2
ცათა სასუფევლისკენ
2019 წლის ქალთა მსახურების ძირითადი თემა იქნება „ცათა სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე“. პავლე ფილიპელებს სწერს „რადგან ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია“ (ფილ 3:20). აღნიშნული თემა დაგვანახებს თუ როგორ გავლენას ახდენს ჩვენი დღევანდელი ცხოვრება ჩვენს ზეციურ მოქალაქეობაზე, გაკვეთილები მოგვცემს მიმართულებას და გვაჩვენებს ფასეულობებს ცათა სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ სხვადასხვა კულტურებში ვცხოვრობთ და ვხარობთ, მაგრამ ერთი რამ გვაერთიანებს: უფლის სამეფოს კულტურა და იესოში არეკლილი სულიერი ფასეულობები. ბიბლიის გაკვეთილები ისეა მომზადებული, რომ დამატებითი მასალების გამოყენებას საშუალებას იძლევა თქვენი კულტურის გათვალისწინებით. თითოეული ბიბლიის გაკვეთილი შედგება ოთხ ნაწილისგან, რომელიც ხელს უწყობს ჯგუფურ მუშაობას. 1. რას ამბობს ბიბლია – აქ აღმოაჩენ თუ რეალურად რას ამბობს ბიბლია. მნიშვნელოვანია ყურადღებით წაიკითხო საკითხავი და მისცე ღმერთს უფლება დაგელაპარაკოს და დაგეხმაროს მის გაგებაში. 2. დღევანდელი ჩვენი ცხოვრება – იფიქრე კითხვებზე: • ბიბლიის საკითხავი რას ამბობს შენს ცხოვრებაზე? • საზოგადოების რომელიმე პრობლემაზე თუ ამახვილებს ყურადღებას? • შენი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე რა გამოწვევის წინაშე გაყენებს? 3. სადისკუსიო კითხვები – იქიდან გამომდინარე თუ სად ატარებთ გაკვეთილს, შეგიძლიათ ამოარჩიოთ ერთი ან ორი კითხვა, რომელიც მისაღებია ჯგუფისთვის აღნიშნულ სიტუაციაში, ან სხვადასხვა ჯგუფებს სთხოვოთ იმსჯელონ სხვადასხვა კითხვებზე, და თუ დრო გექნებათ, გაუზიარონ ერთმანეთს ის თუ რაზე იმსჯელეს ჯგუფებში. 4. ცათა სასუფევლისკენ – ამ ნაწილში ვამზადებთ იმას, რისი მოცემაც გვინდა თქვენთვის, რომელსაც თან წაიღებთ და გააკეთებთ ჩვენს მომდევნო შეხვედრამდე. *Unless stated otherwise, Scripture references are taken from the New International Version® Anglicised, NIV® Copyright © 2011 by http://www.biblica.com/ Biblica, Inc. ® Used by permission. All rights reserved worldwide
3
4
ბიბლიის გაკვეთილი 1
სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე სამოთხე რეალურია უფრო მეტია, ვიდრე წარმოგვიდგენია! ბიბლიის საკითხავი – იოანე 14:1-4
“ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე. ჩემი მამის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არ იყოს, არ გეტყოდით. მე მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ. როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ. სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა.” რას ამბობს ბიბლია უფლის სიტყვები ძვირფასია ჩვენთვის, მაგრამ როცა საუბარი სამოთხეს ეხება, შეიძლება დარწმუნებულნი არ ვიყოთ რეალურად მის მნიშვნელობაში. იესოს ესმოდა, რომ ჩვენ არ გვეცოდინებოდა თუ როგორია ცხოვრება სიკვდილის შემდეგ. ამიტომ გვეუბნება, რომ ჩვენი გულები არ შედრკეს ვინაიდან იქ გამზადებულია ჩვენთვის ადგილი თუ მას მივენდობით. ეს ადგილი რეალურად არსებობს. სასუფეველია ადგილი სადაც ღმერთი სუფევს. იესო აღწერს მას, როგორც სახლს, რომელშიც ბევრი სავანეა (ოთახია). ძველი შუა აღმოსავლის ტრადიციის მიხედვით, როცა ვაჟიშვილი დაოჯახდებოდა, მამის სახლს დამატებით საცხოვრებელს მიაშენებდნენ და იქ ცხოვრობდა ახალი ოჯახი. ეს იყო თბილი დახვედრის ჟესტი, რომელსაც ჩვენც მოგვიწყობენ. სასუფეველია ის ადგილი, სადაც შევაბიჯებთ თუ სამართლიანად ვიცხოვრებთ, თუმცა ეს სამართლიანობა ჭეშმარიტი უნდა იყოს და არა ყალბი. „ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.“ (მათე 5:20) 5
ჩვენი სასუფეველში მოხვედრა დამოკიდებულია ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაზე. „ყველა, ვინც მეუბნება: ‘უფალო, უფალო!’ როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას (მათ 7:21) უფლის ნების აღმოჩენა და აღსრულება არის ის, რის შესრულებასაც ეხლავე უნდა შევუდგეთ. ჩვენ ვიცით, რომ სამოთხე ძალიან განსხვავებულია იმ ცხოვრებისგან რომელსაც ვიცნობთ და რომელიც ტკივილს გვაყენებს. იქ სიკვდილი, გლოვა და ტკივილი აღარ იქნება, იქ ბევრად უკეთესია ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია (გამოც 21:4) ცათა სასუფეველი სადმე სხვა დროში და ადგილას არ არის, არამედ საკმაოდ ძლიერი კავშირია ცათა სასუფეველსა და სამყაროს შორის, რაზეც ბიბლია გვეუბნება. ბიბლია გვეუბნება რომ ანგელოზები აქტიურ მონაწილეობას იღებენ ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში. იესო ამბობს, რომ ანგელოზები ზრუნავენ ბავშვებზე (მათ 18:10) და როგორც ჩანს, ისინი ასევე ზრუნავენ ზრდასრულებზეც „თავის ანგელოზებს უბრძანა, დაგიცვან ყველა შენს გზაზე“ (ფს 90:11)
ჩვენი დღევანდელი ცხოვრება გაიხსენე ის დრო, როცა ისეთი რამის გაკეთებას ან არ გაკეთებას ცდილობდი, რომელსაც შეიძლება კატასტროფამდე მიეყვანე, თუმცა ანგელოზებმა დაგიცვეს! თუ ანგელოზები ზრუნავენ ჩვენზე, მაშინ ჩვენ მარტო არ ვართ, რადგან ისინი დღე და ღამ ჩვენთა არიან. ისიამოვნე იმის წარმოდგენით, რომ ჩვენ დაცულები ვართ და ისინი გვიძღვებიან სწორი გადაწყვეტილებებისკენ. ბიბლია გვეუბნება, რომ ბევრი რამეა, რაც არ გვესმის და რომ შესაძლებელიც კია, რომ ანგელოზებისთვისაც გვიმასპინძლა (ებრ 13:2) წარმოგიდგენია რამდენად ძვირფასია შენი ცხოვრება უფლისთვის? ჩვენი ცხოვრება, საქმიანობა და მსახურება მნიშვნელოვანია ჩვენთვის უცხო „ანგელოზებისთვის“ 6
4 მეფეთა 6:8-18-ში საოცარი ისტორიაა მოთხრობილი, როცა მტრის ურიცხვი ჯარი გააგზავნეს ელისეს შესაპყრობად და ისრაელიანის ჯარი საკმაოდ მცირერიცხოვანი ჩანდა, უფალმა თვალი აუხილა ელისეს მსახურს, რომელმაც უთვალავი ციური ლაშქარი იხილა მათ გარშემო. ხშირად ჩვენთვის უცნობია ის ძალა, რომელიც გვიცავს ყოველდღიურად. ციური ლაშქარი რეალურია და ის ჩვენს მხარესაა.
სადისკუსიო კითხვები 1. ცათა სასუფეველზე ლაპარაკისგან რატომ ვიკავებთ თავს? 2. შეიძლება გაიხსენი დრო, როცა ანგელოზი ჩაერია შენს ცხოვრებაში? 3. როგორ გრძნობ თავს, როცა იცი, რომ ანგელოზი მზად არის შენს დასაცავად? ჩვენი მოგზაურობა სასუფევლისკენ ამ კვირის მანძილზე, როცა სირთულეების პირისპირ აღმოჩნდებით სთხოვე უფალს გამოავლინოს თავისი ნება და გეგმა შენთვის ის სიტუაციაში, რომელშიც ხარ, მიენდე მას, და გჯეროდეს რომ ის თავის ანგელოზებს გამოაგზავნის შენს დასაცავად.
პოლკოვნიკი ქრის ვები, საერთაშორისო შტაბბინა, ირლანდიის ტერიტორია (მსახურებას ეწეოდა ინგლისში, ახალ გვინეაში და ახლა ჩართულია „სულიერი ცხოვრების განვითარების“ პროგრამაში) როგორც სულიერი ცხოვრების განვითარების მდივანი, ვისურვებდი ყველა დატკბეს უფლის სიყვარულის სიმდიდრით, იესო ქრისტეს მაგალითით და სულიწმინდის ძალით, რომლებიც სასუფეველში ჩვენს გვერდით იქნებიან.
