Skip to main content

ლიდერები - აგვისტო 2026

Page 1

არჩილ ბერიძე ავტობუსების ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელი ,,თეგეტა თრაქ ენდ ბას”


ჩემთვის წარმატების ფორმულა არის საქმის სიყვარული, ერთგულება და მუდმივი განვითარება - მიზნისკენ სწორი გზით სვლა და საკუთარი საქმის სრულყოფისკენ სწრაფვა. სულ რაღაც 10 წლის წინ, ამ მიმართულებით ჩვენი გამოცდილება საკმაოდ მწირი იყო. დღეს კი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც, იშვიათად მოიძებნება მსგავსი გამოცდილების კომპანია, რომელიც 700-მდე საქალაქო ავტობუსს უწყვეტად, კვირაში 7 დღე და დღეში 15 საათის განმავლობაში ემსახურება.

01

ყველაზე კარგი რჩევა რაც მიგიღია? წარუმატებლობა მივიღო გამოწვევად და გამოწვევა ვაქციო შესაძლებლობად.

02 რა გაბედნიერებს? ახლობლების გარემოცვაში ყოფნა.

03 რა არის შენი სუპერძალა? ყველა ადამიანში დავინახო პოზიტივი.

კარიერული ბიოგრაფია: 2026-დღემდე ავტობუსების ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელი - „თეგეტა თრაქ ენდ ბას“

2024-2025 შემდგომი მომსახურების მიმართულების ხელმძღვანელი - JLR (GT-Motors)

2021-2024 გენერალური დირექტორი - გლობალ ასისტანს საქართველო (voovly.ge)

2011-2021 შემდგომი მომსახურების მიმართულების ხელმძღვანელი - „თეგეტა თრაქ ენდ ბას“

2010-2011 მთავარი სპეციალისტი - აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო

2007 სტაჟიორი / დროებითი თანამშრომელი - Daimler AG


თათია ცისკარაული სასაქონლო მარაგების ოპტიმიზაციის ჯგუფის უფროსი ,,თეგეტა მოტორსი”


კარიერა ერთ დღეში არ შენდება. მთავარია, ყოველდღე ერთი ნაბიჯით წინ წახვიდე. ჩემი მიზანია, მარაგების ოპტიმიზაცია მხოლოდ არსებული პროცესების მართვას არ ემსახურებოდეს. მინდა, გუნდი წინასწარ ხედავდეს საჭიროებებს, სწრაფად პოულობდეს გაუმჯობესების შესაძლებლობებს და საბოლოო შედეგზე იყოს ორიენტირებული.

01

რომელ ფრაზას/სიტყვას იყენებ ყველაზე ხშირად? გამოსავალი ყოველთვის არსებობს.

02 რა არის შენი ჰობი? ქსოვა.

03 რა არის შენი სუპერძალა? რთულ სიტუაციებში გამოსავალის პოვნა.

კარიერული ბიოგრაფია: 2026-დღემდე სასაქონლო მარაგების ოპტიმიზაციის ჯგუფის უფროსი - „თეგეტა მოტორსი“

2023-2026 სასაქონლო მარაგების ოპტიმიზაციის მენეჯერი - „თეგეტა მოტორსი“

2022-2023 შესყიდვების მენეჯერი - „თეგეტა რითეილი“

2021–2022 კონსულტანტიოპერატორი - „თეგეტა მოტორსი“ შესყიდვების - „თეგეტა ქონსთრაქშენი“

2014–2018 მოლარე-ოპერატორი - „თეგეტა მოტორსი“


გივი გოგაბერიშვილი ინფრასტრუქტურის მართვის მენეჯერი

,,თეგეტა მოტორსი”


ჩემს კარიერულ წინსვლას პირველ რიგში მუდმივ განვითარებასა და საკუთარ თავზე მუშაობას დავუკავშირებდი. ეს გზა ყოველთვის მარტივი არ ყოფილა, თუმცა სწორედ აღნიშნული გამოწვევები დამეხმარა პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში. ,,თეგეტა” ჩემთვის არის შესაძლებლობა, ვიყო იმ გუნდის ნაწილი, რომელიც მუდმივ განვითარებაზე, ხარისხსა და ადამიანებზეა ორიენტირებული. სწორედ ეს გარემო და საერთო მიზნებისკენ სწრაფვა მაძლევს მოტივაციას, რომ ჩემი გამოცდილება და შესაძლებლობები კომპანიის განვითარებას მოვახმარო.

01

ყველაზე კარგი რჩევა რაც მიგიღია? არ შეგეშინდეს პასუხისმგებლობის აღების.

02 ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეს რას გააკეთებდი?

ვისურვებდი, რომ ყველა პრობლემა მის წარმოშობამდე მოგვარდეს.

03 ვინ იქნებოდი შენ რომ არ ყოფილიყავი? ალბათ ინჟინერი.

