ყოველთვიური
#3, მაისი, 2024 / გამოიცემა 2023 წლიდან
გავიმარჯვებთ სახელოვნად!
ერთად და ერთმანეთისთვის
გზა ევროკავშირისკენ
საპროტესტო ტალღა რეგიონებში
გვ. 1
გვ. 2
გვ. 3
გვ. 4
გავიმარჯვებთ სახელოვნად!
რატომ არ უნდა მივიღოთ რუსული კანონი „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ეს ერთგვარი სასჯელია იმ სამოქალაქო ორგანიზაციებისა თუ მედია სექტორის მიმართ, რომლებიც ქართული ოცნებისგან დამოუკიდებლად არსებობენ და რომელთა კრიტიკული დამოკიდებულება მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის „ოცნებას“ ხელისუფლების უზურპაციისა და დემოკრატიის გაუქმების გზაზე. ამ ინიციატივას უკვე მოჰყვა პროტე სტის ხელახალი ტალღა. ყველაზე მწვავედ – ახალგაზრდების მხრიდან. თავისუფალ ქვეყანაში დაბადებული თაობა ზუსტად გრძნობს იმ საფრთხეებს, რასაც კანო ნის ამოქმედება მოიტანს: საქართველოს ევროპული კურსის ცვლილებას და რუსული გავლენის გაძლიერებას. ეს უკანასკნელი კი კვლავაც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დამოუკიდებლობას, რისი გამოცდილებაც ბოლო ორასი წლის განმავლობაში არა ერთხელ გვქონია. კანონის პირდაპირი სამიზნე სამო ქალაქო ორგანიზაციები და კრიტიკული მედიაა. ორივე მათგანი აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებრივი კონტ როლი არსებობდეს ხელისუფლებაზე, ხე
ლისუფლება ემსახუროს ხალხს და არა პი რიქით, არ მოხდეს საკუთარი ძლიერებით ტკბობა, საზოგადოების ინტერესთა უგუ ლებელყოფა და შესაძლებელი იყოს ხელი სუფლების ცვლილებები არჩევნების გზით.
რატომ „არა რუსულ კანონს“? ფინანსური გამჭვირვალობის პრობლემა, რომელიც კანონმა უნდა დაა რეგულიროს, რეალურად არ არსებობს: სამოქალაქო ორგანიზაციები თავიანთ ვებგვერდებზე მუდმივად აახლებენ დამფი ნანსებლებისა და პროექტების სიას; ავსებენ დეკლარაციებს და იხდიან გადასახადებს. ჩვენი საფინანსო და საგადასახადო სისტემა საკმაოდ ძლიერია დაფინანსების დასაფა რად და თუ ეს მაინც მოხდა, მის წინააღმდეგ შესაბამისი კანონმდებლობა მოქმედებს. საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოში მიმდინარე ყველა პროგრამა ხორციე ლდება საერთაშორისო და ქვეყანათა შო რის თანამშრომლობის ხელშეკრულებების თანახმად, რომელსაც მთავრობაც აწერს ხელს. რუსული კანონის შესახებ საუბრისას ინიციატივის ავტორები მის ევროპულ და ამერიკულ კანონებთან მსგავსებაზე საუ ბრობენ. ტყუილია, რომ ეს კანონი ამე-
რიკულის ან ევროპულის ანალოგია. ამ ქვეყნებში კანონით მტრული ქვეყნების საქმიანობა კონტროლდება. ჩვენი კი, რუ სულის მსგავსად, მტერსა და მოყვარეს არ ასხვავებს. მიღების შემთხვევაში, მისი გა ვლენის ქვეშ მოექცევა ყველა ორგანიზა ცია, მათი მხარდაჭერის წარმომავლობისა და საქმიანობის მიუხედავად. ბოლო წლების განმავლობაში რუსეთი ცდილობს საქართველოზე პირდაპირი კონ ტროლი დაამყაროს. ეს კანონიც ამ მიზნით გადადგმული ნაბიჯია, ერთგვარი „რუსული მენტალიტეტის“ პროდუქტი და არსებითად იგივეა, რაც რუსეთში მოქმედებს. კანონი დამამცირებელ, „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად“ ნათ ლავს იმ ორგანიზაციებს, რომელნიც მე გობარი ქვეყნებისგან იღებენ ჩვენი სახელ მწიფოსთვის საჭირო მხარდაჭერას. ის ამით შებღალავს მათ სახელს და საზოგადოებაში ნდობას დააკარგვინებს. საბოლოოდ კი სა ქართველოდან მათ გასვლას გამოიწვევს. ამ კანონით სახელმწიფოს ნებისმიერ დროს, ანონიმური დასმენის საფუძველზეც კი შეეძლება ორგანიზაციათა საქმიანობის პარალიზება. სწორედ ეს არის ბოლშევიკური და რუსული მიდგომა, რასაც ეწინააღმდეგება ჯანსაღად მოაზროვნე სა ზოგადოება.
კანონი ყველას ერთიანად შეუტევს: ნამდვილი მტრების – რუსული ფულით და ფინანსებულ ორგანიზაციას და იმასაც, ვინც ფერმერებსა და მეღვინეებს, სტუდენტებსა და პენსიონერებს ეხმარება ევროკავშირისა თუ აშშ-ის დაფინანსებით.
შედეგად, მთავრობა მოსპობს დამოუკიდებელ არაკომერციულ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მთავრობისგან დამოუკიდებელ მედიას, გაანადგურებს თავისუფალ აზრს და ცენზურას დააწესებს. ქვეყანაში აღარ დარჩება ორგანიზაციები, რომლებიც გააკონტროლებენ მთავრობის მუშაობას. მსგავსი პერსპექტივა ევროპული ღირებულებებით მოაზროვნე ადამიანებისთვის სრულიად მიუღებელია. რა ზიანი შეიძლება მიაყენოს რუსულმა კანონმა საქართველოს მოსახლეობას? მთავრობის მტკიცებით, მსგავსი კა ნონი მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში. სინამდვილეში კი მისი ევრო
1
(29.05)
#3, მაისი, 2024
მარიამ ნიკურაძე/OC Media კავშირთან შეუსაბამობის თაობაზე უკვე ილაპარაკეს ევროკავშირის, ნატოს, შეერ თებული შტატებისა და ევროპული ქვეყ ნების ლიდერებმა და პარლამენტარებმა. ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში ევროკავშირში საქართველოსთვის კანდი დატის სტატუსის ჩამორთმევის საკითხზეც კი შეიძლება იმსჯელონ, რაც ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარია. საქართველოს კონსტიტუციური მიზანი
ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახის წევრო ბაა და თუკი ჩვენც ამ დიდი ოჯახის წევრები უნდა გავხდეთ, გაუგებარია, რატომ ვუთა ნაბრებთ რუსული დაფინანსებით მოქმედ ორგანიზაციებს იქ მოქმედ პროგრესულ ძალებს? მთავრობა ამბობს, რომ ეს კანონი მხო ლოდ რამდენიმე ორგანიზაციას შეეხება. სინამდვილეში კი იმ ასეულობით ათას მოქალაქეს დააზარალებს, რომლებიც
სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის, ადა მიანის უფლებების დაცვის, ხელოვნებისა და კულტურის, ბიზნესის განვითარების, სიტყვის თავისუფლების, ქალთა უფლებე ბის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებით სარგებლობენ, რომლებიც საქართველოში ჩვენი მეგო ბრების დაფინანსებით და ამ ორგანიზაცი ათა თანადგომით ხორციელდება. შედეგად,
საქართველო დაშორდება ევროპას, კიდევ უფრო დასუსტდება და გაღარიბდება. ადა მიანები უფრო მეტად დაუცველნი დარჩე ბიან მთავრობის კორუფციისა და დაშინების წინააღმდეგ, მეგობრების გარეშე დარჩენილი ქვეყანა კი რუსეთის სატელიტად და ჩამორჩენილ დიქტატურად გადაიქცევა. სწორედ ამიტომ არის ეს კანონი რუსული, მისი მიღება კი – დაუშვებელია. ლევან ცუცქირიძე
ერთად და ერთმანეთისთვის ცუდი დროა ლიტერატურისთვის. კონცენტრაცია ჭირს. ფიქრები გაფანტუ ლია. სათქმელი ვერ იღებს ფორმას. ბევრი ბრაზია დაგროვილი, გულშიც და ტვინშიც. შიშიცაა. აწმყო ნერვულ აშლილობად იქცა – ოპტიმიზმი და პესიმიზმი ერთმანეთს ისე სწრაფად ენაცვლება, თვალის მიდევნებაც ჭირს. დილები იმედია, ღამეები უძილო ნერ ვიულობა, თითქოს რაღაც ისეთს გკვეთენ, რაც სხეულზე კი არა, სულში გაქვს ჩაბეჭ დილი. თავისუფლებას? ქვეყანას? ადამიანო ბას? თუ სამივეს – იმ ყველაფერთან ერთად, რასაც ეს სამი თავის თავში გულისხმობს. ამ დროში არ ვიცი რა იწერება, მაგრამ ზუსტად ვიცი, ამ დროზე რა დაიწერება. ეს გამარჯვების დროა. ამ დროში დასმულ კითხვებს ერთა დერთი პასუხი აქვს – ჩვენი ერთობა! უკვე მეორე წელია მმართველი პარტია „აგენტების კანონის“ მიღებას ცდილობს. მეორე წელია, სრულად იხსნის ნიღაბს და გვაჩვენებს, როგორი სასტიკი, ბოროტი და რუსმორწმუნეა. ღირსებადაკარგულები, „ღირსებით ევროპისკენო“ გაიძახიან და ბოლო „ღირსებად“ ტერორიღა შემორჩათ. დღეს 9 მაისია. ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნები ფაშიზმზე გამარჯვებას აღვნიშ
2
ნავთ. ევროკავშირის ქვეყნები კი ევროპის – მშვიდობის და ერთიანობის დღეს. სადაც ფაშიზმია, იქ მშვიდობა ვერ იქნება და სადაც ერთობაა, ფაშიზმი დიდხანს ვერ გასტანს. გუშინ გვიან ღამიდან დღეს გამთენიამდე ძალადობრივი ჯგუფები ოპოზიციონერ პო ლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს და დიპლომატებს ქუჩებში და საკუთარ სადარ ბაზოებთან უდარაჯდებოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. კრიტიკული მედიის და არასამთავრობო სექტორის ოფისები, საცხო ვრებელი სახლის კარები და სადარბაზოები შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური პლა კატებით და წარწერებითაა აჭრელებული. ეს ყველაფერი ადრეულ ფაშიზმს ჰგავს! ეს ყველაფერი ტერორს ჰგავს! ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს! ჩვენი იარაღი ჩვენი ერთობაა. ჩვენი ერთობაა ის, რამაც შარშან ამ კანონის პარლამენტიდან გაწვევა აიძულა. ჩვენი ერთობაა ის, რასაც წელს უკვე გაშმა გებულნი ებრძვიან. მმართველი გუნდი ალბათ კანონს აღარ გაიწვევს. იმიტომ არა, რომ პრინციპულები არიან. არც იმიტომ, რომ სჯერათ ან სწამთ ამ კანონის შინაარსი და საჭიროება. ამ კანონზე გადის წითელი ხაზი – გატეხავენ თუ არა სა