7
ბიბლიის გაკვეთილი 2
სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე – ზეციური მსხვერპლი ბიბლიის საკითხავი – ებრაელთა 9:26-28
‘ასევე ქრისტეც, რომელმაც ერთხელ შესწირა თავი, რომ აღეხოცა მრავალთა ცოდვა, მეორედ გამოჩნდება არა ცოდვებისაგან განსაწმედად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად’ (მუხლი 28) რას ამბობს ბიბლია ებრაელთა წერილი აღწერს, თუ როგორ გამოიყენებოდა ცხოველთა სისხლი გამოსასყიდად. წელიწადში ერთხელ, მეშვიდე თვის მეათე დღეს, შენდობის დღის აღსანიშნავად, მღვდელმთავარი წმიდათაწმიდაში შედიოდა და მსხვერპლთა სისხლს ასხურებდა ხალხთა ცოდვების მისატევებლად. მღვდელმთავარი მსახურების დაწყებამდე მთლიანად განიბანებოდა წყლით და იმოსებოდა თეთრი შესამოსელით სიწმინდის ნიშნად. მღვდელმთავრის მიერ შეწირულ არცერთ მსხვერპლს არ შეეძლო ცოდვებისგან განწმედა „“ვინაიდან ვაცთა და კუროთა სისხლით ცოდვების მოსპობა შეუძლებელია“ (ებრ 10:4). იესომდე უფალთან მისვლის და მასთან ურთიერთობის გზა არ არსებობდა. უფალმა, თავისი უსაზღვრო სიყვარული კაცობრიობის მიმართ დაამტკიცა იესო ქრისტეს მსხვერპლით „რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოან 3:16) მსხვერპლი გაღებულია, მაგრამ ჩვენ უნდა გვწამდეს „აბა, თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის“ (ებრ 4:16)
8
ჩვენი დღევანდელი ცხოვრება მსხვერპლი, ეს არის ძალიან ფასეულის გაცემა რაღაცისთვის. ქრისტემ მსხვერპლად თავისი სიცოცხლე გაიღო ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად. იგი, როგორც მღვდელმთავარი წმიდათაწმიდაში შევიდა, ჩვენი უფლის სამეფო დარბაზში და წერტილი დაუსვა ცოდვას სამუდამოდ. იესოს მსხვერპლმა ხსნა მოუტანა მთელ სამყაროს. „ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი სოფლის ცოდვების მიმტევებელი“ (1 იოანე 2:2). ქრისტეს სიკვდილმა: გაგვწმინდა და გაგვანთავისუფლა ცოდვის ჯაჭვებისგან მოგვცა თავისუფლება გაბედულად მივეახლოთ უფლის ტახტს შეგვარიგა უფალთან, რომ გვქონდეს მასთან სრულყოფილი ურთიერთობა. გაგვანთავისუფლა დანაშაულისგან და მსჯავრისგან. ალელუია!
ქრისტიანებმა ვიცით, რომ მსხვერპლის გაღება სიამოვნებას არ ანიჭებს ყველას, თუმცა იესომ თავისი სიცოცხლის დათმობით კარგი მაგალითი მოგვცა. მსხვერპლის გაღებაა საჭირო იმისთვის, რომ მივატოვოთ ცოდვილი ბუნება და შევუდგეთ წმინდა ცხოვრებას. თუ გვინდა რომ იესოს მსგავსნი ვიყოთ, მაშინ ის ყველაფერი უნდა მივატოვოთ, რაც ხელს გვიშლის მარადიული სიცოცხლის მისაღებად. „შევხედოთ რწმენის მიზეზსა და სრულმყოფელს - იესოს, რომელმაც მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა. იფიქრეთ იმაზე, ვინც მოითმინა ესოდენი სიძულვილი ცოდვილთაგან, რათა თქვენ არ გატეხილიყავით სულდაძაბუნებულნი.“ (ებრ 12:2-3) რადგანაც იესომ მსხვერპლი გაიღო ჩვენთვის, რათა საუკუნოდ დავმკვიდრდეთ ცათა სასუფეველში, მოდით მოვერიდოთ ცოდვას და „მივუახლოვდეთ მას გულმართლად და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისაგან სხურებით გულგაწმედილნი და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი. მტკიცედ მივყვეთ სასოების აღსარებას, ვინაიდან აღმთქმელი სარწმუნოა. ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი აქმეებისათვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს, რაც უფრო ატყობთ იმ დღის მოახლოებას.“ (ებრ 10:22-25 9
შესაძლებელია დევნის მსხვერპლი ხარ შენი რწმენის გამო, შესაძლებელია სხვა სირთულეების წინაშე დგახარ, მაინც არ დანებდე! „ვინაიდან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა დიდ და მომეტებულ საუკუნო დიდებას ქმნის ჩვენთვის, როცა ვუყურებთ არა ხილულს, არამედ უხილავს, ვინაიდან ხილული დროებითია, ხოლო უხილავი - საუკუნო.“ (2 კორ 44:17-18)
სადისკუსიო კითხვები
1. რისი დათმობა გიწევს რწმენის გამო? გაგვიზიარე 2. როგორ შეგიძლია გამოხატო უანგარო სიყვარული ? 3. როგორ შეძლებ უფალს შესწირო საკუთარი თავი, როგორც ცოცხალი მსხვერპლი?
ჩვენი მოგზაურობა სასუფევლისკენ
გამოყავი დრო და ილოცე მათთვის, ვისაც გადარჩეს სჭირდება შენს გარშემო. გაიხსენე ის, ვისაც შენი დახმარება სჭირდება ფიზიკურად თუ სულიერად. მოუყევი ვინმეს ქრისტეს სიყვარულზე
კაპიტანი ლოვეს ონუორა – ნიგერიის ტერიტორია, საერთაშორისო შტაბბინა იესომ ყველაფერი გაიღო ჩემს გადასარჩენად და მე ყველაფერს გავიღებ და შევწირავ მისთვის. ჩემი პირველადი მიზანია, რომ იესოს სიყვარულის შესახებ ვახარო ყველას.
10
ბიბლიის გაკვეთილი 3
სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე – ზეციური მოქალაქე ბიბლიის საკითხავი - ფილიპელთა 3: 7-12
„მაგრამ, რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისათვის. ახლაც ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის იესო ქრისტეს ცოდნის უპირატესობისთვის, რის გამოც უარი ვთქვი ყოველივეზე და ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო და აღმოვჩნდე მასში არა ჩემი სიმართლით, რაც რჯულიდანაა, არამედ იმით, რაც არის ქრისტეს რწმენა, ღვთიური სიმართლე, რწმენის მიხედვით, რათა შევიცნო იგი და მისი აღდგომის ძალა და მის ტანჯვებში თანაზიარება, და მის სიკვდილს ვემსგავსო, რათა, როგორმე მივწვდე მკვდრეთით აღდგომას. არა იმიტომ, რომ უკვე მივაღწიე ან სრულქმნილი გავხდი, არამედ ვისწრაფი, ვინძლო მივაღწიო, როგორც მე მომაღწია ქრისტე იესომ.“ რას ამბობს ბიბლია პავლე ამ წერილს წერს ციხეში ყოფნის, ანდა შინა პატიმრობის დროს, რომელიც დაახლოებით 4 წელი გრძელდებოდა ჯერ კესარიაში და შემდეგ- რომში. მისთვის „ყველაფერზე უარის თქმა“ თეორია კი არ იყო, არამედ რეალობა. ფილიპე რომის კოლონია იყო სადაც რომის კანონები, კულტურა და ტრადიციები მოქმედებდა, ასე რომ პავლე, როგორც ებრაელი და რომის მოქალაქე, იცოდა რა უპირატესობას ფლობდა. ამიტომ ძალიან ძლიერი შედარებას და მკვეთრ პარალელს ავლებს პავლე, როცა თავის ამ უპირატესობას და თავის უფლებებს არ აღიარებს და უპირატესად მიჩნია ამ ყველაფერზე უარის თქმა ცათა სასუფევლის გულისთვის. ყველაფერ დანარჩენს დაღუპვამდე მივყავართ „ვინაიდან ბევრნი, რომელთა შესახებ ხშირად მითქვამს თქვენთვის და ახლა ცრემლებითაც გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები. მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი მუცელია, მათი დიდება კი სირცხვილშია. ისინი მიწიერზე ფიქრობენ.“(ფილიპ 3:18-19).
11
ამ წერილის მიმღებ, ძირითადად არაებრაელ მრევლს -„ ყველა წმიდას ქრისტე იესოში, რომელნიც ფილიპეში იმყოფებიან“ -ძალიან კარგად ესმოდათ რისი გადატანა მოუწევდათ იესოს მიმდევრებად ყოფნის გამო. მაკედონიის ქალაქ ფილიპეში, ევროპის ტერიტორიაზე, პირველი ქრისტიანული თემი ახალი ჩამოყალიბებული იყო და ისინი იდევნებოდნენ მთელი თავისი არსებობის მანძილზე. ეს იყო 12 გრძელი წელი, სავსე ტანჯვით, ცრემლით და შიშით. თუმცაღა პავლეს წერილი სავსეა იმედით , სიხარულით და მხნეობით. „ვინაიდან
ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა და სიკვდილი - მონაგები.“ პავლე თავის აზრებს და მთლიან წერილს აჯამებს ფილ 3:7-12-ში. ჩვენი დღევანდელი ცხოვრება როგორც ქრისტიანს, თავი ხანდახან უცხოპლანეტელი მგონია- არ იმიტომ რომ მწვანე ვარ, ანდა კოსმოსურ ხომალდს ვმალავ ავტოფარეხში!- უბრალოდ მგონია, რომ აქაურობას არ ვეკუთვნი. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა საუბარი ჩემთვის ძალიან უცხო მიმართულებას იღებს-თითქოს სხვა ენაზე ლაპარაკობენ ან სხვა პლანეტაზე აღმოვჩნდი - მიკვირს რა ხდება ჩემ თავს? მე მათთვის უცხოპლანეტელი და შორეული ვარ, რადგან მე სხვა მიზანი მაქვს. როგორც „უცხოპლანეტელი“, კიდევ ერთი რისკის წინაშე ვდგავარ, როგორც უცხოელი ჩამოვშორდე, იმის მაგივრად, რომ ვიყო იმ ცხოვრების ნაწილი, რომელშიც ვტრიალებ. ძალიან რთულია ვცხოვრობდე აქ და ამავე დროს ვიყო ცათა სასუფევლის მოქალაქე. როგორც მოციქული პავლე, ჩვენც უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ რამდენად ფასეულია ჩვენთვის ქრისტესთან ურთიერთობა. თუ ჩვენი მიზანი ცათა სასუფეველია, მაშინ ქრისტეს უნდა იყოს პირველ ადგილზე ჩვენს ცხოვრებაში. ფასის გადახდა მოგვიწევს იმაში თუ როგორ ვცხოვრობთ და რა პრიორიტეტები გვაქვს. იესო გვეუბნება რომ „თქვენ კი უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ“ (მათ 6:33). თუ პავლესავით ვიტყვით რომ „ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია“ მაშინ ჩვენთვის ქრისტესთან თანაცხოვრებაზე უპირატესი არაფერი გახდება.
12
სადისკუსიო კითხვები 1. როგორ აუხსნი სხვას „ცათა სასუფევლის მოქალაქეობას“? 2. როგორ უნდა დავალაგოთ ცხოვრებაში პრიორიტეტები ისე, რომ ქრისტე იყოს პირველი? 3. ჩვენ, როგორც ქრისტიანებს, როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ‘ზეცის მოქალაქეობა’ და ამავე დროს აქ უცხოპლანეტელივით არ ვიცხოვროთ? ჩვენი მოგზაურობა სასუფევლისკენ
ქრისტეში სიცოცხლე ბევრად უფრო ფასეული ვიდრე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. მომდევნო კვირის განმავლობაში პავლეს სიტყვები (ფილ 3:7-12ში) „გადათარგმნე“ შენი საკუთარი ცხოვრების ენაზე, იფიქრე იმაზე თუ მართლა რამდენად მნიშვნელოვანია უფალი შენთვის. რა გინდა, რომ დათმო და უარყო იესოს გულისთვის?
