ვახტანგი აბულაძე სერვისის მენეჯერი
“თეგეტა მოტორსი”
ჩემი მიზანია სერვისის პროცესების კიდევ უფრო ეფექტიანად ორგანიზება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და გუნდის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ახალ თანამშრომლებს, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას, ვურჩევდი, რომ არ შეეშინდეთ გამოწვევების, მაქსიმალურად გამოიყენონ თითოეული შესაძლებლობა და მუდმივად იზრუნონ საკუთარი ცოდნის გაღრმავებაზე.
01
ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეს, რას გააკეთებდი? ადამიანების ცხოვრებას უფრო მეტ სიმშვიდესა და სიხარულს შევმატებდი.
02 გყავს თუ არა შინაური ცხოველი? კი, ძაღლი რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარია, სათქმელს ყოველთვის ქცევით გადმოსცემს და მოუთმენლად მელოდება თუ როდის დავბრუნდბი სახლში.
03 რა არის ის 3 უნარი, რაც ადამიანს წარმატების მიღწევაში დაეხმარება?
დისციპლინა, შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის გრძნობა. კარიერული ბიოგრაფია:
2026-დღემდე
სერვისის მენეჯერი - „თეგეტა მოტორსი” 2023-2026
სექტორის მენეჯერი - „თეგეტა მოტორსი” 2022-2023
აღრიცხვის ოპერატორი - „თეგეტა მოტორსი”
ზურაბ კაცია ლოგისტიკის დირექტორი
“თეგეტა მოტორსი”
,,თეგეტა” არის კომპანია, რომელიც მუდმივად ვითარდება, ქმნის ახალ შესაძლებლობებს და არ უშინდება მასშტაბურ გამოწვევებს. ,,თეგეტელობა” ჩემთვის ნიშნავს პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობას, გუნდურობას და მუდმივ სწრაფვას უკეთესი შედეგებისკენ. თანამშრომლებს, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას ვურჩევდი, რომ არ შეეშინდეთ პასუხისმგებლობის აღებისა და ახალი გამოწვევების.
01
ყველაზე კარგი რჩევა რაც მიგიღია? ყველგან და ყოველთვის დარჩი ადამიანად.
02 კარგი მენეჯერი არის...
ლიდერი, რომელიც უსმენს თანამშრომლებს, იღებს რთულ გადაწყვეტილებებს და მაგალითს საკუთარი ქმედებით აძლევს.
03 რა გაბედნიერებს? მზე. კარიერული ბიოგრაფია: 2026-დღემდე
ლოგისტიკის დირექტორი - ,,თეგეტა მოტორსი” 2025-2026
ლოგისტიკის ხელმძღვანელი - ,,თეგეტა მოტორსი” 2025
ოპერაციული დირექტორი (COO) - ,,ალტა” 2008–2020
სხვადასხვა პოზიცია - მიწოდების ჯაჭვის / ლოგისტიკის სფეროში
მარიამ დიასამიძე ფინანსური დაგეგმვის, ბიუჯეტირებისა და რეპორტინგის განყოფილების ხელმძღვანელი
"Tegeta Cars"
კარიერული წინსვლის გზა, მოითხოვდა მოთმინებასა და შრომას, თუმცა საბოლოოდ ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება შემძინა. ფინანსური სფერო ბავშვობიდან იყო ჩემთვის ნაცნობი, რადგან ოჯახის ყველა წევრი ამ მიმართულებით მუშაობდა.
01
ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეს რას გააკეთებდი? მინდა, რომ ყველა ქალს ჰქონდეს ფინანსური დამოუკიდებლობა და თვითრწმენა, რათა საკუთარი ცხოვრება თავად მართოს და არჩევანი თავისუფლად გააკეთოს.
02 რომელ ფრაზას/სიტყვას იყენებ ყველაზე ხშირად? ყველაფერი კარგად იქნება..
03 რა გაბედნიერებს? მაბედნიერებს ბევრი რამ, რადგან ვფიქრობ, რომ ბედნიერება სწორედ წვრილმანებშია. კარიერული ბიოგრაფია:
2026-დღემდე
ფინანსური დაგეგმვის, ბიუჯეტირებისა და რეპორტინგის განყოფილების ხელმძღვანელი - "Tegeta Cars" 2025-2026
უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი - "Tegeta Cars" 2022-2024
ფინანსური ანალიტიკოსი - "Tegeta Cars" 2021-2022
ფინანსური ანალიტიკოსი - "Tegeta Rentals" 2018-2021
ბუღალტერი - "Tegeta Rentals" 2017-2018
მოლარე-ოპერატორი - "Toyota Center Tegeta"
ნიკა ყოჩიაშვილი დირექტორი
„სკანდინავიან ავტო თეგეტა"
წარმატება ჩემთვის არის სწორი ადამიანების, სწორი მიზნებისა და თანმიმდევრული მოქმედების ერთობლიობა. ,,თეგეტა” ჩემთვის არის კომპანია, რომელმაც წლების განმავლობაში შეძლო ბაზარზე დამკვიდრება და ლიდერობის შენარჩუნება მუდმივი განვითარების, პროფესიონალიზმისა და ამბიციური ხედვის დამსახურებით.
01
ყველაზე კარგი რჩევა რაც მიგიღია? ყოველთვის იმაზე მეტი გააკეთე, ვიდრე შენგან ელიან.
02 ვინ იქნებოდი შენ რომ არ ყოფილიყავი? მუსიკოსი / მსახიობი.
03 რა არის შენი სუპერძალა? სიმშვიდე. კარიერული ბიოგრაფია: 2026-დღემდე
დირექტორი - "სკანდინავიან ავტო თეგეტა" 2024-2025
კატეგორიის უფროსი გუნდის ლიდერი - "Diplomat Georgia" 2019-2024
თრეიდ მარკეტინგის გუნდის ლიდერი - "Diplomat Georgia" 2016-2019
უფროსი ბრენდ მენეჯერი - "Diplomat Georgia" 2016
გლობალური ბრენდ მენეჯერი - "Chateau Mukhrani Winery" 2015-2016
ბრენდ მენეჯერი - "Sharm Trading" 2012-2014
უმცროსი ბრენდ მენეჯერი - "Sharm Trading"
2026