Skip to main content

თავისუფლების მოედანი #2

Page 1

ყოველთვიური

#1, იანვარი, 2024 / გამოიცემა 2023 წლიდან

სანქცირებული პროკურორი

ცოცხალი და დამოუკიდებელი

რუსული ფულის ხაფანგში

ქართული პოლიტიკის რუსული წახნაგები

გვ. 2

გვ. 3

გვ. 5

გვ. 7

ჩვენი თაობის მისია

ილია სამურგანიდი უპირველეს ყოვლისა, ყველას გილოცავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. ეს გამარჯვება იმის დასტურია, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი: ქუჩაში პროტესტით იქნება ეს, ოფისებში საქმიანობით თუ შეცდომებზე სწავლითა და უკეთესი მომავლის დაგეგმვით. ამ საქმეში ზოგჯერ ცოტანი ვიქნებით, ზოგჯერ ბევრნი, მაგრამ მთავარია, არასოდეს გავჩერდეთ და აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რისთვისაც ყველანი ერთად ვშრომობთ თავისუფალი, ძლიერი, დემოკრატიული და, შესაბამისად, ევროპული საქართველოსთვის. თავისუფლებისა და ევროპული მომავლის პერსპექტივა აქამდე სწორედ საქართველოს მოქალაქეებმა მოიტანეს. სამოქალაქო პროტესტი და ურყევი მოთხოვნა რომ არ ყოფილიყო, ხელისუფლება არ გააკეთებდა ევრო­ კავშირში წევრობის განაცხადს და გაურკვეველი დროით გადადებდა ევროპულ ინტეგრაციას. მათი გეგმით, საქართველოს გაწევრების განაცხადი 2025 წელს უნდა შეეტანა.

სწორედ საქართველოს მოქალაქეებმა გადაარჩინეს 7-10 მარტის დღეებშიც თავისუფლებისა და ევროპული გზის იდეა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ავტორიტარული გადატრიალება წამოიწყო. მოქალაქეების გაბედული და გონიერი მოქმედება რომ არა, დღეს ჩვენ არათუ კანდიდატის სტატუსს მივიღებდით, არამედ ჩამორჩენილ რუსულ გუბერნიაში გავიღვიძებდით. „სწორედ საქართველოს მოქალაქეებმა გადაარჩინეს 7-10 მარტის დღეებშიც თავისუფლებისა და ევროპული გზის იდეა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ავტორიტარული გადატრიალება წამო­ იწყო“. სწორედ ამიტომ, ეს არის ქართველი ხალხის მიღწევა და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იამაყოს ამით. ეს არის თქვენი, ჩვენი ხალხის გამარჯვება და არა იმ მთავრობის, რომელმაც, როგორც

ხედავთ, არც საჭირო პირობები შეასრულა სრულად და მეტიც, ყველაფერს აკეთებდა ევროპული კურსის საბოტაჟისთვის: მათივე განცხადებებით, კანდიდატის სტატუსს „ჩალის ფასი“ ჰქონდა და მხოლოდ „სიმბოლური“ მნიშვნელობა. ევროპელი პოლიტიკოსები „ღირსებას გვართმევდნენ“ იმით, რომ ადამიანის უფლებების დაცვას და წესიერ მმართველობას ითხოვდნენ, ქვეყანას „ომში ითრევდნენ“ და „მეორე ფრონტის გახსნას აიძულებდნენ.“ ამის ფონზე, არაფერია იმაზე სახალისო (და სევდიანიც) სანახაობა, სახეზე ნაძალადევი ღიმილით როგორ დადიან ანტი-დემოკრატიული შეთქმულებისა და „რუსული კანონის“ ფარისეველი ავტორები ევროკავშირის დროშებით ხელში და როგორ ზეიმობენ სცენაზე კანდიდატის სტატუსს. დღეს თუ ვინმეს მოუწია „ცალ ფეხზე და მუხლის ჩოქებზე დგომა“, ეს ისევ „ქართული ოცნებაა“. ის, რაც მოხდა, მათი ნება და სურვილი არ ყოფილა. ამიტომაც, თავიანთი არაჯანსაღი ამბიციისა და ამპარტავნების დასაცავად წინ

სწორედ ქართველმა ხალხმა მოუგო ბრძოლა მთავრობას და მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

წაიმძღვარეს გზავნილი „ღირსებით ევროპისკენ“ და არა „ღირსეულად ევროპისკენ“, რაც თავისთავად გამოხატვის თავისუფლების და ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვას, სამართლიან მართლმსაჯულებას, დეპოლიტიზებულ პოლიციას, სამართლიან არჩევნებს, ანგარიშვალდებულ, დემოკრატიულ მმართველობას და საკუთარი ხალხის მსახურებას გაუსვამდა ხაზს. ეს ყველაფერი აჩვენებს, თუ რამხელა ძალა აქვს სამოქალაქო საზოგადოებას, სიმართლეს და სამართლიანობას, თავისუფლებისა და ევროპის იდეას საქართველოში. სწორედ ქართველმა ხალხმა მოუგო ბრძოლა მთავრობას და მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

1


(24.01)

#1, იანვარი, 2024

„ქართული ოცნების“ მუდმივი მოკავშირე პოლიტიკაში ყოველთვის იყო აპათია, უიმედობა, გათიშულობა და საზოგადოების პასიურობა. კანდიდატის სტატუსის მიღებამ საზოგადოებას ძლიერი ახალი მოკავშირე გაგვიჩინა – იმედი და ოპტიმიზმი. ახლა უფრო მეტი ადამიანი დაიჯერებს იმ გზის

მეტად გაუწიონ ანგარიში ხალხს და არა მათ რეალურ მმართველს. ეს დემოკრატიული ძალებისა და ქართველი ხალხის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, მაგრამ მთავარი ბრძოლა წინაა. ჩვენ არ უნდა დავრჩეთ იმის იმედად, რომ ახლა მთავრობა შეიცვლება და ის ყველაფერს შეეცდება გაწე-

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ მთავრობა კვლავ ეცდება, დაარღვიოს მიცემული პირობა, როგორც ადრე არაერთხელ გაუკეთებია და ჩაშალოს ევროპასთან დაახლოების პროცესი. უნდა ვიცოდეთ, რომ სტატუსის მინიჭება

ყველაზე რთული დისტანციის დაფარვას მოაქვს გამარჯვება. ევროკავშირმა ბურთი გადმოგვაწოდა. მაგრამ ფეხბურთის სათამაშოდ მხოლოდ ბურთი არ კმარა. საჭიროა თამაშის, თამაშის წესების ცოდნა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ და დავიცვათ დემოკრატიული თამაშის წესები. რაც მთავა-

რეალურობას, რომელზეც ჩვენ მრავალი წელია ვსაუბრობთ და რომელიც ზოგს ილუზიადაც კი მიაჩნდა. ახლა უფრო მეტი ადამიანი იმოქმედებს ამ გზის დასაცავად, რადგან უფრო მეტი დაინახავს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირში რეალობაა; რომ ევროკავშირში გაწევრება არის გზა ნამდვილი მშვიდობისკენ, კეთილდღეობისა და დაცულობისკენ. ახლა მათ უფრო გაუჭირდებათ ერთპიროვნული მართვა, მოუწევთ

ვრების მოლაპარაკებების გასახსნელად. სულ პირიქით, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ მთავრობა კვლავ ეცდება, დაარღვიოს მიცემული პირობა, როგორც ადრე არაერთ­ ხელ გაუკეთებია და ჩაშალოს ევროპასთან დაახლოების პროცესი. სამოქალაქო ორგანიზებით, მობილიზაციით და ყურადღებით, ჩვენ მას ამის საშუალება არ უნდა მივცეთ – არც მას და არც არავის, არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ.

მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ პირველი ნაბიჯია გაწევრების გზაზე. ჩვენ არ უნდა მოვეშვათ და უნდა ვაიძულოთ მთავრობა, ყველა პირობა შეასრულოს; ჩაატაროს ნამდვილად სამართლიანი, რეალურად კონკურენტული და წარმომადგენლობითი არჩევნები. მხოლოდ სამართლიანი არჩევნების შემდეგ იქნება შესაძლებელი გაწევრების მოლაპარაკებების დაწყება. გვახსოვდეს, შორ მანძილზე მარათონის დაწყება ყველას შეუძლია, მაგრამ მხოლოდ ბოლო და

რია, ჩვენ უნდა ვიშრომოთ და ერთად ვიმოქმედოთ უკეთესი მომავლისთვის. გამარჯვება გუნდური მიღწევაა და არავისი ცალკე. ამიტომ, მიუხედავად განსხვავებებისა, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ ამ საერთო, საშვილიშვილო საქმეში. ჩვენი მშობლების თაობამ საკუთარი მისია შეასრულა და დამოუკიდებელი საქართველო გადმოგვაბარა. ევროკავშირში საქართველოს გაწევრება კი ჩვენი თაობის მისიაა! ლევან ცუცქირიძე

სანქცირებული პროკურორი

რამდენიმე კვირის წინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირებულ პიროვნებათა სიაში შეიყვანა საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სტაჟიანი და უაღრესად გავლენიანი წევრი, რომელიც მცირე ხნით საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობასაც იკავებდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სავარაუდოდ, საკუთარი, უკვე არსებული და გაწერილი პროცედურის თანახმად, ეს სანქციები მასზე ავტომატურად გაავრცელა. მცირე დაბნეულობის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ ეროვნული მოტივების მოშველიებით თავისი წევრის დაცვა მკაცრად მოითხოვა: მათი თქმით, ჩვენი სასამართლო სისტემის მიერ ბრალდებების დადასტურებამდე საქართველოს მოქალაქეს სანქციები ვერ შეეხება.

