გიორგი ესებუა ვაკის ფილიალის მმართველი | „თეგეტა მოტორსი“
ჩემთვის წარმატების საფუძველი შრომისმოყვარეობა, დეტალებისადმი ყურადღება და მიზანდასახულობაა. ვფიქრობ, ჩვენი საერთო მიზანია მეგობრული გუნდის შექმნა, რომელიც მზად იქნება ახალი გამოწვევებისა და საუკეთესო შედეგებისთვის.
01
ყველაზე კარგი რჩევა რაც მიგიღია? დიდი წარმატებები და საქმეები პატარა ნაბიჯებით იქმნება.
02 რომელ ფრაზას/სიტყვას იყენებ ყველაზე ხშირად? გავაკეთებთ.
03 რა არის შენი სუპერძალა? ინტუიცია.
კარიერული ბიოგრაფია: 2026-დღემდე ვაკის ფილიალის მმართველი - „თეგეტა მოტორსი“
2025-2026 გაყიდვების მენეჯერი - “Liqui Moly - Lotus“
2024-2025 კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი - „თეგეტა მოტორსი“
2022-2024 კორპორაციული ჯგუფის უფროსი - „თეგეტა მოტორსი“
2021-2022 VIP მომსახურების მენეჯერი - „თეგეტა მოტორსი“
2020-2021 გაყიდვების კონსულტანტი - „თეგეტა მოტორსი“
ლიკა გუჯეჯიანი კონტაქტ ცენტრის ხელმძღვანელი | „თეგეტა მოტორსი“
ჩემს კარიერულ გზას მუდმივი განვითარების, ახალი შესაძლებლობების ძიებისა და პასუხისმგებლობის ზრდის პროცესად შევაფასებდი. ,,თეგეტა” ჩემთვის არის ძლიერი ბრენდი და დიდი შესაძლებლობების მქონე ორგანიზაცია. განსაკუთრებით საინტერესოა ისეთ გარემოში მუშაობა, სადაც კომპანიის მასშტაბი და მიზნები იძლევა სივრცეს ახალი ხედვების განხორციელებისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების შექმნისთვის.
01
ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეს რას გააკეთებდი? ყველა ბავშვს მივცემდი შესაძლებლობას, გაიზარდოს სიყვარულითა და ზრუნვით სავსე, უსაფრთხო გარემოში.
02 ყველაზე კარგი რჩევა რაც მიგიღია? არ დაელოდო იდეალურ დროს, გაბედე და გადადგი პირველი ნაბიჯი.
03 კარგი მენეჯერი არის... ლიდერი, რომელიც ხედავს შესაძლებლობებს, აერთიანებს ადამიანებს საერთო მიზნის გარშემო და ქმნის გარემოს, სადაც გუნდი საუკეთესო შედეგს აღწევს.
კარიერული ბიოგრაფია: 2026-დღემდე კონტაქტ ცენტრის ხელმძღვანელი - „თეგეტა მოტორსი“
2023-2026
კონტაქტ ცენტრის ხელმძღვანელი - „პროკრედიტ ბანკი საქართველო“
2021-2023
საცალო ბანკინგის განვითარების კოორდინატორი - „პროკრედიტ ბანკი საქართველო“
2018-2021
კონსულტანტი - „თეგეტა მოტორსი“ ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი - „პროკრედიტ ბანკი საქართველო“
2017-2018
არასაკრედიტო ბექ ოფისის სპეციალისტი - „პროკრედიტ ბანკი საქართველო“
2017
კლიენტთა მრჩეველი - „პროკრედიტ ბანკი საქართველო“
2017
სტაჟიორი - „პროკრედიტ ბანკი ბულგარეთი“
ალექსანდრე მორჩაძე ფინანსური ბიზნეს პარტნიორი | ,,თეგეტა მოტორსი”, ,,თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთ”, ,,თეგეტა თრაქ ენდ ბას”
კარიერის დასაწყისში მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი მრავალფეროვანი გამოცდილება მიიღო, არ შეგეშინდეს ახალი გამოწვევების და მუდმივად ისწავლო, რაც დაგეხმარება უკეთ აღმოაჩინო საკუთარი შესაძლებლობები, ინტერესები და მიმართულება, რომელშიც გინდა, განვითარდე. ჩემთვის ,,თეგეტა” 31-წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაა, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტაციისა და მუდმივი განვითარების უნარი.