კომისარი ევა კლემანი - შვედეთის და ლატვიის ტერიტორია, საერთაშორისო შტაბბინა ( მსახურებას ფინეთში და ესტონეთში ერეოდა). როგორც ევროპის ზონის ქალთა მსახურების მდივანი, ხშირად მიწევს საზღვრის გადალახვა. საზღვარზე უნდა დავაფიქსირო ჩემი სახელი და მოქალაქეობა. ჩემთვის უფრო და უფრო ძვირფასი ხდება იმის გაანალიზება, რომ ჩემი იდენტურობა იესოშია და მისი სამეფოს მოქალაქე ვარ.
13
ბიბლიის გაკვეთილი 4
სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე – სასუფეველი გარანტირებულია ბიბლიის საკითხავი - 2 პეტ 3:14
ამიტომ, საყვარელნო, რაკი ამას ელოდებით, იბეჯითეთ, რომ შეუბღალავნი და უბიწონი წარდგეთ მშვიდობით მის წინაშე, რას ამბობს ბიბლია ბიბლია გარკვევით საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ, ქრისტიანებს გვაქვს მყარი იმედი გარკვეულ რამეში ამიტომ, „რაკი ამას ელოდებით, იბეჯითეთ, რომ შეუბღალავნი და უბიწონი წარდგეთ მშვიდობით მის წინაშე“ ( 2 პეტ 3:14). იმის გასაგებად თუ რას ელოდებიან ასე მოუთმენლად ქრისტიანები, ამისათვის უნდა წავიკითხოთ ბიბლიის სხვა მუხლები „მათ, ვინც მიიღეს იგივე ძვირფასი რწმენა, რაც - ჩვენ ჩვენი ღვთისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს სიმართლით: მადლი და მშვიდობა გაგიმრავლდეთ ღვთისა და ჩვენი უფლის იესოს ცოდნით, ისე, როგორც მისმა ღვთიურმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე, რაც სიცოცხლისა და ღვთისმოსაობისათვის გვჭირდება, მისი ცოდნით, ვინც მოგვიწოდა თავის დიდებასა და სათნოებაში, რომელთა მიერაც მოგვენიჭა უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი, რათა მათ მიერ გახდეთ ღვთიური ბუნების ზიარნი და ამ სოფელში განერიდოთ გულისთქმით გამოწვეულ გახრწნილებას.“ (2 პეტ 1:1-4) 1 თესალონიკელთა 5:23-ში პავლე ხაზს უსმევს იმას, რომ მორწმუნეებმა ძირითადი ყურადღება უნდა გადაიტანონ ზეციურ იმედსა და აღთქმაზე „თავად მშვიდობის ღმერთმა წმიდა გყოთ სრულად და მთლიანად: სული, სამშვინველი და სხეული დაცულ იქნეს უმწიკვლოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისათვის.“ ფილიპელთა 2:15ში ის წერს ‘რათა იყოთ უმწიკვლონი და უბრალონი, ღვთის უმანკო შვილები მრუდ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ანათებთ, როგორც მნათობნი სამყაროში,“ ჩვენი დღევანდელი ცხოვრება ადამიანთა უმეტესობა ცდილობს იყოს სუფთა, ჭკვიანი და ღირსეული ყოველდღიურ ცხოვრებაში. ქრისტიანებს გვმართებს იესოს სისხლით 14
გავიწმინდოთ მონანიებით. ჩვენ არ უნდა დავრჩეთ ცოდვაში და ბოროტებაში, რომელიც ანადგურებს ჩვენს ცხოვრებას, არამედ ჩვენი თვალები მიპყრობილი
უნდა იყოს იესოზე, რომელსაც შეუძლია ჩვენი გადარჩევა და რომელიც მიგვიძღვება ცათა სასუფევლისკენ. ღმერთი ერთგულია და მისი აღთქმები კი, სანდო და შესრულებადი. ჩვენ საკუთარი თავები უნდა დავიცვათ ცოდვისგან და ამქვეყნიური საქმეებისგან, რომლებიც გვაბრკოლებენ. „მტკიცედ მივყვეთ სასოების აღსარებას, ვინაიდან აღმთქმელი სარწმუნოა“ (ებრ 10:23). როგორც საკუთარი სხეულის სისუფთავეზე ვზრუნავთ, ასევე ვიზრუნოთ ჩვენი გულების სისუფთავეზე. „სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში“ (ფს 50:10). ეს უნდა იყოს ყველას ლოცვა, რომლებსაც სურთ უფლის სასუფეველში შესვლა. ჩვენ ქრისტიანები, ვადგავართ სამოთხისკენ მიმავალ გზას და ჩვენ უნდა ვიცხოვროთ, როგორც ზეცის შვილებმა, ვისაც ცდუნება ადვილად ვერ იტაცებს, არამედ იესოს არ აშორებს თვალს-მას ვინც გვინარჩუნებს უმანკოებას, სიწმინდეს, სისუფთავეს და მშვიდობას მის მეორედ მოსვლამდე. სამოთხისკენ მიმავალი გზა ადვილი არარის, თუმცა ჩვენ გვყავს დამხმარე, სულიწმინდა, რომელიც წინ მიგვიძღვება. ჩვენი წარმატება გარდაუვალია თუ ჩვენ ვენდობით და ვემორჩილებით უფალს. სადისკუსიო კითხვები 1. როგორ შეიძლება იყოს ქრისტიანი უმანკო და სუფთა ასეთ რთულ სამყაროში? 2. რა გვიბიძგებს იმისკენ, რომ არაწმინდა ცხოვრებით ვიცხოვროთ?? 3. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ყურადღების ცენტრში იყოს იესო? ჩვენი მოგზაურობა სასუფევლისკენ ამ თვის განმავლობაში ვიფიქროთ იმაზე, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი იმისთვის, რომ უფლის თვალში გავძლიერდეთ რწმენით, უმანკოებით და სისუფთავით. შეგვიძლია უფლის სიტყვის შესწავლა უფრო სისტემატიურად? შესაძლებელია უფრო ხშირად ვილოცოთ და ვიმარხულოთ? შესაძლებელია უფრო მეტი დრო დავუთმოთ უფლის მოსმენას ცათა სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე? 15
მაიორი ანე სუნდუ - IHQ, აღმოსავლეთ კენიის ტერიტორია როგორც ჯანდაცვის და განათლების ოფისის ადმინისტრატორი, პატივი მაქვს ვემსახურო უფალს და ხალხს. აღფრთოვანებული ვარ იმით რასაც უფალი აკეთებს მსოფლიო მაშტაბით ხსნის არმიის საშუალებით.
16
ბიბლიის გაკვეთილი 5
სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე – ცათა სასუფეველი მიწაზე ბიბლიის საკითხავი – გალატელთა 5: 22-26; 6: 8-10 ... ვინც თავის ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას. ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს. სიკეთის კეთება ნუ მოგვეწყინება, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით. (გალ 6: 8-9) რას ამბობს ბიბლია ბიბლია გვეუბნება, რომ თუ ვირწმუნებთ იესოს ჩვენი გვეძლევა ორი ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი. ჩვენ ვიღებთ უფლის შვილობას და ასევე გვეძლევა მისი ძის სული ჩვენს გულებში (გალ 4:5-6). ეს ორი რამ არის ჩვენი, როგორც ქრისტიანების ცხოვრების საძირკველი და ახალი ცხოვრების გზის დასაწყისი. როდესაც ქრისტეს მიმდევრები შეგნებულად ირჩევენ უფლის მსახურებას, ცათა სასუფევლის სურნელი აქაც იგრძნობა: „თქვენ ხართ ქრისტეს წერილი.. დაწერილი ცოცხალი ღვთის სულით.“ (2 კორ 3:3); „ქრისტეს კეთილსურნელება ვართ ღვთისათვის“ (2 კორ 2:15); „თქვენ სოფლის ნათელი ხართ.“ (მათ 5:14) სიკეთის კეთება ნუ მოგვეწყინება, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით (გალ 6:9) ჩვენი მსახურება მყარად დგას იმ ადამიანების წყალობით, რომელთა ცხოვრებაც გამყარებულია და დაბეჭდილია სულიწმინდის თანდასწრებით. ასევე ჩვენც გვმართებს ვიცხოვროთ სულით. ეს არის ისეთი ცხოვრება, რომლის ცენტრიც არის ისეთი სულიერი ნაყოფები, როგორიცაა: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება. (გალ 5:22-23) ნაყოფის გამოღება იწყება მაშინ, როცა იესოს ვუშვებთ ჩვენს გულებში, იესოსთან ერთად ცხოვრების დროს ეს ნაყოფი იზრდება. „ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში ის 17
მაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი განწმედს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს“ (იოანე 15:2). ამ პროცესს სიწმინდის პროცესსაც ეძახიან, ამ დროს იესო გავლენას ახდენს და ცვლის ჩვენს გონებას, ხასიათს და პიროვნებას. ჩვენი დღევანდელი ცხოვრება სულიწმინდა არის იესოს მორწმუნეთა გამაძლიერებელი ძალა, სულის ნაყოფები კი მათი ტრანსფორმირებული ცხოვრების ნიშანი. ცათა სასუფეველი ვლინდება, როცა მაღლიდან მომავალი სიბრძნე წარმართავს ჩვენს აზროვნებას და პრიორიტეტებს, როცა უფალს ვაძლევთ უფლებას იმეფოს ჩვენს გულში და გონებაზე. ზეციური ფასეულობები განსხვავდება ამქვეყნიური ფასეულობებისგან. თუ ცათა სასუფეველი გვინდა გახდეს ამჟამინდელი რეალობა, მაშინ მივბაძოთ იესოს. ის გვაჩვენებს თუ რას ნიშნავს მოთმინება, თავმდაბლობა, თვინიერი, მორჩილი, მადლი და სიყვარული (მათ 5:3-8), ჩვენ მოწოდებულნი ვართ მივყვეთ მის მაგალითს (ფილ 2:5-8) პავლეს მიერ გალატელთა მიმართ წერილში ჩამოთვლილი სულიწმიდის ცხრავე თვისება იესოში აირეკლება და უფლის წყალობით ეს თვისებები შესაძლებელია ჩვენშიც გამოვლინდეს და გაიზარდოს. იესო შეგვახსენებს რომ „უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ“ (ოან 15:5). იმისთვის რომ გავყვეთ მას, ჩვენ მის დახმარებაზე მეტი გვჭირდება, მისი სიცოცხლე გვჭირდება. ჩვენი შესაძლებლობები ჩვენში არსებულ მის სიცოცხლეზე გადის და მისი ნაყოფიერება კი ჩვენზე. ჩვენ მას იმ თიხის ჭურჭლით ვატარებთ რომელიც ჩვენი ცხოვრებაა, და იმედი გვაქვს, რომ ის გაბრწყინდება ჩვენს სისუსტეებში და თავის მადლით სავსე სიყვარულს გადმოღვრის ჩვენზე. იესო ამ სამყაროში შემოდის ეკლესიის საშუალებით. ჩვენ ველით იმ დღეს, როცა ყველა მუხლი მუხლს მოიყრის მის წინაშე და ყველა ენა აღიარებს მის მეფობას. თუმცა მანამდე ჩვენ უნდა ვიქადაგოთ გადარჩენის სახარება და გვერდში დავუდგეთ გაჭირვებულს. ჩვენ ვემსახურებით და ვლოცულობთ, რომ სამყარომ დაინახოს იესო და იგრძნოს ცათა სასუფევლის სურნელება იმ ყველაფერში რასაც ვაკეთებთ. „ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.“ (მათ 5:16) 18
სადისკუსიო კითხვები წარმოიდგინე შენი ცხოვრება თავისი ყოველდღიური რუტინით და მომავლის გეგმებით. 1. გარკვეული დრო თუ გაქვთ გამოყოფილი დღის მანძილზე სულიწმინდასთან შესახვედრად? 2. შეგიძლიათ თუ არა გაგვიზიაროთ რამე თქვენი ცხოვრებიდან, როცა უფლის ჩარევის წყალობით შეიცვალა თქვენი გეგმები? 3. იფიქრეთ გალ 5:22-26-ზე. რას გეუბნება ამ ადგილიდან უფალი? ილოცე და ეძებე მისი წინამძღოლობა. ჩვენი მოგზაურობა სასუფევლისკენ ჩვენი ცხოვრების მანძილზე უფალი ჩვენთან ერთად არის. მოდით ყურადღებით მოვუსმინოთ მის ხმას და ყველაფერში ვკითხოთ რჩევა. მორჩილი გული დაგვეხმარება ვიაროთ სულით.
