Skip to main content

ლიდერები ოქტომბერი-ნოემბერი

Page 1

გივი მაღლაკელიძე ქუთაისის ფილიალის მმართველი | „თეგეტა მოტორსი“


ჩემთვის წარმატების ფორმულა არის, ვაკეთო ის საქმე რაც მიყვარს და არ შევწყვიტო განვითარება სწორი მიმართულებით. ჩემი კარიერული გზა გამოწვევებით იყო სავსე, მაგრამ სწორედ ამ გამოწვევებმა მაჩვენა, სად ვიყავი ძლიერი და სად მჭირდებოდა განვითარება.

01

რა გაბედნიერებს? ადამიანების დახმარება და სიყვარული

02 რა არის შენი სუპერძალა? ჩემი ხასიათი

03 რა არის ის 3 უნარი, რაც ადამიანს წარმატების

მიღწევაში დაეხმარება? როდესაც პრობლემას იღებ როგორც ამოცანას და არა როგორც დაბრკოლებას, როცა შეგიძლია მოუსმინო და გაიზიარო, როდესაც მიზანს მიზნად აქცევ

კარიერული ბიოგრაფია: 2025 – დღემდე

ქუთაისის ფილიალის მმართველი - ,,თეგეტა მოტორსი’’ 2025

სერვისის მენეჯერი - ,,თეგეტა მოტორსი’’ 2024-2025

ფილიალის ხელმძღვანელის მოადგილე - ,,თეგეტა მოტორსი’’ 2021-2024

სერვისის მენეჯერი - ,,თეგეტა მოტორსი’’ 2020-2021

სერვისის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი - ,,თეგეტა მოტორსი’’ 2018-2020

კორპორატიული მომსახურების ოფიცერი - ,,თეგეტა მოტორსი’’ 2009-2018

აღრიცხვის ოპერატორი - ,,თეგეტა მოტორსი’’


გიორგი კიკვაძე გაყიდვების შემდგომი მომსახურების ხელმძღვანელი | “პორშე ცენტრი თბილისი ”


ჩემი კარიერული გზა იყო ეტაპობრივი და სავსე გამოწვევებით, რაც მიმაჩნია დიდ უპირატესობად. მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის აღება, სწავლის სურვილი და უკუკავშირის მიღება.

01

რომელ ფრაზას/სიტყვას იყენებ ყველაზე ხშირად? ვცადოთ

02 ყველაზე კარგი რჩევა რაც მიგიღია?

არ სცადო ყველაფრის მარტო გაკეთება - სწორი ადამიანების შერჩევა უკვე ნახევარი გამარჯვებაა

03 რა არის შენი ჰობი?

აქტიური დასვენება და ახალი გამოცდილებების დაგროვება - რაც მეხმარება სხვანაირი პერსპექტივით ფიქრში

კარიერული ბიოგრაფია: 2025-დღემდე

გაყიდვების შემდგომი მომსახურების ხელმძღვანელი - “პორშე ცენტრი თბილისი ” 2025

ტექნიკური ტრენერი - „ტოიოტა კავკასია“ 2024-2025

ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი - „ტოიოტა კავკასია“ 2022-2024

ტექნიკური ტრენინგების განვითარების სამსახურის კოორდინატორი „თეგეტა აკადემია“ 2021-2022

ფილიალის დირექტორი - „თეგეტა მოტორსი“ 2019-2021

ტექნიკური ტრენერი - „თეგეტა აკადემია“ 2017-2019

გაყიდვების კონსულტანტი - „თეგეტა მოტორსი“


სოფიო ნიჟარაძე საბუღალტრო განყოფილების ხელმძღვანელი | „თეგეტა მოტორსი“


ნებისმიერი მარცხი ჩემთვის არაა შემაფერხებელი ფაქტორი — ის მხოლოდ მაძლიერებს და მიზნისკენ წინსვლის სტიმულს მაძლევს. ჩემს კარიერულ წინსვლას ვაფასებ, როგორც დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ პროცესს, რომელიც ნამდვილად არ ყოფილა მარტივი.

01

ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეს რას გააკეთებდი? დროს გავაჩერებდი

02 კარგი მენეჯერი არის...

კარგი მენეჯერი არის ის, ვინც გუნდთან ერთად გადაჭრის გამოწვევებს და ის, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შედეგი, არამედ გუნდის ზრდაც

03 რა არის ის 3 უნარი, რაც ადამიანს წარმატების მიღწევაში დაეხმარება?

მოთმინება, შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა კარიერული ბიოგრაფია: 2025-დღემდე

საბუღალტრო განყოფილების ხელმძღვანელი - “თეგეტა მოტორსი” 2025-2025

საბუღალტრო განყოფილების ხელმძღვანელი - „თეგეტა რითეილი“ 2023-2024

მთავარი ბუღალტრის მოადგილე - „თეგეტა რითეილი“ 2023-2024

მთავარი ბუღალტერი - „დეკოლაინი“ 2022-2023

ბუღალტერი - „ფორმენი“ 2020-2022

ბუღალტრის ასისტენტი - „EBAY GEORGIA“ 2019-2020

ბუღალტერი - „თეგეტა მოტორსი“


2025


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
ლიდერები ოქტომბერი-ნოემბერი by Tegeta Motors - Issuu