ლიდერების ჟურნალი - იანვარი

Page 1

გიორგი ბოსიკაშვილი

სატრანსპორტო პროცესების კოორდინატორი თეგეტა რითეილი

„თეგეტა მზარდი

და განვითარებადი კომპანიაა, რომელიც ნებისმიერ მონდომებულ თანამშრომელს უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს.“

„ახალ პოზიციაზე ახალი შემართებით ვარ, ვფიქრობ წარმატებით გავართმევ თავს დაკისრებულ მოვალეობებს.“

ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეს რას გააკეთებდი?

დაავადებულ ბავშვებს გამოვაჯანმრთელებდი.

კარგი მენეჯერი არის...

დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი და პირადი მაგალითი გუნდის წევრებისთვის.

რა გაბედნიერებს?

ჩემს შვილთან ურთიერთობა.

კარიერული გზა:

2019-2020 „კარფური“ - კონსულტანტი/ტრენინგ ვაიზერი

2020-2021 „თეგეტა მოტორსი“ - მტვირთავი

2020-2021 „თეგეტა მოტორსი“ - საწყობის აღრიცხვის ოპერატორი 2021-2022 „თეგეტა მოტორსი“ - საწყობის ადმინისტრატორი 2022-2024 „თეგეტა რითეილი“ - საწყობის მენეჯერი 2024- დღემდე „თეგეტა რითეილი“ - სატრანსპორტო პროცესების კოორდინატორი

ეკატერინე კევლიშვილი

უფროსი მარკეტინგის მენეჯერი

ვოლვო ქარ კავკასია

„ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანია აკეთებდე საყვარელ საქმეს. არ აქვს მნიშვნელობა განათლებას და გამოცდილებას, თუ გაინტერესებს შეუძლებელი არაფერია. ხანდახან ალბათ უნდა გაჩერდე და დაფიქრდე, არის თუ არა ეს ის საქმე რისი კეთებაც გინდა, თუ პასუხი დადებითია, ესე იგი სწორ გზაზე დგახარ, ამასთან თუ შენი სამსახური გაძლევს განვითარების საშუალებას, ეს ნიშნავს, რომ გაქვს ყველაზე კარგი

უნივერსიტეტი, რომელშიც ხელფასსაც გიხდიან.“

„ბავშვობაში ხან ექიმობაზე, ხან ფსიქოლოგობაზე და ხანაც ნაყინის გამყიდველობაზე ვოცნებობდი. შემდეგ მივხვდი, რომ მარკეტინგი მიყვარდა და სექტორები შეიძლებოდა მეცვალა. ავტომობილებთან ჩემი საქმიანი შეხება პირველად ვოლვო ცენტრში მოხდა და გუნდის თითოეული წევრის დამოკიდებულებამ შემაყვარა როგორც ავტოინდუსტრია, ასევე ვოლვო, რომელიც დღეს ჩემი საყვარელი ბრენდია.“

ყველაზე კარგი რჩევა რაც მიგიღია?

ნუ შეგეშინდება.

რომელ ფრაზას/სიტყვას იყენებ ყველაზე ხშირად?

არ იდარდო.

კარგი მენეჯერი არის...

კარგი მასწავლებელი, კარგი მეგობარი, მენეჯმენტის კარგი სპეციალისტი.

კარიერული გზა:

2005-2006 ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „CERMA“ - ბიზნეს კონსულტანტი

2007-2009 „ევროტექნიკსი“ - მარკეტინგის მენეჯერი

2009-2018 „AVON Cosmetics”- მარკეტინგული კამპანიების აქტივაციის სპეციალისტი 2018-2022 ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „PMO“- ბიზნეს კონსულტანტი/ბიზნეს განვითარების მენეჯერი

2016-2022 „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“ - მარკეტინგის ლექტორი