პოლკოვნიკი ლიზბეს ველანდერი – IHQ, ნორვეგიის, ისლანდიის და ფერარის ტერიტორია (მსახურებას ეწეოდა ფილიპინებში, დანიის და გრენლანდიის ტერიტორიაზე) როგორც პროგრამის რესურსების განყოფილების წევრს საერთაშორისო შტაბბინაში, ხშირად მეძლევა ბედნიერება მოვისმინო უამრავი ისტორია იმაზე თუ როგორ ცვლის ადამიანთა ცხოვრებას ცათა სასუფეველი. ხშირად ეს მაშინ ხდება როცა მათ გვერდით დგას ადამიანი რომელიც დახმარების ხელს უწვდის მათ გაჭირვების დროს და უზიარებს ნათელს და იმედს. იესომ უამრავი ადამიანი მიიზიდა თავისკენ სულით აღვსილი ჩვეულებრივი ადამიანების წყალობით.
19
ბიბლიის გაკვეთილი 6
სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე – უფლის სამეფოს ელჩები ბიბლიის საკითხავი – ლუკა 4:17-21
„ამგვარად, ჩვენ ელჩები ვართ ქრისტესთვის, და ვითომც თავად ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს.“ (2 კორინთელთა 5:20) რას ამბობს ბიბლია იესო სასუფევლის ელჩი იყო დედამიწაზე მისი სიცოცხლის პერიოდში. თანამედროვე ელჩების მსგავსად, იესოც თავის სახლის ინტერესებს იცავდა, მანამ სანამ უცხო ქვეყანაში ცხოვრობდა. ლუკას 4:17-21 –ში ვხედავთ იესოს მისიას და იმ საქმიანობას, რისთვისაც იგი ამ ქვეყნად მოვიდა. საკითხავი, რომელიც იესომ სინაგოგაში ხმამაღლა წაიკითხა, წინასწარმეტყველ ესაის მიერ იყო ნათქვამი ებრაელების გასამხნევებლად, რადგან ისინი ბაბილონის ტყვეობაში იმყოფებოდნენ მათი მუდმივი დაუმორჩილებლობის და უფლის უარყოფის გამო. ესაია, ამ მესიჯით, აღუთქვამს, რომ ისრაელი განახლდება და რომ ღმერთი შეირიგებს ებრაელ ხალხს. იესო აქვე ამჟღავნებს უფლის გეგმას, რომ ახლა შერიგება მოხდება მთელს მსოფლიოსთან და რომ განახლება მოხდება მაშინ, როცა უფალი ხალხს წაუძღვება ცათა სასუფევლისკენ. იესო ის ახალი აღთქმაა, რომელზეც ესაია საუბრობს რისი მეშვეობითაც ეხარებათ გლახაკებს, თავისუფლება მიენიჭებათ ტყვეებს და თვალისჩინი მიეცემათ ბრმებს. სახარებებში ვხედავთ, თუ იესო როგორ არღვევს სოციალურ ბარიერებს, კურნავს, ეწინააღმდეგება უსამართლობას რათა თავისი ქმნილება დააბრუნოს უკან, უფლის სახლში. იესო ცხოვრობდა თავისი სახლის ფასეულობებით, უფლის სიყვარულით და მადლით, რომელიც გამოავლინა იმით, რომ თავისი სიკვდილით და აღდგომით მან ჩვენი გადარჩენა იყიდა. 20
2 კორინთელთა 5:20-ში პავლე თავის მოძმე მორწმუნეებს, ქრისტეს ელჩებს უწოდებს. როცა იესო პიროვნების გულშია, მაშინ ის აძლევს ძალას მას, რომ სახარება გაუზიაროს სხვებსაც, და აკეთებს იმას, რასაც იესო აკეთებდა თავისი მიწაზე ცხოვრების მანძილზე. ის კი არა, იესო ლოცულობს მათთვის ვინც უფლის ელჩები იქნებიან მისი უფალთან შერიგების და გადარჩენის ხარებაში. „ისინი სოფლისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ სოფლისა. როგორც შენ მომავლინე სოფელში, მეც ასევე მივავლინე ისინი სოფელში.“(იოანე 17:16-18)
ჩვენი დღევანდელი ცხოვრება ქრისტიანებისთვის ელჩად ყოფნა რთულია, რადგან უნდა შევეგუოთ იმ აზრს რომ სადაც ვცხოვრობთ ეს არ არის ჩვენი სახლი. ეს ითხოვს კულტურულ ცვლილებას, რომელიც იწყება მაშინ, როცა ზეცის მოქალაქეები ვხდებით. როცა უფლის ოჯახის შვილები ვხდებით, ჩვენ უნდა გავეცნოთ სამეფოს შეხედულებებს. როგორც ცათა სასუფევლის ელჩები ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ სამყაროში ცხოვრება, მაგრამ ჩვენი მიზანი უნდა შეიცვალოს უფლის სიტყვის და უფლის სამეფოს კულტურის გასავრცელებლად. „იყო სოფელში, მაგრამ სოფელს არ ეკუთვნოდე“ დისციპლინას და სიფრთხილეს საჭიროებს, რომ არ დავმარცხდეთ ამ მტაცებლურ სამყაროში, რომლითაც გარშემორტყმულნი ვართ. ელჩობა მხოლოდ იმ კულტურის გაცნობა არარის, რომელი ქვეყნის წარმომადგენლებიც ვართ. იგი ასევე მოითხოვს იმ კულტურისა და ტრადიციის ცნობას, რომელშიც გვიწევს ცხოვრება, რათა ჩამოყალიბდეს აზრიანი და მნიშვნელოვანი ურთიერთობები ამ ორ ქვეყანას შორის. ხშირად ჩვენ ჩვენი კომფორტული ზონიდან და ჩვენი წესებით გვსურს კავშირის დამყარება. ცათა სასუფეველი მოგვიწოდებს, რომ ვიცხოვროთ ამ სამყაროში, ვიმოქმედოთ და კონტაქტი დავამყაროთ სამეზობლოსთან თუ საზოგადოებასთან სადაც გვიწევს ცხოვრება. ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ თუ ჩავიკეტებით კარს იქეთ. მედია საშუალებები კარგად ასახავს იმ რეალურ სამყაროს, რომელსაც უფლის სამეფოს ელჩები ყველაზე ძალიან სჭირდება. შევიწროება, სიღატაკე, გულგრილობა და კორუფცია ის სენია, რომლითაც საზოგადოებაა დაავადებული და რომელიც ხელს უშლის მათ უფალთან შერიგებასა და აღდგენაში. ისინი კვლავ ღატაკნი რჩებია, თავს ვერ აღწევენ ტრეფიკინგსა და ნარკოდამოკიდებულებას.
21
ბრმები არიან ჭეშმარიტების შეცნობაში, რომელსაც მათი განთავისუფლება შეუძლია და გულგრილები რჩებიან, იმის მაგივრად რომ გაჭირვებულს დაეხმარნენ. ჩვენ, როგორც ქრისტეს ელჩები, უფლის სამეფოს ვირეკლავთ იქ სადაც ვართ, უფლის სიყვარული ვლინდება ჩვენში და იმ სამყაროში, რომლის გადასარჩენადაც თავისი სიცოცხლე გაიღო მან. ჩვენი წილი უფალთან ურთიერთობის გამოცდილებისა უნდა გავუზიაროთ სხვასაც, რათა მათაც მიიღონ შანსი დაიკავონ თავისი კუთვნილი ადგილი ცათა სასუფეველში. სადისკუსიო კითხვები 1. რა ღვთის მოსაწონი ჩვევებია საჭირო იმისათვის რომ უფრო ეფექტური იყოს, შენი როგორც ქრისტეს ელჩის საქმიანობა? 2. რომელი კარია დაკეტილი შენს ცხოვრებაში, რომელიც ხელს გიშლის სხვებთან ურთიერთობაში? 3. შენს გარშემო საზოგადოების რომელი ფენა არის მოუწყვლადი ცათა სასუფევლისთვის?