2

შედეგად, პოლიტიკური შერჩევის წესით დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათელა თურნავამ დღის ბოლომდე გამოსცა ბრძანება, რის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეებზე სანქციები არ ვრცელდება. ამ გადაწყვეტილების გამო მისმა სამმა მოადგილემ დატოვა თანამდებობა. ეს საგულისხმო ისტორია აქ არ სრულდება: მმართველმა გუნდმა სანქციების უგულებელ­ ყოფის რისკი ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევით შეამცირა, რაც საშუალებას მისცემდა ეროვნულ ბანკს, მის წინააღმდეგ არსებული შეზღუდვები ძალაში დაეტოვებინა. პარალელურად, თავიდან აერი­ დებინა აშშ-ს საპასუხო რეაქცია, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა დიდ ნაწილზე უარ­ ყოფითად იმოქმედებდა. შესაბამისად, „ქარ­ თული ოცნების“ რეპუტაციასაც დააზიანებდა.

ფარცხალაძემ ეს პერიოდი საკუთარი ქონების მემკვიდრეებზე გადასაფორმებლად გამოიყენა, თუმცა არც ეს აღმოჩნდა საფინალო ქმედება: საქართველოს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას, რითაც კიდევ უფრო მეტი დრო მისცა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. პრეზიდენტის მოტივაცია, რომელიც ბოლო დროს „ქართულ ოცნებას“ პრინციპულად ეწინააღმდეგება, ბევრისთვის დამაბნეველი აღმოჩნდა. ამას ვერც ახსნა-განმარტებამ უშველა, რომლის თანახმადაც, სანქცირებული მოქალაქის ჩვენს იურისდიქციაში დატოვება მის წინააღმდეგ ეფექტიან გამოძიებას დაეხმარებოდა. ძნელი წარმოსადგენია, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში მეტ-ნაკლებად გაცნობიერებულ ადამიანს ამ კონკრეტულ საქმეს­ თან დაკავშირებით მსგავსი მოლოდინი ჰქო-

ნოდა. უფრო სარწმუნოა, რომ პრეზიდენტმა და „ქართულმა ოცნებამ“ საერთო ენა გამონახეს: ოპოზიციურად განწყობილი პრეზიდენტის მიერ მოქალაქეობის გახანგრძლივებამ ხელი შეუწყო ფარცხალაძის წინააღმდეგ არსებული ფინანსური რისკების რეგულირებას ისე, რომ პასუხისმგებლობის ნაწილი „ქართულმა ოცნებამ“ თავიდან აიცილა. ეს კაზუსი მნიშვნელოვანია საქართველოს დღევანდელი მმართველი გუნდის რეალური ინტერესების გასააზრებლად. ფსიქოლოგიური მოდელები, რომლებიც ინდივიდთა ქცევის შესწავლით ცდილობენ ქმედებასა და რეალურ მოტივაციას/ინტერესს შორის კავშირის დადგენას, იმასაც ითვალისწინებენ, რომ ხშირად ქცევა რეალურ ინტერესს ან მიზეზს არ ასახავს. მაგალითად, მეგობართან ოჯახურ სუფრაზე დიასახლისის მიმართ გამოთქმული კომპლი-


#1, იანვარი, 2024 მენტი შესაძლოა, მართლაც მისი კულინარიული ოსტატობის შეფასება იყოს და არა – თავაზიანობის გამოხატულება. მაგრამ შეიძლება ზრდილობიან ჟესტადაც ჩავთვალოთ. ზუსტად ახსნა რთულია. ამიტომაც, მოტივაციისა და ინტერესის შემსწავლელი მოდელები ისეთ ვითარებას იძიებენ, როცა კონკრეტული ქმედება მხოლოდ ჭეშმარიტი შიდა მოტივაციით აიხსნება და არა სოციალურად მისაღები ქცევის წესებით; სხვა სიტყვებით, თუკი ადამიანი სოციუმისთვის მიუღებელ საქციელს სჩადის, რისთვისაც იცის – გაკიცხავენ, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ მისთვის მსგავსი ქმედების სურვილი მოსალოდნელ ნეგატივსაც გადაფარავს. ეს ჰგავს სახელმწიფოთა მოქმედებას საერთაშორისო არენაზე, როცა შეგნებულად არღვევენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს და არად დაგიდევენ რეპუტაციულ ან სხვა სახის ზიანს; ამ შემთხვევაში მათი ინტერესი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე საერთაშორისო ნორმების პატივისცემა. ამჯერადაც მსგავსი ფაქტი მოხდა: „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წევრის დასაცავად გადაწერა კანონი, პროცედურა და პროტოკოლი, მიუხედავად იმისა, რომ დანამდვილებით იცოდა: როგორც შიდა, ასევე – საგარეო არენაზე რეპუტაციული ზიანი გარდაუვალი იქნებოდა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ეს გადაწყვეტილება და ერთ დღეში დაწერილი კანონი პოტენციურად ქვეყნის ინტერესებსაც დააზიანებდა; მართლაც, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მკვეთრად უარყოფითი პოზიცია გამოხატა და ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს ეროვნულ ბანკთან ურთიერთობა. ეს ბუნებრივიცაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ფარცხალაძის წინააღმდეგ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამე-

(24.01)

მთავარ პროკურორად დანიშვნის დროს ყალბი დიპლომის წარდგენის ფაქტი: 1976 წელს დაბადებულმა ფარცხალაძემ სკოლა 15 წლის, ხოლო უნივერსიტეტი 19 წლის ასაკში დაამთავრა. მან საქართველოს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში 1991 წელს ჩააბარა და 1995 წელს სამართალმცოდნეობის სპეციალობით დაამთავრა. უნივერსიტეტში 1991 წელს აღნიშული ფაკულტეტი არ არსებობდა და ის 1992 წლის 2 ივნისს განათლების სამინისტროს ნებართვის საფუძველზე შეიქმნა. ყალბი დოკუმენტის გამოყენება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

ნტის მიერ წამოყენებულ ბრალდებებში რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირი და მათი პროპაგანდის ხელშეწყობაც იკვეთება. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ფარცხალაძის დაცვა რეპუტაციულად არამომგებიანი იყო შიდა აუდიტორიის გათვალისწინებითაც: მისი გენერალურ პროკურორად დანიშვნა – დიპლომთან დაკავშირებული შეკითხვების მიუხედავად; გერმანიაში ნასამართლობის გამომზეურების შემდეგ ამ თანამდებობის რამდენიმე კვირაში დატოვება; ვიდეოკადრები, რომელიც საქართველოს მთავარ აუდი-

ტორზე პირადად განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას ასახავს; საქართველოს სპორტის მინისტრზე ძალადობა და ა. შ. – ნათლად მიუთითებდა, რომ ეს ნაბიჯი მოსახლეობის უმეტესობისთვის მიუღებელი იქნებოდა. მეორე მხრივ, ოთარ ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილთან ძალზე დაახლოებული პირია, ბერა ივანიშვილი – მისი შვილიშვილის ნათლია; უჩა მამაცაშვილი – მისი მეგობარი, ამჟამინდელი პროკურორი ირაკლი შოთაძე კი – მისი კადრია. აქედან გამომდინარე, „ქარ­ თული ოცნების“ მიერ ფარცხალაძის დაცვა და

ამ მიზნით ბოლო დრომდე ფორმალურად მაინც დამოუკიდებლობაშენარჩუნებული საქარ­ თველოს ეროვნული ბანკის რეპუტაციისთვის მიყენებული სერიოზული ზიანი, საფუძველს გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ ეს პიროვნება მმართველი გუნდისთვის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. რუსეთის უშიშროების სამსახურთან მისი კავშირები ან რამდენიმე წლის წინ რუსეთის მოქალაქეობის მიღება – ქვეყნის, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაციის გამო გაწყვეტილი აქვს, „ქართული ოცნებისთვის“ მხოლოდ არასასიამოვნო უხერხულობაა. მეტიც, „უბრალო მოქალაქის“ დასაცავად კანონმდებლობის შეცვლას და ეროვნული ბანკის რეპუტაციის შელახვასაც არ ერიდება. ეს ყველაფერი ტიპური და თვალსაჩინო მაგალითია, რასაც სახელმწიფოს მიტაცებას ეძახიან. აშკარაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არათუ პოლიტიკისგან გაათავისუფლა საჯარო სამსახური და ინსტიტუციები, სულ ცოტა, უმაღ­ ლესი მენეჯმენტის დონეზე დაასრულა მათი ინფილტრაცია. ერთადერთი იმედი იმ პროფესიონალთა მაგალითია, ვინც პროტესტის ნიშნად ეროვნული ბანკი დატოვა. მინისტრის მოადგილეებს მოგვიანებით რიგი დეპარტამენ­ ტების უფროსებიც შეუერთდნენ, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ პოსტის დატოვება გრძელვადიანი გამოსავალი ვერ იქნება; ეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ ქვეყანა ებრძვის სერიოზულ გამოწვევებს. აუცილებელია „ქართულმა ოცნებამ“ იგრძნოს: უპირველესად, ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული და მსგავს უპასუხისმგებლო ქმედებებს შესაბამისი პოლიტიკური ფასი აუცილებლად ექნება. ბაკურ კვაშილავა