2022-2023 „კავკასიის უნივერსიტეტი“ - მარკეტინგის ლექტორი 2023-2024 „ვოლვო ქარ კავკასია“ - მარკეტინგის მენეჯერი 2024-დღემდე „ვოლვო ქარ კავკასია“ - უფროსი მარკეტინგის მენეჯერი

თეა მანჯავიძე

სტრატეგიული მარკეტინგის მენეჯერი

თეგეტა მოტორსი

„ჩემთვის წარმატების ფორმულა მოიაზრებს

მონდომებას, საქმისადმი ერთგულებას, შრომისმოყვარეობასა და მუდმივ სწრაფვას სრულყოფილებისკენ.“

„კარგია როდესაც შენთვის საყვარელ საქმეს აკეთებ, თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი კომპანიის განვითარებაში შეგაქვს წვლილი. ღირებულებები, რომელზეც „თეგეტა მოტორსი“ დგას ჩემს ღირებულებებთან თანხვედრაშია, ამიტომ მეამაყება ამ კომპანიაში მუშაობა.“

ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეს რას გააკეთებდი?

დავამყარებდი მშვიდობას.

რომელ ფრაზას/სიტყვას იყენებ ყველაზე ხშირად?

ერთად ყველაფერი გამოგვივა.

რა გაბედნიერებს?

ურთიერთობები.

კარიერული გზა:

2007 „საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტი“-ბუღალტერი/სტაჟიორი

2007-2009 „ტესქ ჯგუფი“-მარკეტინგის სპეციალისტი

2011-2013 „პროკრედიტ ბანკი“-უნივერსალური კლიენტთა მრჩეველი

2014 – 2016 „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“-მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი

2016 – 2023 „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“- მარკეტინგის მენეჯერი

2024-დღემდე „თეგეტა მოტორსი“- სტრატეგიული მარკეტინგის მენეჯერი

თეონა მჟავანაძე

კერძო კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი თეგეტა რითეილი

„კომპანიაში ჩემი 12- წლიანი გზა მარტივად გასავლელი

ნამდვილად არ იყო, მაგრამ ყველა პოზიციამ მომცა დიდი

გამოცდილება და ხელი შემიწყო განვითარებაში, რაც ძალიან მეხმარება დღევანდელ საქმიანობაში.“ „ჩემი წარმატების ფორმულა შრომისმოყვარეობასა და ერთგულებაში მდგომარეობს, ეს ის კომპონენტებია, რომელსაც თეგეტა ყველაზე მეტად აფასებს.“

ყველაზე კარგი რჩევა რაც მიგიღია?

დაიჯერე, რომ შეგიძლია!

კარგი მენეჯერი არის...

შედეგებზე და გუნდის განვითარებაზე ორიენტირებული.

რა არის შენი სუპერძალა?

ერთგულება.

კარიერული გზა:

2012-2016 „შპს თეგეტა მოტორსი“ - მოლარე ოპერატორი

2016-2021 „შპს თეგეტა მოტორსი“ - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი 2021-2023 „შპს თეგეტა რითეილი“ - კორპორატიული გაყიდვების განყოფილების უფროსი 2023 - „შპს თეგეტა რითეილი“ - კორპორატიურლი გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 2024-დღემდე „შპს თეგეტა რითეილი“ - კორპორატიურლი გაყიდვების

დეპარტამენტის უფროსი

თორნიკე თუთარაშვილი

გაყიდვების დირექტორი

თეგეტა რითეილი

„თეგეტა არის კომპანია, რომელმაც ახალი სტანდარტი

არა მარტო საქართველოს ავტო ინდუსტრიაში, არამედ ამიერკავკასიაში შექმნა, ჩემი მიზანია ამ მაღალი სტანდარტის შენარჩუნება და გაუმჯობესება.

საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს და მჯერა, რომ მიღწევადია ჩემ ძლიერ გუნდთან ერთად.“

“თეგეტა გაძლევს შანს, რომ ყოველ დღე გახდე შენი თავის უკეთესი ვერსია. თეგეტელობა სტატუსია!“

რა არის შენი ჰობი?