ჩვენი მოგზაურობა სასუფევლისკენ იფიქრე იმ ერთ პიროვნებაზე, რომელსაც ზემოდან უყურებენ, ანდა გარიყულია. მომდევნო რამოდენიმე კვირის მანძილზე ააშენე მასთან ურთიერთობა, მოემსახურე ანდა რამე სიკეთე გაუკეთე. შემდეგ კი ილოცე, რომ მოგეცეს საშუალება გაუზიარო უფლის შესახებ.
მაიორი ერიკა ჰელტონი – IHQ, აშშ-ს დასავლეთ ტერიტორია როგორც ამერიკისა და კარიბის ზონის სამდივნოს წევრი, პატივი მქონდა მემსახურა სახლიდან შორს, რომელმაც ღრმა გაგება მომცა იმისა თუ რას ნიშნავს იყო ელჩი და ამავე დროს ღრმა ურთიერთობა შემენარჩუნებინა იესოსთან, რათა ვყოფილიყავი ცათა სასუფევლის ეფექტური წარმომადგენელი. 22
ბიბლიის გაკვეთილი 7
სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე – უფლის სიმშვიდე ბიბლიის საკითხავი – მათ 11:28 -30; იოან 14:1-7
„მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს.ვინაიდან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი - მსუბუქი.” რას ამბობს ბიბლია ნებისმიერ ადამიანს სჭირდება დასვენება და ყველა ეძებს განმარტოებას. ედემის ბაღში, ცოდვად დაცემის შემდეგ, უფალმა მას ძებნა დაუწყო „სად ხარ“?. მას შემდეგ ყველა ადამიანი ეძებს მოსვენებას, მაგრამ მანამ ვერ იპოვის სანამ თვით უფალი არ გაუწოდებს ხელს თავისი სასუფევლიდან და ეტყვის „მოდით ჩემთან,
ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ.“(მათ 11:2830). როცა ჩვენი სული უზომოდ დაღლილი და დამძიმებულია, ის გვიხმობს, რომ მასში ვპოვოთ სიმშვიდე. ფიზიკურად დაღლას წყურვილიც ახლავს ხოლმე თან. როგორი შვებაა როცა წყურვილს ცივი წყლით ვიკლავთ! როგორც ირემი მიილტვის წყლის ნაკადულებისკენ, ასევე ჩვენი სულიც მიილტვის ღმერთისკენ წყურვილის დასაკმაყოფილებლად. მახსოვს ერთი მისიონერი ოფიცრის სიტყვები, რომელიც მსახურობდა ინდოეთის ძალიან ცხელ კლიმატში: ‘ყოველთვის ვოცნებობ იმ ანკარა წყაროზე, რომელიც ჩემს სახლშია“-მაგრა ამ წყლის პრობლემა ის არის, რომ კიდევ გვწყურია. ალბათ ეს იყო მიზეზი იმისა, რამაც იესოს ათქმევინა: “ყველას, ამ წყლის შემსმელს, კვლავ მოსწყურდება. ხოლო ვინც შესვამს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, საუკუნოდ არ მოსწყურდება. რადგან წყალი, მე რომ მივცემ, მასში გადაიქცევა სიცოცხლის წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს.” სულიწმინდის ცოცხალ წყაროს არაფერი შეედრება. 23
იესომ თქვა: „იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ და უხვად ჰქონდეთ.“ (იოან 10:10). ის ამ სამყაროში უხვი სიცოცხლის მოსაცემად მოვიდა, იმ სიცოცხლისა, რომელიც სავსეა კმაყოფილებით. როცა კმაყოფილნი ვართ, მაშინ ვისვენებთ. მხოლოდ მაშინ შეიძლება იპოვოს ჩვენში დავანებულმა სულმა სრულყოფილი სიმშვიდე. იესო ქრისტეს ძალმოსილებით შეცვლილი ჩვენი ცხოვრება ცვლის ცხოვრებაზე ჩვენს შეხედულებებს. ჩვენი დღევანდელი ცხოვრება ვინც ცივ ქვეყნებში ცხოვრობს, შეიძლება არ იცოდეს რას ნიშნავს ჩრდილის ქვეშ მოსვენება, თუმცა ცხელ ქვეყნებში მცხოვრებლებმა ძალიან კარგად იციან რამდენად დიდი შვებაა იგი. გრძელი გზის გავლის შემდეგ მზიან დღეს და ტვირთით ხელში, ჩრდილქვეშ შეფარება დიდი შვებაა. ჩვენ ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ვიმყოფებით (ფს 90:1), აქ თავს უსაფრთხოდ ვაფარებთ, რადგან ჩვენი სული აქ ისვენებს და დაცულია ყველანაირი გარემოებებისგან. ერთხელ ჩემს მეგობარს დავურეკე, რომელიც ძალიან ცუდად იყო და ვკითხე ჯანმრთელობის ამბავი. იმის მაგივრად რომ თავის მძიმე მდგომარეობაზე ელაპარაკა, მითხრა რომ, მას შემდეგ რაც თავშესაფარი ნახა უფლის „ჩრდილქვეშ’ უკვე აღარანაირი შტორმი არ აშინებს. აშკარა იყო რომ გაუსაძლისი ტკივილების მიუხედავად ის ქრისტეში პოულობდა მოსასვენებელ ადგილს. ერთხელაც, როცა მომაკვდავი მამაკაცის გვერდით ვიჯექი მან ასეთი რამ თქვა: „ეს სამყარო ულამაზესია და ყველა ქმნილება მშვენიერია, თუმცა ყოველი სახლი და ქუჩა ადამიანის ხელით არის შექმნილი. ის ადგილი კი სადაც მივდივარ და ის სასახლე, სადაც ვიცხოვრებ უფლის მიერ არის გამზადებული, რომელმაც შექმნა ცა და დედამიწა. მე მინდა იქ წასვლა.“ იგი ამ სამყაროდან მშვიდად წავიდა, რადგან დარწმუნებული იყო გადარჩენაში, რომელიც მას იესოში ჰქონდა და დარწმუნებული იყო, რომ მისთვის ადგილი გამზადებული იყო უფლის მიერ ცათა სასუფეველში.
24
უამრავი ხალხია, რომლებიც გამწარებულები და იმედგაცრუებულები არიან იმით რაც აქვთ ან არ აქვთ - ისინი ატარებენ დაჩაგრულის უღელს. გვახსოვდეს იესოს აღთქმა, რომელიც გვანთავისუფლებს ყოველგვარი არასასურველი უღლისგან და გვეპატიჟება რომ მისგან ვისწავლოთ. ადამიანური გული ადვილად წუხს, სხეული იმტვრევა და კვდება. ამიტომაც იესომ სასუფეველი ღვთიური სხეულებისთვის გაამზადა, სადაც ჩვენ შევიცვლებით და დავემსგავსებით მას. ცათა სასუფეველი არის ჩვენი მუდმივი სახლი და დასასვენებელი ადგილი. „მოსწმენდს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამ 21:4-8) სადისკუსიო კითხვები 1. რატომ გვწამს, რომ ამ სამყაროშიც შეიძლება უფლის თანდასწრებაში დასვენება? 2. საიდან იცი, რომ იესოს სიტყვები ჭეშმარიტია, როცა ამბობს, რომ „ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი - მსუბუქი.”? 3. გაგვიზირე შენი გამოცდილება, როცა უფლის მკლავებში პოვე შვება.
ჩვენი მოგზაურობა სასუფევლისკენ ცათა სასუფეველი უფლის სამყოფელია, თუმცა ბიბლია ამბობს, რომ ის ემანუელია, უფალია რომელიც ჩვენთან არის. ცათა სასუფეველი იწყება მაშინ, როცა უფალი ჩვენს შორისაა. მოდით დავისვენოთ და მშვიდობა ვიპოვოთ მასში.
25
პოდპოლკოვნიკი ლალჰლიმპუი,- IHQ, ინდოეთის აღმოსავლეთ ტერიტორია როგორც სამხრეთ აზიის ზონის სამდივნოს წევრი მშვიდობას ვპოულობ იესოში, ვისიც მწამს და მჯერა, და ვინც ყოველთვის ერთგულია თვისი აღთქმების.
26
ბიბლიის გაკვეთილი 8
სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე ზეციური დაცვა ბიბლიის საკითხავი – ეფესელთა 6:10-18
„ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან”. (იაკობი 4:7) რას ამბობს ბიბლია ქრისტიანული ცხოვრება მხიარული თავგადასავალია, თუმცა ყოველთვის ადვილი არარის. ბიბლია გვეუბნება, რომ ამას არც უნდა ველოდოთ. უფლის სიტყვა გვასწავლის, რომ ამ სამყაროდან ცათა სასუფევლისკენ მოგზაურობა სულიერი ბრძოლაა. ეფესელთა 6:12-ში ვკითხულობთ, რომ ბრძოლა რეალურია, და ის არის ქრისტიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. ეს ბრძოლა არ არის ადამიანური ან ადამიანური ძალების წინააღმდეგ, არამედ სულიერი ძალების - სატანის და მისი დამხმარეების წინააღმდეგ. ხშირად არ ვფიქრობთ ამაზე და შესაძლებელია გვეშინია კიდეც სატანის, თუმცაღა თუ დაბ 3:1-5 და 1 პეტრეს 5:8-ს წავიკითხავთ, ვნახავთ, რომ იგი რეალურია. საბედნიეროდ, ჩვენ ამ ძალას არ ვეწინააღმდეგებით აღჭურვილობის გარეშე! ბიბლია მიგვითითებს იმ იარაღზე, რომელიც ჩვენს ხელშია და რითაც შეგვიძლია სატანის დამარცხება. ეფესელთა 6:11-17 აღწერს ღვთის სრულ საჭურველს, რომლითაც უნდა აღვიჭურვოთ და გამოვიყენოთ ეფექტურად, როცა ცდუნება გადაგვეღობება გზაზე. ჩვენ მარტო არ ვართ ამ ბრძოლაში. უფალი ყოველთვის გვადევნებს თვალყურს და იაკობი 5:7-ში გვეუბნება, რომ როცა უფალს ვემორჩილებით, სატანა გარბის
27
ჩვენგან. ბიბლია ასევე საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ანგელოზების შესახებ (იხ. ბიბლიის გაკვეთილი 1), ისინი არიან უფლის გამოგზავნილები ჩვენს დასაცავად (ფს 90:11, ებრ 1:14)
ჩვენი დღევანდელი ცხოვრება დიდებულია, რომ გვაქვს დარწმუნება იმაში, რომ იესოთი ჩვენ მივიღეთ გადარჩენა და რომ ცათა სასუფეველი რეალური ადგილია, სადაც ჩვენი მოგზაურობა მთავრდება შეუდარებელ ფასად. განა ცათა სასუფეველი რამე როლს თამაშობს ჩვენს ამქვეყნიურ ცხოვრებაში? რამოდენიმე ხნის უკან აღმოვაჩინე, რომ უფრო და უფრო მიჭირდა კითხვა, რადგან გარკვევით ვეღარ ვხედავდი. ჩემმა ოფთალმოგმა მითხრა რომ ბიფიკალები მჭირდებოდა (სათვალე, რომელსაც დამატებით აქვს პატარა ზომის ლინზები სათვალის შუშის ქვევით დამაგრებული ადვილად წაკითხვის მიზნით), მაშინ აღმოვაჩინე, რომ ბიფიკალები კარგი გამოგონება იყო. ისინი მეხმარებიან, რომ შორს დავინახო, და პატარა ლინზები კი მეხმარებიან ახლოს მდებარე საგნებიც კარგად გავარჩიო.