ნიკოლოზ ურუშაძე
#3, მაისი, 2024
(29.05)
მოქალაქო საზოგადოებას, გაგვტეხავენ თუ არა ჩვენ. შეგვაშინებენ, გაგვაჩუმებენ და იბატონებენ თუ უცხო ნომრებიდან განხორ ციელებული შეურაცხმყოფელი სატელე ფონო ზარების, „ხალხის მტრების“ სიების, ემოციური და ფიზიკური ძალადობის მიუხე დავად, მაინც ერთად და ერთი საქმისთვის – ამ ქვეყნის სიყვარულისთვის, ბოლომდე ვიფხიზლებთ. ავტორიტარი ისედაც დიდხანს „იტანდა“ ხელ-ფეხ შეკრულ მდგომარეობაში ყოფნას. მან აქ და ახლა უნდა დაგვიმტკიცოს, რომ ის და მხოლოდ და მხოლოდ ის არის კანონიც, ძალაც, კანონის ძალადობრივად გამტანიც და ძალადობის კანონის დამამტკიცებელიც. სიტყვებს მუშტით უპირისპირდება! სიმართლეს – პროპაგანდით! ევროპულ მომავალს – რუსული წარსულით! წილიც ნაყარია და არჩევანიც გაკეთებული. ჩვენ ჩვენს ქვეყანას ვიცავთ, ისინი – თავ-თავიანთ ინტერესებს – სა ეჭვოდ სწრაფად დაგროვილ და საეჭვოდ დიდი რაოდენობის კაპიტალს. ჩვენ გამჭ ვირვალობა გვინდა, ისინი ქვეყნის ოფშო
რულ ზონად და შავი ფულის სამრეცხაოდ აპირებენ გადაქცევას. ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში და ამ ქვეყანასთან ერთად განვვი თარდეთ, ისინი კი აუტანელი სოციალურეკონომიკური პირობების შექმნით ათობით ათას მოქალაქეს ემიგრაციის გარდა სხვა გზას აღარ უტოვებენ. ჩვენ ჩვენი კულტურის ელჩები ვართ – როგორც ქვეყნის გარეთ, ისე – შიგნით, მმართველი პარტიის ჩინო ვნიკებს კი მართლმადიდებლური კულტუ რული მემკვიდრეობის ძეგლები განადგუ რების პირას მიჰყავთ. ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში, თავისუფლად ცხოვრებისთვის ვიბრძვით, ისინი კი ქვეყნის დაპატრონებას და ჩვენს დამონებას ცდილობენ. არასდროს ყოფილა შავი ასეთი შავი და თეთრი ასეთი თეთრი. „მამული, ენა სარწმუნოება“ – ილიას სიტყვებს იმეორებენ და ისე ყიდიან მამულს, ნერვიც არ უტოკდებათ, ენაზე ბოქლომებს გვადებენ. რწმენით კი, ფულის და ძალა უფლების გარდა, არაფერი სწამთ. „თუ ადამიანს სამშობლო უყვარს, ის აუცილებლად იპოვის თავის გმირულ საქ ციელს“ – გენერალ კვინიტაძის სიტყვე
ბია. ზუსტ ციტატას ვერც ვიხსენებ და ვერც ინტერნეტში ვპოულობ. არადა, ეს ძებნის დროა, როგორც გმირული საქციელის, ისე – ეროვნული იდენტობის, რწმენის მოპო ვების თუ დაბრუნების. ეს ის დროა, ბოლოს და ბოლოს, ქართველმა ხალხმა რომ უნდა მოიგოს, გაიმარჯვოს, იზეიმოს. თუ მოსა გები ისეთი აბსტრაქტული რამაა, რასაც მომავალი ჰქვია, წასაგებადაა გამზადებული არა მხოლოდ აწმყო და ყველაფერი, რაც აწმყოში გიყვარს, გაქვს თუ ხდება, არამედ, ჩვენი ქვეყნის წარსული – წინა თაობების ყველა ბრძოლა თავისუფლებისთვის. თუ გამარჯვებაა, ეს ახალი გზის პირველი დიდი გამარჯვება იქნება და ამ ერთ გამარჯვე ბაზე უნდა დაშენდეს ყველა შემდგომი წარ მატება. აქ და ახლა გვაქვს საპოვნელი ჩვენი გმირული საქციელი. არ არსებობს ერთი უნივერსალური ფორმულა: ვიღაცისთვის ეს აქციაზე დგომაა, ვიღაცისთვის კი… სანამ ამ წინადადებას ვწერდი, ინტერ ნეტში ინფორმაცია გავრცელდა, საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს სრულფასოვანი ელჩი, გოჩა ჯავახიშვილი პოსტიდან პროტეს ტის ნიშნად, საკუთარი ნებით გადადგა.
კი, ამ დროში ესეც გმირული საქცი ელია: როდესაც გაშინებენ, გაჩუმებენ და მაინც არ შინდები და ხმის ამაღლებას ბედავ; როდესაც საკუთარ კეთილდღეობასა და კა რიერაზე მაღლა სამშობლოს სიყვარულს აყენებ. ამით ისტორიის სწორ მხარეს და საკუთარი ხალხის გვერდით ირჩევ დგომას. დუმილიცარჩევანია,ოღონდ–არასწორი. ძველი თანამოაზრეების, კოლეგების თუ ნაცნობ-მეგობრების დუმილი იმაზე ბევრად უფრო მტკივნეული და რთულად ასატანი აღმოჩნდა, ვიდრე მმართველი პარტიის ერთად აღებული ყველა ძალადობა. მჯერა, რომ ბევრი ადამიანი დაარღვევს ამ დუმილს… ზოგი საკუთარი გმირული საქციელის პოვნით, ზოგი ყველა იმ ბორკილის ჩამოხსნით, რაც აქამდე ბოჭავდა, ზოგი პრაგმატული გამჭრიახობით… მთავარია, დიალოგი დავიწყოთ. მთავარია, შევთანხმდეთ, რომ გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ. ვართ ერთად და ერთმანეთისთვის. იოანე ფეზუაშვილი
გზა ევროკავშირისკენ 2023 წლის 15 დეკემბერი ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული დღე იყო: ევროპული კავშირის ოცდაშვიდივე წევრი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, საქართველოსთვის ევროპული კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა. მსგავს ფაქტს ორი-სამი წლის წინათ თამამ ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდით, თუმცა ამით ევროპული კავშირისკენ მიმავალი გზა არ დასრულებულა. რეალურად, თავგადასავალი ახლა იწყება, რადგან წინ გაწევრების მორიგი – მოლაპარაკებათა ეტაპია. ევროპული კავშირისკენ მიმავალი გზა მხოლოდ ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლას არ გულისხმობს – ქვეყნის ტრანსფორმაციის საშუალებაცაა. მნიშვნე ლოვანია, არსებობდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მი ხედვით იმოქმედებს და არა – პოლიტი კური დაკვეთის შესაბამისად; ტარდებო დეს არჩევნები, რომელიც თავისუფალ, თანასწორ და კონკურენტულ გარემოში ჩაივლის და პოლიციელი, პედაგოგი თუ ადგილობრივი თვითმმართველობის თა ნამშრომელი ზეწოლისა თუ მოსყიდვის სუბიექტი არ გახდება. ხელმძღვანელები წინასწარ არ განუსაზღვრავენ, რომელ პოლიტიკურ პარტიას უნდა მისცეს ხმა; გვყავდეს კლანური გავლენებისგან თა ვისუფალი მოსამართლეები, რომელნიც გადაწყვეტილებას კანონმდებლობისა და მორალური პრინციპების დაცვით მიიღე ბენ და არა ზემდგომის ზარის გამო; სადაც სახელმწიფო ბიუჯეტი არამიზნობრივად არ დაიხარჯება და სოციალურად დაუ ცველთა უფლებებსაც დაიცავენ. სწორედ ამას ეხმიანება ევროპული კავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული ცხრა ნა ბიჯი, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, უკეთესი სახელმწიფო გავხდეთ. ამასთან, დაგვეხმარება ევროპულ კავშირთან გაწე ვრების მოლაპარაკებათა დაწყებაში. აღნიშნული ნაბიჯები ძირითადად დე მოკრატიულ რეფორმებსა და ადამიანის უფლებათა დაცვას უკავშირდება. კერძოდ, გულისხმობს ბრძოლას ევროპული ღირე
ბულებების საზიანოდ მიმართული დეზინ ფორმაციის წინააღმდეგ; საქართველოს სა გარეო პოლიტიკის ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვე დრას; 2024 წლის საპარლამენტო არჩევნე ბის თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას; სახელმწიფო ინსტიტუტებზე (კერძოდ, სახელმწიფო უსაფ რთხოების სამსახური, ცენტრალური საარ ჩევნო კომისია, ეროვნული ბანკი და კომუ ნიკაციების კომისია) საპარლამენტო ზედა მხედველობის უზრუნველყოფას; მართლმსაჯულების რეფორმას; ელიტური კორუფ ციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას; დე ოლიგარქიზაციას; დეპოლარიზაციას; ადა მიანის უფლებების, მედიის თავისუფლებისა და მოწყვლადი ჯგუფების დაცვას, გადა წყვეტილების მიღებაში სამოქალაქო საზო გადოების ჩართვას. ევროპული კავშირი თვალს მიადევ ნებს, რა ნაბიჯებს გადადგამს საქართვე ლოს ხელისუფლება აღნიშნული რე ფორმების გასატარებლად და რამდენად ექნება პოლიტიკური ნება, ქვეყანამ ევრო პული კავშირისკენ მიმავალ გზაზე წინ წა იწიოს. 2024 წლის ბოლოს ევროპული კავში რის ერთ-ერთი ინსტიტუცია, ევროკომისია, წარმოადგენს ვრცელ ანგარიშს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად შეფასდება, რა გაა კეთა საქართველომ აღნიშნული ცხრა ნაბი ჯის გადასადგმელად. ამის საფუძველზე შე საძლოა გაიცეს რეკომენდაცია საქართვე ლოსთან ევროპულ კავშირში გაწევრების მოლაპარაკებების დასაწყებად.