ცურვა და მანქანები.

რომელ ფრაზას/სიტყვას იყენებ ყველაზე ხშირად?

გეგმები უნდა შევასრულოთ!

რა არის შენი სუპერძალა?

ერთგულება.

კარიერული გზა:

2007-2008 „თეგეტა მოტორსი“ - გაყიდვების კონსულტანტი 2009 „თეგეტა მოტორსი“ - შესყიდვების და ლოჯისტიკის მენეჯერი 2010-2011 „თეგეტა მოტორსი“ - შესყიდვების და ლოჯისტიკის მენეჯერი 2012-2013 „თეგეტა მოტორსი“ - ახალციხის ფილიალის დირექტორი 2014-2017 „თეგეტა მოტორსი“ - ბათუმის ფილიალის დირექტორი 2018-2019 „თეგეტა მოტორსი“ - ვაკის ფილიალის დირექტორი 2020 „თეგეტა მოტორსი“ - ცენტრალური ფილიალის დირექტორის მოადგილე 2021-2022 „თეგეტა თრაქ ენდ ბას“ - რეგიონული კორპორაციული ჯგუფის უფროსი 2023 „თეგეტა რითეილი“ - გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 2023 „თეგეტა რითეილი“ - კორპორაციული გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი 2024-დღემდე „თეგეტა რითეილი“ - გაყიდვების დირექტორი

თაღიაშვილი მარკეტინგის და გაყიდვების ხელმძღვანელი AUTO GALLERY
ლევან

,,2024 წლიდან AUTOGALLERY-ში მარკეტინგთან ერთად

უკვე გაყიდვების გუნდსაც ვხელმძღვანელობ. ჩვენი

გუნდის მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის

უკეთესი გამოცდილების შეთავაზება იქნება.

ვეცდებით, ის პროცესები, რასაც მომხმარებელი

თითოეულ საფეხურზე გადის იყოს მაქსიმალურად

კომფორტული და რაც მთავარია, გაციფრულებული.”

,,თუ გაქვს მიზანი, რომლისაც მთელი გულით გჯერა, შეუძლებელი არაფერია. რთულ მომენტებში არაერთხელ მინატრია მარტივი ცხოვრება, ან ვიღაც ნაცნობი, რომელიც ერთი ხელის მოსმით მომიგვარებდა ყველა პრობლემას. თუმცა, რაც უფრო მეტია წინააღმდეგობა, უფრო ტკბილია გამარჯვებაც. იმის განცდა, რომ ყველაფერს შრომით და ბრძოლით მიაღწიე, აათმაგებს

ბედნიერების განცდას. „დარჩი მშიერი, დარჩი სულელი“ - სტივ ჯობსის ეს ფრაზა 21-ე საუკუნეში

წარმატების მიღწევის მთავარ რეცეპტად მიმაჩნია.“

ყველაზე კარგი რჩევა რაც მიგიღია?

დღეს ინფორმაცია ყველას აქვს, უბრალოდ მისი უკეთ გაანალიზება უნდა შეძლო.

რომელ ფრაზას/სიტყვას იყენებ ყველაზე ხშირად?

„მთავარია გინდოდეს.“

რა არის შენი სუპერძალა?

გაჩერება უბრალოდ, არ შემიძლია.

კარიერული გზა:

2017-2020 „BMG, Forbes” - ჟურნალისტი

2020-2022 „TV Formula” - Bloomberg-ის წამყვანი

2022-2023 „საქართველოს ბანკი“ - ბრენდ მენეჯერი

2023-დღემდე „Auto Gallery”- მარკეტინგის და გაყიდვების ხელმძღვანელი

ლევან უტიაშვილი ბიზნესის განვითარების მენეჯერი ლოგისტიკის მიმართულებით თეგეტა მოტორსი

„გუნდი არის წარმატების ფორმულის მთავარი

ცვლადი, ჩემი მიზანია თითოეულ თანამშრომელს შევუქმნა გარემო, სადაც შეძლებს იამაყოს

საკუთარი საქმით ან შედეგით.“

„ჩვენი გეგმაა ლოგისტიკური პროცესების ციფრული ტრანსფორმაცია, მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ოპერაციების სინქრონიზაცია და რესურსების ოპტიმალური გამოყენება.“

კარგი მენეჯერი არის...

