
4 minute read
ეროლ მორისი: რისი გვჯერა რწმენა-წარმოდგენების შესახებ?
ყველას აქვს შექმნილი თავისი მითი/მრწამსი. ჩემი ასეთია: ღმერთმა თავისი უსაზღვრო სიბრძნით, ადამიანს უბოძა საკუთარი თავის მოტყუების უნარი და ჩათვალა, რომ თუ ადამიანი მას ეფექტურად გამოიყენებდა, სხვებზე ზემოქმედებაც უფრო გაუადვილდებოდა.წლების წინ წავიკითხე ანეკდოტი ზოარზე, მე-19 საუკუნის უტოპიურ ტომზე. იგი სასამართლო ფსიქიატრიის შესახებ წიგნში იყო ნახსენები, თუმცა მის პირველწყაროს დღემდე ვერ მივაგენი. ამბავი კი ეხება, ზოარის უკანასკნელ მკვიდრ ქალს, რომელმაც სიკვდილის სარე- ცელზე თქვა: “იფიქრეთ ყველა რელიგიაზე. შეუძლებელია ყველა ჭეშმარიტი იყოს, მაგრამ შესაძლოა იყოს არასწორი.”
Advertisement
ჩემთვის მისი სიტყვები ხაზს უსვამდა რწმენის საიდუმლოებას. რომ ჩვენ დავიჯეროთ სწორედ ის, რისი დაჯერებაც გვსურს, რაც ისედაც ხშირად ხდება. თუმცა, დიდი ალბათობით, ის, რისიც გვჯერა შეცდომაა. ზოგჯერ არა მხოლოდ მცდარია, არამედ, აზრსმოკლებულიცაა.
ასე რომ, აი რისი მჯერა: მწამს რომ, თუ რაიმეს იწამებ, ნიშნავს საკუთარი თავის მოსროლას შეცდომების უძირო ორმოში, სადაც ყველა სიცრუის შემქნელიც თვითონ ხარ. წარმოიდგინეთ, რომ ბნელ ხეივანში ხართ, მაგრამ არა პლატონის გამოქვაბულში არა, არა. მე ნაკლებად, ან საერთოდ არ მაინტერესებს საკუთარი თავის წარმოდგენა პლატონის გამოქვაბულში. ყოველ შემთხვევაში, თუ პლატონის უნდა გვჯეროდეს, მაშინ ჩვენ ყველანი მის გამოქვაბულში ვართ. არა მე სულ სხვა რამეს წარმოვიდგენ. ბნელ ხეივანში, სადაც უცებ მხვდება მოუწესრიგებელი გარეგნობის ადამიანი, რომელიც ჩემს სახეს ოდნავ უახლოვდება და მეკითხება: „რაში მდგომარეობს მთავარი იდეა?“
როგორ უნდა ვუპასუხო? ნება მომეცით, გადავხედო ამ მოუწესრიგებელ ადამიანთან შეხვედრისგან წარმოქმნილ სიტუაციას და მოვიფიქრო. ფაქტია, ეს გამოწვევაა. ის ფიქრობს, რომ მე გამაჩნია აბსურდული, ღრმააზროვანი და შესაძლოა ქედმაღლური იდეები. რამდენიმე მაგალითზე შემიძლია გესაუბროთ. შემიძლია ვთქვა, რომ არ არსებობს სამართლიანობა, ან ის, რომ სამართალი აუცილებლად ფარდობითია, ან რომ ფეხის ტკივილი ყურის ტკივილზე უარესია. ან შესაძლოა, რომ მთელი მატერია არის ნაწილაკები, ან თუნდაც ტალღები. თუ მე მართლა ვცდილობ ჭკვიანად წარმოჩენას, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ორივეა. მე ასევე, შემეძლო კითხვის ციტირება NBC-ის გადაცემიდან “ALF”: “ რატომ ვამბობთ ტვირთზე სხვადასხვანაირად როდესაც გემით და მანქანით გადავზიდავთ?”.
მიხარია, რომ არ დავდიოდი პრესტიჟულ სკოლაში. იმ თვალთმაქცურმა გარეგნობის ადამიანმა ბნელი ხეივნიდან, - პირველად მოუწესრიგებელი ვუწოდე არა? კარგი, ის ცბიერი და ჭუჭყიანია - შეიძლება მომკლას კიდეც.