ცოცხალი და დამოუკიდებელი სიტყვები ალბათ. ალბათ, სიტყვებია ერთადერთი, რაც მაქვს. სიტყვებია ჩემი პროფესიაც, ხმაც და იარაღიც. თუ ვინმე მიცნობს – სიტყვებით მიცნობს, თუ ვინმე მაფასებს – სიტყვების ხათრით და თუ ვინმე მებრძვის, ისევ სიტყვების გამო. სიმბოლურია, რომ პირველად სიტყვა იყო და კიდევ უფრო სიმბოლური, რომ ავტორიტარული რეჟიმები ყოველთვის სიტყვას ებრძვიან – მართალ სიტყვას, თორემ ტყუილებისთვის სიტყვებს თავადაც დაუნანებლად ხარჯავენ. ტყუილი სიტყვების ერთობლიობას პროპაგანდა ჰქვია, მართალ სიტყვებს კი ზედმეტი სახელი არ სჭირდება. სიმართლე ყველაზე მნიშვნელოვანია, ხანდახან ჭეშმარიტებაზე ან ჭეშმარიტებებზე მნიშვნელოვანიც. ჭეშმარიტებაა, რომ ქართული სახელმწიფო პროპაგანდით, ცენზურით და რეპრესიებით ებრძვის მართალ სიტყვებს, სიმართლე კი ისაა, რომ ისინი ამ ბრძოლას წააგებენ. ეს სულ ასე იყო. ეს სულ ასე იქნება. მარტივი ფორმულაა, სიტყვა მწერალზე დიდხანს ცოცხლობს, მწერალი – ჩინოვნიკზე, ჩინოვნიკი – პარტიაზე და პარტია კი სისტემაზე. ასე რომ, სიტყვებით დავიწყოთ და სისტემით დავამთავროთ. ქალბატონმა თეა წულუკიანმა მწერალთა სახლის დირექტორის პოზიციაზე „რუსულ კანონზე“ ხელის მომწერი, ქეთევან დუმბაძე

დანიშნა. „რუსული კანონი“ რა იყო, რისთვის იყო და რატომ, ამაზე თავს არ შეგაწყენთ, ყველამ ყველაფერი ვიცით. ნებისმიერი ცნება,

აქტი თუ იდეა, რომელსაც წინ სიტყვა „რუსული“ უსწრებს, საქართველოსთვის რომ დამაზიანებელია, ორჯერ ორია და ორჯერ ორია

ქალბატონი მინისტრის მოტივაცია და ქეთევან დუმბაძის ამოცანა – მწერლობა მოთვინიერდეს!

Mzia Saganelidze (RFE/RL) 3


(24.01)

#1, იანვარი, 2024

Mzia Saganelidze (RFE/RL) მწერლობის მოთვინიერება ასეთი ადვილი საქმე არ არის. ამ თემაზე აკაკი ბაქრაძეს ფანტასტიკური წიგნი აქვს დაწერილი, რომელიც, დიდი ალბათობით, არც მინისტრს წაუკითხავს და არც მწერალთა სახლის ახალ დირექტორს. სამაგიეროდ, ქალბატონმა ქეთევანმა ბოლომდე წაიკითხა ასზე მეტი მწერლის, მთარგმნელის და გამომცემლის გვარი, რომელიც მის დანიშვნას ბოიკოტით შეხვდა და თავი ეულად რომ არ ეგრძნო, მომხრეების მობილიზება გადაწყვიტა. ერთი ეგაა, მისი მომხრეები ჩვენზე – ბოიკოტში მყოფებზე ბევრად ნაკლები აღმოჩნდნენ და მეორე ის, რომ მათი უმეტესობა არანაირად არ უკავშირდება ჩვენს სფეროს. სამაგიეროდ, მწერალთა სახლის ახალ დირექტორს აქტიურად უჭერდნენ მხარს სახელმწიფო თეატრებში ქალბატონი მინისტრის დასმული ხელმძღვანელები, ქალბატონი ქეთევანის დაფუძნებული ფონდების, პრემიების და გამომცემლობის თანამშრომლები, თორმეტი მსახიობი, სამი მომღერალი, სამი მოადგილე, ერთი მენეჯერი, ერთი ცოლი (?) და ერთიც – ხელოვნების ქურუმი. ამ სიის წაკითხვის შემდეგ თუ ჩემს მენ­ ტალურ ჯანმრთელობაში ეჭვს შეიტანთ და იფიქრებთ, რომ ვბოდავ, სრულიად გასაგები იქნება, მაგრამ სამწუხაროდ, შეცდებით, რადგან ეს სია მართლა არსებობს, ეს ხალხი ნამდვილად მხარს უჭერს ქალბატონ ქეთევანს და ირიბ პასუხისმგებლობას იღებს, რომ ჩვენი დაწუნებული და მათი მოწონებული ადამიანი ქართულ ლიტერატურულ პროცესს ღირსეულად უხელმძღვანელებს. მცირე გადახვევას გავაკეთებ, ისევ იმიტომ, რომ სიტყვებზე ვსაუბრობთ და იმიტომ, რომ შეუძლებელია სიტყვათა წყობას – ხელოვნების ქურუმი – გვერდი აუარო. ხელოვნების ქურუმი, ხელოვნების ქურუმი, ხელოვნების ქურუმი... მანტრასავით უნდა იმეორო. ეს არის ის, რაც არ გვინდა, რაც არ გვჭირდება. შეგეძლოს, საკუთარი გვარსახელის გასწვრივ ხელოვნების ქურუმი მიიწერო – დიაგნოზია. დიაგნოზია. დიაგნოზია.

4

დიაგნოზია. საბჭოთა დიაგნოზია. რუსული დიაგნოზია. ეს წოდებები მხოლოდ ავტორიტარულ ქვეყნებში ნიშნავს რამეს, მხოლოდ ავტორიტარულ ქვეყნებში გაძლევს ვიღაცის შვილობა, ქმრობა და ცოლობა რაიმე სტატუსს. სხვაგან ყველაფერი საქმით მტკიცდება და ქალბატონმა ქეთევანმა თავისი საქმით დაგვიმტკიცა, რომ ქვეყნის ინტერესებთან დაპირისპირება ღილაკზე ერთი თითის დაჭერით შეიძლება. დავუბრუნდეთ მთავარ სიტყვებს, მწერლობის მოთვინიერებას და მწერალთა სახლს, რომელიც ზუსტად რას და რატომ აკეთებს, ფართო საზოგადოებამ შეიძლება არ იცოდეს. ვეცდები, მარტივად ავხსნა: მწერალთა სახლი ათ წელიწადზე მეტია აფინანსებს ქართული ლიტერატურის თარგმანებს, ატარებს ლიტერატურულ კონკურსებს და ფესტივალებს, აკავშირებს ქართველ მწერლებს უცხოურ რეზიდენციებთან, ამაღლებს მოსახლეობის ცოდნას საბჭოთა კავშირის დროს რეპრესირებული მწერლების შესახებ... ახლა კი, ჩამონათვალის მნიშვნელობა უკეთ რომ გავიგოთ, მოდი, ეს ყველაფერი წარსულ დროში გადავიყვანოთ: მწერალთა სახლი ათ წელიწადზე მეტია აფინანსებდა ქართული ლიტერატურის თარგმანებს, ატარებდა ლიტერატურულ ფესტივალებს და კონ­ კურსებს, აკავშირებდა ქართველ მწერლებს უცხოურ რეზიდენციებთან, ამაღლებდა მოსახლეობის ცოდნას საბჭოთა კავშირის დროს რეპრესირებულ მწერლებზე. ის, რაც აწმყოში კარგად ჟღერს, წარსულში დასაკარგად როგორი სევდიანია, არა? რას ვიზამთ, სამწუხარო რეალობა ასეთია: „რუსული კანონი“ იყო ის, რაც საქართველოს დასავლეთთან აშორებდა; „რუსული კანონი“ იყო ის, რაზეც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნიდა; „რუსული კანონი“ იყო ის, რაც მხოლოდ რუს პოლიტიკოსებს მოეწონათ და ამ კანონზე ხელისმომწერი ადამიანი ქართული ლი-

ტერატურის საერთაშორისო წარმატების ქომაგი ვერაფრით იქნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასეთ ადამიანს მხოლოდ ერთი მიზანი შეიძლება ჰქონდეს – მწერლობის მოთვინიერება. რას ნიშნავს მწერლობის მოთვინიერება? ლიტერატურა სიტყვებია, სიტყვების ერთობლიობა, სიტყვების, რომლებიც სოციალურ თემებს ეხება. უფრო სწორად, სოციალურ უთანასწორობებს. სიტყვები, რომელიც ასახავს რეალობას. რეალობას, სადაც პრემიერმინისტრს შეუძლია ამაყად თქვას, რომ არასდროს ყოფილა გაჭირვებული, რომ მდიდარია, რომ ძვირადღირებული საათები უკეთია, რომ სახელმწიფო თვითმფრინავით ა პუნქტიდან ბ პუნქტში შეუძლია დაიფინან­ სოს ფრენა; რეალობას, სადაც პრემიერმინისტრი ვერ ხვდება, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარზე ან მიღმა ცხოვრობს; ვერ ხვდება, რომ სკოლის ასაკის ბავშვებში შიმშილი ისეთივე რეალურია, როგორც კორუფცია, რომელიც ამ ავტორიტარული რეჟიმისთვის გარყვნის, გასვრის და გადაგვარების მთავარი იარაღია; რომ კორუფციით გასვრილ ქვეყანაში გალაკტიონის ძეგლს უკან შუშის ცათამბჯენი დგას, წინ კი – ძვირადღირებული მანქანა და ჩვენ, რიგით მოკვდავებს, არც ერთზე ხელი არ მიგვიწვდება; რომ ჩვენს რეალობაში არსებობს მეორე, ალტერნატიული რეალობა, სამთავრობო და ბიზნეს ელიტებისთვის და ისინი აუცილებლად იყიდიან ამ ცათამბჯენში სასახლეებს და აუცილებლად იყიდიან ცათამბჯენის წინ გამომზეურებულ მდიდრულ მანქანებს და საცობში მდგომებს ავტობუსის ხაზიდან თავხედურად ჩაგვიქროლებენ და სულ და ყოველთვის დაგვანახებენ, რომ ჩვენ ვარსებობთ, ისინი კი – ცხოვრობენ და ცხოვრობენ ჩვენს ხარჯზე და ჩვენი ტანჯვის ხარჯზე. მესმის, რომ ამ ფონზე მწერლობის მოთვინიერებაზე საუბარი უხერხულიც კია, მაგრამ მწერლობა და სიტყვებია ჩემი იარაღი და მე ამ ყველაფერზე უნდა ვწერო. და