აუცილებელია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ცხრა ნაბიჯი საჭიროა არა ევროპული კავშირის, არამედ ჩვენთვის, რათა საქართველოს მოქალაქეებმა უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ. ამიტომ ქვეყნის ევროპულ კავშირში გაწევრების პროცესს სწორედ ამ პრიზმიდან უნდა შევხედოთ.
ევროპულმა კავშირმა საქართველოს მხოლოდ ცხრა ნაბიჯი კი არ განუსაზ ღვრა, წარმოადგინა ერთგვარი ხედვა, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ მათ შესასრულებლად. მაგალითად, მართლმსაჯუ ლების ნაწილში ელიან, რომ ხელისუფლება მიმართავს ე. წ. vetting პროცედურას მნიშვ ნველოვანი თანამდებობის პირების მიმართ – იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სა სამართლოში და საერთო სასამართლოთა თავმჯდომარეების შემთხვევაში. Vetting გულისხმობს ამ პირთა პროფესიონალიზ
3
(29.05)
მისა და კეთილსინდისიერების შემოწმებას და ამ გზით მართლმსაჯულების სისტემის არაკეთილსინდისიერი და არაპროფესიო ნალი წევრებისგან გაწმენდას. საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ სერიოზულ პრობლემებს ის ფაქტიც ადასტურებს, რომ 2023 წლის აპრილში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა „მნიშვნელოვანი კორუფციის გამო“ ქვეყნის სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს სანქციები დაუწესა. სა მივე მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ არის დანიშნული და ამ დრომდე სისტემაში რჩება. თუმცა, კორუფციის ბრალდების და მტკიცების შემთხვევაში, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა დათხოვნაც შეიძლება. როგორც აღვნიშნე, მნიშვნელოვანია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა შეესა ბამებოდეს ევროკავშირის ერთიან საგა რეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. ბოლო წლებში ამ მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო. ამასთან, ევროკავშირის გაფრთხი ლების და საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლე ბამ 2023 წელს რუსეთთან პირდაპირი ფრე ნები აღადგინა, რასაც ევროპული კავშირის დემარში მოჰყვა. გასული წლის ივლისის მონაცემებით, რუსეთის ქალაქებში თბილი სის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან კვირაში 284 პირდაპირი რეისი სრულდებოდა. თავის მხრივ, ევრო პული კავშირის საჰაერო სივრცე რუსეთის საჰაერო ხომალდებისთვის დღემდე დახუ რულია. ევროპული კავშირის ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი – ელიტური კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას შეეხება. ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ თითქოს გადადგა გარკვე ული ნაბიჯები და 2023 წელს ანტიკორუფ ციული ბიურო შექმნა. თუმცა უნდა აღინიშ ნოს, რომ ბიუროს ეფექტიანობა და ინსტი ტუციური დამოუკიდებლობა ის საკითხე ბია, რომლებიც ბევრ შეკითხვას ბადებს. ბიუროსთან დაკავშირებით სამოქალაქო
#3, მაისი, 2024
საზოგადოებრივი ორგანიზაციები დიდი ხნის მანძილზე გამოყოფდნენ ორ გამო წვევას: პრემიერ-მინისტრის მხრიდან ბი უროს ხელმძღვანელის პირდაპირი წესით დანიშვნას, რაც აღნიშნული ინსტიტუციის დამოუკიდებლობის ხარისხს ამცირებდა და იმასაც, რომ ბიუროს დღემდე არა აქვს საგამოძიებო უფლებამოსილება, რაც მის ეფექტიანობას აქვეითებს. ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი 2024 წელს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენ ტო არჩევნებისთვის თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული წინასაარჩევნო გარემოს შექმნას უკავშირდება. ამასთან, ევროპული კავშირი ელოდება, რომ საარჩევნოდ საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს 2020 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირე ბით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) რეკომენდაციებს, რაც საარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა დაშინებას და ადმინისტრა ციული რესურსის გამოყენებას შეეხება და ამ პრობლემების მოგვარებას შეეცდება. ეს ნაბიჯი გულისხმობს უცხოეთში მცხოვრებ სა ქართველოს მოქალაქეთათვის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობასაც. გაეროს ეკონომიკისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის (UN DESA) მონა ცემებით, 2010-2020 წლებში ქართველი ემიგრანტების რიცხვი 7%-ით გაიზარდა და 861 000 ადამიანი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობის 23% ემიგრაციაშია. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მიგრანტებმა ფულადი გზავ ნილების სახით 2023 წელს ქვეყანაში 4 მი ლიარდ 100 მილიონი დოლარი გადმორი ცხეს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ფუ ლადი გზავნილების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 2022 წლისთვის 15.6%-ს შეადგენდა. ქვეყნის ეკონომიკურ აღმშე ნებლობაში ასეთი ჩართულობის მიუხედა ვად, ქართველი მიგრანტები არჩევნებში სრულფასოვნად ვერ მონაწილეობენ.
როგორც აღვნიშნე, ევროკომისია 2024 წლის ბოლოს შეაფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ცხრა ნაბიჯის გადა სადგმელად გაწეულ ძალისხმევას. შესა ბამისად, დრო ამ საქმეში ჩვენს მოკავში რედ ვერ ჩაითვლება. ხელისუფლებისგან ელიან, რომ დარჩენილ რვა-ცხრა თვეში ის აჩვენებს სიმწიფეს და პოლიტიკურ ნებას ევროპული კავშირის მოთხოვნების შესას რულებლად. 2023 წლის 25 დეკემბერს საქართვე ლოს ხელისუფლებამ იმ აქტივობათა ჩა მონათვალი წარმოადგინა, რომელთა განხორციელებამ უკეთეს ქვეყნად უნდა გვაქციოს. მეორე მხრივ, ევროპული კავ შირისკენ მიმავალი გზის შემდეგ ეტაპზე გადაგვიყვანოს, რაც გაწევრების მოლაპა რაკების დაწყებას გულისხმობს. 8 გვერდზე გაწერილი დოკუმენტი ნაკლებად სიღრ მისეულია და ზოგიერთ მნიშვნელოვან დეტალს, მაგალითად, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმისას კეთილსინდისიე რების შემოწმებას (vetting) საერთოდ არ ახსენებს. სავარაუდოდ, ხელისუფლება შეეცდება, გასული წლის მსგავსად (როდესაც 12-იდან სრულად პოლიტიკურად ნაკლებად რთული 3 პირობა შეასრულა), ევროპული კავშირის მიერ მოცემული ცხრა ნაბიჯიდან მხოლოდ ისინი შეასრულოს, რომელნიც მის ძალაუფლებას არ დაემუქრება. თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლიტი კური პოლარიზაცია ხელისუფლებისთვის 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების სა შუალებაა, ნაკლებად მოსალოდნელია, ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას. ის ასევე შეეცდება, ნებისმიერი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც 9 ნაბიჯის შესრულებისა და რეფორმების არაეფექტიანი დაგეგმვა-განხორციელების მიმართულებით არსებულ ხარვეზებს წარმოაჩენს, ქვეყნის ღალატში დაადანაშაულოს.