მოდით ცათა სასუფეველი ბიფიკალური ლინზით დავინახოთ.
სასუფეველი არის ის რასაც მომავლისთვის ველით, და ამავე დროს ის არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. ჩვენ გამოვიცდებით და ვცდუნდებით, სატანას სურს რომ გამოგვიჭიროს და დაგვადანაშაულოს, მაგრამ მოდით გავიმაგროთ გულები. როცა აღვიჭურვებით უფლის საჭურველით ყოველდღიურად (ეფ 6:10-18), დარწმუნება გვაქვს, რომ იგი დაგვიცავს.
28
ხსნის ჩაჩქანი იცავს გონებას. სიმართლის ჯავშანი იცავს გულს. ჭეშმარიტების სარტყელს მთელი აბჯარი უკავია და ეს არის იესო, რომელიც არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე (იოან 14:6). მშვიდობის სახარების ფეხშესამოსელი გვეხმარება რთულ გზაზე სიარულში და მყარად დგომაში, რათა მზად ვიყოთ სახარების გასაზიარებლად.
სულის მახვილი უფლის სიტყვაა. ის ორლესულია და მტრის დარტყმისაგან გვიცავს, იგი ამავე დროს შეტევისთვის ძალას გვაძლევს რათა ბოროტი გადავაქციოთ კეთილად. რწმენის ფარი გვიცავს ბოროტის გავარვარებულ ისრებისგან და ცდუნებებისგან, რომლებიც ჩვენსკენ მოფრინავენ, რათა შემოაღწიონ ჩვენს ცხოვრებაში და დაგვაზიანონ.
ჩვენ უფლის თანდასწრება გვაქვს ნუგეშის საცემად და წინამძღოლობისათვის. ჩვენ აღჭურვილობა გვაქვს, რომელიც გვიცავს, ჩვენ ანგელოზები გვყავს, რომლებიც ზრუნავენ და გვემსახურებიან. ჩვენ დაცულნი და კურთხეულნი ვართ.
სადისკუსიო კითხვები 1. იფიქრეთ ეფესელთა 6:10-18-ზე. როგორ შეიძლება შეიმოსოთ უფლის აღჭურვილობით ყოველდღიურად? 2. გაგვიზიარეთ, იაკობის 4:7 მუხლი რამდენად რეალურია თქვენს ყოველდღიურობაში. 3. გახსენდება რომელიმე მუხლი ბიბლიიდან, რომელიც უფლის დაცულობის გარანტიას გაძლევს და რომელიც თავს დაცულად გაგრძნობინებს? შეგიძლია გაგვიზიარო?
ჩვენი მოგზაურობა სასუფევლისკენ
ჩვენ გამოვიცდებით და ვცდუნდებით ჩვენი ცხოვრების მანძილზე, თუმცაღა სასუფეველი არ წყვეტს ჩვენში მოქმედებას. მოდით გააზრებულად შევიმოსოთ უფლის საჭურველით და ვიცხოვროთ გამარჯვებული ცხოვრებით შიშის გარეშე.
29
კომისარი მარეკე ვენთერი, IHQ, სამხრეთ აფრიკის ტერიტორია, (მსახურებას ეწეოდა ბანგლადეშში და შრი-ლანკაში). როგორც სამხრეთ აზიის ზონის ქალთა მსახურების მდივანი, მადლობას ვუხდი
უფალს, რომ გვიცავს ბოროტისგან და საფრთხისგან, თავს სრულიად დაცულად ვგრძნობ ცათა სასუფევლისკენ მოგზაურობის დროს.
30
ბიბლიის გაკვეთილი 9
სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე – ზეციური საუნჯე ბიბლიის საკითხავი – მათ 6:19-21
„ნუ დაიუნჯებთ მიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ. დაიუნჯეთ ცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ. ვინაიდან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება.“
რას ამბობს ბიბლია ეს არის მთაზე ქადაგებებიდან იესოს სწავლების ნაწყვეტი, როცა იესო მიმართავდა მის გარშემო შეკრებილ უამრავ ხალხს. იესო თავის მსმენელებს აფრთხილებს, რომ მათი ფოკუსი - ის რაც მათთვის ყველაზე ფასეულია - არ იყოს ის რაც ადვილად ფუჭდება, ნადგურდება ან ადვილად მოპარვადია. ასეთ ნივთები დროს ვერ უძლებს. სამაგიეროდ იესო მოუწოდებს მათ რომ ისეთი რამე დაიუნჯონ, რომელთა ფასი საუკუნო და ღვთისთვის მნიშვნელოვანია. ასეთ საუნჯეს ვერავინ მოიპარავს და ვერაფერი გაანადგურებს, და სამუდამოდ დარჩება დაუნჯებული იქნება სასუფევლისთვის. ბოლოს იესო ხაზს უსმევს იმას, რომ იქ არის ჩვენი გული სადაც ჩვენი საუნჯეა შენახული. შენი გული განსაზღვრავს რა არის შენთვის მნიშვნელოვანი, რატომაა იგი შენთვის საგანძური და რატომ აბანდებ მასში ამდენ დროს. იესოს სურს რომ ჩვენ, ჩვენი დრო, ენერგია და სურვილები დავაბანდოთ ღმერთთან ურთიერთობაში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა და სამუდამოდ.
ჩვენი დღევანდელი ცხოვრება ფილმში „ნაკიანი წელიწადი“ მთავარი გმირი კითხულობს: „ სახლი რომ გეწვებოდეს და მხოლოდ 60 წამი გქონდეს ნივთების გამოსატანად, რას გამოიტანდი?“, 60 წამი დიდი დრო არარის იმის გადასაწყვეტად, რა არის უფრო მნიშვნელოვანი შენთვის, სურათები? დოკუმენტები ან წიგნები? 31
ან იქნებ ნივთი, რომელიც მემკვიდრეობით გადმოგეცა? ჩვენ ამ ნივთებს ვინახავთ მისი ფასის ანდა სენტიმენტალური დამოკიდებულების გამო, თუმცა ზეციური საუნჯის მიმართ ასეთ დამოკიდებულება გვიჭირს. ჩვენ თუ დაგვითმია დრო იმაზე ფიქრში თუ რა არის ის? გარკვეულწილად პასუხი შეიძლება ვიპოვოთ ფილმში, „ნაკიანი წელიწადის“ ბოლო ეპიზოდში, როცა მთავარი გმირის სახლში ხანძრის საგანგაშო სიგნალი ჩაირთვება შეცდომით. იგი თავის შეკითხვას ასე პასუხობს: „როცა ჩემი 60 წამიც დადგა, მივხვდი, რომ ყველაფერი მქონდა რაც მინდოდა, მაგრამ არაფერი მჭირდებოდა.“ ჩვენ მივდივართ იქამდე თუ რა გვჭირდება და არა ის თუ რა არის აუცილებელი. ყოველთვის იქნება რამე რაც გვენდომება, ის რისი იმედიც გვექნება რომ ბედნიერებას მოგვანიჭებს, თუმცაღა მას არანაირი ფასეულობა არ ექნება მარადიულ ცხოვრებაში. ეს იქნება უბრალოდ დროთა განმავლობაში დაგროვილი ნივთები. თუმცა განძი, რომელიც სამუდამოდ ძლებს, არის ჩვენი რწმენა. ჩვენი რწმენა გვაძლიერებს როცა სუსტები ვართ, იგი იმედია გაჭირვების ჟამს და მადლია - საჭიროების დროს. ის ჩვენ უპირობო სიყვარულს და უფლის საყვარელი შვილის უფლებას გვთავაზობს. ჩვენი რწმენა სიხარულით გვავსებს ცუდი თუ კარგი პირობების და მდგომარეობის მიუხედავად. იგი ჩვენს ცხოვრებაში, უფლის მუდმივი თანდასწრების დარწმუნებას გვაძლევს. ეს ის განძია, რომელიც გვეხმარება, რომ ყურადღება გადავიტანოთ იმაზე რაც ყველაზე ფასეულია. ის გვახსენებს იმაზე თუ როგორ ზრუნავს უფალი ჩვენს ყოველდღიურ, ფიზიკურ თუ სულიერ საჭიროებაზე და იმ ინდივიდუალურ ურთიერთობებზე, რომელიც არსებობს ჩვენს და ღმერთს შორის. ჩვენ შეიძლება ძალიან კონკურენტულ და საქმიან გარემოში გვიწევს ცხოვრება, მაგრამ ხშირად ჩვენ გვავიწყდება უფალთან ჩვენი ურთიერთობა, ეს არის ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
32
სადისკუსიო კითხვები 1. 2 კორ 4:5-11-ში ვკითხულობთ რომ „განძი გვაქვს თიხის ჭურჭლებში“ . როგორ გესმის განძი ამ კონტექსტიდან? 2. როგორ აღწერთ იმ განძს, რომელიც შენშია? 3. როგორ ზრუნავ იმაზე, რომ შენი ურთიერთობა უფალთან იყოს პრიორიტეტი შენთვის?
ჩვენი მოგზაურობა სასუფევლისკენ
სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ უნდა დავაფასოთ და უპირატესობა მივანიჭოთ იმ განძს, რომელიც ჩვენშია. მომდევნო კვირის მანძილზე გამოყავით
დრო უფალთან ურთიერთობისთვის. დაგეგმე ეს დრო და განიცადე ღმერთის თანდასწრება შენს ცხოვრებაში. გამოყავი დრო და გამოიყენე იგი წარმატებით.