კარიერული ბიოგრაფია:

2026-დღემდე ინფრასტრუქტურის მართვის მენეჯერი - ,,თეგეტა მოტორსი”

2023-2026 ინფრასტრუქტურის მართვის მენეჯერი -,,საქართველოს ბანკი”

2021-2023 შესყიდვების მენეჯერი - შპს „ბრენდ არ“


ირინე წეროძე დირექტორი

,,თეგეტა აკადემია”


ჩემი ხედვა ერთ მთავარ იდეას ეყრდნობა - „თეგეტა აკადემია“ უნდა გადაიზარდოს კომპანიის შიდა ტრენინგ ცენტრიდან საავტომობილო და მომიჯნავე სექტორების უნარების ეკოსისტემის წამყვან ცენტრად საქართველოში. გუნდთან ურთიერთობაში ჩემი მთავარი პრინციპია ერთიანი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც საერთო იდეასა და მიზანს იზიარებს და მხოლოდ დავალებების შესრულებით არ შემოიფარგლება. ამის საფუძველია ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა, სადაც თითოეული თანამშრომელი თავს რეალიზებულად, დაფასებულად და ბედნიერად გრძნობს.

01

კარგი მენეჯერი არის… ის, ვისაც მაღალი ემოციური ინტელექტი აქვს.

02 რა არის შენი ჰობი? ცხენზე ჯირითი.

03 ვინ იქნებოდი შენ რომ არ ყოფილიყავი? მოდის ბლოგერი. კარიერული ბიოგრაფია:

2026-დღემდე დირექტორი - „თეგეტა აკადემია“

2021-დღემდე მოწვეული ლექტორი, მაგისტრატურის პროგრამა „უნარების განვითარება“ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

2021-2025 კერძო სექტორთან ურთიერთობის კომპონენტის ხელმძღვანელი - USAID-ის დაფინანსებული Industry-Led Skills Development Program (IESC)

2019-2020 საბჭოს წევრი - European Training Foundation (ETF)

2019-2020 კონსულტანტი - მსოფლიო ბანკი

2015-2020 პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

2010-2014 რეგიონული კოორდინატორი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

2007-2009 ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - USAID ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა


გიორგი რობაქიძე ფინანსური დაგეგმვისა და ანალიზის მენეჯერი ,,თეგეტა მოტორსი”


ვეცდები, მაქსიმალურად კარგი სამუშაო გარემო შევუქმნა გუნდს, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, თავისი საქმე ხარისხიანად, კომფორტულ გარემოში აკეთოს. კარიერული განვითარების გზა ახლაც რთულია თუმცა, სწორედ ეს სირთულეები ხდის მას საინტერესოს და განვითარების შესაძლებლობით აღსავსეს.

01

რომელ ფრაზას/სიტყვას იყენებ ყველაზე ხშირად? გისმენთ.

02 რა გაბედნიერებს?

საყვარელ ადამიანებთან ერთად გართობა.

03 ყველაზე კარგი რჩევა რაც მიგიღია? თუ რამე არ იცი სხვას მაინც მოუსმინე.

კარიერული ბიოგრაფია: 2026-დღემდე ფინანსური დაგეგმვისა და ანალიზის მენეჯერი - „თეგეტა მოტორსი“

2024-2026 ფინანსური დაგეგმვისა და ანალიზის მენეჯერი - JTI Caucasus

2021-2024 უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი - Diplomat Georgia

2020-2021 ფინანსური ანალიტიკოსი - Precision Services

2018-2020 უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი - Agro Motors


ნიკა ლოლუა გაყიდვების ჯგუფის უფროსი

,,თეგეტა მოტორსი”


ჩემი მიზანია, საკუთარი გამოცდილების გამოყენებით ხელი შევუწყო არსებული სამუშაო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას, რაც საბოლოოდ აისახება კომპანიის წარმატებაზე. გუნდისგან ველოდები ღია კომუნიკაციას, ურთიერთმხარდაჭერას და ჯანსაღ პროფესიულ ამბიციებს. მჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევითა და ცოდნის გაზიარებით შევძლებთ ყველა სირთულე გადავლახოთ.

01

ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეს რას გააკეთებდი? ძალიან ბევრ სიკეთეს.

02 რა არის შენი ჰობი?

მოგზაურობა, ბუნების წიაღში დასვენება და თევზაობა.

03 ვინ იქნებოდი შენ რომ არ ყოფილიყავი? უნივერსალური ჯარისკაცი.

კარიერული ბიოგრაფია:

2026-დღემდე გაყიდვების ჯგუფის უფროსი - ,,თეგეტა მოტორსი”

2014-2016 სამუშაოთა მწარმოებელი - სს „არქეოპოლისი“

2013-2014 უმცროსი საკრედიტო ოფიცერი - მიკრობანკი კრისტალი


2026


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
ლიდერები - აგვისტო 2026 by Tegeta Motors - Issuu