნენ თავს კომფორტულად. ახლა ვხვდები, რომ ეს ოცნება ახდა, თუმცა სხვა ფორმით და ახლა სივრცეებს გუნდებსა და ბიზნესში ვქმნი. 01

ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეს რას გააკეთებდი? შევქმნიდი ადგილს, სადაც ადამიანებს ექნებოდათ მეტი დრო დაფიქრებისა და ერთმანეთის მოსმენისათვის

02

03

რომელ ფრაზას/სიტყვას იყენებ ყველაზე ხშირად? ზუსტად, ვცადოთ რა არის შენი ჰობი? ფერწერა

კარიერული ბიოგრაფია:

2016-2017

კვლევის ანალიტიკოსი - “Start - Business Solutions” 2017

პროექტის მენეჯერი - „ბიზნეს საქართველო“ 2017

გადახდის უუნარობის საქმისწარმოების მენეჯერი - „აღსრულების ეროვნული ბიურო“ 2017-2019

ბიუჯეტირებისა და ფინანსური ანალიზის მენეჯერი - „აღსრულების ეროვნული ბიურო“ 2019-2022

ფინანსური რისკებისა და ინვესტორებთან ურთიერთობების მენეჯერი - „თიბისი ლიზინგი“ 2021-2025

ინვესტორებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი - „თეგეტა ჰოლდინგი“ 2025-დღემდე

დირექტორი - „კავკასუს ავტომოტივი“


გიორგი მაჭარაშვილი

მთავარი ფინანსური ოფიცრის მოადგილე ფინანსური მართვის მიმართულებით | „თეგეტა ჰოლდინგი“


„თეგეტა“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიაა, თავისი ისტორიით, ღირებულებებითა და ახალ-ახალი მიზნებით. კარგი განცდაა, როცა ამ თავგადასავლის ნაწილი ხდები და შენც შეგიძლია წვლილი შეიტანო მის განვითარებაში.

მოგზაურობა ყოველთვის პატარა წინ გადადგმული ნაბიჯით იწყება. მთავარია ირწმუნოთ საკუთარი თავის და არ შეუშინდეთ დიდ თავგადასავლებს, რაც კორპორაციული სამყაროს თანმდევი ნაწილია.

01

ყველაზე კარგი რჩევა რაც მიგიღია? გაბედე მოქმედება მაშინ, როცა ამას ყველაზე მეტად უფრთხი

02

03

რა არის თქვენთვის წარმატების ფორმულა? Pain+Reflection=Progress. ეს რეი დალიოს ფორმულაა და მეც არაერთხელ გამომიყენებია პრაქტიკაში პერსონაჟი, რომელსაც გამსგავსებენ? ხუან პრესიადო

კარიერული ბიოგრაფია:

2020-2022

აუდიტორი - “EY” 2022-2024

უფროსი ანალიტიკოსი - “Galt & Taggart” 2024-2025

ხარისხის კონტროლის, რეპორტინგისა და კვლევის სამსახურის უფროსი „საქართველოს ბანკი“ 2025-დღემდე

მთავარი ფინანსური ოფიცრის მოადგილე ფინანსური მართვის მიმართულებით „თეგეტა ჰოლდინგი“


ავთანდილ ლაბაძე

მსუბუქი ავტომობილების მთავარი ოფიცრის მოადგილე | “თეგეტა მოტორსი“


ჩემი მიზანია, გუნდთან ერთად სტაბილურ და გრძელვადიან პროგრესს მივაღწიოთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია შემოვიტანო ახალი იდეები, თან თავადაც განვვითარდე პროფესიულად.