პოდპოლკოვნიკი კალი ვები, IHQ, ავსტრალიის სამხრეთ ტერიტორია (მსახურებას ეწეოდა სამხრეთ ავსტრალიაში, პაკისტანსა და IHQ) როგორც გენერალური მდივნის ასისტენტი (დირექტორიატი) და პასუხისმგებელი პირი ლიდერთა განვითარებაზე, ჩემი სურვილია ყველამ შეძლოს თავისი პოტენციალის სრული გამოყენება, არამარტო მსახურებაში, არამედ უფალთან ურთიერთობაშიც.
33
ბიბლიის გაკვეთილი 10
ცათა სასუფეველი ყველა ერისთვის ბიბლიის საკითხავი – დაბადება 11:1-9; ლუკა 13:23-30 და საქ 2:1-12
„მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, და ინახად დასხდებიან ღვთის სასუფეველში.’ (ლუკა 13:29) რას ამბობს ბიბლია დაბადების წიგნების პირველივე თავებში, როცა ღმერთმა ადამი და ევა შექმნა, მათ დავალება მისცა რომ ემრავლათ. ცოდვად დაცემისა და წყალდიდობის შემდეგ, უფალმა ისევ მისცა მითითება ნოეს და მის შვილებს, რომ აევსოთ მიწა (დაბადება 9:1). ვხედავთ კიდეც, რომ ნოეს ძეთა შთამომავლობამ წარმოშვა ერები. ადამიანები მრავლდებოდნენ და თავის რეპუტაციასა და მათზე შექმნილ ლეგენდებზე დაიწყეს ზრუნვა ღმერთისგან დამოუკიდებლად. მათ დაიწყეს გოდოლის შენება, რომ ცას მისწვდომოდნენ და დაემტკიცებინათ, რომ უფლის თანასწორნი იყვნენ და აღარ გამრავლებულიყვნენ და აევსოთ ქვეყანა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ისინი ერთად ამბოხდნენ და გაერთიანდნენ გოდოლის ასაშენებლად. მათთვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობდა, მათ ერთი მიზანი და საერთო სასაუბრო ენა ჰქონდათ. ადამიანური სიამაყე და ქედმაღლობა იყო მათი მოტივაცია აერთიანებდა მათ ბაბილონის გოდლის აშენებისას. როცა უფალმა დაინახა რა თავდადებით ცდილობდნენ ისინი თავისი მისიის შესრულებას, მიხვდა რომ მათი ეს მოწადინება მხოლოდ და მხოლოდ დააშორებდა მისგან. მისი მადლის გამოვლენა იყო ის რომ უფალმა მათ ახალი ენა მისცა, ამით უფლის დავალება შესრულდებოდა და ხალხი ენის ჯგუფების მიხედვით გაიფანტებოდნენ მთელ მსოფლიოში, ისე როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები. როცა იესო ამაღლდა (მათ 28:19-20), მან თავის მოწაფეებს დავალება მისცა, რომ წასულიყვნენ და მოემოწაფებინათ ყველა ხალხი, რომელიც ასევე არის აბრამის წინაშე დადებულ პირობის აღსრულება, რომ მისით იკურთხება ყველა ერი. ამაღლებიდან ორმოცდამეათე დღეს (საქ 2) იერუსალიმში შეკრებილი იყვნენ უფლისმოშიში ებრაელები ყველა ერიდან 34
რათა ეზეიმათ კვირის დღესასწაული. მოწაფეები ერთად იყვნენ როცა სულიწმინდა გადმოვიდა მათზე. მათ დაიწყეს იმ ენებზე საუბარი, რომელიც გასაგები იყო იქ შეკრებილი ებრაელებისთვის, რომლების დღესასწაულში იღებდნენ მონაწილეობას. სულიწმინდის მოფენის დღეს ვხედავთ რომ ენების ნიჭების მთელი ძალით გამოვლინებას. პირველად, როდესაც ეს ნიჭი გადმოვიდა ადამიანებზე, მან გახლეჩა და დაყოფა მოიტანა, მაგრამ სულიწმინდის ენებმა გაერთიანება მოიტანა. ბარიერი დაინგრა და უფლის დავალება, რომ მოიმოწაფონ ყველა ერიდან, ჯერ ისევ ძალაშია. წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ცათა სასუფეველში ყველა ერიდან იქნება წარმომადგენელი. იოანეს 3:16 გვიცხადებს უფლის უზომო სიყვარულს რომელიც მის ძეში გამოვლინდა „რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.“
ჩვენი დღევანდელი ცხოვრება შორს მოგზაურობა არარის საჭირო რათა მივაღწიოთ „ყველა ერს“ რადგან ხშირად საზოგადოება მრავალეროვანია ჩვენს გარშემო, განსაკუთრებით სირთულეს არ წამოადგენს უცხო ქვეყნის და კულტურის ადამიანთან შეხვედრა მაშინ, როცა ამდენი ლტოლვილია მსოფლიოში. ზოგიერთი ჩვენგანს ისეთივე რეაქცია აქვს, როგორც ბაბილონის გოდლის მშენებლობის დროს ჰქონდათ. ჩვენ გვეშინია და გვინდა იქ დარჩენა, რომელიც კომფორტული და ნაცნობია ჩვენთვის. ლუკას 13:27-28 გვეუბნება, რომ თუ ჩვენ გვგონია, რომ გვეკუთვნის სასუფეველში შესვლა, შესაძლებელია მისი კარს მიღმა დავრჩეთ. როგორც სასუფევლის მოქალაქეებს, ჩვენ სხვა მსოფლმხედველობა გვაქვს და ჩვენ უნდა ვუყურებდეთ სამყაროს უფლის თვალებით და ვცხოვრობდეთ ცათა სასუფევლის პრინციპებით. ჩვენი მსახურება უნდა იყოს უფალსა და ერებს შორის შერიგების მსახურება.
35
სადისკუსიო კითხვები 1. როგორ ატარებ პრაქტიკაში მათ 25:34-36 პრინციპებს? 2. რამდენად მრავალეროვანია შენი სამეგობრო წრე? 3. როგორ შეგიძლია გაამხნევო სხვა, რომ დაუახლოვდეს სხვა კულტურის ადამიანებს?
ჩვენი მოგზაურობა სასუფევლისკენ როგორც იესო ქრისტეს სხეულის ნაწილებმა, უნდა ვისწავლოთ ერთად თანაცხოვრება. თაყვანისცემა მულტიკულტურული გაგებით ეს არის იმის ანარეკლი თუ როგორ განვადიდებთ უფალს ერთად ცათა სასუფეველში. მოდით მხოლოდ კომფორტული ზონით ნუ დავკმაყოფილდებით, არამედ გავიდეთ სხვა ერებშიც, თუნდაც ეს მხოლოდ გზის მეორე მხარეს გადასვლას ნიშნავდეს.
მაიორი ანა ფრეიზერი, IHQ, აშშ-ს აღმოსავლეთ ტერიტორიიდან, ამჟამად მსახურობს სულიერი ცხოვრების განვითარების ცენტრში. როგორც სულიერი ცხოვრების განვითარების მდივნის ასისტენტი მინდა რომ ყველა, და მეც ვიყო 5 გონიერი ქალწულის მსგავსად მზად ნეფის შესახვედრად და სასუფეველში შესასვლელად.
36
ბიბლიის გაკვეთილი 11
სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე – ღვთიური სიმღერა ბიბლიის საკითხავი – გამოცხადება 15; სოფონია 3:17
‘უფალი, შენი ღმერთი, შენს წიაღშია, გმირი, რომელიც გიხსნის. სიხარულით გაიხარებს შენზე, განგაახლებს თავის სიყვარულში, სიმღერით იზეიმებს შენს გამო.’ (სოფონია 3:17) რას ამბობს ბიბლია სიმღერაზე ხშირად საუბრობს ძველი და ახალი აღთქმა. წმინდა წერილი გვიყვება რომ დავითი საკრავს უკრავდა, რომ საულს სულის სიმშვიდე ეპოვა. ფსალმუნებში იპოვით სიმღერებს, რომლებსაც მწუხარების, სიხარულის, თაყვანისცემის დროს, ასევე ყოველდღ ცხოვრებაში ანდა იერუსალიმში მისვლის დროს მღეროდნენ. წმინდა წერილში სიმღერა გამოიყენება ღმერთის თაყვანისცემის, სიყვარულის გამოხატვისას ანდა ქალაქის კედლების დასანგრევად (პირდაპირი მნიშვნელობით). ხომ გახსოვთ იერიხო? სოფონიას წიგნში ვხედავთ უფალს, რომელიც ხარობს თავის ერს შორის. ის სიხარულით მღერის! რამდენად სასიამოვნოა, როცა ვიცით, რომ უფალი ხარობს ჩვენით და მღერის კიდეც. გამოცხადებაში ბევრჯერ ისმის სიმღერის ხმა. ცათა სასუფეველი ხარობს და განდიდების ხმა ისმის უფლის ტახტის გარშემო, ანგელოზები, წმინდანები და ყველა ვინც იცნობს და ვისაც უყვარს უფალი, სიხარულით განადიდებენ და თაყვანს სცემენ უფალს. სოფ 3:17-ში ზოგ ინგლისურ თარგმანში ვკითხულობთ „ხარობს შენზე მხიარული შეძახილებით“. როგორ ლამაზად არის გადმოცემული უფლის აღფრთოვანება როცა გვხედავს და როგორი სიხარულით ხარობს. გსმენიათ ასეთი შეძახილი? ალბათ მაშინ, როცა ბავშვი იბადება ანდა როცა საყვარელი სპორტული გუნდი იგებს მაშინ გამოვხატავთ ასეთ სიხარულს. ანდა მაშინ როცა ახალი ჯარისკაცი ემატება ჩვენს კორპუსს, ანდა მაშინ როცა დიდი დაბრკოლებების შემდეგ ადამიანი გადაწყვეტს, რომ გაჰყვეს იესოს. როგორც ჩვენ ვხარობთ აქ, ასევე უფალი მხურვალე სასიხარულო შეძახილებით ხარობს იმით თუ ვინ ვართ - დიდებული მეფის ქალიშვილები და ვაჟიშვილები. 37
ჩვენი დღევანდელი ცხოვრება მე მიყვარს მუსიკა. უფრო მეტიც, ერთ ერთი მათგანი ვარ რომელიც სულ ღიღინებს ხან საგალობლებს, ხან გუნდის სიმღერებს ან რამეს რაც ახალგაზრდობიდან მახსოვს. ხშირად კი ჩემი სიმღერა არის ხოლმე პასუხი ვინმეს ნათქვამზე. უმეტესწილად სიმღერას არასდროს ვიწყებ ხმამაღლა, მხოლოდ დროდადრო. მეგობარი, რომელთან ერთადაც ვმუშაობ შტაბბინაში ზუსტად იგივეს აკეთებს, თუ ვინმე რამეს იტყვის, ჩვენ მაშინვე სიმღერას ვიწყებთ მათ ნათქვამზე. რამოდენიმე წლის უკან, მსუბუქი დეპრესია მქონდა და სიმღერის სურვილი შეწყდა ისე, რომ ვერც შევამჩნიე მანამ ვიღაცამ ხაზი არ გაუსვა იმას რომ აღარ ვღიღინებდი. დაახლოებით ორი წელი გავიდა ვიდრე კიდევ დავიწყებდი ღიღინს. საგალობლები ძალიან მეხება და ხშირად, როცა ჩემს ფიქრებს ვერ ვუყრი თავს რომ ვილოცო, სიმღერას ვიწყებ. კარგი მომღერალი არ ვარ და ხშირად თვითონ ვიგონებ სიტყვებს, მაგრამ მე მაინც საგალობლით განვადიდებ მას, ვისაც ვუყვარვარ.