კი, გასაგებია, რომ XXI საუკუნეში, თითქმის წარმოუდგენელია მწერლობის ცენზურა, მაგრამ შეუძლებელი არ არის და ახლავე ავხსნი: „რუსულ კანონზე“ ხელისმომწერი არასდროს დააფინანსებს იმ წიგნის უცხოურ თარ­გმანს, რომელიც ამ გარყვნილი სისტემის მიმართ კრიტიკულია; არასდროს გაუშვებს კრიტიკულად განწყობილ მწერალს საზღვარგარეთ რეზიდენციაში ახალ, უფრო კრიტიკულ ტექსტზე სამუშაოდ; არასდროს მისცემს მსგავს ავტორს პრემიას და ამ ყველაფრის ფონზე, არც იმის მორალური უფლება ექნება, საბჭოთა კავშირის დროს რეპრესირებულ მწერლებზე ილაპარაკოს, რადგან თავად იქნება ის, ვინც ახალ რეპრესიებს აწყობს. რეპრესიები და ცენზურა ახალი არაა. ამის მცდელობა წინა მთავრობასაც ჰქონდა, წინის წინასაც და კიდევ უფრო ადრეც, მაგრამ ფაქტი ერთია – კულტურის მინისტრები და რიგითი ჩინოვნიკები მიდიან და მოდიან, კულტურა კი რჩება. იმიტომ, რომ კულტურა ის საყრდენი ღერძია, რაზეც საქართველო იდგა, დგას და იდგება. კულტურა არის ის, რითაც საქართველოს მთელ მსოფლიოში იცნობენ და მასთან ნებისმიერი სახით ბრძოლა – იქნება საყდრისის აფეთქება, გელათის მონასტრის ფრესკების თითქმის გამოუსწორებელ მდგომარეობამდე მიყვანა, მწერლობის, კინოს და თეატრის მოთვინიერების ჟინი, სახელოვნებო უნივერსიტეტებისა და ინსტიტუციებისთვის პარტიული დირექტორების და რექტორების დანიშვნა, მუზეუმებიდან პროფესიონალების განთავისუფლება თუ სხვა – წინასწარ წაგებული ბრძოლებია, რადგან არაფერია მართალ სიტყვებზე ძლიერი და თუ ტყუილის მხარეს ხელოვნების ქურუმები და კლაკიორები დგანან, სიმართლის მხარეს დგას კულტურის სფეროს ყველა ღირსეული, არაკონფორმისტი პროფესიონალი. დგას ერთ მუშტად შეკრული და ამბობს:

კულტურა ცოცხალი და დამოუკიდებელია. იოანე ფეზუაშვილი


#1, იანვარი, 2024

(24.01)

რუსული ფულის ხაფანგში უკანასკნელი წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი, ომის შემდგომ პერიოდში, საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებუ-

ზრდის და ქვეყნის ეკონომიკურ რისკებს ამცირებს. თუმცა ზემოთქმული რეალურ სურათს არ ასახავს და თავისი ქვედინებები გააჩნია.

ეკონომიკას მნიშვნელოვანი დარტყმა ემუქრება: მოგვიწევს ამ პროდუქციის სხვა სახელმწიფოებისგან შესყიდვა, რასაც, თავის მხრივ,

ომის პირობებში, 2022 წელს, რუსეთიდან საქართველოში რეკორდული თანხა გადმოირიცხა. უფრო კონკრეტულად, 2 მილიარდ

ლება რუსეთზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამას ცხადყოფს ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულება, სადაც რუსეთი ერთ-ერთი მოწინავე პარტნიორია. მათ შორის, საგარეო ვაჭრობა, ტურიზმის სექტორი და ფულადი გზავნილები. საფრთხე ნაკლებია, როდესაც მსგავსი კავშირები რამდენიმე სახელმწიფოსთან ყალიბდება, თუმცა არსებული სურათი გვიჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან, სხვა ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით სწრაფად ვითარდება.

იმავე 2022-2023 წლებში სომხეთში საქართველოს ექსპორტის მოცულობა გაორმაგდა. ძირითადი მიზეზი სომხეთის მხრიდან მსუბუქი ავტომობილების გაზრდილი შესყიდვებია. ჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ ყიდულობს მეზობელი ქვეყანა საქართველოსგან ამდენ მსუბუქ ავტომობილს? პასუხი მარ­ ტივია: ისინი რეექსპორტის სახით ისევ რუსეთში იყიდება. გამოდის, რომ საქართველო რუსეთს მხოლოდ პირდაპირ კი არა, ირიბადაც აწვდის საქონელს, რაც სტატისტიკაში არ ჩანს. სხვაგვარად, საქართველოდან რუსეთში ექსპორტის წილი გაცილებით მაღალი იქნებოდა. ახალ ნიშნულებს აღწევს რუსეთიდან ნაყიდი საქონლის რაოდენობაც. ზემოთ მოცემულ დიაგრამაზე ნათლად ჩანს, რომ 2022 წელს საქართველომ სარეკორდო – 1 მილიარდ 835 მილიონ დოლარზე მეტი საქონელი

დრო სჭირდება. საწვავის ან ხორბლის დეფიციტი სხვა სექტორებსაც დააზარალებს, მაგალითად, პურის ქარხანას, დისტრიბუციას და ა.შ. ამიტომ არის საჭირო დივერსიფიცირება, რაც გულისხმობს, რომ არა მხოლოდ რუსეთთან იზრდებოდეს ექსპორტის, ან იმპორტის მოცულობა, არამედ სხვა ქვეყნებთანაც, რათა საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ჰქონდეს ალტერნატივა. ასეთი ალტერნატივა ჩვენთვის ევროკავშირის ბაზარია, სადაც მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი რუსეთზე გაცილებით მაღალია. ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ქართველ მეწარმეებს შეუძლიათ პროდუქციის გატანა ევროპაში დაუბეგრავად, თუმცა ამ შესაძლებლობას ვერ ვიყენებთ. ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 2015 წელს ევროკავშირში ექსპორტის წილი საქართველოს ექ-

67 მილიონი დოლარი. ეს თანხა მთლიანი ფულადი გზავნილების 47%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. რუსეთიდან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია მიმ­ დინარე წელსაც ნარჩუნდება. კერძოდ, იანვარივლისში მეზობელი ქვეყნიდან 1 მილიარდ 199 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი ფულადი გზავნილების დაახლოებით 45%-ია. ამ ციფრის რეკორდული ზრდა შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსი მიგრანტების რაოდენობა გაიზარდა. სწორედ მათ ურიცხავენ თანხებს, რაც შემდგომ ფულადი გზავნილების სტატისტიკაში აღირიცხება. ამის მიუხედავად, ერთი რამ ნათელია: დღესდღეობით საქართველოს მოსახლეობის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ კვლავ რუსეთიდან გადმოგზავნილი თანხა რჩება.

საგარეო ვაჭრობა გასულ წლებში საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ მოიმატა. ზრდის ტენ­ დენციაა როგორც ექსპორტის (რუსეთში გაყიდვა), ისე – იმპორტის (რუსეთიდან ყიდვა) თვალსაზრისით. ვითარების შესაფასებლად განვიხილოთ გასული 5 წლის მონაცემები.