ევროპული კავშირისკენ მიმავალ გზაზე უკრაინა და მოლდოვა საქართველოს ერთი ნაბიჯით უსწრებენ. დიდი ალბათობით, ეს ქვეყნები 2024 წლისთვის გაწევრების მო ლაპარაკებებს დაიწყებენ. თუ ევროპული კავშირის წინა გაფართოებათა ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ უპირატესობა რეგიონულ მიდგომას ენიჭება. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ამ პროცესში უკრაინასა და მოლდოვას არ ჩამოვრჩეთ. ევროპულ კავშირში ახალი წევრი ქვეყნების მიღების შესაძლებლობის ფანჯარა აქ და ახლა ღიაა და ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს და რჩება. მოსალოდნელია, მიმდინარე წელს ევროკავშირმა დიდი ყურადღება დაუთმოს შიდა საქმეებს, რადგან ივნისში ევროპის პარლამენტის არჩევნებია, წლის ბოლოს კი ევროპული კომისიის ახალ შემადგენლობას ამტკიცებენ. შესაბამისად, საქართველოს მიზანი ამ გზაზე წინ წაწევაა. ისიც უნდა გვახ სოვდეს, რომ ევროპულ კავშირში გაწევრე ბისას ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია რეფორმების განხორციელება. ევროპული კავშირისკენ ქვეყანათა სწრაფვის მიზეზი ევროპული ტიპის სახელ მწიფოს შექმნაა. ამასთან, ევროპული კავშირი არ ნიშნავს კანონმდებლობის მექანიკურად ჰარმონიზებას. ამ გაერთია ნების წევრობის მსურველი ქვეყანა უნდა იზიარებდეს იმ ღირებულებებს, რომელიც ევროპული კავშირის შეთანხმების მეორე მუხლშია გაწერილი და ადამიანის ღირ სების პატივისცემას, თავისუფლებას, დე მოკრატიას, თანასწორობას, კანონის უზე ნაესობას და ადამიანის უფლებების, მათ შორის, უმცირესობათა უფლებების დაცვას გულისხმობს. და ბოლოს, საქართველოს ევროპული კავშირისკენ მიმავალი გზა უკრაინის რუსე თის წინააღმდეგ ომში გამარჯვებაზე გადის. ბევრ სხვა საკითხთან ერთად, საქართვე ლოს ევროპული კავშირის წევრობას სწო რედ ამ ომის შედეგი განსაზღვრავს. ივანე ჩხიკვაძე
ბათუმი რუსული კანონის წინააღმდეგ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები ბათუმში პერმანენტულად მიმდინარეობს. იკრიბებიან სტუდენტები, აქტივისტები, ორგანიზაციები, პარტიები, ლექტორები და მასწავლებლები – მთელი ქალაქი. ბათუმელების ნაწილი თბილისში მიმდინარე აქციებსაც ხშირად ესწრება. წინააღმდეგობის მუხტი მაღალია, ევროპული ქალაქი მტკიცეა არჩევანში: კი ევროპას, არა რუსულ კანონს! ოთო ქათამაძე, რეჟისორი, მსახიობი, დრამატურგი: „თავის დროზე რუსეთშიც ამ ფორმით მიიღეს ეს კანონი. უბრალოდ, მერე დაემატა გარკვეული მუხლები, უფრო გამძა ფრდა და კონკრეტულ პიროვნებებს შეეხო. დღეს ფაქტობრივად, მის საფუძველზე ხე ლოვანებსაც დევნიან. უამრავმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა. სახელმწიფოს ხელ-ფეხი შეეხსნა განსხვავებული აზრის განდევნისა და რეპრესიებისთვის. პირველ რიგში, ეს კანონი დააზიანებს მსახიობს, ხელოვანს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართვე ლოში ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ. მისი მიღების შემთხვევაში კი აუცილებლად დადგება პიროვნებების დრო. მათ „გა
4
შავებაზე“ გადავლენ და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს აგენტს დაარქმე ვენ. თავის დროზე სანდრო ახმეტელიც, ეს დიდი რეჟისორი, უცხო ქვეყნის აგენტობის ბრალდებით დახვრიტეს. დღეს შეიძლება ქვეყნიდან გაგაგდონ და ქართული საქმის კეთების საშუალება შეგიზღუდონ. მე ვარ ქართველი რეჟისორი, ქართველი მსახი ობი და ქართველი დრამატურგი. არ მინდა ვიყო სხვა ქვეყნის რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი. ჩემთვის ეს დახვრეტის ტოლფასია. მგონია, რომ არც ამაზე დაი ხევენ უკან. საბოლოოდ, ქვეყანაში საღი აზრი აღარ იარსებებს. ამ ყველაფრის რომ მეშინია, მაგიტომაც ვეწინააღმდეგები ამ კანონს“.
ინგა შამილიშვილი, ბსუ-ს პროფესორი: „ევროპა ჩემთვის არის თავისუფლება, ღირსება და ძალიან ბევრი შესაძლებლობა. როდესაც პირველად მოვხვდი ევროპაში, საზღვარზე საპასპორტო კონტროლის გასავ ლელად ორი რიგი იდგა: ევროპის წევრი და არაწევრი ქვეყნების მოქალაქეების. მაშინ ვიფიქრე, რომ ოდესმე მოვა დრო, როცა მეც იმ რიგში ჩავდგები, სადაც არიან ევროკავში რის წევრები. დღეს ეს დრო დადგა: ჩემი და ბევრის ოცნება რეალობა ხდება, ერთი ნაბი ჯის გადადგმაღა დაგვრჩა. ბოლო პერიოდში ხშირად აპელირე ბენ ილიას სიტყვებით, თუმცა სწორად ვერ ვკითხულობთ, რისი თქმაც სურდა. „აჩრდი ლში“ წერს: დუმილი წყევლააო. იქნებ ჩემი, თქვენი დუმილი დღეს დანაშაულია ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე?! ყოველდღე, როცა ჩემს სტუდენტებთან შევდივარ, ვცდი ლობ, ვასწავლო, რა არის თავისუფლება, რომელიც დიდ პასუხისმგებლობასაც მოი ცავს. ვცდილობ, ლიტერატურული ტექსტის
ენით ვაჩვენო ის ღირებულებები, რაც ევრო პაშია. სულ მახსენდება ფრაზა, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილმა „ჯაყოს ხიზნებში“ თეიმურაზ ხევისთავს ათქმევინა: თეიმუ რაზი ევროპისკენ იხედებოდა, თითქოს იქიდან საარაკო სატრფოს ელოდაო და ამ დროს ჩრდილოეთიდან ცივმა ნიავმა მოუ ბერა. ეს სიტყვები დღეს კიდევ უფრო აქტუ ალურია. ეს ის ფრაზაა, რომელიც ცენზურამ ამოიღო „ჯაყოს ხიზნებიდან“, რაც მიხეილ ჯავახიშვილს არ აპატიეს და რის გამოც რეპრესიებს შეეწირა. არ მინდა, დღეს რეპ რესიები შემოვიდეს ქვეყანაში. არ მინდა, აუდიტორიებსა და სკოლებში შემოაღწიოს ცენზურამ. ჩემი ადგილი ევროპაშია, ჩემი შვილების ადგილი ევროპაშია, ჩემი ქვეყნის ადგილი ევროპაშია, მთელი ისტორიის გან მავლობაში საქართველოს ადგილი ევრო პაშია და არა იმ ბნელ წარსულში, რომლის დავიწყებაც გვინდა“. მათე ცენტერაძე, სტუდენტი: „პირ ველი, რაც შეიძლება დავკარგოთ ამ კა
#3, მაისი, 2024
ნონის მიღებით, ევროპული განათლებისა და ჯანდაცვის შესაძლებლობაა. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ძალიან მნიშვნე ლოვანია დამოუკიდებელი სასამართლოს შესაძლებლობა, რომლის გარეშეც მთლი ანად დავემსგავსებით ისეთ სახელმწიფოს, როგორიც რუსეთია. გასული წლის მარტში ახალგაზრდების აქციებით შეშინებულმა ხელისუფლებამ ეს კანონი უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ აღარასდროს შემოიტანდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ იგივე გაიმეორა. ახალგაზრდების ფაქტორი გადამწყვეტია. მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ იმაზე, რომ ახალგაზრდებს აქვთ უშრეტი ენერგია და ყოველგვარი რესურსის გარეშე ახერხებენ შექმნან პროტესტი ქვეყანაში, იბრძოლონ საკუთარი მომავლისათვის. ახალგაზრდები არ ნებდებიან. უკვე დაწყებულია ეროვნული მოძრაობის მსგავსი მოძრაობა საქართვე ლოს ევროპული მომავლისათვის, უკეთესი სახელმწიფოს ასაშენებლად“. მაია რიჟვაძე, „სოლიდარობის თემის“ თანადამფუძნებელი:“შარშან გლაზ გოს უნივერსიტეტიდან ვადევნებდი თვალს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ორგანიზე ბულ აქციებს, რომელთა შედეგად მთავრო ბამ ის გაიწვია. პირობაც მივიღეთ, რომ მსგა ვსი რამ აღარ განმეორდებოდა. სამწუხა როდ, ისევ გვიწევს გამოვიდეთ და ჩვენი ხმა გავაგონოთ სახელმწიფოს. ავუხსნათ, რომ ეს კანონი საფრთხეა სტუდენტებისთვის, რო მელთაც ევროპაში სწავლა სურთ და სხვა დასხვა დაფინანსებას იღებენ; მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებთათვის, ვინც უცხოელი პარტნიორების დახმარებით არაერთი სას ტუმრო ააშენა; ასევე, იმ ახალგაზრდებისა და მეცნიერებისთვის, ვინც თარგმნის აკადე მიურ ლიტერატურას. ეს პირდაპირ გავლენას მოახდენს სიტყვის თავისუფლებაზე. კანონი გვეხება ყველას, ვისაც სურს ევროპული მო მავალი. ყველა უნდა გამოვიდეთ და აუცი ლებლად ბოლომდე ვიბრძოლოთ“. ირაკლი ქათამაძე, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: „საფრთხე ექმნება დემოკრატიას, რომლის ძირითადი პრინციპები გამჭვირვალობა და საჯაროო ბაა. სახელმწიფოს გამჭვირვალობასა და საჯაროობას უზრუნველყოფს სამოქალაქო აქტივიზმი, აქტიური მოქალაქეობა, არა სამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა ინფორმაციას გვაწვდიან. ამ კა ნონით უნდათ ამ ადამიანების გაჩუმება და გამჭვირვალობის შემცირება. შესაბამისად, მოსახლეობას არ გვექნება ინფორმაცია, აღმოვჩნდებით ვაკუუმში და ძალიან გაგვი ჭირდება გადაწყვეტილების მიღება. ეს არის გზა მონობისკენ. კანონი ემუქრება დემოკ რატიას, საზოგადოებას და საბოლოო ჯამში, ჩვენს განვითარებას“. ნიკა ფუტკარაძე, პოეტი: „ევროპული გზა არის ქართველი ხალხის არჩევანი. ეს კანონპროექტი ხელს უშლის საქართველოს ამ გზაზე. საქართველოს მოქალაქეები – ახალგაზრდაც და უფროსი თაობაც, ამ ყვე ლაფერს კარგად იაზრებენ. ნაწილი ამას არ ამჟღავნებს. ნაწილი გადის აქციაზე, რასაც ვაჟკაცობა და სიმამაცე სჭირდება. ევრო პული გზა ჩვენი იდენტობაა. ქართული ტრა დიციები, სიმღერა, პოეზია, ლიტერატურა ამის გააზრების საშუალებას გვაძლევს და