მერე რა უნდა ვუთხრა მას? შესაძლოა მეპასუხა “ჭეშმარიტი მთავარი იდეა არ არსებობს. ან, თუ არსებობს, მე არ გამაჩნია”. ასეთი პასუხი არაეფექტურია და შესაძლოა, გამომწვევიც. მას საერთოდაც, შეეძლო აღენიშნა, რომ პასუხი აუცილებლად უნდა გამეცა.
კითხვაში “რაში მდგომარეობს მთავარი იდეა?” იმალება რეალური შეკითხვა - „რაში მდგომარეობს შენი მთავარი იდეა?“, რა არის შენი აბსურდული რწმენით გაკეთებული აბსურდული დასკვნები, რომლებზეც ფიქრობ რომ ცხოვრების შეცვლის ძლიერი პოტენციალი აქვთ? ჩვენ ხშირად ვაწყდებით მსხვილ იდეებს არასასიამოვნო კონტექსტში (კაცის ან ქალის მიერ განსჯას, თუმცა რეალურად, მნიშვნელობა არ აქვს) სამყაროს საიდუმლოებების შესახებ ვინმეს ახსნა-განმარტების მოსმენისას. ფერმას ბოლო თეორემის ამოხსნა, მერკურის პერიჰელიონის პრეცესია, ცოცხალი არსებების წარმოშობის ისტორია... ჩვენ ყველამ ვიცით ისეთი ადამიანები, ვინც მსგავსი იდეების პოპულარიზაციას ახდენს და მზადაა ყველას მის გაგება-გააზრებაში დაეხმაროს. მაგრამ რა აზრი აქვს, თუკი ამ იდეებს ჩვენ თავად ვერ შევიცნობთ?
მის გარდაცვალებამდე, 2010 წელს მათემატიკოს ბენუა მანდელბროტს ვესაუბრე. ძალიან მინდოდა, რომ მოეყოლა ფრაქტალის გეომეტრიის აღმოჩენის ისტორია, რაც, სავარაუდოდ დიდი იდეის მატარებელია. თუმცა, აღნიშნულ თემაზე საუბარი არ ისურვა და თქვა რომ მისთვის ფრაქტალები არ იყო მთავარი იდეა. მან ისაუბრა ფინანსურ სამუშაოებზე, წინამორბედ პროცესებსა და ქაოსურ ნაწილზე. მაგრამ მანდელბროტისთვის მთავარი იყო ის, რომ მას შეეძლო ჰქონოდა დიდი იდეები. შესაძლებელია, მთავარი სწორედ ეს არის, რომ არსებობს ასეთი რამ - დიდი იდეები!
არ ვიცი, მანდელბროტს სჯეროდა, თუ არა ფრაქტალების სიდიადის. თუმცა, სხვაგვარად, რწმენა რთულია. ალბათ, სხვებსაც მოუწიათ, დაერწმუნებინათ ამ დიდი იდეის არსებობაში. საბოლოოდ, მან ისეთი რამ მითხრა, რასაც ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ჩემზე და არასოდეს დამავიწყდება. საუბარია გამჭრიახობასა და გაგების უნარზე, რაც მანდელბროტის თქმით მძიმე ფარდებივით არიან, რომლებიც უცებ იშლებიან სამყაროში სიღრმისეული საკითხების გამოსავლენად.
შესაძლოა, მთავარი იდეა ისეთი რამის აღმოჩენაა, რაც აქამდე წარმოუდგენლად მიგაჩნდათ. იქნებ მთავარი იდეა ისაა, რაც კოსმოსს ანათებს?! ენა გვაძლევს სიცრუის საშუალებას, მაგრამ ის ასევე გვაძლევს ჭეშმარიტების ძიების უნარს. იქნებ, მთავარი იდეა გარესამყაროზე მორგებული წინადადებების შეთხზვაა?
ვერ გეტყვით. მხოლოდ იმის იმედად ვრჩები, რომ ის ჭუჭყიანი და ცბიერი გარეგნობის ადამიანი არ მომკლავს.

(CREDIT: Ammar Awad/Reuters)