დიაგრამაზე მოყვანილი ციფრები ნათლად გვიჩვენებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის როგორც ექსპორტის, ისე – იმპორტის მოცულობა იზრდება. საქართველოდან რუსეთში გაყიდული საქონლის რაოდენობამ 2022 წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 642 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2023 წლის 7 თვის მონაცემებით რუსეთში ექსპორტი 416 მილიონ დოლარს აღემატება. ეს საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლომდე ოკუპანტ ქვეყანაში გაყიდული საქონლის რაოდენობით ახალ რეკორდს დავამყარებთ. ერთიანი წილობრივი მაჩვენებლებით, 2022 წელს რუსეთში გაყიდული საქონლის წილი მთლიან ექსპორტში 11%-მდე შემცირდა. აღნიშნული ტენდენცია მიმდინარე წელსაც შენარჩუნდა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის გარდა, ექსპორტის მოცულობა სხვა ქვეყნებთანაც იზრდება. ეს კი დივერსიფიცირებას

შეიძინა (79%-ით მეტი 2021 წელთან შედარებით). აღნიშნული ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მხოლოდ 7 თვეში საქართველომ რუსეთიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტი საქონელი იყიდა. მნიშვნელოვანია თავად პროდუქციის სია. ტოპ პროდუქტებს შორისაა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ისეთი საქონელი, როგორიცაა ხორბალი და ნავთობპროდუქტები. მათი სტაბილური მოწოდება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. დღესდღეობით ხორბლის 99 %-ს რუსეთისგან ვყიდულობთ. რაც შეეხება საწვავის იმპორტს, 2022 წელს მთლიანი საწვავის 56 % რუსეთიდან შემოვიდა. რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა, მით უფრო, სტრატეგიული პროდუქტების, საქართველოსთვის საფრთხის შემცველია. ერთ დღესაც უბრალოდ რომ აკრძალონ საწვავის ან ხორბლის ექსპორტი, ქვეყნის

სპორტის 28.3%-ს შეადგენდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუმცა 7 წლის შემდეგ, 2022 წელს, ეს ციფრი 15.4%-მდე შემცირდა. შესაბამისად, ევროკავშირთან ვაჭრობა არათუ განვითარდა, არამედ რეგრესშია. არადა, შესაძლებელია, რომ ქართველმა ფერმერმა ევროპის ბაზარზე საკუთარი პროდუქცია გაცილებით ძვირად გაყიდოს, ვიდრე არასტაბილურ რუსეთის ბაზარზე. ფულადი გზავნილები კიდევ ერთი კომპონენტი, სადაც საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება იზრდება, ფულადი გზავნილებია. მარტივად, ეს არის პროცესი, როდესაც უცხოეთიდან საქართველოში გარკვეული თანხა გადმოირიცხება. მაგალითად, უცხოეთში მომუშავე ქართველი ემიგრანტი გამომუშავებულ თანხას საქართველოში რიცხავს, რასაც ფულადი გზავნილი ეწოდება.

ტურიზმი ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. სხვადასხვა კვლევით ტურიზმის წილი საქარ­ თველოს ეკონომიკის 7-8%-ია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებზე დაყ­რ­­დნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთიდან საქართველოში შემოსული ვიზიტორე­­ბის რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება: 2019 წელს რუსეთიდან ჩამოსულთა რიცხვი 1 მილიონ 471 ათასი იყო. პანდემიურ 2020 წელს ეს მაჩვენებელი შემცირდა და მხოლოდ 208 677 ვიზიტი შეადგინა; 2021 წელს 212 979 -მდე გაიზარდა; ომის დაწყებისა და დასავლეთის მხრიდან ოკუპანტი ქვეყნის სანქცირების შემდ­ გომ რუსეთიდან საქართველოში 2022 წელს 1 მილიონ 87 ათასი ადამიანი შემოვიდა. ზრდის ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება. კერძოდ, 2023 წლის 6 თვეში რუსეთიდან 577 632 ადამიანი გვესტუმრა, რაც 2022 წლის 6 თვესთან შედარებით, 133.7%-ით მეტია. ცხადია, ეს მონაცემებიც გარკვეულ შეცდომებს შეიცავს: დღემდე არ ვიცით, რუს ვიზიტორთა რა ნაწილი შემოვიდა ტურისტულად და რა – სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ფაქტია, ტურიზმი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სექტორია, თუმცა წლების მანძილზე ეს კონტინგენტი (უმეტესად რუსეთიდან) ძირითადად დაბალმსყიდველობით­ უნარიანი მოსახლეობით შემოიფარგლება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკური მონაცემებით, 2022 წელს რუსი ტურისტის მიერ საქართველოში დახარჯული თან­ ხა საშუალოდ, 2 240 ლარს შეადგენს, როცა გერმანელი ვიზიტორი ჩვენთან, საშუალოდ, 3 000 ლარამდე ხარჯავს, ისრაელის მოქალაქე – 3 800, ხოლო ამერიკელის მიერ ერთ ვიზიტზე დახარჯული თანხა, საშუალოდ, 4 800 ლარია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოსნაირი პატარა და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რაც ქვეყანაში უცხოური კაპიტალის შემოტანას და სხვადასხვა ეკონომიკური

5


(24.01)

#1, იანვარი, 2024

სექტორის კიდევ უფრო განვითარებას გულისხმობს. ზოგადად, რუსული ინვესტიციების წილი საქართველოს მთლიან უცხოურ ინვესტიციებში დაბალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა, თუმცა ბოლო წლებში სურათი ეტაპობრივად იცვლება. 2022 წელს ქვეყანაში 108 მილიონი

ლარი შეადგინა. ამ მხრივ საგანგაშო არაფერია, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთიდან შემოსული უცხოური ინვესტიციების წილი საქართველოს მთლიან ინვესტიციებში საკმაოდ დაბალია და გასული წლების მანძილზე მხოლოდ 5-7%-ის ფარგლებში მერყეობდა. ბოლო წლებში საქართველოს ეკონო-

რტნიორია, როცა ქვეყანას ევროპის მდიდარი ბაზრის ათვისება შეუძლია. სამწუხაროდ, აქცენტი ძირითადად რუსეთზე კეთდება, ქვეყანაზე, რომელსაც თავისი გადაწყვეტილებით ნებისმიერ დროს შეუძლია ეკონომიკური დარტყმა მოგვაყენოს, მით უფრო, როდესაც მასზე სტრატეგიული პროდუქციით

წყება (ამის ნიშნები არსებობს) ამ სექტორზეც იმოქმედებს, ეს კი ჩვენი მოსახლეობის შემოსავლებზე უარყოფითად აისახება. რაც უფრო მალე გააცნობიერებს ქვეყანა, რომ სრულად ევროპულ ბაზარზე უნდა კონცენტრირდეს: როგორც ეკონომიკური პოლიტიკის, ისე – საინფორმაციო კამპანიის ნაწილში, მით უფრო

აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, როცა 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 82 მლნ დოლარი, 2022 წელს – 42 მლნ დოლარი, ხოლო 2019 წელს – დაახლოებით 63 მლნ აშშ დო-

მიკური დამოკიდებულება რუსეთზე იზრ­ დება. ეს განსაკუთრებით სავაჭრო ურთიერთობებში შეიმჩნევა. საქართველოსთვის რუსეთი რიგით მეორე ყველაზე მსხვილი პა-

ვართ დამოკიდებული. კვლავ მაღალია ოკუპანტი ქვეყნისგან მიღებული ფულადი გზავნილების რაოდენობა. რუსეთში ეკონომიკური კრიზისის და-

მარტივი იქნება რუსული გავლენისგან გამოსვლა და სწორი, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან ურთიერთობა. ნოდარ სირბილაძე

მოქალაქეობის ათი წესი პოლიტიკასა თუ საზოგადოებრივ საქმეებზე საუბრისას, ხშირად მომისმენია ასეთი ფრაზა: „გავიგე, რომ რაღაცები არის შესაც­ ვლელი და მეტია გასაკეთებელი, მაგრამ მე რა შემიძლია?“ ამიტომ, გადავწყვიტე მოკ­ ლედ დავწერო, თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ პირადად თქვენ და ამით საკუთარი წვლილი შეიტანოთ ქვეყნის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში. მოდით, დავარქვათ ამას მოქალაქეობის ათი წესი XXI საუკუნის საქართველოში: 1. თქვი შენი სათქმელი დღეს ყველა ჩვენგანს შეუძლია საკუთარი აზრი უფრო მეტ ადამიანს მიაწვდინოს, ვიდრე ეს აქამდე იყო შესაძლებელი. ამის მიუხედავად, ალბათ თქვენც მრავალ ისეთ ადამიანს იცნობთ, ვისაც სოციალურ მედიაში საკუთარი აზრის გამოთქმის ერიდება. შეიძლება, მათ გამოუცდელობა აბრკოლებდეს ანდაც იმის შიში, ჩემი შეხედულება გამართულად ვერ გამოვთქვაო. გარწმუნებთ, ამ ვარიანტებიდან ყველაზე უარესი დუმილია! ხშირად შეიძლება უსამართლობას გადააწყდეთ ანდაც ისეთი პრობლემა დაინახოთ, რაც სხვას შეუმჩნეველი დარჩა. ასე რომ, თუკი გსურთ, თქვენს გარშემო არსებული გარემო გაუმჯობესდეს, ნუ გაჩუმდებით – ისაუბრეთ ისე, როგორც თქვენი გული და სინდისი გკარნახობთ. დანარჩენი ნაკლებად მნიშვნელოვანია (თუმცა აზრის ნათლად გამოთქმა საქმეს დიდად აიოლებს). 2. დაესწარი საკრებულოს სხდომებს (ხანდახან მაინც) შეიძლება არც იცით, რომ საკრებულოს სხდომებზე დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. სწორედ საკრებულოებია ის ადგილი, სადაც თქვენი და თქვენი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. ყველაფერი დროს მოითხოვს, მაგრამ საკრებულოს დღის წესრიგების გაცნობა სწრაფად შეიძლება ინტერნეტით. თქვენთვის საინტერესო საკითხების მოსასმენად და მათზე შეკითხვების დასასმელად კი ნამდვილად ღირს დროის დახარჯვა. სხვა თუ არაფერი, შიგნიდან მაინც დაინახავთ, როგორ მუშაობენ (ან არ მუშაობენ) თქვენივე არჩეული წარმომადგენლები. 3. გაწევრიანდით არასამთავრობო ორგანიზაციაში თანამედროვე დემოკრატიების ერთ-ერთი მახასიათებელი ისიც არის, რომ მისი მოქალაქეები ხშირად არიან სხვადასხვა არასამთავრობო, საქველმოქმედო თუ სამოხალი-

