Issuu on Google+

“ოსები გევუბდნებოდნენ, არ გვინხიდართ ქართველები, ჩვენ რუსები გვინდაო...”

ხანშიშესული ქალბატონი ერთ-ერთი მეტროსადგურის შესასვლელთან იდგა და ეგრეთწოდებულ ლტოლვილობის საბუთს ეძებდა, რომ კონტოლიორისთვის ეჩვენებინა. ვიცანი: ეს ის ცხინვალელი ბებო იყო, რომელიც აგვისტოს ომის მერე ჩემს სკოლაში სხვა 300 ლტოლვილთან ერთად შემოასახლეს. გამოველაპარაკე: – ბებო, ისევ აქ ხართ? მეგონა, ნიქოზელებთან ერთად შინ თქვენც დაგაბრუნეს... – სად წავიდოდი, შვილო? მე ცხინვალიდან ვარ, იქ კი ოსები არ გვიშვებენ, ეგენი თავიდანვე გვეუბნებოდნენ, არ გვინხიდართ ქართველები, ჩვენ რუსები გვინდაო, ცოლ-ქმარი ეყრება ერთმანეთს და თქვენ რითი ვერ მოგიშორეთო?! – ბებო, თუ იცით, თქვენი სახლი გადარჩა? – მითხრეს, გადარჩა და იქ ახლა ოსები ცხოვრობენო. ისე, ბევრი სახლი დაიწვა, ოსებისაც და ქართველებისაც. – ნიქოზელები რომ ცხოვრობდნენ თქვენთან ერთად სკოლაში, ყველა დაბრუნდა, ბებო? – ეგენი წაიყვანეს ნიქოზში, მაგრამ ძალიან ცუდად არიან, იქ საშიშია ცხოვრება _ ბომბების ნარჩენებია ყოფილა და მიწას ვერ ამუშავებენ. განსაკუთრებით საშიში ბავშვებისთვის ყოფილა, ყველგან უკრძალავენ, თურმე, გასვლას. მოსავალი ვერ მოჰყავთ და თავი რითი უნდა ირჩინონ? – ბებო, ზამთარში რითი თბებოდით? – “პლიტები” დაგვირიგეს, შვილო, საბნებიც მოგვცეს...


– კვება როგორ გაქვთ? – ორ დღეში ერთხელ მოაქვთ პური... ლობიოსაც გვაძლევენ, მაკარონსაც და ვერმიშელსაც... – სხვა არაფერს? _ არა, შვილო, არაფერს... ნახევარკილო შაქარს გვაძლევენ და მთელი თვე უნდა იმყოფინოთო... – სახელმწიფოს გარდა, ვინმე გეხმარებათ? – არა... – ექიმები თუ მოდიან თქვენთან? – პოლიკნინიკაში ყოფილა, თურმე, მე გვიან გავიგე, მიხვალ და თავიდან ფეხებამდე გაგსინჯავენ უფასოდო. ასე მითხრეს და ერთი უნდა მივიდე... – ბებო, სკოლის შენობაში კიდევ რამდენ ხანს უნდა იცხოვროთ? – არ ვიცი, შვილო, ასე ამბობენ, რომ ყველას, ვინც ცხინვალელები დავრჩით, მალე სხვადასხვა სოფელში ჩაგვასახლებენ...

P.S. მათ არც თეფში ჰქონდათ, არც კოვზი, არც ჭიქა და მე მათთან ერთი ჩვეულებრივი მუყაოს ყუთით გატანებული ეს ყოველივე რომ მივიტანე ერთმა ნიქოზელმა მთხოვა გეხვერწები ეს ყუთი დაგვიტოვე თაროები არ გვაქვს რამეს ჩავალაგებთო. თუმცა ის ჩასალაგებელიც ჩემი გადატანილი ნივთები იყო. მათ მეტი არაფერი ებადათ ხოლო როდესა წყალი მოვითხოვე ამ ბებომ მადლიერების ნიშნად თავისთან გამიყვანა და ჩემს ნაჩუქარ ჭიქაში ყავა მომიდუღა, ჩემი ნაჩუქარივე კოვზით მოურია და ერთი კი ამოიხვნეშა იმდენი ხილი დამრჩა ეზოშიო.

ნინო ჭელიძე გაზეთი „ქართული სიტყვა“


“ოსები გევუბდნებოდნენ, არ გვინხიდართ ქართველები, ჩვენ რუსები გვინდაო...”