სწორი ხედვის, ფართო ჰორიზონტის, საკმარისად თვითდაჯერებული გამბედავი ადამიანი.

რა არის შენი ჰობი?

ბუნებაში, განსაკუთრებით მთაში სიარული, კემპინგი, ჰაიკინგი.

რა გაბედნიერებს?

ჩემს შვილებს რომ აქებენ.

კარიერული გზა:

2004-2006 „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ - ფინანსური ანალიტიკოსი

2006-2008 „შპს ბეგი კომპანი“ – ERP მენეჯერი

2008-2016 „აი დი ეს ბორჯომი საქართველო“ - ERP მენეჯერი

2017-2022 „დიპლომატ ჯორჯია“ - ოპერაციების მენეჯერი

2024-დღემდე „თეგეტა მოტორსი“ - ბიზნესის განვითარების მენეჯერი ლოგისტიკის მიმართულებით

მიხეილ კიზირია კერძო კორპორატიული გაყიდვების ჯგუფის უფროსი თეგეტა მოტორსი

„ჩემი მიზნები და მოლოდინები გუნდთან

მიმართებით ემყარება, გუნდის წევრების

ერთსულოვნად მუშაობის ხელშეწყობას , გუნდური პრინციპების გაღრმავებასა და წარმატებული პროექტების შექმნას.“

„თანამშრომლებს, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას ვურჩევდი, რომ არასდროს არ დაკარგონ საკუთარი თავის რწმენა და სულ ჰქონდეთ წინსვლისა და განვითარების მოტივაცია“.

ყველაზე კარგი რჩევა რაც მიგიღია?

იყავი წინსვლაზე ორიენტირებული.

ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეს რას გააკეთებდი?

ჩემს ირგვლივ ყველას ბედნიერს გავხდიდი.

რა გაბედნიერებს?

ოჯახის წევრების ბედნიერება.

კარიერული გზა:

2006 - 2009 „სტრადა აუტო ცენტრი“- გაყიდვების მენეჯერი

2009 - 2012 „ლიბერთი ბანკი“ - საკრედიტო მენეჯერი

2012 - დღემდე „თეგეტა მოტორსი“ - კერძო კორპორატიული გაყიდვების ჯგუფის უფროსი

ნიკუშა სკანაძე

სასაწყობე პროცესების მენეჯერი თეგეტა რითეილი

„ჩემი წარმატების ფორმულა მონდომებასა და საკუთარ თავზე ბევრ მუშაობას გულისხმობს.“

„ჩემი მიზნები გუნდთან მიმართებით კონკრეტულ საქმიანობაში ცნობიერების ამაღლება, მეტად განვითარება, მონდომება და მომხმარებლის ხარისხიანი მომსახურებაა.“

რომელ ფრაზას/სიტყვას იყენებ ყველაზე ხშირად?

“რით დაგეხმაროთ ?”

რა არის შენი ჰობი?

ფეხბურთის თამაში.

რა გაბედნიერებს?

ოჯახი.

კარიერული გზა:

2019-2020 „თეგეტა მოტორსი“ - საწყობის მტვირთავი

2020-2021 „თეგეტა მოტორსი“ - საწყობის აღრიცხვის ოპერატორი 2022-2023 „თეგეტა მოტორსი“ - საწყობის ადმინისტრატორი 2022-2024 „თეგეტა მოტორსი“ - საწყობის მენეჯერი

2024 - დღემდე „თეგეტა რითეილი“ - სასაწყობე პროცესების მენეჯერი

Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.