6

სეო ორგანიზაციის წევრები. ამით მათ თავისი წვლილი შეაქვთ მათთვის მნიშვ­ ნელოვანი საკითხების მოგვარებაში. საქარ­ თველოში საკმაოდ მრავალფეროვანი სამოქალაქო სექტორი გვაქვს და მათში აუცი­ ლებლად აღმოაჩენთ ისეთ ორგანიზაციას, რომელიც თქვენთვის ახლობელ თემებზე მუშაობს: მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა იქნება ეს, გარემოს დაცვა, განათლება, ბავშვთა თუ მშრომელთა უფლებები, პოლიტიკური თუ ეკონომიკური საკითხები, არჩევნები, ქალაქების განვითარება თუ რაიმე სხვა. მრავალი ასეთი ორგანიზაცია წევრობაზე დაფუძნებულიც არის და დამერწმუნეთ, ისინიც ძალიან მოტივირებული იქნებიან, თუკი დაურეკავთ, შეხვდებით და მათთან ერთად რაიმე საკითხზე თანამშრომლობას გადაწყვეტთ. 4. დარეგისტრირდი არჩევნებზე დამკვირვებლად საქართველო რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებს გამართავს 2024 წელს. ამ არჩევნებზე მხოლოდ ის კი არ გადაწყდება, რამდენ მანდატს აიღებს ესა თუ ის პარტია, არამედ ის, დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა გვექნება თუ არათავისუფალი, ასევე, შევძლებთ თუ არა ახლა უკვე მოლაპარაკების დაწყებას ევროკავშირში გაწევრებაზე. სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ყოველთვის ესაჭიროებათ სანდო, პატიოსანი მოქალაქეები, რომლებიც ერთ დღეს დაუთმობენ იმას, რომ დაიცვან საკუთარი თანამოქალაქეების ხმები და უზრუნველყონ პარლამენტის სამართლიანად არჩევა. არჩევნებზე დაკვირვება (საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით) იმაზე მეტად საინტერესოა, ვიდრე შეიძლება გგონიათ და კარგი საქმის გაკეთებასთან ერთად, ვინ იცის იქნებ ახალი ინტერესებიც გაგიჩნდეთ სამომავლოდ. 5. გახდი პოლიტიკური პარტიის წევრი სიმართლეა, რომ ჩვენი პოლიტიკური პარტიები მაინცდამაინც მიმზიდველად არ გამოიყურებიან. მსოფლიოშიც უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი ხდება ამა თუ იმ პარტიის წევრი. ამის მიუხედავად, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მაინც იპოვით, რომელიც გსურთ უკეთ მუშაობდეს და რომელსაც ხმას მისცემთ არჩევნების დღეს. პარტიებისა და, შესაბამისად, პოლიტიკის უკეთესობისკენ შეცვლის საუკეთესო გზა შორიდან თვალის დევნება კი არა, უშუალოდ პარტიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაა. ჩვენი კანონმდებლობით პარტიებში გაწევრიანება საკმაოდ ადვილია, ამასთანავე, თავად

პარტიები ძალიან დაინტერესებულნი არიან ახალი წევრების პოვნით. ასე რომ, მართალია დღევანდელი პოლიტიკა არც თუ ისე კარგად გამოიყურება და მთავრობაც მთლად კარგი თვალით არ უყურებს პოლიტიკურ აქტივიზმს, მაგრამ თუ მენდობით, პოლიტიკაზე საინტერესო საქმე ნამდვილად ცოტაა. 6. შეუერთდი პეტიციებს მსგავსად სოციალურ ქსელებში აზრის გამოთქმისა, აქაც, მრავალი თქვენგანი შეი­ ძლება ფიქრობდეს, რომ თქვენს ერთ ხელ­ მოწერას რომელიმე პეტიციაზე შედეგი არ ექნება. ცდებით. მრავალი საკითხი შეიძლება გავიხსენოთ, როდესაც მოქალაქეების მოთხოვნას სათანადო რეაგირება მოჰყოლია. ასე რომ, როდესაც კვლავ შეგხვდებათ რომელიმე პეტიცია ონლაინ, ნუ ჩასქროლავთ და იფიქრებთ, რომ ამას აზრი არ აქვს. სულ რაღაც 1-2 წუთში თქვენ შეძლებთ თქვენი ხმა შეჰმატოთ იმ თანამოაზრეებს, რომლებიც ღირებული საქმისთვის იბრძვიან. სოლიდარობა კი ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. 7. იარეთ დემონსტრაციებზე და ნუ შეგეშინდებათ უმცირესობაში ყოფნისა არავის სიამოვნებს სიცივესა თუ სიცხეში, ქარსა თუ წვიმაში გარეთ დგომა, მაგრამ გახსოვდეთ, სახლის კომფორტიდან ქუჩაში გამოსული მოქალაქე ყველაზე მკაფიო გზავნილია ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, ყურადღება მიაქციოს იმას, რაზეც ეს ადამიანები საუბრობენ. გეხსომებათ 2023 წლის მარტის პროტესტები, ანდაც რომელიმე სხვა. სინამდვილეში ეს გამოსვლებიც მცირერიცხოვანი შეკრებებით დაიწყო, მაგრამ მაინც მიაღწია შედეგს. მანიფესტაცია იქნება ეს თუ სამოქალაქო პროტესტი, ისინი დემოკრატიული საზოგადოების თანამდევი მოვლენებია. მათში მონაწილეობით, თქვენ სამოქალაქო განათლებას, ინფორმაციასა და პოზიციას ავრცელებთ და ამით, აცოცხლებთ და აჯანსაღებთ დემოკრატიულ პროცესს. 8. უარი თქვით ძალადობასა და სიძულვილის ენაზე ჩვენ გარშემო მრავალი რამ ხდება, რაც საფუძვლიან აგრესიას და ბრაზს იწვევს. მეტიც, არიან ადამიანები, რომელთა შეხედულებები და პოზიციები ჩვენთვის ძალიან გამაღიზიანებელი და მიუღებელია. ალბათ ხშირად გიფიქრიათ, რომ ისინი ყველაფერს იმსახურებენ, რადგანაც აშკარად მცდარ და საზიანო გზას ადგანან. სწორედ აქ არის საფრთხე: უნდა ვიცოდეთ, რომ ძალადობისა

და სიძულვილის ენის გამოყენებით, ჩვენ მის დამკვიდრებას და ნორმალიზებას ვუწყობთ ხელს. გავა დრო, ვიღაცას არც ჩვენი აზრები მოეწონება და შემდეგ ეს ძალადობა ჩვენვე მოგვიბრუნდება. ამიტომ, თავშეკავება და ცივილურობა გარდა იმისა, რომ სამოქალაქო და ადამიანური კულტურის ნიშანია, რაციონალური ქცევაც არის: სხვებსაც ისე უნდა მოვექცეთ, როგორც გვინდა ჩვენ გვექცეოდნენ. 9. იკითხეთ და დასვით შეკითხვები სამყარო ღიაა ახალი ცოდნისა და ინფორმაციის მისაღებად, მაგრამ ღირებულ ინფორმაციას თან უამრავი დეზინფორმაცია და სიცრუეც მოყვება. ამიტომ, მცირეოდენი მედია განათლება ყველას დაგვეხმარება იმაში, რომ სანდო წყაროები არასანდოსგან გავარჩიოთ და ცოდნა სანდო რესურსებიდან მივიღოთ. რაც მთავარია, ყოველთვის უნდა ვიყოთ კრიტიკულები და არ მოგვერიდოს, თუნდაც მარტივი შეკითხვების დასმა, აღიარებული ავტორიტეტების თუ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის მიმართ – აბსოლუტური თვითრწმენა მხოლოდ სულელებსა და ფუნდამენტალისტებს ახასიათებთ, შეკითხვების არსებობა კი გონიერების ნიშანია. 10. გჯეროდეთ საკუთარი თავის და იყავით გაბედული ჩვენ ხშირად გვეპარება ეჭვი ჩვენს საქციელში, პოზიციის სისწორესა თუ მოქმედების მართებულობაში. ეს ნორმალურია, რადგანაც მოაზროვნე ადამიანი ყოველთვის მსჯელობს საკუთარ ქცევებზე, მაგრამ, ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ თავდაჯერება და გაბედულება აუცილებელია, თუკი ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესება გვინდა. ამიტომ, ნუ დადუმდებით, ნუ შეშინდებით და ნუ მოგერიდებათ თქვენი პოზიციის გამოხატვისა. როდესაც ამას გააკეთებთ, მალევე აღმოაჩენთ რომ მარტო კი არ ხართ, არამედ მრავალი თანამოაზრე და მოკავშირეც გყოლიათ და ეს ძალიან გაგაძლიერებთ. საქართველოში ისტორიულად მნიშვნელოვანი წელი დგება და მასთან ერთად ახალი შესაძლებლობებიც იხსნება. ჭაობსა და მოქმედებას შორის განსხვავება კი სწორედ ასეთ წესებზე გადის. მხოლოდ მოქმედება გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჯანსაღი და აქტიური საზოგადოება ვიყოთ.