(29.05)
შოთა გუჯაბიძე გვიბიძგებს, რომ სწორ მხარეზე დავდგეთ. ჩემი თაობის 80-90 პროცენტი ამ ღირე ბულებებზეა გაზრდილი და შეუძლებელია მათი დაკარგვა“. ეთერ თურაძე, გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორი: „დღეს ჩვენი ქვეყანა სა ფრთხის წინაშეა. მტრული ძალა ცდილობს, შემოიღოს კანონი, რომელიც საბოლოოდ მოგვიკეტავს ევროკავშირის კარს; სტრატე გიულ პარტნიორს, აშშ-ს უარს ათქმევინებს ჩვენთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე. საქართველო მარტო დარჩება უზარმაზარი მონსტრის პირისპირ, რომლის ერთადერთი განზრახვაა, აღადგინოს იმპერიული ამბი ციები და საბჭოთა რუსეთში დაგვაბრუნოს. სამწუხაროდ, ამას ქართველების ხელით აკეთებს. უკვე მეორედ შემოაბრუნეს კა ნონი, რომელსაც ყველა აღვიქვამთ, რო გორც რუსულ კანონს. მისი გამოყენებით აპირებენ ჩაახშონ კრიტიკული აზრი ქვეყა ნაში, გაანადგურონ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, გააქრონ საჯარო სივრციდან ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსულ სივრცეში ქვეყ ნის დაბრუნებას; რომლებიც ათწლეულებია მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველომ თავის ისტორიულ გარემოში დაბრუნება მო ახერხოს. ამის საპირისპიროდ გვარწმუნე ბენ, რომ რუსული კანონი არ არის რუსული, ევროპელი ლიდერების განცხადებები არის ტყუილი და ერთადერთი სიმართლე მათი ნათქვამია. არ უნდა დავუჯეროთ. ეს არის ტყუილი, სამშობლოს ღალატი და უნდათ, ამაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩა რთონ. ეს არ არის პარტიებს შორის არჩე ვანი. ეს არის საფრთხე, საქართველომ კი დევ ერთხელ დაკარგოს დამოუკიდებლობა. ამიტომ, ნუ გამოვაყენებინებთ ჩვენი ქვეყნის მტრებს თავს. ჩვენ ვერ ავირჩევთ ოკუპა ციას. წლების მანძილზე დავიმსახურეთ, რომ ვიყოთ თავისუფალი, განვითარებული, ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩრდილოე თისკენ სვლა იქნება დანაშაული, რომელსაც ჩავიდენთ მომავალი თაობის წინაშე. არა რუსულ კანონს!“ თენგიზ ასანიძე, ყოფილი პოლიტპატიმარი: „საქართველოს ჭეშმარიტი მეგო
ბრებისათვის, ვინც ცდილობს დასავლურ გზაზე გაგვიყვანოს, ეს კანონი მიუღებელია. ფიქრობენ, რომ ბარიერია ევროკავში რისკენ მიმავალ გზაზე. ერთადერთი სა ხელმწიფო, რომელიც რიგ ღონისძიებებს ატარებს, რათა სახელმწიფოდ არ შევდგეთ და ამისთვის ხარჯებსაც სწევს, რუსეთია. სწორედ ის გვიწონებს კანონს, რომლის საშუალებითაც მოისპო სამოქალაქო საზო გადოების ჩამოყალიბების მცდელობაც კი, მთავრობის ოპონენტი გაქრა ქვეყანაში და ერთმანეთის მიყოლებით ჩაიძირა ყველა მედიასაშუალება. ეს კანონი რუსულია იმი ტომ, რომ მისი დახმარებით რუსული საქმე გაკეთდება. სამოქალაქო საზოგადოების ჩა მოყალიბების გარეშე ბრბოდ ვიქცევით. მახსოვს, როგორ გავაგზავნე თამბაქოს ფაბრიკიდან, სადაც მთავარი ინჟინერი ვი ყავი, 1978 წელს ენის საკითხთან დაკავში რებით გამართულ აქციაზე ახალგაზრდები. მიმაჩნდა, რომ მათი ადგილი მიტინგზე იყო. დღეს ისინი მადლიერნი არიან. შინაგანად თვლიან, რომ მცირე წვლილი მიუძღვით ენის შენარჩუნების საკითხის გადაწყვე ტაში. ასევე მოგიწოდებთ თქვენც, საკუთარი წვლილი შეიტანოთ, რათა მთავრობამ არა სწორი გადაწყვეტილება არ მიიღოს“. არჩილ ბერიძე, სტუდენტი, „თავისუფლების მოედანი“: „რატომ არის ეს კა ნონი რუსული? პირველ რიგში, იმიტომ, რომ მიზნად მეტ გამჭვირვალობას კი არა, რბილი ავტორიტარიზმიდან ტოტალიტარული მმარ თველობის რეჟიმზე გადასვლას ისახავს. ამ კანონის მიღებით ხელისუფლებას ექნება ყველანაირი ბერკეტი განსხვავებული და კრიტიკული აზრის ჩასახშობად. რატომ უნდა მმართველ ძალას ეს კა ნონი და რატომ ცდილობს საზოგადოების დაყოფის ფონზე ძალადობრივი გზით მის მიღებას? იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ მისიაა საქართველოს დაშორება ევრო კავშირისგან, ძალაუფლების შენარჩუნება და ქვეყანაში რუსული ინტერესების გატა რება. თუკი ვინმე საქართველოში უცხოური ძალის ინტერესებს ემსახურება, პირველ რიგში, „ქართული ოცნებაა“. ეს კანონი ეხება ყველას და არა მხოლოდ პირდაპირ
ადრესატებს: როდესაც ქვეყანაში მსგავსი დაძაბულობაა, ინვესტორები აღარ შემო დიან, არსებულნი ქვეყანას ტოვებენ, რაც საქართველოს დააზიანებს და ეკონომიკურ კრიზისსაც მოგვიტანს. ხელისუფლებამ არ უნდა მიიღოს ეს კანონი, რადგან ქართველი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება“. აზა გაბუნია, აქტივისტი, პედაგოგი, „თავისუფლების მოედანი“: „ეს არის ქარ თული საზოგადოების ღირსების და თავი სუფლების შემზღუდველი, ტოტალიტარული რეჟიმის მართვის ინსტრუმენტი და კანონპ როექტი, რომელიც გვაშორებს ევროკავ შირს. რისთვის გვჭირდება ევროკავშირი? იმისთვის, რომ გვქონდეს მეტ-ნაკლებად ღირსეული გარემო, ღირსეული სამუშაო და ანაზღაურება, უკეთესი ჯანდაცვის და ძალიან კარგი განათლების სისტემა, მიუ კერძოებელი და არა – ვინმეზე დაქვემდე ბარებული სასამართლო და ღირსეული სი ბერე. ემიგრანტებს ჰქონდეთ განცდა, რომ უკეთესი ქვეყანა შეიქმნა და მოუნდეთ ამ ქვეყანაში დაბრუნება. ამ კანონის მიღების შემთხვევაში დაიწყება არასამთავრობოთა ორგანიზაციული და პიროვნული დევნა, შე ეზღუდებათ ყველა აქტივობა. დონორებიც შეზღუდავენ დაფინანსებას – აგენტის სახე ლით არავის სჭირდება მუშაობა. ყველა ის შესაძლებლობა, რაც არასამთავრობო ორ განიზაციების დახმარებით ჰქონდა საქარ თველოს, აღარ იარსებებს, რაც ტოტალიტა რული სახელმწიფოს ინტერესებშია“. მამული ჟღენტი, საპატიო ბათუმე ლი: „ეს არის საბჭოთა კანონი. საბჭოთა კავშირში „ლაყბობის“ მუხლით ციმბირში უშვებდნენ ხალხს. ერთხელ ბიძაჩემი ნოე ქუჩის მეორე მხარეს მიმავალ ნაცნობს მიე სალმა – იმასაც ნოე ერქვა. პასუხად მიიღო: ყველა ნოეს გაუმარჯოსო. ჩათვალეს, რომ ნოე ჟორდანიაზე იყო ლაპარაკი და ათი წელი მიუსაჯეს. ეს კანონიც ასეთია – რო გორც მოუნდებათ, ისე აამოქმედებენ. მერე ერთმანეთის უნდა გვეშინოდეს. მხოლოდ გაერთიანებით შეიძლება მისი დამარცხება. ხალხი თუ გაერთიანდება, ყველაფერს დავ ძლევთ“. თამარ მამეიშვილი
5
(29.05)
#3, მაისი, 2024
გორი რუსული კანონის წინააღმდეგ
მტრის ხატის ძიებაში
