ლიდერების ჟურნალი

Page 1

მარიამ ქორფაშვილი HC ბიზნეს პარტნიორი თეგეტა მოტორსი

„ჩემი პირველი გამოცდილება HC-ში თეგეტას უკავშირდება. კომპანიის მასშტაბი და მრავალფეროვნება იძლევა

კარიერული განვითარების შესაძლებლობებს, რაც

განაპირობებს თანამშრომლების კომპანიისადმი

ერთგულებას.“

„ჩემთვის წარმატების ფორმულა, განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა და მაღალი

პასუხისმგებლობაა.“

კარგი მენეჯერი არის...

ის, ვისაც, ყოველთვის შეუძლია თანამშრომლებისთვის სწორი ფორმით უკუკავშირის დაბრუნება.

რა გაბედნიერებს?

როდესაც გაწეული შრომა და ძალისხმევა გიფასდება, შედეგად კი იღებ პოზიტიურ უკუკავშირს.

რა არის შენი სუპერძალა?

გზა: პრობლემურ სიტუაციაში გამოსავლის დროულად მოძიება.

კარიერული

2017-2019 „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ – HR ასისტენტი

2019-2023 „ტიოიტა ცენტრი თეგეტა“ – HR მენეჯერი

2023-2024 „თეგეტა მოტორსი“ - უმცროსი HC ბიზნეს პარტნიორი

2024-დღემდე „თეგეტა მოტორსი“ – HC ბიზნეს პარტნიორი

ვახტანგ ომიაძე ავტობუსების მიმართულების საგარანტიო ჯგუფის უფროსი TEGETA TRUCK AND BUS

„არ აქვს მნიშვნელობა რა დაბრკოლება შეგვხვდება

სამუშაო პროცესში, ნებისმიერ შემთხვევაში სვლა

უნდა განაგრძო დასახული მიზნისკენ.“

ყველაზე კარგი რჩევა რაც მიგიღია?

ირწმუნე საკუთარი შესაძლებლობების.

კარგი მენეჯერი არის...

მენეჯერი, რომელიც საკუთარ ინტერესებზე მაღლა აყენებს მისი გუნდის წევრების ინტერესებს.

რა არის შენი ჰობი?

ჭადრაკის თამაში. „კარიერული გზის განვლილი ორი წელი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩემს ცხოვრებაში. „თეგეტა აკადემიაში“ კურსის მსვლელობისას მივხვდი, რომ სწორ ადგილას აღმოვჩნდი. კურსის დასრულების შემდგომ ვიყავი „თეგეტა რითეილის“ გუნდის წევრი, სადაც ასევე მნიშვნელოვანი ცოდნა და პრაქტიკა შევიძინე. შემდგომ კი შევუერთდი „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ გუნდს. განვლილი ორი წელი ძალიან მნიშვნელოვანი საიხლეების მომტანი აღმოჩნდა, გავიცანი ის ადამიანები, რომლებიც გამოწვევებით სავსე გზაზე სირთულეების გადალახვაში დამეხმარნენ, რისთვისაც თითოეული მათგანის მადლიერი ვარ.“

კარიერული გზა:

2022 „თეგეტა აკადემია“ - მოსწავლე

2022 „თეგეტა რითეილი“ – სერვისის აღრიცხვის ოპერატორი

2022-2024 „თეგეტა თრაქ ენდ ბას“ - საგარანტიო მომსახურების ოფიცერი 2024-დღემდე „თეგეტა თრაქ ენდ ბას“ - ავტობუსების სერვისის საგარანტიო ჯგუფის უფროსი

დავით მაისურაძე საწყობის მენეჯერი თეგეტა მოტორსი

„თანამშრომლები, რომლებიც ახლა იწყებენ

კარიერას ვურჩევდი, რომ იყვნენ გამბედავები და

იშრომონ ყოველთვის წინსვლისთვის.“

„ჩემთვის წარმატების ფორმულა შრომა და მიზანდასახულობაა“.

რა გაბედნიერებს?

ოჯახთან ერთად ყოფნა.

რა არის შენი ჰობი?

ფეხბურთის თამაში.

რა არის შენი სუპერძალა?

შრომისმოყვარეობა.

2017-2019 „თეგეტა მოტორსი“ - მტვირთავი

2019-2020 „თეგეტა მოტორსი“ - აღრიცხვის ოპერატორი

2020-2021 „თეგეტა მოტორსი“ - საწყობის მენეჯერი

2021-2022 „თეგეტა მოტორსი“ - სწრაფი შეკვეთების კოორდინატორი

2022-2024 „თეგეტა მოტორსი“ - გეგმიური შეკვეთების კოორდინატორი

2024-დღემდე „თეგეტა მოტორსი“ - საწყობის მენეჯერი
გზა:
კარიერული
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.