გზა
წარმატებისაკენ
EMPLOYEE EXPERIENCE
თვითდისციპლინა
ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატებისაკენ! რა განასხვავებთ წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანებს ერთმანეთისგან? თუ ამ კითხვაზე შენი პასუხი არის თანდაყოლილი ნიჭი, გამართლება ან თუნდაც შრომისმოყვარეობა, კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდე. პასუხი, რომელსაც ეძებ, ანუ წარმატების რეცეპტი, თვითდისციპლინაა. განურჩევლად შენი პროფესიისა და როლისა, თვითდისციპლინა საშუალებას მოგცემს, ეფექტურად შეასრულო შესაბამისი საქმე, რაც პროფესიულ განვითარებაში დაგეხმარება. ამ გზამკვლევში კი, ვეცდებით, მოგცეთ რამდენიმე სასარგებლო რჩევა, რომლებიც სამუშაო გარემოში თვითდისციპლინის დანერგვაში დაგეხმარება. მოტივაცია ცვალებადი, არაპროგნოზირებადი შეგრძნებაა, რომელიც ძალიან მარტივად შეიძლება ჩაანაცვლოს პროკრასტინაციას, ანუ იმის სურვილმა, რომ საქმე მომავლისთვის გადადო. დისციპლინა, კი ემოციებზე არ არის დამოკიდებული. იგი გვაძლევს ნებისყოფას, რომ ვიყოთ პროდუქტიულები მაშინაც კი, როდესაც ამის მოტივაცია არ გვაქვს. თვითდისციპლინის ჩამოყალიბების პროცესში პირველი ნაბიჯი მიზნების სწორი განსაზღვრა და პრიორიტეტების დალაგებაა. თუ შენი მიზანი სამუშაო დღის პროდუქტიულად დასრულებაა, წინასწარ გაწერე გეგმა, რომელიც დროის, ენერგიისა და რესურსების ორგანიზების საშუალებას მოგცემს. პროცესში აუცილებლად გაითვალისწინე ისიც, რომ შენი მიზნები პატარ-პატარა სეგმენტებად დაყო, რაც მუშაობის პროცესს უფრო მარტივს გახდის და თავიდან აგარიდებს არასაჭირო სტრესს. პროკასტინაციაც ნაკლებად შეგაწუხებს, თუ გეცოდინება, რომ ყველაფრის ერთიანად გაკეთება არ გიწევს. განვასხვავოთ დისციპლინა მოტივაციისგან
Attainable
ერთი გასროლით დაჭერილი ორი კურდღელი შენი ეფექტურობა პირად ცხოვრებაში, თუ კორპორატიულ გარემოში, მიზნების სწორად განსაზღვრით იწყება. ამ პროცესს კი SMART კრიტერიუმების გათვალისწინება მეტად გაგიმარტივებს: Specific - მიზანი მკაფიო და ცხადი უნდა იყოს. საჭიროა, რომ ბოლომდე გესმოდეს მისი არსი. Measurable - კარგია, თუ მიზანი გაზომვადი იქნება, რაც საშუალებას მოგცემს, მუდამ ადევნო თვალი პროგრესს.
- დაფიქრდი, რამდენად რეალისტურია მიზანი, რომელიც დაისახე. გაწვდება შენი რესურსები მის შესრულებას? Relevant - შენი დასახული მიზანი თანხვედრაში უნდა იყოს კომპანიის მისწრაფებებთან. Time-bound - მიზნის დროში გაწერა მნიშვნელოვანია. ეს სასარგებლო იქნება როგორც შენთვის, ისე კომპანიისთვის - შენ თვითდისციპლინაში გაივარჯიშებ, კომპანიის საქმე კი თავის დროზე შესრულდება. შეისვენე ! გაითვალისწინე, რომ თვითდისციპლინა არ ნიშნავს გაუჩერებელ მუშაობას. ასე გადაიწვები და გაგიჭირდება საქმის სრულფასოვნად შესრულება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, შენს თავს დასვენების საშუალება მისცე და განახლებული ძალებით გააგრძელო საქმიანობა. შეგიძლია, გამოყო დრო განტვირთვისთვის - წაიკითხო შენი საყვარელი წიგნი, მოუსმინო მუსიკას, გაისეირნო.
შეინარჩუნე კონცენტრაცია თვითდისციპლინის გამომუშავების პროცესში ყურადღება შეიძლება მარტივად გაგეფანტოს. საქმე რომ გაიმარტივო, ეცადე, სამუშაო სივრცეში შეამცირო ის ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გაგირთულოს კონცენტრაცია.
თვითდისციპლინა ვერ იარსებებს თავდაჯერებულობის გარეშე. იყავი დარწმუნებული, რომ შენი ქმედებები შედეგს გამოიღებს და დასახულ მიზანს მიაღწევ. საკუთარი თავის რწმენა შეგიძლია შინაგანი ვალიდაციით მოიპოვო, რაც ყოველი პატარა წარმატების აღნიშვნით იწყება. თვითდისციპლინის გამომუშავების პროცესს მოთმინებით მიუდექი. როგორც ნებისმიერ სხვა უნარს, მის დასწავლასაც დრო და ვარჯიში სჭირდება. თუ რაიმე არ გამოგივა, ნუ იქნები მკაცრი საკუთარი თავის მიმართ, არც უკან დაიხიო. ამის მაგივრად კარგ შედეგებზე ფოკუსირდი და შემდეგ დღეს ახლიდან სცადე. აღნიშნე შენი წარმატება იყავი მომთმენი! ასე აუცილებლად მიაღწევ წარმატებას!
გახსოვდეს,