„თუ მტერი არ არსებობს, უნდა გამოიგონო!“ როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ ძალაუფლების შენარჩუნების ნაცადი ფორმულა რუსეთისგან ისესხა და ცდილობს, მისი მმართველობით უკმაყოფილო ხალხს ახალი საფიქრალი გაუჩინოს: დაარწმუნოს, რომ სიღარიბეზე, უმუშევრობასა თუ მზარდ მიგრაციაზე მნიშვნელოვანი არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის სრულად კონტროლია. ეს პროცესი „რუსული კანონის“ ინი ციირებით არ დაწყებულა. „ქართულმა ოცნებამ“ არაკონტროლირებადი და ფინან სურად სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი სექტორი მიზანში წლების წინ ამოიღო და სიძულვილის დასათესად დაგეგმილ მიზან მიმართულ კამპანიაში მთელი სახელმწიფო სისტემა ჩართო. საჯარო მოხელეების, სამთავრობო არხების, სხვადასხვა ძალადობრივი ჯგუფებისა და ტროლ-ბოტების გაერთიანებით ეცადა, უფლებადამცველების, სამოქალაქო აქტივისტებისა თუ ჟურნალისტების შეურაცხყოფა, ზიზღი და სიძულვილი ნორმად ექცია. ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა: რატომ? „ქართული ოცნების“ მიზანია, შეინარჩუნოს ძალაუფლება, თუმცა, არა დემოკრატიული და ეფექტიანი მმართველობით, არამედ, დიქტატურის დამყარებით, რადგან სწო რედ ასე შეძლებს ქვეყნის ბიუჯეტი პირად საფულედ დაიტოვოს, კანონმდებლობა საკუთარ ინტერესებს მოარგოს და თან მოსპოს; გააჩუმოს და დააშინოს ყველა, ვინც ამ პროცესს შეეწინააღმდეგება. სასამართლო სისტემის მანკიერების, კორუფციის, დოვლათის უსამართლო დანაწილების მამხილებელი კი მედია და არასამთავრობო სექტორია – ყველა იმ
მოქალაქის ფარი და ხმალი, ვისი ინტერესები და საჭიროებაც ხელისუფლებისგან იგნორირებულია. სწორედ ამ სექტორში დასაქმებულებმა დაუბრუნეს საზოგადოებას განცდა, რომ პრინციპების ერთგულებითა და შეუპოვრობით სამართლის პოვნა და ბრძოლის მოგება შესაძლებელია. დღეს ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარი უფლებების გარდა, მისთვის ბრძოლის გზებიც იციან. ეს ცოდნა კი ქვეყანაში მეგო ბარ სახელმწიფოთა მიერ დაფინანსებული პროექტების შედეგია. მაგალითისთვის ერთი ქალაქის გამოცდილებაც კმარა: გორში ძალადობის მსხვერპლმა არაერთმა ქალმა შეძლო თავის გადარჩენა და უფასო იურიდიული თუ ფსიქოლოგიური დახმარე ბის მიღება; არაერთმა საჯარო მოხელემ მოახერხა სამსახურში თავის აღდგენა და კომპენსაციის მიღება, უამრავმა ადამიანმა დააღწია თავი უსამართლო ჯარიმებს და რაც მთავარია, ყველა მიხვდა, რომ სახელ მწიფოს წინაშე მარტო არაა. თანადგომა და მხარდაჭერა იგრძნეს სა ოკუპაციო ხაზთან მცხოვრებთაც, რომლებ მაც საკუთარი სახლებიდან – ომის კვალი, ყოველდღიურობიდან კი – უიმედობის გან ცდა სწორედ საერთაშორისო პარტნიორე
ბის დახმარებით გააქრეს: აღადგინეს ომის დროს დაზიანებული სახლები, განავითარეს მეურნეობები, მიიღეს პროფესიული განათ ლება და ამ ხელშეწყობით ჩვენი მიწის მცვე ლებად იქცნენ. ამ ადამიანებს არცერთი თანამდებო ბის პირი (ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებიდან) არ სტუმრობს არასამ თავრობო და მედიასექტორის წარმომა დგენლებზე ხშირად. შესაბამისად, საოკუ პაციო ხაზთან მცხოვრებთა პრობლემებზე, მოთხოვნებსა და სადარდებელზე ხმამაღლა სწორედ საერთაშორისო მხარდაჭერის მქონე ორგანიზაციები საუბრობენ და ხე ლისუფლებას მყიფე მშვიდობის პირობებში მცხოვრები ათასობით მოქალაქის მხარდა ჭერაზე შეახსენებენ. ამას კარგად ხედავენ და ამჩნევენ ადგი ლობრივებიც. გორში გამართულ საპროტე სტო აქციაზე მათი ჩამოსვლა ამის დასტუ რია: ამ ადამიანებს ყველა მიღებული სიკეთე ახსოვთ, რუსული ოკუპაციის სიმწარეც გამოცდილი აქვთ და პრინციპულად იცავენ საკუთარ ევროპულ არჩევანსაც. ისტორიული არჩევანის დამცველებმა კარგად იციან, რომ რუსეთის მიერ მოწონებული და წახალისებული კანონპროექტი ქვეყანას კონსტიტუციით დეკლარირებულ მიზნამდე – ევროკავშირში ინტეგრაციამდე ვერ მიიყვანს; რომ ხელისუფლების გზავნილი – „ღირსებით ევროპისკენ“ საბოლოოდ საზოგადოების ორად გახლეჩის და ორივე მხარისთვის ღირსების წართმევის მცდელობად იქცა: „ქართულ ოც
ნებას“ სურს, რომ საზოგადოების ნაწილს ღირსება კანონის ძალით, შეურაცხმყო ფელი იარლიყის მიწებებით შეულახოს. მეორე ნაწილს კი ღირსება სამსახურის შენარჩუნების სანაცვლოდ დაათმობინოს და ქვეყნის ნაცვლად პარტიის სამსახურში ჩააყენოს. ნანახი გვაქვს, როგორ შეძლო პუტინმა ადამიანების მორჩილებით, დუმილით და უმოქმედობით ძალაუფლების უზურპირება: ყველა, ვინც არ ეთანხმება რუსულ პოლი ტიკას, დღეს ან მკვდარია, ან ციხეში, ან გაქცეულია ქვეყნიდან. იგივე გვემუქრება ჩვენც, იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომელმაც სულ რამდენიმე თვის წინ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღეთ და მივუახლოვდით მრავალი თაობის ნატვრას – ცივილიზებული სამყაროს სრულფასოვან წევრობას. ხელისუფლებამ ამ ნატვრაზე უარი თქვა. ისიც ცხადია, რომ ქვეყნის მტრებად გამოცხადებას და სამაგალითო დასჯას გვიპირებს ყველას, ვინც ამ ნატვრის ერ თგულებას ვირჩევთ. ამ ტრაგიკული გზის დასაწყისია „რუსული კანონი“, რომელიც ხელისუფლებას – მაკონტროლებლის, ადა მიანებს – დამცველის გარეშე დატოვებს და ერთ დღესაც დაშინებულ და გაღარიბებულ საზოგადოებაში ევროპულ პერსპექტივაზე საუბარსაც კი კრიმინალად გამოაცხადებს. უბრალოდ სამწუხარო კი არა, უპატიებელი იქნება, თუ დღევანდელი დაუდევრობით ან გაუბედაობით მონობას მხოლოდ საკუთარ თავებს კი არა, მომავალ თაობებსაც დავუკანონებთ. გვანცა დოლუაშვილი
კახა ქარელიძე 6
#3, მაისი, 2024
(29.05)
ქუთაისი რუსული კანონის წინააღმდეგ ქუთაისში ორი კვირაა უწყვეტად რუსულ კანონს აპროტესტებენ. მის წინააღმდეგ ძირითადად ახალგაზრდები, სტუდენტები გამოდიან, რომლებიც ამბობენ, რომ მათი მომავალი არა რუსულ კანონში, არამედ წინ – ევროპაშია, რასაც „ქარ თული ოცნების“ მიერ მეორედ შემოტანილი, ვითომდა, გამჭვირვალობის შესახებ კანონი ეწინააღმდეგება. ქალაქში უწყვეტ აქციებზე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გამოდიან, რადგან ზუსტად იციან, რომ ამ კანონის ერთადერთი მიზანი თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობაა. სანდრო საინიშვილი, ქუთაისის საერ თაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი (ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტი): „სტუდენტებმა გადავწყვი ტეთ, რომ ვაჩვენოთ მთავრობას: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ემხრობა ევროპულ საქართველოს და არა რუსულ კა ნონს. შარშან, როდესაც ეს კანონი შემოიღეს, ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებმა ხელმოწერები შევაგროვეთ მის წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, ხელახლა დააბრუნეს“. ლია უკლება, მხატვარი: „ევროკავ შირში შესვლა ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნავს კარგ განათლებას, კარგ სამუშაო პირო ბებს, ღირსეულ ანაზღაურებას, ღირსეულ პენსიას და კიდევ მრავალ სიკეთეს. ევრო პელი პოლიტიკოსები ნათლად ამბობენ: თუ “ქართული ოცნება” ამ კანონს მიიღებს, ევროკავშირს უნდა დავემშვიდობოთ. ეს კი ნიშნავს, რომ ამდენი ხნის ბრძოლა განვი თარებისთვის წყალში ჩაიყრება და კიდევ დიდხანს უკიდურესი სიღარიბის პირობებში ვიქნებით. „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება მდიდარი, განათლებული და პროგრესუ ლად მოაზროვნე ახალგაზრდობა. მას სურს ადვილად სამართავი, გაღარიბებული და დაბეჩავებული ამომრჩეველი, რათა უკეთ იბატონოს და მართოს. ყველაფერი უნდა გა ვაკეთოთ, ასე რომ არ მოხდეს. ჩვენ უკეთეს ცხოვრებას ვიმსახურებთ“. ოთარ ირემაძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი: „არავისთან ასოცირება ხელს არ მიშლის, რომ სამოქალაქო პოზიცია დავაფიქსირო. მნიშვნელობა არა აქვს, ვისი შვილი ვარ, ვის მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტში ვსწა ვლობ. მე, როგორც საქართველოს მოქა ლაქეს, მაქვს საკუთარი მოსაზრება და ახლა ის დროა, როდესაც ამ პოზიციის განუცხა დებლობა გვიქმნის საფრთხეს. ვფიქრობთ, ვინც საქართველოს დამოუკიდებელ და მომავალში წარმატებულ, ევროპულ ქვეყ ნად მიიჩნევს, უნდა გამოვიდეს და მშვიდო ბიანად, კონსტრუქციულად დადგეს. გვინდა, ხელისუფლებას დავანახოთ ჩვენი ხმა და ძალა; გავაგებინოთ, რომ არ შევეგუებით მათი ხუშტურებით მართულ ქვეყანას. არ გვინდა, ჩვენი, ახალგაზრდობის და ამდენი ადამიანის ხმა დაიკარგოს“. შორენა ხუნდაძე, აქტიური მოქალაქე: „ჩემთვის ეს კანონი არის რუსული, რადგან მის მიხედვით ყველა არასამთავ რობო ორგანიზაციამ „უცხოური გავლენის აგენტის“ იარლიყი უნდა ატაროს. თავად სიტყვა ასოცირდება კგბ-ს აგენტთან. არა მგონია, რომელიმე ორგანიზაციამ მსგავსი იარლიყი მიიკრას, რაც მათ დახურვას გამო იწვევს. ჩემი აზრით, ამ მთავრობის მიზანიც ეს არის. ქვეყანაში აღარ დარჩება არც ერთი ორგანიზაცია, რომელიც ამ ხნის განმავლო