გამოწვევების დაძლევამ მომცა ღირებული უნარ-ჩვევები და პერსპექტივები, რომელთა გამოყენებასაც ვაპირებ ჩემს ახალ პოზიციაზე. 01

რა არის ის 3 უნარი, რაც ადამიანს წარმატების მიღწევაში დაეხმარება? პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი, მდგრადობა, ცნობისმოყვარეობა

02

რა არის შენი სუპერძალა? მოსმენის უნარი

03

რა არის შენი ჰობი? ჩოგბურთი, ცურვა, სრიალი

კარიერული ბიოგრაფია:

2015-2020

უფროსი აუდიტორი - “Ernst & Young” 2020-2022

უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი - „თეგეტა მოტორსი“ 2022-2023

სატვირთო და მძიმე ტექნიკის ფინანსური დირექტორი - ,,თეგეტა მოტორსი’’ 2023-2024

ინვესტორებთან ურთიერთობისა და სტრატეგიული დაგეგმვის ხელმძღვანელი ,,თეგეტა მოტორსი’’ 2025

მთავარი ფინანსური ოფიცრის მოადგილე - ,,თეგეტა მოტორსი’’ 2025-დღემდე

მსუბუქი ავტომობილების მთავარი ოფიცრის მოადგილე - ,,თეგეტა მოტორსი’’


ხატია ჯოხაძე

ადამიანური კაპიტალის ადმინისტრირების კოორდინატორი | „თეგეტა მოტორსი“


„თეგეტა“ არის ადგილი, სადაც პროფესიულად გავიზარდე და საკუთარი შესაძლებლობები აღმოვაჩინე.

კარიერული გზა მარტივი არ ყოფილა, თუმცა ვფიქრობ, სწორედ სირთულეები გვაძლიერებს - თითოეული ეტაპისგან მივიღე ცოდნა, თავდაჯერებულობა და გამოცდილება. ჩემი მიზანია ვიყო არა მხოლოდ კოორდინატორი, არამედ მხარდამჭერი. 01

ყველაზე კარგი რჩევა რაც მიგიღია? არ შეხედო სირთულეს როგორც ბარიერს, შეხედე მას როგორც გამოცდილებას, რომელიც გაძლიერებს

02

03

ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეს რას გააკეთებდი? გავაქრობდი ჯანმრთელობის პრობლემებს გყავს თუ არა შინაური ცხოველი? კი, ძაღლი

კარიერული ბიოგრაფია:

2019-2020

რეგისტრატორი - „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ 2021

სტაჟირება ჯანდაცვის მენეჯემენტში - „კლინიკა პრემიუმ მედსერვისი“ 2021

სტაჟიორი HR დეპარტამენტში - „თეგეტა მოტორსი“ 2021-2023

ადამიანური რესურსების ადმინისტრირების სპეციალისტი - „თეგეტა მოტორსი“ 2023-2025

ადამიანური კაპიტალის ადმინისტრირების მენეჯერი - „თეგეტა მოტორსი“ 2025-დღემდე

ადამიანური კაპიტალის ადმინისტრირების კოორდინატორი - „თეგეტა მოტორსი“


ნიკა შავაძე

გაყიდვების შემდგომი მომსახურების ხელმძღვანელი | „თეგეტა ქარსი“


ჩემი ხედვაა შევქმნათ “სერვის ატრაქციონი”, სადაც მომხმარებელი ამბობს – „მე ვყიდულობ ამ ბრენდს, რადგან ვიცი, რომ მომსახურება იქნება საუკეთესო“. წარმატების ფორმულა საკმაოდ მარტივია - ხარისხი

X გამჭვირვალობა

X მომხმარებელზე ორიენტირება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდი არ იყოს მხოლოდ ოპერაციული ნაწილი, არამედ ცოცხალი და ამოცანებზე ორიენტირებული მესაზღვრეები, სადაც თითოეული მათგანი გრძნობს საკუთარ როლს და იცის, სად ვართ, რა გვაქვს გაკეთებული და სად მივდივართ.