არჩევანი, როგორც ყოველთვის, მოქალაქეზეა. ლევან ცუცქირიძე


#1, იანვარი, 2024

(24.01)

ქართული პოლიტიკის რუსული წახნაგები

ნიკოლოზ ურუშაძე საქართველოს ხელისუფლება აქტიურად იყენებს იმ მეთოდებსა და ტექნიკას, რასაც პუტინი - რუსეთში. უფრო რბილი ფორმით და საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკურ ორიენტაციაზე დაკვირვებით, ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი საქართველოში რუსული წარმომავლობის „სუვერენული დემოკრატიის“ მახასიათებლებს ნერგავენ. პუტინიც და ივანიშვილიც ყველა საკვანძო თანამდებობას „თავიანთ ადამიანებს“ სთავაზობენ, მეგობრული კაპიტალიზმისა და სახელმწიფოს მიტაცების პრინციპებზე დაყრდნობით. ორივე ლიდერის მიზანი ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის ლიკვიდაციაა (პუტინმა მიზანს, ფაქტობრივად, წარმატებით მიაღწია, ივანიშვილმა - ნაწილობრივ). 2010იანი წლების რუსეთში პუტინმა დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები გაანადგურა. ამჟამად მმართველი ჯგუფი საქართველოში ეძებს გზას მსგავსი ქმედებისთვის. პუტინისა და ივანიშვილის სტრატეგიის კიდევ ერთი მსგავსება ახალგაზრდებზე თავდასხმაა, რადგან ორივე რეჟიმის ოპოზიციის ხერხემალს სწორედ 20-30 წლის თაობა წარმოადგენს. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ფონდის (FOM) თანახმად, 2019 წლის დასაწყისში პუტინის მხარდაჭერის რეიტინგი საშუალოდ 42%-ს შეადგენდა, ახალგაზრდებს შორის - 32%-ს. მიმდინარე ომისადმი ნეგატიური დამოკიდებულებაც რუს ახალგაზრდებში უფრო მძლავრობს, ვიდრე უფროს თაობაში. ამ ადამიანებს ნაკლებად სჯერათ პროპაგანდის, უმეტესობას ომში მონაწილეობა არ სურს. ბევრი ხვდება, რომ ეს დიდი დარტყმაა მათ მომავალზე. თუ 60 წელს გადაცილებულთა

83% მხარს უჭერს ომს, 30 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში 38% მხარს უჭერს და 51% - ეწინააღმდეგება. პუტინის ხელისუფლება ებრძვის თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდებს, მათ შორის, საუნივერსიტეტო ავტონომიის შეზღუდვით. საქართველოს უნივერსიტეტები ჯერ ისევ თავისუფალია, თუმცა მთავრობამ უკვე გააცნობიერა, რომ სტუდენტებში ის ნაკლებად პოპულარულია. ბოლო წლებში საქართველოში საპროტესტო აქციების მთავარი მამოძრავებელი 20-30 წლიანთა თაობა იყო. სწორედ მათ აიძულეს ხელისუფლება, უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღება შეეჩერებინა. ამ ვითარებას საქართველოს ხელისუფლებაც განგრძობადი ზეწოლით უპასუხებს. მიზან­ ში ამოღებულია რამდენიმე უნივერსიტეტი, სადაც ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ლექტორე­ბი ასწავლიან. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დესტრუქციულმა, ანარქისტულმა და ექსტრემისტულმა ძალებმა მოაწყვეს საპროტესტო აქციები უც­ხოეთის აგენტების შესახებ კანონის წინა­ აღმდეგ. ამ კონ­­ტექსტში მან მოიხსენია „ფრანკლინის კლუბი“, ორგანიზაცია, რომელიც „საქართველოს უნივერსიტეტში“ მუშაობს. მისივე თქმით, ახალგაზრდები აქციებზე „სატანისტურ ფორმაში“ იყვნენ გამოწყობილ­ ნი. ნიშანდობლივია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და რუსმა პროპაგანდისტმა, ვლადიმერ სოლოვიოვმა „კარგი“ გამოსვლისთვის შეაქეს ღარიბაშვილი. ბრძოლა უნივერსიტეტებთან ჯერ გრძელდება. სამაგიეროდ, ივანიშვილის გუნდი

პუტინივით წარმატებულია სასამართლოების კონტროლის თვალსაზრისით: რუსეთის მსგავსად, საქართველოს მოსამართლეთა უმეტესობა ხელისუფლებისთვის სასურველ გადაწყვეტილებებს იღებს. ეს განსაკუთრებით პოლიტიკურ საქმეებში შეინიშნება. საპროტესტო აქციების მონაწილეთა სამართლებრივი დევნა ნორმად იქცა. ყველაზე გახმაურებული კი ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეებია. პირველის აბსურდულობას, ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ, რომელიც სულ უფრო იღებდა საერთაშორისო ხასიათს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკმაოდ დაგვიანებული შეწყალებით უპასუხა. რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის საქმეს, საერ­ თაშორისო თანამეგობრობა სულ უფრო აქტიურად საუბრობს პოლიტიკურ მიკერძოებასა და სააკაშვილის მიმართ უკანონო მოპყრობაზე. მესამე პრეზიდენტის დევნა განსაკუთრებით რუსეთში მოსწონთ. ამან უკრაინის პრეზი­ დენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალურად ათქმევინა, რომ რუსეთი საქართველოს მთავრობის ხელით სააკაშვილს კლავს. ამ „საჩუქრის“ გარდა, რასაც თბილისი შეგნებულად თუ შეუგნებლად უკეთებს მოსკოვს, იქ კმაყოფილებას იწვევს ივანიშვილის ხელისუფლების რიგი საშინაო პოლიტიკური ნაბიჯები თუ რიტორიკა, რის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ. თითქმის სამი ათეული წელია, ქართველ ხალხს აქვს ძალიან ძლიერი პროდასავლური ორიენტაცია. თუმცა, ბოლო წლებში და განსაკუთრებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა და იდეოლოგია დაემსგავსა კრემლისას. საქართველოს ზუსტად გადმოაქვს რუსეთის „სუვერენული დემოკრატიის“ იდეოლოგია. ეს

ყველაფერი მას ევროპას აშორებს და აახლოებს რუსეთთან. შეუძლებელია, კრემლს განსაკუთრებით არ სიამოვნებდეს საქართველოს უარი რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ რიგ სანქციებთან მიერთებაზე, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა და დაპირისპირება უკრაინის ხელისუფლებასთან. ამის დასტურია უკრაინის ხელისუფლების პოზიცია, რომელმაც საკუთარ მთავრობასთან „კონსულტაციისათვის“ საქართველოს ელჩს ქვეყნის დატოვება უბრძანა. თავისთავად, დაპირისპირება კიევთან, უარი რუსეთის საწინააღმდეგო საერთაშორისო ქმედებებში აქტიურ მონაწილეობაზე და რეპრესიული საშინაო პოლიტიკა ანტიდასავლური ნაბიჯებია. ამას ერთვის მზარდი ანტიდასავლური რიტორიკა, რაც სრულ შეუსაბამობაშია ჯერ კიდევ მოქმედ დეკლარაციებთან ევროპული თუ ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. არსებითად, ეს რიტორიკაც და ზემოთაღწერილი პოლიტიკაც, რაც დასავლეთის მზარდი კრიტიკის საგანია, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასაც. ტერმინი - „ლიბერალური ფაშიზმი“, რასაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ოპონენტებისა და საპროტესტოდ გამოსული ახალგაზრდების მიმართ იყენებს, აშკარად ანტიდასავლური კონოტაციისაა. პარადოქსია, მაგრამ რუსეთის მსგავსად, დასავლეთის რიგი ინსტიტუტები საქართველოს ხელისუფლებამაც საკუთარი ქვეყნის მტრად და ეროვნული სუვერენიტეტის საფრთხედ გამოაცხადა. პარადოქსია, რომ გარეგნულად ხელისუფლება ისევ ემხრობა ევროინტეგრაციას, თუმცა რეალური ქმედებებით ამ მიზანს ყველანაირად სცილდება.

7


(24.01)

#1, იანვარი, 2024

მთავრობა ცდილობს, დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ ზოგიერთ დასავლურ ინსტიტუტსა და მათ წარმომადგენლებს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ. ქართული პროპაგანდა კრემლის მიმართ შიშს იყენებს, როდესაც ამტკიცებს, რომ თუ საქართველო რუსეთისთვის მიუღებელ პოლიტიკას გაატარებს, შესაძლოა

რუსეთში გამდიდრებული ივანიშვილი დღემდე ინარჩუნებს კავშირს იქაურ ბიზნესელიტასთან, რაც დაადასტურა ივანიშვილის გამჟღავნებულმა საუბარმა რუს ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვთან სანქციების გვერდის ავლის შესახებ.

საპროტესტო გამოსვლების თავიდან აცილებას, ევროკავშირი ნაკლებად მომთხოვნი გახდება და საქართველოს ცუდი დემოკრატიული სურათიდან მის გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ პოტენციალზე გადაიტანს ყურადღებას. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ შეიძლება არ არის ღიად და ჭეშმარიტად პრორუსული

ტიზაციას. უკრაინის ომში რუსეთის მარცხი ამ სცენარის განსახორციელებლად გადამწყვეტი ფაქტორი იქნება: ის აუცილებლად გამოიწვევს ქართული საზოგადოების ანტიდემოკრატიული, ზოგჯერ აშკარად პრორუსული სეგმენტების დემორალიზაციას. ამ შემთხვევაში გამორიცხული არც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია.