ბაში უამრავ ადამიანს ეხმარებოდა; არც ერთი ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კორუფციას გამოააშკარავებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროპისკენ სვლას დაეს მება დიდი წერტილი, რაც კატასტროფაა“. დაჩი ჩადუნელი, სტუდენტი: „ჩვენი შეკრების ერთადერთი მიზანია, ვუთხრათ არა რუსულ კანონს. ჩვენ, როგორც საერთა შორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სტუდენტები, მის მიღებას ვეწინააღმდე გებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე ნამდვილი და რეალური ინფორმაციაა, ამი ტომ მოვუწოდებ საზოგადოებას: გაეცნონ ინფორმაციას, მხარი დაგვიჭირონ და გვე რდით დაგვიდგნენ. არა რუსულ კანონს და არა ყველაფერს, რაც რუსულია!“ ელენე იოსელიანი, სტუდენტი: „ყვე ლას გაგვიხარდებოდა, რომ ახლა უნივერ სიტეტში ვიყოთ, ვსწავლობდეთ და საკუთარ განათლებაზე ვზრუნავდეთ, მაგრამ ამის საშუალებას ხელისუფლება არ გვაძლევს იმ კანონით, რომელიც შემოაქვს და რომე ლიც ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს მომავალზე. შესაბამისად, მივიღეთ გადა წყვეტილება, გავაპროტესტოთ ეს კანონი, რადგან მიგვაჩნია, რომ სტუდენტების და ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის პო ლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელო ვანია“. ილიკო ნაცვალაძე, სამოქალაქო აქტივისტი: „პირველ რიგში, რუსული კანო ნით ხეირობს კრემლი, რუსეთი, საქართვე ლოში კი ის დემოკრატიულ პროცესს აფერ ხებს. ამას გარდა, საფრთხეს უქმნის სამოქა ლაქო საზოგადოებას, მესამე სექტორს, და მოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს. აქედან გამომდინარე, არა რუსულ კანონს! Gen-Z-ის თაობას განსხვავებული ღი რებულებები აქვს, ამიტომ უკან არაფერზე დაიხევს. ამ ქალაქში, სადაც დავით მიქე ლაძე (მეველე) ყოველთვის დასავლურ ღირებულებებს ავრცელებდა და ევროპული განათლებისკენ მოუწოდებდა თანამოაზრე ებს, საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს, რუსული კანონის მიღება ყოვლად წარმოუ დგენელია. ორმაგად, სამმაგად სასიხარულოა ის, რომ ამ წლების მანძილზე სამოქალაქო სა ზოგადოება ძალიან გაიზარდა, რაც ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების თანა დგომის დამსახურებაა. ამ კანონის მიღება პირდაპირ კრემლის პოლიტიკის გატარებას ნიშნავს, რასაც ქვეყანა ვერ გადაიტანს. არა და არა რუსულ კანონს!“ გვანცა თოთაძე, ა/ო სამეცნიეროინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“: „ამ ფორმით და შინაარსით ეს კანონპროექტი აუცილებლად შეზღუდავს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების თავისუფალი მუშაობისა და გამოხატვის თა
მათე ჩაფიჩაძე ვისუფლების შესაძლებლობას. ის ლახავს მოქალაქის ღირსებას, აკანონებს დასმე ნების კულტურას და გვაშორებს ევროკავ შირს. არა – რადგან აუცილებლად გაქრება კრიტიკული და ჯანსაღი აზრი; არა – რადგან მონური ცხოვრების სტილს მოიტანს; არა – რადგან დაიწყება რეპრესიები; არა – რა დგან მივიღებთ შერჩევით სამართალს; არა – რადგან ადამიანის უფლებების შელახვა გახდება ნორმა; არა – რადგან ყოფს და აპი რისპირებს საზოგადოებას და ამკვიდრებს არეულობას. არა – რადგან ეს გვართმევს უსაფრთხო მომავალს. რატომ არ უნდა მივიღოთ კანონპრო ექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”? ის მოიცავს სამ ვალდებულებას: 1. ფინანსების დეკლარირებას, რასაც ისე დაც ვასრულებთ; 2. იძულებას, დავირქვათ “უცხო ქვეყნის ინტერესის გავლენის გამ ტარი ორგანიზაცია”, რაც ყოვლად მიუღე ბელია და არღვევს ადამიანის უფლებებს; 3. იუსტიციის სამინისტროს წელიწადში 2-ჯერ შეუძლია შეამოწმოს ორგანიზაციები, რაც არის რეპრესიული. ეს კანონპროექტი ჩვენი არჩევანი არ არის. დღეს ხელისუფლება უგულებელყოფს, შეურაცხყოფას გვაყენებს, ძალადობს ჩვენზე და გვეუბნება, რომ მათთვის არა ფერს წარმოვადგენთ და უნდა გვეშინოდეს; რომ არაფერი გვესმის და ჩვენზე უკეთ მათ შეუძლიათ გადაწყვიტონ ჩვენი ბედი. 12 წე ლია სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და არაფორმალური განათლების მიმართულე ბით ვსაქმიანობ და საერთაშორისო პარტნი ორებისგან მიღებული დაფინანსებით ადგი ლობრივ დონეზე საჭირო და საკეთილდღეო პროექტებს ვახორციელებთ. ამის გამო ჩვენ არ ვართ „აგენტები“ და ვერც დაგვარქმევთ აგენტებს“. მიხეილ მუმლაძე, EECMD ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებული: „რუსული კანონი კლავს ყველანაირ და ყველას თავისუფლებას, აკანონებს ხე ლისუფლებისთვის არასასურველი ნების მიერი სიტყვის, ქმედების, ორგანიზაციის აკრძალვას და შესაბამისად, დიქტატურას. რიგითი ადამიანები დარჩებიან დახმარების,
მხარდაჭერის გარეშე, რადგან აღარ იარსე ბებს არანაირი თავისუფალი ტრიბუნა, სადაც შეძლებენ თავიანთ პრობლემებზე საუბარს. არა და ყოველთვის არა რუსულ კანონს, რომელიც გვემუქრება ჩვენ, თავისუფალ მე დიას, სამოქალაქო სექტორს, მტრად აცხა დებს ყველა ჩვენს მხარდამჭერს, დონორ ორგანიზაციას, რომლებიც სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის, რიგითი ადამიანების ინტე რესებს ატარებენ, რადგან სწორედ მათი დახმარებითა და მხარდაჭერით ვახერხებთ მოქალაქეთა წინაშე არსებული მნიშვნე ლოვანი თემებისა და საკითხების წინ წა მოწევას და ვეძებთ მათი გადაჭრის გზებს. შეუძლებელი და დაუშვებელია თავისუფალი სიტყვის და თავისუფლების წართმევა, არა რუსულ კანონს!“ ლელა მოწონელიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი: არა რუსულ კანონს, იმიტომ, რომ ცალსახად იმეორებს იმას, რაც ეწერა საწყის ეტაპზე, გამკაცრებამდე რუსულ კანონში. მეორე, გვაშორებს ყველა მეგობარს, ვისაც რაიმე სასიკეთო გაუკეთებია ჩვენთვის, ვინაიდან მათ უწოდებს უცხოური ინტერესების მქონე ორგანიზაციას და სახელმწიფოს. შესაბამისად, ბევრი ქვეყანა და ორგა ნიზაცია ამ სტატუსის გამო ჩამოშორდება იმ საქმიანობას, რასაც ადგილობრივ დონეზე ახორციელებდნენ. დავრჩებით მხოლოდ ჩვენ და რუსეთი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა, ვისაც ეს კანონი შეეხება, სტიგ მატიზებული იქნება და აგენტს დაარქმევენ“. დეა მანაგაძე, გიდი: „არა რუსულ კა ნონს იმიტომ, რომ საქართველოს სჭირდება რეგიონული მედია, ინფორმაცია, რომლის გაშუქება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვა ნია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესე ბის განვითარების, თავისუფალი სიტყვის, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობისთვის. ამ კანონის მიღების შემ თხვევაში კი ქვეყანა უკან ტოტალიტარული წარსულისკენ გადადგამს ნაბიჯს, რომლის აჩრდილიც სამწუხაროდ, დღემდე მოგვყ ვება“. მათე ჩაფიჩაძე
7
(29.05)
#3, მაისი, 2024