სადისკუსიო კითხვები 1. რომელია შენი უსაყვარლესი საგალობელი და რატომ? 2. რას ფიქრობ, როგორ მღერის უფალი შენთვის და რა გრძნობები გეუფლება ამის გამო? 3. რა მელოდია ჟღერს ახლა შენს თავში? შეგიძლია ხმამაღლა იმღერო ისე რომ სხვებიც აგყვნენ?
ჩვენი მოგზაურობა სასუფევლისკენ მოგზაურობა ცათა სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე არასდროს არის ადვილი. ყოველთვის სიხარულით, ღიმილით და თაყვანისცემით არარის სავსე. ხანდახან გზა რთული, გრძელი და ისეთი სირთულეებით არის სავსე, როგორიცაა ჯანმრთელობა, ურთიერთობები, მარტოობა და უარესი- დღეს შეგიძლია გადაწყვიტო, რომ რთულ დღეებშიც იმღერო რადგან უფალი შეიძლება ასეთ ადგილასაც ნახო. მარტო არ ხარ, რადგან უფალი მღერის შენთვის! 38
კომისარი დოუნ ჰითვოული - IHQ, აშშ-ს ცენტრალური ტერიტორია
როგორც საერთაშორისო შტაბბინის სტრატეგიის მისსის მდივანი, ჩემი მიზანია შევქმნა საზოგადოება, გავამხნევო თანამშრომლები და ოფიცრები, რომ მოწმეები იყვნენ თავის სამუშაო ადგილებზე და ისე იცხოვრონ რომ სხვებმა იესო დაინახონ მათში და სასუფეველში შესვლის სურვილი გაუჩნდეთ.
39
ბიბლიის გაკვეთილი 12
სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე – უფლის დიდება სასუფეველში ბიბლიის საკითხავი – გამოცხადება 21:1-7, 9-26
‘მითხრა: “აღსრულდა! მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროდან უსასყიდლოდ. გამარჯვებული დაიმკვიდრებს ამას, მე მისთვის ღმერთი ვიქნები და ის ჩემთვის - ძე.’ (გამოცხადება 21:6-7) რას ამბობს ბიბლია როდესაც ადამიანები ცათა სასუფეველზე ფიქრობენ, მათ წარმოუდგენიათ ადგილი, რომელიც სავსეა დიდებით, ქუჩები მოპირკეთებულია ოქროთი და სასახლეებში ყველასთვის არის საცხოვრებელი ადგილი. გამოცხადების 21 ძალიან ლამაზად აღწერს ცათა სასუფეველს, რომლის გალავანი იასპით არის ნაგები, საძირკველი მოპირკეთებულია ძვირფასი ქვებით, კარიბჭეები მარგალიტისაა და ქუჩები-ოქროსი. თუმცა ცათა სასუფეველი უფრო მეტია ვიდრე ის, რისი ნახვის იმედიც გვაქვს. მე-3 მუხლში ვკითხულობთ, რომ ცათა სასუფეველი ის ადგილია სადაც უფალი მკვიდრობს ხალხს შორის. მე-4 მუხლში „ (იგი) მოსწმენდს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გადავიდნენ.” დავითი მე-15 ფსალმუნში საუბრობს იმ დროზე როცა ჩვენ უფალთან ერთად ვიქნებით სამოთხეში, ის ამბობს „მასწავლე გზა ცხოვრებისა, სისავსე სიხარულისა შენი სახის წინაშე, ნეტარება შენი მარჯვენით - უკუნისამდე“ ესაია 35:1-2 გვეუბნება რომ უდაბნო „გაიფურჩქნება; და იმხიარულებს ლხენითა და სიმღერით“ და 5-7 მუხლებში წერია „მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუთა ყურები გაიხსნება. მაშინ ირემივით იხტუნებს ხეიბარი და მუნჯის ენა ამღერდება“ 40
სამოთხეში ენით აღუწერელი სილამაზეა, თუმცაღა ნამდვილი დიდებით მაშინ ივსება, როცა ღირსი ვხდებით იმ მემკვიდრეობის მიღებისთვის, რომელიც უფალმა ჩვენ დაგვიტოვა.
ჩვენი დღევანდელი ცხოვრება მახსენდება ზამთრის ერთი დღე არიზონაში, სადაც პირველად ვნახე როგორ თოვდა მთელი ღამე. დილით დავინახე, თუ როგორ იყო გახვეული მთელი ქალაქი თეთრი ზეწარში. მანამდე არასდროს მენახა მსგავსი რამ და აღვფრთოვანდი უფლის დიდების გამოვლენით ამ დედამიწაზე. ხშირად მახსენდება უფლის დიდების გამოვლენა ამ სამყაროში, როცა ღამე ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურებ, ანდა უდაბნოში წვიმის სუნს ვგრძნობ. არის დღეები, როცა მართლა სამოთხეში მგონია თავი, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ეს ასე არარის მანამ დედამიწაზე ვართ. სამოთხე არის დანიშნულების ადგილი მორწმუნეებისთვის და სასურველი ადგილი ურწმუნოთათვის. ცათა სასუფეველში ჩვენი ცოდვები ნაპატიებია და იქ ცოდვისთვის ადგილი აღარ არის. ჩვენ განვიკურნეთ და ვეღარ ვიგრძნობთ ტკივილს. იქ არ არის ცრემლი ანდა გლოვა, და ჩვენ, როგორც მისი შვილები, ვიქნებით მის თანდასწრებაში სამუდამოდ, თაყვანს ვცემთ და განვადიდებთ საგალობლებით. ეს, უფლის დიდება არის ჩვენი მემკვიდრეობა. ჩვენი სურვილი უნდა იყოს, რომ ისინი ვინც გვიყვარს და ვინც უალმა მოგვანდო ჩვენ, გაიგებენ უფლის დიდებაზე. „(რაცარუნდა მოხდეს) მოიქეცით ქრისტეს სახარების ღირსად“ (ფილ 1:27). ჩვენ, მორწმუნეები, მოწოდებულნი ვართ რომ ცათა სასუფევლის ღირსად ვიცხოვროთ, რათა სხვებმა ჩვენში დაინახონ იესო. ჩვენ უფლის დიდების ცოცხალი მოწმეები უნდა ვიყოთ ამ ბნელ სამყაროში. როგორც ქრისტიანებმა, ჩვენი მემკვიდრეობის შესახებ უნდა მოვუყვეთ ყველას, რათა მათაც იგემონ უფლის დიდება და მიეცეთ შანსი მარადიულობა გაატარონ უფლის თანდასწრებაში (გამოცხ 21:3)
41
სადისკუსიო კითხვები 1. რა გიზიდავს ყველაზე მეტად სამოთხეში? 2. რას აკეთებ იმისთვის, რომ სხვებსაც გაუჩნდეთ სურვილი განიცადონ უფლის დიდება ცათა სასუფეველში?
3. რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ უფრო მეტად იფიქრო ზეციერზე?
ჩვენი მოგზაურობა სასუფევლისკენ
ცათა სასუფევლის დიდების მოლოდინში არ დაგვავიწყდეს პავლეს გამამხნევებელი სიტყვები კოლასელთა მიმართ, როცა მათ მოუწოდებს რომ ზეციერზე იფიქრონ და არა მიწიერზე „ამგვარად, თუ თქვენ აღდექით ქრისტესთან ერთად, ეძიეთ მაღლა, სადაც ქრისტე ზის ღვთის მარჯვნივ. ზეციერზე იფიქრეთ და არა მიწიერზე. ვინაიდან თქვენ მოკვდით და თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში. როცა გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მაშინ თქვენც გამოჩნდებით მასთან ერთად დიდებით“ (კოლ 3:1-4)
მაიორი ანჯელა სთრიქლენდი – IHQ, აშშ-ს დასავლეთ ტერიტორია
როგორ ყოველწლიური გამოცემის „The Year Book”-ის რედაქტორი, უფრო ფართოდ ვხედავ ხსნის არმიის საქმიანობას მსოფლიო მაშტაბით. ვხედავ როგორ მიყვება ხალხი უფლის მოწოდებას რათა უყვარდეთ ერთმანეთი და გაუზიარონ უფლის სიყვარული სხვებს. მეც მოტივირებული ვარ გავუზიარო სიტყვა სხვებს, ვიფიქრო ზეციერზე და ვიცხოვრო უფლის მოწოდების თანახმად, რათა დავიმკვიდრო ცათა სასუფეველი. 42
სარჩევი
ცათა სასუფევლისკენ
43
1. სამოთხე რეალურია
პოლკოვნიკი ქრის ვები
2. ზეციური მსხვერპლი
კაპიტანი ლოვეს უნუორა
3. ზეციური მოქალაქე
კომისარი ევა კლემანი
4. სასუფეველი გარანტირებულია
მაიორი ანე სუნდუ
5. ცათა სასუფეველი მიწაზე
პოლკოვნიკი ლიზბეს ველანდერი
6. უფლის სამეფოს ელჩები
მაიორი ერიკა ჰელტონი
7. უფლის სიმშვიდე
პოდპოლკოვნიკი ლალჰლიმპუი
8. ზეციური დაცვა
კომისარი მარეკე ვენთერი
9. ზეციური საუნჯე
პოდპოლკოვნიკი კალი ვები
10. სასუფეველი ყველა ერისთვის
მაიორი ანა ფრეიზერი
11. ღვთიური სიმღერა
კომისარი დოუნ ჰითვოული
12. უფლის დიდება სასუფეველში
მაიორი ანჯელა სთრიქლენდი
44
45
46