მან კვლავ შემოგვიტიოს. რეალურად კი ამ ქცევას კარგად ხსნის შემდეგი ლოგიკა: ქვეყანა, რომელიც ევროკავშირს შეუერთდება, ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემის პრინციპს ვერ უარყოფს. საქართველოს ხელისუფლებას ეს ყველაზე მეტად აშინებს. ამიტომ, მისი დამოკიდებულება ევროპის კავშირთან თუ ნატოსთან წინააღმდეგობრივი და პარადოქსულია. პუტინი ამტკიცებს, რომ რუსული ცივილიზაცია გამორჩეულია და თავისი გზა აქვს. რუსეთი თავს დასავლეთის ხისტი კურსის მსხვერპლად მიიჩნევს. პუტინის თქმით, დასავლეთი მიზანმიმართულად ძაბავს მსოფლიოში ვითარებას და ამძაფრებს ქაოსს, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება. ბოლო დროს განვითარებული ოფიციალური ქართული პოლიტიკური დისკურსი, რომლის მაგალითებიც ტექსტში მოვიყვანეთ, რუსულ ნარატივს სრულად შეესაბამება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ხელისუფლების პრორუსულ ტენდენციებს გამოკვეთილად ინდივიდუალური ინტერესის ნიშნები აქვს. ივანიშვილს პირადად სურს რუსეთთან პოლიტიკური კავშირის შენარჩუნება, რადგან მისი ფინანსები კვლავინდებურად ამ ქვეყანაზეა მიბმული. პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ის აცხადებდა, რომ რუსულ ბიზნესს სრულად გაყიდდა, რაც ტყუილი აღმოჩნდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გაარკვია, რომ 2012-2019 წლებში ივანიშვილი ოფშორული სუბიექტების მეშვეობით სულ მცირე, 10 რუსულ კომპანიას ფლობდა. მისი ნათესავები ასევე ფლობენ რუსეთში კომპანიებს. ზოგიერთი ბიზნესს აწარმოებს რუსეთის იმ მოქალაქეებთან ერთად, რომელთა მიმართაც აშშ-მ პერსონალური სანქციები დააწესა.

მომავლის სცენარები განათლების დაბალი ხარისხი საქართველოში: „იუნისეფის“ შეფასებით, 15 წლის ქართველი მოსწავლეების ორი მესამედი ვერ აკმაყოფილებს საბაზისო სტანდარტებს კითხვაში, მეცნიერებასა და მათემატიკაში. ეს გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერის მაღალი მაჩვენებელი უფრო მეტად განპირობებულია უსაფრთხოების ძიების პრაგმატული მიდგომით, ვიდრე ინფორმირებული და რეფლექსიური არჩევანით. მსგავსი კონტექსტი საქართველოს ევროპეიზაციას არამყარ ნიადაგზე დაფუძნებულს და ალტერნატივის შემთხვევაში, ცვლილებებისადმი მიდრეკილს ხდის. თუმცა, სისტემური პრობლემების მიუხედავად, ქვეყნის იზოლაცია ევროპისაგან გარდაუვალი არ არის. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა აქტიური მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროევროპული ოპოზიციის არსებობა, აგრეთვე, ქართული საზოგადოების რუსეთთან პოლიტიკური კავშირისადმი ტრადიციულად მტრული დამოკიდებულება, საქართველოს ხელისუფლებას აიძულებს, იფრთხილოს და საგარეო ორიენტაცია ცალსახად არ შეცვალოს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს, საერთოდ შეწყვიტოს კომუნიკაცია დასავლეთთან და ცდილობს: ა) არ გააღიზიანოს რუსეთი; ბ) დარჩეს ხელისუფლებაში განუსაზღვრელი ვადით, რაც სულ უფრო რთული ხდება კრიტიკული მედიისა და არჩევნების მონიტორინგის ეფექტიანი ინსტრუმენტების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების დასუსტება-დაშინების გარეშე. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ თუ მოახერხებს კრიტიკული ხმების ჩახშობას და მასობრივი

ძალა, მაგრამ ის ნამდვილადაა საკუთარი თავის მომხრე, გარე სამყაროსთან აზერბაიჯანის მსგავსი ურთიერთობების განვითარების იმედით. თუმცა ასეთი განწყობა მას საბოლოოდ, რუსეთის გავლენისადმი მგრძნობიარეს ხდის: მსგავსი პოლიტიკით „ქართული ოცნება“, ნებით თუ უნებლიეთ, აშენებს სისტემას, რომელიც მხოლოდ რუსეთს თუ მოეწონება. ზოგადად, პატარა და სუსტ საქართველოში განვითარებული მოვლენები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ძალთა რეგიონულ ბალანსზე. თუ უკრაინაში ომი გაჭიანურდება, ანდა, რუსეთის რეჟიმი ასე თუ ისე, შეძლებს სახის შენარჩუნებას და მისი რეგიონული გავლენებით გადარჩენას, საქართველოს ხელისუფლება შეიძლება უფრო რეპრესიული გახდეს ან, საჭიროებისას, ჩრდილოელი მეზობლის მხარდაჭერა მიიღოს. ამ შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრება დღის წესრიგიდან ამოვარდება, ხოლო ბრიუსელის თბილისთან ურთიერთობა მისი მოსკოვთან ურთიერთობის ფუნქციას შეიძენს. ეს იქნება ნეგატიური სცენარი ქართული დემოკრატიისა და ევროპეიზაციისთვის მომდევნო წლების განმავლობაში. პოზიტიური სცენარით კანდიდატის სტატუსით არჩევნებისთვის თანაბარი პირობები შეიქმნება და საბოლოოდ, პროევროპული კოალიციით ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვლება. ამისათვის საჭიროა არა მხოლოდ ყველა პროევროპული ძალის ძლიერი და ერთიანი ნება და მათ შორის მუდმივი კოორდინაცია, არამედ, საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობა პირობითობის პრინციპის გამოყენებით და ძალაუფლების იმ მფლობელების მიმართ ინდივიდუალური სანქციების დაწესებით, რომლებიც აფერხებენ დემოკრა-

ყველაზე რეალისტური სცენარით, „ქართული ოცნება“ შეინარჩუნებს გავლენას გარკვეული კომპრომისების ხარჯზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებით. თუმცა ამისთვის საჭიროა ევროპული ინსტიტუტების, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ერთობლივი მუშაობა. ასეთი კომპრომისი შეიძლება ეფუძნებოდეს დეესკალაციას, რაც გულისხმობს დემონიზების კამპანიის შეჩერებას. პრობლემები, როგორიცაა სასამართლოების ხელისუფლებაზე დამოკიდებულება და საარჩევნო კომისიებში პროსამთავრობო პირთა დომინირება, კვლავ იარსებებს, მაგრამ საერთო კონტექსტმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნების“ ცალსახა გამარჯვებას. თუ ეს მოხდება, ქართული პოლიტიკა უფრო პლურალისტური გახდება, ვიდრე დღესაა. 2023 წლის გაზაფხულზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომლებიც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნდა, ასევე შეიძლება განიმარტოს, როგორც ამ სცენარის განხორციელების ინდიკატორი: იმის მიუხედავად, რომ მთავრობის პოპულარობა იკლებს და ევროინტეგრაციის მხარდაჭერა კვლავაც მაღალია, ოპოზიციის რეიტინგი შესამჩნევად დაბალი რჩება, რაც მმართველ ელიტას აძლევს ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას. თუმცა ეს ძალზე რთული იქნება და იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების პროევროპულ განწყობას არ გაითვალისწინებენ და მთავრობა რეფორმების/დეესკალაციის დღის წესრიგს არ მიიღებს, მოვლენები შეიძლება დესტაბილიზაციის სცენარით განვითარდეს. დავით დარჩიაშვილი

კროსვორდი 1.

2.

3.

4.

5.

ქალაქი სამხრეთ საქართველოში, სადაც ჰაერში არსებული მძიმე ნაწილაკები 5-ჯერ აღემატება ნორმას და დამანგრეველია ჯანმრთელობისთვის. ქალაქი ცნობილია „უფასო ლიფტების“ შეუსრულებელი დაპირებით. უწყება, რომელიც პასუხისმგებელია მიყურადებაზე, დაშინებაზე, მოსყიდვასა და წინასაარჩევნოდ ოპონენტების ჩამოშორებაზე. ქართული ხალხური ანდაზის მიხედვით, რომელია ყველაზე დამშეული საჯარო დაწესებულება, სადაც დიდი ხანია „პური“ არ უჭამიათ? რაში დაიხარჯა 12 მილიონი ლარი ახალციხის მუნიციპალიტეტში 2020 წლიდან 2023 წლამდე, მაგრამ მაინც ვერ აშენდა? ჩასვით გამოტოვებული სიტყვა ბიძინა ივანიშვილის დაპირებებიდან: „ხალხი მიიღებს იაფ და უფასო ****“

6.

7.

8.

9.

ფსევდო-კონსერვატორული პარტია, რო­ მელიც საქართველოში ცდილობს რუსუ­ ლი პროპაგანდის ხელშეწყობას და მომავალი თაობისთვის ევროპული, ღირსეული ცხოვრების დანგრევას. რუსეთის აგენტი, ყოფილი მთავარი პროკურორი და ფეხსაცმლის ქურდობაში ეჭვმიტანილი. დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სადაც პრემიერმინისტრმა მეუღლეს ხალხის კუთვნილი 6,000 კვ.მ ტყე აჩუქა. მართლმადიდებლური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელსაც კულტურის სამინისტრო თავისი არაკომპეტენტუ-

8 6 3 2 1

5 4 7

11

9 10

რობით გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. 10. რომელი ქართველი ფსევდო-მეცენატი დაბრუნდა პოლიტიკაში, მაგრამ არც მანამდე შეუწყვეტია ქვეყნის მართვა? 11. მინისტრის მეტსახელი, რომელმაც კულტურის სფეროში რეპრესიები მოაწყო.

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) ლ.შარაშიძის ქ. #7, თბილისი 0179. ტელ: 2 915650/2915651

8


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
თავისუფლების მოედანი #2 by EECMD - Issuu