თელავი რუსული კანონის წინააღმდეგ ბოლო პერიოდის მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველო კვლავ მიტინგების ტალ ღამ მოიცვა. ძალაუნებურად მახსენდება 1989 წლის აპრილი, როდესაც მეცხრეკლასელი გოგონა, თანამოაზ რეებთან ერთად, მშობლიურ ქალაქ თელავიდან მატარებლით გავიპარე თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლთან გამართულ მანიფესტაციასთან შესაერთებლად. მე ვიყავი ტიპური საბჭოთა ბავშვი, რომელ საც აიძულებდნენ, სკოლაში ყელსახვევი ეტა რებინა, დასწრებოდა პიონერთა შეკრებებს, გა სულიყო დაგეგმილ აღლუმებზე და თავისუფალი თემებიც იმგვარად ეწერა, როგორც საბჭოთა მოსწავლეს შეეფერებოდა. სწორედ ამიტომ, არასოდეს მომწონდა სკოლის რეჟიმი, მასწა ვლებელთა უმეტესობის სწორხაზოვანი დამოკი დებულება სასწავლო პროცესისა და მოსწავლე ების მიმართ. რაც მთავარია, თავისუფალი აზრე ბისა და იდეების გამოხატვის შეუძლებლობა. მამა და მისი მეგობრები ეროვნული მთავ რობის იდეოლოგიის აქტიური გამტარებლები და დამცველები იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა საჯარო სამსახურში მუშა ობდა. მახსოვს მათი საუბრები, ჩვენს მამაპა პისეულ სახლზე აფრიალებული უზარმაზარი ქართული დროშა და დახლქვემოდან მოტა ნილი აკრძალული ლიტერატურა – სუფთა ჰა ერი „რკინის ფარდით“ დახურულ სივრცეში. მეც ვკითხულობდი და ვკითხულობდი და სულ უფრო მეტად მინდოდა იმ გაპრიალებული სტაგნაციიდან გაღწევა, რომელსაც საბჭოთა რეალობა ქმნიდა. ეს ლირიკული გადახვევა დამჭირდა იმისთვის, რომ მეთქვა: 30 წელზე მეტია, ვხე დავ, როგორ იბრძვის სრულიად საქართველო რუსული გავლენისგან გასათავისუფლებლად. დიდი სისხლისღვრისა და მსხვერპლის შედე გად, დადგა დრო, როდესაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა; ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სტრატეგია ევროპულ ვექტორზე გადის. სწო რედ ამ დროს საქართველოს პარლამენტი იღებს კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირ ვალობის შესახებ“, რომლის მეორე მუხლით განისაზღვრება „უცხოური გავლენის აგენტის“
ფორმულირება; მოცემულ მუხლში წარმოდგე ნილი კრიტერიუმებიდან გამომდინარე, კანო ნის მიღების შემთხვევაში, „უცხოური გავლე ნის აგენტად“ სახელდებული გახდება ყველა ის დასავლური არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ფონდი, რომელიც საქართველოში ფუნ ქციონირებს. კანონის მიღების აუცილებლობას საქართველოს მთავრობა კრებსითი „არა სამთავროების“ გამჭვირვალობის ხარისხის დასადგენად ამართლებს. დღეს უამრავი ადა მიანი გამოდის მანიფესტაციაზე ამ კანონის გასაპროტესტებლად, რადგან ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე ის სერიოზულ დაბრკოლებად იქცევა; ამის შესახებ ღია გზავნილები აქტიუ რად ცხადდება დასავლეთის მხრიდან. ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა ისმება. რამდენიმე მათგანს გამოვა რჩევ: 1. რატომ არის ამ კანონის მიღება ქვეყ
უარყოფით გზავნილებს ამ კანონთან მიმართე ბაში? 4. რა ბერკეტებით აპირებენ იმ ბენეფი ციართა უზრუნველყოფას (მათ შორის, შშმ პი რებისა და მოწყვლადი ჯგუფების), რომლებსაც აქტიურად აფინანსებენ დასავლური არასამთა ვრობო ორგანიზაციები? 5. რამდენად ადეკვა ტურია, როდესაც გსურს ევროსაბჭოს წევრობა და, პარალელურად, იღებ კანონს, რომელიც მათგან წამოსულ ინიციატივებსა და თანხებს გააკონტროლებს? 6. რატომ დადგა დღის წეს რიგში „გამჭვირვალობასა“ და „ქართველობის დაკარგვაზე“ საუბარი – ისინი დასავლეთის მიერ თავსმოხვეული პრობლემებია? 7. ვის „წისქვილზე ასხამს წყალს“ ეს კანონი? სიამოვნებით მოვისმენდი კანონის გამამა რთლებელ დასაბუთებულ არგუმენტებს. თუ მცა, სამწუხაროდ, ისინი არ არსებობს. ფაქტია, რომ საქართველო, როგორც სრულიად გან
მატების გარანტად იქცა. პირადად მე ორჯერ გავხდი ერასმუსის სტიპენდიატი, რამაც შესაძ ლებლობა მომცა, ჯერ ერთი წლის განმავლო ბაში პოსტსადოქტორო კვლევა მეწარმოებინა ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტში, შემდეგ, ბოლონიის ალმა მატერის უნივერსიტეტში წა რმედგინა ჩემი კვლევის შედეგები ლექციებად. უამრავი მყარი არგუმენტის მოტანა შე გვიძლია ქართველებს, თუ რატომ გვაქვს გეზი ევროპისაკენ. ასევე, უამრავი მიზეზია, რომ სრუ ლად გავთავისუფლდეთ რუსული გავლენისგან. აღნიშნული კანონი თავდაყირა აყენებს ყველა იმ იმედს, სურვილს თუ სწრაფვას, რისთვისაც ათწლეულებია იბრძვის ჩემი თა ობა, რისთვისაც ასწლეულები იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რისთვისაც ახლა იბრძვის ჩვენი მომავალი! ჩვენი შვილები არა მარტო ხვდებიან, რომ უკან დასახევი გზა აღარ არის,
ლევან კალმახელიძე ნისთვის იმდენად რელევანტური, რომ ერთი წლის წინ, ხალხის უპირობო მოთხოვნის სა ფუძველზე უარყოფილი კანონი ისევ დღის წეს რიგში დააყენეს? 2. რატომ ანიჭებს ამ კანონს საქართველოს მთავრობა იმდენად დიდ მნიშ ვნელობას, რომ ადამიანთა უდიდესი ნაწილის მოთხოვნას არ ითვალისწინებს (მათ შორის, ახალგაზრდების უმრავლესობის)? 3. როდესაც მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა ცალსახად ევროპუ ლია, რატომ არ ითვალისწინებენ დასავლეთის
ლევან კალმახელიძე
ყენებული სახელმწიფო, ფიზიკურად ვერ იარ სებებს; როგორც ყველა ქვეყანას, მასაც სჭირ დება სტრატეგიული მოკავშირეები და მეგო ბრები. გეოგრაფიული მეზობლობის და იდენტური აღმსარებლობის მიუხედავად, საუკუნე ების გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ რუსეთის სახელმწიფო არა თუ ჩვენი მეგობარი, არამედ – მტერია. საქართველოს მოქალაქეთა 85 პროცენტის სურვილი ევროპული არჩევანია, დანარჩენები კი, საკუთარ პოზიციას ამგვარად ამართლებენ: კურდღელმა თქვა, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, რუხი მგელი შემჭამს თუ თეთრიო?! „რუხმა მგელმა“ (რუსეთმა) უკვე შეგვჭამა – საქართველოს ტერიტორიების მე ხუთედი ოკუპირებული აქვს! „თეთრი მგელი“ (დასავლეთი) კი არ აპირებს ჩვენს შეჭმას! ბერძნული ცივილიზაცია, რომელიც ევრო პული კულტურის საფუძველია, მითოლოგიუ რად კოლხეთიდან წაღებული ოქროს საწმი სიდან იწყება. ქართული იდენტობა ევროპულ ღირებულებებსა და ფასეულობებს მოიაზრებს. ევროპა და ევროპული კულტურა წარმატებული ინტეგრაციის მყარ გარანტიას გვაძლევს. ევრო პამ შეიფარა, დაასაქმა და გადაარჩინა სამშო ბლოდან ემიგრაციაში იძულებით წასული უამ რავი ადამიანი. ევროპა ის დონორია, საიდანაც შემოდის უამრავი სიკეთე, როგორც მატერია ლური, ასევე, საგანმანათლებლო. ევროკომი სიის მიერ დაფინანსებული უამრავი გაცვლითი თუ სასწავლო პროგრამა განვითარებისა და უამრავი სტუდენტისა და მკვლევრისათვის წარ
კარგად აცნობიერებენ, რომ ახლა კონფორმი ზმი დანაშაულია! შესაძლებლობა, რომელიც ამჟამად საქართველოს ეძლევა ევროპული მომავლის სახით, აუცილებლად უნდა გამო ვიყენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში (ვინაიდან სიცარიელე და აბსოლუტური განყენებულობა ბუნებაში არ არსებობს) ნაცნობ, ბნელ პოლი ტიკურ წარსულში მოგვიწევს დაბრუნება. წერილში განვითარებულ რიტორიკას რომ გვერდი ავუაროთ, კიდევ ერთი შეკითხვა მიჩნდება: ღირს კი რამედ ნებისმიერი კანონი, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისა და მომავალი თაობისათვის მიუღებელია?! ღირს კი ისეთი კანონის მიღება, რომელიც, თავის მხრივ, საზოგადოების კიდევ ერთ დიქოტო მიურ ტიპოლოგიას აყალიბებს?! ქოცებად და ნაცებად, ვაქსერებად და ანტივაქსერებად, ქა ლაქელებად და სოფლელებად და ა. შ. დაყო ფილ, დაქუცმაცებულ, ემიგრირებულ რამდე ნიმე მილიონ ქართველში ახალი სოციალური უფსკრული გაჩნდა: კანონის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. არადა, ჩვენ გვჭირდება კანონი, რომელიც გაგვაერთიანებს და არ და გვყოფს; კანონი, რომელიც რაციონალური, მოწესრიგებული, კულტურული ევროპული სამყაროსკენ გაგვიხსნის გზას და ამ გზის სი მართლესა და სიკეთეს ეჭვქვეშ არ დააყენებს; და თუ ეს გზა გაწყდება, კარგად ნაცნობ გზაზე მოგვიწევს დაგორება. ვეჭვობ, სწორედ ამიტომ დაარქვეს ამ კანონს „რუსული კანონი“. ნინო გოგიაშვილი
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) ლ.შარაშიძის ქ. #7, თბილისი 0179. ტელ: 2 915650/2915651
8