01

ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეს რას გააკეთებდი? მინდა, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები და წვდომა განათლებაზე

02

03

რომელ ფრაზას/სიტყვას იყენებ ყველაზე ხშირად? შევძლებ(თ) რა გაბედნიერებს? როდესაც ვხედავ, რომ ჩემი შრომა შედეგს იძლევა

კარიერული ბიოგრაფია:

2019-2022

სერვის მენეჯერი - „ჯი თი გრუპი“ 2022-2023

სერვის ედვაიზერი - „ჯი თი გრუპი“ 2023-2024

ნაწილების მენეჯერი - „ელიტ მოტორსი“ 2024-2025

საგარანტიო მენეჯერი - „თეგეტა ქარსი“ 2025 - დღემდე

გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი - „თეგეტა ქარსი“


ნუციკო ებანოიძე

შერჩევისა და ტალანტების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი | „თეგეტა ჰოლდინგი“


შერჩევისა და ტალანტების მოზიდვაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ის კომპანია, რომლის სახელითაც მოქმედებ. თეგეტას სიძლიერე და ბაზარზე მყარი პოზიცია მაძლევს გამბედაობას, ვიყო უფრო ამბიციური კანდიდატების მოზიდვისას და აქტიურად ჩავერთო მოლაპარაკებებში ქვეყნის ტოპ ტალანტებთან.

ჩემი კარიერული გზა მუდმივი ცვლილებებისა და განვითარების პროცესია. ყოველ ახალ ეტაპზე ვსწავლობდი მეტი პასუხისმგებლობის აღებას, მოქნილობასა და გადაწყვეტილებების მიღებას. 01

ერთი ნივთი, რომელსაც სულ თან ატარებ? ბეიჯს, რომელიც ყველგან მრჩება

02

03

ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეს რას გააკეთებდი? მიუსაფარ ცხოველებს დავეხმარებოდი კარგი მენეჯერი არის... გუნდის წევრი, რომელიც ზურგს გიმაგრებს

კარიერული ბიოგრაფია:

2017-2022

HC ადმინისტრირების კოორდინატორი - “Carrefour Georgia” 2022-2022

HR ბიზნეს პარტნიორი - “Self.ge” 2022-2023

შერჩევის ოფიცერი - „საქართველოს ბანკი“ 2023-2024

შერჩევისა და ტალანტების მართვის მენეჯერი - „თეგეტა ჰოლდინგი“ 2024-2025

შერჩევისა და ტალანტების მართვის კოორდინატორი - „თეგეტა ჰოლდინგი“ 2025-დღემდე

შერჩევისა და ტალანტების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი - „თეგეტა ჰოლდინგი“


თორნიკე ველთაური

ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფის უფროსი | „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“


„თეგეტაში“ 2016 წლიდან ვმუშაობ და თეგეტელობა ჩემთვის მუდმივ განვითარებას ნიშნავს. ახალ პოზიციაზე, ჩემი მიზანია ხელი შევუწყო გუნდის ეფექტიან მუშაობას, რომ მაქსიმალურ ნიშნულამდე გავზარდოთ მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსი და სერვისის დატვირთულობა.

ბავშვობაში მინდოდა ავტოსპორტით ვყოფილიყავი დაკავებული პროფესიონალი ავტომრბოლელის კარიერა იყო ჩემი ოცნება.

01

რა გაბედნიერებს? მარტივი რაღაცები

02

03

რა არის შენი ჰობი? მოგზაურობა საქართველოს კუთხეებში რა არის ის 3 უნარი, რაც ადამიანს წარმატების მიღწევაში დაეხმარება? გუნდის წევრი, რომელიც ზურგს გიმაგრებს

კარიერული ბიოგრაფია:

2011-2016

სერვისის მენეჯერი - სს „ექსპრესს სერვისი“ 2016-2017

სადაზღვევო კომპანიის ურთიერთობის მენეჯერი - „თეგეტა მოტორსი“ 2017-2022

სადაზღვევო კომპანიის ურთიერთობის მენეჯერი - „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ 2022-2024

სერვისის მენეჯერი - „თიბისი დაზღვევა“ 2024-დღემდე

ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფის უფროსი - „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“


2025


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
ლიდერები სექტემბერი by Tegeta Motors - Issuu