01
რა არის შენი ჰობი? მოტოციკლით მოგზაურობა.
02 პერსონაჟი, რომელსაც გამსგავსებენ? Kevin-ს, Home Alone -დან.
03 რა გაბედნიერებს? ბუნებაში ყოფნა.
კარიერული ბიოგრაფია:
2026-დღემდე ფინანსური ბიზნეს პარტნიორი - ,,თეგეტა მოტორსი”, ,,თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთ”, ,,თეგეტა თრაქ ენდ ბას”
2024-2026 ფინანსური ბიზნეს პარტნიორი - “APM Terminals“
2022-2024 ფინანსური მენეჯერი - „ქართული აგრო სახლი“
2019-2022 აუდიტის ასოცირებული სპეციალისტი (Audit Associate) - “PwC“
ნესტანი ბაშარული მოთხოვნისა და მარაგების დაგეგმვის სამსახურის ხელმძღვანელი | „თეგეტა მოტორსი“
ჩემი მიზანია, შევქმნათ ძლიერი და ერთიანი გუნდი, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება განვითარებისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება. თანამშრომლებს, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას ვურჩევდი, არ შეეშინდეთ სიახლეებისა და გამოწვევების. იყვნენ ცნობისმოყვარეები, იზრუნონ განვითარებაზე და რაც ყველაზე მთავრია, დარწმუნდნენ რომ ზუსტად იმ საქმეს აკეთებენ, რომელიც აბედნიერებთ.
01
რა გაბედნიერებს? მოგზაურობა.
02 რა არის შენი სუპერძალა?
ახალი გამოწვევების, შიშის გარეშე მიღება.
03 რა არის ის 3 უნარი, რაც ადამიანს წარმატების მიღწევაში დაეხმარება?
პასუხისმგებლობის გრძნობა, მიზანდასახულობა და საკუთარი საქმის სიყვარული. კარიერული ბიოგრაფია:
2026-დღემდე მოთხოვნისა და მარაგების დაგეგმვის სამსახურის ხელმძღვანელი - „თეგეტა მოტორსი“
2025-2026 ანალიტიკური ჯგუფის უფროსი - „თეგეტა მოტორსი“
2023-2025 საოპერაციო ანალიტიკოსი - „თეგეტა მოტორსი“
2022-2023 პორტფელური რისკების ანალიტიკოსი - „ლიბერთი ბანკი“
2021-2023 მონაცემთა ანალიტიკოსი - „ნეოლეთი“
2021 სტაჟიორი საოპერაციო ბიზნესის განვითარების ლიგაში - „თიბისი ბანკი“
კახა კოხოძე ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის მოადგილე | ,,თეგეტა მოტორსი”
ჩემთვის წარმატების ფორმულა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის ერთობლიობაა: მიზნის სწორად განსაზღვრა, პასუხისმგებლობა, დისციპლინა, გუნდური მუშაობა და მუდმივი განვითარება.
ჩემი მთავარი მიზანია, შევქმნა გუნდი, სადაც თითოეულ თანამშრომელს გაცნობიერებული ექნება საკუთარი პასუხისმგებლობა და როლი საერთო წარმატებაში.
01
ყველაზე კარგი რჩევა რაც მიგიღია? ყოველთვის ეცადე, გუშინდელ საკუთარ თავზე უკეთესი იყო.
02 კარგი მენეჯერი არის...
ადამიანი, რომელიც შედეგებთან ერთად, გუნდის მხარდაჭერასა და განვითარებაზეც ზრუნავს.
03 რა არის ის 3 უნარი, რაც ადამიანს წარმატების მიღწევაში დაეხმარება?
კომუნიკაციის, ადაპტაციისა და თვითდისციპლინის უნარი.
კარიერული ბიოგრაფია: 2026-დღემდე ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის მოადგილე - „თეგეტა მოტორსი“
2026 ტრანსპორტის მენეჯერი - „თეგეტა ლოჯისტიკი“
2021-2026 შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი - „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“
2018 - 2021 აქსესუარების მენეჯერი - „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“
2016 - 2018 სერვის ედვაიზერი - „ტოიოტა ცენტრი თეგეტა”
2026