დავით წულუკიძე უფროსი სერვისის მრჩეველი
შპს ,,თეგეტა პრემიუმ ვიიქელს”
,,თეგეტა” ჩემთვის მხოლოდ კომპანია არ არის, ეს არის გარემო, რომელმაც მომცა შესაძლებლობა ავტომობილების მიმართ ბავშვობიდან არსებული ინტერესი პროფესიად მექცია. ჩემთვის კარიერული წინსვლა მნიშვნელოვანი და გამოწვევებით სავსე გზა იყო. ახალი ცოდნის მიღებამ, გამოცდილებამ და მაღალი სტანდარტების გარემოში მუშაობამ მნიშვნელოვანი გამოცდილება შემძინა. დღეს კი ვფიქრობ არა მხოლოდ ინდივიდუალურ შედეგებზე, არამედ გუნდის განვითარებასა და საერთო წარმატებაზე.
01
კარგი მენეჯერი არის... ის ვინც, შედეგს იღებს ჯგუფის დახმარებით და თავად აჩვენებს იმ სტანდარტს, რომელსაც გუნდის წევრებისგან მოითხოვს.
02 რა გაბედნიერებს? საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა.
03 რა არის შენი სუპერძალა? ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება.
კარიერული ბიოგრაფია: 2026-დღემდე უფროსი სერვისის მრჩეველი - შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს“
2023-2026 სერვისის მრჩეველი - შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს“
2022-2023 გაყიდვების უმცროსი სპეციალისტი - შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს“
2021-2022 გაყიდვების მენეჯერი - „MC Trans“
დავითი ყურაშვილი თელავის ფილიალის მმართველი
“თეგეტა მოტორსი”
,,თეგეტელობა” ჩემთვის ნიშნავს პასუხისმგებლობას, ერთიანობას და იმ ღირებულებების გაზიარებას, რომელსაც კომპანია ემსახურება. ჩემი მიზანია, შევქმნა ძლიერი, მოტივირებული და შედეგებზე ორიენტირებული გუნდი, სადაც თითოეული თანამშრომელი საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებს.
01
რომელ ფრაზას/სიტყვას იყენებ ყველაზე ხშირად? ყველაფერი შესაძლებელია.
02 რა არის შენი ჰობი? მოგზაურობა
03 რა არის ის 3 უნარი, რაც ადამიანს წარმატების
მიღწევაში დაეხმარება? ჩემი აზრით, კარიერულ წინსვლაში ყველაზე მეტად გვეხმარება: პასუხისმგებლობა, განვითარება და ადამიანებთან სწორი კომუნიკაცია.
კარიერული ბიოგრაფია: 2026-დღემდე ფილიალის მმართველი - „თეგეტა მოტორსი“
2019-2026 ფილიალის დირექტორი - შპს „ამბოლი“
2018-2019 კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი - „თეგეტა მოტორსი“
2014–2018 კონსულტანტი - „თეგეტა მოტორსი“
ლაშა ლებანიძე ფინანსური დაგეგმვისა და ანალიზის მენეჯერი
,,თეგეტა მოტორსი”
ჩემთვის წარმატების ფორმულა მკაფიო მიზნის დასახვა, პასუხისმგებლობის აღება, დისციპლინის შენარჩუნება და არჩეული გზის თანმიმდევრულად გაგრძელებაა. მე, როგორც მენეჯერი, ვეცდები გუნდის თითოეული წევრის საუკეთესო თვისება და უნარი გავაღვივო და მივცე მათ სწორი მიმართულება. ერთმანეთისთვის გამოცდილებისა და ინიციატივების გაზიარებით შევძლებთ კომპანიისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევას.
01
რა არის შენი ჰობი? თხილამურებით სრიალი და ფეხბურთის თამაში.
02 რა გაბედნიერებს?
ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გატარება.
03 რა არის ის 3 უნარი, რაც ადამიანს წარმატების მიღწევაში დაეხმარება?
ნებისყოფა, კომუნიკაცია, ადაპტაცია.
კარიერული ბიოგრაფია:
07. 2026-დღემდე ფინანსური დაგეგმვისა და ანალიზის მენეჯერი - ,,თეგეტა მოტორსი”
03. 2025-06. 2026 მძიმე და სპეცტექნიკის მიმართულების ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე - „თეგეტა“
2024-2026 უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი - „თეგეტა“
2023-2024 უფროსი აუდიტორი - Ernst & Young (EY)
2022-2023 აუდიტორი - Ernst & Young (EY)
2021-2022 აუდიტორი - სახელმწიფო აუდიტის სამსახური
2020-2021 უფროსი აუდიტორ-ასისტენტი - სახელმწიფო აუდიტის სამსახური
2019-2020 აუდიტორ-ასისტენტი - სახელმწიფო აუდიტის სამსახური
2018-2019 სტაჟიორი - სახელმწიფო აუდიტის სამსახური
ნათია ბეჟანიშვილი შოურუმის საოპერაციო მენეჯერი
,,თეგეტა მოტორსი”
თანამშრომლებს, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას, ვურჩევდი, არ იჩქარონ და საკუთარ თავს დრო მისცენ. რაც მთავარია, იპოვონ საქმე, რომლის კეთებაც მათთვის საინტერესოა. ჩემი წარმატების ფორმულა ადამიანებთან სწორი ურთიერთობაა. კარგი შედეგი მხოლოდ ინდივიდუალური ძალისხმევით არ მიიღწევა. მნიშვნელოვანია ძლიერი გუნდი, სწორი კომუნიკაცია და ერთიანი ხედვა საერთო მიზნისთვის.
01
ყველაზე კარგი რჩევა რაც მიგიღია? არ შეგეშინდეს ცვლილებების.
02 ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეს რას გააკეთებდი? დროის ასე სწრაფად გასვლას შევანელებდი.
03 პერსონაჟი, რომელსაც გამსგავსებენ? Mulan-ს მამსგავსებდნენ ბავშვობაში.
კარიერული ბიოგრაფია: 2026-დღემდე შოურუმის საოპერაციო მენეჯერი - „თეგეტა მოტორსი“
2025-2026 პაციენტთა მომსახურების განყოფილების უფროსი - ,,ნინო ბერიძის კლინიკა”
2023-2025 კომერციული პროექტების განყოფილების უფროსი - ,,კავკასიის მედიცინის ცენტრი”
2021-2023 პაციენტთა მომსახურების განყოფილების უფროსი - ,,კავკასიის მედიცინის ცენტრი”
2016-2021 რეგისტრატურის უფროსი - ,,კავკასიის მედიცინის ცენტრი”
2014-2016 რეგისტრატურის უფროსი - „ევექსი“
2026